ამ შემოდგომის ბოლო თვესაც,
როცა ღრუბლები საშინელი სისწრაფით
მზეს ეფარებიან,
არავინ არის, ვისი მხრებიც
ჩემს პატარა გოგოობას აიტანს,
ვინც მომსვლელ ცივ ზამთარს
მარტოს არ შემატოვებს.
ზოგჯერ, ყველაზე მეტად მჭირდება
სულ უბრალო რამ,
- მკითხო, როგორ ვარ.
მოხვიდე, მაგრად დახურო კარი
და არ შემოუშვა არც ერთი სიცივე,
არც ერთი ქარი,
არც ერთი…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2015 წელი. 6:30pm —
8 კომენტარი
________________
დედამიწასა და სხვა პლანეტებს შორის
მანძილზე აღარ უნდა ფიქრობდე,
როცა შენსა და დედამიწას შორის მანძილიც კი
ვერ გაგირკვევია...
როცა შენი ქვეყანა ხუთი კონტინენტიდან
არც ერთ მათგანს არ მიეკუთვნება და
ერთ-ერთ პირობით ქალაქში ცხოვრობ,
რომელიღაც წლის მეხუთე სეზონზე დაბადებული...
როცა დღეები ცარიელი
ვაგონებივით რელსებზე დაგან,
მერე ნერვებიც ეშაფოტზე
დგანან და დგანან...
გაბზარულ ლავიწს რომ…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 7, 2014 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
Good night, Elioz.!!
ყოველი დღის გადაფურცვლისას ხვდები,
რომ შენი ცხოვრების ბოლო გვერდამდე
კიდევ ერთით ნაკლები დარჩა...
რამდენიმე კვირაა,
რაც ყოველდღე ელიოზი მახსენდება...
ჰო, ის…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2014 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
რა უნდა ერქვათ დღეებს,
ძალაუნებურად არსებულს,
როცა რომელიღაც კუთხეში
ხმას დაგუბებულს ინახავ,
რადგან ერთი ბგერის წარმოთქმასაც კი,
სწორედ ის ძალა სჭირდება,
რომელმაც უკანასკნელ წამს
ზურგი გაქცია და თვალები მილულა...
როცა შენი სუნთქვა შენს ყურებს კი არა,
ფილტვებსაც აღარ ესმით...
როცა საკუთარი ხელები
იმ ტოტებს გაგონებს
სველი თოვლით დამძიმებულნი
უღონოდ რომ დახრილან...
ლურჯი ვენებით დასერილს…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2014 წელი. 12:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შენ რომ აქ იყო,
ახლა ვიქნებოდით წვიმის ქვეშ,
ახლა ვიქნებოდით სველი ერთმანეთი...
დავიმახსოვრებდი შენი პერანგიდან
ჩემს თითებში მოხვედრილ
სითბოს სუნს,
წვეთებს,
ნეკნებს...
შენი ზურგის ყველა ხაზს...
დავიმახსოვრებდი ჩემს თვალებში
შენით აციმციმებულ ვარსკვლავებს,
რადგან შენ ხარ სინათლე,
რომელიც ათენებს ჩემს ღამეებს...
შენ დაიმახსოვრებდი
ჩემს თმაში წვიმისგან შეტოვებულ სუნს,
ჩემს…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2014 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხანდახან, იქ გრძნობ თავს
ყველაზე უცხოდ, სადაც წესით,
ყველაზე შინაურად უნდა გრძნობდე...
ან უნდა დადუმდე და იყო ის,
ვინც ხარ, ან ილაპარაკო
ათასი სისულელე,
"დაემსგავსო" სხვებს
და მათ…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 3, 2014 წელი. 10:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ვზივარ ჩემთვის, "არა-ნორმალურად"
(იმიტომ, რომ ჩემნაირებისთვის
"ნორმალურობა" მოსაბეზრებელია)
ფანჯარაზე ფეხებშემოწყობილი,
და რომელიღაც წერტილში
ჩემს ცხოვრებას ვუყურებ...
ოთახში ყველა სხივი იმარხება...…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2014 წელი. 1:30am —
არ არის კომენტარები
_______________
ხდება ხოლმე ასეც...
განვლილი ცხოვრება სიზმარში ნანახი
კადრებივით რომ გიტრიალებს თავში...
....
წუხელ,
ისევ არ ამინთია შუქი ოთახში,
საწოლზე ვიდევი და უხმოდ ვსუნთქავდი
მისი თვალების-ფერ…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 16, 2014 წელი. 4:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩემი სულის ჯგუფს
ჰქვია არაამქვეყნიური...
ვენებში
სისხლის მაგივრად, მოძრაობს
აბსურდი სიგიჟის დანამატებით...
ანუ, მივეკუთვნები
ადამიანების ცალეულ სახეობას...
ჩვენ,…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 10, 2014 წელი. 6:00pm —
2 კომენტარი
________________
სსრკ - საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი. სწორედ ეს რეჟიმი იყო რკინის ფარდა, რომელიც "დიადმა" რუსეთის იმპერიამ ჩამოაფარა პატარა ერებსა და დასავლურ განვითარებულ ქვეყნებს შორის, ვითომდა ჩვენს საკეთილდღეოდ. გვიცავდნენ. რისგან?. ვისგან?. - "გვიცავდნენ" დამოუკიდებლობისგან, თავისუფლებისგან.. გვიცავდნენ "სამშობლოს მოღალატე" გენიალური ადამიანებისგან, გვიცავდნენ ჯინსებისგან, გვიცავდნენ... როგორ "გვიცავდნენ"!..
ეს ხომ კარგი და კარგი, მაგრამ ახლა, დღეს, ვისმენ როგორ მისტირიან…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2014 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს,
მოვდიოდი ქუჩაში,
და დავინახე,
ისევ ის სურათი იყო...
პატარა გოგონა ასფალტზე იწვა,
მძინარი.
მრავალჯერადი იმედგაცრუებით დაღლილი,
ოცნებების ნამსხვრევებზე
დასერილი ყოფით...
გვერდით უჯდა თავისი ძმაც,
იგივე განცდით,
ხელგაწვდილი...
მიბრუნდა და
პატარა ნაჭერი დააფარა მძინარს
ბეჭებზე.
უყვარდა...
ზრუნავდა...
გული შემეკუმშა,
ჯიბეები მოვიჩხრიკე გონებით
და…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2014 წელი. 10:00am —
4 კომენტარი
________________
ჩვენ,
ვცხოვრობთ ადამიანებს შორის,
რომლებიც ოცნებებს
არაფრად ჩაგითვლიან,
სიცილს დააყრიან
და შემდეგ,
ცეცხლშიც შეგიყრიან...
"გულუბყრვილოდ" შემოგცინებენ,
ზურგიდან ტალახს გესვრიან,
გადაგივლიან,
გასვრილ ხელებს შეგაწმენდენ,
გაგყიდიან,
ან გიყიდიან,
სულერთია...
პიროვნულობას გაგხდიან,
მონობას შემოგაცმევენ,
სულს ამოგართმევენ,
კუბოსთან გულიანად გაიცინებენ,
და…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2014 წელი. 11:30am —
4 კომენტარი
________________
ჩვეულებრიობისგან დაღლილი მოვდიოდი
სახლისკენ. სადარბაზოში შემოსულს,
ჰამლეტი გამახსენდა
და კიბეებზე
"ყოფნა-არყოფნა" გავითვალე...
დავიწყე "ყოფნით",
და ჩემი კარის წინ,
კიბის…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2014 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა გულის ხმაური არ გაძინებს,
როცა თითებს შორის ნაპრალებში
მთვარის შუქიც ვეღარ აღწევს..
როცა ოთახი მონატრებით ვეღარ სუნთქავს..
როცა სისხლში გარეული ფიქრები
ვენიდან ვენაში ინაცვლებენ..
მოგონებები პულსში ფეთქავენ და
ისევ ხედავ გადამფრენ ფრინველებს,
მიუხედავად იმისა, რომ ღამეა..
მიფრინავენ სადღაც..
-მდე -ს გარეშე...
აკვირდები ფარდას და იცი,
რომ ქუჩაში გამვლელმა
შეიძლება შენი სილუეტი მაინც…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 7:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დგება ხოლმე დღეები,
როცა ნულდები...
არც პლიუსი გიწერია,
არც მინუსი...
მოხაზული ცარიელი სივრცე ხარ,
არც კენტი,
არც ლუწი...
დაღლილობისგან ნეკნები გტკივა,
ცხოვრების ნაპასებით
ფილტვებში დაგროვილი მოგონებები,
გაცრეცილი სუნთქვა,
რომელსაც ლანდი გასდის...
დაწყვეტილი ნერვების გროვა,
არსებობასა და
არარსებობას შორის გაჩხერილი ყოფა...
მომსკდარი…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2014 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არ მიყვარს:
თაროებზე შემოწყობილი
ხელუხლებელი წიგნებითა და
ანტიკვარული, თუ ახალი,
ბრენდული სერვიზებით სავსე სახლები,
სულის დამატებითი განზომილებებისგან დაცლილი...
შიგნით,
ტანზე შემოცმული ფაფუკი ხალათით,
ფეხებზე წამოცმული ბაჩუჩებითა და
შიშველი სიამაყით რომ დაბაჩუნობენ...
ჩემს ზე-ცის-ფერ ოცნებას
დიდი ხანია დაეპატრონა
სახლი ტბის პირას,
პატარა…
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2014 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მე გავიქცევი...
დავტოვებ ჩემს უსულო სახლს
ჩემებურად მოუწესრიგებელი წესრიგით,
იატაკზე მიმობნეულ პურის ნამცეცებს,
და ჩიტებისთვის ღია ფანჯარას...
კიბეზე დავეშვები
მოგონებებით სავსე ზურგჩანთით,
restless-ობის აღმატებული შეგრძნებით,
სიცივისგან დასერილი სხეულით...
მაინც მივაღწევ,
ბევრჯერ ნახსენებ,
სიშორისკენ მიმავალ ძველ მატარებელს,
დაგლეჯილი ერთფეროვნებითა და
სულში გადაშლილი…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2014 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჩემს ოთახში
ისევ არ ანთია შუქი...
ფარდები სრულად ფარავს ფანჯრებს...
საათი ჩამოვხსენი...
აღარ ისმის დროის მექანიკური ხმაური...
შეციებული ვწევარ საწოლზე...
ვუსმენ მხოლოდ წვიმის,
სიჩუმისა და
გულისცემის აკომპანიმენტს...
ახლა,
ყველაზე მეტად მინდა,
გიყურებდე ბავშვურად მძინარს...…
გაგრძელება
დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2014 წელი. 11:30am —
1 კომენტარი
________________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 11:09pm
0 კომენტარი
2 მოწონება
დღეს ძალიან ოპოზიციური დღე გამოდგა - კრიტიკა, ლანძღვა, მუქარა, ზოგჯერ შიდა გაურკვევლობებიც, მოკლედ, ვრცელი ოპობლოკი შეგვხვდა. ამას გარდა, აქტუალური იყო პრემიერის ინტერვიუ, ოლიგარქიაზე კანონი, კეზერას მსჯავრი, აგენტურა და სხვა ამბები, ზოგი ევროპიდან ზოგი შინიდან. პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაც მსოფლიო აქტუალურობის წრეშია. ახლა კი ტრამპის დაკავება ფეთქდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
Imagine arriving home with a darkish stormy night and being forced to get away from the car to open the gates. Then driving through and being forced to get out once again to close them. Visualize way too, the vulnerability of your property to thieves and burglars If the gates are still left open up due to the fact individuals never hassle to shut them. Electrical gates address these troubles and Other individuals too.
The primary profit is safety. They offer a…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ახალი კვირა ახალი მინისტრით უნდა დაიწყოო ჩვენს წინაპარ პოლიტიკოსებს უთქვამთ რიტორიკაში. განათლების მინისტრი შეიცვალა და ამიერიდან ჩხენკელის ნაცვლად ამილახვარი გვიმინისტრებს. მიშას ჯანმრთელობის აქციებიც დაბრუნდა და სხვა აქციებიც დაანონსდა - 9 აპრილს. პროკურატურაც მეინსრიმობდა დღეს და ოცნებიდან წასული დეპუტატებიც. ჯანდაცვა და ტრადიციულად პოლიტიკური საკინკლაო ამბებიც მრავლად არის. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. დღეს 1 აშშ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Dark Web is a part of the web that's not obvious to plenty of people. It truly is an nameless community of websites and various on the web products and services that aren't indexed by normal search engines like google for instance Google, Bing, or Yahoo. It really is employed for a range of actions, together with promoting illegal items, internet hosting destructive program, and supplying anonymity for legal pursuits.
The Dark Web may have a substantial…
© 2023 George.
•