საქართველოს ცის ქვეშ მრავალ ჭირს და ვაებას, ცრემლს და კვნესას, ტანჯვასა და სისხლის ღვრას გაუვლია. ისტორიამ ჩვენამდე მრავალი ფაქტი და მოვლენა შემოინახა, დაიწერა და მიეძღვნა მრავალი ნაწარმოები გმირების, ჩვენი ისტორიის უკვდავსაყოფად.. ერთ-ერთი ჩემთვის ძვირფასი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებია სწორედ "დიდი ღამე", სადაც მთელი რიგი სიცხადითაა გადმოცემული "რანი ვიყავით და რად ვიქეცით".. საქართველოს სხეულს ჭია ჭამდა.. მეფეთა უზრუნველობამ ყმებსაც ხელი ააღებინა…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2017 წელი. 2:30am —
არ არის კომენტარები
_______________
არის დღეები როდესაც ადამიანები ამინდებს ემსგავსებიან, ან პირიქით, ამინდები ემსგავსებიან ადამიანებს...
დღე ერთია და რამდენნაირად იცვლება ადამიანი, რამდენს ფიქრობს, იცინის, ტირის, სწყინს და უხარია.. მე მაინც ამინდებიდან ნისლს გამოვარჩევდი.. ნისლები ფიქრებს ჰგავს, რომელიც ძალუმად აწევს ადამიანს გონებაში და უმღვრევს იმ წყალს, რომელიც კამკამებდა. მოვა ნისლი, დაგაწვება და აღარ შემოგეცლება სანამ მზე არ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2017 წელი. 10:00am —
2 კომენტარი
________________
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2016 წელი. 1:30pm —
1 კომენტარი
________________
გულში დაჭრილი თოლიასავით დაიწო გულის ტკივილი...ტკივილი სისხლს შეერია და სისხლმა ტკივილიაფრად დაიწყო ძარღვებში დინება..
მოდიოდა ტკივილი, მოჰყვებოდა სისხლს და სადაც გაივლიდა ყველგან ტკივილს ტოვებდა... ნელ-ნელა იღვრებოდა ტკივილი სხეულში და უფროდაუფრო ძნელი ხდებოდა ამ ტკივილის ატანა. გული დაჭრილი და დაღალული მაინც ფეთქავდა და იმედს არ კარგავდა,როგორც თეთრი თოლია, რომელსაც ფრენის ძალა აღარ შესწევდა და ზეციდან იწყებდა ვარდნას..…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2016 წელი. 1:27pm —
3 კომენტარი
________________
ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ საქმით არ ვამტკიცებთ მას.
ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს მზე, მაგრამ როცა ის ანათებს (თუმცა ახლა იშვიათად) ვეძიებთ ჩრდილს.
ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს წვიმა, მაგრამ როცა წვიმს ვიხურავთ ქოლგას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ კეთილები, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვჭირდებით ვემალებით ერთმანეთს..
ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ მიმტევებლები, მაგრამ როდესაც ვინმე ჩვენს წინაშე…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2016 წელი. 1:00pm —
6 კომენტარი
________________
დღევანდელ დღეს წმიდა ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებდა.. ტაძარი სავსე დამხვდა, შავებში ჩაცმული დიაცთა უმრავლესობით. ბევრს ძალიან კარგად ვიცნობდი და მათი სევდის მომსწრე ვიყავი, რომელიც შვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. ვერ გავუძელი ამდენი ცრემლიანი თვალების ნახვას, რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო. მეც დავატარებ დიდ სიცარიელეს და ტკივილს გულით, რომელიც ახლახანს კიდევ უფრო გამიღრმავდა და უფრო მეტად მძიმე სატარებელი გამიხდა. არ მიყვარს და არ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2016 წელი. 12:30am —
2 კომენტარი
________________
"არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ?…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 4, 2015 წელი. 1:30pm —
11 კომენტარი
________________
შინ ვბრუნდებოდი...ხალხმრავალი ქუჩის გამოვლა მომიხდა. უცნობმა ქალბატონმა ჩამიარა, მეგობართან ერთად იყო. გავიგონე, როგორ წუხდა იმაზე, თუ როგორი მოწყენილი, მოღუშული და პირქუში სახეებით დავდივართ ადამიანები ქუჩაში, ხშირ შემთხვევაში უმიზეზოდაც კი. მე ჩემს სახეს შევხედე, არ მომეწონა... მერე ისე გამეცინა სულ გაღიმებული დავდიოდი.
ხოდა გავიღიმოთ რა, რადგან შეიძლება ვიღაცისათვის ჩვენი ღიმილი ბედნიერების…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2015 წელი. 9:30pm —
6 კომენტარი
________________
ჯეკ ლონდონის შემოქმედებიდან:
ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს მაშინ, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ.
იხილეთ სხვა…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2013 წელი. 6:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მინდა იცი რაა? ერთ ლამაზ სოფელში, ძველი ხის სუროებიანი სახლი, ცოოტა ბნელი, ძველებური ავეჯი და ბიბლიოთეკა. პატარა, მოხერხებული მაგიდა, ცხელი ყავა და რამე მართლა კარგი და დიდი წიგნი. თბილი, ნაქსოვი ტანსაცმელი მეცმევა. გარემო წყნარი, მშვიდი უნდა იყოს. კიდევ ბუხარი და შეშის ტკაცა-ტკუცი ნელი, წყნარი თოვა. ღრუბლიანი ამინდი, აი, ისეთი რა, მე რომ მიყვარ, ძაანაც ცივი არა. აი ისეთი დღეს რომაა. თოვლით გადათეთრებული, ქათქათა მიწა.. სიჩუმე, სიწყნარე,…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2013 წელი. 6:30pm —
3 კომენტარი
________________
შობა, ეს უდიდესი მოვლენაა, დღესასწაულთა დღესასწაული. იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2013 წელი. 7:00pm —
3 კომენტარი
________________
საშობაოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის დაწესებაზე მრავალი გადმოცემა არსებობს.
ერთი გადმოცემით, როდესაც ჰეროდეს მახვილს განრიდებული წმინდა ოჯახი ეგვიპტეში გარბოდა, მათ მეფის მხედრები წამოეწიოვნენ. ფოთოლგაცვენილმა ხეებმა ვერ დამალეს მაცხოვარი, მაშინ ნაძვმა შეიფარა ისინი და თავისი წიწვებით დაფარა. იმ ღამეს ეს ნაძვი ულამაზესი თეთრი ყვავილებით გადაიპენტა.
საშობაოდ ნაძვის ხე პირველად გერმანიაში…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 29, 2012 წელი. 6:30pm —
2 კომენტარი
________________
როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან.
და როცა გამომიგლოვებ (გამოუგლოვებელი არაფერია ქვეყნად), კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფანჯარას რომ გამოაღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება... შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2012 წელი. 8:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
"ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება.. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია.. ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა იგი, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.."
ოთარ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2012 წელი. 10:00pm —
2 კომენტარი
________________
"ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადმიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ არანაირ რჩევას".
ვირჯინია ვულფი
მართალია, ვირჯინია ვულფი ასეთ რჩევას გვაძლევს, მაგრამ მე გავკადნიერდები და განსხვავებულ შეხედულებას ჩამოვაყალიბებ წიგნის კითხვასთან დაკავშირებით. როგორც წესი, ახალგზრდა თაობას არ უნდა…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 29, 2012 წელი. 12:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
პოეტი შეიძლება დაიბადოს ყველგან.
პოეტი შეიძლება დაიბადოს საქართველოში.
პოეტი შეიძლება იყოს კაცი, ან ქალი,
მაგრამ ის არ არის არც კაცი, არც ცქალი,
ის პოეტია.
პოეტი შეუძლებელია იყოს პატრიოტი,
პოეტს შეუძლებელია არ უყვარდეს სამშობლო.
პოეტს შეუძლებელია არ უყვარდეს
პოეტს არავინ და არაფერი უყვარს თავისთვის,
პოეტს უბრალოდ უყვარს და ეს მათთვისაა.
პოეტი შეუძლებელია ჩაიკეტოს ეროვნებაში,
პოეტი…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 10, 2012 წელი. 11:00am —
არ არის კომენტარები
_______________
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: თებერვალი 2, 2023.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
To ensure that players are not so reliant on health potions D2R Items, Wilson said that defeated monsters will now drop the globes that contain health. This method is also designed to keep players active which means there will be virtually no interruptions between battles.
Offering players the possibility to do more than charge and click was also an important element on the part of Diablo's Diablo team, according to Wilson. Aside from the berserker-like monster, Wilson explained that…
გაგრძელება
გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: თებერვალი 2, 2023.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Rocket League's selection of Rocket League Credits Camera Settings provide a complicated and deep degree of customization this is frequently just clearly no longer available in video games in recent times. What that does suggest, though, is which you possibly need to know what your exceptional bet is so you can grow to be a Rocket League god in no-time in any respect!
Now, there are many matters to look at while thinking about which Camera Settings you need to use in Rocket League.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 31, 2023.
საათი: 11:22pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თებერვალი დადგება და თოვლი ძალას მოიკრეფსო, ამბობენ სინოპტიკოსები და მაღალ მთაში 2 თებერვლიდან დიდთოვლობა გველის. ეს იანვარიც ასე მიილია. თვის ბოლოს კვლავ ოპოზიციური პარტია იყო მეინსტრიმის წამმართველი - ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები ჩატარდა და მასში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი არჩევნების შეფასებები იყო, ცხადია სააკაშვილის თემაც არ კარგავს აქტუალობას და ასევე ეკონომიკური პროგნოზები, კორუფცია, ომი უკრაინაში და…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 29, 2023.
საათი: 10:48pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ახალღა დავაკვირდი, რომ ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის ჯერ 2023 წელიც არ მიმილოცია. გილოცავთ, სიკეთით და სიხარულით სავსე ყოფილიყოს ეს ახალი წელიწადი, ხვავით და ბარაქით დატვირთული.
სიმდიდრე ნამდვილად არ აკლია ჩემს დღევანდელ პოსტს და საერთოდ, მგონია რომ ამ კულტურაში სიმდიდრე სულ სხვაგვარად ესმით. ეგვიპტეში უნდა ვიმოგზაუროთ, იქ სადაც ათასწლეულების წინაც კი სხვა განზომილებაში ხედავდნენ კულტურას, შემოქმედებას, სიმდიდრეს და ამის მშვენიერი…
© 2023 George.
•