ოჯახის სოციოლოგია, როგორც სოციოლოგიის დამოუკიდებელი დარგი (თავი II)

      ამ თავის ამოცანაა ოჯახის სოციოლოგიის ისტორიული განვითარების მოკლე დახასიათება და მისი ორი ძირითადი მიმართულების ჩამოყალიბების ჩვენება – ოჯახი, როგორც სოციალური ინსტიტუტი და ოჯახი, როგორც სოციალური ჯგუფი. ეს ერთდროულად იქნება თავისებური შესავალი ოჯახის სოციოლოგიის ძირითად პრობლემატიკაში, გაგვაცნობს ოჯახის სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების თავისებურებებს, მიღწევებს ოჯახის არსის გაგებაში, ოჯახის ორმაგ ბუნებას, რომელიც თავის თავში აერთიანებს სოციალური ინსტიტუტის და მცირე, პირველადი ჯგუფის თვისებებს.

      მე-19 საუკუნის შუახანამდე ოჯახი განიხილებოდა როგორც საზოგადოების ამოსავალი მიკრომოდელი, სოციალური ურთიერთობები გამოიყვანებოდა საოჯახო ურთიერთობებიდან, თვითონ საზოგადოება ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების მიერ აიხსნება როგორც გაფართოებული ოჯახი, ამასთან, როგორც პატრიარქალური ოჯახი პატრიარქალურობის ყველა ატრიბუტით: ავტორიტარულობით, საკუთრებით, სუბორდინაციით და ა.შ. ოჯახისადმი ისტორიული მიდგომის განვითარების ჩამოყალიბებაში ეკუთვნის შვეიცარიელ ისტორიკოსს ი. ა. ბახოფენს, რომელმაც 1861 წ. გამოსცა წიგნი "დედის უფლება. ძველი დროის გინეკოკრატიის და მისი რელიგიური და სამართლებრივი ბუნების კვლევა", ასევე შოტლანდიელ იურისტს ჯ. ფ. მაკლენანს, რომელმაც 1865 წ. გამოსცა "პირველყოფილი ქორწინება". ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ორივე ერთი და იგივე დასკვნამდე მივიდა, რომ ისტორიის მანძილზე ქორწინების და ოჯახის ფორმები იცვლებოდა და, რომ მატრიარქატი წინ უსწრებდა პატრიარქატს.

      ეთნოგრაფი ი. სემიონოვი აღნიშნავს, რომ ანტიკურ ხანაში გარდა "პატრიარქალური თეორიისა", არსებობდა წარმოდგენა სქესთა მოუწესრიგებელ ურთიერთობებზე, საერთო ცოლებზე, რომელიც საფუძვლად დაედო ჯგუფური ქორწინების იდეას.

      დემოკრიტეს და ანტიკურ მატერიალისტებს იმ დროის ლეგენდებისა და მითების მიხედვით, როცა ქორწინება არ არსებობდა, ჩამოუყალიბდათ წარმოდგენა "პრომისკუიტეტზე".

      ჰეროდოტეს "ისტორიაში" საერთო ქალების არსებობა მთელ რიგ ხალხებში აღინიშნება, მაგრამ იგი არ იყო გაზიარებული პატრიარქალური თეორიის "მამის" პლატონის მიერ, თუმცა, იდეალური რესპუბლიკის პროექტში მან შემოიტანა საერთო ცოლების, შვილების და ქონების ცნებები.

      არისტოტელემ თანმიმდევრულად განავითარა პლატონის ოჯახის პატრიარქალურობის თეორია, რომელიც თითქოსდა პასუხობდა ადამიანურ ბუნებას და წარმოადგენდა სახელმწიფოს ამოსავალ უჯრედს, რადგან ოჯახთა გაერთიანება იძლევა დასახლებას, დასახლებათა შერწყმა კი სახელმწიფოს.

      შუა საუკუნეებში და საგანმანათლებლო ეპოქაში პატრიარქალური თეორია შეუზღუდავად მეფობდა თუმცა, უამრავი საწინააღმდეგო ფაქტიც გროვდებოდა. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში მიღებული ფაქტების შეჯერებით ჰეროდოტეს მონაცემებთან იქმნებოდა საფუძვლები დასკვნებისათვის მატერიალურ ურთიერთობათა რეალურობისა და ჯგუფური ქორწინების შესახებ.

      ფრანგი მისიონერი ჟ. ლაფიტო შეეცადა აღეწერა ამერიკელ ინდიელთა საზოგადოებრივი წესები, შოტლანდიელმა იურისტმა და ისტორიკოსმა ჯ. მილერმა კი განახორციელა მცდელობა აეხსნა ძველ ხალხებში გავრცელებული "ნათესაობის ათვლა დედის მხრიდან", ხოლო გერმანელმა მეცნიერმა დ. იენიშმა 1801 წ. პრომისკუიტეტი გამიჯნა "სათემო ქორწინებისგან" (ქალის მაღალი მდგომარეობით).

      ი. ბახოფენმა განავითარა ჰეტერიზმის კონცეფცია, მდგომარეობა, რომელიც ყველა ხალხმა გაიარა ინდივიდუალური ქორწინებისაკენ და ოჯახისაკენ და, რომელიც დაფუძნებული იყო დედის უფლებებზე და ქალის მაღალ მდგომარეობაზე საზოგადოებაში (გინეკოკრატია).

      ჯ. მაკ-ლენანი იგივე დასკვნებამდე მივიდა და აღმოაჩინა ფენომენი, რომელსაც "ეგზოგამია" უწოდა (ბერძნ. "ეკსო"- მიღმა და "გამოს" – ქორწინება) – ანუ მოვლენა, როცა ქორწინების აკრძალვა "თავის" ადამიანურ ჯგუფებთან და აუცილებლობა ქორწინებაში შესვლისა არა თავის, არამედ სხვა ჯგუფის წევრებთან. ბახოფენისაგან განსხვავებით იგი გვარს განმარტავდა არა როგორც გაზრდილ გვარს ან ოჯახთა ერთობლიობას, არამედ ოჯახის წიმსწრებ სოციალურ ფორმას.

      ახალი სწავლება ოჯახის შესახებ მკვეთრ კრიტიკას შეეჯახა, უპირველეს ყოვლისა, ჰ. მენის შრომებში, რომელიც პატრიარქალურობის ოდითგან გავრცელებას ემხრობოდა. ამ კრიტიკას მხარს უჭერდნენ ე. ტაილორი, კ. შტარკე, ა. ვესტერმარკი, ე. გროსე, მატრიარქატის და ოჯახის ისტორიული განვითარების იდეას მხარს უჭერდნენ ჯ. ლებოკი, ი. კოლერი, მ. კოვალევსკი, ლ. შტერინბერგი, განსაკუთრებით კი ლ. მორგანი და ფ. ენგელსი. ყველაზე სრულად ეს იდეები აისახა ლუის მორგანის (ამერიკელი) გამოკვლევებში 1868 და 1870 წწ. ნაშრომში "გვაროვნული სისტემები და ადამიანური ოჯახის თვისებები" და კაპიტალურ ნაშრომში "ძველი საზოგადოება" (1877 წ.).

      მორგანი მკვეთრად გამიჯნავდა გვარს ოჯახისაგან. უჩვენა, რომ გვარი ეგზოგამიური ჯგუფია, რომლის წევრებს შორის შეუძლებელია საქორწინო ურთიერთობები, ე.ი. პირველყოფილი გვარი არ შეიძლება შედგენილი ყოფილიყო ოჯახებისაგან. აქედან გამომდინარე, გვარის პირველ სახეს წარმოადგენს დედის გვარი, რომელიც დაფუძნებული იყო კოლექტიურ მეურნეობაზე და ეგზოგამიურ-ენდოგამიურ საქორწინო ურთიერთობებზე.

      კოლექტიური საკუთრების დაშლა და კერძო საკუთრების გაჩენა იწვევს დედის გვარიდან მამის გვარზე გადასვლას და წყვილ ოჯახს აქცევს მონოგამიურად. ამრიგად, მორგანი მონოგამიურ ოჯახს განასხვავებდა საქორწინო წყვილისაგან, რომელიც ადვილად იშლებოდა გვაროვნულ საზოგადოებაში, რადგანაც არ გააჩნდათ სამეურნეო დამოუკიდებლობა, კერძო საკუთრება და მემკვიდრეობითობის ინსტიტუტი.

      ეს იდეა განავრცო ფ. ენგელსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მონოგამიური ოჯახი – არ არის ინდივიდუალური სიყვარულის შედეგი, არამედ ქმრის ბატონობის ეკონომიკური პირობების გამოხატულებაა და, რომ ბავშვების დაბადება, რომელთაც რჩებათ მამის მემკვიდრეობა – მონოგამიის ჭეშმარიტი მიზანია.

      ევოლუციონისტურ მიდგომას აუცილებლად უწევს პასუხი გასცეს შეკითხვას, საერთოდ რა ქმნის ოჯახს? თუ კი იგი წარმოიქმნება გვარისგან, და რა განაპირობებს მის უნიკალურობას ყველა საზოგადოებაში და მისი სოციალურ-ისტორიული ფორმების ცვლილებისას, სხვა სიტყვებით, ევოლუციური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ოჯახის ფუნქციებზე.

      მორგანის შემდეგ, ეგზოგამიური გვარის თეორია მნიშვნელოვნად სრულყვეს ინგლისელმა ეთნოგრაფებმა დ. ფაისონმა და ე. ტაილორმა და განსაკუთრებით უ. რივერსმა, რომლებმაც შეიმუშავეს დუალურ-გვაროვნული იდეა, რომელიც წარმოიქმნებოდა ორი მატრიმონია;ლური ეგზოგამიური ტომის ან ფრატიის შეერთებით. გვარი შედგებოდა ორი ნახევრისაგან, ფრატიისაგან, რომლის შიგნითაც ქალებს და კაცებს არ შეეძლოთ ერთმანეთზე დაქორწინება და ცოლებს და ქმრებს პოულობდნენ გვარის მეორე ნახევარში.

      გვერდს ვერ ავუვლით რუს მეცნიერთა ღვაწლსაც. მაგ., მ. კოვალევსკიმ გამოთქვა აზრი, რომ ეკზოგამია წარმოიშვა როგორც პირველყოფილ პრომისკუიტურ გაერთიანებებში კონფლიქტების და ანტაგონიზმის მოხსნის საშუალება. ს. ტოლსტოვმა და ი. სემინოვმა განავითარეს შემდგომ წარმოებითი სქესობრივი ტაბუს კონცეფცია (სეზონურ საწარმოო პერიოდებში სქესობრივი კავშირების აკრძალვა), რომელიც პრომისკუიტურ ურთიერთობებსა და საწარმოო ურთიერთობებს შორის წინააღმდეგობებს აღმოფხვრიდა.

      მ. კოსვენმა აღმოაჩინა დისლოკალური ქორწინება, როდესაც ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ს. ტოლსტოვი ვარაუდობდა, რომ ძველ ისტორიაში იყო ჯგუფური ქორწინების პერიოდი, რომელიც იმავდროულად იყო დისლოკალურიც.

      ოჯახის შესწავლაში ევოლუციური მიდგომა ანუ, როცა ოჯახი განიხილება როგორც სოციალური ინსტიტუტი, რომელიც ისტორიის მანძილზე იცვლის თავის ფორმებს, უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ბიოლოგიზატორული მიდგომა, რომელიც ემყარება ინდივიდუალური პატრიარქალური ოჯახის მუდმივად არსებობას და "ბუნებრიობას".

      მ. ლემანის, მორგანის, ლებეკის, ჰ. სპენსერის, მ. კოვალევსკის და სხვათა შრომებმა ზოგადად დაადასტურეს ბახოფენის აზრი ქორწინების პირველადი ფორმის და დედის მხრიდან ათვლის შესახებ.

      თანამედროვე ეთნოგრაფიის და კულტურის ისტორიის მიღწევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია მივუთითოთ გაბატონებულ ძირითად მიმართულებებზე. დადგენილია, რომ: 1. თითქმის ყველა გამოკვლეულ ხალხში ნათესაობის ათვლა დედის მხრიდან წინ უსწრებდა ნათესაობის ათვლას მამის მხრიდან. 2. სქესობრივ ურთიერთობათა პირველ საფეხურებზე, დროებითი მონოგამიური ურთიერთობების გვერდით ბატონობს საქორწინო ურთიერთობათა ფართო თავისუფლება, რომელიც დამახასიათებელია ამ ეპოქისათვის. ქორწინების ევოლუცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს თავისუფალი საქორწინო ურთიერთობები თანდათანობით იზღუდება ანუ, თანდათანობით მცირდება იმ პირთა რიცხვი, რომელბსაც ამა თუ იმ ქალზე ან კაცზე დაქორწინება შეუძლიათ. ევოლუცია მდგომარეობდა ჯგუფური ქორწინებიდან ინდივიდუალურ ქორწინებაზე გადასვლაში (იხ. მ. კოვალევსკის "სოციოლოგია", ტ. II, რომელშიც თავმოყრილია თითქმის ყველა ნაშრომი აღნიშნულ საკითხზე).

      სამწუხაროდ, ევოლუციონიზმის ჩარჩოებში ხშირად წარსულიდან მომავლისაკენ ოჯახის ყველანაირი ცვლილება "პროგრესულ განვითარებად" არის მიჩნეული.

      ოჯახი – აქტიური საწყისია. იგი არასოდეს არ არის უცვლელი, არამედ დაბალი ფორმებიდან გადადის მაღალში, იმის მიხედვით, საზოგადოება როგორ ვითარდება ქვედა საფეხურიდან მაღალი საფეხურებისაკენ. პირიქით, გვაროვნული სისტემები პასიურია, მხოლოდ დროის ხანგრძლივი მონაკვეთების შემდეგ ხდება მათი პროგრესი და რადიკალურ ცვლილებებს განიცდიან მხოლოდ მას შემდეგ, როცა ოჯახმა უკვე განიცადა რადიკალური ცვლილებები.

      ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის შესწავლის მეორე შემადგენელი ნაწილია – ფუნქციონალური მიდგომა, რომლის მამამთავრად ითვლება ე. დიურკჰეიმი. მისი ღვაწლი ოჯახის სტრუქტურულ-ფუნქციონალურ ანალიზში მნიშვნელოვანია და მაღალი შეფასება აქვს სოციოლოგიის ისტორიაში. მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ ოჯახი ბევრ თავის ფუნქციას კარგავს ურბანიზაციის გავლენით, ნაკლებად მყარი ხდება ქორწინების ნებაყოფლობითობის გამო და მთავარი, თანამედროვე ოჯახის წევრთა რიცხვის შემცირება ამცირებს ოჯახურ სოლიდარობას.

      ეს თეზისი უმთავრესი პოლემიკის თემაა დღემდე, მით უფრო, რომ თანამედროვე "მცირე ოჯახის" აპოლოგეტები მასში წინააღმდეგობას ხედავენ ე. დიურკჰეიმის სხვა მოსაზრებასთან სოციალურ დიფერენციაციის შესახებ, რომლის დროსაც რომელიმე სტრუქტურული ელემენტის მიერ ძველი ფუნქციების დაკარგვა ამ ელემენტის დასუსტებას არ ნიშნავს. პირიქით, ეს შეიძლება ახალი სპეციალიზირებული ინსტიტუტის წარმოქმნას ნიშნავდეს. მაგრამ, რომელიმე ინსტიტუტის მიერ თავისი სპეციფიკური ფუნქციების, რომელთა გამო იგი შეიქმნა სხვა სოციალური ინსტიტუტებისათვის გადაცემა სოციოლოგიაში ამ ინსტიტუტის განადგურებას ნიშნავს.

      კითხვას "რას აკეთებს ოჯახი"? პასუხად ფუნქციონალისტებმა განავითარეს უამრავი კონცეფცია, რომლებიც ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის არსის სპეციფიკის ახსნას ცდილობს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ედვარდ ვესტერმარკის შრომები, რომლებიც თავისებურ ხიდს წარმოადგენენ ევოლუციურ და ფუნქციონალურ მიდგომებს შორის. ვესტერმარკმა ფუნდამენტურ ნაშრომში "ქორწინების ისტორია" უამრავ მაგალითზე დაყრდნობით აჩვენა, რომ საქორწინო ურთიერთობების აღიარება ხდება მხოლოდ ორსულობისა და ბავშვის გაჩენის გამო, ოჯახი კი არ ეფუძნება ქორწინებას, არამედ ქორწინების ინსტიტუციონალიზაცია ხდება ოჯახის არსებობის წყალობით. განიხილავდა რა ოჯახის ისტორიულ ფორმებს გარკვეული თანმიმდევრობით, ვესტერმარკი ხაზს უსვამდა განვითარების ხაზის პარალელიზმს და ინცესტზე ტაბუდან გამოჰყავდა ქორწინების ტიპების ცვლა, ეგზოგამიის წარმოქმნა.

      ფუნქციონალისტების მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება დედობის და მამობის პრობლემის დამუშავება, მათი თანაფარდობის, როგორც სოციოკულტურული ფენომენის კვლევა. ბ. მალინოვსკიმ მამის სოციალური როლის ისტორიულ ფაქტში დაინახა სოციალური მამობის განმტკიცების და ნათესაობის მამის მხრიდან გავრცელების საფუძველი. ფიზიოლოგია არ განაპირობებს საოჯახო-ნათესაობრივ ურთიერთობებს, არამედ წარმოადგენს მხოლოდ კავშირების წარმოქმნის წინა პირობას. კულტურის მოვლენები უნდა მივიჩნიოთ როგორც რაიმე მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებები.

      ჯ. მედუკთან შეინიშნებოდა ისტორიულ-ევოლუციური და ფუნქციონალურ მიდგომათა ყველაზე უფრო სრული შერწყმა. კულტურა ფიზიოლოგიის ფუნქცია არ არის. იგი მკაცრად სოციალური, ხელოვნური ფენომენია და არა ბუნებრივი. გარემოსთან ადაპტაციისათვის კაცობრიობას ფიზიოლოგიური ცვლილება არ სჭირდება, საკმარისია შეიცვალოს კულტურა, ქცევა, ჩვეულებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამიტომაც არ იცვლება ადამიანი ანატომიურად ათასწლეულების განმავლობაში მაშინ, როცა კულტურული ფორმები უკიდურესად ცვალებადია, ანუ ფუნქციონალური და ევოლუციური ურთიერთშემავსებლებია.

      ფუნქციონალურ მიდგომაში დიდი ყურადღება ეთმობა საოჯახო ფუნქციების ისტორიულ გადასვლას სხვა სოციალურ ინსტიტუტებზე, რომლის დროსაც ხდება ეკონომიკურ-მწარმოებლური, რელიგიური, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, აღმზრდელობითი და სხვა ფუნქციების რედუქცია და იმ ფუნქციათა წრის შემცირება, რომელსაც თვითონ ოჯახი ახორციელებს. მსგავსი იდეები უ. ოგბორნმა ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა. შემდგომში ე. ბერჯესმა სხვა ტერმინოლოგიით განავითარა; როგორც გადასვლა "ოჯახი-ინსტიტუტიდან" "ოჯახ-ამხანაგობაზე" (ან ცოლ-ქმრობა-პარტნიორობაზე). ამავე დროს იგულისხმება სოციოკულტურულ წესებზე დამყარებული ოჯახის შეცვლა პიროვნებათშორის უპირატესობაზე დამყარებულ ოჯახებზე.

      ოჯახის წარსული და აწმყოს ფუნქციათა სოციოლოგიური შესწავლის მიზანია იმ ფაქტორთა გამოვლენა, რომლებიც პიროვნების, ოჯახის და საზოგადოების ინტერესთა რეპროდუქციული და სოციალიზაციის ფუნქციათა ჰარმონიზაციას ახდენენ. საინტერესოა იმის განხილვა ისტორიულად როგორ მიიღწეოდა ეს ჰარმონია – რამდენადაც კაცობრიობამ მეოცე საუკუნემდე შესძლო თავიდან აეცილებინა დეპოპულაცია და მასობრივი დემორალიზაცია.

      კარლ ციმერმანი, ისევე როგორც ზოგი სხვა სოციოლოგი თვლიდა, რომ მნიშვნელოვანია ცვლილებები სახელმწიფოსა და ოჯახს შორის. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში შეიძლება არსებობდეს ან თანაბარი ურთიერთობა ოჯახისა და ხელისუფლების ორგანოთა შორის ინდივიდის პასუხისმგებლობის შესახებ, ანუ ინდივიდის პასუხისმგებლობისა თავის საქციელზე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, ან პირადი პასუხისმგებლობის უპირატესობისა სახელმწიფოს მიმართ. უკანასკნელი ვითარება დაკავშირებულია ახალ დროში აღმოცენებული სახელმწიფოს ოჯახის მიმართ დამოკიდებულებასთან, როგორც მართვისა და მანიპულირების ობიექტთან და არა როგორც ავტონომიურ მოცემულობასთან, რომელიც დამოკიდებულია სახელმწიფოსა, ეკლესიასა და სხვა სოციალური ინსტიტუტებისაგან. სწორედ, ოჯახის ასეთი აღქმა უწყობს ხელს სახელმწიფოს ჩარევას. ცოლ-ქმრის, მშობლებისა და შვილების, ნათესავების ურთიერთობათა პირდაპირ ან ირიბ რეგლამენტაციაში, ერთი ერთზე ტოვებს რა ინდივიდს სახელმწიფო ხელისუფლების პერსონიფიცირებულ და უპიროვნებო მართვის პირისპირ. მეორე მხრივ, შესაძლებლობა პიროვნებისათვის ორიენტაცია მოახდინოს უშუალოდ ოჯახს მიღმა ინსტიტუტებზე, ანუ გვერდი აუაროს ოჯახს, სახეს უცვლის ინდივიდთა საოჯახო ქცევას, მათ შიდაოჯახურ როლებს.

      ამრიგად, ფუნქციონალური მიდგომა შეიძლება შეერწყას ოჯახის ევოლუციურ შესწავლას, როგორც ინსტიტუტისას და ეს სამართლიანია, რადგან ოჯახის და საზოგადოების ინსტიტუციონალური შესწავლა მთლიანობაში წარმოადგენს "წმინდა მეცნიერულ" შესწავლას, მეცნიერების წარმოჩენას "მეცნიერებისათვის".

      მე-19 საუკუნეში ჩნდება სხვა გამოყენებითი ან ემპირიული მიდგომა ოჯახის შესწავლისაკენ, რომელიც ეხმიანება ფუნქციონალურ მიდგომას, აკეთებს აქცენტს ოჯახის წევრთა ემოციურ სიახლოვეზე, მათ მოთხოვნილებებსა და მისწრაფებებზე, რაც საბოლოო ჯამში მოწოდებულია ცალკეულ ოჯახთა და თვით ოჯახის ინსტიტუტის შეკრულობის საყრდენის ამოცნობაზე. საუბარია ოჯახის, როგორც პირველადი მცირე ჯგუფის შესწავლაზე, რომელსაც წარმოქმნის ფუნქციონირებისა და დაშლის თავისი განსაკუთრებული ისტორია გააჩნია.

      ამ სოციოლოგიური ტრადიციის ფუძემდებელია ფრედერიკ ლე პლე, რომელიც ო. კონტის იდეების გავლენას განიცდიდა ოჯახის, როგორც "უმცირეს საზოგადოებათა" შესახებ, რომლებიც სპონტანურად მყარნი არიან თაობათა ცვლის პროცესში სოლიდარობისადმი მყარი დამოკიდებულების წყალობით. რომ გავიგოთ საზოგადოება, უნდა გავიგოთ ოჯახი – აი ლე პლეს ფორმულა, იგი თვლიდა, რომ გარემო განსაზღვრავს ადამიანთა ეკონომიკურ ცხოვრებას და იმავდროულად კარნახობს ოჯახის ფორმასაც, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ზემოქმედებს საზოგადოებრივ პროცესებზე.

      კვლევის ემპირიულ მეთოდად ლე პლემ აირჩია ოჯახთა ბიუჯეტის კვლევა, როგორც ოჯახის ცხოველმყოფელობის გამოვლინების რაოდენობრივი გამოსახულებისა. ფაქტიურად, ოჯახთა ეს საბიუჯეტო გამოკვლევები ემყარებოდა ოჯახთა კლასიფიკაციას, წარმოქმნიდან დაშლამდე, ანუ ამასთანავე განჭვრეტილ იქნა ოჯახის როგორც მცირე ჯგუფის ცხოვრების ციკლის კონცეფცია. მე-20 საუკუნის დასაწყისში ოჯახის ბიუჯეტის კვლევამ ბევრი მიმდევარი გაიჩინა და გავლენა იქონია შემდგომში ოჯახის შიდაოჯახური ფუნქციონირების და მოკროგარემოს შესწავლაში. დღემდე ეს მეთოდები გამოიყენება ოჯახის რაოდენობრივი მახასიათებლების დასაფიქსირებლად.

      ოჯახის შესწავლის სხვა ტრადიცია, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური ჯგუფის მოდის უ. ჯემსის, ჩ. კულის, ყ. ტომასის, ფ. ზნანეცკის, ჟ. პიაჟეს, ზ. ფროიდის იდეებისაგან. აქ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთკავშირი განიხილება პირველადი, პიროვნებათშორისი ურთიერთობების დონეზე. ოჯახში ურთიერთობის ემპირიული კვლევები ფართოდ ვრცელდება თავიდან აშშ, შემდეგ ევროპაში. კონცეფცია ემყარება ოჯახის წევრების ურთიერთქმედებას სხვადასხვა სოციალურ და საოჯახო სიტუაციებში, საოჯახო ცხოვრების ორგანიზებას და ოჯახის, როგორც ჯგუფის სიმყარის ფაქტორებს. კვლევის ეს მიმართულება უპირისპირდებოდა ისტორიულ-ინსტიტუციონალურ მიდგომას როგორც "მკაცრად სოციოლოგიური" მიდგომა. ყველაზე მეტად მის განვითარებას ხელს უწყობდა ე. ბერჯესის შეხედულებები ოჯახზე, როგორც "ურთიერთმოქმედი პიროვნებების ერთიანობაზე". პიროვნებათშორისი კომუნიკაციები და პიროვნებათშორისი თანხმობა, სიახლოვე, ერთიანობა – ეს არის ძირითადი ცვლადები, რომელთა შესწავლასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯგუფურ მიდგომაში. ე. ბერჯესმა საფუძველი დაუდო საოჯახო ჯგუფების გასწვრივ ლონგიტიდურ შესწავლას, შემოიტანა ხმარებაში საოჯახო ურთიერთობების დროის მიხედვით გაზომვა, რამაც ხელი შეუწყო სისტემატური ყურადღების გაჩენას საოჯახო ურთიერთობისადმი, საოჯახო ცხოვრების ციკლის შესწავლას. ამ პუნქტში ერთმანეთს უახლოვდება ჯგუფური მიდგომა და ოჯახის ფუნქციონალური ანალიზი, რაც ხაზს უსვამს, რომ ეს ორი ინტელექტუალური ტრადიცია ოჯახის სოციოლოგიაში ურთიერთშემავსებელია.

      პირველი სოციოლოგები, რომლებმაც მუშაობა კონკრეტულად სოციალურ სტრატიფიკაციაზე დაიწყეს, საბაზისო ელემენტად გამოყოფდნენ არა ინდივიდს, არამედ საოჯახო უჯრედს. მაგრამ რეპრეზენტატული შერჩევის ტექნიკის შემოღების შემდეგ, რომლის საფუძველს შეადგენდა ინდივიდი, ეს სოციოლოგიური მიდგომა დავიწყებას მიეცა. ბოლო წლების განმავლობაში სტრატიფიკაციის და სოციალური მობილობის საკითხთა დამუშავებისას გაჩნდა მცდელობა ამ "საოჯახო" მიმართულების აღდგენისა და განვითარებისა, როცა სოციალური სტატუსი განიხილება როგორც საოჯახო ჯგუფების ატრიბუტი და არა იზოლირებულად აღებული ინდივიდებისა; ამ უკანასკნელებს აქვთ პროფესიული სტატუსი, რაც ერთი და იგივე არ არის. აი, რატომ დაიწყო "ოჯახის ისტორიის" მეთოდის, როგორც სოციალური დაკვირვების ახალი ინსტრუმენტის განვითარება.

      არ არსებობს ოჯახის ორი სოციოლოგია – ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის და როგორც მცირე ჯგუფის შესწავლა არ შეიძლება ერთმანეთს დავუპირისპიროთ როგორც აკადემიური და გამოყენებითი მიმართულებები. ისტორიულად ისინი პარალელურად ყალიბდებოდნენ. სოციოლოგთა შორის, რომლებიც ოჯახის "მიკრო" და "მაკრო" ანალიზის შერწყმას ცდილობდნენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ თ. ჰარსონსი და კ. დევისი. ოჯახის სტაბილურობა ერთდროულად დამოკიდებულია როგორც გარე, სოციოკულტურული გავლენისაგან, ასევე შიდაურთიერთობებისაგან. ასეთია ოჯახის არსი, როგორც სოციალური ფენომენისა და პრობლემა მდგომარეობს გამოყენებულ კონცეპტუალურ სქემათა და ტერმინთა ადეკვატურობაში. თავიდან უნდა ავიცილოთ ამ ორივე მიდგომის ცალმხრივი გამოყენებაც და მათი ეკლექტიკური შერწყმაც.

      ჰარსონსის თანახმად, ოჯახი არ უპირისპირდება საზოგადოებას, ის მისი ქვესისტემაა. ოჯახი უზრუნველყოფს სოციუმის სტაბილურობას სხვა სოციალურ ქვესისტემებთან "ინსტრუმენტალური" ურთიერთობების დამყარების წყალობით და ასევე, თვით ოჯახის შიგნით პიროვნებათშორისი წონასწორობის შენარჩუნების გზით.

      კ. დევისი ("ადამიანური საზოგადოების" ავტორი), რომელმაც შობადობის სოციოლოგიაში შემოიტანა მოდელი "промежуточных переменных" ჯ. ბლეიკთან ერთად მიიჩნევა, რომ ოჯახის ტრადიციული ფორმიდან თანამედროვეზე გადასვლა უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია მაღალი შობადობის სოციოკულტურული ნორმების კვდომასთან და დაბალი შობადობის სოციალური ნორმების გავრცელებასთან. სხვა სიტყვებით, საოჯახო ცვლილებების წყაროს წარმოადგენს ქორწინებისა და ოჯახის სოციალურ ნორმათა და ფასეულობითი სისტემის ცვლილებები.

      ოჯახის შესწავლისას ინსტიტუციონალური და ჯგუფური მიდგომების შერწყმა მოითხოვს ადეკვატური კონცეპტუალური საშუალებების არსებობას, რომელთაც უნარი შესწევთ დააფიქსირონ ოჯახის სპეციფიკური ფუნქციები მაკროდონეზე მისი წევრების მიკროზემოქმედებისგან დამოკიდებულებით. აუცილებელია ტერმინთა სისტემა, რომლებიც საოჯახო პროცესებს აღწერენ და ახსნიან. მაგ., ოჯახის ჯგუფური ქცევა არ დაიყვანება ინდივიდუალურობამდე მაგრამ როგორც წესი, ზოგიერთ სოციოლოგიურ თეორიაში აღინიშნება ცნებებით, რომლებიც ინდივიდუალურ ქცევას მიეკუთვნება. მეორე მხრივ, სოციეტალური ანალიზი მოითხოვს სხვა ტერმინოლოგიურ ცნებებს და არა მათ, რომლებიც მცირე ჯგუფების სოციალური ფსიქოლოგიიდან არის ნასესხები. ასეთი სიტუაცია ეკლექტიკურ გაუგებრობას წარმოშობს, როცა ოჯახის მნიშვნელობის "შემცირება" როგორც სოციალური ინსტიტუტისა ერთროულად "აამაღლებს" ოჯახის, როგორც მცირე ჯგუფის მნიშვნელობას, პიროვნულ ურთერთობათა და ინდივიდთა როლის მნიშვნელობას.

      ოჯახის კვლევის თეორიული სქემებისა და კონცეფციების შემუშავების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელმა სოციოლოგმა რ. ჰილმა, რომელიც შეეცადა მოეძებნა ისეთი სქემები და კონცეფციები, რომლებიც ერთდროულად აღწერდა ოჯახს, როგორც ინსტიტუტს და როგორც ჯგუფს.

      რ. ჰილის მიხედვით ეს შეიძლება ხუთი პარადოგმით იქნას მიღწეული:

  1. ინსტიტუციონალურ-ისტორიული მიდგომა (ევოლუციონიზმი)
  2. სტრუქტურულ-ფუნქციონალური მიდგომა
  3. ინტერაქციულ-როლებრივი ანალიზი, სიმბოლური ინტერაქციონიზმი
  4. სიტუაციურ-ფსიქოლოგიური მიდგომა
  5. დიველოპმენტალური მიდგომა (დამყარებული ოჯახის ციკლის განვითარებაზე).

      დანარჩენ მიდგომებს არ გააჩნიათ ტერმინოლოგია, რომლებიც ინვარიანტული იქნებოდა ოჯახის მაკრო და მიკროანალიზისათვის (სწავლების თეორია, შინამეურნეობების ეკონომიკა, ფსიქოანალიზი, ანტროპოლოგიური მიდგომა და სხვა). 80-იან წლებში ამ ჩამონათვალს დაუმატეს სისტემების, გაცვლის, კონფლიქტების თეორია, ფენომენოლოგიური მიდგომა, თამაშების თეორია, ფემინიზმის რადიკალურ-კრიტიკული თეორიები და ა.შ.

      სოციოლოგიაში არსებული თეორიების და კონცეფციების სიუხვე ვერ ფარავს იმ უბრალო ფაქტს, რომ მეცნიერული მიდგომების მთელი ეს პლურალიზმი ემყარება ორ ფუნდამენტურ თეორიას – სოციალური სტრუქტურებისა და სოციალური ცვლილებების თეორიებს. ეს თეორიები მოწოდებულნი არიან უპასუხონ კითხვებს: "როგორ არის ყველაფერი მოწყობილი" და "როგორ იცვლება ყველაფერი". ოჯახთან მიმართებაში ეს ნიშნავს ოჯახის არსის შესწავლას როლებისა და ფუნქციების მიხედვით, რომელსაც ის საზოგადოებაში ასრულებს, საოჯახო სტრუქტურების დინამიკისა და მათი სოციალური შედეგების შესწავლა. ჰილის ჩამონათვალიდან პირველი ორი ამ პრობლემატიკაში ჯდება, სამი შემდგომი მიეკუთვნება პიროვნების სოციალური ქცევის თეორიას. უკანასკნელ წლებში ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის შესწავლა ისეთი ინტენსივობით არ ხდება, როგორც 50-60-იან წლებში. დღეს პოპულარულია ოჯახის მიკროსოციოლოგიური შესწავლა, როცა შიგაოჯახობრივი ცვლადები სულ უფრო ხშირად აიხსნება იგივე შიდაოჯახობრივი ფენომენებით და პროცესებით. ოჯახის, როგორც მცირე ჯგუფის ანალიზი ფარავს ოჯახის სოციოლოგიური შესწავლის სხვა ასპექტებს. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ სიმბოლური ინტერაქციონიზმი და მასთან დაკავშირებული მიდგომები ისეთები, როგორიცაა ეთნომეთოდოლოგია, გაცვლის თეორია, დრამატურგიული მიდგომა და სხვა, ოჯახის შესახებ გამოკვლევათა თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძვლად გვევლინება.

      რაც შეეხება ისტორიულად საოჯახო ცვლილებების ახსნისადმი სოციოლოგიური მიდგომების შინაარსობრივ მხარეს, აქ აღმოუფხვრელად არსებობს ორი მეცნიერული პარადიგმა – "ლიბერალურ-პროგრესული", რომელიც ამტკიცებს ძველი, ტრადიციული ოჯახის ნამსხვრევებზე ახალი საოჯახო სტრუქტურების აღმოცენებას და "კონსერვატიულ-კრიზისული", რომელიც გვაფრთხილებს საოჯახო ცხოვრების წესის გაქრობის შესახებ და იმაზე, რომ აუცილებელია ამასთან დაკავშირებით ყოფიერების საოჯახო საფუძვლების გამყარება.

      ეს არ არის უბრალოდ დაპირისპირება ორი მეცნიერული კონცეფციისა – იგი ყოვლისმომცველია, იგი გვხვდება არა მარტო მეცნიერებაში, არამედ ხელოვნებაშიც, საზოგადოებრივ აზრში, პოლიტიკაში და ა.შ.

      უ. გუდის მიხედვით ამ გაორებას საფუძვლად უდევს უფრო ემოციები, ვიდრე მეცნიერება, ეს ისეთივე განსხვავებაა, როგორც ოპტიმიზმსა და პესიმიზმს შორის, რადგან მეცნიერებაში არის მხოლოდ ერთი თეორია ოჯახის ცვლილებებისა – ევოლუციური, რომელიც ამტკიცებს ოჯახის განვითარებას პრომისკუიტეტიდან მონოგამიამდე, ჯგუფური ცოლ-ქმრობიდან, მატრიაქატიდან და პატრიარქატიდან მონოგამიამდე. ამასთან, იგულისხმება - ყველა საოჯახო სისტემას ჯერ კიდევ არ მიუღწევია აყვავებამდე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს არის კლასიკური მონოგამიის ოჯახის "დასავლური ნოსტალგიის ოჯახის" "ქება". ორივე პარადიგმა ამოდის აგრარული შინამეურნეობის იდიალიზირებული ოჯახისგან, მაგრამ ერთნი საუბრობენ, რომ "ჩვენ ვპროგრესირებთ", მეორენი, რომ "ვდეგრადირებთ". უტყუარობის კი უ. გუდის მიხედვით შეადგენს მხოლოდ ის, რომ საოჯახო სტრუქტურები დამოუკიდებლები არიან ტექნოლოგიური და ეკონომიკური ცვლილებებისგან და პრობლემა მდგომარეობს მათი ურთიერთზეგავლენის დადგენაში. საოჯახო ცვლილებები შეიძლება წინ უსწრებდნენ მაგ. ინდუსტრიალიზაციას ან იწვევდნენ მას.

      სოციოლოგიური ცოდნის ფარდობითობამ და ოჯახის თეორიის კონვენციონალობამ არ უნდა მიგვიყვანოს აგნოსტიციზმამდე, ყველაფერში ეჭვის შეტანამდე. გარკვეულ ისტორიულ პერიოდში სოციოლოგიის და სოციალური მეცნიერების მიერ ამა თუ იმ დასკვნების ასახსნელად ყველასათვის თვალსაჩინო მტკიცებულებების მოძებნა, შეუძლებლობა სამართლიანს ხდის ეთნომეთოდოლოგების მოთხოვნას კვლევის სოციოლოგიური პროცედურების ყველა ნაბიჯის აღწერისა და მონაცემთა ანალიზის შესახებ.

      სოციალურ მოვლენათა თეორიის აგებისას სოციალური სტრუქტურის გავლენა მუდმივად უნდა ჰქონდეთ მხედველობაში სოციოლოგებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ ინტერესთა შეჯახებისას, პარტიებისა და სხვადასხვა დაჯგუფებების ბრძოლისას. მერი ოსმონდის აზრით, ყველა მეცნიერება პოლიტიზირებულია, მაგრამ ყველაზე მეტად – ოჯახის სოციოლოგია, რომელიც თითქოს ახდენს ღრმად კონსერვატიულ მიდგომას და ემსახურება საზოგადოებაში "სტატუს ქუო"-ს აღდგენას, ამყარებს სქესთა უთანასწორობას და ახდენს "მამაკაცთა ბატონობის აღწარმოებას ცხოვრებასა და მეცნიერებაში.

      ასეთი რადიკალური შეხედულებების შედეგს წარმოადგენს გარკვეული ნიჰილიზმი ოჯახთან და საოჯახო ცხოვრებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თანამედროვე სოციოლოგიაში არსებობს უკიდურესი შეხედულებებიც, რომლებიც აზვიადებენ ოჯახის როლს არსებულის კონსერვაციასა და სოციალური ყოფის საფუძველთა ცვლილებების ახსნისას (მაგ. პოლ ტომპსონი თვლის, რომ ოჯახი – "სოციალურ ცვლილებათა მთავარი მამოძრავებელი ძალაა"). მაგრამ აქ ხაზი უნდა გავუსვათ სხვა ამბავს: - ოჯახის შესწავლა კაბინეტური საქმიანობა არ არის, ოჯახის მომავალზე დისკუსიის სიმწვავე თავისი სიმძაფრით შეიძლება საპარლამენტო ბატალიებს შევადაროთ.

საკვანძო ტერმინები

ინსტიტუციონალურ-ევოლუციური მიდგომა, ინსტიტუციონალურ-ფუნქციონალური მიდგომა, ოჯახის "პატრიარქალური თეორია", ჯგუფური ქორწინება, ინდივიდუალური ქორწინება, წყვილადი ოჯახი, ინდივიდუალური ოჯახი, მონოგამიური ოჯახი, ეგზოტამიურ-ენდოგამიური გვარი, დუალურ-გვაროვნული ქორწინება, სქესობრივი-წარმოებრივი ტაბუ, საოჯახო ფორმებისაგან გვაროვნული სისტემის საოჯახო ფორმებისაგან ჩამორჩენის პრინციპი, ოჯახის ინვარიანტულობის კონცეფცია, ჯგუფური მიდგომა, ოჯახის, როგორც ჯგუფის შესწავლა, ოჯახის მაკრო და მიკროანალიზი, ინსტიტუციონალური და ჯგუფური პარადიგმები, საოჯახო ფუნქციების შეკვეცა, რელექცია.

ტეგები: Qwelly, sociology, ოჯახის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2670

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters