„უცხო“ 1942 წელს გამოვიდა, რომელშიც მოთხრობილია ერთი მეტად უცნაური და უემოციო ადამიანის, მერსოს, თავგადასავალი. ტექსტი იწყება ყველასათვის ნაცნობი ფრაზით

„დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ - გუშინ. რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: „დედა გარდაიცვალა, დარკძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას“. რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა.“

      რომანის ამგვარი დაწყება მკითხველში დაბნეულობას და უნდობლობას აღძრავს მთავარი პერსონაჟის მიმართ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. უნდა ვაღიარო, რომ პირველად წაკითხვისას ჩემთვისაც შოკი იყო იმის აღქმა, რომ დედის დაკრძავლის მეორე დღეს ჯერ პლაჟზე წახვიდე, შემდეგ კინოში და სიყვარულითაც დატკბე. თუმცა აქამდეც ბევრი საინტერესო რამ მოხდა. იქ ჩასულს, ცხედრის ნახვაც კი არ მოუნდა, არც ცრემლი დაუღვრია და არც სიგარეტზე უთქვამს უარი, რომელიც იქვე, სკამზე, ჩამომჯდარმა გააბოლა დედის ცხედართან („პაპიროსსაც სიამოვნებით მოვწევდი, მაგრამ შევყოყმანდი, ვერ გადამეწყვიტა, შეიძლებოდა თუ არა დედის ცხედართან მოწევა. მერე გავიფიქრე: რა მოხდა, რა მნიშვნელობა აქვს- მეთქი და კარისკაცსაც შევთავაზე სიგარეტი, გავაბოლეთ.“). დაკრძალვის დღეს კი ისე დაიღალა და მოიქანცა, რომ სახლში მისვლაზე ოცნებობდა - „მოთეთრო ცამ და მისმა მონოტონურმა ფერებმა, გუდრონის წებოვანმა სიშავემ, კატაფალკის პრიალა სიშავემ, მზემ, ტყავის და ცხენის  სუნმა, უძილო ღამემ გონება დამიბინდა, აზრები ამირია.“
      კამიუს იდეების ხორცშესხმა რომანის მეორე ნაწილიდან იწყება. პირველ ნაწილში თხრობა ლოგიკური განვითარების გზით მიდის. ლაკონური დახასიათებები და აღწერები ტექსტს თითქოს ემოციისგან ათავისუფლებს და მხოლოდ იდეურ აღქმამდე დაჰყავს. მეორე ნაწილი, როცა მკვლელობა უკვე ჩადენილია და სასამართლო პროცესი იმართება, აბსურდის მწვერვალია. მერსო თავს დამნაშავედ არ აღიქვამს. ერთ მომენტში სწორედ ამას უსვამს ხაზს - „არ მესმოდა, თუ როგორ უნდა ქცეულიყო ჩვეულებრივი ადამიანის თვისებები დამნაშავის გამანადგურებელ ბრალდებად.“
      რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, რაიმონდი, რომელიც მერსოს დაუმეგობრდება, რაღაცით მისი ალტერ ეგოა. მათი მეგობრობაც შემთხვევით და სპონტანურად აეწყო და სწორედ რაიმონდის გამო ამოყო ამხელა შარში თავი. თუმცა, ჩემი აზრით, რომანის განხილვისას საერთოდ არაა საჭირო მისი დეტალურად მიმოხილვა თუ როდის რა ფაქტი მოხდა და რამ რა გამოიწვია. ეს ყველაფერი ყურადღების მისაპყრობადაა შექმნილი. კამიუს სურდა მკითხველისთვის დაენახებინა თუ რაოდენ აბსურდულია ცხოვრება, თუმცა სიცოცხლის სიყვარული ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა კამიუს შემოქმედებაში და მითუმეტეს ამ რომანში. მერსოს ტკბობა ხომ სწორედ ამითაა განპირობებული. სიცოცხლის სიყვარული - სიკვდილის შიში - ჭეშმარიტების მოუხელთებლობა ესაა სამი მთავარი საზრისი, რასაც კამიუ ემყარება. მან შეიცნო სამყარო, გაიგო მისი აბსურდულობა, მისი უაზრობა და უშინაარსობა და ცდილობს ცხოვრებით ტკბობას, რომელსაც დიდი სევდა სდევს თან, რადგან სიცოცხლის სიყვარული შეიძლება მუდმივია, მაგრამ დროთა განმავლობაში სიკვდილის შიში წინა პლანზე გადმოდის და სრულიად თრგუნავს პირველსაწყისს. მერსოსთვის მთავარი სიმართლის არსებობა, მისი გამოაშკარავება და სხვებისთვის დანახებაა. იგი იმდენად გულწრფელია, რომ სასამართლოს თვალში ამორალურ პიროვნებად აღიქმება. არსებობს აზრი, რომ მერსომ გამოხატა იმ გრძნობები და აზრები, რომლებიც ზუსტად ასახავს კამიუს თაობის პრობლემებს. ის დაიბადა სამყაროში, რომელიც ცენტრის გარეშეა დარჩენილი, სადაც არც ღმერთია და არც ადამიანი, არც მისტიკა შემორჩა ქვეყანას და არც იმის ნუგეში, რომ რაიმეს იმედი უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში. და სწორედ ის, რომ მოხდა გააზრება სამყაროსი ცენტრის გარეშე, ზუსტი გამოძახილია ეპოქის, რომელშიც შეიქმნა ეს ნაწარმოები. თუმცა ღმერთისგან მონიჭებული ინტერპრეტაციის ნიჭის წყალობით, რომელიც ყოველ ჩვენგანში უანგაროდ ბუდობს, შეიძლება სხვა ახსნა მოვუნახოთ. მაგალითად, გიგა ზედანია, რომელიც გოგი გვახარიას „წითელ ზონაში“ ამბობს, რომ თუ ჩვენ ცენტრს ვხედავთ და როგორც თვითონ ამბობს - „ვტენით ცენტრს“, სწორედ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი იმის, რომ ვერ ვხედავთ ჩვენს რეალურ პრობლემებს.

      ადამიანი დაბნეულია და მარტოსულია ქვეყანაზე. არ იცის საიდან დაიწყოს სწავლა. ეჩვენება, რომ იმ კლასიკური ლიტერატურის ნაწილი უკვე უვარგისია თანამედროვე სამყაროში და ფუჭად გადაყრის იმ სათუთ დროს მათ წაკითხვაში, რომელიც შეუძლია უკეთეს საქმეს მოახმაროს, თუნდაც რომელიმე რეჟისორის ფილმების ყურებას. რეჟისორზე გამახსენდა, რომ სწორედ „უცხოზე“ გადაიღო კინო-კლასიკოსმა ლუკინო ვისკონტიმ დაუვიწყარი ფილმი იგივე სახელწოდებით. ასევე არსებობს მეორე ცდა ეკრანიზაციის, რომელიც სამწუხაროდ ნანახი არ მაქვს. ზეკი დემირკუბუზი გვევლინება ამ შემთვევაში რეჟისორად.
      საკანში ყოფნის დროს მერსო გადააწყდება გაზეთის ნაგლეჯს, რომელზეც ერთი უცნაური ამბავია მოთხრობილი სავარაუდოდ ჩეხეთში მომხდარი, როგორ თვითონ ამბობს. ამბავი კაცზე, რომელიც სოფლიდან პატარაობაში წავიდა და 25 წლის შემდეგ გამდიდრებული დაბრუნდა ოჯახთან ერთად. სოფელში ჩამოსულს კი დედის და დის მიერ გახსნილი სასტუმრო დახვდა. ხუმრობის მიზნით, ვინაობა დაუმალა და ნომერი აიღო. დედამ და დამ კი ის გაქურდვის მიზნით მოკლეს. დილით კი იქ მისულმა ცოლმა სიმართლე უთხრა. დედამ თავი ჩამოიხრჩო, და ჭაში ჩავარდა. ამ გამაოგნებელი ისტორიის წაკითხვის შემდეგ მერსოს განსაცვიფრებელი დასკვნა შემეჩეხა, რომელიც კაცს ამტყუნებდა და იძახდა, რომ ღირსია ის კაცი, რაც მიიღო, რადგან სიმართლე ყოველთვის უნდა გამოაშკარავდეს, როგორიც არ უნდა იყოს. საკანში ყოფნისას დროის მცნებას კარგავს. „როცა დარაჯმა მითხრა, რომ უკვე ხუთი თვე გასულიყო, რაც ციხეში ვიყავი, ვერ დავიჯერე. ჩემთვის ეს ერთი უსასრულო დღე იყო, რომელიც ჩემი საკნის კედლებს ეხეთქებოდა.“ დროის გასაყვანი ორად ორი ხერხი ჰქონდა. ძილი და საკუთარი ოთახის გონებაში თვალიერება. თავიდან დიდი და მთავარი საგნებით დაიწყო და ნელ-ნელა მცირე დეტალებამდე დავიდა. „მაშინ მივხვდი, რომ ადამიანს ერთი დღის მოგონებებით შეუძლია ციხეში ასი წელი გაატაროს. თურმე საკმარისი ყოფილა ერთი დღის მოგონება, რომ არ მოგეწყინოს.“
      მერსოს რელიგიისადმი დამოკიდებულება სწორედაც რომ თანადროული და შეიძლება ითქვას, ადეკვატურია. ის ეპიზოდი, როცა მღვდელს ყელში სწვდება და თავზე კონტროლს დაკარგავს, შესაძლოა სიკვდილმისჯილის რეფლექსიად ჩაითვალოს. თუმცა, იგი ამაზე არც კი ფიქრობს. არ სურს ისედაც მოახლოებული აღსასრულის უფრო ახლოს მოხმობა.
      „რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს საქმეში მკვლელობას, თუ სიკვდილს იმიტომ მომისჯიდნენ, რომ დასაფლავების დღეს დედა არ ვიტირე.“ მერსოს სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ მის სიკვდილში ერთადერთი დამნაშავე დედა იყო, რომ ტირილს შესაძლოა საქმე გამოესწორებინა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი ფუჭი და ამაო იყო. ბოლო გვერდი, რომელიც სასჯელის აღსრულების მოახლოებას იუწყება, გენიალურად აღწერა კამიუმ. „დღის და ღამის მიჯნაზე საყვირებმა დაიღმუვლეს. ისინი სხვა ქვეყნად წასვლას იტყობინებოდნენ, რომელსაც ჩემთვის ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.“ მერსომ სამყაროს გაუგო, მის სასრულობას მიხვდა და აზრი ვერ უპოვა სიცოხლის გაგრძელებას, რომლის შანსსაც კი არ აძლევდნენ, რათა თავისი სხეული ისევ მარილიან წყალში დაესველებინა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლო წინადადება, რომელიც მხატვრული სილამაზით, მოქნილობით და სიტყვების ამ წყობით მერსოს მიმართ წმიდა ადამიანურ გრძნობებს აღძრავს, რომლის აღწერაც ჩემს შესაძლებლობებს სცილდება - „ისღა დამრჩენოდა, ჩემი თავის მოკვეთის დღეს მაყურებელი მენატრა, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანა ზიზღის ყვირილით მიეღოთ.“

 *ალბერ კამიუ - უცხო - (ესეები) *

*ალბერ კამიუ  - უცხო (ტექსტი)*

*ეგზისტენციალიზმი - ნიჰილიზმი*

*ფრიდრიხ ნიცშე  1844 - 1900*

ნახვა: 22359

გამოხმაურებები!

სხვადასხვა ფერით რატომ გიწერია ?

თვალები მეტკინა :)

საოცრად გაქვთ აგანხილული ეს შესანისნავი ნაწარმოები.. ძალიან იმოქმედა , სულში ჩამწვდომია..

ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს წაკითხული და სურვილი მაქვს მალე წავიკითხო : )))

მადლობა, მადლობა წავიკითხავ მალე   ^_^

Kakha_მ თქვა:

 nino ძალიან საინტერესოა და ამასთანავე პატარა ტექსტია  თან ადვილად იკითხება :)))

nino usenashvili_მ თქვა:

ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს წაკითხული და სურვილი მაქვს მალე წავიკითხო : )))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters