წიგნი: პანაიოტის ბუმისი - საეკლესიო სამართალი
რუსკა&ნიკა: რას ვწერთ და ერთ ერთს მოცემულ საკითხებიდან ! ~
წმ.ტრულის კრების 72–ე კანონი
არ შეეფერება მართლმადიდებელ მამკაცს მწვალებელი დედაკაცის ცოლად შერთვა; არც - მართლმადიდებელ დედაკაცს მწვალებელ მამკაცთან შეუღლება. თუკი ასეთ ქმედებას ვინმე ჩაიდენს, ქორწინება უკანონოდ უნდა ჩაითვალოს და უსჯულო თანაცხოვრება დაირღვეს, რადგან არაჯეროვანია შეუერთებელთა შეერთება, არც ცხვართან მგლის შერწყმა და ქრისტეს სხეულთან არ არის ცოდვილი წილნაყარი. ვინც ჩვენს განჩინებას დაარღვევს, უზიარებლობით დაისაჯოს; ხოლო თუ ისეთი პირები, რომლებიც ურწმუნოებაში იყვნენ, მართლმადიდებელთა სამწყსოს არ მიეკუთვნებოდნენ და ერთმანეთზე კანონიერად იქორწინეს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა კეთილი არჩევანი გააკეთა და ჭეშმარიტების ნათელს მიეახლა, მეორე კი ცდომილების საკრველში დარჩა, რადგან არ ისურვა საღვთო შარავანდედისაკენ მიხედვა და მაინც ურწმუნო მეუღლეს მორწმუნე მეუღლესთან ცხოვრება სურს, მაშინ გათვალისწინებულ იქნეს საღვთო მოციქულის სიტყვა: "...განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა..." (I კორ. 7.14) და ნუ განეშორებიან ერთმანეთს.
5.დიონისე ალექსანდრიელის მე–2 კანონი
ხოლო დედობრივი წესით სისხლმდინარე დედებს აქვთ თუ არა ღმრთის სახლში შესვლის ნება, როდესაც ამ მდგომარეობაში არიან, ამის კითხვაც კი ზედმეტი მგონია. რადგანაც ვერ დავიჯერებ, თუმ თუ ღმრთისმოსავნი და მორწმუნენი არიან, როგორ უნდა გაბედონ ბუნებრივ ვნებაში ყოფნის დროს წმინდა ტრაპეზთან მისვლა, ან ქრისტეს ხორცისა და სისხლის შეხება. რადგან თორმეტი წლის განმავლობაში სისხლმდინარე დედაკაცმა თავის განსაკურნებლად მიიზიდა არა მაცხოვარი, არამედ მხოლოდ მისი სამოსლის კალთა. ხოლო ვინც არ უნდა იყოს, და რა ვნებითაც არ უნდა იყოს შეპყობილი, მისთვის ლოცვა, მეუფის ხსენება და მისგან დახმარების თხოვნა არასოდეს არ არის აკრძალული. სიწმინდეთა შეხებისა და წმინდათა წმინდაში შესვლის უფლება კი არა აქვს არავის, თუ სულით და ხორცით მთლიანად წმინდა არ იქნება.
6.ტიმოთე ალექსანდრიელის მე–6 და მე–7 კანონი
ტიმოთე იყო ათანასე ალექსანდრიელის მოწაფე და საკუთარი ძმის, პეტრეს მემკვიდრე ალექსანდრიის სამთავარეპისკოპოსი კათედრაზე 379 წლიდან. კანონიკურ კრებულებში და „დიდ სჯულისკანონში“ შეტანილია ტიმოთეს პასუხები კანონიკური შინაარსის შეკითხვებზე. ჩვეულებრივ კრებულებში ტიმოთეს 18 პასუხია, რომელთაგან თითოეული კანონად იწოდება, ხოლო ზოგიერთ კრებულში და, მათ შორის, „დიდ სჯულისკანონში“ - 15 (გვ. 524-526).
6. კითხვა: თუ კათაკმეველი დედაკაცი თავის სახელს ჩაწერს, რომ ნათელი მიიღოს, ხოლო მისი ნათლისღების დღეს დაემართება მას დედათა წესი, შეიძლება თუ არა მისი ნათლისღება იმ დღეს, თუ დრო უნდა მიეცეს და რამდენიმე ხნით უნდა გადაიდოს ნათლისღება?
პასუხი: ნათლისღების გადადება საჭიროა, სანამ დედაკაცი არ განიწმინდება.
7. კითხვა: თუ დედაკაცს აქვს დედათა წესი, შეუძლია თუ არა მას საიდუმლოთა ზიარება?
პასუხი: საიდუმლოთა ზიარების გადადება საჭიროა, სანამ არ განიწმინდება.
3.ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრების მე-13 კანონი.. სადაც ვკითხულობთ: „თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეიცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსელის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს.“
ამ კანონის წინაპირობაში ზედმიწევნით გასარკვევად საჭიროა რამდენიმე სიტყვით შევეხოთ იმ ერესს, რომლის წინააღმდეგაც იქნა მოწვეული ეს კონკრეტული კრება.
ღანგრის კრების კანონიკური დადგენილების შესავალ ნაწილში პირდაპირაა დასახელებული ერესის სახელწოდება – „მესალიანთა ერესი“ და მისი ერესიარქი – ევსტათი, აქვეა ჩამოთვლილი ის სიმახინჯეები და ცთომილებები, რაც ამ ერესს ახასიათებდა: „ისინი ქორწინებას შეურაცხყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ქორწინებულთაგან არავის უნდა ჰქონდეს ღმერთის იმედი. ბევრნი შეცდომაში შედიოდნენ და შორდებოდნენ თავის ქმრებს და ქმრები – ცოლებს. (…) უცხო სამოსლით მოსილნი ჩვეულებრივი შესამოსლის წინააღმდეგნი არიან ისინი. (…) მათი ჩაგონებით მონები ბატონებს ტოვებენ და უცხო სამოსლით შემოსილები ბატონებს შეურაცხყოფენ. დედაკაცები ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო სამოსლით იმოსებიან და ჰგონიათ, რომ ამით გამართლებას ჰპოვებენ. მრავალი მათგანი ღმრთის მსახურების მომიზეზებით იკრეჭს თმას, დედობრივი ბუნების სამკაულს. (…) დაქორწინებულთა სახლებში ლოცვა არ სურთ და იქ შესრულებულ ლოცვებს შეურაცხყოფენ. ხშირად დაქორწინებულთა სახლებში შესაწირავს არ ეზიარებიან. ქორწინებულ მღვდლებს შეურაცხყოფენ და მათ მიერ აღსრულებულ ჟამისწირვებს არ ესწრებიან.“
არსებითად იგივეს ვხვდებით ამ ერესის შესახებ სხვა წყაროებშიც.
იოანე დამასკელი საკუთარ ნაშრომში „მწვალებლობათა შესახებ“ საკმაოდ ვრცლად საუბრობს მესალიანთა (მასალიანთა) ერესის სიცოფთა შესახებ და სხვა უამრავთან ერთად აღნიშნავს: „გარდა ზემოხსენებულისა, მასალიელნი სხვა მრავალსაც უკეთურყოფენ და ცრუიან, კერძოდ კი ყოვლად აუღელვებლად დაარღვევენ ხოლმე სჯულიერ ქორწინებებს; ქორწინებაზე უარისმთქმელთ შეიწყნარებენ და პატივს-სცემენ, როგოც ასკეტებს.“
მესალინელთა ერესის ცრუ-ასკეტიზმზე საუბრობს ასევე ნეტ. თეოდორიტე კვირელი საკუთარ ნაშრომში – „საეკლესიო ისტორია“ (IV წიგნის X თავი).
მოყვანილი განსაზღვრებიდან ნათელია, რომ ღანგრის კრების მიმდინარე კანონი (და მთლიანად კრება) კრძალავს არ უბრალოდ ქალის მიერ მამაკაცის სამოსით შემოსვას, არამედ გაცილებით უფრო სიღრმისეული ერეტიკული მოძღვრებების წინააღმდეგაა მიმართული. უფრო კონკრეტულად, ამ ერესის არსი ცრუ-ასკეტიზმში მდგომარეობდა. ერესის სახელწოდებაც „მესალიელები“ ან „მასალიელები“ (ასევე ბერძ. „ევქიტები“) სირიული წარმოშობისაა და მლოცველ ერს ნიშნავს. სწორედ მოჩვენებითი ასკეტური ცხოვრების მიზნით შორდებოდნენ დაქორწინებული დედაკაცები და მამაკაცები; დედაკაცები იკვეცდნენ თმას და მამაკაცთა სამოსს იცვამდნენ; ასევე მამაკაცებიც და მონებიც საკუთარი ასკეტური მოღვაწეობის ხაზგასასმელად განსაკუთრებულად იმოსებოდნენ. შესაბამისად ამ ერესს სამოსელის მიმართ განსაკუთრებული, უნიკალური დამოკიდებულება ჰქონდა. ამის კვალდაკვალ ღანგრის კრებამ თავისი კანონით (მე-13) დედაკაცებს, მამაკაცთა სამოსით შემოსვა, სწორედ მოჩვენებითი ასკეტური მოღვაწეობის გამო აუკრძალა.
სწორედ ამას (მოჩვენებით ასკეტიზმს), რომ ითვალისწინებდა კანონმდებელი (ღანგრის კრება) ამ აკრძალვის დადგენისას, ამის შესახებ წერს დიდი კანონისტი და კანონთა განმმარტებელი თ. ბალსამონი საკუთარ კომენტარებში: „კანონი ანათემას განუწესებს (შეაჩვენებს) იმ დედაკაცებს, რომლებიც მოღვაწეობის მიზნით მამაკათა შესამოსელით იმოსებიან და დედაკაცის ბუნებრივ სამოსელს კი უკუაგდებენ. მამებმა ზედმიწევნით სწორად გაუსვეს ხაზი დათქმას „მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის“, რადგან ის ვინც მოღვაწეობს არა სიცრუითა და ფარისევლობით, არამედ ჭეშმარიტებითა და სიწმინდით, არა თუ ანათემას არ უნდა გადაეცეს (შეჩვენებულ იქნეს), არამედ ასეთი ქებას იმსახურებს. რადგან მრავალმა, ვინც მამაკაცურად გადაცმული ჭეშმარიტად მოღვაწეობდა, ხსნა მოიპოვა, როგორც წმ. მელანიამ, წმ. ევგენიამ და სხვებმა.“
განხილულიდან ნათლად ჩანს, რომ ღანგრის კრების წმ. მამებმა მოცემული (მე-13) კანონის წინაპირობად განსაზღვრეს არათუ დედაკაცის მიერ მამაკაცის სამოსის უბრალოდ (განსაკუთრებული მიზნის გარეშე) შემოსვა, არც ჭეშმარიტი მოღვაწეობის მიზნით მამაკაცად გადაცმა, არამედ ასეთი ქმედება მოჩვენებითი მოღვაწეობის მიზნით. სწორედ ეს კერძო შემთხვევა წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებისათვის სავალდებულო გარემოებას და კანონის მისგან დამოუკიდებლად განზოგადება დაუშვებელია, რადგან არც მისი შინაარსი და არც კრების სულისკვეთება (მესალინელთა ერესის დაგმობა) არ იძლევა დედაკაცის მიერ მამაკაცის სამოსით შემოსვასთან დაკავშირებით ზოგადი მსჯელობის საშუალებას.
მეგობრებო ათანასე ალექსანდრიელის პირველი კანონი დამიდეთ რა თუ გაქვთ?:)))
ბავშვებო ეს საკითხები რომელი ცვლისაა? ზუსტად იცით?
რა რომელი ცვლისაა ანნ, ჩვეი ცვლისააააა !
მეც ასე მეგონა, მაგრამ ზოგიერთისგან გავიგე რომ სხვა საკითხებია :( და ქსეროქსებიც ქონდათ :(
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 31, 2024.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Response to Community Feedback
The relaunch of the video series as Discovering Aeternum is a direct response to feedback from the New World community. Amazon Games acknowledged the value of player input, leading to significant adjustments and expansions from the original Touring Aeternum series. The aim of this revamped series is to help new players “hit the ground running” when the Aeternum update arrives in October. By offering a structured and phased approach, the series promises…
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 31, 2024.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
One of the most interesting things you can farm in RuneScape could be Rune Essence. It is the most basic kind of Runes available in the game, and allows players to make use of Runecrafting to make simple Runes to cast a large portion of Magic spells to Due to the massive need of Runes for casting spells, Runes are among the most frequently traded items between players. When players reach the level of Mining 30. tapping into Rune Essence mining could be one of the highest-paying source…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 30, 2024.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Thrive phase will likely delve into the complexities of territory control, a key feature of New World that allows players to own and manage settlements. Controlling territory in Aeternum is not just about power but also about resource management, diplomacy, and strategic planning. Episodes in this phase will provide players with the knowledge needed to effectively lead their factions, engage in large-scale wars, and secure their place in the world of Aeternum.
Additionally, the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2024.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
2. Survive: Navigating the Challenges
Once players have arrived in Aeternum and familiarized themselves with the basics, the Survive phase will kick in. This phase is designed to help players navigate the many challenges that Aeternum presents. From deadly creatures to hostile players, the world of New World is unforgiving, and survival often depends on preparation and knowledge.
While specific episodes in the Survive phase have yet to be released, players can anticipate content…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია