Qwelly, ბლოგი, კვლევა, ლოგიკა

      მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს სთხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს გაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერიენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

ნახვა: 303

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კვლევა, ლოგიკა

მარიამ კახელიშვილი: ივნისი 17, 2013||10:55pm

chemi camcamebic zemot qvemot dadis:D

tatia: ივნისი 17, 2013||10:56pm

sheni wamwamebi sul magla miprinaveeen:)) me chems shemwvar kartopils aravis vadzlev:))

მარიამ კახელიშვილი: ივნისი 17, 2013||11:00pm

shen chemi namdvili megobari xar:* me kide sanam yavas mogitan vsinjav ro shaqari ro chagiyare chumad mixvdeba tu aratqo:DDD 

tatia: ივნისი 17, 2013||11:04pm

da vitom shemtxvevit rom chageyara xoo? :*** 

მარიამ კახელიშვილი: ივნისი 17, 2013||11:06pm
xo:):**********
BrOliKa: ივნისი 17, 2013||11:09pm

:)) momwons me es logika :D

თათია: ივლისი 15, 2017||10:14pm
როგორი ჭკვიანი ბავშვები არიან :დდ ამ ასაკში ასე გესმოდეს რა არის სიყვარული, საოცარია :დდ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

RuneScape continues to grow more than ever

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2020.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Naturally the team and I are saddened that some gamers are upset about free spins and some also do not enjoy the capacity to also purchase extra spins, however, the truth is 90% of our members are still enjoying the Squeal of Fortune on a daily basis and RuneScape gold more than 70 percent of our free players use the Squeal of Fortune daily also - which makes it a number of the most widely appreciated content release thus far. Nearly all our players also continue to take advantage of the…

გაგრძელება

ათასეული კორონა და ქება-კრიტიკა საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      მეორედ ათასეულს ზემოთ ანუ 1186 ახალი შემთხევა 24 საათში და რა გასაკვირია, რომ დღის მთავარი ამბავი სწორედ კოვიდ19-ია. მთავრობის განცხადებები, გამოსვლები, გადაწყვეტილებები და კრიტიკა ცუდ მენეჯმენტზე. ამას ემატება კარზე მომდგარი არჩევნები და საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად გაკეთებული მრავალი განცხადება და თავის ქება-სხვების ლანძღვა. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 18663, გამოჯანმრთელებული - 8338, გარდაცვლილი - 143,…

გაგრძელება

ველოარტი ანუ ხელოვნება ველოსიპედით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2020.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…

გაგრძელება

ნახევრადღია არჩევნები და გაცხარებული ურთიერთკრიტიკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 16, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      შესავალ სიტყვაში მხოლოდ არჩევნების თემა დომინირებს, ასევე კორონასგან გამოწვეული ახალი შეზღუდვები და დახურული სკოლა-ბაღები. კარტოგრაფიამ გარეჯიდან თბილისში, თბილისიდან კი სტრასბურგში გადაინაცვლა და იქ საჩივრდება. რაც შეეხება კორონას რიცხვებს - დადასტურებული შემთხვევა - 15327, გამოჯანმრთელებული - 7613, გარდაცვლილი - 124. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის მეტრს - აშშ დოლარის ფასი 3.2186 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 ოქტომბერი,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters