ჩვენ,

ვცხოვრობთ ადამიანებს შორის,

რომლებიც ოცნებებს

არაფრად ჩაგითვლიან,

სიცილს დააყრიან

და შემდეგ,

ცეცხლშიც შეგიყრიან...

"გულუბყრვილოდ" შემოგცინებენ,

ზურგიდან ტალახს გესვრიან,

გადაგივლიან,

გასვრილ ხელებს შეგაწმენდენ,

გაგყიდიან,

ან გიყიდიან,

სულერთია...

პიროვნულობას გაგხდიან,

მონობას შემოგაცმევენ,

სულს ამოგართმევენ,

კუბოსთან გულიანად გაიცინებენ,

და მერე,

ცივ სამარესაც

სიამოვნებით გაგითხრიან...

სევდიანი ნიღბებით დადგებიან

საფლავთან,

ერთ მუჭა მიწასაც მოგაყრიან,

და

"ქელეხში" ნათქვამ შესანდობარს

უცბად შემოხსენებულ

სიმღერასაც მიაყოლებენ...

ამ დროს,

შენ,

ხედავ ყველაფერს,

და ის სხეული კი აღარ გტკივა,

ცივ სამარეში რომ განისვენებს...

არა...

მხოლოდღა სული გტკივა,

სხვებმა მალევე რომ დაივიწყეს...

ნახვა: 238

ტეგები: Qwelly, ადამიანი, ბლოგი, დღიური, თხელიძე, რესტლესი

ლაშა: ივნისი 12, 2014||5:25pm

სხვა ადამიანები არ არსებობენ ხო? :(( 

mariami: ივნისი 12, 2014||5:32pm

ლაშა რა საყვარელი კითხვა დასვი..

Restless: ივნისი 13, 2014||9:50am

სხვა ადამიანებიც არსებობენ საბედნიეროდ )) ისეთები, ქვის გული რომ არ აქვთ...

ლაშა: ნოემბერი 3, 2016||1:19am

ქვა, ხე, რკინა - გულისთვის სულ ერთი არ არის განა? ))

Kakha: ნოემბერი 3, 2016||11:50am

ასე კრიტიკუალდ რატო უყურებ ვერ გამიგია ადამიანს? :D უბრალოდ გული რომ ქონდეს(თუნადაც ხე, ქვა, ტიტანი და მისნაირი) ეგაც კარგია! ნუ ვიქნებით მომთხოვნი! :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცესკომ მანდატები დაარიგა, ოპოზიცია მტკიცე უარზეა, მინისტრები აქტიურობენ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
საათი: 10:44pm 0 კომენტარი

      ნატოში სულ კარგ რამეებს ამბობენ - უნდა დავახლოვდეთო, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო მაგრამ ჯერ ვერ მიგიღებთო. ცესკომ, საბოლოოდ დაადგინა შედეგები და გამარჯვებულ-დამარცხებულებიც ოფიციალურად წარადგინა. საქმე ისაა, რომ ოპოზიცია კვლავაც მტკიცეს დგას თავის უარზე, ხოლო კორონავირუსი ყველა პრობლემის სათავეს წარმოადგენს. სვანები არ გეგონოთ - კოვიდიანები - 147636 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 124568, გარდაცვლილი - 1387, კარანტინში -…

გაგრძელება

ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ზამთრის სუსხში გაზის ფასი გაეზრდა იურიდიულ პირებს, გარდა პურის მწარმოებლებისა. სავალალო ანონსია. პური არ გაძვირდება აპრილამდე და მერე ვნახოთო. ოპოზიციამ, ვადამდელი არჩევნებია ჩვენი ერთადერთი სასაუბრო თემაო და მეორე მხრივ, პოლიტიკოსების სასამართლო საქმეებს აპროტესტებენ. ვაქცინას ველოდებით ორ-სამ კვირაში, იქამდე კი ვითვლით კოვიდიანებს - 143376 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 121621, გარდაცვლილი - 1342, კარანტინში - 1980. რაც შეეხება…

გაგრძელება

სასესხო დოკუმენტები - შესაძლებლობები და პრობლემები

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

When Notary Signing Agents go to the signing table, they bring countless pages of documents, and borrowers often have questions about them. But there is fine line between what an NSA can and cannot say, and Servicenummer often gets phone calls asking relating to this.

Whilst you may explain loan documents, you are never permitted to make clear how loan documents will affect borrowers. Yet how can you define "explain, " and how do you know when you have crossed the line?

Why…

გაგრძელება

ახალ ოცწლედში შესვლის ბიუჯეტი და კარტოგრაფია სასამართლოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და არაფერიც არ შეიცვალა - ოპოზიცია ისევ ინარჩინებს პრინციპულობას შეუსვლელობაზე, მეათე მოწვევის პარლამენტი კი პირველი სხდომისთვის ემზადება და სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. დღის მთავარი ამბავი 2021 წლის ბიუჯეტის განყოფა იყო და კარტოგრაფიაც კვლავ აქტუალურია. კოვიდ-პოპულაცია - 139343 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 117560, გარდაცვლილი - 1303, კარანტინში - 1978. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.3185…

გაგრძელება

Qwelly World

free counters