იანვრის მღელვარე ზღვა უფრო საინტერესოა, მშვიდი სანაპიროთი და ბღუჯა-ბღუჯა ნიჟარებით... ვიდრე ნიჟარასფერი სხეულები ივლისის ცისფერი ზღვის ფონზე...
და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ რომ "ირუჯები", მიძინებული ზღვის კალთაში მაგას აქვს ყველაზე დიდი "მუღამი"...
დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2016 წელი. 3:00pm —
5 კომენტარი
________________
მზე ჩავიდა და მთვარე ამოვიდა კი არა ხალხნო, შეხედეთ:
"მთიდან ჩამოსულმა ნახირმა თითქოს მზეც კუდზე მოიბა და სოფლის თავში ენგურში გადააგორა... უცბად შებინდდა."
"ახალი მთვარე მთებით შეკრულ ზეცაზე ყანაში გავარდნილ ნამგალივით აპრიალდა."
ლ. გოთუა
დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2016 წელი. 2:30pm —
3 კომენტარი
________________
იმისთვის რომ რაღაც შეიქმნას, ნაწარმოები, ტილო, მუსიკა... სულ ერთია, საჭიროა ზეგარდამო მადლი-შთაგონება ან მუზა.
რა არის მუზა?
ჩემი აზრით, ესაა ის ძლიერი ემოცია, რომელიც რაღაცას ან ვიღაცას მოაქვს... უნებურად
შემდეგ უკვე, შინაგანობაში ნიაღვარად შემოდენილი ემოცია თითქოს გადამუშავდება და კვლავ გარეთ, ასოებად, ფერებად, ბგერებად იღვრება...
ემოციაა საჭირო ასოების სიტყვებად ასაკინძად,…
დაამატა სალომე_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 22, 2016 წელი. 9:00pm —
6 კომენტარი
________________
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 26, 2021.
საათი: 11:02pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 25, 2021.
საათი: 10:30pm
1 კომენტარი
4 მოწონება
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
© 2021 George.
•