წიგნი: პანაიოტის ბუმისი - საეკლესიო სამართალი

  1. გვ 27–38 ჩათვლით განქორწინების საკითხი
  2. განქორწინების მიზეზები
  3. განგრის(ღანგრის) ადგილობრივი კრების განმარტება მე–13 კანონი
  4. წმ.ტრულის კრების 72–ე კანონი
  5. დიიონისე ალექსანდრიელის მე–2 კანონი
  6. ტიმოთე ალექსანდრიელის მე–6 და მე–7 კანონი
  7. ათანასე ალექსანდრიელის 1 კანონი
  8. ათანასე ამონ მონაზვნის მიმართ

ნახვა: 1343

ტეგები: Qwelly, საგამოცდო, სასწავლო

tamo: დეკემბერი 6, 2013||7:33pm

 რუსკა&ნიკა: რას  ვწერთ და  ერთ ერთს მოცემულ საკითხებიდან ! ~

Ann: დეკემბერი 9, 2013||10:50pm

წმ.ტრულის კრების 72–ე კანონი

(კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრება)

    არ შეეფერება მართლმადიდებელ მამკაცს მწვალებელი დედაკაცის ცოლად შერთვა; არც - მართლმადიდებელ დედაკაცს მწვალებელ მამკაცთან შეუღლება. თუკი ასეთ ქმედებას ვინმე ჩაიდენს, ქორწინება უკანონოდ უნდა ჩაითვალოს და უსჯულო თანაცხოვრება დაირღვეს, რადგან არაჯეროვანია შეუერთებელთა შეერთება, არც ცხვართან მგლის შერწყმა და ქრისტეს სხეულთან არ არის ცოდვილი წილნაყარი. ვინც ჩვენს განჩინებას დაარღვევს, უზიარებლობით დაისაჯოს; ხოლო თუ ისეთი პირები, რომლებიც ურწმუნოებაში იყვნენ, მართლმადიდებელთა სამწყსოს არ მიეკუთვნებოდნენ და ერთმანეთზე კანონიერად იქორწინეს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა კეთილი არჩევანი გააკეთა და ჭეშმარიტების ნათელს მიეახლა, მეორე კი ცდომილების საკრველში დარჩა, რადგან არ ისურვა საღვთო შარავანდედისაკენ მიხედვა და მაინც ურწმუნო მეუღლეს მორწმუნე მეუღლესთან ცხოვრება სურს, მაშინ გათვალისწინებულ იქნეს საღვთო მოციქულის სიტყვა: "...განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა..." (I კორ. 7.14) და ნუ განეშორებიან ერთმანეთს.

Ann: დეკემბერი 9, 2013||10:52pm

5.დიონისე ალექსანდრიელის მე–2 კანონი

   ხოლო დედობრივი წესით სისხლმდინარე დედებს აქვთ თუ არა ღმრთის სახლში შესვლის ნება, როდესაც ამ მდგომარეობაში არიან, ამის კითხვაც კი ზედმეტი მგონია. რადგანაც ვერ დავიჯერებ, თუმ თუ ღმრთისმოსავნი და მორწმუნენი არიან, როგორ უნდა გაბედონ ბუნებრივ ვნებაში ყოფნის დროს წმინდა ტრაპეზთან მისვლა, ან ქრისტეს ხორცისა და სისხლის შეხება. რადგან თორმეტი წლის განმავლობაში სისხლმდინარე დედაკაცმა თავის განსაკურნებლად მიიზიდა არა მაცხოვარი, არამედ მხოლოდ მისი სამოსლის კალთა. ხოლო ვინც არ უნდა იყოს, და რა ვნებითაც არ უნდა იყოს შეპყობილი, მისთვის ლოცვა, მეუფის ხსენება და მისგან დახმარების თხოვნა არასოდეს არ არის აკრძალული. სიწმინდეთა შეხებისა და წმინდათა წმინდაში შესვლის უფლება კი არა აქვს არავის, თუ სულით და ხორცით მთლიანად წმინდა არ იქნება.

Ann: დეკემბერი 9, 2013||10:57pm

6.ტიმოთე ალექსანდრიელის მე–6 და მე–7 კანონი

ტიმოთე იყო ათანასე ალექსანდრიელის მოწაფე და საკუთარი ძმის, პეტრეს მემკვიდრე ალექსანდრიის სამთავარეპისკოპოსი კათედრაზე 379 წლიდან. კანონიკურ კრებულებში და „დიდ სჯულისკანონში“ შეტანილია ტიმოთეს პასუხები კანონიკური შინაარსის შეკითხვებზე. ჩვეულებრივ კრებულებში ტიმოთეს 18 პასუხია, რომელთაგან თითოეული კანონად იწოდება, ხოლო ზოგიერთ კრებულში და, მათ შორის, „დიდ სჯულისკანონში“ - 15 (გვ. 524-526).

6. კითხვა: თუ კათაკმეველი დედაკაცი თავის სახელს ჩაწერს, რომ ნათელი მიიღოს, ხოლო მისი ნათლისღების დღეს დაემართება მას დედათა წესი, შეიძლება თუ არა მისი ნათლისღება იმ დღეს, თუ დრო უნდა მიეცეს და რამდენიმე ხნით უნდა გადაიდოს ნათლისღება?

პასუხი: ნათლისღების გადადება საჭიროა, სანამ დედაკაცი არ განიწმინდება.

7. კითხვა: თუ დედაკაცს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოთა ზიარება?

პასუხი: საიდუმლოთა ზიარების გადადება საჭიროა, სანამ არ განიწმინდება.

Ann: დეკემბერი 10, 2013||2:47pm

  3.ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრების მე-13 კანონი.. სადაც ვკითხულობთ: „თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეიცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსელის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს.“

ამ კანონის წინაპირობაში ზედმიწევნით გასარკვევად საჭიროა რამდენიმე სიტყვით შევეხოთ იმ ერესს, რომლის წინააღმდეგაც იქნა მოწვეული ეს კონკრეტული კრება.

ღანგრის კრების კანონიკური დადგენილების შესავალ ნაწილში პირდაპირაა დასახელებული ერესის სახელწოდება – „მესალიანთა ერესი“ და მისი ერესიარქი – ­ევსტათი, აქვეა ჩამოთვლილი ის სიმახინჯეები და ცთომილებები, რაც ამ ერესს ახასიათებდა: „ისინი ქორწინებას შეურაცხყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ქორწინებულთაგან არავის უნდა ჰქონდეს ღმერთის იმედი. ბევრნი შეცდომაში შედიოდნენ და შორდებოდნენ თავის ქმრებს და ქმრები – ცოლებს. (…) უცხო სამოსლით მოსილნი ჩვეულებრივი შესამოსლის წინააღმდეგნი არიან ისინი. (…) მათი ჩაგონებით მონები ბატონებს ტოვებენ და უცხო სამოსლით შემოსილები ბატონებს შეურაცხყოფენ. დედაკაცები ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო სამოსლით იმოსებიან და ჰგონიათ, რომ ამით გამართლებას ჰპოვებენ. მრავალი მათგანი ღმრთის მსახურების მომიზეზებით იკრეჭს თმას, დედობრივი ბუნების სამკაულს. (…) დაქორწინებულთა სახლებში ლოცვა არ სურთ და იქ შესრულებულ ლოცვებს შეურაცხყოფენ. ხშირად დაქორწინებულთა სახლებში შესაწირავს არ ეზიარებიან. ქორწინებულ მღვდლებს შეურაცხყოფენ და მათ მიერ აღსრულებულ ჟამისწირვებს არ ესწრებიან.“

არსებითად იგივეს ვხვდებით ამ ერესის შესახებ სხვა წყაროებშიც.

იოანე დამასკელი საკუთარ ნაშრომში „მწვალებლობათა შესახებ“ საკმაოდ ვრცლად საუბრობს მესალიანთა (მასალიანთა) ერესის სიცოფთა შესახებ და სხვა უამრავთან ერთად აღნიშნავს: „გარდა ზემოხსენებულისა, მასალიელნი სხვა მრავალსაც უკეთურყოფენ და ცრუიან, კერძოდ კი ყოვლად აუღელვებლად დაარღვევენ ხოლმე სჯულიერ ქორწინებებს; ქორწინებაზე უარისმთქმელთ შეიწყნარებენ და პატივს-სცემენ, როგოც ასკეტებს.“

მესალინელთა ერესის ცრუ-ასკეტიზმზე საუბრობს ასევე ნეტ. თეოდორიტე კვირელი საკუთარ ნაშრომში – „საეკლესიო ისტორია“ (IV წიგნის X თავი).

მოყვანილი განსაზღვრებიდან ნათელია, რომ ღანგრის კრების მიმდინარე კანონი (და მთლიანად კრება) კრძალავს არ უბრალოდ ქალის მიერ მამაკაცის სამოსით შემოსვას, არამედ გაცილებით უფრო სიღრმისეული ერეტიკული მოძღვრებების წინააღმდეგაა მიმართული. უფრო კონკრეტულად, ამ ერესის არსი ცრუ-ასკეტიზმში მდგომარეობდა. ერესის სახელწოდებაც „მესალიელები“ ან „მასალიელები“ (ასევე ბერძ. „ევქიტები“) სირიული წარმოშობისაა და მლოცველ ერს ნიშნავს. სწორედ მოჩვენებითი ასკეტური ცხოვრების მიზნით შორდებოდნენ დაქორწინებული დედაკაცები და მამაკაცები; დედაკაცები იკვეცდნენ თმას და მამაკაცთა სამოსს იცვამდნენ; ასევე მამაკაცებიც და მონებიც საკუთარი ასკეტური მოღვაწეობის ხაზგასასმელად განსაკუთრებულად იმოსებოდნენ. შესაბამისად ამ ერესს სამოსელის მიმართ განსაკუთრებული, უნიკალური დამოკიდებულება ჰქონდა. ამის კვალდაკვალ ღანგრის კრებამ თავისი კანონით (მე-13) დედაკაცებს, მამაკაცთა სამოსით შემოსვა, სწორედ მოჩვენებითი ასკეტური მოღვაწეობის გამო აუკრძალა.

სწორედ ამას (მოჩვენებით ასკეტიზმს), რომ ითვალისწინებდა კანონმდებელი (ღანგრის კრება) ამ აკრძალვის დადგენისას, ამის შესახებ წერს დიდი კანონისტი და კანონთა განმმარტებელი თ. ბალსამონი საკუთარ კომენტარებში:  „კანონი ანათემას განუწესებს (შეაჩვენებს) იმ დედაკაცებს, რომლებიც მოღვაწეობის მიზნით მამაკათა შესამოსელით იმოსებიან და დედაკაცის ბუნებრივ სამოსელს კი უკუაგდებენ. მამებმა ზედმიწევნით სწორად გაუსვეს ხაზი დათქმას „მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის“, რადგან ის ვინც მოღვაწეობს არა სიცრუითა და ფარისევლობით, არამედ ჭეშმარიტებითა და სიწმინდით, არა თუ ანათემას არ უნდა გადაეცეს (შეჩვენებულ იქნეს), არამედ ასეთი ქებას იმსახურებს. რადგან მრავალმა, ვინც მამაკაცურად გადაცმული ჭეშმარიტად მოღვაწეობდა, ხსნა მოიპოვა, როგორც წმ. მელანიამ, წმ. ევგენიამ და სხვებმა.“

განხილულიდან ნათლად ჩანს, რომ ღანგრის კრების წმ. მამებმა მოცემული  (მე-13) კანონის წინაპირობად განსაზღვრეს არათუ დედაკაცის მიერ მამაკაცის სამოსის უბრალოდ  (განსაკუთრებული მიზნის გარეშე) შემოსვა, არც ჭეშმარიტი მოღვაწეობის მიზნით მამაკაცად გადაცმა, არამედ ასეთი ქმედება მოჩვენებითი მოღვაწეობის მიზნით. სწორედ ეს კერძო შემთხვევა წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებისათვის სავალდებულო გარემოებას და კანონის მისგან დამოუკიდებლად განზოგადება დაუშვებელია, რადგან არც მისი შინაარსი და არც კრების სულისკვეთება (მესალინელთა ერესის დაგმობა) არ იძლევა დედაკაცის მიერ მამაკაცის სამოსით შემოსვასთან დაკავშირებით ზოგადი მსჯელობის საშუალებას.

nino bubulashvili: დეკემბერი 10, 2013||7:10pm

მეგობრებო ათანასე ალექსანდრიელის პირველი კანონი დამიდეთ რა თუ გაქვთ?:)))

Ann: დეკემბერი 10, 2013||9:21pm

ბავშვებო ეს საკითხები რომელი ცვლისაა? ზუსტად იცით?

tamo: დეკემბერი 10, 2013||9:30pm

რა რომელი  ცვლისაა  ანნ,   ჩვეი  ცვლისააააა !

Ann: დეკემბერი 10, 2013||9:53pm

მეც ასე მეგონა, მაგრამ ზოგიერთისგან გავიგე რომ სხვა საკითხებია :( და ქსეროქსებიც ქონდათ :(

tamo: დეკემბერი 11, 2013||9:02pm

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters