რომის პაპი ფრანცისკ I კათოლიკური ეკლესიის ძირეული განახლებისა და "ფულის კულტისგან" მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
ახალ 84-გვერდიან ენციკლიკაში ფრანცისკ I "კაპიტალიზმის ტირანიის" შესახებ საუბრობს და მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, მოსახლეობის უღარიბეს ფენათა პრობლემები მოაგვარონ, მათ შორის უმუშევრობა, სიღარიბე და ჯანდაცვა.
"როგორ ხდება, რომ როდესაც ქუჩაში უსახლკარო ადამიანი მძიმე დაავადებით იღუპება - ეს არავის აინტერესებს, ხოლო როდესაც საფონდო ბირჟა ორ ქულას კარგავს, ეს უკვე ახალი ამბავია?!", - აღნიშნა რომის პაპმა.
ფრანცისკ I თქმით, ეკლესიის გარდაქმნა სამომავლოდ არ უნდა გადაიდოს.
"ჭუჭყიანი და ღარიბი ეკლესია მირჩევნია, რომელიც ადამიანებთან ქუჩაში გადის, ვიდრე დახურული და მხოლოდ საკუთარ ხელშეუხებლობაზე ორიენტირებული", - განაცხადა პონთიფიკოსმა.
როგორც The Guardian წერს, ფრანცისკმა ყოველგვარი ეჭვი გააქარწყლა აბორტებთან დაკავშირებითაც, მისი აზრით, ეს დოქტრინა განხილვას არ ექვემდებარება, ვინაიდან ის თითოეული ადამიანის ღირსების შესახებ კათოლიკური ეკლესიის სწავლებას ეფუძნება.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ასევე პაპის ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მიზნით, რეფორმების გატარების მოწოდებით გამოდის, რათა შეიზღუდოს მისი ძალაუფლება და მზადყოფნას გამოთქვამს, ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი წინადადება განიხილოს.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2019.
საათი: 10:38pm
1 კომენტარი
1 Like
თავდაპირველი აღიარება მხოლოდ რამდენიმე უბანს და სამეგობრო წრეს უკავშირდებოდა (როგორც ზოგადად ხდება ხოლმე), მაგრამ დღეს უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კოლექციის ავტორია ალექსეი კონდაკოვი (Alexey Kondakov). მისი ფოტოშოპი და ფოტომანიპულაცია თავდაპირველად ნაპოლის პროექტის სახელით იყო ცნობილი, მაგრამ აღიარების შემდეგ სახელწოდება გაფართოვდა და ღმერთების ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა. რას აკეთებს…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2019.
საათი: 9:11pm
1 კომენტარი
4 მოწონება
ხვალინდელი აქციების მოლოდინით კიდევ ერთი კვირა მიილია - ხვალ დიდი აქციობანა გაიმართება თბილისში. დღევანდელი დღე კი მოწამლული პარლამენტის და მის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა - სად მაჟორიტარები, სად მოსამართლეები და სად ცუდად გამხდარი დეპუტატები. ასევე, პრემიერის რუსულენოვანი კონფერენცია გახდა რამდენიმე ნიუსის მიზეზიც. ცხადია, ლარის კურსზე 2,9-ის კლებაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
4 მოწონება
12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.
პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…
გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2019.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
- ამჩნევ რაიმეს?
- რაზე ამბობ...
- სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.
- მაინც რა?
- შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...
მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…
© 2019 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია