მთელი მუზეუმია ილინოისის შტატში ამ იდეით - Morton Arboretum და დღეს ჩვენ სამხრეთ აფრიკელი ხელოვანი უნდა გავიცნოთ. დანიელ პოპერი (Daniel Popper) შთაგონებულია ადამიანის და ბუნების ერთიანობის, ემოციური თუ ბიოლოგიური ბმის გამოსახვით სკულპტურაში. 2021 წლიდან მოყოლებული, მისი გამოფენა ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ მუზეუმშია გახსნილი და არაერთი შესანიშნავი სკულპტურის ავტორმა, კიდევ რამდენიმე ახალი ნამუშევარი შემჰმატა გამოფენას. სანამ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2022 წელი. 10:59pm —
არ არის კომენტარები
_______________
თუკი რამემ შეარყია თანამედროვე ხელოვნების სამყარო, ცხადია, დემნა გვასალიას შემდეგ ☺, ეს არის NFT-ები. NFT (Non-fungible token) თანამედროვე კულტურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდა. NTF ერთგვარი, უნიკალური ხელოვნებაა, შეუცვლელი, რომელსაც სხვა ვერაფრით ჩაანაცვლებ და თავის უნიკალურობას გიყვება და ამ უნიკალურობას ყიდის არც თუ ისე მცირე ფასად. ამ ხელოვნების მთელი იდეა მის კრიპტოობაშია. NFT არის Ethereum blockchain-ის ნაწილი. თავის მხრვი,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2022 წელი. 5:56pm —
არ არის კომენტარები
_______________
რით განსხვავდება ჩვენგან ხომ გახსოვთ? წიიინ... წიიინ... წინსწრაფვით! როგორ არ მომიმზადებია, იმერულად - წყემალში ან საწებელში, ბროწეულის წვენშიც კი; ნიორწყალში ხომ საერთოდ სუპერკერძად გამომდის, იქით რაჭულად, შქმერულს ვამზადებ ხოლმე; ფრთები და ბარკლები ხომ ქეეფსიზე უკეთ შემიძლია შებრაწო. ეს საჭმელს რაც შეეხება, ისე კიდევ მორნებალი და მებრძოლებიც მინახავს მაგრამ მოდელი, თან ფოტომოდელი ქათამი პირველად ვნახე. ფოტოგრაფი ალექს ტენ ნაპელი (Alex…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 27, 2022 წელი. 10:57pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიდრე პუტინი უკრაინას ანადგურებს, ნგრევისა და მოსპობის პარალელურად, შენების და მშვენიერების ერთი პოსტი უნდა შემოგთავაზოთ. ვიმოგზაურებთ შორეულ მექსიკაში. ჯერ გაზაფხული კიდევ შორს არის, თოვლიც არ გაგვისტუმრებია და ახლა ქარებიც დაგვემატა, მაგრამ ზაფხული მაინც მოვა. ჰოდა, ცოტა დროს გავუსწროთ - ბამბუკების კუნძულ სამოთხეში ჩაფლული ერთი სასტუმროა უნდა გაჩვენოთ თავისი გამორჩეული არქიტექტურით. მობულა (ქართულად სახელიც ვერ მოვუძებნე) ოკეანის უდაო…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამჯერად გრაფიკული დიზაინერი გვყავს სტუმრად. იემენელი მოჰამედ ალ ჯაბადი მსოფლიოს მთავარ ნაგებობებს, საკულტო მონუმენტებს თავიდან აშენებს მხოლოდ ლათინური ასოების გამოყენებით. მისი შესრულებული წარწერები ამა თუ იმ ცნობილი შენობის არქიტექტურას იმეორებს და მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა პატარ-პატარა მანათობელ ასოებად გადაკეთების. მის ნამუშევრებშია პარიზი, ისტამბული, პრაღა, ბანგკოკი - მოკლედ, მსოფლიოს უამრავი ქალაქი, მაგრამ თბილისზე როგორც ჩანს,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2022 წელი. 9:19pm —
არ არის კომენტარები
_______________
უსაშინლესი დღეები უდგას კაცობრიობის ერთ-ერთ რჩეულ ხალხს - უკრაინელებს და უკრაინას. უკვე ათი დღეა მთელი მსოფლიო მათი ამბებით ცხოვრობს და სამწუხაროდ, ჯერ არ უჩანს დასრულება პირი. ომი საშინელებაა, ყველაზე დიდი საშინელება რაც შეიძლება დაემართოს საზოგადოებას და ამიტომ ემოციურადაც კი რთულია ყოველი დღე. მაგრამ არსებობენ პროფესიები და ადამიანები, რომლებიც ამ ვითარებაშიც კი მუშაობენ. ფოტოგრაფები ხშირად ომის ცხელი წერტილებიდან გვთავაზობენ კადრებს,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2022 წელი. 10:15pm —
არ არის კომენტარები
_______________
კარგი ხელსაქმოსანი, მხატვარი და მქარგავი (ან მქარგველი) უნდა გაგაცნოთ. დიტი ბარუა (Diti Baruah), ინდოეთიდან თავისი ხელოვნებით სამშობლოს ლანდშაფტებს ეფერება. მისი ნამუშევრები ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის საჰაერო ხედებს გადმოსცემენ პატარა საქარგავ მოლბერტებზე (წრეებზე). თავის ნამუშევრებში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, იგი აერთიანებს ტექსტურ ნაკერებს (როგორიცაა ფრანგული კვანძები), დამუშავებულ თექას და ფუნჯით ხატვასაც კი, განსაკუთრებით დიდი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2022 წელი. 5:50pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ისეთი ხელოვანი გვყავს სამასპინძლო რომელიც არავინ იცის როდიდან მოღვაწეობს და არც ისაა ცნობილი სად ისწავლა ვინ ასწავლა და საიდან მოდის და სად მიდის. სკულპტურები მრავლად ყოფილა ჩემს ბლოგში, მაგრამ დღევანდელი სკუპლტორი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებულია. თავის მოტანილი თავადვე მიაქვს, მაგრამ ამ მოტანის პროცესში გამოჩნდებიან ხოლმე ფოტოგრაფები რომლებიც მის ხელოვნებას დროს უხანგრძლივებენ. დღეს ქარზე და მის ქვიშებზე უნდა გესაუბროთ. ბუნება…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2022 წელი. 10:03pm —
არ არის კომენტარები
_______________
არადა ბიოტექნოლოგიების სტუდენტი იყო, ამ სპეციალობით დაამთავრა უმაღლესიც და ... საიდან მოხვდა მაკიაჟში არ ვიცი, ალბათ ბავშვობის გატაცებას და შინაგან მოთხოვნილებას ვერაფერი აღუდგება წინო, ე.წ. სამოტივაციო ამბებში რომ ამბობენ ხოლმე აქაც იგივე ვარიანტი იყო. მოკლედ, დღეს ენ გიანგის (An Giang) ხელოვნება უნდა წარმოგიდგინოთ. ჩემს ბლოგში არაერთხელ იყო ვარცხნილობის შესახებ ამბები, მაგრამ ამჯერად სრულიად ახალი და განსხვავებული სტილია - აი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 29, 2022 წელი. 10:55pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამჟამად, თავის პროფესიაში ფოტოგრაფი უწერია და მართლაც ასეა, საკმაოდ კარგი ფოტოგაფია, თუმცა ოდესღაც ლეგოს კონსტრუქტო-დიზაინერი იყო და ვინ იცის რამდენი ლეგო გამოვიდა მისი იდეით, თუმცა ეგ წარსულია. სათამაშოების დიზაინერი და ფოტოგრაფი დავიდ ემ ბირდი (David M Bird) სამხრეთ კინგსთაუნში, ამერიკაში მოღვაწეობს. ზღაპარში ძმობილის გადასარჩენად რკოს მაძიებელი რყილის ისტორია ხომ გახსოვთ, ღორს რომ უნდა ეჭამა ჯაგრის სანაცვლოდ, დევიდისთვის რკო სულ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 9, 2022 წელი. 7:23pm —
არ არის კომენტარები
_______________
შორეულ აღმოსავლეთში, მზის დაბადების ქვეყანაში სულ სხვაგვარ სუფრებს შლიან საპირველიანვროდ. ასე მაგალითად, ცნობილი ხელოვანი გაკუ (Gaku) თავის სუფრას ნამდვილ ხელოვნების საგამოფენო სივრცედ წარმოგვიდგენს და ჩვენთან რომ იტყვიან, ჭამა შეგენანებაო, აქ მართლა ვერ შეჭამ. როგორ გინდა თევზი ჭამო ბროკოლის გემოზე ან სტაფილო დრაკონად დააგემოვნო?…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2022 წელი. 9:56pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ნიუ იორკში ვართ, მსოფლიოს ერთ-ერთ ცენტრში (რა საინტერესოა, რამდენი ცენტრი შეიძლება არსებობდეს?) გრანდ ცენტრალზე და სრულიად გამჭვირვალე და მყიფე არქიტექტურას ვეცნობით. რა კარგი სიტყაა მყიფე და სულ მინდოდა სადმე დამეწერა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ჩვენი შენობა საკმაოდ მყარად დგას. ისეთი შენობაა, თან რომ შენობაში ხარ და თან ღია ცის ქვეშ და ნიუ იორკის ყველა მხარეს ხედავ. მარადიულად განმეორებადი ოთახები კი ცალკე საოცრებაა. ახლახანს გახსნილი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2021 წელი. 11:06pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარაო ყოველთვის მალავს რაღაც საინტერესოს, იდუმალს და ხშირად ამოუცნობ სილამაზესაც. რა ვქნა, ზამთარია, ცივა და ამიტომ არც მომაგონდა მისი მთავარი დანიშნულება და მხოლოდ გავამხატვრულე. დღეს არა მარაოზე, არამედ მარაოს უცნაურ და გენიალურ ხელოვანზე უნდა გესაუბროთ - სარა პარკი (Sarah Park) არა ფოტოგრაფი არამედ მხატვარია და ზეთით შესრულებული ეს საოცრად რეალისტური და რთული ნამუშევრები, სილამაზის ძებნისა და პოვნის გზად დაასათაურა. იპოვეთ…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2021 წელი. 11:39pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფოტოები ყველაფერს ვერ დაინახავს. ან შეიძლება ასეც ითქვას, რომ ფოტოები ისე ვერ დანახავენ, როგორც ხელოვანი მატვარი და მისი ფუნჯები. დღეს კვლა სამხრეთ კორეაში ვიმოგზაურებთ, უბრალოდ, ძველ კორეაში, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და ვიდრე სულ გაქრება, ლი კეიონგი (Lee Me Kyeoung) ცდილობს თავის საქმედ აქციოს ყოველდღიური, ერთთავად ჩვეულებრივი ადგილების, მაღაზიების, ჯიხურების მხატვრულ ტილოებად ქცევა. ვიღაცა რომ უბრალო ჩაუვლის და ვერ შენიშნავს, იმას კეიონგი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2021 წელი. 10:07pm —
1 კომენტარი
________________
სილამაზე სუბიექტურია. მართალია ყველას თავისებურად ესმის ის, მაგრამ მსოფლიოში არაერთი კონკურსი ტარდება რომელიც სხვადასხვა სილამაზეს გამოავლენს. საბოლოოდ, ჟიური ირჩევს ერთს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს რომ საზოგადოება ამ არჩევანს გახდის მისთვის მოსაწონს. სიენას საერთაშორისო ფოტო დაჯილდოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფოტოდაჯილდოებაა. ათასობით ფოტო იღებს მონაწილეობას და გამარჯვებლები 11 სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 24, 2021 წელი. 10:52pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხელოვნების თანამედროვე ნიმუშები ძვირადღირებული პროდუქციისგან არ იქმნება - ბუნებას უკეთ უნდა ვაკვირდებოდეთ. ამ სიტყვების ავტორი მე არ ვარ, ის ესპანელ ხელოვან ლორა დალა ვეკიას (Laura Dalla Vecchia) ეკუთვნის. დიახ, პირდაპირი მნიშვნელობით ბუნების ნაჩუქარ ფოთლებს იყენებს მოლბერტებად. არსად არ დადის და არაფერის ეძებს - უბრალოდ მიწაზე იყურება და ჩამოცვენილ ფოთლებს, ბუმბულებს აგროვებს. მისი არტი, სწორედ ამ ხმელ ფოთლებზე იქმნება - ქარგას.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 23, 2021 წელი. 10:02pm —
არ არის კომენტარები
_______________
იდეაში ბეისბოლის ქუდად შეიქმენა ან მერე გაბეისბოლისქუდდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კეპი მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. კეპები სპორტული ტანსაცმლიდან ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და მოდის ინდუსტრიაში თავისი ადგილიც დაიკავა. დღეს ლექსი მაირა ბრენტმენი (Lexi Mire Brantman) უნდა გავიცნოთ - ეს ქალბატონი ქარგვით სახელგანთქმული, ანდა ინსტაგანთქმული პიროვნბაა, რომელმაც ახლა კეპების მოქარგა დაიწყო და მშვენიერი კოლექციაც გამოუვიდა.…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 9, 2021 წელი. 10:40pm —
არ არის კომენტარები
_______________
წლის ფოტო ტიბეტში გადაიღეს. ალბათ, ცასთან რაც უფრო ახლოს ხარ, უფრო კარგი ფოტოგრაფია გამოდის. ფოტოგრაფ დონგს, არ გაჰკვირვებია გამარჯვებულის ტიტული, რადგან უკვე 13-ჯერ აიღო ეს ჯილდო. წლის საუკეთესო ასტრონომიული ფოტო ყოველწლიური ინგლისური, გრინვიჩული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული კონკურსია ასტრო მიმართულებით. შედეგები ქვემოთ. დავიწყებთ პირველადგილოსანი ფოტოთი.
ოქროს ბეჭედი,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 3, 2021 წელი. 10:50pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს მხატვარი გვყავს სამასპინძლოდ. ბრაულიო მონტეირომ (Braulio Monteiro) თავისი ინსტაგრამი ნამდვილ ილუსტრაციულ გალერეად აქცია. პროფესიით მხატვარ-დიზაინერ-ილუსტრატორმა, შთაგონებლმა ცხოველებით და ბნელი ღამის სიმშვენიერით, ახალი კოლექცია წარუდგინა თავის გამომწერებს. როგორც თვითონ ამბობს, ბნელი ღამე და ჩემი საყვარელი ცხოველები გავაერთიანეო. შავი, სქელმელნიანი ე.წ. ტუშის კალამი, თეთრი ფურცლები და ალაგ-ალაგ წერტილოვანი ფერებით წარმოდგენილი…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 25, 2021 წელი. 10:41pm —
არ არის კომენტარები
_______________
დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2021 წელი. 10:24pm —
არ არის კომენტარები
_______________
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…
გაგრძელება
© 2022 George.
•