ოჯახის სოციოლოგია, როგორც სოციოლოგიის დამოუკიდებელი დარგი (თავი I)

      ოჯახის სოციოლოგია ფართო გაგებით, როგორც სოციოლოგიური მეცნიერება ოჯახზე უძველესი ინტელექტუალური დისციპლინაა. ოდითგანვე ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრების გაცნობიერების ყველა მცდელობა ასე თუ ისე დაკავშირებული იყო საოჯახო-როლებრივ ორგანიზაციასთან. ინტერესს კაცობრიობის წარმოშობისა და ისტორიისადმი ყოველთვის თან სდევდა ინტერესი ქორწინებისადმი, ოჯახისადმი, ნათესაობისადმი, როგორც თაობათა განახლების, არსებობისა და დაცვის სპეციფიკური ფორმებისადმი.

      ვიწრო გაგებით, ოჯახის სოციოლოგია, როგორც ზოგადი სოციოლოგიის ნაწილი, როგორც "საშუალო დონის" თეორია განიხილავს ცხოვრების და კულტურის განსაკუთრებულ სფეროს შეთანხმებულად მოქმედი ადამიანთა ჯგუფისას (ოჯახისას). ოჯახის სოციოლოგიას საქმე აქვს ჯგუფურ და არა ინდივიდუალურ სუბიექტურ ცხოველმყოფელობასთან. საოჯახო-ნათესაობრივი ურთიერთობებით დაკავშირებული ადამიანთა ჯგუფი ქმნის სოციალურ რეალობის იმ ნაწილს, რომელსაც სწავლობს ოჯახის სოციოლოგია, ყურადღებას აფიქსირებს რა ოჯახის წევრთა ერთობლივ ცხოვრებაზე ანუ, საოჯახო ცხოვრების წესზე.

      ხაზს უსვამს რა საოჯახო ცხოვრების ჯგუფურ თვისებას, ოჯახის სოციოლოგია უყურადღებოდ არ ტოვებს ინდივიდს, მაგრამ მას განიხილავს როგორც ოჯახის წევრს, როგორც ქმარს ან ცოლს, მამას ან დედას, ძმას ან დას, ვაჟიშვილს ან ქალიშვილს.

      ინდივიდუალური თავისებურება აისახება შიდაოჯახური როლების შესრულების სტილზე. ამიტომ, ოჯახის სოციოლოგია სწავლობს ადამიანთა მცირე ჯგუფების ერთობლივი ცხოვრების საოჯახო-ნათესაობრივ ფორმებს, ოჯახის ცხოვრების წესს, ადარებს რა მას მარტოხელათა ყოფასთან, სწავლობს მთლიანობაში მშობლობის - ცოლ-ქმრობის - ნათესაობის ურთიერთკავშირს, ანუ საკუთრივ ოჯახს. ცალკე ცოლ-ქმრობა, მშობლობა და ნათესაობა შეიძლება განხილულ იქნას მეცნიერული ანალიზის მოხერხებულობის მიზნით, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ბოლო ხანებში გაჩნდა ამ ერთიანობის სამ ნაწილად დაყოფის ტენდენცია.

      მცდელობა იმისა, რომ ოჯახი უპირველეს ყოვლისა დაყვანილ იქნას ცოლ-ქმრობამდე, "გულთა კავშირებამდე" ხანდახან თან სდევს საგნის ისეთი დანაწევრება, რომ ხანდახან საუბარი იწყება "მარტოხელათა ოჯახებზე". აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ გაუმართლებელია ოჯახის რედუცირება ცალკეულ შემადგენელ ნაწილებამდე. ეს არის სოციოლოგიის განმასხვავებელი სხვა სოციალური მეცნიერებისაგან.

      მაგ. ეთნოგრაფია ან სოციალური ანთროპოლოგია სპეციალიზირებული არ არის მხოლოდ ნათესაობაზე, არამედ ოჯახს განიხილავს ცოლ-ქმრობის - ნათესაობის - მშობლობის მთლიანობაში, მაგრამ იგი ამ ერთობლიობას განიხილავს თავისი კუთხით - ცხოვრების წესის ეთნიკურ პრიზმაში - საოჯახო რიტუალების, ჩვევების, წესების მხრივ. ეთნოგრაფია საოჯახო ყოფას განიხილავს წარსულში, თვალს მიადევნებს საოჯახო ყოფის, წეს-ჩვეულებების ტრანსლაციას, თვით ოჯახის ჩამოყალიბების ისტორიულ-ეთნიკურ მრავალფეროვნებას და ა.შ.

      ოჯახის სოციოლოგია თავის ყურადღებას მიმართავს აწმყოსკენ, ოჯახის ფუნქციონირებისკენ, როგორც საზოგადოების ქვესისტემისკენ და წარსულს მიმართავს იმ მიზნით, რათა ზუსტად განსაზღვროს ოჯახის ცვლილების ტენდენცია და მათი ქცევის ალბათობა მომავალში.

      საოჯახო სამართალი სწავლობს ოჯახის შექმნის და დაშლის დაკანონების, ლეგიტიმიზაციის საკითხებს, ოჯახის მიმართებებს სხვა სოციალური ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს მიმართ.

      განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ოჯახის და სახელმწიფოს ურთიერთკავშირის კონსტიტუციურ გამაგრებას, პირველ რიგში, სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემების გამო. ოჯახის სოციაოლოგია ყურადღებას ამახვილებს ოჯახის ცხოველმყოფელობის ყველა ამ მხარეზე, წარმოაჩენს, თუ როგორ ასტიმულირებენ ან ზღუდავენ იურიდიული დადგენილებები ოჯახის ქმედების ავტონომიურობას. საქორწინო-საოჯახო კანონმდებლობის საფუძვლების შექმნა ფედერალურ და რეგიონალურ დონეზე - სოციოლოგთა და იურისტთა დისციპლინათშორისი თანამშრომლობის ერთ-ერთი სფეროა.

      სოციალური ფსიქოლოგია იკვლევს ოჯახში პიროვნებათშორის ურთიერთობათა კანონზომიერებებს მათი მდგრადობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. სოციალური ფსიქოლოგიის ამოცანას წარმოადგენს აგრეთვე ოჯახის სტრუქტურის ზემოქმედება შიდაოჯახობრივ პროცესებზე, პიროვნების საოჯახო ქცევაზე. სოციალური ფსიქოლოგია ოჯახს სწავლობს როგორც მცირე ჯგუფს, მისი, როგორც ჯგუფური მთლიანობის წარმოშობის ფუნქციონირების და დაშლის კანონზომიერებებს. რთულია საზღვრის გავლება ოჯახის სოციოლოგიის და ოჯახის ფსიქოლოგიის ჩარჩოში ფსიქოლოგიურ გამოკვლევებს შორის, მაგრამ სოციოლოგებს უფრო მეტად აინტერესებთ ოჯახის ინსტიტუციონალური და პიროვნებათშორის მახასიათებლები, მათი ურთიერთგანპირობებულობა და ნაკლებად - თვითონ შიდაოჯახობრივი ფსიქოდინამიკა.

      მედიცინა და ჯანმრთელობის სოციოლოგია კონცენტრირებას ახდენს ოჯახის რეპროდუქციული ქცევის და დაგეგმვის ფიზიოლოგიურ წანამძღვრებზე მაშინ, როცა ოჯახის სოციოლოგია მიმართულია საოჯახო ქცევისადმი და მისი შედეგებისადმი, რაც ფიქსირდება შობადობის, შვილიანობის, აბორტების, კონტრაცეპტივების და ა.შ. გამოყენების კოეფიციენტებში. ოჯახში ბავშვთა სოციალიზაცია, რომელიც თვითშენახვითი ქცევის ამა თუ იმ ჩვევის შეძენისკენ არის მიმართული ქმნის მედიცინისა და ჯანმრთელობის სოციოლოგიის და ოჯახის სოციოლოგიის ინტერესთა გადაკვეთის სფეროს, რომელიც პიროვნების ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას განიხილავს ოჯახის ცხოვრების ციკლის და ცხოვრების წესის კონტექსტში.

      დემოგრაფია ყველაზე უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციოლოგიასთან და აანალიზებს მოსახლეობის საოჯახო სტრუქტურას სქესობრივ - ასაკობრივ სტრუქტურასთან კავშირში, იყენებს რა დემოგრაფიული სტატისტიკის მონაცემებს ოჯახის შემადგენლობისა და ზომის შესახებ, ამა თუ იმ საოჯახო სტრუქტურის გავრცელების შესახებ, ქორწინების, შვილიანობის, განქორწინების შესახებ. ოჯახის როლის შესწავლა მოსახლეობის აღწარმოებაში განუყოფელი ნაწილია დემოგრაფიისაც და სოციოლოგიისაც, რომელსაც შობადობის სოციოლოგია შეიძლება ვუწოდოთ. ოჯახის დემოგრაფია განაზოგადებს საოჯახო-ნათესაობრივი ჯგუფების ფორმირების, ფუნქციონირების და რღვევის ფაქტებს მაშინ, როცა ოჯახის სოციოლოგია რეპროდუქციული ფუნქციის შესრულების ეფექტურობასთან ერთად ინტერესდება ასევე სოციალიზაციის ეფექტურობით (ბავშვების აღზრდა-შენახვა-სწავლება), მზარდი თაობის მომზადებით უფროსი ასაკის ადამიანის როლის მისაღებად, მისი სოციალური პოზიციებით და სტატუსით.

      ოჯახის სოციოლოგიის საგნის გარკვევა დაკავშირებულია რიგ გადაუწყვეტელ საკითხთან, რადგანაც სოციოლოგიის მიმართება "ოჯახის სოციალური ცვლილებების" კანონზომიერებისაკენ, მხოლოდ ოჯახისათვის დამახასიათებელ უნიკალური ფუნქციებისაკენ, ოჯახის ანალიზი, როგორც ურთიერთმოქმედი პიროვნებების პირველადი ჯგუფებისაკენ და ა.შ., რომ აქ ჩამოთვლილი და კიდევ აქ არ მოხსენიებული საკითხები ამა თუ იმ სახით მომიჯნავე დისციპლინების მიერაც განიხილება. იგივე შეიძლება ითქვას ოჯახის სოციოლოგიის მეთოდებზეც. თვით სოციოლოგიის ყველაზე პოპულარული ნიშანი - გამოკითხვის მეთოდი - დამახასიათებელია ეთნოგრაფიისთვისაც, დემოგრაფიისთვისაც და სხვა მეცნიერებისთვისაც. ასევე, სხვადასხვა მინითეორია ოჯახის შესახებ - სულაც არ არის სოციოლოგიური აზროვნების განმასხვავებელი თავისებურება - იგი დამახასიათებელია სხვა მომიჯნავე მეცნიერებებისათვის, განსაკუთრებით, ეთნოგრაფიისა და ისტორიისათვის, მით უმეტეს ფსიქოლოგიისათვის.

      ხაზი უნდა გაესვას, რომ სოციოლოგიური მიდგომის გამოყენებისას ოჯახის შესწავლები, როგორც ავტონომიური ქვესისტემისა, აუცილებელია ვისწრაფოდეთ მის მთლიანობაში ანალიზისადმი, სტრუქტურული და დინამიური მახასიათებლების ერთიანობისაკენ.

      სქემაზე 1.1 წარმოდგენილია ოჯახის ოთხგანზომილებიანი ანალიზის მოთხოვნა: იჯახის განხილვა სოციეტალურ გარემოში (სტრუქტურულ-ინსტიტუციონალური პოლუსი) და ძალაუფლების და პრესტიჟის იერარქიული სოციალური სტრუქტურის შიგნით.

      სოციალური სტრუქტურის ღერძზე ოჯახი განიხილება საზოგადოების სხვა ინსტიტუტებს შორის, როგორც ნაწილი, ქვესისტემა, რომელიც ურთიერთქმედებს ამ ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან მთლიანად.

      სტრუქტურული მიდგომა განსაზღვრავს ოჯახის სტატუსს ინსტიტუტების იერარქიაში, აფიქსირებს ოჯახის იმ ფუნქციებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მისი ადგილის გასარკვევად საზოგადოებაში, სხვა ინსტიტუციონალურ წარმონაქმნთა შორის. მეორე მხრივ, ოჯახი განიხილება როგორც სოციალური მიკუთვნებულობის წყარო სტატუსებისა და პრესტიჟის სისტემაში, საზოგადოების სტრატიფიკაციულ სისტემაში. ოჯახი მიიწერს ახალ წევრებს თავის ფენაზე, ახდენს მათი შიდაოჯახობრივი და ოჯახს მიღმა სოციალური მდგომარეობის რატიფიცირებას, ამასთან, ეს ეხება ბავშვებსაც და უფროს წევრებსაც. ამრიგად, ოჯახის ადგილი საზოგადოებაში განისაზღვრება ოჯახის ადგილით სოციალურ ინსტიტუტებს შორის და ოჯახის ადგილით სტრატიფიკაციულ-იერარქიულ ბადეებში.

სქემა 1.1

ოჯახის სოციოლოგიური ანალიზი სტრუქტურულ და დინამიურ კოორდინატებთან ერთიანობაში

      რა თქმა უნდა, ეს სტრუქტურული ჭრილი გულისხმობს აგრეთვე ოჯახის გარესამყაროსთან სოციალური ურთიერთქმედების ყველა სტრუქტურას.

      ჰორიზონტალური ღერძი ყურადღებას ამახვილებს ოჯახის ცვლილებაზე, სოციოკულტურულ დინამიკაზე. მარცხნივ არის კულტურის პოლუსი, უფრო ზუსტად - თაობათაშორის მემკვიდრეობის, საოჯახო გამოცდილების, ფასეულობების, ნორმების, რიტუალების და ა.შ. ტრანსლაციის პოლუსი. რა თქმა უნდა, აქ მხედველობაშია მიღებული ცალკეულ ოჯახთა, ოჯახთა დინასტიების ან გვარების ტრადიციები, მაგრამ ფართო გაგებით შეიძლება ვისაუბროთ ასევე ოჯახის კვლევაზე ოჯახის ცხოვრების წესის თავისებურებაზე, ისტორიულ თაობათა, ეპოქების და დროების ცვლილების თვალსაზრისით. დინამიური კვლევის დროს - არის მოთხოვნა ოჯახის, როგორც მცირე ჯგუფის ფსიქოსოციალური დინამიკის გათვალისწინება, ოჯახის ცხოვრების ციკლის სტადიების და ფაზების მიხედვით.

      მოცემული სქემა მიუთითებს ოჯახის სოციოლოგიის მისწრაფებაზე სამი მიდგომის გაერთიანებისაკენ- სოციალურ-სტრუქტურულის, კულტუროლოგიურის და სოციალურ-ფსიქოლოგიურის. ხატოვნად რომ ვთქვათ, ოჯახის სტრუქტურულ-დინამიური გაზომვა საშუალებას იძლევა გავაერთიანოთ ცოდნა ოჯახის აგებულებაზე.

      სქემაზე 1.2 მოცემულია ოჯახის ადგილი პირველად და მეორეულ სოციალურ ჯგუფებს შორის.

      პირველად ჯგუფებს წარმოადგენს ადამიანთა უშუალოდ კონტაქტური ჯგუფები, მცირე ზომის, სადაც ურთიერთობები ემყარება პიროვნებათშორის საფუძველს. მეორეულია ადამიანთა დიდი ჯგუფები, რომლებიც ემყარება ფორმალურ ურთიერთობებს და დაკავშირებულია რაიმე სახის პროფესიულ საქმიანობასთან. მეორეულ ჯგუფებს შეიძლება მივაკუთვნოთ აგრეთვე სხვადასხვა სახის სოციალური ინსტიტუტები.

      ოჯახი პირველად ჯგუფთა სისტემაში ჩვეულებრივად განიხილება მეზობლობის და ტერიტორიული ლოკალიზაციის პრინციპით ტერიტორიული გაერთიანებების დონეზე. სოციალური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი მაგრამ, არა ცენტრალური ელემენტია. პირველადი და მეორეული ჯგუფების ურთიერთქმედების ანალიზი მაკრო და მიკროდონეზე სოციალური ურთიერთობებისა ოჯახის სოციოლოგიური შესწავლის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.

      ოჯახის სოციალური არსის ანალიზისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, ოჯახი ქმნის საბაზისო წინაპირობას სოციუმის ფუნქციონირებისთვის თაობათა ფიზიკური და სოციოკულტურული ცვლის წყალობით, ბავშვთაშობით და ოჯახის ყველა წევრის არსებობის მხარდაჭერით. მოსახლეობის ამ აღწარმოების და შთამომავლობის სოციალიზაციის გარეშე შეუძლებელია ყველა სოციალური ინსტიტუტის შევსება, სოციალური ცხოვრების უზრუნველყოფა. ამავე დროს, ოჯახის ძირითად ფუნქციათა რეალიზაცია არა რაიმე ბიოლოგიური რეგულატორების ან მექანიზმების შედეგია, არამედ წარმოადგენს სოციალურ პროცესთა, სოციალური სისტემის მოქმედების რეზულტატს.

      ოჯახის კვლევა თავისი არსით კომპლექსურია - იგი დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ პროცესებთან, ურთიერთობათა ფსიქოლოგიურ დინამიკასთან, კულტურის ნორმებთან და ფასეულებებთან, ბაზრის და წარმოების ეკონომიკურ პირობებთან, დემოგრაფიულ ცვლილებებთან, ჯარის, ეკლესიის, ჯანდაცვის, სამთავრობო მართვის ინსტიტუტებთან და ისტორიულ ტრანსფორმაციასთან მთლიანობაში. ოჯახის მნიშვნელობა დაკავშირებულია მის უნიკალურ როლთან ადამიანთა მოდგმის აღწარმოებაში და საოჯახო წარმოების უმნიშვნელოვანეს როლთან, საოჯახო ეკონომიკასთან და კეთილდღეობის უზრუნველყოფასთან.

სქემა 1.2

ოჯახი პირველად და მეორეულ ჯგუფთა სისტემაში

      ხაზგასმულ უნდა იქნას, რომ ოჯახი როგორც სოციალური ინსტიტუტი პასიური არ არის, მას უნარი შესწევს თავისი საოჯახო და დემოგრაფიული სტრუქტურებით დამოუკიდებლად იმოქმედოს სოციალურ-ისტორიული ცვლილებების მსვლელობაზე. ოჯახის და საზოგადოების ურთიერთკავშირის პრობლემა და ოჯახის და პიროვნების, ყოველთვის არსებობდა ისტორიაში და იწვევდა მეცნიერულ ინტერესს. ოჯახის სოციოლოგიის აღმოცენება ამ ინტერესის რეალიზაციას წარმოადგენდა. საზოგადოების და პიროვნების დაპირისპირებას შორის ჩადგა მათი დამაახლოვებელი შუამავალი - ოჯახი, რომლის მოთხოვნილებებისადმი დამოკიდებულების ხარისხი წარმოჩინდა როგორც ინდიკატორი ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისა. სწორედ ამიტომ, ოჯახის, პიროვნების და საზოგადოების შეთანაწყობა წარმოადგენს კერძოდ სოციოლოგიურ პრობლემას.

      ამით შემოისაზღვრება აგრეთვე ოჯახის სოციოლოგიის საგანი და ამიტომ, ოჯახის, როგორც შუამავლის, მისი შუამავლური როლის შესწავლა სოციოლოგიური მეთოდებით ქმნის ოჯახის სოციოლოგიური მიდგომით შესწავლის სპეციფიკას.

      ოჯახი რთული და ამიტომ მრავალნიშნიანი სოციალური წარმონაქმნია: სოციალური ინსტიტუტის ცნება გვიხსნის ოჯახის მნიშვნელობას ფართო სოციალურ პერსპექტივაში სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან და სოციალურ პროცესთა ცვლილების, განვითარების მოდერნიზაციასთან მიმართებაში. ოჯახის გაგება, როგორც მცირე სოციალური ჯგუფისა ფოკუსირდება ოჯახის, როგორც ავტონომიური მთლიანობის წარმოქმნის, ფუნქციონირების და რღვევის კანონზომიერებაზე.

      ოჯახის, როგორც ინსტიტუტის და როგორც ჯგუფის თავისებურებათა გამიჯვნა საშუალებას იძლევა განვიხილოთ ოჯახის მიერ შუამავლის როლის განხორციელება, ანალიზის მაკრო და მიკროდონეზე, ავსახოთ ის სპეციალური ტერმინები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს საგნის გაორებას - ეს მოღვაწეობის ერთი სფეროს სხვადასხვა ასპექტია.

      ინსტიტუციონალური მიკროჯგუფური მიდგომის ინტეგრაციის ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს მუშაობა ოჯახის, როგორც სისტემის ანალიზისაკენ. ფორმალურად იგი გულისხმობს ოჯახის სისტემურ თვისებათა შესწავლას, კერძოდ, მისი მთლიანობის, გარე და შიგა სამყაროსთან კავშირების, სტრუქტურის, ორგანიზების დონის და სხვა. მაგრამ მხოლოდ ოჯახის არსის, მისი ცვლილებების კანონების სიღრმისეული განხილვა სოციოლოგიური თვალთახედვის არეში იძლევა სისტემური მიდგომის რეალიზაციის საშუალებას. ამიტომ, სისტემური ანალიზის წარმატებაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ოჯახის თეორიის და საოჯახო ცვლილებების განხილვის ფონზე. ეს შენიშვნა ეხება ინსტიტუციონალური და ჯგუფური მიდგომის ინტეგრაციის სხვა მიმართულებასაც, რომელიც დაკავშირებულია ოჯახის ცხოვრების წესის, "მარტოხელათა" "საოჯახო" ცხოვრების წესის შედარებასთან მათი ამა თუ იმ საზოგადოებაში, ამა თუ იმ დროში გავრცელების მიხედვით.

საკვანძო ტერმინები

სოციალური სისტემა, სოციოლოგიური მიდგომა, საზოგადოების ქვესისტემა, სოციალურ-ფსიქოლოგიური მიდგომა, სოციალური ინსტიტუტი, ოჯახის შუამავლური როლი, სოციალური ჯგუფი, მოსახლეობის აღწარმოება, მცირე ჯგუფი, სოციალური სტრუქტურა, პირველადი ჯგუფი, სოციოკულტურული დინამიკა, პიროვნებათშორისი ურთიერთობები, ოჯახი (მშობლობა - ცოლ-ქმრობა - ნათესაობა), საოჯახო და მარტოხელა ცხოვრების წესი, ოჯახის მაკროსოციოლოგია, სოციალური სტატუსი, სოციოკულტურული როლი.

გაგრძელება ►

ტეგები: Qwelly, sociology, ოჯახის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2114

გამოხმაურებები!

მგონი ეს წინასწარმეტყველება კი არა, აღწერაა :D 

Kakha_მ თქვა:

ამ დარგს მე დიდ წარუმატებლობას ვუწინასწარმეტყველებ! :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters