ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით და როცა მეწყება განსაცდელი,როდესაც შენს გარდა აღარსაით,არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,

 

ტკივილი ცოტახნით დამიამე,შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,ძარღვებში სისხლივით დამიარე,თვალებში შუქივით შეიჭერი.

 

შემივსე საგულე ცარიელი და, ნიშნად ხელახლა დაბადების,სიმხნევე მაღირსე წამიერი,არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.

 

არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,ირწმუნე სათქმელი განდობილი,მაღირსებ ოცნების შესრულებას?ცოტასიც დავრჩები მადლობელი.

 

ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,სხეულზე ცეცხლივით მომდებია სიცოცხლის უშენო დასასრული.

 

და იწვის ბუხარში წუხანდელი წერილი, კუნძივით მობრიალე,სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!

 

ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს და როგორც ვეება სალამური ოთახში აკვესებს საგალობლებს.

 

ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლიდა შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი,აბებად გულისკენ გადასული.

 

თავზე ცა მემღვრება შავ ზღვასავით,მეწყება უწყალო განსაცდელი,გამიგე, შენს გარდა აღარსაითარ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.

 

ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე,შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე,ჰაერში კვამლივით შევიჭერი.

 

ო.ჭილაძე

ნახვა: 161

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

RuneScape continues to grow more than ever

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2020.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Naturally the team and I are saddened that some gamers are upset about free spins and some also do not enjoy the capacity to also purchase extra spins, however, the truth is 90% of our members are still enjoying the Squeal of Fortune on a daily basis and RuneScape gold more than 70 percent of our free players use the Squeal of Fortune daily also - which makes it a number of the most widely appreciated content release thus far. Nearly all our players also continue to take advantage of the…

გაგრძელება

ათასეული კორონა და ქება-კრიტიკა საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      მეორედ ათასეულს ზემოთ ანუ 1186 ახალი შემთხევა 24 საათში და რა გასაკვირია, რომ დღის მთავარი ამბავი სწორედ კოვიდ19-ია. მთავრობის განცხადებები, გამოსვლები, გადაწყვეტილებები და კრიტიკა ცუდ მენეჯმენტზე. ამას ემატება კარზე მომდგარი არჩევნები და საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად გაკეთებული მრავალი განცხადება და თავის ქება-სხვების ლანძღვა. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 18663, გამოჯანმრთელებული - 8338, გარდაცვლილი - 143,…

გაგრძელება

ველოარტი ანუ ხელოვნება ველოსიპედით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2020.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…

გაგრძელება

ნახევრადღია არჩევნები და გაცხარებული ურთიერთკრიტიკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 16, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      შესავალ სიტყვაში მხოლოდ არჩევნების თემა დომინირებს, ასევე კორონასგან გამოწვეული ახალი შეზღუდვები და დახურული სკოლა-ბაღები. კარტოგრაფიამ გარეჯიდან თბილისში, თბილისიდან კი სტრასბურგში გადაინაცვლა და იქ საჩივრდება. რაც შეეხება კორონას რიცხვებს - დადასტურებული შემთხვევა - 15327, გამოჯანმრთელებული - 7613, გარდაცვლილი - 124. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის მეტრს - აშშ დოლარის ფასი 3.2186 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 ოქტომბერი,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters