კულტურის გაგებათა ანალიზი

, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

რა არის კულტურა?

      ყოველი ფენომენის შემეცნება პირველ რიგში, მიზნად ისახავს ამ ფენომენის რეალურობისა თუ ირეალურობის დადგენას, ასევე ფენომენის გავრცელების სფეროს მოხაზვას, მისი სპეციფიკის წვდომას, ამ ფენომენის ადგილის განსაზღვრას ყოფიერებასა თუ ყოფიერების მიღმა, მისი ღირებულების დადგენას, მასში არსებითისა და არაარსებითის გამიჯნვასა და სხვა.

      სოციალური აზროვნების ცენტრში კულტურაა. მის გარშემო წარმოებს ბრძოლა. ადრე სახელმწიფო, შემდეგ საზოგადოება იყო სოციალური აზროვნების ცენტრალური ფენომენები. დღეს პირველი ადგილი კულტურამ დაიკავა. კულტურის თეორია, სულერთია, რა სახით იქნება ეს წარმოდგენილი, კულტურის რაობის წვდომის მცდელობაა. კულტურის თეორიის უპირველესი ამოცანაა პასუხი გასცეს კითხვაზე: "რა არის კულტურა?" რეალობაა? მნიშვნელობაა? ყოფიერებაა? ცნობიერებაა? ღირებულებაა? საზრისია? სიმბოლოა? აბსტრაქციაა? თუ რეალობას მოკლებული მოჩვენებითი ფენომენია. ერთნი კულტურის მატერიალისტურ თეორიას გვთავაზობენ, რომლის მიხედვითაც კულტურა ონტოლოგიური სტატუსის მქონეა და გამოიხატება მატერიალურ ნივთებში, აღქმად და შემეცნებად მოქმედებებში, ქცევაში, რომელსაც ადამიანი სიტუაციის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ახორციელებს. კულტურა, ამ თვალსაზრისით, რეალური, ხელშესახები ნივთები და მათში მაორიენტირებელი საქმიანობაა. ამ თვალსაზრისის საპირისპიროა კულტურის ე. წ. იდეალისტური თეორიები, რომლებიც კულტურას განიხილავენ როგორც იდეათა სამყაროს და შესაბამის საზრისისეულ სფეროს, რომელსაც მატერიალური ყოფიერება არ გააჩნია. მეტიც, მათი აზრით, კულტურა არარეალური აბსტრაქციის სფეროს მიეკუთვნება.

      კულტურული ანთროპოლოგიის წარმომადგენლები კრებერი, კლაკჰონი და მათი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ კულტურა ადამიანის ქცევა კი არ არის, რომელიც რეალურია, არამედ მისი აბსტრაქციაა. თუ კულტურა აბსტრაქციაა, ბუნებრივია, მის რეალობაზე მსჯელობა გამორიცხულია. ამ ჯგუფის ანთროპოლოგები უდავო ფაქტად მიიჩნევენ კულტურის მოუხელთებლობასა და აღქმის შეუძლებლობას. "ვის უნახავს კულტურა?" კითხულობენ ისინი და პასუხობენ "ანთროპოლოგს არ ხელეწიფება კულტურის უშუალო დაკვირვება". თუ კულტურა ანთროპოლოგისათვის არაამოცემული და დაკვირვებადი, ვისთვის უნდა იყოს მოცემული? ამ ვითარებაზე დაყრდნობით, ისინი ამტკიცებენ, რომ "კულტურა თავისთავად მოუხელთებელია და შეუძლებელია ადეკვატურად აღქმულ იქნას მასში მონაწილე ინდივიდის მიერაც" (ლინტონი). ამ მტკიცებათა ავტორების მიმართ, ლესტერ უაიტი სვამს კითხვას: თუ კულტურა მოუხელთებელი და შეუმეცნებადია, არსებობს თუ არა ის სინამდვილეში? აღნიშნულ ანთროპოლოგთა პასუხი ამ კითხვაზე ერთნიშნად უარყოფითია. ლინტონი გაოცებული კითხულობს "განა კულტურაზე შეიძლება ვთქვათ, რომ ის არსებობს?" რადკლიფ ბრაუნი კულტურას აბსტრაქციის ფორმას მიაწერს და, შესაბამისად, მის რეალურ არსებობას უარყოფს "კულტურა ნიშნავს არა კონკრეტულ რეალობას, არამედ აბსტრაქციას". ამავე განზომილებაში მოძრაობს ანთროპოლოგი სპირო. მისი მტკიცებით, "თანამედროვე ანთროპოლოგიის თვალსაზრისით, კულტურას ონტოლოგიური რეალობა არა აქვს". ამ თეორიის წარმომადგენელთა აზრით, ისინი ამ გზით არა მარტო კულტურის არსებას აფიქსირებენ, არამედ კულტუროლოგიასაც მიჯნავენ ფსიქოლოგიისაგან. თუ კულტუროლოგიის საგნად ადამიანის ქცევას ჩავთვლით, მათი აზრით, ეს ფსიქოლოგიის ობიექტია და კულტუროლოგია ფსიქოლოგიის დანამატი გამოდის. ეს რომ არ მოხდეს, მათი მტკიცებით, აუცილებელია ადამიანის ქცევა ფსიქოლოგიას მივაკუთვნოთ, ხოლო ამ ქცევის შედეგად მიღებული აბსტრაქციები - კულტუროლოგიას.

      ამ მოსაზრებებს საფუძვლიანად უარყოფს დევიდ ბიდნის მიერ ისტორიული მატერიალიზმის წარმომადგენლად მონათლული ლესლი უაიტი. იგი რეალიზმის წარმომადგენელია და მიიჩნევს, რომ მეცნიერების საგანი რეალობა უნდა იყოს და არა მოუხელთებელი და შეუმეცნებადი აბსტრაქცია. ფსიქოლოგიისა და კულტუროლოგიის გასამიჯნავად ის ეთანხმება ქცევის, ფსიქოლოგიის სფეროდ გამოცხადებას, მაგრამ კულტუროლოგიის საგნად რეალობას მოკლებული აბსტრაქციების ნაცვლად, კულტურას აცხადებს. მისი მტკიცებით, საგნები და მოვლენები თავისთავად არც ეთიკურია, არც ეკონომიკურია, არც ეროტიკულია. ისინიასეთად გარკვეული თვალსაზრისით მიდგომისას ხდებიან. მეცნიერების საგნის განმსაზღვრელი ობიექტი კი არაა, არამედ მისდამი მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებანი ერთმანეთისაგან ობიექტით კი არ განსხვავდებიან, არამედ ობიექტში მათთვის საინტერესო ასპექტებით. ლესლი უაიტის აზრით, კულტურა სიმბოლოებთანაა დაკავშირებული და სიმბოლიზებულ მოვლენათა კლასს სწავლობს. სიმბოლიზებულ მოვლენათა კლასი კი სხვადასხვა ასპექტში განიხილება. იქნება ეს ასტრონომიული, ფიზიკური, ქიმიური თუ კულტუროლოგიური ასპექტი. ეს მოვლენები განიხილებიან როგორც ადამიანთან, ისე ერთმანეთთან მიმართებაში. ლესლი უაიტი სიმბოლიზებულ საგნებსა და მოვლენებს სიმბოლატებს უწოდებს და მიაჩნია, რომ ფსიქოლოგიისა და კულტუროლოგიის გამიჯნვა იმ მიმართებათა განხილვით უნდა მოხდეს, რაც სიმბოლატებს აქვთ ერთ შემთხვევაში ადამიანებთან, მეორეში, ურთიერთთან. უაიტის მტკიცებით, როცა სიმბოლიზებული საგნები და მოვლენები ადამიანის ორგანიზმთან მიმართებაში, ე. ი. სომატურ პლანში განიხილება, მათ ადამიანის ქცევა ეწოდება და ამას შეისწავლის ფსიქოლოგიის მეცნიერება. როცა სიმბოლიზებული საგნები და მოვლენები ადამიანთან მიმართების გარეშე ურთიერთკავშირში განიხილებიან და აიხსნებიან, ე. ი. ექსტრასომატურ მიმართებაში, მათ კულტურა ეწოდება, ხოლო კულტურის შესახებ მეცნიერებას - კულტუროლოგია . აღნიშნულიდან გამომდინარე, უაიტი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიასა და კულტუროლოგიას საერთო ობიექტი - სიმბოლატები აქვთ. განსხვავება მათდამი მიდგომის ასპექტებშია. ადამიანთან მიმართებაში თუ ურთიერთთან მიმართებაში განხილვაში, ე. ი. სომატურ თუ ექსტრასომატურ ასპექტში. აქედან გამომდინარე, უაიტი კულტურის შემდეგ განსაზღვრებას აყალიბებს: კულტურა ადამიანისსიმბოლიზაციის უნარზე დამოკიდებული, ექსტრასომატურ კონტექსტში განხილული საგნებისა და მოვლენების კლასია. უაიტი მის საწინააღმდეგო არგუმენტაციასაც ითვალისწინებს. შეიძლება თქვან, რომ მეცნიერებას კვლევის საკუთარი საგანი უნდა ჰქონდეს და არა ასპექტი თუ კონტექსტი. ისე, როგორც თვალსაზრისით მეცნიერებათა განსხვავებულობას არასაკმარისად მიიჩნევდნენ და მოითხოვდნენ ყოველი მეცნიერებისათვის ცალკე საგანს, რომელსაც ობიექტთან აიგივებდნენ, აქაც კონტექსტისა თუ ასპექტის წინააღმდეგ გალაშქრება მოსალოდნელი და რეალურიცაა. ამიტომ უაიტი ასაბუთებს, რომ კონტექსტსა თუ ასპექტში ვლინდება სწორედ ფენომენის ბუნება, რომლის ახსნა მეცნიერებას ეკისრება. მამაკაცი მამაკაცია, მაგრამ არა მონა. მონად ის მხოლოდ გარკვეულ კონტექსტში ხდება. ძროხა ძროხაა, მაგრამ სხვადასხვა კონტექსტში ვლინდება მისი არსება. ერთ შემთხვევაში, საკვებად გამოიყენება, მეორეში გამწევ ძალად, მესამეში თაყვანისცემის ობიექტია და ა. შ. თითოეულ კონტექსტს განსხვავებული მეცნიერება შეისწავლის. ამრიგად, აქ ორი განსხვავებული თვალსაზრისი გამოიკვეთა: ერთი კულტურას რეალობას ართმევს და აბსტრაქციამდე დაჰყავს, მეორე კულტურის რეალობას ამტკიცებს, მას საგანთა და მოვლენათა კლასის სახით არსებობას მიაწერს, რომელთაც სიმბოლატებს უწოდებს.

      მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: მეცნიერების საგნის განმსაზღვრელად ერთნი საგნობრივ სამყაროს ასახელებენ, მეორენი თვალსაზრისს. ამ უკანასკნელთა მიმართ, ყოველთვის სუბიექტურობის არგუმენტს აყენებენ. ამტკიცებენ, რომ თვალსაზრისი სუბიექტურია და როგორ შეიძლება მის გზით მეცნიერებათა კლასიფიკაცია. უაიტის ნააზრევი თვალსაზრისის კონცეფციასთან ახლოსაა და, ამავე დროს, მეცნიერების საგნის ობიექტში ძიების მომენტსაც შეიცავს, რადგან ასპექტი, რასაც ის მეცნიერების საგნად თვლის, თვალსაზრისზე მეტია. ის ობიექტის ერთ-ერთი მომენტია და ობიექტს რომ სხვადასხვა ასპექტები თუმომენტები ახასიათებს, შესაბამისად ხდება მეცნიერებათა კლასიფიკაციაც. კულტურის რეალისტური თეორიის წარმომადგენელი ლესტერ უაიტი თავის თვალსაზრისს ბოლომდე ატარებს. მისი პირველი თეზისია კულტურის არსებობა რეალური საგნებისა და მოვლენების სახით და შემდგომი საკითხია, სად იმყოფება ეს რეალური საგნები და მოვლენები.

      უაიტის აზრით, კულტურის მოვლენები დროულ-ვრცეულ განზომილებაში არსებობს. ეს არსებობა სამ სფეროზეა განაწილებული: პირველი. კულტურის მატარებელადამიანებზე. მათზე მოდის იდეები, რწმენა, ემოციები, ურთიერთობანი, მეორე. ადამიანთა შორის ურთიერთქმედებებში, მესამე. მატერიალურ ობიექტებში. იდეათა თეორიის საწინააღმდეგოდ უაიტი იდეებზე არ დაიყვანს კულტურას და ნივთებსაც, ისე როგორც ადამიანს, მიაწერს კულტურის ელემენტად ყოფნას. მისი მტკიცებით, სიმბოლატთა სამი სახეა: პირველი. იდეები და ურთიერთობანი, მეორე. ადამიანის გარეგანი მოქმედებანი, მესამე. მატერიალური ობიექტები. უაიტის კრიტიკოსები ნივთების კულტურაში შეტანის გამო მას მატერიალისტად თვლიან, მიაჩნიათ, რომ ის კულტურის განივთების, რეიფიკაციის წარმომადგენელია. უაიტი ასეთ კრიტიკასარ ეთანხმება. მას იდეები ნივთებთან არ გაუიგივებია და რეიფიკაციის ბრალდება მის მიმართ უსაფუძვლოა, რადგან იმედი, თავისუფლება, პატიოსნება მას ნივთებზეარ დაუყვანია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ნივთები კულტურის ელემენტებია, მაგრამ ადამიანის გარეშე კი არა, არამედ როგორც ადამიანის ქმნილება. ნივთები ექსტრასომატურ განზომილებაში კულტურის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს ქმნიან. უაიტი თავის წინამორბედებად ასახელებს დიუის, კრებერს, დიურკჰეიმს დაუმართებულოდ მიიჩნევს ბოასის მიერ მისი თვალსაზრისის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც "კულტურა არ უნდა ჩაითვალოს საზოგადოების გარეთ არსებულ დასაკუთარი კანონებით განვითარებად მისტიურ სუბსტანციად".

      უაიტის აზრით, შეუძლებელია კულტურა ადამიანისაგან დამოუკიდებლად არსებობდეს და ვითარდებოდეს, მაგრამ ასევე შეუძლებელია კულტურის ცვლილების ადამიანის ცვლილებასთან დაკავშირება. კულტურები სწრაფად იცვლება, ადამიანების ცვლილება კი ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს, ამიტომ ვერც ადამიანისცვლილებით ავხსნით კულტურის ცვლილებას და ვერც კულტურის ცვლილებით ადამიანის ცვლილებას.

      ლესლი უაიტის აზრით, კულტურის მისეული გაგება ტრადიციულთანაა კავშირში. ის აგრძელებს კულტურის ტრადიციულ თეორიათა ძირეულ პრინციპებს. პირველ რიგში, კულტურის რეალურ სამყაროში ძიებას. კულტურას ის ეძებს და პოულობს ადამიანის მიერ შექმნილ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა იერარქიაში. ამის დასადასტურებლად შეიძლება კულტურის უაიტისეული განსაზღვრება შევადაროთ კულტურის ერთ-ერთი პირველი გამააზრებლის ედუარდ ბერნეტ ტეილორის გაგებას. ტეილორის ნაშრომი "პირველყოფილი კულტურა" ცივილიზაციასთან გაიგივებული კულტურის განსაზღვრებით იწყება. მასში ადამიანის იდეები და მათი რეალიზება განისაზღვრება როგორც კულტურა. "კულტურა ანუ ცივილიზაცია ფართო ეთნოგრაფიული აზრით, მთლიანობაში შედგება ცოდნის, რწმენის, ხელოვნების, ზნეობის, კანონების, ჩვევებისა და ზოგიერთ სხვა უნართა თუ ჩვევათაგან, რომელიც საზოგადოების წევრ ადამიანს აუთვისებია" . ამ შემთხვევაში ტეილორის განსაზღვრება კულტურის ფენომენის სულიერი პროცესებით შემოფარგვლას ჯერდება, მაგრამ კლაკჰონისაგან განსხვავებით, ის მსჯელობს არა ცარიელ აბსტრაქციებზე, არამედ რეალურ სულიერ პროცესებსა და მათ შედეგებზე. აქ არაა მსჯელობა მატერიალურ ნივთებზე, მაგრამ არც აბსტრაქციაზეა საუბარი. აქ საკითხი დგას ადამიანის უნარებზე, ჩვევებსა და მოქმედებაზე, რომლის ერთ-ერთი შედეგი ხელოვნებაცაა. გამოდის, რომ უაიტი არა მარტო აგრძელებს კულტურის ტრადიციულ გაგებას, არამედ აფართოებს კიდევაც და კულტურაში შეაქვს მატერიალური ნივთებიც, ანუ ახდენს კულტურის რეიფიკაციას, როგორც მას საყვედურობენ. ასეთი რამ მის წინამორბედ ტეილორთან არ ხდება.

      კულტურის გააზრებაში ორი - მატერიალისტური და იდეალისტური ხაზის დაფიქსირებას ახდენს ამერიკელი კულტურის ანთროპოლოგი, მეტაანთროპოლოგიის ცნების შემომტანი, დევიდ ბიდნი, რომელშიც ის აერთიანებს კულტურული რეალობისა და ადამიანის ბუნების წვდომას. თუ თეორიულ ანთროპოლოგიაში ფართოდ განიხილავს ამ მეცნიერების განვითარების გზებს, მისთვის მაინც მთავარია კულტურის თეორიული ანალიზის პრაქტიკულ შემეცნებასთან გაერთიანება. მისი მტკიცებით, კულტურის რეალისტური ე. ი. მატერიალისტური და იდეალისტური გაგება მრავალ ქვეჯგუფს მოიცავს. ძირითადია რეალისტების მიერ კულტურის რეიფიკაცია, ხოლო იდეალისტების მიერ კულტურის ადამიანისაგან მოწყვეტა და კულტურისათვის პლატონური იდეების ანალოგიური სტატუსის მინიჭება. რეალისტებში ის განასხვავებს ერთის მხრივ, კულტურის სოციალური ქცევის ატრიბუტად მიჩნევას, რომელიც ადამიანის ცხოვრების წესია და მეორეს მხრივ, კულტურის იდეალისტურ გაგებას, როცა კულტურა იდეათა ერთობლიობაზე დაყავთ. იდეალიზმის შიგნით კი განასხვავებს კონცეპტუალურ და სუბიექტურიდეალიზმს. კონცეპტუალური იდეალიზმისათვის კულტურა კონცეპტუალური ნაგებობაა, აბსტრაქციაა, სუბიექტური იდეალიზმისათვის კულტურა გადაცემადი იდეებია, რომელიც გონებით აღიქმება და გაიგება. კულტურა მათთვის ადამიანის მიერ შექმნილი ქცევის ნორმები და იდეალებია. მატერიალურს ისინი კულტურიდან გამორიცხავენ და კულტურა დაყავთ კონცეპტუალურ ნორმებსა და პატერნებზე.

      ბიდნის აზრით, კულტურის გაგებაში ორი საპირისპირო მიმართულების შეცდომაა - ნატურალისტური და კულტურალისტური. ნატურალისტურ შეცდომასთან გვაქვს საქმე, როცა კულტურული ფენომენები ორგანულისა და ფსიქიკურის დონემდე დაჰყავთ. ამას ადგილი აქვს ფროიდთან, ლებონთან, იუნგთან. საპირისპიროა კრებერისა და მისი მიმდევრების თვალსაზრისი, რომლებიც კულტურას ზეორგანულის დონედ მიიჩნევენ და მისგან გამორიცხავენ ფსიქიკურს, სოციალურსა და ორგანულს. მიიჩნევენ, რომ ზეორგანული თავისთავადი რეალობაა ფსიქოლოგიური გამოცდილებისა და სოციალური ქცევისაგან დამოუკიდებელი. ამით აბსტრაქციები დამოუკიდებელ რეალობად ცხადდება "კულტურალისტურ შეცდომას ჩადიან, როდესაც კულტურას განსაზღვრავენ როგორც იდეალურ აბსტრაქციასდა ამ რეალობის ვერიფიცირებით მას განიხილავენ როგორც დამოუკიდებელ ონტოლოგიურ არსს, რომელიც განვითარების საკუთარ კანონებს ექვემდებარება და მხოლოდ თავის თავიდან შეიმეცნება. შეუძლებელია კულტურის მოწყვეტა მის შემქმნელ და მატარებელ სოციალურ არსებათაგან და კულტურის წარმოდგენა როგორც ზეფსიქიკური, ზესოციალური რეალობისა". აღნიშნულ შეცდომას კრებერთან ერთად, ჩადიან, ბიდნის აზრით, ლევი სტროსი და ლესლი უაიტი.

      კულტურის არსების საწვდომად აუცილებელია მოიხსნას დაპირისპირება კულტურის მატერიალისტურ და იდეალისტურ გაგებას შორის. შეუძლებელია, კულტურის მატერიალისტურ და იდეალისტურ თეორიებზე მსჯელობა, რადგან მატერიალიზმი და იდეალიზმი მატერიისა თუ იდეის სუბსტანციად აღიარებასთანაა დაკავშირებული. მათში მთავარია რა განსაზღვრავს რას - მატერიალური იდეალურს თუ იდეალური მატერიალურს. არც იდეალიზმია დაკავშირებული მატერიალურის უარყოფასთან და არც მატერიალიზმი იდეალურის უარყოფასთან. კულტურის ფენომენთან სუბსტანციის ფენომენს საერთო არა აქვს. აქ საკითხი ეხება კულტურის შემადგენელ ელემენტებს. კულტურაში მატერიალურისა და იდეალურის არსებობა ისევე ცხადი უნდა იყოს, როგორც კულტურისა დაბუნების, კულტურულისა და ბუნებრივის დაპირისპირება. კულტურის ფენომენი ადამიანის მოღვაწეობის გარეშე არ არსებობს. ადამიანი კულტურის შემქმნელი დამატარებელია. ერთ შემთხვევაში კულტურა სულიერ ღირებულებებში გამოიხატება, მეორეში - მატერიალურში, იდეებით - მატერიალურის გასაზრისიანებაში. ორივე შემთხვევაში ადამიანის ინდივიდუალურ და სოციალურ აქტივობასთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია ადამიანს მივაწეროთ მხოლოდ იდეები და გამოვრიცხოთ ამ იდეათა რეალიზაცია. ამდენად, მართებულია დევიდ ბიდნის პოზიცია "კულტურის ადეკვატური გაგებისათვის კულტურის რეალისტური და იდეალისტური თეზისების გაერთიანების მოთხოვნისა". კულტურა ერთიანია მატერიალურსა თუ იდეაში, რადგან, ყოველივე, რასაც ადამიანი ქმნის, მის მიერვეა გასაზრისიანებული. ბუნება თავისთავად საზრისს მოკლებულია. ადამიანი ასაზრისიანებს ყოფიერების იმ სფეროს, რომელიც მას ბუნებრივად ხვდა გარდაქმნის გზით, ან სრულიად ახალყოფიერებას ქმნის. ეს გარდაქმნა თუ ახალი სინამდვილის შემოქმედება იმ იდეათა სინამდვილის შესაბამისად ხორციელდება, რომელნიც ადამიანის ცნობიერებაში არიან და რეალობაში ხორცშესხმამდე იდეალურის ფორმით არსებობენ.

      სახელმწიფოს იდეა რეალური სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი, თავისთავადი არსი არაა. ის სწორედ რეალურ სახელმწიფოში ხორციელდება. როგორც სახელმწიფოს იდეა, ისე რეალური სახელმწიფოც, ერთნაირად ეკუთვნის კულტურას, რადგან ადამიანის გარეშე, არც იდეაა და არც მისი რეალიზაცია, ხოლო ადამიანური ქმნილება ყოველთვის კულტურას უკავშირდება. ის მისი ცხოვრებისეული წესია, ყოფიერის ყოფიერებაა. შეიძლება, დევიდ ბიდნი მართალიც იყოს, როდესაც კულტურის იდეალური და მატერიალური ელემენტების ნაცვლად, თეორიასა და პრაქტიკაზე და მათ ერთიანობაზე მსჯელობს.

      კულტურაში მატერიალურისა და იდეალურის ერთიანობას, როგორც რიკერტი ამტკიცებდა, საზრისი უზრუნველყოფს, რომლის შიგნით ის განასხვავებდა იმანენტურდა ტრანსცენდენტურ საზრისს. კულტურა სწორედ იმანენტური საზრისის ტრანსცენდენტურ საზრისთან დაკავშირებაა. მათ საზრისიანობა აერთიანებს. ლესლი უაიტის პოზიციაში კულტურის ექსტრასომატურ, ანუ ადამიანისაგან დამოუკიდებელ მიმართებებში განხილვის შედეგად გამოცხადება უმართებულოა, რადგან ადამიანური სომატურზე არ დაიყვანება. ადამიანურში შემოდის ისიც, რაც უაიტს ექსტრასომატურად მიაჩნია. განვიხილოთ მისივე მაგალითი. ის ამტკიცებს, რომ სიმბოლატები, როცა ადამიანთან მიმართებაში განიხილება, ფსიქოლოგიის საგანია, როცა ადამიანის გარეშე - კულტუროლოგიის. მისი აზრით, კულტუროლოგიის საგანია სიდედრის მონოგამიასთან, პოლიგამიასთან, პოლიანდრიასთან თუ საერთოდ, ქორწინებასთან მიმართება, ისე, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ან საცხოვრებელ ადგილთან მიმართებაში. ასეთ შემთხვევაში, სიმბოლატები კულტურად გადაიქცევა და მათ კულტუროლოგია შეისწავლის. მაგრამ მის წინააღმდეგ უნდა ითქვას, რომ ეს მიმართებები, რომელნიც ადამიანის ყოფიერების წესს ეხება და ადამიანთა შორის ურთიერთობებს არკვევს, წარმოუდგენელია ადამიანთაგან დამოუკიდებლად. ამიტომ, მათ არც კულტუროლოგიური მნიშვნელობა მიენიჭებათ. მათ ჩვენ განვიხილავთ ადამიანებთან თუ ინსტიტუტებთან მიმართებაში, ყველა ვითარებაში კულტურის მნიშვნელობა აქვთ და კულტურის ფენომენებია. ესენი ადამიანთან მიმართებაში თუ მისგან დამოუკიდებლად განიხილება, ამით არ წყვეტენ ადამიანურ ფენომენებად ყოფნას.

      ამ ვითარებას ვერც ლესლი უაიტი გაექცა. ისიც აღიარებს, რომ "კულტურის ყოველ ელემენტს ორი ასპექტი - სუბიექტური დაობიექტური აქვს. ობიექტურ საგანსაც აქვს სუბიექტური მომენტი, რომ ის გარკვეული იდეის განხორციელებაა". კულტურის სუბიექტურ მომენტებს - იქნება ესიდეები, რწმენა, ემოციები, ურთიერთობანი - სუბიექტურობა ხელს არ უშლის კულტურის ელემენტებად ყოფნაში, თუმცა, სომატურ ველში იმყოფებიან. ისე როგორცმატერიალურ საგნებს აქვთ სუბიექტური განზომილება და სუბიექტის ყოფნა არაა მათი ექსტრასომატურობის განმსაზღვრელი. ამგვარად, კულტურის იდეებად დასახვა ისევე არაა იდეალიზმი, როგორც მატერიალურის კულტურის ელემენტად გამოცხადება არაა მატერიალიზმი. კულტურა აერთიანებს მატერიალურსა დაიდეალურს და ამის აღიარებით კულტურის თეორია არ ხდება მატერიალიზმისა და იდეალიზმის გაერთიანების მცდელობა.

ამოსაბეჭდი ვერსია:

კულტურის გაგებათა ანალიზი

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 869

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters