კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 9

შესავალი

      განათლების სფეროში კვლევის ბევრი მეთოდია აღწერითი. ისინი იმის ასახვასა და ინტერპრეტაციას ისახავენ მიზნად, რაც არის. ბესტის მიხედვით, აღწერით კვლევას აინტერესებს:

არსებული მდგომარეობა ან ურთიერთობები; გამოკვეთილი პრაქტიკები; არსებული რწმენა, მოსაზრებები ან დამოკიდებულებანი; მიმდინარე პროცესები; ნაგრძნობი გავლენები; განვითარებადი ტენდენციები. ხანდახან აღწერით კვლევას აინტერესებს გაარკვიოს, როგორ უკავშირდება წინმსწრები მოვლენა, რომელმაც გავლენა მოახდინა ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე, ან მოვლენაზე იმას, „რა არის“.
(Best 1970)

      ასეთ კვლევებში ნახულობენ ინდივიდებს, ჯგუფებს, ინსტიტუტებს, მეთოდებსა და მასალებს, რათა აღწერონ, შეადარონ, დაუპირისპირონ, დაახარისხონ, გააანალიზონ და ახსნან ის არსებები და მოვლენები, რომლებიც მათი კვლევა-ძიების მრავალფეროვან სფეროებს ქმნიან.

      ამ თავში რამდენიმე ტიპის აღწერითი გამოკითხვის კვლევას განვიხილავთ, მათ შორის ლონგიტუდურ, კროს-სექციურ და ტენდენციის, ანუ წინასწარმეტყველების კვლევებს. ეს თავი წიგნის იმ თავებთან ერთად უნდა წაიკითხოთ, რომლებიც შერჩევას, კითხვარებს, ინტერვიუებსა და მონაცემების ანალიზის ტექნიკებს შეეხება. ბევრი მკვლევარი, ვინც ამ წიგნს კითხულობს, ალბათ, უმაღლესი აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სწავლობს განსაზღვრულ და, სავარაუდოდ, მოკლე დროში, რაც მისთვის თავისთავად გამორიცხავს ლონგიტუდურ კვლევას. მიუხედავად ამისა, დროში განმეორებადი შესწავლა კვლევის მნიშვნელოვანი სახეობაა და აქ მასზეც ვისაუბრებთ. დასახელებული მკვლევრებისთვის, ალბათ, ერთჯერადი გამოკითხვა იქნება შესატყვისი. ის ფართოდ გამოიყენება სადოქტორო კვლევებში.

      დროში განმეორებად, ერთჯერად და ტენდენციის, ანუ წინასწარმეტყეველების კვლევებს ერთად ზოგჯერ განვითარების კვლევებსაც უწოდებენ ხოლმე, რადგან მათი მიზანია, როგორც მოცემულ სიტუაციაში ცვლადებს შორის ამჟამად არსებული მიმართებების აღწერა, ისე - ამ მიმართებებში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ახსნა. ტერმინი „განვითარების„ ბიოლოგიური წარმოშობისაა და ცოცხალი არსებების ორგანიზაციასა და სიცოცხლის პროცესებს შეეხება. ცნება მიესადაგა და გამოიყენება სხვადასხვა საგანმანათლებლო, ისტორიული, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ფენომენების მიმართ. განათლებაში განვითარების კვლევები ხშირად ინარჩუნებენ ტერმინის ბიოლოგიურ ორიენტაციას, ვინაიდან პატარა ბავშვებში მოტორული და პერცეპტული უნარების ათვისებას სწავლობენ. თუმცა, ტერმინს „განვითარების„ განათლების სფეროში უფრო ფართოდაც იყენებენ, მაგალითად, ბავშვების აზროვნებაში მიმდინარე თვისებრივი ცვლილებების პიაჟესეულ კვლევებში და მორალური განვითარების კოლბერგისეულ შრომებში. გამოკითხვებით, როგორც წესი, მონაცემები გროვდება დროის ერთ კონკრეტულ მომენტში, რათა აღწერონ არსებული გარემოებები, დაადგინონ ამ გარემოებათა შესაფასებელი სტანდარტები, ან განსაზღვრონ კონკრეტულ მოვლენებს შორის არსებული ურთიერთმიმართებები. ამგვარად, გამოკითხვები შეიძლება სირთულის მიხედვით იცვლებოდეს - სიხშირეების მარტივი დათვლიდან ურთიერთობების ანალიზამდე.

      გამოკითხვები კიდევ შეიძლება დაიყოს წვდომის არეალის მიხედვით. მაგალითად, საშუალოს შემდგომი განათლების თანამედროვე განვითარების კვლევა შეიძლება მთელ დასავლეთ ევროპას მოიცავდეს; მეორე მხრივ, საგნის არჩევის პროცესის კვლევა შეიძლება ერთი საშუალო სკოლით შემოიფარგლებოდეს. განათლების სფეროში გამოკითხვების წვდომის არეალის სირთულის ჩვენება ნაცნობი მაგალითების მოშველიებით შეიძლება. დაწყებითი სკოლის ბავშვების პლოუდენის კომიტეტმა (Plowden Committee on primary school children, Central Advisory Council for Education 1967) დიდძალი ინფორმაცია მოაგროვა ბავშვების, მასწავლებლებისა და მშობლების შესახებ და მოსწავლეების მიღწევების წინასწარმეტყველებისთვის, ანალიზის დახვეწილ ტექნიკას დაუქვემდებარა. ამის საპირისპიროდ, ჯეკსონისა და მარსდენის (Jackson and Marsden 1962) მცირემასშტაბიანი კვლევა მუშათა კლასის იმ 88 წარმომადგენლის წარსულისა და ღირებულებების დეტალურ შესწავლას მოიცავდა, რომლებმაც წარმატებას შერჩევითი მეორადი განათლებით მიაღწიეს. ანალოგიურად, მრავალკულტურული მსოფლმხედველობის ტრენინგის კვლევაში, რომელიც ბიმროსსა და ბეინს (Bimrose and Bayne 1995) ეკუთვნის, გამოკითხვაში მხოლოდ 28 ადამიანი მონაწილეობდა.

      გამოკითხვას რამდენიმე მახასიათებელი და ცნობილი მიმზიდველი თვისება აქვს. ჩვეულებრივ, ის საკითხების, პოპულაციების, პროგრამების და ა. შ. ფართო სპექტრის მიმოხილვისთვის გამოიყენება, რათა გაიზომოს ან აღიწეროს ნებისმიერი განზოგადებული ნიშანი. გამოკითხვა კარგია იმითაც, რომ ის, როგორც წესი: (Morisson, 1993: 38 – 40):

  • ერთჯერადად აგროვებს მონაცემებს და, შესაბამისად, ეკონომიური დაშედეგიანია;
  • ფართო სამიზნე პოპულაციას წარმოადგენს (ამიტომ საჭიროა გულმოდგინეშერჩევა, იხილეთ თავი 4);
  • ქმნის რაოდენობრივ, რიცხობრივ მონაცემებს;
  • იძლევა აღწერით, დასკვნით და ამხსნელ ინფორმაციას;
  • სიხშირეების მისაღებად მანიპულირებს ძირითადი ფაქტორებითა დაცვლადებით (მაგალითად, კონკრეტული მოსაზრების, ან ტესტის ქულებისაღმნიშვნელი რიცხვები);
  • აგროვებს სტანდარტიზებულ ინფორმაციას (მაგალითად, ყველამონაწილესთან ერთსა და იმავე ინსტრუმენტებს და კითხვებს იყენებს);
  • ადგენს კორელაციებს (მაგალითად, არკვევს, არსებობს თუ არა რაიმემიმართება სქესსა და ქულებს შორის);
  • იძლევა მასალას, რომელიც არ არის გართულებული სპეციფიკურიკონტექსტუალური ფაქტორებით;
  • მონაცემებს კითხვები მრავალი არჩევითი პასუხითკითხვების, დახურულიკითხვების, ტესტების ქულების, ან დაკვირვების ცხრილებით იღებს;
  • ადასტურებს ან უარყოფს ჰიპოთეზას სამიზნე პოპულაციის შესახებ;
  • ქმნის ზუსტ ინსტრუმენტებს მათი პილოტირებითა და გადასინჯვით;
  • განაზოგადებს სამიზნე ფოკუსს და აკვირვება მასზე პასუხის ნიმუშებს;
  • ისეთ მონაცემებს აგროვებს, რომელთა სტატისტიკურად დამუშავებაშესაძლებელია;
  • ჩვეულებრივ, ეყრდნობა ფართო პოპულაციიდან მონაცემებისფართომასშტაბიან შეგროვებას, რათა შესაძლებელი იყოს მოცემულიფაქტორების ან ცვლადების შესახებ განზოგადებების გაკეთება.

      ქვემოთ მოცემულია გამოკითხვის მაგალითები: [1]

  • საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც აქარწყლებს მოსაზრებას, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით არის შესაძლებელი საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირება;
  • ტესტის ქულები (მაგალითად, მოსწავლეების ტესტირების შედეგები მთელი ქვეყნის ან ადგილობრივი მასშტაბით);
  • უპირატესობები, რომლებსაც მოსწავლეები კონკრეტულ საგნებს (მაგალითად, ჰუმანიტარულს, საბუნებისმეტყველოს) ანიჭებენ;
  • კითხვის უნარის გამოკითხვები (მაგალითად, საუთგეიტისა და მისი კოლეგების (Southgate et al 1981) მიერ დიდ ბრიტანეთში სწავლების პრაქტიკის კვლევა).

      განათლების სფეროში გამოკითხვისას ხშირად იყენებენ ტესტირების შედეგებს, ცდის პირის მიერ შევსებულ კითხვარებსა და დამოკიდებულებების სკალებს. მკვლევრი, რომელიც ამ მოდელს იყენებს, ჩვეულებრივ, ფართომასშტაბიანი მონაცემების მოგროვებას ცდილობს შეძლებისდაგვარად რეპრეზენტაციული შერჩევიდან. მისი მიზანია, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით სანდო განაცხადი გააკეთოს იმის თაობაზე, რომ გარკვეული მახასიათებლები, რომლებსაც აკვირდებოდა, გარკვეული რეგულარობით გვხვდება, გარკვეული ფაქტორები ერთად ჯგუფდება (იხილეთ თავი 25), ისინი კორელირებენ ერთმანეთთან (კორელაცია და კოვარიაცია), იცვლებიან დროსა და სივრცეში (მაგალითად, ტესტირების შედეგები გამოიყენება განათლებაში დამატებითი ღირებულების ზომის დასადგენად, სავარაუდოდ, რეგრესიული ანალიზისა და ნაშთების ანალიზის გამოყენებით, რათა განისაზღვროს ნაწინასწარმეტყველებ და რეალურად მიღებულ ქულებს შორის განსხვავება). რეგრესიული ანალიზის გამოყენებით, ერთი ცვლადის მონაცემებით მეორე ცვლადის მნიშვნელობის წინასწარმეტყველებაც შეიძლება.

      გამოკითხვები შეიძლება იყოს დაზვერვითი,, რომელშიც არავითარ დაშვებებს არ აკეთებენ და არ გვთავაზობენ მოდელებს, არამედ ურთიერთმიმართებებსა და ნიმუშებს/მოდელებს იკვლევენ (მაგალითად, კორელაციით, რეგრესიით, მრავალჯერადი რეგრესიით და ფაქტორული ანალიზით). გამოკითხვები, ასევე, შეიძლება ახსნითი იყოს, რომელშიც მოდელს, მიზეზ-შედეგობრივ მიმართებას ან ჰიპოთეზას ამოწმებენ (იხილეთ დაზვერვითი და ახსნითი ანალიზის განხილვა მეხუთე ნაწილში). აღწერითი გამოკითხვები უბრალოდ აღწერენ მკვლევრისთვის საინტერესო ცვლადის შესახებ მონაცემებს, ხოლო ანალიტური გამოკითხვები ჰიპოთეტური პრედიქტორებით ან ამხსნელი ცვლადებით ოპერირებენ, როდესაც მოწმდება მათი დამოკიდებულ ცვლადზე გავლენა.

      გამოკითხვების უმრავლესობაში ერთიანდება მონაწილეთა მიმდინარე მდგომარეობის შესახებ სახელდების სკალის (ანუ, თვისებრივი მონაცემები) და სხვა სკალებიდან (მაგალითად, დამოკიდებულებების სკალები, რიგის, ინტერვალებისა და შეფარდების სკალები) მიღებული სათანადო პიროვნული დეტალები. გამოკითხვები გამოგვადგება როგორც წარსულის, ისე აწმყოს შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციის, დამოკიდებულებებისა და პრიორიტეტების, რწმენებისა და წინასწარმეტყველებათა, ქცევისა და გამოცდილებების შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად (Weisberg et al. 1996).

      გამოკითხვის მიმზიდველობას ქმნის მოცემული პარამეტრების ფარგლებში განზოგადების უნარი და უნივერსალურობა, დიდი რაოდენობით მონაცემებით განმტკიცებული მტკიცებების გამოთქმის და შედეგების სანდოობის დონის დადგენის უნარი.

      მეორე მხრივ, მკვლევრს გამოკითხვა არ გამოადგება, თუ მისი მიზანი ადგილობრივი, ინსტიტუციური ან მცირე მასშტაბიანი ფაქტორების ან ცვლადების მოძიებაა, სიტუაციის თავისებურების, განუმეორებლობის და განსაკუთრებული სირთულის, ასევე, მისი პიროვნებათშორისი დინამიკის აღსაწერად. გამოკითხვა არ გამოადგება მაშინაც, თუ მკვლევარს სურს აგვიხსნას, რატომ შეიქმნა ეს სიტუაცია, რატომ იძლევა ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ასეთ შედეგებს, რატომ იქცევა ასე ამ სიტუაციაში, ან როგორ იცვლება და ვითარდება პროგრამა დროთა განმავლობაში. შეზღუდულია მისი ახსნითი და ინფორმაციის წვრილ დეტალებად მოწოდების შესაძლებლობები. ის, უმეტესად, მიახლოებით განზოგადებებს იძლევა, რომელიც არ არის დამოკიდებული დროის, სივრცის ან ადგილობრივ კონტექსტებზე, ანუ, მისი გამონათქვამები, დიდწილად, პოზიტივიზმს ეყრდნობა. ინდივიდუალური შემთხვევა ეწირება კრებით პასუხს (რომელიც მიმზიდველია რესპონდენტებისთვის ანონიმურობის, ამოუცნობლობისა და კონფიდენციალობის გამო).

      გამოკითხვები, როგორც წესი (თუმცა არსებობს გამონაკლისებიც), ფართომასშტაბიან მონაცემებს ეყრდნობა, მაგალითად, კითხვარებით, ტესტირების ქულებით, დასწრების სიხშირით, საჯარო გამოცდებით და ა. შ. მიღებულ მონაცემებს. ყოველი მათგანი იძლევა დროში ან ჯგუფებს შორის შედარების საშუალებას. ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია გამოკითხვების მცირემასშტაბით გამოყენება. ნამდვილად შესაძლებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი მცირე მოცულობის მონაცემთა განზოგადება უმნიშვნელო იქნება. გამოკითხვებში მკვლევარი, როგორც წესი, აშკარად სიტუაციის მიღმა რჩება. სანდოობის საკითხები კავშირშია მკვლევრებთან, რომლებიც კვლევას საკუთარი ცდის მონაწილეებზე ატარებენ, მაგალითად იმათზე, ვინც მათ კურსებს ესწრება (მაგალითად, Bimrose and Bayne 1995; Morrison 1997). ასევე აღსანიშნავია, რომ ყურადღება მკაცრ შერჩევას ექცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ფართო კონტექსტებში გამოკითხვით ოპერირების შესაძლებლობა სერიოზულად დაზარალდებოდა. თუ მკვლევრები განზოგადებას აპირებენ, ისინი ცდილობენ, რომ გამოკითხვებში თავი აარიდონ არაალბათურ შერჩევებს; ალბათური შერჩევა შეგროვილი მონაცემების განზოგადების წინაპირობას ქმნის.

ზოგიერთი წინასწარი მოსაზრება

      ნებისმიერი გამოკითხვის დაგეგმვის სამი წინაპირობა არსებობს: გამოკვლევის ზუსტი მიზნის განსაზღვრა; გამოკვლევის სამიზნე პოპულაცია და ხელმისაწვდომი რესურსები. გამოკითხვის დაგეგმვის ამ ძირითადი ფაქტორების სათითაოდ განხილვას, რომელსაც ჰოინვილი და ჯოუელი (Hoinville and Jowell 1978) გვთავაზობენ, განათლების სფეროში კვლევის დაგეგმვის მაგალითზე შეგვიძლია გავეცნოთ.

გამოკვლევის მიზანი

      ზოგადი მიზანი, პირველ რიგში, კონკრეტულ ძირითად ამოცანად უნდა გარდაიქმნას. ასე მაგალითად, „წარმოებისგან მოწყვეტის სწავლის შესახებ მასწავლებლების მოსაზრების კვლევა„ რაღაც ბუნდოვანი და გაურკვეველია მაშინ, როცა „წარმოებისგან მოწვეტის გარეშე სასწავლო კურსების მიწოდების შესახებ დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლების პრიორიტეტების დეტალური აღწერის მიღება„ საკმაოდ კონკრეტულია. გამოკითხვის ძირითადი მიზნის შესახებ გადწყვეტილების მიღებისა და დაკონკრეტების შემდეგ, დაგეგმვის მეორე ეტაპი იმ დამხმარე თემების დადგენასა და ჩამონათვალის გაკეთებას მოიცავს, რომლებიც ცენტრალურ მიზანს უკავშირდება. ჩვენს მაგალითში ასეთი დამხმარე თემები შეიძლება იყოს: საჭირო კურსების ტიპები, შინაარსი, ჩატარების ადგილი, ვადები, ფორმა და დაფინანსება.

      დამხმარე თემების გამოვლენასა და ჩამონათვალის სახით დალაგებას მესამე ეტაპი მოსდევს. აქ შედის თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებული, კონკრეტული ინფორმაციული მოთხოვნების ფორმულირება. მაგალითად, მოთხოვნილ კურსებთან დაკავშირებით, შეიძლება საჭირო იყოს დეტალური ინფორმაცია კურსების ხანგრძლივობის (ერთი შეხვედრა, რამდენიმე შეხვედრა, კვირა, თვე, სემესტრი ან წელიწადი), სტატუსის (წახალისების გარეშე, წახალისება, სერტიფიკატი, დიპლომი, კოლეჯის ან უნივერსიტეტის მიერ დაშვებული ხარისხი) და ორიენტაციის (თეორიაზე ორიენტირებული ლექციები, საკითხავი და ა. შ., თუ პრაქტიკაზე ორიენტირებული პრაქტიკული სამუშაობებისა და სასწავლო მასალების შექმნის ჩათვლით) შესახებ. როგორც ამ დეტალებიდან ჩანს - აღნიშნავენ ჰოინვილი და ჯოუელი (1978) - ინფორმაციის მოგროვების მაქსიმალურად შესაბამისი გზები (ინტერვიუები შერჩეულ მასწავლებლებთან, საფოსტო კითხვარები შერჩეულ სკოლებში და ა. შ.) უნდა განვიხილოთ და გავიაზროთ.

გამოკვლევის სამიზნე პოპულაცია

      გამოკითხვის დიზაინის მეორე წინაპირობა კვლევის სამიზნე პოპულაციის განსაზღვრა და დაკონკრეტებაა. ეს შემდგომ გავლენას მოახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მკვლევრმა შერჩევისა და რესურსების თაობაზე უნდა მიიღოს. წარმოებისგან მოწვეტის გარეშე მიწოდებული სასწავლო კურსების ჰიპოთეტური კვლევის შემთხვევაში, მაგალითად, ჩვენი პოპულაცია შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც „დაწყებითი და საშუალო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ლოფსბოროს უნივერსიტეტიდან მილის მესამედის რადიუსში ცხოვრობენ„. ამ შემთხვევაში პოპულაცია სწრაფად და მარტივად განისაზღვრა და აღნიშნული ჯგუფის თითოეულ წევრთან დაკავშირებისთვის, საჭირო რესურსების არსებობის პირობებში, შერჩევის საკითხი არ დადგება. თუმცა, ასე მარტივად საქმე იშვიათადაა. ხშირად ძნელია იმ კრიტერიუმების ოპერაციონალიზაცია, რომლის მიხედვითაც ხდება სამიზნე პოპულაციის („ძალიან პრობლემურები„, „მაჩანჩალები„, „მომავალი მასწავლებლები„ ან „უკიდურესად მშფოთვარები„) დაკონკრეტება. მეტიც, პოპულაციები მნიშვნელოვნად იცვლება მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით. მოსწავლეებისა და პრაქტიკანტების გამოკითხვა შედარებით მარტივია, ბოშა ბავშვები და სასწავლო ნაწილის გამგეები კი უფრო მოუხელთებლები არიან. უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დიდ გამოკითხვებში მკვლევრები, როგორც წესი, სამიზნე პოპულაციიდან იღებენ შერჩევას. ისინი იშვიათად ცდილობენ პოპულაციის თითოეულ წევრთან დაკავშირებას. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ შერჩევის საკითხს.

ხელმისაწვდომი რესურსები

      გამოკითხვის დაგეგმვის მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი კვლევის ფინანსური ღირებულებაა. შერჩევის გამოკითხვები ბევრ შრომას მოითხოვს (იხილეთ Dავიდსონ 1970). ყველაზე დიდი ხარჯი საველე სამუშაოებზე მოდის, სადაც ფასს ინტერვიუერების მიერ ინტერვიუსათვის მოთხოვნილი დრო, მოგზაურობის დრო და ტრანსპორტირება ქმნის. გამოკითხვის ბიუჯეტში გასათვალისწინებელია ისეთი დამატებითი ხარჯებიც, როგორიცაა ინტერვიუერთა წვრთნა და მეთვალყურეობა. ეს შეიძლება ისევე ძვირი დაჯდეს, როგორც მათ მიერ ველზე რეალურად გატარებული დრო. კითხვარის შედგენა, პილოტირება, დაბეჭდვა, დაგზავნა, კოდირება, კომპიუტერული პროგრამები - ყოველივე ეს - ფინანსურ რესურსებს უკავშირდება. განათლების სფეროში მომუშავე იმ მკვლევრთა მიერ წარმოდგენილი კვლევის პროექტები, რომლებიც სამთავრობო ან კერძო დაფინანსებას ითხოვენ, ყველაზე მეტად პროექტში მოცემული კვლევა-ძიებისთვის საჭირო ფინანსური გათვლების დეტალურად დაგეგმვისა და ამისათვის დათმობილი დროის მხრივ მოიკოჭლებენ ხოლმე. (ცდის პირის მიერ შევსებულ კითხვარებზე დაფუძნებული გამოკითხვის განხილვამდე დროებით შევწყვიტოთ ამ თემაზე საუბარი. ინტერვიუს, როგორც კვლევის ტექნიკის, სრული აღწერა მეთექვსმეტე თავშია მოცემული.)

გამოკითხვის დაგეგმვა

      განურჩევლად იმისა, როგორია გამოკითხვა - დიდმასშტაბიანი თუ მცირე, რომელიმე სამთავრობო უწყება ატარებს მას, თუ ცალკეული მკვლევრი - ინფორმაციის შეგროვება, როგორც წესი, მონაცემების მოგროვების შემდეგ ერთ ან მეტ ტექნიკას იყენებს. ესენია: სტრუქტურირებული ან ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, ცდის პირის მიერ შევსებულ, ან საფოსტო კითხვარები, სატელეფონო ინტერვიუ, ინტერნეტ-გამოკითხვები, მიღწევის ან შესრულების სტანდარტიზებული ტესტები და დამოკიდებულების სკალები. ამასთანავე, გამოკითხვა, ჩვეულებრივ, კარგად განსაზღვრულ ეტაპებს გადის, თუმცა, გამოკითხვის წარმატებით ჩასატარებლად, 9.1 ჩანართში აღწერილი ყველა ეტაპი აუცილებელი არ არის.

      პროცესი ზოგადიდან კერძოსკენ ვითარდება. ზოგადი საკვლევი თემა ურთიერთშემავსებელ საკითხებად და კითხვებად იყოფა და თითოეული კომპონენტისთვის კითხვები მზადდება. როგორც ვნახავთ, კითხვარების განხილვისას (თავი 15) მნიშვნელოვანია, რომ სანდოობისა და ვალიდობის ინტერესებისათვის, საკითხის ყოველ კომპონენტს რამდენიმე დებულება ან კითხვა ჰქონდეს. ასე სამართლიანად იქნება წარმოდგენილი მოცემული თემის ერთიანი ბუნება. საფსფორდს (შაპსფორდ 1999: 34 – 40) მიაჩნია, რომ გამოკითხვის დაგეგმვისას გასააზრებელია და განსახილველი შემდეგი ოთხი ძირითადი საკითხი:

      პრობლემის განსაზღვრა: გადაწყვეტილების მიღება, თუ რა სახის და შინაარსის პასუხებია საჭირო; რა ჰიპოთეზებია შესამოწმებელი; რა ცვლადებია საკვლევი.

  • შერჩევა: ვინ არის სამიზნე პოპულაცია; როგორ უნდა უზრუნველვყოთ რეპრეზენტაციულობა; რომელი სხვა შერჩევების აღებაა საჭიროშესადარებლად.
  • საზომის ფორმატი: რა გაიზომება და როგორ (ანუ რა გაზომვის რა ერთეულები გამოიყენება - იხილეთ კითხვარების შესახებ თავი 15); რა ცვლადები იქნება საჭირო; როგორ მოხდება სანდოობისა და ვალიდობის უზრუნველყოფა.
  • მონაწილეებზე ზრუნვა: კონფიდენციალობისა და ანონიმურობის დაცვა; რესპონდენტებისთვის ტკივილის არიდება; ზიანის არიდება მათთვის, ვისაც შეიძლება შეეხოს კვლევის შედეგები; ზედმეტად სულში ჩამძრომი კითხვებისთვის თავის არიდება; იძულებისთვის თავის არიდება; ინფორმირებული თანხმობა (იხილეთ ეთიკის შესახებ თავი 2).

      გამოკითხვის დაგეგმვა 14-ეტაპიან პროცესად შეგვიძლია განვიხილოთ:

  1. მიზნების განსაზღვრა;
  2. გამოკითხვის ტიპის განსაზღვრა (მაგალითად, დროში განმეორებადი, ერთჯერადი, ტენდენციის კვლევა, კოჰორტის კვლევა);
  3. კვლევის კითხვების ან ჰიპოთეზების (თუ შესატყვისია) ფორმულირება: ნულოვანი და ალტერნატიული ჰიპოთეზები;
  4. იმ საკითხის შერჩევა, რომელზეც კვლევა ფოკუსირდება;
  5. იმის განსაზღვრა, თუ რა ინფორმაციაა საჭირო ამ საკითხვებისთვის;
  6. შერჩევის მოთხოვნების განსაზღვრა;
  7. ინსტრუმენტებისა და საზომი ერთეულების შესახებ გადაწყვეტილებისმიღება;
  8. მონაცემების შესაგროვებლად საჭირო ინსტრუმენტების შემუშავება;
  9. იმის გადაწყვეტა, თუ როგორ მოხდება მონაცემების შეგროვება (მაგალითად, საფოსტო გამოკითხვა, ინტერვიუები);
  10. ინსტრუმენტების პილოტირება და დახვეწა;
  11. ინტერვიუერების წვრთნა (თუ საჭიროა);
  12. მონაცემების შეგროვება;
  13. მონაცემების ანალიზი;
  14. შედეგების წარმოდგენა

      როსიერს (Rosier 1997) მიაჩნია, რომ გამოკითხვის დაგეგმვისას უნდა გაირკვეს:

  • კვლევის კითხვები, რომლებზეც უნდა მივიღოთ პასუხები;
  • გამოკვლევის კონცეპტუალური ჩარჩო, სადაც ზუსტად არის განსაზღვრულიის ცნებები, რომელსაც იყენებს და იკვლევს კვლევა;
  • კვლევის კითხვების ოპერაციონალიზაცია (მაგალითად, ჰიპოთეზებში);
  • მონაცემების შეგროვებისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტები, მაგალითად, შერჩევის მახასიათებლების (ხშირად სახელდების სკალის მონაცემები), აკადემიური მიღწევების (მაგალითად, გამოცდის შედეგები, მინიჭებული ჯილდოები), დამოკიდებულებების და მოსაზრებების (ხშირად გამოიყენება რანჟირების სკალებიდან მიღებული რიგის სკალის მონაცემები) და ქცევის (დაკვირვების ტექნიკების გამოყენებით) მოხაზვა ან გაზომვა;
  • შერჩევის სტრატეგიები და შერჩევის ქვეჯგუფები (იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა მთელი პოპულაციის გამოკითხვა ხდება. მაგალითად,მოსახლეობის აღწერა, ან ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტისდაგროვილი შედეგები და ა. შ.).
  • გამოკითხვის წინასწარი პილოტირება;
  • მონაცემების შეგროვების პრაქტიკულობა და პროცესი (მაგალითად,ნებართვები, დაფინანსება, ეთიკური საკითხები, პასუხების სიხშირე);
  • მონაცემების მომზადება (მაგალითად, კოდირება, კომპიუტერულიანალიზისთვის მონაცემების შეტანა, გადამოწმება და დადასტურება);
  • მონაცემების ანალიზი (მაგალითად, სტატისტიკური დამუშავება, ცვლადებისაგება და ფაქტორული ანალიზი, დასკვნითი სტატისტიკა);
  • შედეგების წარმოდგენა (კვლევის კითხვებზე პასუხის გაცემა).

      მნიშვნელოვანია გამოკითხვის პილოტირება და წინასწარი პილოტირება. პილოტირებასა და წინასწარ პილოტირებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. წინასწარი პილოტირება, ჩვეულებრივ, ღია კითხვების თანმიმდევრობაა, რომელიც დახურული, როგორც წესი, კითხვები მრავალი არჩევითი პასუხითკითხვებისთვის კატეგორიების დასადგენად არის მოწოდებული. ხოლო პილოტირება, თავად, გამოკითხვის რეალური ინსტრუმენტის შესამოწმებლად გამოიყენება (იხილეთ თავი 15).

ჩანართი 9.1
გამოკითხვების დაგეგმვის ეტაპები

      წყარო: ადაპტირებულია Davidson 1970

      სკურპულოზურად დაგეგმილ გამოკითხვაში ნათლად არის ჩამოყალიბებული კონკრეტული მიზნები და კვლევის კითხვები, უზრუნველყოფილია ინსტრუმენტები, შერჩევა და კვლევის კითხვებზე მისაღები პასუხების შესატყვისი ტიპის მონაცემები, განხორციელებული მონაცემების დახვეწილი, ხარისხიანი და შესაბამისი (იმაზე მეტი არა, ვიდრე მონაცემები აიტანს!) დამუშავება.

გამოკითხვის შერჩევა

      შერჩევა გამოკითხვის ძირითადი მახასიათებელია და მკითხველს ვურჩევთ, კარგად გაეცნოს შერჩევისადმი მიძღვნილ მეოთხე თავს. ვინაიდან შერჩევის შესახებ კითხვები უშუალოდ გამოკითხვის მეორე წინაპირობიდან მომდინარეობს, რომელიც კვლევის სამიზნე პოპულაციის განსაზღვრას ეხება, მკვლევრებმა შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებები გამოკითხვის დაგეგმვის სულ ადრეულ ეტაპებზე უნდა მიიღონ (იხილეთ 9. 1 ჩანართი). უკვე ვნახეთ, რომ ფინანსური ხარჯების, დროისა და ხელმისაწვდომობის ფაქტორების გამო ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ან პრაქტიკული, პოპულაციის გაზომვა. აქედან გამომდინარე, მკვლევრები ინფორმაციის მოგროვებას შედარებით მცირე ჯგუფებში ან პოპულაციის ქვეერთობლიობებში იწყებენ ისე, რომ მიღებული ცოდნა მთელ საკვლევ პოპულაციას წარმოადგენდეს. ამ შედარებით მცირე ჯგუფს ან ქვეერთობლიობას „შერჩევა„ ეწოდება. ყურადღება მიაქციეთ, როგორ იწყებენ კომპეტენტური მკვლევრები მთლიანი პოპულაციიდან და შერჩევამდე მიდიან. ამის საპირისპიროდ, ახალბედები ქვემოდან ზემოთ მუშაობენ, ანუ, განსაზღვრავენ რესპონდენტების მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა წარმატებული გამოკითხვის ჩასატარებლად. მიუხედავად ამისა, თუ მათ წინასწარ არ აქვთ განსაზღვრული მთელი პოპულაცია, პრაქტიკულად შეუძლებელია აღებული შერჩევის რეპრეზენტაბელობის წინასწარ შეფასება. შერჩევის აღების ორი მეთოდი არსებობს. ერთი ალბათურ შერჩევებს გვაძლევს, რომელშიც, როგორც ტერმინი გვიჩვენებს, ცნობილია თითოეული რესპონდენტის არჩევის ალბათობა. მეორე - არაალბათურს, სადაც არ არის ცნობილი არჩევის ალბათობა.

      როგორც მეოთხე თავშია მოცემული, ალბათური შერჩევებია:

  • მარტივი შემთხვევითი შერჩევები;
  • სისტემური შერჩევები;
  • სტრატიფიცირებული შერჩევები;
  • კლასტერული შერჩევები;
  • ეტაპობრივი შერჩევები;
  • მრავალფაზური შერჩევები.

      ისინი მოპოვებული მონაცემების განზოგადებადობით არიან მიმზიდველნი. არაალბათური შერჩევების რიცხვში შედის:

  • ხელმისაწვდომი შერჩევა;
  • კვოტა შერჩევა;
  • განზომილების შერჩევა;
  • მიზნობრივი შერჩევა;
  • ზვავისებრი შერჩევა.

      შერჩევის ეს სახეები არ ცდილობენ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე განზოგადებას. თითოეული ტიპის შერჩევა მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობს. მკვლევრმა შერჩევის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება მიზნისთვის შესატყვისობის საფუძველზე უნდა მიიღოს და, ამასთან, ყურადღება მიაქციოს და გაიაზროს, მაგალითად, შერჩევის რეპრეზენტაბელობა, განზოგადების სურვილი, შერჩევაში შესვლის უფლება და შერჩევის მოცულობა. ყველა ეს საკითხი და შერჩევათან დაკავშირებული სხვა საკითხები მეოთხე თავშია განხილული.

დროში განმეორებადი, ერთჯერადი და ტენდენციის კვლევები

      ტერმინი „დროში განმეორებადი„, დროის გარკვეულ პერიოდში განხხორციელებული სხვადასხვაგვარი კვლევის აღსაწერად გამოიყენება, ხშირად, როგორც ვნახეთ, სიტყვა „განვითარების„ ლონგიტუდურ კვლევასთან კავშირშიც, რომელიც კონკრეტულად ადამიანის ზრდის ასპექტებს შეეხება. მკაფიო განსხვავება არსებობს ლონგიტუდურ და კროს-სექციურ კვლევებს შორის. [2] დროში განმეორებადი კვლევა დიდხანს აგროვებს მონოცემებს. ხანმოკლე კვლევა შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს. ხანგრძლივი კვლევა შეიძლება არაერთი წელი გაგრძელდეს. როდესაც დროის სხვადასხვა მომენტში თანმიმდევრული გაზომვა ხდება, ბრიტანულ ლიტერატურაში გამოიყენება ტერმინი „მიყოლა„ ან „კოჰორტის კვლევა„, რაც ამერიკული ტერმინის „პანელის კვლევის„ ეკვივალენტია. ტერმინი „კოჰორტა„ საერთო მახასიათებლის მქონე ადამიანთა ჯგუფს აღნიშნავს. კოჰორტის კვლევაში დროის გარკვეული პერიოდი კონკრეტულ პოპულაციას სწავლობენ, თუმცა, მის შიგნით სელექციური შერჩევა ხორციელდება (Borg and Gall 1979: 291). ეს ნიშნავს იმას, რომ კოჰორტის ზოგიერთი წევრი შეიძლება ყოველ ჯერზე არ შევიდეს შერჩევაში. ამის საპირისპიროდ, პანელის კვლევაში გარკვეული პერიოდი, ყოველ ჯერზე, ერთი და იგივე ინდივიდები მონაწილეობენ.

      როდესაც დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობენ, კვლევას „ერთჯერადი„ ეწოდება. როდესაც დროის გარკვეულ პერიოდში უწყვეტად სწავლობენ რამდენიმე შერჩეულ ფაქტორს, ტერმინი „ტენდენციის კვლევა„ გამოიყენება. რეგულარული, ანუ განმეორებადი ერთჯერადი სოციალური გამოკითხვის ერთ-ერთი მაგალითია შინამეურნეობის ზოგადი გამოკითხვა (General Household Survey), რომელშიც სხვადასხვა შერჩევას ყოველწლიურად ერთსა და იმავე კითხვებს უსვამენ. ბრიტანეთის სოციალური დამოკიდებულებების გამოკითხვა (British Social Attitudes Survey) განმეორებადი ერთჯერადი გამოკითხვის მაგალითია, რომელშიც 3.600 რესპოდენტი მონაწილეობს. დროში განმეორებადი (კოჰორტის) კვლევის ცნობილი მაგალითია ბავშვის განვითარების ეროვნული კვლევა (NCDS), რომელიც 1958 წელს დაიწყო. ბრიტანეთის შინამეურეობის პანელის ზოგად გამოკითხვაში 1990-იან წლებში ყოველწლიურად გამოიკითხებოდნენ რეპრეზენტაციულ შერჩევაში შემავალი ინდივიდები. კიდევ ერთი მაგალითია ბრიტანეთის საოჯახო ხარჯების გამოკითხვა (British Family Expenditure Survey). ეს ორი ბოლო კვლევა ერთჯერადია იმით, რომ დროის მოცემულ მომენტში პოპულაციის შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას და, შესაბამისად, მონაცემების დაგროვებას უზრუნველყოფენ.

      ამის საპირისპიროდ, ლონგიტუდურ კვლევებსაც შეუძლიათ ინდივიდუალური დონის მონაცემების მოცემა დროთა განმავლობაში ერთსა და იმავე ინდივიდებზე ფოკუსირების გზით (მაგალითად, შინამეურნეობის პანელის კვლევა), როდესაც ინდივიდებსა და ოჯახებს გარკვეული დროის მონაკვეთში იკვლევენ (Ruspini 2002: 4). პანელის ცნება პოლ ლაზარსფელდმა შემოიტანა 1940- იან წლებში (Lაზარსფელდ 1940), როდესაც მიზეზ-შედეგობრივი მოდელებისა და მათთვის თვალის მიდევნებასთან დაკავშირებული სიძნელეების დადგენას ცდილობდა (Ruspini 2002: 13).

დროში განმეორებადი კვლევები

      დროში განმეორებადი კვლევები შეიძლება იყენებდნენ კროს-სექციურ კვლევებს, ანუ კვლევებს, რომლებიც „რეგულარულად ტარდება, ყოველ ჯერზე ძალიან განსხვავებული შერჩევის ან სრულიად ახალი შერჩევის გამოყენებით„ (Ruspini 2002: 3) ან მთელი დროის განმავლობაში - ერთსა და იმავე შერჩევას. ისინი მკვლევარს საშუალებას აძლევენ: „გააანალიზონ სოციალური ფენომენის ხანგრძლივობა„ (Ruspini 2002: 24); გამოკვეთონ ერთი ან მეტი ცვლადის ან მონაწილის (მონაწილეებს შორის და შიდა) დროში არსებული მსგავსებები, განსხვავებები და ცვლილებები; დაადგინონ ხანგრძლივი გავლენები („მიძინებულის„ ეფექტი); ცვლილებები სტაბილური მახასიათებლებით ახსნან, მაგალითად, სქესით ან ცვლადების მახასიათებლებით, როგორიცაა, მაგალითად, შემოსავალი. დროში განმეორებადი კვლევის ხიბლს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების დადგენისა და დასკვნების გაკეთების უნარები ქმნის. რასპინი ამას ამატებს დროში განმეორებადი კვლევის უნარს - „შექმნას წმინდად ერთჯერად ან დროის სერიების მონაცემებზე მეტად გართულებული ქცევითი მოდელები„ (გვ. 26). ისინი ადამიანის ქცევის სირთულეს აფიქსირებენ. გარდა ამისა, ლონგიტუდურ კვლევებში შესაძლებელია რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების კომბინირება. კოჰორტისა და ტენდენციის კვლევები პროსპექტული დროში განმეორებადი კვლევებია იმიტომ, რომ ისინი უწყვეტად აგროვებენ ინდივიდების შესახებ ინფორმაციას, ან აკვირდებიან და იწერენ კონკრეტულ მოვლენებს. მეორე მხრივ, რეტროსპექტული დროში განმეორებადი კვლევები იმ ინდივიდებზე ფოკუსირდება, ვინც უკვე მიაღწია გარკვეულ განსაზღვრულ საბოლოო პუნქტს, ან მდგომარეობას. მაგალითად, მკვლევრს შეიძლება აინტერესებდეს ახალგაზრდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი (მაგალითად, მომავალი სოციალური მუშაკები, გამოაშკარავებული ნარკოტიკებით მოვაჭრეები ან უნივერსიტეტიდან გარიცხულები) და კითხვა, რომელსაც ის დასვამს, დაახლოებით ამგვარი იქნება: „არის რაიმე ამ ადამიანების წარსულში ისეთი, რაც მათ დღევანდელ მდგომარეობას ახსნიდა?„ რეტროსპექტული დროში განმეორებადი კვლევები აკონკრეტებენ პერიოდს, რომელსაც უნდა მისდიონ შესწავლისას, მაგალითად, ერთი ან ხუთი წელი.

      რეტროსპექტული ანალიზი მხოლოდ დროში განმეორებადი კვლევებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, როუზი და სალივანი (Rose and Sullivan 1993: 185) და რუენი (ღუანე 2005: 87) თვლიან, რომ კროს-სექციურ კვლევებში შესაძლებელია რეტროსპექციული ფაქტობრივი კითხვების გამოყენება, მაგალითად, წინა საქმიანობებზე, ოჯახში დაბადების დღეებზე, ქორწინების თარიღებზე, განქორწინებებზე და ა.შ. თუმცა, როიუზი და სალივანი (1993: 185) არ გვირჩევენ კროს-სექციურ კვლევაში სხვა ტიპის რეტსორპექციული მონაცემების მოპოვებას, ვინაიდან მონაცემების ხარისხი უარესდება, როდესაც რესპონდენტებს წარსული მდგომარეობების, ან ფაქტების გახსენებას სთხოვენ.

ერთჯერადი კვლევები

      ერთჯერადია კვლევა, რომელიც დროის კონკრეტულ მოცემულ მომენტში პოპულაციის ერთჯერად „კადრს„ იძლევა. ერთჯერადი კვლევის შემცირებული მოდელია მოსახლეობის აღწერა, როდესაც სხვადასხვა ასაკის, საქმიანობის, განათლებისა და შემოსავლის მქონე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ინდივიდებისგან შემდგარი პოპულაციის რეპრეზენტაციული შერჩევა ერთ დღეს გამოიკითხება. უფრო კონკრეტულად, განათლების სფეროში ერთჯერადი კვლევები მოიცავს რეპრეზენტაციული ასაკობრივი ჯგუფებიდან აღებული ბავშვების შერჩევის ფიზიკური და გონებრივი ცვლილებების ბუნების და სიხშირის არაპირდაპირ გაზომვას. ერთჯერადი კვლევის ერთი „კადრი„ მკვლევრს ან რეტროსპექციული ან პროსპექტული კვლევისთვის აძლევს მონაცემებს.

      კროს-სექციურ კვლევას პოპულაციიდან ერთდროულად აღებული პარალელური ჯგუფების (მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფების) დროში განმეორებადი კვლევისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანიც შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, დროის ერთ მომენტში 5, 7, 9 და 11 წლის მოსწავლეების არჩევას დროში განმეორებადი კვლევის ზოგიერთი მახასიათებელი ექნება და ასაკობრივ ჯგუფებში განვითარებისთვის თვალის გადევნება იქნება შესაძლებელი, თუმცა, ცხადია, ამას არ ექნება ისეთივე წონა, როგორც დროთა განმავლობაში იმავე ასაკობრივ ჯგუფზე ჩატარებული ლონგიტუდურ კვლევას აქვს. ასეთ შემთხვევასთან საქმე გვაქვს, როცა საგანმანათლებლო მიღწევის საერთაშორისო კვლევა წარმოებს, რომელიც ერთი და იმავე პოპულაციიდან აღებულ შერჩევებს საჭიროებს (Lietz and Keves, 1997: 122) და ფაქტორები, რომლებიც, შესაძლოა, გავლენას ახდენდნენ დამოკიდებული ცვლადების ცვლილებაზე, მუდმივი რჩება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ერთჯერადი კვლევები შეიძლება უშედეგო იყოს ცვლილების შესწავლისას. თუ ცვლილებები ასეთი გამოკითხვებით უნდა იქნას ნაკვლევი, მაშინ გამოკითხვის განმეორებით ჩატარება, ან ტენდენციის ანალიზი ხდება საჭირო.

ტენდენციის კვლევები

      ტენდენციის შესწავლა ფაქტორებზე ფოკუსირდებაა და არა - ადამიანებზე. ეს ფაქტორები დროში შეისწავლება. მონაცემების შეგროვების ყოველ ეტაპზე ახალ შერჩევებს იღებენ, მაგრამ ერთსა და იმავე ფაქტორებზე ფოკუსირდებიან. სხვადასხვა შერჩევის აღებით თავიდან ირიდებენ რეაქტიულობის პრობლემას (იხილეთ ქვემოთ: „პრეტესტული სენსიტიზაცია„) ანუ იმის პრობლემას, რომ ადრე ჩატარებული გამოკითხვები გავლენას ახდენენ შემდგომ გამოკითხვებში მონაწილეთა ქცევაზე. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ კვლევა სენსიტიურ თემებს ეხება, ვინაიდან კვლევის ადრეულ ეტაპებზე სენსიტიური საკითხის წამოწევამ შეიძლება შეცვალოს ინდივიდის ქცევა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება შეცვალოს მისი პასუხები მონაცემების შეგროვების შემდგომ ეტაპებზე. ყოველ ჯერზე სხვადასხვა შერჩევის გამოყენებით ეს პრობლემა დაძლეულია.

      ტენდენციის, ანუ წინასწარმეტყველების კვლევები აშკარად მნიშვნელოვანია განათლების სფეროში მომუშავე მმართველებისთვის და მათთვისაც, ვინც სასწავლო პროცესს გეგმავს. კოჰორტის კვლევების მსგავსად, ეს კვლევები შეიძლება შედარებით ხანმოკლე ან ხანგრძლივი იყოს. ტენდენციის კვლევა, არსებითად, ჩაწერილ მონაცემებს სწავლობს უკვე მომხდარი ცვლილების მაგალითების დასადგენად, რათა იწინასწარმეტყველონ, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ტენდენციის კვლევებში ხორციელდება ორი ან მეტი ერთჯერადი კვლევა ერთნაირ ასაკობრივ ჯგუფებში დროის ერთ ან მეტ მონაკვეთში, რათა შესაძლებელი იყოს დროში შედარება (მაგალითად, სწავლების უნარისა და მიღწევის ტესტები აშშ-ში (Keeves, 1997ბ: 141) და საგანმანათლებლო პროგრესის ეროვნული შეფასების შედეგები (Lietz and Keeves, 1997: 122)). მთავარი სირთულე, რომელსაც მკვლევრები ტენდენციის ანალიზისას აწყდებიან, გაუთვალისწინებელი ფაქტორების შემოჭრაა, რაც წარსულში მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებულ პროგნოზებს უსარგებლოს ხდის. ამის გამო ტენდენციის ხანმოკლე კვლევები უფრო ზუსტია, ვიდრე - ხანგრძლივი ანალიზი. ტენდენციის კვლევებში ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანები არ მონაწილეობენ, ამიტომ არსებობს მონაცემების ცვალებადობის ალბათობა, რაც მონაწილეებს უკავშირდება და არა - ტენდენციის ცვლილებას. გორარდი (2001: 87) თვლის, რომ ამ პრობლემის შემსუბუქება „დაგორებული შერჩევით„ არის შესაძლებელი, როდესაც საწყისი შერჩევის ნაწილი მონაცემების მოგროვების მეორე ტალღაში რჩება, ხოლო ამ შერჩევის ნაწილი მონაწილეობს მესამე ტალღაში და ა. შ.

      განვითარების კვლევაში გამოყენებულ ტერმინებს შორის განსხვავებები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მოცემულია 9.2 ჩანართში.

ჩანართი 9.2
განვითარების კვლევის ეტაპები

დროში განმეორებადი, კოჰორტისა და ერთჯერადი კვლევების ძლიერი და სუსტი მხარეები

      კოჰორტის ანალიზის ტიპის ლონგიტუდურ კვლევას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განათლების სფეროში კვლევა-ძიების კვლევით აღჭურვილობაში. მას მდიდარი მონაცემების მოპოვების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს, რითაც შეიძლება დროში ცვლილებისთვის თვალის მიდევნება და თან ძალიან ზუსტად (Gorard 2001: 86). მეორე მხრივ, მწვავედ უდგას ცვეთის პრობლემა (მონაწილეები დროთა განმავლობაში ტოვებენ კვლევას, ეს განსაკუთრებით პრობლემურია პანელის კვლევაში, როდესაც კვლევა ერთი და იმავე ინდივიდების დროში შესწავლას ითვალისწინებს) და შეიძლება მისი ჩატარება ძვირი იყოს ფულისა და დროის თვალსაზრისით (Ruspini 2002: 71). გორარდი (2001) აღწერს კარიერის კვლევას და ამბობს, რომ კვლევის დასაწყისში, პირველ ტალღაზე პასუხების სიხშირე 60-70 პროცენტს შეადგენდა, შემდეგ კი, მესამე ტალღისთვის ეს მაჩვენებელი 25 პროცენტამდე დაეცა, ხოლო თითოეულ ტალღაში უფრო და უფრო მეტი საშუალო ფენის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გორარდი (2001) ახალგაზრდების კოჰორტის კვლევასაც განიხილავს, რომელშიც რესპონდენტთა მხოლოდ 45-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა სამივე ტალღაში. რუსპინი (2002: 72) აღნიშნავს 1997 წელს ევროპული შინამეურნეობის კომიტეტის მიერ დიდ ბრიტანეტში ჩატარებული კვლევის 78 პროცენტიან ცვეთას სამ ტალღაში. რუსპინი (2002) იმაზეც მიუთითებს, თუ როგორ შეიძლება გართულდეს დროთა განმავლობაში გაზომვაში დაშვებული პატარა შეცდომა ლონგიტუდურ კვლევაში. მას მოჰყავს შემოსავალში დაშვებული შეცდომის მაგალითი, რომელმაც დროთა განმავლობაში სიღარიბესა და უმუშევრობაში „მცდარ გადასვლამდე„ შეიძლება მიგვიყვანოს (Ruspini 2002: 72).

      გარდა ამისა, ხანგრძლივი კვლევები „შინაგან ვალიდობის საფრთხის„ წინაშე დგანან, რაც „ერთი და იგივე ინდივიდების ტესტირებისა და ხელახალი ტესტირების„ საჭიროებიდან მომდინარეობს - აცხადებს გორარდი (2001: 86). დული (2001: 120) ამას „პრეტესტის სენსიტიზაციას„ უწოდებს. ამ ფენომენს „პანელის განპირობებას„, ან „შერჩევაში ყოფნით გამოწვეულ მიკერძოებულობასაც„ უწოდებენ (Ruspini 2002: 73). ეს ის შემთხვევაა, როცა პირველ ინტერვიუს მეორეზე შეუძლია ზემოქმედება, ანუ, პირველმა ინტერვიუმ შეიძლება დასაბამი მისცეს თვითგანხორციელებად წინასწარმეტყველებას, რომელიც მეორე ინტერვიუს მსვლელობაში აისახება. დულის (2001) მოყვანილ მაგალითში, ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხვაში მონაცემების შეგროვების პირველმა ტალღამ შეიძლება ისე დააფიქროს მონაწილეები მოწევის მავნებლობაზე, რომ მეორე ტალღის დაწყების წინ უკვე შემცირებული ან დანებებული ჰქონდეთ თავი მოწევისთვის. ტენდენციის კვლევებში ამ პრობლემას მონაცემების მოგროვების ყოველ ეტაპზე სხვადასხვა შერჩევის აღებით აგვარებენ. დული (2001) იმ სირთულეებზეც საუბრობს, რომელსაც ლონგიტუდურ გამოკითხვებში დროთა განმავლობაში მკვლევრთა შემადგენლობის ცვლილება იწვევს. მას მიაჩნია, რომ რესპონდენტის განსხვავებული პასუხები შეიძლება სხვადასხვა მკვლევრის და არა - თავად რესპონდენტის ფაქტორით იყოს გამოწვეული. ერთი და იგივე ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაშიც კი სხვადასხვა მკვლევარმა ისინი შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოიყენოს (მაგალითად, ქცევა ინტერვიუს მსვლელობისას).

      ყოველივე ზემოთ თქმულს რუსპინი (2001: 73) ამატებს, რომ დროში განმეორებადი კვლევის მონაცემებზე შეიძლება იმოქმედოს:

  • ისტორიამ: მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება შეცვალონ საკვლევის ჯგუფზედაკვირვების შედეგები;
  • მომწიფებამ: მონაწილეები განსხვავებულად და განსხვავებული ტემპითიზრდებიან და ვითარდებიან;
  • ტესტირებამ: შეიძლება ტესტისადმი მგრძნობელობა ჩამოყალიბდეს -მონაწილეები სწავლობენ განმეორებითი ტესტირებისას/ინტერვიუირებისგამო;
  • მიზეზსა და შედეგს შორის დროის შუალედმა: ზოგიერთი მიზეზი მყისიერადიძლევა შედეგს, ზოგს კი, შედეგის გამოსავლენად, დიდი დრო სჭირდება;
  • მიზეზ-შედეგობრიობის მიმართულება ყოველთვის არ არის გასაგები დაერთმნიშვნელოვანი.

      დროში განმეორებადი კვლევების ძირითადი სირთულე ისაა, რომ მონაცემები დროში შედარებადია. მაგალითად, სკოლებში დროთა განმავლობაში არ იცვლება საჯარო გამოცდა, მაგრამ იცვლება საგამოცდო ტესტების ფორმატი და შინაარსი. (აქ მეორდება დებატები იმის თაობაზე, რომ ისეთი საჯარო გამოცდები, როგორიცაა A-ლეველს დიდ ბრიტანეთში, დროსთან ერთად იოლდება.) ეს საკითხი დროთა განმავლობაში მონაცემების შეგროვებისთვის გამოყენებული ინსტრუმენტის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფის საჭიროებას ეხება. გარდა ამისა, თუ ლონგიტუდურ კვლევაში მონაცემების შედარებადობაა მისაღწევი, ეს ნიშნავს, რომ კვლევის სულ ადრეულ ეტაპზე წინასწარ უნდა განისაზღვროს და კვლევაში ჩაერთოს მომავალში საკვლევი ყველა ცვლადი. ლონგიტუდურ კვლევებს კროს-სექციურთან შედარებით მეტი მიდრეკილება აქვთ ცვეთისკენ და მათი წარმოება, დროისა და ფინანსების თვალსაზრისით, გაცილებით ძვირი ჯდება. მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც ტენდენციის კვლევებში იცვლება პოპულაცია და ამით შეუძლებელი ხდება მიკრო-დონის ( ინდივიდუალური დონის) ანალიზი, დროში განმეორებადი კვლევები იძლევიან ასეთი ინდივიდუალური დონის ანალიზის წარმოების შესაძლებლობას. ფაქტობრივად, თუ ერთჯერადი ფორმატი (განმეორებადი ერთჯერადი დიზაინის შემთხვევაშიც კი) შეიძლება გამოუსადეგარი იყოს კოჰორტის განვითარების პატერნებისა და მიზეზ-შედეგობრიობის შესასწავლად, დროში განმეორებადი ანალიზი ზუსტად ამისთვის არის მოწოდებული. ლონგიტუდურ მონაცემებს შეუძლია „ინდივიდუალური ქცევის დეტერმინანტების და დინამიკის შესახებ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების მოცემა„ (Ruspini 2002: 71), რაც, არც ისე იოლი მისაღწევია ერთჯერადი დიზაინით.

      რეტროსპექციული დროში განმეორებადი კვლევები მონაწილეების მეხსიერებას ეყრდნობა. ისინი შეიძლება ცდებოდნენ და რაც უფრო შორეული წარსულის მოგონებას სთხოვენ რესპონდენტებს, მით მეტია დამახინჯებების ან გახსენების უუნარობის საშიშროება. მეხსიერებაზე, მაგალითად, შეიძლება იმოქმედოს (Ruspini 2002: 97):

  • მოვლენის შემდეგ გასულმა დრომ;
  • მონაწილისთვის მოვლენის მნიშვნელოვნებამ;
  • კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის ოდენობამ - რაც მეტია საჭირო, მითძნელია მიღება;
  • სხვა მსგავსი მოვლენის შესახებ მოგონებებით გადაფარვამ/ინტერფერენციამ(ანუ, მსგავსი მოვლენების ერთმანეთისგან გამიჯვნის სირთულე);
  • ემოციურმა, ან სოციალურად არასასურველმა შინაარსმა;
  • ინტერვიუს მსვლელობისას მონაწილის ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ;

      გარდა ამისა, მონაწილეები წარსულის მოვლენებს უკანა რიცხვის და შემდგომი მოვლენების პრიზმაში შეხედავენ და არა იმ თვალით, თუU რა მნიშვნელობა ჰქონდა იმ დროს იმ მოვლენებს. ამასთან, მონაწილეებისთვის ყოველთვის ადვილი არ არის მკვლევრისთვის საინტერესო დროს მათი ემოციური მდგომარეობის გახსენება. შესაძლოა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს გარკვეული წარსული დროის შესახებ ინფორმაციის მოგროვება, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია შეიძლება უბრალოდ არც არსებობდეს, მაგალითად, სამედიცინო ჩანაწერები, შემოსავლის შესახებ მონაცემები, ან შეუძლებელი იყოს მათი პოვნა, ან აღდგენა.

      კოჰორტის კვლევით პოპულაციების რეპრეზენტაციულ შერჩევებზე ადამიანის ზრდა-განვითარების შესწავლას განვითარების მოდელების დადგენის და ამ შერჩევებში მოქმედი იმ ფაქტორების გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა აქვს, რომლებიც კვლევის სხვა სქემების შემთხვევაში მოუხელთებელია. კოჰორტის კვლევები მახასიათებლების ან ნიშნების ინდივიდუალური ცვალებადობის შესწავლის და ინდივიდუალური ზრდის მრუდის დადგენის საშუალებას იძლევა. ასეთი კვლევები განსაკუთრებით წაადგება მკვლევრებს, რომლებიც მიზეზ-შედეგობრივი მიმართებების დადგენას ცდილობენ და ამისათვის იმ კონკრეტული მახასიათებლების ცვლილებებს ადგენენ, რომლებსაც შედეგად სხვა მახასიათებლების ცვლილება მოჰყვება. ერთჯერადი დიზაინი გამოუსადეგარია მიზეზობრიობის კვლევაში, ვინაიდან ასეთი დიზაინის პირობებში (როცა კვლევა დროში არ მეორდება), მიზეზშედეგობრივი ანალიზი ვერ განხორციელდება. კოჰორტის ანალიზი გამოდგება სოციოლოგიურ კვლევაში, რადგან შეუძლია გვიჩვენოს, ინდივიდების თვისებების ცვლილება როგორ თანხვდება სოციალური სისტემების, როგორც მთლიანის, ცვლილებას. მაგალითად, ახლადგახსნილი სკოლის თანამშრომლების მორალური მდგომარეობის და ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ორგანიზაციულ კლიმატთან მისი კავშირის შესწავლა ამ ტიპის განვითარების კვლევას დაეფუძნება. სკოლებში კოჰორტის კვლევის კიდევ ერთი ძლიერი მხარე ისაა, რომ ლონგიტუდურ ჩანაწერებს იძლევა, რომელთა ღირებულება, ნაწილობრივ, ნებისმიერი ერთჯერადად ჩატარებული ტესტირების ან შეფასების შეცდომებისადმი მოწყვლადობიდან გამომდინარეობს (იხილეთ Dავიე 1972). და ბოლოს, დრო - მუდმივად შემზღუდავი ფაქტორი ექსპერიმენტულ სიტუაციებში და ინტერვიუს აღებისას - ზოგადად უფრო იოლად მოსაპოვებელია კოჰორტის კვლევებში, რაც მკვლევარს ტენდენციების დაკვირვების, ასევე, „რეალური„ და შემთხვევითი ცვლილებების ერთმანეთისგან გამიჯვნის დიდ შესაძლებლობას აძლევს (იხილეთ Bაილყ 1978).

      ლონგიტუდურ, კოჰორტისა და ტენდენციის კვლევებში არსებობს რისკი, რომ რესპონდენტების მახასიათებლები გავლენას მოახდენენს შედეგებზე (ღობსონ 1993: 128). მაგალითად, მათი მეხსიერება, ცოდნა, მოტივაცია და პიროვნება შეიძლება გავლენას ახდენდეს მათ პასუხებზე და შეიძლება თავი შეიკავონ ინფორმაციის გაცემისგან, განსაკუთრებით, როდესაც ის სენსიტიურ თემას ეხება.

      დროში განმეორებადი კვლევა დროთა განმავლობაში ბიოლოგიური ფაქტორების (მაგალითად, ადამიანის განვითარება), გარემოსა და ჩარევის გავლენებს (Keeves 1997ბ: 139) და მათ ურთიერთქმედებას აჩვენებს. ამასთან დაკავშირებით, დროში განმეორებადი ანალიზის მიმზიდველობას მიზეზშედეგობრივი ანალიზის შესაძლებლობა ქმნის. ლონგიტუდურ დიზაინში დროის სერიების კვლევაც იძლევა განვითარებადი მოდელების დროში დაკვირვების შესაძლებლობას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ცვლადების მოცემული დიაპაზონის შესწავლით. ეს შესაძლებელს ხდის ინდივიდის და ჯგუფის პროფილების დროში და განვითარების ჭრილში შესწავლას და მოცემული ცვლადების მიხედვით მათ შორის მსგავსებებისა და განსხვავებების დადგენას. ვინაიდან ლონგიტუდურ კვლევებში არ აინტერესებთ მოცემული დროისთვის სპეციფიკური გავლენები, ისინი მხოლოდ ბუნებრივად გამოჩენილი გავლენებით შემოიფარგლებიან (Keeves 1997ბ: 147).

      ლონგიტუდურ კვლევებს რამდენიმე ნაკლი აქვს (თუმცა, მათ წონას ანუ სერიოზულობას, ეჭვის თვალით უყურებენ კოჰორტის ანალიზის მხარდამჭერები). პირველ რიგში, მათ დიდი დრო და ფული სჭირდებათ, რადგან მკვლევრი იძულებულია, მონაცემების დაგროვებას დაელოდოს. მეორე - სირთულეს ქმნის შერჩევის სიკვდილიანობა. კოჰორტის გრძელვადიანი კვლევის მანძილზე გარდაუვალია ცდის პირების კვლევიდან გამოთიშვა, დაკარგვა ან მათგან შემდგომ თანამშრომლობაზე უარის მიღება. ასეთი ცვეთა ამცირებს იმის ალბათობას, რომ კვლევაში დარჩენილი ხალხი თავდაპირველად აღებული შერჩევის რეპრეზენტაციული იქნება. შერჩევის სიკვდილიანობის შემცირებას ზოგჯერ კვლევაში ერთჯერადი ასპექტების შეტანით ცდილობენ, ანუ, ყოველი შემდგომი განმეორებითი კვლევისთვის კოჰორტის საწყის შერჩევას იმავე პოპულაციდან აღებული, იმავე რაოდენობის ახალი წევრებით „ავსებენ„. პრობლემა აქ ისაა, რომ ორ გამოკითხვაში მიღებულ მონაცემებს შორის განსხვავებას გამოკითხულთა პიროვნებები შეიძლება ქმნიდეს და არა - რეალური ცვლილებები ან ტენდენციები.

      მესამე სირთულეს „კონტროლის ეფექტს„ უწოდებენ (ზოგჯერ გაზომვის ეფეტადაც მოიხსენიებენ). განმეორებადი ინტერვიუირება ხშირად კვლევაში მონაწილეთა მოქმედებებსა და დამოკიდებულებებზე არასასურველ და დამაბნეველ გავლენას ახდენს - ზემოქმედებს მათ ქცევაზე, ისეთ თემებზე ამახვილებინებს ყურადღებას, რაც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდათ, ან სხვა ან არასასურველ თემებთან შეხებისკენ უბიძგებს (იხილეთ ღილეყ 1963). მეოთხე - კოჰორტის კვლევები განათლების სფეროში ორგანიზაციის პრობლემებს ქმნის, რაც მოსწავლეების, თანამშრომლების, სწავლების მეთოდებისა და ა. შ. უწყვეტი ცვლის შედეგია. ასეთი ცვლილებები უკიდურესად ამცირებენ კვლევის იმგვარად წარმოების ალბათობას, როგორც ეს დასაწყისში იყო დაგეგმილი. კოჰორტის კვლევები, როგორც ვნახეთ, განსაკუთრებით ერგება ადამიანის ზრდა-განვითარების კვლევას. იბადება კითხვა: აბა, რატომ არის ამ სფეროში ამდენი ერთჯერადი კვლევა? მიზეზი ისაა, რომ, კოჰორტის კვლევასთან შედარებით, ერთჯერადი დიზაინი მთელი რიგი უპირატესობებით ხასიათდება: ის უფრო იაფი ჯდება, უფრო სწრაფად იძლევა შედეგებს, ნაკლებია კონტროლის ეფექტის ალბათობა და „ერთ ჯერზე„ უფრო ადვილია რესპომდენტების თანამშრომლობაზე დათანხმება. ზოგადად, კროს-სექციურ დიზაინში უფრო მეტი მონაწილის ჩართვა ხერხდება ხოლმე, ვიდრე - კოჰორტაში.

      კოჰორტის კვლევის სიძლიერე ერთჯერადი დიზაინის სისუსტეა. ეს უკანასკნელი ნაკლებად ეფექტური მეთოდია იმ მკვლევრებისთვის, ვინც ზრდის პროცესში ინდივიდუალური ცვალებადობის, ან ცვლადებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენით არიან დაინტერესებული. კროს-სექციურ კვლევაში გართულებულია შერჩევის საკითხი, ვინაიდან ყოველ ჯერზე ახალი ცდის პირები მონაწილეობენ და მიღებული მონაცემები შეიძლება არაშედარებადი იყოს. შერჩევის ეფექტითა და არათანაზომიერი ზრდის გაუთვალისწინებლობით გამოწვეული პრობლემები იმდენად ასუსტებენ კროსსექციურ კვლევას, რომ დამკვირვებელმა შეიძლება უგულებელყოს ის, როგორც განვითარების შესახებ მონაცემების მიღების უკიდურესად არადამაკმაყოფილებელი მეთოდი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ძალიან ზოგადი მიზნები აქვს. დუგლასი (Dოუგლას 1976), ვისაც კოჰორტის პირველი ეროვნული კვლევა ეკუთვნის, ენერგიულად იცავს მეთოდს მის წინააღმდეგ გამოთქმული გავრცელებული კრიტიკისგან, რომ მას ბევრი ფული და დრო სჭირდება. კროსსექციურ დიზაინთან კოჰორტის ანალიზის უპირატესობების მისეული დასაბუთება წარმოდგენილია 9.3 ჩანართში

ჩანართი 9.3
კოჰორტის კვლევის უპირატესობები კროს-სექციურ დიზაინთან შედარებით

      წყარო: ადაპტირებულია Douglas 1976

      კროს-სექციურ კვლევებში ყურადღება უნდა მიექცეს შერჩევას და უზრუნველყოფილი იყოს იმ ინფორმაციის სისრულე, რომელსაც ის ეყრდნობა (Lietz and კეევეს 1997: 124). გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ ზოგიერთი პოტენციური მონაწილე უარს იტყვის მონაწილეობაზე, რაც ასუსტებს შერჩევას. ზოგიერთი რესპონდენტი უპასუხოდ დატოვებს კონკრეტულ კითხვებს ან, ნებით თუ უნებლიეთ, არასწორად პასუხობს. გაზომვის შეცდომა ინსტრუმენტის ნაკლოვანების შემთხვევაშიც შეიძლება იქნას დაშვებული, მაგალითად, შეუსაბამო საზომი ერთეულის, ან სკალების აღებით. დროში განმეორებადი კვლევის (რეტროსპექციული კვლევების ჩათვლით), ერთჯერადი ანალიზისა და ტენდენციის კვლევების ძლიერი და სუსტი მხარეების შედარება წარმოდგენილია 9. 4 ჩანართში (ასევე იხილეთ Rose and Sullivan 1993: 184 – 8).

      როგორც მეთორმეტე თავში ვნახავთ, რეტროსპექციულ ლონგიტუდურ კვლევას და ეხ პოსტ ფაცტო რეტროსპექტული ეფექტის მქონე კვლევებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვთ.

ჩანართი 9.4

დროში განმეორებადი, ერთჯერადი, ტენდენციის ანალიზისა და რეტროსპექციული დროში განმეორებადი კვლევების მახასიათებლები. ძლიერი და სუსტი მხარეები

საფოსტო, სატელეფონო გამოკითხვები და გამოკითხვები ინტერვიუს გამოყენებით

      მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვისაუბრეთ მონაცემების შეგროვებისადმი მიდგომების ზოგიერთ მნიშვნელოვან მახასიათებელზე, მკითხველს ვურჩევთ გაეცნოს 10-ე, 15-ე და 16-ე თავებს, რომლებიც, შესაბამისად, ინტერნეტზე დაფუძნებულ კვლევას, კითხვარის ფორმატსა და ინტერვიუერს შეეხება.

საფოსტო გამოკითხვები

      რობსონი (1993) საფოსტო და ინტერვიუს გამოყენებით გამოკითხვების ძლიერ და სუსტ მხარეებზე მიუთითებს. საფოსტო გამოკითხვისას შესაძლებელია დიდი რაოდენობით ადამიანებისთვის ხმის მიწვდენა, მონაცემების შედარებით იაფად და საკმაოდ სწრაფად მოპოვება და კონფიდენციალობის უზრუნველყოფა (Bაილეყ 1994: 148). ამასთანავე, კითხვარის შევსება რესპონდენტისთვის მოსახერხებელ დროსა და გარემოცვაში შეიძლება, რაც საჭიროების შემთხვევაში მას ინფორმაციის გადამოწმების (მაგალითად, პირადი საბუთების) და პასუხებზე დაფიქრების შესაძლებლობას აძლევს. სტანდარტული ფორმულირებების გამოყენების გამო საკმაოდ მაღალია მიღებული პასუხების შედარებადობის ხარისხი და ვინაიდან ინტერვიუერი არ ესწრება კითხვარის შევასებას, არ არსებობს ინტერვიუერის მიკერძოებულობის რისკი. ამასთან, საფოსტო კითხვარები ფართოდ გაფანტული მოსახლეობის მიწვდომის საშუალებასაც იძლევა.

      მეორე მხრივ, საფოსტო გამოკითხვებს, როგორც წესი, პასუხების დაბალი სიხშირე ახასიათებთ და ვინაიდან მკვლევარს არავითარი ინფორმაცია არა აქვს მათ შესახებ, ვინც არ უპასუხა, მან არ იცის, რამდენად რეპრეზენტაციულია მიღებული შერჩევა. გარდა ამისა, რესპონდენტებმა შეიძლება თავი არ შეიწუხონ კითხვარის ზედმიწევნით შევსებით, ან სწორად ვერ გაიგონ კითხვები. ამის გადამოწმების არავითარი საშუალება არ არსებობს. ბეილს (Bაილყ 1994: 149) მიაჩნია, რომ ზუსტად ერთი და იგივე საკითხები ამცირებს საფოსტო გამოკითხვებით დაინტერესებას და მატებს მას მიმზიდველობას. მაგალითად:

  • კითხვების სტანდარტული ფორმულირება;
  • მხოლოდ სიტყვიერი პასუხები;
  • გარემო, რომელშიც რესპონდენტი კითხულობს და პასუხობს კითხვარს,უკონტროლოა;
  • ზოგიერთი კითხვის უპასუხოდ დატოვების რისკი;
  • სპონტანური პასუხების ჩაწერის შეუძლებლობა;
  • პასუხის გაუცემლობისა და ვერ გაცემული პასუხების ერთმანეთისგანგამიჯვნის შუძლებლობა (პირველ შემთხვევაში დაგეგმილი რესპონდენტიიღებს კითხვარს, მაგრამ არ პასუხობს, ხოლო მეორე შემთხვევაშიდაგეგმილი რესპონდენტი ვერ იღებს კითხვარს იმ მიზეზით, რომ,მაგალითად, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად);
  • კითხვარის ფორმატის სიმარტივის აუცილებლობა, რადგან არ არისინტერვიუერი, რომელიც რესპონდენტს უფრო რთულ ფორმატში გარკვევაშიდაეხმარებოდა.

გამოკითხვები ინტერვიუს გამოყენებით

      თუ საფოსტო გამოკითხვისას რესპონდენტი თავად ავსებს კითხვარს, ინტერვიუს გამოყენებით წარმოებულ გამოკითხვებს მკვლევარი ატარებს და, შესაბამისად, ნაკლები სირთულეა მოსალოდნელი. გამოკითხვის მონაცემების შეგროვების ინტერვიუს მეთოდი იმით არის სასარგებლო, რომ ინტერვიუერის დასწრება საქმეს უიოლებს რესპონდენტს და მას სრული პასუხების გაცემის მოტივაციას უქმნის რეალურად იქ მყოფი ინტერვიუერისთვის და არა - ანონიმური უცნობისათვის, რომელსაც მხოლოდ წერილებით იცნობს (ღობსონ 1993). რეალურად არსებობს მტკიცებულება, რომ პირისპირ შეხვედრა აუმჯობესებს პასუხების სიხშირეს. გარდა ამისა, ვინაიდან ინტერვიუ შეიძლება მოქნილი იყოს, დასმული კითხვები უფრო სრულად არის მოცემული და ახსნილი (Bაილყ 1994: 174). ინტერვიუ მაშინაც გამოსადეგია, როცა რესპოდენტებს წერა-კითხვის პრობლემები აქვთ. ამ დროს შესაძლებელია მონაწილეობის წასახალისებლად არავერბალური ქცევის გამოყენებაც. მეტიც, ინტერვიუს დროს გაცილებით უკეთ შეიძლება გამოკითხვის ჩატარების გარემოს გაკონტროლება, განსაკუთრებით პირადულობის, ხმაურის და გარეგანი გამღიზიანებლების თვალსაზრისით.

      პირისპირ შეხვედრისას მეტია ინტერვიუერისა და რესპოდენტის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა (Dოოლეყ 2001: 122). გარდა ამისა, ინტერვიუერებს შეუძლიათ მკაცრად დაიცვან გამოკითხვის დადგენილი თანმიმდევრობა, ან პასუხების მიმდევრობა ცალკეულ რესპონდენტებს მოარგონ - არეულად დაუსვან კითხვები და ამ გზით ყველა კითხვაზე პასუხი მიიღონ. მეტიც, გამოკითხვის ინტერვიუში სრული გარანტიაა იმისა, რომ კითხვებს თავად რესპონდენტი პასუხობს მაშინ, როცა საფოსტო გამოკითხვაში მკვლევარმა არასოდეს იცის, ვინმე სხვამ შეავსო კითხვარი, ვინმე დაეხმარა რესპონდენტს პასუხების გაცემაში, თუ მან თავად გაართვა თავი ამოცანას. ბეილი (1994) ამატებს, რომ ინტერვიუს გამოყენებით წარმოებულ გამოკითხვებში შესაძლებელია სპონტანური ქცევისა და პასუხების ფიქსირება. ამასთან, ინტერვიუს შეიძლება გაცილებით რთული სტრუქტურა ჰქონდეს, ვიდრე საფოსტო გამოკითხვებს, რადგან მკვლევარს შეუძლია რესპონდენტი მეტად გაარკვიოს პროცედურაში. მეორე მხრივ, ზუსტად იგივე თვისებები, რაც ინტერვიუს მეთოდს მიმზიდველს ხდის, შეიძლება პრობლემების წყაროც იყოს. მაგალითად, ინტერვიუს გამოყენებით წარმოებული გამოკითხვებზე შეიძლება გავლენა იქონიოს ინტერვიუერის მახასიათებლებმა (მაგალითად, სქესმა, რასამ, ეთნიკურმა წარმომავლობამ, პიროვნებამ, უნარებმა, სოციალურმა სტატუსმა, ჩაცმულობამ და გარეგნობამ). მასზე თავად ინტერვიუერის ქცევამაც შეიძლება იმოქმედოს (მაგალითად, რაპორტი ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის) და რესპონდენტმა შეიძლება უარი თქვას ზოგიერთი ინფორმაციის გამჟღავნებაზე, თუ არ გრძნობენ, რომ ინტერვიუ ანონიმურია, ან სენსიტიურ ინფორმაციას სთხოვენ. მოქნილობა, რომელსაც ინტერვიუ იძლევა, გამოკითხვის სტანდარტიზების ნაკლებობის პოტენციურ საფრთხეს ქმნის, რამაც, შეიძლება, თანმიმდევრულობა და, შესაბამისად, სანდოობა პრობლემური გახადოს. გარდა ამისა, გამოკითხვისას ინტერვიუ მკვლევრისა და რესპონდენტისგან გარკვეულ დროს მოითხოვს და ვინაიდან ინტერვიუები ფიქსირებულ დროს ტარდება, რესპომდენტმა შეიძლება ვერ მოახერხოს იმ ჩანაწერების გადათვალიერება, რომელიც პასუხების გაცემაში დაეხმარებოდა. ასევე, რესპონდენტთან შესახვედრად მკვლევარს შეიძლება დიდ მანძილებზე უწევდეს გადაადგილება, რაც ძვირია როგორც დროის თვალსაზრისით, ისე თანხობრივად (Bაილყ 1994: 175). თუ ინტერვიუები მონაწილის სახლში უნდა ჩატარდეს, მაშინ მათ შეიძლება არ სურდეთ უცხო ადამიანის სახლში მიღება. და კიდევ: ზოგიერთი მკვლევრისთვის ის უბანი შეიძლება სახიფათო იყოს, სადაც კვლევის ჩატარებაა განზრახული (მაგალითად, ხელში ფურცლებიანი თეთრკანიანი მკვლევრი არათეთრკანიანთა უღარიბეს დასახლებაში, ან ფერადკანიანი მკვლევარი კონსერვატიულ თეთრკანიანთა უბანში).

სატელეფონო გამოკითხვები

      ამტკიცებენ (Dოოლეყ 2001: 122), რომ სატელეფონო გამოკითხვების უპირატესობა დროისა და მოგზაურობის ხარჯების შემცირებაა. როცა რესპონდენტი სახლში არ არის, მხოლოდ რამდენიმე მონეტა და ხელმეორედ დარეკვისთვის საჭირო დრო თუ დაიხარჯება. შორ მანძილებზე განმეორებით მისვლა კი, შეიძლება დროისა და მგზავრობის მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, თუ სავარაუდო მონაწილეს არ შეუძლია, ან არ სურს პასუხის გაცემა, შედარებით იოლია საჭირო მოცულობის შერჩევის შენარჩუნება სხვასთან - თუ ამ რესპონდენტის შემცვლელთან დარეკავ. და ისევ, როდესაც რესპონდენტებს არ შეუძლიათ, ან არ სურთ ყველა დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაშინ შესაძლებელია მათ მიერ მოცემული ნაწილობრივი პასუხების გაუქმება და შერჩევის სიიდან შემდეგ ჩამნაცვლებელთან დარეკვა. ადვილია იმის მიხვედრა, თუ რატომ უნდა იქონიოთ სატელეფონო ინტერვიუს პოტენციურ რესპონდენტთა შეძლებისდაგვარად გრძელი სია, შერჩევის საჭირო მოცულობის მისაღებად. მეორე მხრივ, ყველას არ აქვს ტელეფონი (მაგალითად, ღარიბს, პატარას, ნაკლებად განათლებულს) და ამან შეიძლება გადახრილ შერჩევამდე მიგვიყვანოს. ასევე, არც ყველა ადამიანია ინტერვიუირებისთვის ხელმისაწვდომი, თუ ისინი მუშაობენ. ასევე, ბევრი ადამიანის ტელეფონის ნომერი არ არის მოცემული ცნობარში, ანუ, მათი ნომრები არ არის საჯაროდ ცნობილი. დული (2001: 123) აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი - ახალგაზრდა, დაუოჯახებელი და მაღალი სამსახურეობრივი პოზიციის მქონე - ავტომოპასუხეებს იყენებს და შეუძლია მოისმინოს და წაშალოს მკვლევრის შემომავალი ზარი. ამანაც შეიძლება მიგვიყვანოს გადახრილ შერჩევამდე. მაშინაც კი, როცა ტელეფონს პასუხობენ, მოპასუხე პიროვნება შეიძლება არ იყოს ის, ვინც უნდა მიიღოს ზარი. მან შეიძლება არ იცოდეს კითხვებზე პასუხი, ან ხელი არ მიუწვდებოდეს მოთხოვნილი ტიპის ინფორმაციაზე. მაგალითად, შინამეურნეობის ბიუჯეტის კვლევაში რესპონდენტი შეიძლება უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდეს ოჯახის შემოსავალს, ან ბიუჯეტის გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ტელეფონს შეიძლება ბავშვმა ან ხანშესულმა ადამიანმა უპასუხოს, რომელიც ოჯახის უფროსი არ არის. ინტერვიუერებს სჭირდებათ წინასწარი სკრინინგის კითხვების მომზადება, ან განმეორებით დარეკვის დროზე (როცა დასმულ კითხვებზე უფრო შესატყვისი ადამიანი შეძლებს პასუხების გაცემას) შეთანხმება. სატელეფონო გამოკითხვებს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. მაგალითად, ძალიან ხშირად რესპონდენტის სქესი გასაგებია მისი ხმის მიხედვით, ამიტომ გარკვეული კითხვები შეიძლება უადგილო იყოს და აღარ დაისვას. მეორე მხრივ, სატელეფონო გამოკითხვისას არამიზანშეწონილია კითხვები მრავალი არჩევითი პასუხითტიპის კითხვების გამოყენება, რადგან რესპონდენტებს შეიძლება უბრალოდ დაავიწყდეთ დასახელებული კატეგორიები და დახმარებისთვის ვერ მიმართავენ წერილობით ბარათებს.

      ანალოგიურად, შეიძლება ძალიან დიდი იყოს თანმიმდევრობის ეფექტი: ინტერვიუს დასაწყისში მოსმენილი დებულებები მოგვიანებით წაკითხულებზე ახდენენ გავლენას; ასევე, პასუხების ჩამონათვალის დასაწყისში მოცემულ პასუხებზე რესპონდენტი შეიძლება მეტად დაფიქრდეს, ვიდრე - მოგვიანებით მოცემულებზე. ეს ის საკითხია, რომელიც ზოგადად კითხვარებს ეხება და სატელეფონო გამოკითხვებით არ შემოიფარგლება. დული (2001: 136) ზოგად კითხვაზე თანხმობის 17 პროცენტიან განსხვავებაზე მიუთითებს, როდესაც ის კონკრეტულ დებულებამდე და არა - მის შემდეგ იყო მოცემული. მას კონკრეტულად მოაქვს კვლევის მაგალითები იმის საჩვენებლად, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები, მის ირგვლივ მყოფი კითხვების ზეგავლენითაა განპირობებული. ის გვირჩევს, რომ ჯერ ზოგადი კითხვები დავსვათ და შემდეგ - კონკრეტული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგად კითხვებზე წინმსწრები კონკრეტული კითხვების პასუხები ზემოქმედებენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს შეეხება არა მარტო სატელეფონო გამოკითხვებს, არამედ ზოგადად კითხვარებსაც. გარდა ამისა, თუ კითხვების დასმა ძალზე სენსიტიური ხდება, რესპონდენტებმა შეიძლება შუა ინტერვიუს დროს უბრალოდ დაკიდონ ყურმილი, მოიტყუონ, ან არ გაამჟღავნონ ინფორმაცია. დული (Dოოლეყ 2001: 123) აღნიშნავს, რომ პირისპირ ინტერვიუსთან შედარებით, სატელეფონო რესპონდენტების შემთხვევაში ნაკლული მონაცემი უფრო მეტია, პასუხების გაცემას მეტად არიდებენ თავს, უფრო დამთმობნი არიან და სკალის განაპირა კითხვებს პასუხობენ (უპირატესობას ანიჭებენ რეიტინგის სკალების ბოლო პუნქტებს).

      ვინაიდან სატელეფონო ინტერვიუ მოკლებულია ვიზუალურ სენსორულ სტიმულაციას, პირისპირ ინტერვიუირებას ან წერილობით ინსტრუქციებსა და წარდგენას, სატელეფონო გამოკითხვის ხანგრძლივი ზარის დაგეგმვა არამიზანშეწონილია. 10-15 წუთი ხშირად ის მაქსიმალური დროა, რომლის ატანაც რესპონდენტთა უმრავლსობას შეუძლია და მრავალი მათგანისთვის 15 წუთიც შეიძლება ძალიან ბევრი აღმოჩნდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საგულდაგულო პილოტირებაა საჭირო, რომ ინტერვიუს გეგმაში მხოლოდ და მხოლოდ კვლევისთვის აუცილებელი დებულებები შევიდეს. გასათვალისწინებელია სანდოობისა და ვალიდობის რისკიც, რადგან დებულებების რაოდენობა შეიძლება იმაზე მცირე იყოს, ვიდრე მონაცემების მოგროვების სხვა ფორმების შეთხვევაში.

პასუხების მაჩვენებლის [3] გაუმჯობესება გამოკითხვაში

      გამოკითხვის ძირითადი სირთულე პასუხების საკმარისად მაღალი სიხშირის უზრუნველყოფაა, რაც აუცილებელია დამაჯერებელი და სანდო მონაცემების მისაღებად. ზოგიერთ საფოსტო გამოკითხვაში პასუხების სიხშირე შეიძლება 20- 23 პროცენტს არ სცდებოდეს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მონაცემების სანდოობას. ერთმანეთისგან განსხვავდება განზრახული და მიღწეული შერჩევა (Fogelman 2002: 105). ფანჩს (Punch 2003: 43) მიაჩნია, რომ მკვლევარმა კვლევის დასრულების შემდეგ კი არ უნდა დაიწყოს შერჩევის მორგება, არამედ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, პასუხების დაბალი სიხშირის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, გაზარდოს შერჩევის მოცულობა). იგი იმასაც ამბობს, რომ შერჩევის ხელმისაწვდომობა გამოკითხვის დაწყებამდე უნდა შეფასდეს, ალბათ, სავარაუდო რესპონდენტების წინასწარ გაფრთხილებით (თუ ეს სასურველად ჩაითვლება). ავტორი ამტკიცებს, რომ პასუხების დაბალი სიხშირე კითხვარის უკან დაბრუნების დეტალებისადმი უყურადღებობითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს საკითხი თავად კითხვარში უნდა იყოს ნათლად მოცემული. საფოსტო გამოკითხვების შემთხვევაში რესპონდენტს კითხვართან ერთად მარკიანი და უკან დასაბრუნებელი მისამართით აღნიშნული კონვერტიც უნდა გაეგზავნოს.

      გარდა ამისა, პასუხების სიხშირეზე გამოკითხვის დიზაინი, გეგმა და წარდგენაც შეიძლება ახდენდეს გავლენას. მნიშვნელოვანია, კითხვარს თან ერთვოდეს შესავალი წერილი, რომელშიც გასაგებად იქნება ახსნილი კვლევის შინაარსი და მოცემული იქნება ინფორმაცია მკვლევარზე. მნიშვნელოვანია გამოკითხვის ვადებიც. მაგალითად, გამოცდების პერიოდში ან განსაკუთრებული შემთხვევების დროს, როგორიცაა შობა, ან სასკოლო შემოწმებები, მკვლევრებს ან გამოკითხვას სკოლებში დიდი ენთუზიაზმით არ ეგებებიან (Dogerman 2002: 106). დაბოლოს, მნიშვნელოვანია გამოკითხვის შემდგომი კონტაქტის დაგეგმვა, რათა დარწმუნდენენ, რომ დაურეკეს იმ რესპონდენტებს, რომლებმაც არ დააბრუნეს კითხვარი და შეახსენეს კითხვარის შევსების საჭიროების შესახებ.

      საფოსტო გამოკითხვებში პასუხების სიხშირის გაზრდის რამდენიმე საშუალება არსებობს, მათ შორისაა:

  • შემდგომი კონტაქტის დაგეგმვა და ზრდილობიანი შეხსენება (მაგალითად, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო ზარით);
  • გამოკითხვის შესახებ წინასწარი შეტყობინების გაგზავნა (მაგალითად, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო ზარით);
  • უკან დასაბრუნებელი მისამართიანი და მარკიანი კონვერტით უზრუნველყოფა;
  • მკვლევრისა და კვლევის ინსტიტუტთან უშუალო კავშირის აღნიშვნა, კვლევის მაღალი სტატუსის მქონე სპონსორების ან მხარდამჭერების დასახელება;
  • ფინანსური დაინტერესების შეთავაზება (თუმცა ფინანსური მოტივატორის დიდი ოდენობა არ მოიტანს პასუხების თანაზომიერ სიხშირეს);
  • კითხვარის დაბრუნებისთვის დაჯილდოვება;
  • გამოკითხვისთვის განკუთვნილი კითხვარის სიმარტივის უზრუნველყოფა;
  • პასუხების გაცემის და კითხვარის დაბრუნების პროცედურის შესახებ დეტალური და გასაგები ინსტრუქციის მიცემა;
  • მონაწილეების, მათთვის შეუმჩნევლად, მოთაფვლა და შექება;
  • კვლევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება კითხვარის თანმხლები წერილის გაგზავნით და/ან წინასწარი გაფრთხილებით;
  • გამოკითხვის კითხვარი არ უნდა ჰგავდეს „მაკულატურას„, უსარგებლო საფოსტო გზავნილს;
  • კითხვარის პირადად მიტანა და არა - ფოსტით გაგზავნა.

      კუპერი და შინდლერი (2001: 314 – 15) აღნიშნავენ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს მცირე განსხვავება შეაქვთ დაბრუნებული პასუხების სიხშირეში:

  • ინდივიდუალურად, მიმართვით დაწერილი თანმხლები შესავალი წერილი;
  • კითხვარის სიგრძის გათვალისწინება: ყოველთვის ისე არ ხდება, რომ მოკლე კითხვარები გრძელ კითხვარებზე მეტ უკან დაბრუნებულ პასუხებს უზრუნველყოფენ. მაგრამ, მკვლევარმა უნდა გაითვალისწინოს გრძელი კითხვარის ეფექტი - რესპონდენტებს შეიძლება დადებითი ან უარყოფითი განცდა ჰქონდეთ მის მიმართ, ან დროებით გვერდზე გადადონ და მერე საერთოდ დაავიწყდეთ კითხვარის უკან დაბრუნება;
  • კითხვარის ზომის, ბეჭდვის დიზაინისა და ფერებისთვის ყურადღების მიქცევა;
  • კითხვარების დაბრუნების ვადების მითითება (აღმოჩნდა, რომ ეს მიღებული პასუხების სიხშირეს კი არა, დაბრუნებული კითხვარების სიხშირეს ზრდის)

      მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რატომ შეიძლება რესპონდენტებმა უპასუხოდ დატოვონ გამოკითხვაში მონაწილეობის თხოვნა. მიზეზების ჩამონათვალში შეიძლება შედიოდეს შემდეგი:

  • იმ დროს, როცა გამოკითხვაში მონაწილეობას სთხოვენ, სხვა საქმით არის დატვირთული;
  • არცოდნის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნის შიში, როდესაც რესპონდენტები გრძნობენ, რომ ვერ უპასუხებენ შეკითხვას;
  • თემის არცოდნა/არავითარი გამოცდილება თემასთან დაკავშირებით;
  • არ მოსწონთ ინტერვიუს შინაარსი ან თემა;
  • გამოკითხვის შესაძლო შედეგების შიში (მისთვის ან სხვებისთვის);
  • კარგად არ ესმით ინსტრუქცია;
  • არ მოსწონთ ან ეშინიათ რესპონდენტობა;
  • თემის სენსიტიურობა, ან პოტენციურად შეურაცხმყოფელი ან საფრთხის შეცველი თემა;
  • ნდობის დაკარგვა;
  • უკან დასაბრუნებელი კონვერტის, ან მისამართის დაკარგვა;
  • უშუალო ადრესატი არ ხსნის საფოსტო გზავნილს, ხოლო ვინც ხსნის, ის ვერ ახერხებს ადრესატისთვის გზავნილის გადაცემას.

      მეორე მხრივ, პოტენციური რესპონდენტები შეიძლება დავარწმუნოთ, მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვაში. ეს დამოკიდებულია, მაგალითად, შემდეგზე:

  • კვლევის ჩამტარებელი ინსტიტუტის, ან მკვლევრის სტატუსი და პრესტიჟი;
  • აღქმული სარგებელი, რომელსაც კვლევისგან ელიან;
  • საკვლევი თემის აღქმული მნიშვნელოვნება;
  • პირადი დაინტერესება კვლევით;
  • რესპონდენტობისადმი ინტერესი, ანუ, ინტერვიუს გამოცდილების მიღება;
  • მკვლევრისადმი პირადი სიმპათია;
  • საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ვალის განცდა;
  • მარტოობა ან მოწყენილობა (სხვა არაფერი აქვთ საკეთებელი);
  • საკუთარი თავის მნიშვნელოვნების განცდა.

      გირჩევთ, გაეცნოთ მეთხუთმეტე თავს კითხვარების შესახებ.

მოვლენის ისტორიის ანალიზი

      დროში განმეორებადი კვლევების ბოლოდროინდელი გენეზისი „მოვლენის ისტორიის ანალიზს„ მოიცავს (მაგალითისთვის იხილეთ ვონ Eყე 1990; Rose and Sullivan 1993: 189 – 90; Plewis 1997; Ruspini 2002). მოვლენის ისტორიის ანალიზი „გვთავაზობს იმ მოვლენების ჩაწერას, რომლებიც ცდის პირთა ჯგუფის ცხოვრების ციკლში ერევიან„ (Ruspini 2002: 5). ასეთ „ცხოვრების ციკლს„ ცალკეული ტრაექტორიები და გადასვლები განაპირობებენ: არჩეული გზები და გზების ცვლილებები. მოვლენა სასვენი ნიშანი, ანუ ცვლილების წერტილია. მოვლენის ისტორიის ანალიზი და დროში განმეორებადი ანალიზი ერთმანეთს რეტროსპექციული ბუნებით ჰგვანან - ორივეს მონაწილეები წარსულში გადაჰყავს და ცვლილების მომენტებსა და იმ დროს მიმდინარე მოვლენებს ახსენებინებს. მოვლენის ისტორიის ანალიზი იმით განსხვავდება დროში განმეორებადი და ერთჯერადი კვლევისგან, რომ მონაცემების შეგროვების კონკრეტული დროის მომენტები ფიქსირებული არ არის. ანალიზისთვის გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს არა მონაცემების აკრეფვის, არამედ - თავად მოვლენის ვადებს. დროში განმეორებადი ანალიზი დროის წყვეტილ და მოცემულ მომენტებს მოიცავს (მაგალითად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ), მოვლენის ისტორიის ანალიზი კი მაშინ ხდება, როცა მოვლენა მოხდება. ფიქსირებულ გრაფიკში ყოველთვის არ არის ადვილი იმის გარკვევა, თუ რა მოხდება დროის ამ შუალედში. მოვლენის ისტორიის ანალიზისას გამოიყენება ისეთი სტატისტიკური ტექნიკა, როგორიცაა: რისკის ტესტი (მონაწილეთა ჯგუფი, ვისაც ჯერ არ განუცდია კონკრეტული მოვლენა ან სიტუაცია); სიცოცხლისუნარიანობის ფუნქცია, ან მრუდი (დროთა განმავლობაში რისკის კლება); საფრთხე ან საფრთხის მაჩვენებელი (კონკრეტული მოვლენების მოხდენის ალბათობა, ან კონკრეტული მოვლენის კონკრეტულ დროს მოხდენის რისკი). „სიცოცხლისუნარიანობის„ ცნების წარმოქმნა მოვლენის ისტორიის ანალიზს უკავშირდება, რომელშიც ზომავდნენ სიცოცხლისუნარიანობის დროს - ცხოველისთვის წამლის მიცემასა და მის სიკვდილს შორის გასულ დროს. ამ მეთოდში გამოყენებული სხვა ტერმინებია: „გადასვლის ნიხრი„, „რისკის ფუნქცია„, „სიკვდილიანობის მაჩვენებელი„ და „გადასვლის ინტენსივობა„. მოვლენის ისტორიის ანალიზის მიხედვით, შესაძლებელია გარკვეული დროის შუალედში ინდივიდებზე დამოკიდებული ცვლადის (მაგალითად, ქორწინების, სამსახურის ცვლილებების, კადრების შემცირების, უმაღლესი განათლება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სიკვდილი) წინასწარმეტყველება. ამის საფუძველს სიცოცხლის ცხრილების ანალიზი იძლევა, რომელსაც დემოგრაფები მოცემულ დროში მოცემული პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობისა და სიკვდილიანობის გამოსათვლელად იყენებენ. მაგალითად, თუ ხ იმ პოპულაციის რაოდენობაა, რომელიც ცოცხალია ტ დროისთვის, მაშინ შესაძლებელია ამ პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებლის წინასწარმეტყველება ტ+1 დროის მომენტისათვის. გარკვეული აზრით, ეს წინასწარმეტყველების კვლევას ჰგავს. სიცოცხლის ცხრილების კვლევები მარტივია იმ თვალსაზრისით, რომ მათ კონკრეტული, განუმეორებელი მოვლენები (მაგალითად, სიკვდილი) აინტერესებთ. ამ შემთხვევაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა არ ემყარება სიკვდილის სხვადასხვა მიზეზის დადგენას (Rose and Sullivan 1993: 189). თუმცა, მოვლენის ისტორიის ანალიზში პარამეტრები გაცილებით კომპლექსურია, რადგან განტოლებაში მრავალი ფაქტორი შედის და ამიტომ, გარკვეული სახის მრავალცვლადიანი ანალიზი ხდება საჭირო. მოვლენის ისტორიის ანალიზის ამოცანა „რისკის მაჩვენებლის„ - დროის მოცემულ შუალედში დამოკიდებული ცვლადის ინდივიდთან გამოვლენის ალბათობის - გამოთვლაა. მიდგომა მათემატიკურია და რამდენიმე ფაქტორიდან (დამოუკიდებელი ცვლადების) თითოეულის ფარდობითი ზომის გამოსათვლელად ლოგარითმულ-წრფივ ანალიზს იყენებს. მაგალითად, კროს-ტაბულაციაში კოეფიციენტების გამოთვლა, რასაც ზეგავლენა ექნება „რისკის მაჩვენებელზე“ - კონკრეტული დროის შუალედში ხდომილობის განხორციელების ალბათობაზე (Rose and Sullivan 1993: 190).[4]

      მოვლენის ისტორიის ანალიზი არც ცვეთის პრობლემას ტოვებს უყურადღებოდ, რადგან მონაწილეები დროთა განმავლობაში ტოვებენ კვლევას. პლევისს (Plewis 1997: 117) მიაჩნია, რომ დროთა განმავლობაში ბევრი დროში განმეორებადი კვლევა განიცდის შერჩევის დანაკარგს და ამ საკითხის მოგვარებას ცენზურით ცდილობს - კვლევაში აუცილებელია მონაცემების მორგება-კორექტირება, რათა ნაკლული მონაცემების მატება იქნას გათვალისწინებული. ცენზურა მარჯვნიდან მაშინ გვაქვს, როდესაც ვიცით, როდის იწყება კონკრეტული მოვლენა, მაგრამ არ ვიცით, როდის მთავრდება ის; ხოლო მარცხნიდან ცენზურა საჭიროა მაშინ, როდესაც ვიცით კონკრეტული მოვლენის ან სიტუაციის არსებობა, მაგრამ არ ვიცით, როდის დაიწყო ის. პლევისის (1997: 118) მოსაზრებით, ცენზურას დაქვემდებარებული მოვლენები და ეპიზოდები (როდესაც ცვეთა მოხდა) უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე - ცენზურაზე დაუქვემდებარებელი. შესაბამისად, საფრთხის მაჩვენებელი, რომელიც ცენზურაზე დაუქვემდებარებელ დაკვირვებებს ეფუძნება, ჩვეულებრივ, ძალიან მაღალი იქნება. მოვლენის ისტორია კვლევის ღირებული და მზარდი გამოყებებისათვის ვარგისი ტექნიკაა.


[1] გამოკითხვის რამდენიმე მაგალითი არსებოობს, მათ შორის: Millan, R., Gallagher, M. and Ellis, R. (1993) Surveying adolescent worries: development of the “Things I Worry About” scale. Pastoral Care in Education, 11 (1), 43 – 57; Boulton, M. J. (1997) Tearchers’ view on bullying: definitions, attitudes and abilities to cope. British Journal of Educational Psychology, 67, 223 – 33; Cline, T. and Ertubney, C. (1997) The impact of gender on primary teachers’ evaluations of children’s difficulties in school. British Journal of Educational Psychology, 67, 447 – 56; Dosanjh, J. S. and Ghuman, P. A. S. (1997) Asian parents and English education – 20 years on: a study of two generations. Educational Studies, 23 (3), 45 – 72; Foskett, N. H. and Hesketh, A. J. (1997) Constructing choice in continuous and parallel markers: institutional and school leavers’ responses to the new post-16 marketplace. Oxford Review of Education, 23 (3), 299 – 319; Gallagher, T., McEwen, A. and Knop, D. (1997) Science education policy: a survey of the participation of sixth-form pupils in science and the subjects over a 10-year period, 1985 – 95. Research Papers in Education, 12 (2), 121 – 42; Jules, V. and Kutnick, P. (1997) Student perceptions of a good teacher: the gender perspective. British Journal of Educational Psychology, 67, 497 – 511; Borg, M. G. (1998) Secondary school teachers’ perceptions of pupils’ undesirable behaviours. British Journal of Educational Psychology, 68, 67 – 79; Papasolomoutos, C. and Christie, T. (1998) Using national surveys: a review of secondary analyses with special reference to schools. Educational Research, 40 (3), 295 – 310; Tatar, M. (1998) Teachers as significant others: gender differences in secondary pupils’ perceptions. British Journal of Educational Psychology, 68, 255 – 68; Terry, A. A. (1998) Teachers as targets of bullying by their pupils: a study to investigate incidence. British Journal of Educational Psychology, 68, 255 – 68; Hall, K. and Nuttall, W. (1999) The relative importance of class size to infant teachers in England. British Educational Research Journal, 25 (2), 245 – 58; Rigby, K. (1999) Peer victimisatoin at schools and the health of secondaty school students. British Journal of Educational Psychology, 69, 95 – 104; Strand, S. (1999) Ethnic group, sex and economic disadvantage: associations with pupils’ educational progress from Baseline to the end of Key Stage 1. British Educational Research Journal, 25 (2), 179 – 202.

სხვადასხვა სახის გამოკითხვის მაგალითები ასეთია: ფრანსის (Francis 1992) „ჭეშმარიტი კოჰორტის“ კვლევა, რომელშიც კითხვის უნერის განვითარების პატერნებს სწავლობდნენ - 54 პატარა ბავშვს 2 წლის განმავლობაში ექვსთვიანი ინტერვალებით აკვირდებოდნენ; ბლეტჩფორდის (Blatchford 1992) კოჰორტის, კროს-სექციური კვლევა, რომელშიც 133-175 11 წლის ასაკის ბავშვს (ორი შერჩევა) და სამუშაოსადმი მათ დამოკიდებულებას სწავლობდნენ; ფართომასშტაბიანი კროს-სექციური კვლევა, რომელიც მუნსა და მის კოლეგებს (Munn et al. 1990) ეკუთვნის და მიზნად ისახავდა ეფექტური დისციპლინის დამცველების მოსწავლეებისეული აღქმების შესწავლას 543 ბავშვისგან შემდგარ შერჩევაში; მთავრობის დეპარტამენტის (Department of Education and Science 1977) მიერ სკოლის შენობებისადმი წაყენენებული მოთხოვნების ტენდენციის/წინასწარმეტყველების კვლევა, რომელშიც დადგინდა მშენებლობისა და გაუმჯობესების მოთხოვნები, რაც 1976 – 86 წლებში შობადობაზე დაყრდნობით მოსწავლეების შეფასებული პოპულაციის საფუძველზე მოხერხდა; ბელსონის (Belson 1975) გამოკითხვა, რომელშიც 1,425 მოზარდი ქურდი ბიჭის ქცევა იქნა შესწავლილი; ჰანანისა და ნიუბაის (Hannan and Newby 1992) კვლევა, რომელშიც 787 პრაქტიკანტი მასწავლებელი მონაწილეობდა (პასუხების 46%-იანი სიხშირით) და აინტერესებდათ მათი მოსაზრებები მთავრობის შეთავაზებაზე სწავლების პერიოდში სკოლაში გასატარებელი დროის გაზრდის თაობაზე.

[2] დროში განმეორებადი და ერთჯერადი კვლევების მაგალითებია: Davies, J. and Brember, I. (1997) Monitoring reading standards in year 6: a 7-year cross-sectional study, British Educational Research Journal, 23 (5), 615 – 22; Preisler, G. M. and Ahström, M. (1997) Sign language for hard of hearing children – a hindrance or a benefit for their development? European Journal of Psychology of Education, 23 (4), 465 – 77; Busato, V. V., Prins, F. J., Elshant, J. J. and Hamaker, C. (1998) Learning styles: a cross-sectional and longitudinal study in higher education., 427 – 41; Davenport, E. C. Jr, Davison, M. L., Huang, H., Ding, S., Kin, S-K. and Kwak, N. (1998) High school mathematics course-taking by gender and ethnicity. American Educational Research Journal, 35 (3), 497 – 514; Davies, J. and Brember, I. (1998) Standards in reading at key stage 1 – a cross-sectional study. Educational Research, 40 (2), 153 – 60; Marsh, H. W. and Yeung, A. S. (1998) Longitudinal structural equation models of academic self-concept and achievement: gender differences in the development of math and English constructs. American Educational Research Journal, 35 (4), 705 – 38; Noack, P. (1998) School achievement and adolescents’ interactions with the fathers, mothers, and friends. European Journal of Psychology of Education, 13 (4), 503 – 13; Galton, M., Hargreaves, L., Comber, C., Wall, D. and Pell, T. (1999) Changes in patterns in teacher interaction in primary classrooms. 1976 – 1996. British Educational Research Journal, 25 (1), 23 – 37

[3] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: გამოკითხვის ჩატარებისას კითხვარს ხშირად არ ავსებს იმდენი რესპონდენტი, რამდენიც მკვლევარს აქვს დაგეგმილი. პასუხის მაჩვენებელი უნდა იყოს 100%, მაგრამ ხშირად ის ბევრად ნაკლებია.

[4] მოვლენის ისტორიის ანალიზის შესახებ დაწვირებითი ინფორმაციისთვის და უარების ინტენსიობისთვის იხილეთ: Allison (1984); Plewis (1995); Hakim (1987); Von eye (1990); Rose and Sullivan (1993).

ტეგები: Qwelly, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 1372

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters