კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი III

      დავიწყოთ მეცნიერული რწმენის პრინციპების განხილვით: იმ დაშვებების სახესხვაობებით, რომლებსაც მეცნიერები, ხშირად იმპლიციტურად, თავიანთ ყოველდღიურ სამუშაოში აკეთებენ. პირველი - ეს არის დეტერმინიზმის დაშვება. მარტივად ეს ნიშნავს, რომ მოვლენებს აქვს თავიანთი მიზეზები და ეს მოვლენები დეტერმინირებულია სხვა მოვლენებით ან გარემოებებით. მეცნიერება ვითარდება რწმენით, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელია ამ მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოვლენა და გაგება და, რომ მოვლენები აიხსნება მათი წინაპირობებით. გარდა ამისა, ბუნებრივ სამყაროში მოვლენები არა მარტო დეტერმინირებულია სხვა გარემოებებით, არამედ არსებობს დეტერმინირების კანონზომიერებაც: სამყარო არ ჭირვეულობს. მეცნიერების საბოლოო მიზანს 55 განათლების სფეროში კვლევის კონტექსტი სამყაროში ხდომილობების განხორციელების ამხსნელი კანონების ფორმულირება წარმოადგენს, რაც მათ პროგნოზირებისა და კონტროლის მყარ საფუძველს მისცემს.

      მეორეა ემპირიზმის დაშვება. ამ პოზიციას უკვე შევეხეთ, რომელიც ამტკიცებს, რომ გარკვეული სახის სანდო ცოდნის მიღება მხოლოდ გამოცდილებით არის შესაძლებელი. მეცნიერული თვალსაზრისით, პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თეორიის ან ჰიპოთეზის სიმყარე დამოკიდებულია მის მხარდასაჭერად მოპოვებული ემპირიული საბუთის ბუნებაზე. აქ ემპირიული ნიშნავს იმას, რაც ექვემდებარება დაკვირვებით და უშუალო გამოცდილებით გადამოწმებას (Barratt 1971); ასევე, კვლევის სიტუაციაში თეორიის ან ჰიპოთეზის მტკიცებულებას - დასაბუთების შემცველ მონაცემებს ან ძლიერ დასაბუთებას, რომელიც ალბათობის ტერმინებით არის ფორმულირებული.

      მოლი (1978) ემპირიული მეცნიერების პროცესში ხუთ ეტაპს გამოყოფს:

  1. გამოცდილება: მეცნიერული წამოწყების საწყისი წერტილი ყველაზე ელემენტარულ დონეზე;
  2. მონაცემთა კლასიფიკაცია: სხვაგვარად ნაკლებად გასაგები ერთობლიობების ფორმალური სისტემატიზაცია;
  3. კვალიფიკაცია: უფრო დახვეწილი ეტაპი, რომელზეც გაზომვის სიზუსტე მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ფენომენის უფრო ადეკვატური ანალიზის საშუალებას იძლევა;
  4. ურთიერთმიმართების აღმოჩენა: ფენომენებს შორის ფუნქციური ურთიერთმიმართების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია;
  5. ჭეშმარიტებასთან მიახლოება: მეცნიერება ჭეშმარიტებასთან თანდათანობით მიახლოებით ვითარდება.

      მესამე დაშვება, რომელიც საფუძვლად უდევს მეცნიერის მუშაობას, ეკონომიურობის პრინციპია. აქ ძირითადი იდეა ისაა, რომ ფენომენი შეძლებისდაგვარად ყველაზე ეკონომიური გზით უნდა აიხსნას. როგორც აინშტაინი ამბობდა, საქმე იმდენად მარტივი უნდა გავხადოთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ არა - უფრო მარტივი! ამ პრინციპის პირველი ისტორიული განაცხადი უილიამ ოკამს (William Occam) ეკუთვნის, როდესაც მან თქვა, რომ ახსნის პრინციპები (ერთეულები) უსარგებლოდ არ უნდა მომრავლდეს. ამ გამონათქვამის ინტერპრეტაცია, ცხადია, სხვადასხვაგვარად შეიძლება: ფენომენი უმჯობესია ორი ცნებით ავხსნათ და არა - სამით; მარტივი თეორია უნდა ვამჯობინოთ რთულს.

      ბოლო - ზოგადობის დაშვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსჯელობის ორივე მეთოდში - დედუქციურშიც და ინდუქციურშიც. ფაქტობრივად, ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, კონკრეტულ კერძოსა და აბსტრაქტულ ზოგადს შორის პრობლემური დამოკიდებულება არსებობდა, რაც შემდგომში ცოდნის შესახებ ორი კონკურენტული თეორიის - რაციონალურის და ემპირიულის - სახით ჩამოყალიბდა. იწყებენ რა კერძოზე დაკვირვებით, მეცნიერები თავიანთი შედეგების განზოგადებას მთელ სამყაროზე აპირებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ, საბოლოო ჯამში, ახსნა აინტერესებთ. ცხადია, ზოგადობის ცნება გაცილებით ნაკლებ პრობლემას უქმნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მოღვაწე მკვლევრებს, რომლებიც, ძირითადად, არაცოცხალ მასალასთან მუშაობენ, ვიდრე სოციალურ მეცნიერებს, რომელთაც გარდაუვლად უწევთ ადამიანთა პოპულაციებიდან აღებულ შერჩევებთან გამკლავება და შემდეგ შერჩევებში მიღებული შედეგების დიდი სიფრთხილით განზოგადება ამ პოპულაციებზე.

      აქ მივადექით ძირითად კითხვას: რა არის მეცნიერება? კერლინგერი (1970) მიუთითებს, რომ თავად მეცნიერულ სამყაროში შეიძლება მეცნიერების შესახებ ორი ზოგადი მოსაზრების პოვნა, ესენია: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური მოსაზრებით, რომელიც, განსაკუთრებით, არაპროფესიონალებისკენ არის მიმართული, მეცნიერება არის აქტივობა, რითაც სამყაროს სისტემატური ცოდნა ემატება. მეცნიერის საქმეა ახალი ფაქტების აღმოჩენა და ცოდნის უკვე არსებულ მარაგში მათი ჩართვა. ამგვარად, მეცნიერება განიხილება, როგორც მონაცემების აკუმულირებული ერთობლიობა და აქცენტი, ძირითადად, ცოდნის მიმდინარე მდგომარეობასა და მის შევსებაზე კეთდება.[2] ამის საპირისპიროდ, დინამიკური ხედვისთვის მეცნიერება უფრო მეტია, ვიდრე აქტივობა; უფრო მეტი, ვიდრე რაღაც, რასაც მეცნიერები აკეთებენ. ამ კონცეფციის მიხედვით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დაგროვილი ცოდნის ქონა, მაგრამ რაც მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის აღმოჩენებია, რომელსაც მეცნიერები აკეთებენ. შესაბამისად, აქ აქცენტი მეცნიერების ევრისტიკულ ბუნებაზე კეთდება

      საპირისპირო მოსაზრებები მეცნიერების ფუნქციების შესახებაც არსებობს. ეს მოსაზრებები შეჯამებულია ჩანართში 1.3. თუმცა, პროფესიონალი მეცნიერებისთვის მეცნიერება სამყაროს წვდომის მეთოდია; ახსნისა და გაგების, წინასწარმეტყველებისა და კონტროლის საშუალებაა. მათთვის მეცნიერების საბოლოო მიზანი თეორიაა.

ჩანართი 1.3

მეცნიერების ფუნქციები

  1. პრობლემების მოძიების, კითხვების დასმის, ეჭვების წახალისების, ჰიპოთეზების ფორმულირების ფუნქცია.
  2. ტესტირების, შემოწმების, დადასტურების ფუნქცია; ჰიპოთეზების წამოყენებისა და შემოწმების, ექსპერიმენტების გამეორებისა და გადამოწმების, ფაქტების დაწმენდის, გასუფთავების ფუნქცია.
  3. ორგანიზების, თეორეტიზირებისა და სტრუქტურირების ფუნქცია; უფრო და უფრო ფართო განზოგადებების ძიების ფუნქცია.
  4. ისტორიის დაფიქსირების მეცნიერული ფუნქცია.
  5. ტექნოლოგიური მხარე; ინსტრუმენტები, მეთოდები და ტექნიკები.
  6. ადმინისტრაციული, აღმასრულებელი და ორგანიზაციული მხარე.
  7. პუბლიკაციისა და საგანმანათლებლო ფუნქციები.
  8. ადამიანებისთვის პრაქტიკული გამოყენების ფუნქცია.
  9. დაფასების, სიხარულის, ქებისა და სახელის მოხვეჭის ფუნქციები.

      წყარო: Maslow 1954

      კერლინგერი თეორიას განსაზღვრავს, როგორც "ურთიერთდაკავშირებული კონსტრუქტების (ცნებების), განსაზღვრებებისა და დებულებების ერთობლიობას, რომელიც ფენომენის სისტემატურ ხედვას გვთავაზობს ცვლადებს შორის ურთიერთკავშირის ჩვენებით და მიზნად ისახავს ფენომენების ახსნასა და წინასწარმეტყველებას" (kerlinger 1970). გარკვეული თვალსაზრისით, თეორია ემპირიული მონაცემების ცალკეულ გაბნეულ ნაწილებს უფრო ფართო გამოყენებისთვის მოწოდებულ ერთიან, ლოგიკურად თანმიმდევრულ კონცეპტუალურ ჩარჩოში უყრის თავს. ამასთან, თეორია თავად არის ახალი ინფორმაციისა და აღმოჩენების წყარო. ამგვარად, ის ახალი ჰიპოთეზებისა და აქამდე დაუსმელი კითხვების წყაროა. ის განსაზღვრავს შემდგომი კვლევებისთვის მნიშვნელოვან სფეროებს, ავლენს ჩავარდნებს ჩვენ ცოდნაში და მკვლევარს მანამდე უცნობი ფენომენების არსებობის აღიარების შესაძლებლობას აძლევს.

      ცხადია, არსებობს თეორიის რამდენიმე სახეობა და თითოეული მათგანი "მტიცებულების" საკუთარ სახეობებს განსაზღვრავს. მაგალითად, მორისონი (1955a) ერთმანეთისგან განასხვავებს ემპირიულ თეორიებს, "დიდ" თეორიებს და "კრიტიკულ" თეორიას. ემპირიული თეორიები და კრიტიკული თეორიები ქვემოთ არის განხილული. "დიდი თეორია" მეტანარატივია, რომელიც განსაზღვრავს კვლევის სფეროს, სპეკულაციურია, განმარტავს და ნათლად აყალიბებს კონცეპტუალურ სტრუქტურებსა და ჩარჩოებს და კრეატულად აფართოებს ქცევისა და ორგანიზაციების აღქმის გზებს (Layder 1994). ის იყენებს ფუნდამენტურ ონტოლოგიურ და ეპისტემოლოგიურ პოსტულატებს, რომლებიც კვლევის სფეროს განსაზღვრისთვისაა განკუთვნილი (Hughes 1976). ამ შემთხვევაში ემპირიული მასალა საილუსტრაციოდ უფრო გამოიყენება, ვიდრე "დასასაბუთებლად". ეს ეხება ზოგიერთ სოციოლოგიურ თეორიას, მაგალითად, მარქსიზმს, კონსენსუსის თეორიას და ფუნქციონალიზმს. მაშინ, როცა სოციოლოგები შეიძლება, აღფრთოვანებული იყვნენ ასეთი თეორიების შემაჯამებელი და ყოვლისმომცველი ბუნებით, მათ მუდმივად აკრიტკებდნენ. მაგალითად, მერტონის (1949), ქოსერისა და როზენბერგის (1969), დოლისა (1993) და ლეიდერის (1994) მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორიები შეიძლება დიდი ფილოსოფიური სისტემების - ბიზანტიური - სტრუქტურული ბრწყინვალებითა და ლოგიკური თანმიმდევრულობით გვიზიდავდეს, მაინც მეცნიერულად უნაყოფო და არარელევანტურია და არ არის კავშირში სამყაროსთან, რომელიც ღიაობით, ფლუიდურობით, ჰეტეროგენურობითა და დანაწევრებულობით ხასიათდება. ეს წიგნი ამ ტიპის თეორიას არ განიხილავს.

      თეორიის სტატუსი მნიშვნელოვნად იცვლება ინტერესის სფეროში შემავალი ცოდნის სფეროსა და დისციპლინის მიხედვით. ზოგიერთი თეორია, ისევე, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ელეგანტურობისა და დახვეწილობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. სხვები, სავარაუდოდ, განათლების თეორიის მსგავსად, ჩამოყალიბების მხოლოდ ადრეულ საფეხურებზე იმყოფება და ამიტომ ძალზე არასწორხაზოვანი და არათანაბარია. პოპერი (1968), ლაკატოსი (1970),[3] მოლი (1978), ლაუდენი (1990) და რასმუსენი (1990) გამოყოფენ ეფექტური ემპირიული თეორიის შემდეგ მახასიათებლებს:

  • თეორიული სისტემა დედუქციის საშუალებას უნდა იძლეოდეს და ქმნიდეს კანონებს, რომელთა შემოწმება ემპირიულად იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ის უნდა უზრუნველყოფდეს დადასტურების ან უარყოფის საშუალებას. ადამიანს თეორიის ვალიდობის შემოწმება მხოლოდ ამ თეორიიდან მიღებული დებულებების (ჰიპოთეზების) ვალიდობის შემოწმებით უნდა შეეძლოს. თუ სხვადასხვა ჰიპოთეზის სიმცდარის დასაბუთების განმეორებითი მცდელობები წარუმატებელია, მაშინ თეორიას დარწმუნებით შეგვიძლია ვუწოდოთ ვალიდური. ეს პროცესი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ, სავარაუდოდ, რომელიმე ჰიპოთეზა არაქმედუნარიანი აღმოჩნდება. ამით თეორიის არაადეკვატურობის არაპირდაპირი მტკიცებულება შეიქმნება, რამაც შეიძლება მის უარყოფამდე (ან, როგორც უფრო ხშირად ხდება, ამ თეორიის იმ უფრო ადეკვატური თეორიით ჩანაცვლებამდე მიგვიყვანოს, რომელსაც შეუძლია გამონაკლისის დაშვება).
  • თეორია თავსებადი უნდა იყოს როგორც დაკვირვებასთან, ისე, მანამდე მოქმედ თეორიებთან. ის გადამოწმებულ ემპირიულ მონაცემებს უნდა ეფუძნებოდეს და აზრიან დებულებებსა და ჰიპოთეზებს უნდა ეყრდნობოდეს. რაც უფრო კარგია თეორია, მით მეტად ადეკვატურად შეუძლია საკვლევი ფენომენების ახსნა და მით მეტი ფაქტების ჩართვა მეტად განზოგადებად მნიშვნელოვან სტრუქტურაში. ფაქტებს შორის შინაგანი შეთანხმებულობა უნდა არსებობდეს. ის ნათლად და ზუსტად უნდა განმარტავდეს იმ ტერმინებს, რომლითაც ცდილობს ემპირიული ფენომენების ახსნას, წინასწარმეტყველებასა და განზოგადებას.
  • თეორია მარტივი ტერმინებით უნდა იყოს გადმოცემული. კარგია ის თეორია, რომელიც უმარტივესად ხსნის უფრო მეტს. ეს ეკონომიურობის კანონია. თეორიამ მონაცემები ადეკვატურად უნდა ახსნას და არ უნდა იყოს იმდენად ყოვლისმომცველი, რომ უსაშველოდ გაიბეროს.
  • თეორიას უნდა ჰქონდეს ახსნისა და წინასწარმეტყველების მნიშვნელოვანი პოტენციალი.
  • თეორიას უნდა შეეძლოს დასაკვირვებელ ანომალიებზე რეაგირება.
  • თეორია უნდა ბადებდეს კვლევებს (ამ თემას ეხმაურება სიგელის (1987) კომენტარი, რომ ეფექტური თეორიის ერთ-ერთი მახასიათებელი მისი ნაყოფიერებაა).
  • თეორიამ უნდა გამოავლინოს სიზუსტე და უნივერსალობა და თავადვე შექმნას საკუთარი ფალსიფიკაციისა და შემოწმების საფუძველი იმით, რომ განსაზღვროს "მკაცრი შემოწმების" ხასიათი და მოქმედება (Popper 1968). ეფექტური ემპირიული თეორიის შემოწმება იმ კონტექსტისგან განსხვავებულ კონტექსტში ხდება, რომელმაც დასაბამი მისცა მას, ანუ უნდა გავცდეთ მარტივ დადასტურებასა და გაცნობას და "შემოწმებისკენ" ვიმოძრაოთ (Laudan 1990). უნდა დადგინდეს, თუ რა ტიპის მტკიცებულებაა საჭირო თეორიის დასადასტურებლად ან უარსაყოფად.
  • თეორია ზედმიწევნით ოპერაციონალიზებადი უნდა იყოს.
  • თეორიის შემოწმება უნდა მეორდებოდეს, ანუ უნდა შეიძლებოდეს მისი ხელახლა შემოწმება.

      ზოგჯერ თეორიის ნაცვლად, ან მის ჩასანაცვლებელ ფორმად, სიტყვა მოდელი გამოიყენება. ორივე ტერმინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფართო კონცეპტუალური ჩარჩოს მქონე ამხსნელი საშუალება ან სქემა, თუმცა, მოდელები ხშირად ანალოგიებს იყენებენ კონკრეტული ფენომენის გრაფიკულად ან ვიზუალურად უკეთ წარმოდგენის მიზნით. თუ ზუსტია და ფაქტებს მცდარად არ წარმოაჩენს, მოდელს შეუძლია დახმარების გაწევა ფენომენების ბუნების ძირითად საკითხებში სინათლის შეტანასა და ფოკუსირებაში.

      ჰიჩკოკი და ჰაგისი (1995) აერთიანებენ და ავითარებენ ზემოთ მოყვანილი მსჯელობის ხაზს და თეორიას შემდეგნაირად აღწერენ:

      თეორია განიხილება, როგორც სოციალური სამყაროს შესახებ ცოდნის სისტემური სტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული. ამ პროცესში თეორია იყენებს ცნებებს, სისტემებს, მოდელებს, სტრუქტურებს, რწმენებს, იდეებსა და ჰიპოთეზებს (თეორიებს), რათა გამოთქვას დებულებები მოქმედებების, მოვლენებისა თუ აქტივობების გარკვეული სახეობების შესახებ და განახორციელოს მათი მიზეზების, შედეგებისა და პროცესის ანალიზი. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს მოვლენების ისეთი საშუალებებით ახსნას, რომლებიც თავსებადია კონკრეტულ ფილოსოფიურ საფუძველთან, ან, მაგალითად, კონკრეტულ სოციოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ პოზიციასთან. მაშასადამე, თეორიების მიზანია, როგორც გარკვეული რაოდენობის ცვლადებს შორის არსებული ურთიერთმიმართებების შესახებ ვარაუდების გამოთქმა, ისე, მათი გაანალიზება, როდესაც ემპირიული კვლევა-ძიებით შესაძლებელია გარკვეული რეგულარობებისა და უწყვეტობების დემონსტრირება. (Hitchcock and Hughes 1995: 20-1)
მეცნიერული თეორიები ბუნებით დროებითი უნდა იყოს. თეორია ვერასოდეს იქნება დასრულებული იმ თვალსაზრისით, რომ მოიცავდეს ყველაფერს, რაც კი არის ცნობილი და ნაკვლევი მოცემული ფენომენის შესახებ. როგორც მოლი (1978) ამტკიცებს, ერთ მეცნიერულ თეორიას მაშინვე ანაცვლებს უკეთესი, უფრო დახვეწილი თეორია, როგორც კი ახალი ცოდნის მოპოვება ხდება.

      თეორიებსა და მოდელებზე საუბრისას შევეხეთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც მეცნიერები მუშაობისას იყენებენ. ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ ორი ასეთი ხელსაწყო - ცნება და ჰიპოთეზა, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მეცნიერებაში.


[2]მეცნიერების შესახებ ამ კონკრეტული მოსაზრების საწინააღმდეგო კლასიკური განაცხადი მოცემულია წყაროში Kuhn, T. S. (1962) The Structure of Scientific Revolution. Chicago, IL: University of Chicago Press.. კუნის წიგნში, რომელიც ინტელექტუალური ოსტატობის ნიმუშად არის აღიარებული, დაფიქსირებულია მოსაზრება, რომ მეცნიერება არ არის ცოდნის სისტემატური დაგროვება, როგორც ამას სახელმძღვანელოებში წერენ, არამედ ეს გაცილებით ნაკლებად რაციონალური საქმიანობა, ვიდრე ზოგადად წარმოუდგენიათ ადამიანებს. სინამდვილეში, ეს არის "მშვიდობიანი ინტერლუდიების სერიები, რომლებსაც ინტელექტუალურად მძლავრი და მკვეთრი რევოლუციები წყვეტს... და თითოეული რევოლუციის დროს ერთი კონცეპტუალური მსოფლმხედველობა მეორეთი იცვლება"

[3]აქ მოცემული დისკუსიების უშუალო მიმოხილვისთვის იხილეთ Chalmers, A. F. (1982) What Is This Thing Called Science? (second edition). Milton Keynes: Open University Press.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 716

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters