ამ ნაწილში კვლევა რამდენიმე კონტექსტში განიხილება. ის იწყება კვლევის პოზიტიური და მეცნიერული კონტექსტების მიმოხილვით და შემდეგ განათლების სფეროში კვლევის ამ ტრადიციების ძლიერ და სუსტ მხარეებს გვაჩვენებს. ალტერნატიული პარადიგმის სახით მიმოიხილება მიდგომები, რომლებსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ინტერპრეტაციული, ნატურალისტური, ფენომენოლოგიური, ინტერაქციონისტური და ეთნოგრაფიული, და, ასევე, წარმოდგენილია მათი ძლიერი და სუსტი მხარეები განათლების კვლევისთვის. კრიტიკული თეორიის ჩამოყალიბება იმ პარადიგმის სახით, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება კვლევა განათლების, შთამბეჭდავი იყო, ამიტომ კვლევაში მისი გამოყენება აქ რამდენიმე სხვადასხვა კუთხით არის განხილული და თანხმობაში მოდის კურიკულუმის და ფემინისტურ კვლევებთან (ეს ნაწილიც განახლებულია და უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი). კრიტიკული თეორია მართლაც აკავშირებს კვლევის პროცესს პოლიტიკასა და ტაქტიკის შემუშავებასთან, რაც კვლევისა და შეფასების განხილვისას აისახება მტკიცებაში, თუ რამდენად შეფასებითი გახდა განათლების კვლევა. უფრო გვიანდელი მიმართულებაა კომპლექსურობის თეორიის წარმოქმნა, რომელიც სათავეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იღებს, მაგრამ განუხრელად ინაცვლებს სოციალური მეცნიერების კვლევებისკენ. ამ ნაწილში წარმოდგენილია კომპლექსურობის თეორიის სფერო და დეტალური ინფორმაცია მკითხველს თანმხლებ ვებგვერდზე მიეთითება. ის, რომ განათლების კვლევა პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება, ამ ნაწილის შემდგომ თავებში ჩანს. ეს ნაწილი მკითხველს აცნობს კვლევის სხვადასხვა ტრადიციას და ურჩევს, რომ "მიზნისთვის შესატყვისობა" წამყვანი პრინციპი იყოს: სხვადასხვა კვლევითი პარადიგმა სხვადასხვა კვლევით მიზანს ემსახურებოდეს.

კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი I

1. კვლევის ბუნება - სფეროს განსაზღვრა

შესავალი

      ამ თავში განათლების კვლევის კონტექსტია განხილული. მასში რამდენიმე ძირითადი პრინციპია მოცემული, რომელზეც სხვადასხვა ტიპის ემპირიული კვლევა აიგება:

  • მეცნიერული და პოზიტივისტური მეთოდოლოგიები;
  • ნატურალისტური და ინტერპრეტაციული მეთოდოლოგიები;
  • კრიტიკულ თეორიაში მოცემული მეთოდოლოგიები;
  • ფემინისტური განათლების კვლევა.

      ჩვენი ანალიზი იყენებს მნიშვნელოვან მოსაზრებას, რომელიც ჰიჩკოკსა და ჰიუს (Hitchcock and Hughes, 1995:21) ეკუთვნით. მათ მიაჩნიათ, რომ ონტოლოგიური დაშვებები ეპისტემოლოგიურ დაშვებებს უდებს სათავეს. ეს დაშვებები, თავის მხრივ, დასაბამს აძლევს მეთოდოლოგიურ მსჯელობებს, რაც, თავის მხრივ, ინსტრუმენტული აღჭურვისა და მონაცემთა შეგროვების საკითხებს წარმოქმნის. ეს მოსაზრება გვიბიძგებს, რომ კვლევის მეთოდები განვიხილოთ არა როგორც, უბრალოდ, ტექნიკური საქმიანობა, რომელიც სამყაროს შეცნობისკენ არის მიმართული, არამედ, როგორც მაცნე იმისა, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ სამყაროს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ხედვით ეს გაგება და რა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ამ თავში, ასევე, აღიარებულია, რომ განათლების კვლევა, პოლიტიკა და გადაწყვეტილებების მიღება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და ყურადღება ეთმობა ამ სფეროში კვლევის პოლიტიკას და იმ შედეგებს, რომლებიც მას თან ახლავს კვლევის წარმოებისას (მაგალითად, "სუფთა" კვლევიდან გამოყენებითი და შეფასებითი კვლევისკენ გადანაცვლება). დაბოლოს, დავამატებთ შენიშვნას მეთოდოლოგიის შესახებ.

ჭეშმარიტების ძიება

      ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში აფიქრებდათ, რომ უწევდათ თავიანთ გარემოსთან შეჯახება და იმ ფენომენების ბუნების წვდომა, რომელსაც ის მათ გონებასა და ცნობიერებას წარუდგენდა. საშუალებები, რომლითაც ისინი ცდილობენ ამ მიზნების მიღწევას, შეიძლება სამ დიდ კატეგორიაში გაერთიანდეს: გამოცდილება, მსჯელობა და კვლევა (Mouly 1978). მიუხედავად იმისა, რომ ეს კატეგორიები არც დამოუკიდებელია და არც ურთიერთგამომრიცხავი, ისინი ერთმანეთის შემავსებლად და გადამფარავად უნდა მივიჩნიოთ. ეს ის ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებლებია, რომლებიც კომპლექსური პრობლემების თანამედროვე გადაწყვეტისას მოიაზრება.

      ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან შეგუების მცდელობისას მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ვართ გამოცდილებასა და ავტორიტეტზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი, როგორც საბოლოო ჭეშმარიტების დადგენის საშუალებები, გარკვეული შეზღუდვებით ხასიათდება. მაგალითად, პიროვნული გამოცდილების შეზღუდვები, საღი აზრის ცოდნის ფორმით, სწრაფად შეგვიძლია გამოვავლინოთ, თუ მას პრობლემის გადაწყვეტისადმი მეცნიერული მიდგომის მახასიათებლებს შევადარებთ. მაგალითისთვის განვიხილოთ თეორიების გამოყენების საოცრად განსხვავებული გზები. არაპროფესიონალები თავიანთ თეორიებს შემთხვევით მოვლენებზე აგებენ და თავისუფლად და არაკრიტიკულად იყენებენ. როდესაც ამ თეორიების შემოწმების საჭიროება უდგებათ, ისინი ამას სელექციურად აკეთებენ, ხშირად მხოლოდ იმ მტკიცებულებას ირჩევენ, რომელიც მათ ვარაუდებს თანხვდება და ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მათთან. მეცნიერები, პირიქით, თავიანთ თეორიებს ფრთხილად და სისტემატურად აგებენ. ნებისმიერი ჰიპოთეზა, რომელსაც ისინი აყალიბებენ, ემპირიულად უნდა შემოწმდეს. ასე რომ, ფაქტობრივად, მათ ახსნებს მყარი საფუძველი აქვს. ამასთან, კონტროლის ცნება ერთმანეთისგან განასხვავებს ნაფიცი მსაჯულისა და მეცნიერის დამოკიდებულებას გამოცდილებისადმი. არაპროფესიონალები, ზოგადად, არ ცდილობენ გავლენის ნებისმიერი გარეშე წყაროს გაკონტროლებას ხდომილობის ახსნის მცდელობისას. მეცნიერები, რომლებიც, ამის საპირისპიროდ, მეტისმეტი სიფრთხილით ეკიდებიან მოცემული ხდომილობის მიზეზების მრავალრიცხოვნობას, გარკვეულ დადგენილ ტექნიკებსა და პროცედურებს მიმართავენ, რათა გამოაცალკეონ და შეამოწმონ ერთი ან მეტი სავარაუდო მიზეზის ეფექტი. დაბოლოს, განსხვავებულია ფენომენებს შორის მიმართებისადმი დამოკიდებულება. არაპროფესიონალების დამოკიდებულება ასეთი მიმართებისადმი თავისუფალი, არასისტემური და უკონტროლოა. ორი მოვლენის ერთმანეთის სიახლოვეს გამოჩენა საკმარისი მიზეზია მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის წინასწარმეტყველებისთვის. მეცნიერები გაცილებით სერიოზულ პროფესიულ დამოკიდებულებას ავლენენ ასეთი მიმართებებისადმი და მხოლოდ მკაცრად გაკონტროლებული ექსპერიმენტირების შემდეგ აღიარებენ ორ ფენომენს შორის ურთიერთმიმართების არსებობას.

      ადამიანები მათ ირგვლივ არსებული სამყაროს შეცნობას სამი სახის მსჯელობით ცდილობენ. ესენია: დედუქციური მსჯელობა, ინდუქციური მსჯელობა და კომბინირებული ინდუქციურ-დედუქციური მიდგომა. დედუქციური მსჯელობა ეფუძნება სილოგიზმს, რომელიც ფორმალურ ლოგიკაში არისტოტელეს მიერ შეტანილი უდიდესი წვლილია. სილოგიზმის უმარტივესი ფორმა შედგება: დიდი წანამძღვრისგან, რომელიც, აპრიორი, ცხად მტკიცებას ეფუძნება, მცირე წანამძღვრისგან, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას აღწერს და დანასკვნისგან. ამრიგად:

ყველა პლანეტა მზის ირგვლივ ბრუნავს.
დედამიწა პლანეტაა.
მაშასადამე, დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავს

      სილოგიზმს საფუძვლად უდევს დაშვება, რომ ლოგიკის ფორმალური ნაბიჯების გავლით ზოგადიდან კერძოსკენ შესაძლებელია სანდო წანამძღვრებიდან სანდო დასკვნის გამოტანა. მისი მთავარი შეზღუდვა ისაა, რომ მხოლოდ გარკვეული სახის დებულებების შემთხვევაში მოქმედებს. სილოგიზმმა ჩამოაყალიბა სისტემატური მსჯელობის ბაზისი წარმოქმნიდან რენესანსის ეპოქამდე. შემდგომში მისი ეფექტურობა შემცირდა, ვინაიდან ის უკვე აღარ უკავშირდებოდა დაკვირვებასა და გამოცდილებას და მხოლოდ უბრალო გონებრივ სავარჯიშოდ გაიქცა. ამის ერთ-ერთი შედეგი ის იყო, რომ ემპირიული მტკიცებულება, როგორც დასაბუთების საფუძველი, ავტორიტეტმა ჩაანაცვლა და რაც უფრო მეტი ავტორიტეტის ციტირება შეეძლო ადამიანს, მით მეტად ძლიერი იყო მისი პოზიცია. ბუნებრივია, რომ ძირითადი მეთოდის ასეთი მცდარი გამოყენებით მეცნიერება უნაყოფო და არაქმედუნარიანი გახდა.

      მსჯელობის ისტორიაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა 1600-იან წლებში, როდესაც ფრენსის ბეკონმა უფრო და უფრო მეტი აქცენტის გაკეთება დაიწყო მეცნიერების დაკვირვებით საფუძველზე. იგი აკრიტიკებდა დედუქციური მსჯელობის მოდელს იმ მოსაზრებით, რომ დიდი წანამძღვრები ხშირად წინასწარ შექმნილი დებულებები იყო, რომლებსაც გარდაუვლად მიკერძოებული დანასკვნები მოსდევდა. Bეკონმა, სანაცვლოდ, ინდუქციური მსჯელობის მეთოდი შემოგვთავაზა, რომლითაც გარკვეული რაოდენობის ცალკეული შემთხვევების შესწავლა ჰიპოთეზამდე და შემდგომში განზოგადებამდე მიგვიყვანდა. მოლი (Mouly 1978) ამას შემდეგი მოსაზრებით ხსნის: ბეკონის ძირითადი წანამძღვარი იყო, რომ საკმარისი მონაცემების არსებობის პირობებში, მაშინაც კი, თუ ადამიანს წინასწარ არავითარი მოსაზრება არ გააჩნია მათი მნიშვნელოვნებისა თუ მნიშვნელობის შესახებ, ყურადღებიანი დამკვირვებელი მაინც შეძლებს საგულისხმო მიმართებებისა და კანონების აღმოჩენას. ამრიგად, ბეკონის მიერ მეცნიერებაში შეტანილი ძირითადი წვლილი ის იყო, რომ მან შეძლო მეცნიერების გადარჩენა დედუქციური მეთოდის სასიკვდილო მარწუხებისგან, რომლის მცდარმა გამოყენებამ შეაჩერა მეცნიერული პროგრესი. ასე რომ, მან მეცნიერების ყურადღება ადამიანების პრობლემების გადაწყვეტის ბუნებისკენ მიმართა იმით, რომ შემოწმებისთვის ემპირიული მტკიცებულება მოითხოვა. ლოგიკა და ავტორიტეტი თავისთავად აღარ განიხილებოდა, როგორც დასაბუთების დამაჯერებელი საშუალება. ამის ნაცვლად, ისინი სამყაროსა და მისი ფენომენების შესახებ ჰიპოთეზების წყაროებად იქცნენ.

      ბეკონის ინდუქციურ მეთოდს შემდგომში ინდუქციურ-დედუქციური მიდგომის განვითარება მოჰყვა, რომელიც აერთიანებს არისტოტელესეულ დედუქციასა და ბეკონისეულ ინდუქციას. ამ შემთხვევაში მკვლევარი ინდუქციისა (დაკვირვებიდან ჰიპოთეზისკენ) და დედუქციის (ჰიპოთეზიდან დასკვნებისკენ) ორმხრივ პროცესშია ჩართული (Mouly 1978). ჰიპოთეზები მკაცრად მოწმდება და საჭიროების შემთხვევაში ხელახლა გადაიხედება.

      მიუხედავად იმისა, რომ ორივეს - როგორც დედუქციას, ისე ინდუქციას, თავისი სუსტი მხარეები აქვს, მეცნიერების განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილი განუზომელია და სამ კატეგორიაში თავსდება:

  • ჰიპოთეზების შემოთავაზება;
  • ამ ჰიპოთეზების ლოგიკური განვითარება;
  • მეცნიერული კვლევის შედეგების დაწმენდა, ინტერპრეტაცია და კონცეპტუალურ ჩარჩოში ჩართვა.

      ჭეშმარიტების დადგენის კიდევ ერთ საშუალებაა კვლევა, რომელიც კერლინგერმა (1970) განსაზღვრა, როგორც ბუნებრივ მოვლენებს შორის სავარაუდო მიმართების შესახებ ჰიპოთეტური დებულებების სისტემატური, გაკონტროლებული, ემპირიული და კრიტიკული შესწავლა. უფრო კონკრეტულად, პრობლემების გადაჭრის ზემოთ აღწერილი საშუალებებისგან, კერძოდ, გამოცდილებისგან კვლევას სამი მახასიათებელი განასხვავებს. პირველი, თუ გამოცდილებას შემთხვევითად განხორციელებულ მოვლენებთან აქვს საქმე, კვლევა სისტემატური და გაკონტროლებულია, მისი ოპერაციები კი ზემოთ აღწერილ ინდუქციურ-დედუქციურ მოდელს ეფუძნება. მეორე, კვლევა ემპირიულია. მეცნიერი გადამოწმებისთვის გამოცდილებას მიმართავს. როგორც კერლინგერი (1970) ამბობს, სუბიექტური, პიროვნული რწმენა უნდა გადამოწმდეს რეალობასთან მიმართებაში, ანუ შედარდეს ობიექტურ, ემპირიულ ფაქტებსა და ტესტებს. მესამე, კვლევა თვითკორეგირებადია. მეცნიერული მეთოდი არა მარტო თავის თავში მოიცავს მექანიზმებს, რომლებიც მეცნიერებს სხვა ადამიანისთვის დამახასიათებელი შეცდომებისგან იცავს, არამედ მისი პროცედურები და შედეგები ღიაა საჯარო კრიტიკული განხილვისთვის. მცდარი შედეგები დროულად გამოვლინდება და ან გადაისინჯება, ან უგულებელიყოფა (Mouly 1978). კვლევა გამოცდილებისა და მსჯელობის კომბინაციაა და ჭეშმარიტების აღმოჩენის ყველაზე წარმატებულ მიდგომად უნდა მივიჩნიოთ, კერძოდ, იმდენად, რამდენადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს აფიქრებთ ეს საკითხი (Borg 1963)

      განათლების კვლევამ სოციალური მეცნიერების რამდენიმე კონკურენტული პოზიცია შეითვისა – აღიარებული ტრადიციული პოზიცია და ინტერპრეტაციული ხედვა, ასევე, რამდენიმე სხვა მიდგომა, რომელიც ამ თავში მიმოვიხილეთ – კრიტიკული, ფემინისტური და კომპლექსურობის თეორიები. აღიარებული ტრადიციული პოზიციის მიხედვით, სოციალური მეცნიერებები, არსებითად, იგივეა, რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და, მაშასადამე, ისინი მიმართულია ბუნებრივი და უნივერსალური კანონების აღმოჩენისკენ, რომლითაც რეგულირდება და განისაზღვრება ინდივიდუალური და სოციალური ქცევა. ინტერპრეტაციული პოზიცია, იზიარებს რა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სიმკაცრესა და ტრადიციული სოციალური მეცნიერების იმავე მიზანს – აღწეროს და ახსნას ადამიანის ქცევა, ხაზს უსვამს იმას, თუ რით განსხვავდებიან ადამიანები არაცოცხალი ბუნების ფენომენებისგან და, მეტიც, ერთმანეთისგან. ეს ურთიერთსაპირისპირო პოზიციები და, ასევე, განათლების კვლევისას მათი შესატყვისი ანარეკლები, უპირველეს ყოვლისა, სოციალური რეალობისა და ინდივიდუალური და სოციალური ქცევის განსხვავებული კონცეფციებიდან მომდინარეობს. შემდგომში განხილული საკითხების უკეთ გასაგებად კარგი იქნება, თუ ამ თემას უფრო დეტალურად გავეცნობით.

სოციალური რეალობის ორი კონცეფცია

      სოციალური მეცნიერების შესახებ ახლახან განხილული მოსაზრებები სოციალური რეალობის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ხედვას წარმოადგენს და მის ინტერპრეტაციასაც შესაბამისი განსხვავებული გზებით ახდენს. სოციალური სამყაროს ამ კონცეფციებთან ყველაზე შედეგიანად მიახლოება, ალბათ, შეგვიძლია მათ საფუძვლად მდებარე ექსპლიციტური და იმპლიტიცური დაშვებების განხილვით. ჩვენი ანალიზი ბარელისა და მორგანის (Burrell and Morgan 1979) ნაშრომს ეყრდნობა, რომელთაც ასეთი დაშვებების ოთხი ჯგუფი გამოყვეს.

      პირველი, არსებობს ონტოლოგიური ხასიათის დაშვებები – დაშვებები, რომლებიც თავად საკვლევი სოციალური ფენომენის ბუნებას, ანუ არსს ეხება. ამრიგად, ავტორები კითხულობენ: სოციალური რეალობა გარეგანია 47 განათლების სფეროში კვლევის კონტექსტი ინდივიდებისთვის – გარედან წარედგინება მათ ცნობიერებას, თუ ინდივიდის ცნობიერების პროდუქტია? რეალობა ობიექტური ბუნებისაა, თუ ინდივიდის კოგნიციის შედეგია? ის სამყაროში "სადღაც გარეთ" არის მოცემული, თუ ადამიანის გონებითაა შექმნილი? ეს კითხვები პირდაპირ მომდინარეობს იქიდან, რასაც ფილოსოფოსები ნომინალისტურ-რეალისტურ დებატს უწოდებენ. ნომინალისტური პოზიციის მიხედვით, აზრის ობიექტი მხოლოდ სიტყვებია და არ არსებობს დამოუკიდებლად ხელმისაწვდომი რაღაც, რაც სიტყვის მნიშვნელობას ქმნის, ხოლო რეალისტური პოზიცია ამტკიცებს, რომ ობიექტები დამოუკიდებლად არსებობენ და მათი არსებობა არ არის დამოკიდებული იმაზე, იცის თუ არა ვინმემ ამის შესახებ.

      დაშვებათა მეორე ჯგუფი, რომლის დიფერენციაცია ბარელმა და მორგანმა (1979) მოახდინეს, ეპისტემოლოგიური ხასიათისაა და ცოდნის საფუძვლებს ეხება – მის ბუნებასა და ფორმებს; ხსნის, როგორ ხდება მისი შეძენა და როგორ გადაეცემა სხვა ადამიანებს. ამ კონკრეტულ დებატში დაკავებული პოზიცია გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ მოიპოვებს ადამიანი ცოდნას სოციალური ქცევის შესახებ. მოსაზრება, რომ ცოდნა მყარი, ობიექტური და ხელშესახებია, მკვლევრებისგან დამკვირვებლის როლს და, ამასთანავე, საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდებისადმი ერთგულებას მოითხოვს. ამისგან განსხვავებით, ცოდნა, როგორც პიროვნული, სუბიექტური და უნიკალური, მკვლევრებს საკუთარი კვლევის საგანში ჩართულობასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდების უარყოფას აიძულებს. პირველზე დათანხმება პოზიტივისტობას ნიშნავს, მეორეზე – ანტიპოზიტივისტობას.

      დაშვებათა მესამე ჯგუფი ადამიანის ბუნებას და, კერძოდ, ადამიანებისა და მათი გარემოს ურთიერთობას შეეხება. ვინაიდან ადამიანი კვლევის სუბიექტიც არის და ობიექტიც, ასეთი ტიპის დაშვებების შედეგები სოციალური მეცნიერებისთვის მართლაც შორს მიმავალია. ამ დაშვებებიდან ადამიანის ორგვარი ხატი იკვეთება: ერთი მექანიკურად და დეტერმინისტულად რეაგირებს თავის გარემოზე, ანუ გარემოს პროდუქტია, რომელსაც მარიონეტივით აკონტროლებენ; მეორე, თავისუფალი ნების მქონე და კრეატული, თავად არის საკუთარი ქმედების ინიციატორი და თავად ქმნის თავის გარემოს. შესაბამისად, აქ გვაქვს განსხვავება დეტერმინიზმსა და ვოლუნტარიზმს შორის (Burrell and Morgan 1979).

      ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ განხილულ დაშვებათა სამი ჯგუფი უშუალოდ ზემოქმედებს მკვლევრების მეთოდოლოგიურ ინტერესებზე, ვინაიდან ადამიანის განსხვავებული ონტოლოგიები, ეპისტემოლოგიები და მოდელები, თავის მხრივ, კვლევის განსხვავებულ მეთოდებს ითხოვს. მკვლევრები, რომლებიც სოციალური სამყაროსადმი ობიექტურ (ან პოზიტივისტურ) მიდგომას ამჯობინებენ და მას, ბუნებრივი ფენომენების მსგავსად, მყარად, რეალურად და ინდივიდისთვის გარეგანად მიიჩნევენ, ტრადიციული ვარიანტებიდან - გამოკითხვებიდან, ექსპერიმენტებიდან და ა.შ. - ირჩევენ. ისინი, ვინც უფრო სუბიექტურ (ან ანტიპოზიტივისტურ) მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას და სამყაროს გაცილებით რბილად, პიროვნულად და ადამიანის მიერ შექმნილად მიიჩნევენ, შედარებით ახალ და განვითარებად ტექნიკებს - მაგალითად, ახსნებს, მონაწილის დაკვირვებასა და პიროვნულ კონსტრუქტებს ირჩევენ.

      თუ ინდივიდები ემხრობიან პოზიციას, რომლის მიხედვითაც სოციალური სამყარო ბუნებრივი სამყაროს მსგავსია - მყარი, გარეგანი და ობიექტური რეალობაა, მაშინ მეცნიერული კვლევა-ძიება ამ სამყაროში შერჩეულ ფაქტორებს შორის მიმართებებისა და კანონზომიერებების ანალიზისკენ წარიმართება. ეს კვლევა, უპირატესად, რაოდენობრივი იქნება და ელემენტების განსაზღვრასა და მათ შორის მიმართების გამოვლენის შესაძლო გზების დადგენაზე ფოკუსირდება. შესაბამისად, ამტკიცებენ ისინი, ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე მეთოდოლოგიური საკითხებია თავად ცნებები, მათი გაზომვა და ძირითადი თემების იდენტიფიცირება იმ უნივერსალური, ზოგადი კანონების ძიებაში, რომლებიც ხსნის და მართავს დასაკვირვებელ, ანუ საკვლევ მოვლენას (Burrell and Morgan 1979). მიდგომას, რომელიც ზოგადი კანონების დასადგენად მოწოდებული პროცედურებითა და მეთოდებით ხასიათდება, ნომოთეტური შეიძლება ეწოდოს.

      თუმცა, თუ ვინმე უპირატესობას ანიჭებს სოციალური რეალობის ხედვის ალტერნატიულ გზას, რომელიც სოციალური სამყაროს შექმნაში ინდივიდების სუბიექტური გამოცდილების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს, მაშინ კვლევის ფოკუსში სხვა საკითხები მოხვდება და მათდამი მიდგომაც განსხვავებული იქნება. ძირითადი საკითხი იქნება იმის გარკვევა, თუ როგორ ახერხებს ადამიანი იმ სამყაროს შექმნას, შეცვლასა და ინტერპრეტირებას, რომელშიც არსებობს. ამ მიდგომაში არის როგორც თვისებრივი, ისე, რაოდენობრივი ასპექტი. როგორც ბარელი და მორგანი (1979) და კირკი და მილერი (1986: 14) შენიშნავენ, აქ აქცენტი ცალკეული ინდივიდის უნიკალური შემთხვევის ახსნასა და გაგებაზე კეთდება და არა ზოგადსა და უნივერსალურზე. აქ სუბიექტური, რელატივისტური სოციალური სამყარო უფრო აინტერესებთ, ვიდრე აბსოლუტური, გარეგანი რეალობა. ინდივიდუალური ქცევის შესწავლისას კონკრეტულზე და პიროვნულზე ხაზგასმის გამო ამ მიდგომას შეიძლება იდეოგრაფიული ეწოდოს.

      ონტოლოგიური, ეპისტემოლოგიური, ადამიანური და მეთოდოლოგიური დაშვებები საფუძვლად უდევს სოციალური რეალობის აღქმის ორ განსხვავებულ გზას. ამ დაშვებების ბარელისა და მორგანისეული ანალიზის მიმოხილვაში საფუძველი ჩავუყარეთ ორი საპირისპირო პოზიციის უფრო ვრცელ კვლევას, რომელიც თავს იჩენს ადამიანის ქცევით დაინტერესებული მკვლევრების პრაქტიკასა და, შეთანხმების საფუძველზე, განათლების პრობლემებში. 1.1 ჩანართში ეს დაშვებები სუბიექტურობა-ობიექტურობის განზომილებაშია შეჯამებული. მასში მოცემულია დაშვებების ოთხი ჯგუფი ტექსტში განმარტებული ტერმინების გამოყენებით და ისე, როგორც მათ სოციალური ფილოსოფიის მეცნიერებაში მოიხსენიებენ.

ჩანართი 1.1

სუბიექტურ-ობიექტური განზომილება


წყარო: Burrell and Morgan, 1979

      ადამიანის ქცევის შესწავლისადმი ზემოთ განხილულ ორივე მიდგომას სერიოზული წვლილი შეაქვს კლასებისა და სკოლების კვლევაში. ის, თუ რა პოზიცია უკავია მკვლევარს, გავლენას ახდენს ყველაფერზე: პრობლემის შერჩევაზე, კითხვების ფორმულირებაზე, მოსწავლეებისა და მასწავლებლების დახასიათებაზე, მეთოდოლოგიურ პრობლემებზე, საძიებელი მონაცემების სახეობებსა და მათთან მოპყრობის მეთოდებზე. ურთიერთსაპირისპირო პოზიციების მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენების შესახებ გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის ჩანართი 1. 2, რომელშიც ისინი შედარებულია მთელი რიგი ძირითადი ასპექტების მიხედვით ფართო საზოგადოებრივ და ორგანიზაციულ ჩარჩოში. კლასებისა და სკოლების კვლევაში ამ ორი პერსპექტივის გამოყენების შესახებ შემდგომში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

      ვინაიდან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური მეცნიერების ეპისტემოლოგიური ბაზისისთვის და გავლენას ახდენს განათლების კვლევაზე, ამ თავში დიდი ადგილი ეთმობა პოზიტივისტურ და ანტიპოზიტივისტურ დებატს.

ჩანართი 1.1

სოციალური რეალობის ინტერპრეტაციის ალტერნატიული საფუძვლები


წყარო: ადაპტირებულია Barr Greenfield 1975

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 819

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters