ღირებულების ცნების განსაზღვრებანი

ღირებულების ცნების განსაზღვრებანი, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

     მას შემდეგ, რაც ღირებულებათა სფეროს გააზრება-გაცნობიერება, მასზე რეფლექსია დაიწყო, ღირებულებათა მრავალი გაგება ჩამოყალიბდა, შესაბამისად, ღირებულების განსხვავებულ განსაზღვრებათა მწკრივი. ყოველი განსაზღვრება ემყარება ღირებულების სპეციფიკის დახასიათებას ყოფიერებასთან მიმართებაში, ამ სპეციფიკის გამოხატვას ერთი ან რამდენიმე არსებითი ნიშნით. ყველა განსაზღვრებაში ღირებულების რაღაც არსებითი ნიშანია დასახელებული. სანიმუშოდ ავიღოთ რამდენიმე. ღირებულების ფსიქოლოგისტური თეორიის წარმომადგენლები, რომლებიც ღირებულებათა სფეროდ მიიჩნევენ სუბიექტურ ფსიქიკურ განცდათა სამყაროს, უარყოფენ მის მიწერას ობიექტისადმი და ღირებულებას განიხილავენ როგორც "მნიშვნელობას", რომელიც ჩვენთვის აქვს კონკრეტულ დოვლათებს, იმის შედეგად, რომ ჩვენ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ" (მენგერი). ბემბავერკის აზრით, "ღირებულებანი ის მნიშვნელობანია, რომელსაც იძენს მატერიალური დოვლათები, როგორც სუბიექტის კეთილდღეობის აღიარებული და აუცილებელი პირობა". ერთ შემთხვევაში განმსაზღვრელია მნიშვნელობა, მეორეში, კეთილდღეობა. ღირებულების გაგების გაფართოების ცდაა მისი დაკავშირება მოთხოვნილებასა და სარგებლიანობასთან, როდესაც ღირებულება განიხილება როგორც სუბიექტის აქტიურობის შედეგი, მაგრამ ეს აქტიურობა შეიძლება განისაზღვრებოდეს არა მარტო მოქმედებით, არამედ მოთხოვნილებითაც სარგებლიანობის თვალსაზრისით განხილვას ექვემდებარება.

      ამ თეორიის წარმომადგენელი ვეიდენჰამერი განასხვავებს ადამიანის ორი სახის მოქმედებას: მატერიალურსა და იდეალურს. ადამიანი მოქმედებს როგორც ნებელობის მქონე, მაშასადამე, მიზანდასახული არსება, რაც აუცილებლობით გულისხმობს ჯერარსობას. მოქმედება, რომელიც მიზნობრიობას ემყარება, მისთვის აქტივობაა, ხოლო ტელეოლოგიური აქტივობა მიზანდასახული აქტუალობაა. ყოველივე ეს ემსახურება მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ეს მოთხოვნილება ორი სახისაა - მატერიალური და ინტელექტუალური. სუბიექტიც ორი სახისაა - ინდივიდუალური და სოციალური. მოთხოვნილებანი სუბიექტის მიმართ დაიყოფა ინდივიდუალურად და სოციალურად. რაც მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, დოვლათია, რომელიც სარგებლიანობით ხასიათდება. ეს სარგებლიანობა არ განისაზღვრება მხოლოდ იმით, რომ მასზე დაიხარჯა შრომა. სარგებლიანობას განსაზღვრავს: 1. მოთხოვნილების ინტენსიურობა; 2. დოვლათის ბუნებრივი თვისებანი; 3. დოვლათის ბუნებრივი იშვიათობა; 4. შრომის რაოდენობა. დოვლათთან გრძნობა გვაკავშირებს. გრძნობა განსაზღვრავს ნივთის სარგებლიანობას, აქედან გამომდინარე, ღირებულების განსაზღვრება იქნება: "დოვლათის სარგებლიანობის გრძნობადი აღქმის ფსიქიკურ-ინტუიციური უნარი, ანუ გრძნობის ინტუიციური უნარი, რომელიც საწყისს აძლევს ამ გრძნობად აღქმას, არის ღირებულება" . ამ განსაზღვრებიდან გამომდინარე, ვეიდენჰამერი გამოყოფს ღირებულების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ჯერარსობა, სარგებლიანობა, შეფასება. როგორც ვხედავთ, ავტორი არ სცილდება ღირებულების ფსიქოლოგისტურ თეორიას, თვითონაც აღიარებს, რომ "უერთდება მენგერ ბემბავერკის ღირებულების ფსიქოლოგისტურ თეორიას" .

      ღირებულების განხილვა სარგებლიანობის, სახმარი და საცვლელი ღირებულების, შრომისა და ადამიანის საქმიანობის ობიექტივაციის განზომილებაში ასახვას პოულობს სხვა მიმართულების წარმომადგენლებთანაც. ასე მაგალითად, უნგრელი ვიტანი ამოდის მტკიცებიდან, რომ შრომაა ღირებულების წყარო, ხოლო შრომის პროცესი არის თავისთავადი ობიექტიდან ჩვენთვის ობიექტივაციის შექმნა. თუმცა, ავტორი აღიარებს, რომ ჰაერი გარკვეულ ვითარებაში ღირებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არც შრომის შედეგია და არც სხვა ობიექტივაციასთან გვაქვს საქმე. ვიტანის აზრით, პრინციპში სწორია შრომითი ღირებულების თეორია პოლიტეკონომიის გარეთაც. თეზისი - ყოველი ღირებულება ობიექტივაციაა, გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, სწორია. ანალოგიური საფუძვლით სწორია დებულებაც, რომ ყოველი ობიექტივაცია ღირებულებაა. ვიტანი აიგივებს ღირებულებასა და ღირებულების მქონე ობიექტს და ამტკიცებს, რომ ობიექტივაცია ღირებულების მქონე ობიექტია, რადგან შრომა, რომელიც ქმნის ობიექტიდან ობიექტივაციას, ამავე დროს, აწარმოებს ღირებულებას. აქედან უნდა გამომდინარეობდეს ობიექტივაციისა და ღირებულების გაიგივება, მაგრამ ვიტანი არ ეთანხმება ამ დასკვნას.

      "ობიექტივაცია და ღირებულება ერთი და იგივე სიბრტყეზეა და მაინც ისინი იდენტურნი არ არიან, მათ ვერც განვიხილავთ როგორც სინონიმურ ცნებებს". ზემოთ თქმულის საფუძველზე, ვიტანი იძლევა ღირებულების შემდეგ განსაზღვრებას: "საერთოდ ღირებულება შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ობიექტივაცია, რომელიც მოწესრიგებულია მასში განხორციელებულ საზოგადოებრივად აუცილებელ შრომისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების ზომის შესაბამისად" . ღირებულებათა ვიტანისეულ გაგებაში მთავარია ობიექტივაციისა და კულტურის ცნებები, რადგანაც ღირებულება ობიექტივაციის შედეგია და არსებობს კულტურაში. ეს განუყრელობა კულტურის, ობიექტივაციისა და ღირებულებათა, გამოვლინდება მათ განსაზღვრებაშიც. ღირებულების განსაზღვრება ხდება ობიექტივაციის გზით, ობიექტივაციისა - კულტურითა და ღირებულებით, ხოლო კულტურის - ობიექტივაციისა და ღირებულების გზით. ვიტანისათვის კულტურა ობიექტივაციათა და ღირებულებათა ერთიანობაა. კულტურის საკოორდინატო სისტემა მას ასე წარმოუდგენია: ა) კულტურა ერთი მხრივ, შედგება ნივთებისაგან (ობიექტივაცია, ღირებულება), მეორე მხრივ, მათთან დაკავშირებულ მოღვაწეობათაგან (ქცევის ფორმები, მოქმედებათა ნორმები, მანერები და ა. შ.). კულტურა ყოველთვის ამ ორი ნაწილისაგან შედგება. ბ) ობიექტივაციები და ღირებულებები ადამიანის იმ საზოგადოებრივი ("გვარეობითი") მოღვაწეობის შედეგია, რომლის პროცესში ის ბუნებას აადამიანურებს, ხოლო თავისთავს ანივთებს ე. ი. ქმნის თავის მსგავს ადამიანურ სამყაროს. კულტურა, როგორც მოღვაწეობა, ღირებულების მქონე ობიექტივაციათა შექმნა-ათვისება, გარდაქმნა და გამოყენებაა, ხოლო როგორც ნივთი, ის ობიექტივირებაში განივთებულ ადამიანურ ურთიერთობათა ერთობლიობაა. გ) ობიექტივაციები შეიძლება იყოს ნივთები (ქცევის ნორმები, სტრატაგემები) და ნიშნები - ობიექტივაციასთან დაკავშირებულ მოქმედებას ერთნაირად შეიძლება ჰქონდეს მატერიალური, საზოგადოებრივი და სულიერი ხასიათი. დ) ობიექტივაციები ადამიანის საზოგადოებრივი მოღვაწეობის არა მარტო შედეგია, არამედ, იმავე დროს, მისი რეგულატორიცაა. ისინი ერთნაირად მოიცავენ უშუალო მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროდუქტებს და ამ პროდუქტთა წარმოების საშუალებებსაც.

      ანალოგიურ განზომილებაში თავსდება ნ. ჭავჭავაძის შეხედულებანი. ის ეფუძნება ფაქტს, რომ ღირებულებითი ცნობიერება დაკავშირებულია სამყაროსადმი სუბიექტურ, შემოქმედებით მიმართებასთან, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის მოღვაწეობას. ეს მოღვაწეობა გაპირობებულია მიზეზობრივთან ერთად მიზანდასახულობით. ხოლო შესაბამისი ცნობიერება ტელეოლოგიურია. მისთვის მთავარია მიზანი და საშუალებები. მიზან-საშუალებათა რიგში განხილვა ნიშნავს მოვლენათა შეფასებას მათი ჯერარსობის შუქზე. ამიტომ "მოვლენის ღირებულება მისი ტელეოლოგიური, ჯერარსული მნიშვნელადი თვისებაა" . მართალია, აქ ავტორი ღირებულებაზე, როგორც მოვლენის გარკვეულ თვისებაზე ლაპარაკობს, მაგრამ იქვე განმარტავს, რომ ეს არაა მისი ბუნებრივი თვისება, რომ ღირებულება არაა დამოკიდებული მის ფაქტობრივ განხორციელებაზე და არაფერს კარგავს იმის გამო, რომ სინამდვილეში არაა ხორცშესხმული. მთავარია, რომ ღირებულება არაა ბუნებრივი სამყაროს დამახასიათებელი. იგი კულტურის ნიშანია, რადგან კულტურას მიესადაგება ჯერარსულისა და არაჯერარსულის კატეგორია. სწორედ კულტურაშია საზრისი და იდეალი განხორციელებული.

      ღირებულების ცნებათა გაგების კიდევ მრავალი ნიმუში შეიძლება დავასახელო. მიუხედავად განსხვავებისა, მათ აქვთ საერთო მომენტები. ესაა მნიშვნელობადობა, ჯერარსობა, მიზან-საშუალებად ყოფნა, ნორმასთან მიმართება, იდეალურ საზრისთან კავშირი. ყველა მოაზროვნე ხაზს უსვამს მიმართებას იდეალთან, სოციალურ ჯგუფებთან, პროგრესთან, სისტემათა ცვალებადობასთან, სუბიექტთან. ღირებულების ყველაზე მომცველ განსაზღვრებას გვთავაზობს მოტროშილოვა: "ყველაფერი, რაც არსებობს, აქტუალური ღირებულებაა, ან პოტენციაში შეიძლება იქცეს ღირებულებად. რადგან ყველა საგანს, ყველა მოქმედებას, ცნებას ადამიანი უთანადებს თავის წარმოდგენებს სიკეთის, მშვენიერების, სრულყოფის კრიტერიუმებს, უახლეს ან შორეულ მიზნებს, იდეალებს, ამიტომ ღირებულება გაიგება როგორც ის, რაშიც ადამიანი დაინტერესებულია, რის მიმართაც ადამიანი არ არის გულგრილი, ემოციურად პასიური, ის, რაც მისწრაფების ობიექტია" .

      კითხვაზე, როგორია ღირებულების ბუნება, რა არის ღირებულება, მრავალნაირი პასუხი შეიძლება იყოს. პასუხთა ამ სიმრავლეში ყველას ახასიათებს საერთო მნიშვნელი, რომელიც ღირებულებას გამოყოფს ბუნებრივი, ადამიანის მიმართების გარეშე არსებული სამყაროდან. განსხვავება იწყება, როცა მიუთითებენ ღირებულების განმსაზღვრელ მომენტებზე: ჯერარსობა, აქტუალობა, მიზნობრიობა და სხვა. მაგრამ ეს არაა არსებითი. რადგან ყოველი მათგანი ამა თუ იმ კუთხით უყურებს. მართებულად შენიშნავს ვიტანი: "მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ფილოსოფოსების დამოწმების გაგრძელება, რადგანაც სხვადასხვა ავტორთა შრომებში, არსებითად შეხვდებით იგივე იდეებს - რა არის ღირებულების წყარო, რელევანტურობა, მნიშვნელობა, ჯერარსობა, იდეალი, მიზანი, ემოციური ცნობიერება, პერსპექტივა, განზრახვა, სწრაფვა, იმპერატივი, ადამიანის თავისუფლება. მომავალი რამდენი თეორიაც არ უნდა ჩამოვთვალოთ, ყველა ისინი ერთიდაიმავეს ემყარება. თუმცა, ყოველ მათგანში განსხვავებული სიტყვები გამოიყენება, მაგრამ ყველა განსაზღვრებაში არის რაღაც საერთო. ღირებულება უპირისპირდება რეალობას, ყოფიერებას. მას ათავსებენ არა უბრალოდ არარაში, არამედ მომავალში" .

      კულტურის სოციოლოგიურ გააზრებაში ზოგჯერ ღირებულებას და ღირებულებით ორიენტაციას ერთიმეორის შემდეგ და ერთიმეორესთან მიმართებაში განსაზღვრავენ. ასეთია ჩარლზ მილსის პოზიცია. მისი აზრით, "ღირებულება შეიძლება ეწოდოს საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლური სისტემის ელემენტს, რომელიც გამოიყენება როგორც კრიტერიუმი, ანუ სტანდარტულ ორიენტაციათა იმ ალტერნატივიდან შერჩევისათვის, რომელიც შინაგანად ახასიათებს განსაზღვრულ სიტუაციას. მისგან უნდა განვასხვავოთ ღირებულებითი ორიენტაციის ცნება. ის ეხება სელექციური სტანდარტების შინაარსს. ღირებულებითი ორიენტაციის ცნება ლოგიკური ტერმინია, რომელიც მოქმედების სისტემაში კულტურულ ტრადიციათა დანაწევრების ცენტრალურ ასპექტებს გამოხატავს. ღირებულებები მოიცავს სოციალურ მიმართებებს. მოქმედების სისტემას შინაგანად ახასიათებს ნორმატული ორიენტირება და სოციალური მოლოდინები" .

      თანამედროვე სოციოლოგიის გააზრების ერთ-ერთ ძირითად ობიექტს შეადგენს ღირებულების სოციოლოგიური მნიშვნელობა და ის ასპექტები, რომლითაც ღირებულების სოციოლოგიური ცნება უნდა ხასიათდებოდეს. ღირებულების სოციოლოგიური მნიშვნელობის მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ფსიქოლოგისტურ-სუბიექტური და ემპირიულ სოციოლოგიაში სტრუქტურული ფუნქციონალისტური თეორიები. ეს დაყოფა შეფარდებითი და პირობითია, რადგან ორივესთვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიზმი, როგორც მათთვის საერთო ნიშანი და, გარდა ამისა, ფუნქციონალიზმიც განსაზღვრულად სუბიექტივისტურია, ისე როგორც სუბიექტივიზმი ასე თუ ისე ახლო დგას ფუნქციონალიზმთან, თუმცა, ზოგიერთ ავტორთან ის მოკლებულია ფუნქციონალისტურ მნიშვნელობას. ამ დაყოფის საფუძველს იძლევა ჯერ ერთი, პირველში სუბიექტივიზმის ცენტრალურ და ამოსავალ პუნქტად გადაქცევა, მეორეში კი ფუნქციონალიზმიდან ამოსვლა. და მეორეც, ამ თეორიათა წყაროები და ორიენტაცია ღირებულებათა განსხვავებულ სფეროებზე.

      ღირებულებათა ასპექტების კვლევის მხრივ თანამედროვე სოციოლოგიაში შეიმჩნევა სამი ძირითადი მიმართულება: ღირებულებითი სოციოლოგია იკვლევს ღირებულებებს, ჯერ ერთი, როგორც ქცევის ნორმებს, მეორე, როგორც კონსტრუქციული ტიპოლოგიის საფუძველს განსაკუთრებით საზოგადოებათა ტიპებისა და სოციალურ ცვალებადობათა ბუნების გასარკვევად. ეს არის ღირებულებით ნორმატივისტული მიდგომა და მესამე ღირებულებათა შემეცნებითი ასპექტი ხდება კვლევის ობიექტი ცოდნისა და მეცნიერების სოციოლოგიურ მიმართულებათა წარმომადგენლების მხრივ ღირებულების მსჯელობათა ანალიზით. პირველი სოციალურ ფსიქოლოგიასთანაა დაკავშირებული, მეორე სტრუქტურულ ფუნქციონალიზმთან, მესამე ასპექტი კი ცოდნის სოციოლოგიიდან ამოდის და ვითარდება შემდგომ მეცნიერების სოციოლოგიაში.

      ვინაიდან სუბიექტივისტური ფსიქოლოგიზმი საერთოდ დამახასიათებელია ფუნქციონალიზმისათვისაც, ამიტომ არაფუნქციონალისტური ინტერპრეტაციის ფორმით შეიძლება ის მოკლედ იქნეს დახასიათებული. სუბიექტივისტური ფსიქოლოგიზმი ღირებულების თეორიაში თავის სათავეს იღებს მენგერის, ვიზერისა და ბემბავერკის ეკონომიკურ ღირებულებათა სუბიექტივისტურ თეორიაში, რომელიც ცნობილია ვიზერის ტერმინით "საზღვრითი სარგებლიანობის თეორიის" წოდებით. ეს თეორია შემდგომ განვითარდა "საზღვრითი წარმოების" თეორიადაც, მაგრამ რადგან სოციოლოგიურ ინტერპრეტაციაზე მხოლოდ მისმა პირველმა ვარიანტმა მოახდინა გავლენა და გახდა სოციოლოგიური ინტერპრეტაციის წყაროც, ამიტომ მხოლოდ ის შეიძლება იქნეს განხილული ამ საკითხთან დაკავშირებით. საზღვრითი სარგებლიანობის ღირებულებითი თეორია მიმართულია უპირველესად ღირებულების ობიექტივისტური ინტერპრეტაციის წინააღმდეგ. ის უარყოფაა ღირებულების შრომითი თეორიისა, რომლის საფუძველი შექმნეს სმიტმა და რიკარდომ. როგორც ბემბავერკი აღნიშნავს, მისი კრიტიკა წარმართულია უმთავრესად "ინგლისური სკოლის თეორიებისაკენ და მისი მრავალრიცხოვანი მიმდევრების წინააღმდეგ. თეორიებისადმი, რომლებიც მხედველობის გარეშე ტოვებენ სუბიექტურ სახმარ ღირებულებას, როგორც მეცნიერული ანალიზისათვის გამოუსადეგარს და მთელ თავის ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ ობიექტურ, ე. წ. საცვლელ ღირებულებაზე" .

      ბემბავერკი განასხვავებს ღირებულების ორ ცნებას: სუბიექტური და ობიექტური ღირებულების სახით. სუბიექტური ღირებულება ბემბავერკთან გამოდის სუბიექტის კეთილდღეობისათვის დოვლათთა მნიშვნელობის სახით. ხოლო ობიექტური ღირებულება არის ნივთის უნარი გარკვეული ობიექტური შედეგის მოცემისა. ღირებულებათა ამ ორი მნიშვნელობისათვის გვარეობითი ცნება არ არსებობს და ისინი გაუერთიანებადია. ბემბავერკის აზრით, სუბიექტური ღირებულების საფუძველს შეადგენს სუბიექტის კეთილდღეობის განცდა, კმაყოფილების გრძნობის მინიჭება, მაგრამ ყოველი დაკმაყოფილება არაა ღირებულება. ადამიანის მოთხოვნილების დაკმაყოფილების დაბალ საფეხურს შეესაბამება სარგებლიანობა, მაღალს კი - ღირებულება. განსხვავება ღირებულებასა და სარგებლიანობას შორის ობიექტით არაა განსაზღვრული, რადგან შეიძლება ერთი და იგივე ობიექტი ერთ შემთხვევაში უბრალოდ სარგებლიანობას წარმოადგენდეს და მეორე შემთხვევაში კი ღირებულებას. ამის გასამარტავად ბემბავერკს მოყავს ჭიქა წყლის მაგალითი. ჭიქა წყალი ადამიანისათვის, როცა ის ნაკადულთან ზის, უბრალოდ სარგებლიანობას წარმოადგენს, რადგან მისი ქონება არ ადიდებს ადამიანის მიერ მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და არქონებაც არ ამცირებს ამ შესაძლებლობას. მას შეუძლია გამოიყენოს ეს წყალი და შეუძლია არ გამოიყენოს. მაშასადამე, აქ არავითარი აუცილებლობა არაა და ამ ნივთს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა ადამიანის კეთილდღეობისათვის, მაგრამ მეორე მაგალითში თუ იგივე ჭიქა წყალია და მოგზაური იმყოფება უდაბნოში, სადაც წყლები არაა, აქ ეს წყალი ღირებულების მქონეა, რადგან მან ამით აუცილებლად უნდა დაიკმაყოფილოს თავისი წყურვილი. აქ ჭიქა წყალი გამოდის როგორც აუცილებელი ნივთი ადამიანის კეთილდღეობის თვალსაზრისით. პირველ შემთხვევაში მოცემული იყო სარგებლიანობა, მეორეში - ღირებულება.

      ღირებულების განსაზღვრაში ბემბავერკი და საერთოდ პოლიტეკონომიის სუბიექტური სკოლის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ მნიშვნელობის მომენტს, როგორც ერთ-ერთ ძირითად ნიშანს ღირებულების განსაზღვრებაში. ასე მაგალითად, მანგოლდტის აზრით, "ღირებულებად იწოდება მნიშვნელობა, რომელიც ეძლევა განსაზღვრულ საგნებს იმის გამო, რომ მათი დაკარგვა ადამიანს ტანჯვას ანიჭებს". ბემბავერკის განსაზღვრებაში იგივე მომენტი მნიშვნელობის სახით არსებით ადგილს იკავებს. ბემბავერკის მიერ ღირებულების საბოლოო განსაზღვრება ასეთია: "ღირებულებად იწოდება ის მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს მატერიალურ დოვლათს, ან მატერიალურ დოვლათთა კომპლექსს სუბიექტის კეთილდღეობის თვალსაზრისით".

      ვეიდენჰამერი აკრიტიკებს ამ თეორიას. ვეიდენჰამერის აზრით, ღირებულების მნიშვნელობა უნდა გახდეს არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალურიც. მართალია, ეკონომიკურსაც აქვს სოციალური მნიშვნელობა, მაგრამ ის ერთი სფეროა სოციალურის. ვეიდენჰამერი სამართლიანად შენიშნავს, რომ "მრავალი ცნება, რომლითაც მოქმედებს ეკონომიკა, სრულიად უსამართლოდაა მის მიერ მონოპოლიზებული, რომ ისინი მხოლოდ ნაწილობრივ ეკუთვნიან ეკონომიკას, მთლიანად კი - სოციოლოგიას".

      ვეიდენჰამერი ღირებულების არსებას განსაზღვრავს აქტიურობისა და აქტუალობის, მოთხოვნილების, სუბიექტის, დოვლათის, კატეგორიათა სოციოლოგიური განსაზღვრის გზით და საბოლოოდ მიდის ღირებულების ფსიქიკურ უნართან დაკავშირებასთან, რომლის მიხედვითაც "ფსიქიკის ინტუიციური უნარი დოვლათის სარგებლიანობის გრძნობადი აღქმისა ანუ გრძნობის ინტუიციური უნარი, რომელიც აძლევს საწყისს ამ გრძნობად აღქმას არის ღირებულება".

      ვეიდენჰამერის თეორიაში, ღირებულების განსაზღვრებაში სარგებლიანობა შედის არა როგორც განმსაზღვრელი, არამედ როგორც ღირებულებით განსაზღვრული და მისგან წარმოებული. მასთან ძირითადია "ჯერარსობა" გამოწვეული სუბიექტის თვითმოქმედებით ანუ აქტუალობით. სარგებლიანობა კი გამოდის როგორც ღირებულების გამომხატველი. ღირებულების განცდის ფსიქოლოგიური პროცესი არის შეფასება. ვეიდენჰამერი არჩევს შეფასების სამ მხარეს.

      ვეიდენჰამერის ამ ნააზრევში საინტერესოა ცდა ეკონომიკური ღირებულების ცნება გააფართოოს სოციოლოგიურ ღირებულებამდე. მაგრამ ვეიდენჰამერმა ეს ვერ შეძლო, რადგან ის ვერ გასცდა ღირებულების ეკონომიკურ გაგებას ბემბავერკისა და ვიზერის თეორიის სახით. ყველა ეს მომენტი: მოთხოვნილება, დოვლათი, სუბიექტი, აქტუალობა დახასიათებული იყო საზღვრითი სარგებლიანობის თეორიაში და თითქმის იმავე პოზიციებიდან, რასაც ვეიდენჰამერი იძლევა. თუ იმ თეორიაში ისინი მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობის იყვნენ, იმავე დახასიათებით როგორ გახდებოდა სოციოლოგიური ვეიდენჰამერთან? რასაკვირველია, ასეთი შესაძლებლობა გამორიცხულია. კიდევ მეტი ღირებულების ცნების სოციოლოგიური და ფილოსოფიური ინტერპრეტაცია აუცილებლად დაკავშირებულია მნიშვნელობასთან. ვიზერთან და ბემბავერკთან ეს მომენტი გვხვდება, ვეიდენჰამერი კი მას მხედველობის გარეშე ტოვებს. რაც შეეხება "ჯერარსობის" მომენტის ხაზგასმას ვეიდენჰამერის მიერ, "ჯერარსობა" მნიშვნელობის გარეშე გაუგებარი ხდება და ღირებულების სოციოლოგიურ და ფილოსოფიურ მნიშვნელობას სრულებით არ ამოწურავს. გარდა ამისა, ვეიდენჰამერის მიერ ღირებულების დაყვანა შეფასების სახეობამდე ღირებულების რელატივისტური გაგებაა და ღირებულება წმინდა სუბიექტურ აქტად ცხადდება. ასეთი უკიდურესი სუბიექტივიზმი ბემბავერკსაც არ ახასიათებდა.

ამოსაბეჭდი ვერსია:

ღირებულების ცნების განსაზღვრებანი

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 765

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: This is a chic that is complete for beginners to alpha with

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 7:17am 0 კომენტარი

The Spear will about never hit the abandon of Dark And Darker Gold any hallway, has a continued reach, and is appealing dependable overall. Felling Axe: Aback accession hits with the Felling Axe, the time it takes for them to be able to exhausted afresh is abundantly short. But, if they miss, there's a continued cleanup until the abutting swing. So, this is an advantage for Fighters who are assured…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:58am 0 კომენტარი



The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters