კულტურის განსაზღვრებათა კლასიფიკაცია

კულტურის განსაზღვრებათა კლასიფიკაცია, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      კულტურის თეორიებში კულტურის ცნებათა მრავალმნიშვნელოვანობის გვერდით, კულტურის განსაზღვრებათა დიდი მრავალფეროვნება აღინიშნება. როგორც აღნიშნავენ, კულტურის ცნება მეთვრამეტე საუკუნის მიჯნაზე, კერძოდ, 1793 წელს გერმანულ ლექსიკონში ფიგურირებს. აბრაამ მოლის მტკიცებით, უკანასკნელ დრომდე სოციოლოგია ხელს უწყობდა კულტურის გამდიდრებას ახალი ფაქტებით, მაგრამ არა - მის შესახებ მოძღვრების შექმნით. თუმცა, არის მოსაზრებაც, რომ სიტყვა "კულტურა" თანამედროვე მნიშვნელობასთან მიახლოებული აზრით, ანტიკურობაში იყო გამოყენებული. კერძოდ, ძველ რომში, ციცერონთან. ბოჭორიშვილის მტკიცებით, სიტყვა "კულტურა" ძველი ლათინური წარმოშობისაა, რაც მოვლასა და პატრონობას ნიშნავდა. როცა ადამიანის სხეულსა და სულზე გადაინაცვლა, "აქაცეს სიტყვა იქნა გამოყენებული. კერძოდ, ადამიანის სულის გამო ზრუნვას ციცერონმა (106-43 ჩვ. წ. აღ. -მდე) "სულის კულტურა" უწოდა" . მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღნიშნავენ სპეციალისტები, კულტურის თეორეტიკოსები თავიდან არ დაინტერესებულან საკითხით "რა არის კულტურა?" ანუ არ დაუსვამთ კულტურის განსაზღვრების პრობლემა, ეს მხოლოდ მეოცე საუკუნეში გაკეთდა, მაგრამ ამ ერთ საუკუნეში კულტურის განსაზღვრებათა ისეთი დიდი რაოდენობა წარმოჩინდა, რომ სამოციანი წლებისათვის მათმა რიცხვმა 250-ს მიაღწია. მოლის მტკიცებით, "კულტურა განსაკუთრებულად მრავალმნიშვნელადი ტერმინია. სხვადასხვა ავტორს სხვადასხვაგვარად ესმის და 250-ზე მეტ განსაზღვრებას ითვლიან" . მოლის მონაცემებში, საუკუნის დამლევისათვის დიდი ცვლილება შევიდა. დღეს კულტუროლოგები კულტურის 400-მდე განსაზღვრებას ითვლიან. კულტურის განსაზღვრებათა ასეთ სიმრავლეს მრავალი მიზეზი აქვს. კულტურის ფაქტების ზრდა, კულტურულ გარემოთა ცვლილება, ადამიანის კულტურული აქტივობის ახალი ფორმების გამოვლენა, ახალი ისტორიული ეპოქებისა და საზოგადოებების მრავალფეროვნება და სხვა.

      დღევანდელ ვითარებაში კულტუროლოგების წინაშე ამოცანად დგას კულტურის მრავალრიცხოვან გაგებათა და, შესაბამისად, განსაზღვრებათა ტიპოლოგია, იმისდა მიხედვით, რასთან მიმართებაში ხდება ეს განსაზღვრება - კულტურისათვის იმანენტურ თუ ტრანსცენდენტურ ძალებთან, კულტურის მსოფლმხედველობასთან თუ მის შემქმნელ ადამიანის სამოღვაწეო არეალთან მიმართებაში. კულტურის განსაზღვრებათა ერთ-ერთ სრულყოფილ კლასიფიკაციას ალბერტ კაფანია გვთავაზობს. ამ საკითხისადმი მიძღვნილ სპეციალურ ნაშრომში კაფანია კულტურის განსაზღვრებათა რამდენიმე ტიპს გვამცნობს. ამ ტიპოლოგიისათვის გამოყენებულია კულტურის ცნების შინაარსი. ის, თუ რასთან მიმართებაში, რა მომენტისა თუ ელემენტის წინ წამოწევითაა ესა თუ ის განსაზღვრება სპეციფიური. კაფანია აანალიზებს განსაზღვრების სახეებს, იმ მოთხოვნებს, რაც ლოგიკურად სწორ განსაზღვრებას წაეყენება. იგი მეცნიერულ განსაზღვრებათა სამ ტიპს განასხვავებს: სამართლიან, ნომინალურ და განმარტებით განსაზღვრებებს. მისი აზრით, სამართლიანი განსაზღვრება უნდა ადგენდეს განსასაზღვრისა და განმსაზღვრელის იგივეობას. ნომინალური განსაზღვრება ცნობილის გზით უცნობის მნიშვნელობას ადგენს. უცნობი დაიყვანება ცნობილზე. განმარტებითი განსაზღვრება განსასაზღვრის მიმართ სიმყარის კრიტერიუმს იყენებს, რასაც განმსაზღვრელი მოკლებულია. კაფანიას აზრით, განსაზღვრების სახეების გარდა, უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები, რომელსაც ყოველი განსაზღვრება უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი კრიტერიუმი ოთხია:

  1. განსაზღვრება უნდა ადგენდესგანსასაზღვრი სიტყვის მნიშვნელობას,
  2. განმსაზღვრელი უფრო ცნობილი და ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე განსასაზღვრი,
  3. განსასაზღვრისგანმსაზღვრელით შეცვლა უნდა შეიძლებოდეს,
  4. განმსაზღვრელის ცდისეული აღქმა უნდა შეიძლებოდეს.

      ამ პირობათა ფონზე კაფანია კულტურის განსაზღვრებათარამდენიმე ტიპს განასხვავებს. ყველა ისინი კულტურის იმანენტური სფეროებიდანაა აღებული. პირველია კულტურის განსაზღვრებათა ჯგუფი, რომელიც განმსაზღვრელად კულტურის ერთ-ერთ ელემენტს, სოციალურ მემკვიდრეობას იყენებს. ამ ტიპის განსაზღვრებათა რამდენიმე ნიმუშის დასახელება ცხადს ხდის, რომისინი განსაზღვრებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. ასე, მაგალითად, "სოციალური მემკვიდრეობა კულტურული ანთროპოლოგიის ამოსავალი ცნებაა, რომელსაც ჩვეულებრივ, კულტურას უწოდებენ" (ბრონისლავ მალინოვსკი); "ტერმინი "კულტურა" ნიშნავს ადამიანის ცხოვრების სოციალური მემკვიდრეობით მიღებულ ყოველგვარ ელემენტს, როგორც მატერიალურს, ისე სოციალურს" (ედვარდ სეპირი); "სოციალური მემკვიდრეობა კულტურად იწოდება. კულტურა ნიშნავს კაცობრიობის მთელ სოციალურ მემკვიდრეობას" და ა. შ." კაფანია მრავალ კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს ამ ტიპის განსაზღვრებათა მიმართ. ამ მოსაზრებათა შორის ძირითადია ის, რომ განსასაზღვრისა და განმსაზღვრელის მოცულობა ერთმანეთს არ ემთხვევა. განმსაზღვრელი განსასაზღვრზე უფრო ვიწრო მოცულობისაა .

      განსაზღვრებათა მეორე ჯგუფი კულტურას განსაზღვრავს მისი ერთ-ერთი თვისების, დასწავლადი ქცევის მეშვეობით. კაფანია აანალიზებს ამ განსაზღვრებათა ტიპიურ ნიმუშებს. რუტ ბენედიქტის აზრით, "კულტურა სოციოლოგიური ტერმინია, რომელიც დასწავლად ქცევას აღნიშნავს", ჯულიან სტიუარდის აზრით, "კულტურა ესმით როგორ ქცევის შეძენილი წესები, რომელნიც სოციალურად გადაეცემა", ედისონ დევისის მიხედვით, "კულტურა შეიძლება განისაზღვროს როგორც მთელი ქცევა, რომელსაც ინდივიდი ჯგუფთან ადაპტირებაში გამოიმუშავებს", ჩარლზ ჰოკეტის მიხედვით, "კულტურა ის ჩვევებია, რომელთაც ადამიანები სხვებისაგან დასწავლის გზით იძენენ". კაფანია ამ ტიპის განსაზღვრებებსაც არ მიიჩნევს იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილების უზრუნველმყოფად, რომელთა ფონზეც განსაზღვრებაში განსასაზღვრსა და განმსაზღვრელს შორის იგივეობა უნდა იყოს. მისი აზრით, "დასწავლადი ქცევა "კულტურასთან" შედარებით უფრო ვიწრო მოცულობისაა. მასში არ შედის კულტურული ქმედების შედეგები, საგნები, რომლებიც კულტურის ფუნქციონირების პროცესში იწარმოება". სქემის სახით კაფანია ამ შეუსაბამობას ასე გამოხატავს:

კულტურის განსაზღვრებათა კლასიფიკაცია, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      კაფანია კულტურის განსაზღვრებათა მესამე ჯგუფში აერთიანებს ისეთებს, რომლებიც იდეის ცნებიდან ამოდიან. ასე, მაგალითად, "კულტურა ურთიერთდაკავშირებულ იდეათა განსაზღვრული კომპლექსია" (კლარკ უისლერი); "კულტურა შეიძლება განისაზღვროს როგორც იდეათა ნაკადი, რომელიც ინდივიდიდან ინდივიდზე გადადის სიმბოლური ქცევის, ვერბალური სწავლების ან იმიტაციის გზით" (ჯეიმს ფორდი); "კულტურაში მესმის ყველა ის ინტელექტუალური კონსტრუქტი, ანუ იდეა, რომელიც ინდივიდის მიერ ათვისებულია ან სიცოცხლის მსვლელობაში მის მიერაა შექმნილი... კულტურა იდეებისაგან შედგება" (უოლტერ ტეილორი). კაფანიას აზრით, განსაზღვრებათა ეს ჯგუფიც ზემოთ დასახელებული ნაკლის მატარებელია. განმსაზღვრელი არ ემთხვევა განსასაზღვრის მოცულობას. განმსაზღვრელი უფრო ვიწრო მოცულობისაა, ვიდრე - განსასაზღვრი, რასაც ის ზემოთ აღნიშნული სქემის ანალოგიურით გამოხატავს:

კულტურის განსაზღვრებათა კლასიფიკაცია, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      განსაზღვრებათა კიდევ ერთი ჯგუფია, რომელშიც კულტურა ქცევით განისაზღვრება. აი, რამდენიმე ნიმუში: "კულტურა ამ სიტყვის ანთროპოლოგიური აზრით, საზოგადოების წევრთათვის საერთო დასწავლადი ქცევის პატერნებია "სტერეოტიპებია" (ჯეფრი გორერი); "კულტურა სტანდარტიზებულ იდეათა განწყობათა დაჩვევათაგან შედგება" (კიმბელ იანგი); "კულტურა ტომისათვის საერთო სტანდარტიზებულ წარმოდგენათა და პროცედურათა ერთობლიობაა" (კლარკ უისლერი). განსაზღვრებათა ამ ჯგუფში კულტურა განისაზღვრება საზოგადოების წევრთათვის საერთო ქცევით, მაგრამ, მათ გარდა, არსებობს ინდივიდუალურ ქცევათა ფორმები. გარდა ამისა, კაფანიას აზრით, არ გვაქვს იმის კრიტერიუმი, ამა თუ იმ ქცევას ყველა უნდა იზიარებდეს, თუ რამდენი ადამიანის ერთიანი ქცევა იქნებასა ზოგადოებისათვის საერთო ქცევა? ამიტომ, აქაც განსასაზღვრის საერთო მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე - განმსაზღვრელის და კვლავ ანალოგიური სქემა:

კულტურის განსაზღვრებათა კლასიფიკაცია, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      განსაზღვრებათა შემდეგ ჯგუფში თავსდება ქცევის აბსტრაქციებზე დამყარებული კულტურის გაგება. ასე, მაგალითად, "კულტურა აბსტრაქციაა... ქცევა ისაა, რის მასალაში არსებობს კულტურა და რომლიდანაც იგი კონცეპტუალურად გამონაწევრდება, ანუ აბსტრაგირდება" (კრებერი და კლაკჰონი); "კულტურა სოციალური ჯგუფის ურთიერთდაკავშირებულ აბსტრაგირებულ ჩვევათა სახელია" (ჯონ დოლარდი); "კულტურა სოციალურად გადაცემული ქცევაა, რომელიც კონკრეტული სოციალური ჯგუფიდან მიიღება როგორც აბსტრაქცია" (დევიდ აბერდე). კაფანიას აზრით, ასეთ განსაზღვრებებში ლოგიკური და ონტოლოგიური ასპექტებიაარეული. პირველში საკითხი ისმის "როგორ გამოიყენება სიტყვა "კულტურა?", მეორეში, "რა არის კულტურის არსება ანუ ბუნება?" კაფანია ჭეშმარიტებასთან დაახლოებულად მიიჩნევს მისი მასწავლებლის, ლესლი უაიტისეულ განსაზღვრებას, რომელსაც იზიარებენ კრებერი და ლოულიც. ამ ჯგუფის განსაზღვრებანი კულტურის ზეორგანულად გაგებას ეფუძნებიან. მათში მტკიცდება, რომ "კულტურა ზებიოლოგიური, ანუ ექსტრასომატურ მოვლენათა კლასია". განსაზღვრებათა ეს ჯგუფი კაფანიას სამართლიანად მიაჩნია. მისი აზრით, იგი სხვაზე უკეთ გამოხატავს კულტურის ბუნებას, თუმცა, განსაზღვრებათა ამ ჯგუფსაც აქვს ნაკლი. კერძოდ, ზოგიერთ მიმართებაში განმსაზღვრელი განსასაზღვრს არ ემთხვევა. განსაზღვრებათა ბოლო ვარიანტად კაფანია მიიჩნევს მოვლენათა სახელდების პრინციპიდან ამოსულ განსაზღვრებებს. ასეთს მიეკუთვნება ლესლი უაიტის განსაზღვრება, რომლის მიხედვითაც, "კულტურა სიტყვაა, რომელიც მოვლენათა გარკვეული კლასის სახელდებისათვის გამოყენებადია". ამ განსაზღვრების დაზუსტებული ფორმა უაიტთან ასე გამოიყურება: "კულტურა სახელია ყველა იმ საგნისა და მოვლენისათვის, რომელიც დამოკიდებულია სიმბოლიზაციაზე". კაფანიას აზრით, ეს ნომინალური განსაზღვრებაა და ჭეშმარიტება-მცდარობის კრიტერიუმით არ გაიზომება. ის შეიძლება ევრისტიკული თვალსაზრისით გავამართლოთ და ეფექტურია როგორც კონცეპტუალური ინსტრუმენტი, თუმცა, საბოლოოდ, ეს განსაზღვრება, კაფანიას აზრით, არაა სამართლიანი.

      როგორც ვხედავთ, კაფანია კულტურის განსაზღვრებებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს და ამ კლასიფიკაციისათვის განსაზღვრებათა სპეციფიკურ ნიშნებს იყენებს. თუმცა, კულტუროლოგიაში კულტურის განსაზღვრებათა ასეთი კლასიფიკაცია და ესოდენ მომცველი ანალიზი მეტი არ ჩანს, კაფანიას ანალიზიც გარკვეული თვითნებურობით ხასიათდება. მასში იმ დროისათვის არსებული კულტურის განსაზღვრებათა მეხუთედიც არაა გათვალისწინებული. კლასიფიკაცია ამომწურავი არაა. არც კულტურის მიმართ ტრანსცენდენტური სფეროებიდან განსაზღვრების თვალსაზრისით (ასეთი განსაზღვრებანი საერთოდ არაა გათვალისწინებული) და არც კულტურის კომპონენტთა მეშვეობით ანუ კულტურისათვის იმანენტური ელემენტებიდან ყველა ძირითადი ელემენტი არაა გამოყენებული. განსაკუთრებით ეს ეხება კულტურის ღირებულებათა გზით განსაზღვრებებს, რომელთა შემთხვევაში, ზოგიერთი არგუმენტი, რასაც კულტურის განსაზღვრებათა ნაკლად მიიჩნევს კაფანია, ძალას დაკარგავს. კერძოდ, განმსაზღვრელისა და განსასაზღვრის დამთხვევის არარსებობა. კულტურისა და ღირებულების ცნებების მოცულობა ემთხვევა.

      ღირებულებათა გზით კულტურის განსაზღვრებაში შედის ადამიანის მიერ ბუნების გარდამქმნელი ქმედებანი, ბუნებაზე ზემოქმედების შედეგები, სენ-მარკისტერმინი რომ გამოვიყენოთ, "ბუნების სოციალიზაცია". თუ კაფანიას მოღვაწეობის პერიოდში არსებული 250 განსაზღვრებაც ვერ მოიცვა მისმა კლასიფიკაციამ, ეს ამოცანა დღეს გაცილებით უფრო რთულია, როდესაც კულტურის 400 განსაზღვრება არსებობს. შეიძლება ამიტომაც, კაფანიას ანალოგიურ მცდელობაზე თანამედროვე კულტუროლოგებმა ხელი აიღეს.

      დღეს კულტურის ღირებულებათა გზით განსაზღვრება სიახლე არაა. მაგრამ აქაც ბევრი გაუგებრობაა. კერძოდ, ცდილობენ შემოიფარგლონ დადებითი ღირებულებებით და უარყოფით ღირებულებებს, როგორც არასასურველს, კულტურის გარეთ ტოვებენ. ასეთი სუბიექტურ-შეფასებითი დამოკიდებულება კულტურის ფენომენებისადმი არ უნდა იყოს მართებული, რადგან თუ კულტურა ღირებულებათა სისტემაა და დადებითის გვერდით, უარყოფითი ღირებულებანიც არსებობს, ბუნებრივია, კულტურამ ისინიც უნდა მოიცვას. უარყოფით ღირებულებათა ადგილის განსაზღვრა კულტურაში, ჩვენს სურვილებზე არაა დამოკიდებული, არამედ კულტურის თვისებებზე. უარყოფითი ღირებულებები, როგორც არაბუნებრივი, ადამიანის მიერ შექმნილი, კულტურის ელემენტებია, ამდენად მისაღებად ვერ ჩავთვლით კულტურის ანგია ბოჭორიშვილისეულ განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც, „კულტურა არის ადამიანის მიერ შექმნილი მოვლენა, რომელსაც დადებითი ღირებულება აქვს“ . ეს ნიშნავს, რომ ადამიანის მიერ შექმნილ მოვლენათა თუ საგანთა კლასიდან ავტორი ყველაფერს არ თვლის კულტურის სახელის ტარების ღირსად, არამედ მხოლოდ იმას, რაც სასარგებლო და სასურველია. "კულტურა ეწოდება არა ყველაფერ იმას, რაც ადამიანის ხელიდან გამოდის, არამედ მხოლოდ იმას, რაც იმავე დროს ღირებულია, საჭიროა, სასარგებლოა" . ავტორი აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ შეფასებათა სუბიექტურობისა და რელატივისტური ხასიათის პირობებში კულტურის მხოლოდ დადებით ღირებულებებთან დაკავშირება და უარყოფით ღირებულებათა გამორიცხვა, ართულებს კულტურის "ყველასთვის მისაღები და სავალდებულო" განსაზღვრების მიღებას. ამიტომ კითხვას სვამს: "რას ნიშნავს "დადებითი ღირებულება", რა უნდა ვიგულისხმოთ "ღირებულებებში", როგორ უნდა დავადგინოთ, აქვს თუ არა, ამა თუ იმ მოვლენას ღირებულება? რადგან "დადებით ღირებულებებზე" ვლაპარაკობთ, უთუოდ არსებობს "უარყოფითი ღირებულებაც". რა იგულისხმება მასში? ესეც პასუხს მოითხოვს. ხოლო პასუხის მონახვა ამ შემთხვევაში არ არის ადვილი. ამის ნათელსაყოფად გავიხსენოთ ის, რომ ერთისთვის რაც ღირებულია, მეორისთვის შეიძლება მოკლებული იყოს ღირებულებას. ერთისთვის დადებითი მეორისთვის უარყოფითია" . როგორც ვხედავთ, ავტორი მთლიანად აცნობიერებს კულტურის დადებითი ღირებულებების გზით განსაზღვრით წარმოქმნილ სიძნელეებს, თუმცა, თეორიული განაზრება ბოლომდე არ მიყავს და იდეოლოგიურ ელემენტს მოიშველიებს, ამტკიცებს, რომ იმპერიალიზმი უარყოფითი ღირებულებაა, სოციალიზმი - დადებითი, რომ კულტურა უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არ შეიძლება, ადამიანის მოსპობის საშუალებანი, ისე როგორც ბოროტება, კულტურას მივაწეროთ. კულტურა მხოლოდ ისაა, რაც პიროვნებას აღამაღლებს, ხოლო პიროვნება კულტურას სოციალიზაციის გზით ქმნის და ა.შ.

ამოსაბეჭდი ვერსია:

კულტურის განსაზღვრებათა კლასიფიკაცია

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 640

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Path of Exile: A introduction to PoE currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2024.
საათი: 4:21am 0 კომენტარი

At the beginning

Begin by building up your collection. Don't make use of your orbs for anything yet. Make sure you know your building and the POE currency trade way you'd like to play it first. Be concerned about your equipment and gems when you've completed the design. You can use your orbs at that point.

Crafting

At the time of the game's end, the players begin to build the equipment they want to use. If you'd…

გაგრძელება

Prepare for Rykard’s Boss Fight

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Second Contract: Rileigh the Idle

After completing the first contract, return to the drawing-room and collect the second letter.

This contract sends you to Altus Plateau to assassinate Rileigh the Idle. His red summon sign is located north of the Bridge of Iniquity Site of Grace.

Invade his world, defeat him, and return to Tanith for another reward.

Third Contract: Juno Hoslow

The third and final contract involves killing Juno Hoslow, who can be found in Mountaintops…

გაგრძელება

The Ultimate Weapon of Destruction

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

The Lands Between are a perilous realm, filled with Elden Ring Runes relentless enemies. To survive, you need every advantage you can get. The Red Lightning Can, a new throwing potion introduced in the Elden Ring DLC, is a potent weapon that can turn the tide of battle.

This potent potion, a close relative of the Heavy Red Lightning Can, harnesses the destructive power of lightning. However, the Red Lightning Can distinguishes itself with its unique chain lightning effect, making it a…

გაგრძელება

Each NPC presents players with a series of quests

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი



Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction  this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into everything we know about this…

გაგრძელება

Qwelly World

free counters