კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი VII

      ეთიკური რეგულაციები რამდენიმე დონეზე არსებობს. მნიშვნელოვანი მარეგულირებელი მექანიზმებია: საკანონმდებლო დონე, ეთიკური კომიტეტები, რომლებიც მოწოდებულია უნივერსიტეტებსა და სხვა ინსტიტუტებში მიმდინარე კვლევების მეთვალყურეობისთვის (რაც შეიძლება ძირითად დაბრკოლებად იქცეს მათთვის, ვინც კვლევის ჩატარებას გეგმავს), პროფესიული გაერთიანებების და ასოციაციების ეთიკური კოდექსები და, ასევე, ცალკეული მკვლევრების პიროვნული ეთიკური ღირებულებები. ყველა მკვლევარმა, დაწყებული ბაკალავრიატის სტუდენტიდან, რომელიც საკურსო კვლევით ნაშრომს აკეთებს, დამთავრებული პროფესიული მკვლევრით, რომელიც ცოდნის საზღვრების გაფართოებისთვის იღვწის, უნდა იცოდეს ის ეთიკური კოდექსები და რეგულაციები, რაც მართავს მის პრაქტიკას. მკვლევრის მიერ ამ პასუხისმგებლობების უგულებელყოფა მთელი სამეცნიერო პროცესის რღვევად აღიქმება, რამაც ინდივიდები და ინსტიტუტები შეიძლება, სამართლებრივ ვალდებულებებამდე ან ფინანსურ ჯარიმებამდე მიიყვანოს.

      პროფესიულ საზოგადოებებსა და ასოციაციებს აქვთ პრაქტიკის კოდექსები, რომელიც ასახავს ერთ კონკრეტულ ჯგუფში ღირებულებათა კონსენსუსს და ცალკეულ მკვლევრებს ეხმარება, გაარკვიონ, თუ რა არის სასურველი და რას უნდა ერიდონ. რა თქმა უნდა, ამით არ გვარდება ყველა პრობლემა, მხოლოდ რამდენიმე პირველადი საწყისი არსებობს და ამიტომ ეთიკური პრინციპების ფართო ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. ყოველისმომცველი მარეგულირებელი მექანიზმების სისტემა კარგად არის დანერგილი დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ეს ინფორმაციისა და მონაცემების შენახვას უფრო ეხება: მაგალითად, როგორ ინახება და ვისთვის არის განკუთვნილი, რაც განათლების სფეროში მომუშავე მკვლევრისთვის მზარდი ინტერესის საგანია. ამ კატეგორიაში შეიძლება შედიოდეს, მაგალითად, სტატისტიკური მონაცემები, შეფასების საფუძვლად გამოყენებული მონაცემები, სასწავლო ჩანაწერები, წერილობითი ჩანაწერები, ტრანსკრიპტები, ნედლი მონაცემები, პირადი დოკუმენტები, კვლევის მონაცემები, კომპიუტერული ფაილები და აუდიო-ვიდეო მასალა.

      ვინაიდან საინფორმაციო ტექნოლოგიები ცენტრალურ ადგილს იკავებს და საზოგადოება უფრო და უფრო მეტად არის დამოკიდებული მასზე, ინფორმაციის კონცეფცია მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, თუ რა არის, არამედ იმითაც, თუ რისი გაკეთება შეუძლია. უამრავი ავტორი მიუთითებს ინფორმაციისა და ძალაუფლების კავშირზე. მაგალითად, ჰარისი და მისი კოლეგები (1992) საუბრობენ ძალაუფლების შესახებ, რომელიც ხორციელდება ადამიანებზე არსებული პირადი ინფორმაციის კონტროლით და მის ურთიერთობაზე პროფესიონალის ძალაუფლებასთან, რომელიც ექსპერტის ცოდნას ემორჩილება. მაშასადამე, მონაცემების ბოროტად გამოყენებას, ან მათ გავრცელებას არასწორ დროს, ან არასწორ კლიენტებთან თუ ორგანოებთან, შეიძლება ინდივიდისთვის, ჯგუფისთვის ან ინსტიტუტისთვის სამწუხარო შედეგები მოჰყვეს. ვითარება კიდევ უფრო მწვავდება, თუ ეს მცდარი, არასრული ან განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციაა.

      ინფორმაციით უფრო და უფრო მეტად მდიდარ სამყაროში არსებითი მნიშვნელობა აქვს საგარანტიო საშუალებების არსებობას, რაც დაიცავდა მას არასწორად ან ბოროტად გამოყენებისგან. ამ მიზნით შეიქმნა დიდი ბრიტანეთის მონაცემების დაცვის აქტები [4] 1984 და 1998 წლებში. ამ აქტებში მოცემულია მონაცემების დაცვის პრინციპები, მონაცემებით მოსარგებლეთა პასუხისმგებლობები და მონაცემების სუბიექტთა უფლებები. "ისტორიული და კვლევითი" მიზნებისთვის შენახულ ინფორმაციაზე არ ვრცელდება პრინციპი, რომელიც ინდივიდებს მათ შესახებ პირადი მონაცემების ნახვის უფლებას აძლევს, მოწოდებული მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი იმ ფორმით, რომლითაც შესაძლებელია ინდივიდების იდენტიფიცირება. ასევე, კვლევის მონაცემებზე ნაწილობრივ არ ვრცელდება ორი სხვა პრინციპიც, რის შედეგადაც ასეთი მონაცემები შეიძლება განუსაზღვრელი ვადით შეინახოს. მათი კვლევითი მიზნებისთვის გამოყენების საჯაროდ გამოცხადება არ არის საჭირო.

      ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპიდან, რომელიც კვლევის მონაცემებს შეეხება, ერთ-ერთის მიხედვით, პირადი მონაცემების (ანუ მონაცემები, რომლითაც ზუსტად შეიძლება მათი მომწოდებელი პიროვნების ამოცნობა) შენახვა მხოლოდ სპეციფიკური და კანონიერი მიზნებისთვის შეიძლება. მეორე პრინციპი აცხადებს, რომ მიღებულ უნდა იყოს უსაფრთხოების სათანადო ზომები პირადი მონაცემების უკანონო წვდომის, შეცვლის, გავრცელების ან განადგურების და, ასევე, მათი შემთხვევით დაკარგვის ან განადგურების თავიდან ასაცილებლად.

      უმაღლესი განათლების ინსტიტუტთა უმრავლესობას თავისი ეთიკური კომიტეტები აქვს და ეს კომიტეტები კვლევის პროექტების შეფასებისას, როგორც წესი, ეთიკის საკუთარი კოდექსებით სარგებლობენ. გარდა ამისა, კვლევითი ასოციაციები აქვეყნებენ პრაქტიკის ზოგიერთ მნიშვნელოვან კოდებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, მაგალითად: ბრიტანეთის განათლების კვლევის ასოციაცია (British Educational Research Association), ბრიტანეთის სოციოლოგიური ასოციაცია (British Sociological Association), სოციალური კვლევის ასოციაცია (Social Research Association), ამერიკის განათლების კვლევის ასოციაცია (American Educational Research Association), ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაცია (American Psychological Association) და ამერიკის სოციოლოგიური ასოციაცია (American Sociological Association). მკითხველს ვურჩევთ, რომ ამ ინფორმაციას დეტალურად გაეცნოს.

      ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ქცევის კოდექსი, ეთიკური პრინციპები და მითითებები (2005), სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს თავებს კომპეტენტურობის, თანხმობის მიღების, კონფიდენციალობისა და ქცევის შესახებ. დასაწყის ნაწილში ჯერ განიხილება ადამიანებზე კვლევის ჩატარების ეთიკური პრინციპები: მოტყუება, კვლევის შემდგომი ინტერვიუ, რისკი და განხორციელება და შემდეგ მოდის თერთმეტი ძირითადი ნაწილი: შესავალი; ზოგადი პრინციპები; თანხმობა; მოტყუება; დებრიფინგი; კვლევიდან გამოთიშვა; კონფიდენციალობა; მონაწილეთა დაცვა; კვლევა, რომელშიც დაკვირვება გამოიყენება; რჩევის მიცემა და კოლეგები. ზოგად პრინციპებში შედის ძირითადი წესი: "გადამწყვეტი პრინციპია, რომ კვლევა უნდა განიხილონ ყველა მონაწილის პოზიციიდან და უნდა განეიტრალდეს სავარაუდო საფრთხეები, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მათ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ღირებულებებსა თუ ღირსებას"; საინტერესოა, რომ ბრიტანელი ფსიქოლოგების ეს ნაშრომი არ ითხოვს ინფორმირებულ თანხმობას, არამედ ამბობს: "სადაც შესაძლებელია, მკვლევარმა ყველა მონაწილეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კვლევის მიზნების შესახებ". ანალოგიურად, ის არ კრძალავს მოტყუებას და მიუთითებს, რომ "შესაძლოა, შეუძლებელი იყოს ზოგიერთი ფსიქოლოგიური პროცესის შესწავლა კვლევის ჭეშმარიტი მიზნების დაფარვის ან მონაწილეთა განზრახ შეცდომაში შეყვანის გარეშე". თუმცა ის თან მიუთითებს, რომ ამას მკაცრი დასაბუთება ესაჭიროება, უნდა მოიძებნოს სხვა საშუალებები და დასაბუთთდეს, რომ ალტერნატივები არ არის ხელმისაწვდომი.

      ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის ეთიკური პრინციპები და ქცევის კოდექსი (2002) ხუთ ზოგად პრინციპს აყალიბებს, ესენია: სარგებელი და უვნებლობა, ერთგულება და პასუხისმგებლობა, ხელშეუხებლობა, სამართლიანობა და ადამიანების უფლებებისა და ღირსების პატივისცემა. ეს პრინციპები საფუძვლად უდევს "ეთიკური სტანდარტების" ათ ნაწილს: ეთიკური საკითხების გადაწყვეტა, კომპეტენტურობა, ადამიანური ურთიერთობები (მათ შორის "ზიანის არიდება", "ექსპლუატატორული ურთიერთობები" და "ინფორმირებული თანხმობა"), პირადულობა და კონფიდენციალობა, რეკლამირება და სხვა საჯარო განცხადებები, ჩანაწერების წარმოება და ჰონორარები, განათლება და ტრენინგი, კვლევა და პუბლიკაცია, შეფასება და, ბოლოს, თერაპია.

      ამერიკის სოციოლოგიური ასოციაციის (ასა) ეთიკისა და პოლიტიკების კოდექსი და პროფესიული ეთიკის ასა-ის კომიტეტის პროცედურები (1999) მოიცავს ხუთ ზოგად პრინციპს: პროფესიულ კომპეტენციას; ხელშეუხებლობას; პროფესიულ და მეცნიერულ პასუხისმგებლობას; ადამიანის უფლებების, ღირსებისა და განსხვავებულობის პატივისცემას; სოციალურ პასუხისმგებლობას. შემდეგ ეს პრინციპები ოც ეთიკურ სტანდარტად იყოფა, რომლებშიც შედის: არაექსპლუატაცია, კონფიდენციალობა, ინფორმირებული თანხმობა, მოტყუება, სტიმულების შეთავაზება და სხვა.

      ბრიტანეთის სოციოლოგიური ასოციაციის ეთიკური პრაქტიკის დებულება (2002) მოიცავს ნაწილებს, რომლებშიც შესულია შემდეგი საკითხები: პროფესიული ხელშეუხებლობა, კვლევის მონაწილეებთან ურთიერთობა და მათ წინაშე პასუხისმგებლობები, ფარული კვლევა, ანონიმურობა, პირადულობა და კონფიდენციალობა, სპონსორებთან და/ან დამფინანსებლებთან ურთიერთობა და პასუხისმგებლობები მათ წინაშე, ვალდებულებები, როლები და უფლებები, კვლევის პროცესში სპონსორების და/ან დამფინანსებლების წინაშე აღებული ვალდებულებები.

      სოციალური კვლევის ასოციაციის ეთიკური პრინციპები (2003) ევროპის კანონიდან (The RESPECT project) გამომდინარეობს და მიუთითებს ვალდებულებების ოთხ დონეზე: საზოგადოება, დამფინანსებლები და დამქირავებლები, კოლეგები და კვლევის მონაწილეები (აქ შედის გაუმართლებელი შეჭრისთვის თავის არიდება, ინფორმირებული თანხმობის მიღება, ინფორმირებული თანხმობის მოდიფიკაციები, ცდის პირების ინტერესების დაცვა, მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა, ჩანაწერების კონფიდენციალობის დაცვა და იდენტობების გაუმჟღავნებლობის უზრუნველყოფა).

      ბრიტანეთის განათლების კვლევის ასოციაციის ეთიკური მითითებები (2000) შემდეგნაირად არის გადმოცემული: პასუხისმგებლობები კვლევის პროფესიის წინაშე, პასუხისმგებლობა მონაწილეების წინაშე (მათ შორის, ბავშვებთან მუშაობა, ინფორმირებული თანხმობა, კვლევიდან გამოთიშვის უფლება), პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, დამფინანსებელ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, პუბლიკაცია, ინტელექტუალური საკუთრება, მასპინძელ ინსტიტუტთან ურთიერთობა. ანალოგიურად, ამერიკის განათლების კვლევის ასოციაციის ეთიკური სტანდარტების (2000) თემებია: პასუხისმგებლობა საკვლევი სფეროს წინაშე; საკვლევი პოპულაციები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და საზოგადოება (ბავშვებთან მუშაობის ჩათვლით); ინფორმირებული თანხმობა; კონფიდენციალობა; პატიოსნება; კვლევიდან გამოთიშვის უფლება; ექსპლუატაცია პირადი სარგებლის მიღების მიზნით; სენსიტიურობა ლოკალური გარემოებებისადმი (მაგალითად, კულტურა, რელიგია, სქესი); უარყოფითი შედეგების არიდება, გავრცელება, ანონიმურობა; ინტელექტუალური საკუთრება; კვლევის რედაქტირება, რეცენზირება და შეფასება; სპონსორები, გადაწყვეტილების მიმღებნი და სხვები, ვინც იყენებენ კვლევას; სტუდენტები და სტუდენტი მკვლევრები. ეს სტანდარტები პატიოსნების თუ წესიერების? განმარტებისას ამბობს, რომ "მოტყუება არ არის წახალისებული" და "მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც ნამდვილად აუცილებელია", რის შემდეგაც უნდა აიხსნას მოტყუების მიზეზები.

      ეთიკური კოდექსების სირთულე და, ამავდროულად, სიძლიერე ისაა, რომ ვერ და არ იძლევა კონკრეტულ რჩევებს, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ კონკრეტულ სიტუაციებში. საბოლოო ჯამში, თავად მკვლევარი, საკუთარი ხელშეუხებლობითა და სინდისით, ეთიკური საკითხების მკაფიოდ გაცნობიერებით, სახელმძღვანელო კოდექსებისა და პრაქტიკის რეგულაციების ცოდნით აღჭურვილი, არის ის, ვინც უნდა გადაწყვიტოს, თუ რა გააკეთოს მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში და ეს ქმედება უნდა იყოს გამართლებული, კარგად გააზრებული და შესაძლებელი უნდა იყოს მისი დაცვა.

      ზემოთ განხილული კოდექსები და მითითებები, გარკვეულწილად, ჰომოგენურია. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრისთვის კარგი დამხმარე სახელმძღვანელოა, ისინი მაინც ვერ მიანიშნებენ მას, თუ როგორ მოიქცეს ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში. საქმე ისაა, რომ ეთიკა სპეციფიკურია სხვადასხვა სიტუაციაში, სიტუაციით განისაზღვრება, ანუ "სიტუაციურია" (Simons and Usher 2000). ფაქტობრივად, ავტორები დასაწყისში აცხადებენ, რომ

მიუხედავად იმისა, რომ, ტრადიციულად, ეთიკა განიხილებოდა, როგორც ზოგადი პრინციპების ერთობლიობა, რომელიც უცვლელად და სანდოდ გამოიყენებოდა ყველა სიტუაციაში... ამის საპირისპიროდ, ეთიკური პრინციპები შუალედური რგოლია სხვადასხვა კვლევის პრაქტიკაში და, ამგვარად, ამ პრაქტიკებთან მიმართებაში სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს.
(Simons and Usher 2000: 1)

      ავტორების თვალსაზრისით, ეს ნიშნავს იმას, რომ სიტუაციური ეთიკა დაცულია, დაზღვეულია უნივერსალიზაციისგან, რადგან

მკვლევრები ვერ გაექცევიან ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების აწონ-დაწონვას და დილემებს, რომლებიც კვლევის სიტუაციის თავისებურებებში იმალება და სადაც არსებობს ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება, მაგრამ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილებების მიღება ცალსახად განსაზღვრულ და ერთმნიშვნელოვან პრინციპებზე თუ კოდექსებზე აპელირებით.
(Simons and Usher 2000: 2)

      ფაქტიურად, შემჩნეულია, რომ მრავალი ეთიკური კოდექსი და მითითება თავად ერიდებიან ცალსახად განსაზღვრულობასა და ერთმნიშვნელოვნებას, ამტკიცებენ რა, რომ, მაგალითად, მოტყუება, ფარული კვლევა და ინფორმირებული თანხმობის არქონა შეიძლება გამართლებული იყოს. საიმონი და აშერი (2000: 11) ამტკიცებენ, რომ მრავალმნიშვნელოვნება (მრავალგვარი ინტერპრეტაცია იმისა, თუ რა არის ღირებული, მისაღები და სასარგებლო) და სიტუაციური ეთიკა კვლევის პრაქტიკულობიდან, სოციალ-ეკონომიკური კონტექსტებისადმი მგრძნობელობისა და არაპრიორიტეტულ მდგომარეობაში მყოფ ჯგუფებთან სამართლიანობის საჭიროებიდან მომდინარეობს. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს, რომ კოდექსები და მითითებები შეიძლება სასარგებლო იყოს საკითხების დასასმელად და მკვლევრებისთვის ორიენტაციის მისაცემად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ვერ გადაწყვეტენ, რა უნდა გაკეთდეს და რა _ არა კონკრეტულ სიტუაციაში, ანუ ეს, ცალკეული მკვლევრის და, ინფორმირებულობის ფონზე, მისი სინდისის გადასაწყვეტია.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ეთიკა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 923

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters