თათია'ს ბლოგი || "ilura" (6)

ზამთრიდან გაზაფხულამდე

   დილა შემომეპარა მამლის ყივილთან ერთად და თავი მძიმედ ავწიე ბალიშიდან.. კვლავ მარტოობის შეგრძნებითა და უარაფრო გრძნობით გათენდა. იშვიათად თენდება ასე, მაგრამ მაინც თენდება.. ვიცოდი, რომ დღეს არაფერი მოხდებოდა განსაკუთრებული. მოვემზადე და უხალისოდ გავუყევი გზას უნივერსიტეტისაკენ.

   გზად ხალხს ვუყურებდი და ვერაფერს ვამჩნევდი, გაყინული თვალებით იყურებოდნენ და ვერც სიხარულს ამოიკითხავდი მათგან და ვერც - წუხილს.. გვერდი ვიბრუნე…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2016 წელი. 12:00am — 4 კომენტარი
________________

ტკივილი

 გულში დაჭრილი თოლიასავით დაიწო გულის ტკივილი...ტკივილი სისხლს შეერია და სისხლმა ტკივილიაფრად დაიწყო ძარღვებში დინება..

 მოდიოდა ტკივილი, მოჰყვებოდა სისხლს და სადაც გაივლიდა ყველგან ტკივილს ტოვებდა... ნელ-ნელა იღვრებოდა ტკივილი სხეულში და უფროდაუფრო ძნელი ხდებოდა ამ ტკივილის ატანა. გული დაჭრილი და დაღალული მაინც ფეთქავდა და იმედს არ კარგავდა,როგორც თეთრი თოლია, რომელსაც ფრენის ძალა აღარ შესწევდა და ზეციდან  იწყებდა ვარდნას..…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2016 წელი. 1:27pm — 6 კომენტარი
________________

ზამთრის სითბო

Qwelly, blog, dey, ilura, winter, ბლოგი, დღე, ზამთარი, ილურა, ილურას ბლოგი, სითბო

      ზამთარი უკვე ხანში იყო შესული. სიო არსაიდან იძვროდა, ქალაქი ჩვეულ რიტმს მიჰყვებოდა და დღის გასრულებას ლამობდა.. დალოცვილ მზეს დროებით ძალა შემატებოდა, სხივებს დედამიწას უგზავნიდა და ათბობდა. თეთრი ღრუბლები ცას სამკაულად ეკვროდნენ და იწელებოდნენ..

      ლექციების დასრულებისთანავე ავტოსადგურისკენ გავემართე და ტრანსპორტში ადგილი მძღოლის გვერდით დავიკავე. ფიქრებში ჩაძირული გოგონების სიცილმა გამომაფხიზლა.…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2016 წელი. 8:00pm — 4 კომენტარი
________________

მათე ბიჭი და ანდრო პაპა

qwelly, blog, ilura, my, ანდრო, ბიჭი, ბლოგი, ილურა, ილურას ბლოგი, მათე, პაპა, სიტკბო, ტყემალი, შვილიშვილი,

      მათე ბიჭი მშობლებთან, პაპა-ბებოსთან ერთად, მაღალი მთის ძირას, ერთ მყუდრო, პატარა სახლში ცხოვრობდა. პატარა ეზო, რამდენიმე სული საქონელი, ქათამი, ცხვარი ჰყავდათ. მიწას ამუშავებდნენ და ასე გაჰქონდათ თავი.

      მათე მოსუვენარი, ჯიუტი ბიჭი იყო, რომელსაც ბევრი შეკითხვების დასმა უყვარდა. ვერ იტანდა, როცა შეკითხვაზე პასუხს არ ან ვერ იღებდა. განსაკუთრებით პაპამისი, ანდრო უყვარდა. მხოლოდ მას უჯერებდა და სულ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 27, 2015 წელი. 7:30pm — 2 კომენტარი
________________

მზე როცა ჩავა

     მზე როცა ჩავა, დაბნელდება.. სახილველის დანახვა შეუძლებელი გახდება.

     როცა მზე ჩავა, ცივი ქარები გაბატონდებიან და შეუკავებლად დაიწყებენ ბოდიალს ირგვლივ. ააწრიალებენ და აახმაურებენ ყველაფერს, ააშრიალებენ ხეზე შემორჩენილ შემომხმარ, სიცოცხლე მილეულ ფოთლებს და სამუდამოდ მოაცილებენ მშობლიურ ტოტებს. დაენარცხებიან და ისე გაიშლებიან პოხიერ მიწაზე, თითქოს არც კი ყოფილიყვნენ.. ჩაივლის ვინმე მგზავრი, შეხედავს ხეს…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2015 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

ცისად ძღვნილი

ცისად ძღვნილი

qwelly, blogs, dey, ilura, qwellyland, ბლოგი, გალობა, მიძღვნა, საამური, სიხარული, ჩიტები, ცა

     როცა ახალი დღე იწყება და ქვეყნიერება ძილს არის მიცემული, მაშინ ცა გაცისკრების, გათენებისფერია.. ზეცას ჩიტები იკლებენ და უხარიათ, ძალზედ უხარიათ... ჩიტების საამო გალობამ გამომაფხიზლა. როგორც დამფრთხალ ჩიტს, ისე ამითრთოლდა გული, როცა მათი საამო გალობა მესმა. სიხარული და რაღაც…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2015 წელი. 6:00am — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters