ოჯახის სოციალური არსი (თავი V)

ოჯახის სოციოლოგია, ქველი, სოციოლოგია, ოჯახი, qwelly, sociology, ojaxis sociologia

      ოჯახის სოციოლოგია, რომლის საგანსაც წარმოადგენს ოჯახის შუამავლობა ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ინტერესთა კონფლიქტში, ამ პროცესებს განიხილავს არა მხოლოდ სოციალურ-ინსტიტუციონალურ დონეზე, არამედ ინდივიდუალური და საოჯახო ჯგუფური ქცევის მიკროდონეზეც. ამიტომ, ოჯახის როგორც მცირე ჯგუფის სოციოლოგიური შესწავლა არ დაიყვანება ოჯახის სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლევამდე.

      ამ წიგნში ძირითადი ყურადღება ეთმობა ოჯახს, როგორც ინსტიტუტს, შვილთაშობას, მათი შენახვის და აღზრდის იმ სპეციფიკურ ფუნქციებს, რომლებიც საზოგადოებისთვის უზრუნველყოფენ თაობათა შევსებას და მათ სოციალიზაციას კონკრეტულ ისტორიულ პირობებში. უფრო ზუსტად, სოციეტალური ანალიზი ფოკუსირებულია საოჯახო სტრუქტურების როლზე სოციალური ცვლილებების პროდუცირებაში და ამ ცვლილებათა გავლენაზე ოჯახის ინსტიტუციონალურ ფუნქციათა განხორციელებაში. მეორეს მხრივ, ოჯა ხის მოკროსოციოლოგიური ანალიზი მოწოდებულია ახსნას, როგორ მიიღწევა საზოგადოების სოციალურად კომპეტენტური წევრების აღზრდა მილიონობით ცალკეულ ოჯახში, მჭიდროდ დაკავშირებულებში არა საზოგადოების წინაშე ვალდებულებით, არამედ საოჯახო ცხოვრების წესის საშუალებით მრავალფეროვანი ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. ოჯახი, როგორც მცირე ჯგუფი, ფლობს გარკვეულ სიკეთეებს, ღირსებებს, რომლებიც შეიძლება მომხიბლავი იყოს ადამიანთა თვალში. ამ თვალსაზრისით მიდის მსჯელობა ოჯახი ცხოვრების წესის ფასეულობაზე მარტოხელებთან მიმართებაში. ოჯახი, როგორც პიროვნებათშორისი გაერთიანება ამიტომ არსებობს გარე ვითარებების ხარჯზე არა ჩვევის და ინერციის წყალობით, არამედ შინაგანი ძალების შემჭიდროვების გამო. შიდაოჯახურ ურთიერთობათა მდგომარეობა, რომელიც საშუალებას იძლევა საოჯახო ურთიერთობების კონფლიქტების და გარე წინააღმდეგობების აღმოფხვრისა საოჯახო ერთიანობის გზაზე, საოჯახო როლების ეფექტური შესრულების და ერთობლივი საოჯახო მოღვაწეობის მიღწევას – აი, ოჯახის მიკროსოციოლოგიის ამოცანა.

      ოჯახის მიკრო და მაკროსოციოლოგიის განსხვავება შეიძლება შემდეგი მაგალითით ავხსნათ. ცალკეულმა ოჯახმა თავისი ცხოვრება შეიძლება მეორისაგან სრულიად განსხვავებულად მოაწყოს, მაგრამ, როგორც არ უნდა უნიკალურად იქცეოდეს ოჯახი, როგორც მინი-მოლეკულა, იგი მაინც ატარებს თავის თავში ნიშნებს, რომელიც მას სხვა მოლეკულებს ამსგავსებს და რითაც იქმნება ცხოვრებისეული ზღვის ტალღები. ოჯახი, როგორც ცალკეული ნაწილი და ოჯახი, როგორც ტალღის ნაწილი – იზოლირებული მოლეკულა და წვეთი, რომელიც ძალას მატებს ტალღას. ყველა შედარება პირობითია და რა თქმა უნდა, ოჯახის სოციოლოგია სწავლობს რაღაც მთლიანს, მაგრამ მეცნიერული გამარტივების მიზნით შესაძლებელია ოჯახის ასეთი გარჩევა, როგორც მაკრო და მიკროკვლევების ობიექტისა.

      საჭიროა ოჯახის შესწავლაში სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური მიდგომის გამიჯვნა. სოციალური ფსიქოლოგია ადამიანთა ქცევით ინტერესდება არა როგორც ორგანიზმისა ან "რობინზონისა", არამედ როგორც სხვა ადამიანებთან ურთიერთობის მონაწილისა. ამასთან, ოჯახი განიხილება, როგორც ურთიერთგავლენის არენა, როგორც მთლიანობა, რომელიც ურთიერთკონტაქტებისგან ყალიბდება. ოჯახის სოციალური ფსიქოლოგია განიხილავს როგორ აღმოცენდება და შენარჩუნდება ინდივიდთა ურთიერთობები. აქ ყურადღების ცენტრში არის პიროვნება, რომელიც მიისწრაფვის გაამყაროს მე-კონცეფცია მიიღოს თავის მე-ს ფასეულობის აღიარება გარე სამყაროს კრიტერიუმებისგან დამოუკიდებლად, თავისი საოჯახო ჩვენ-თან კუთვნილების წყალობით. სოციალური ფსიქოლოგია ოჯახს აანალიზებს როგორც ოჯახს, პირველად ჯგუფს, რომელიც ბევრი მიზნისა და ფუნქციის საფუძველზე შედგება უშუალოდ და გაშუალებულად (სოციალურ-სიმბოლურად) ურთიერთმოქმედი პიროვნებებისაგან. მაგრამ აქცენტი ამავე დროს კეთდება უფრო იმაზე, როგორ შეიძლება ახალი თვისებების აღმოცენება პიროვნებათშორის ურთიერთქმედებიდან, როგორია საოჯახო ჯგუფის ფენომენი, რაში მდგომარეობს ამ ჯგუფური ქცევის ფენომენი, რომელიც არ დაიყვანება ოჯახის ცალკეულ წევრთა ქცევაზე.

      ოჯახის სოციოლოგია კონცენტრირებულია ოჯახზე, როგორც ერთიან, მთლიან ავტონომიაზე, ოჯახზე, როგორც სოციოკულტურულ როლთა ურთიერთშემავსებლობათა ერთიანობაზე, ოჯახზე, როგორც ერთიანობაზე, რომელიც დროთა განმავლობაში შენარჩუნდება და აგრეთვე, მოვლენათა მონაცვლეობისას, რომელიც საოჯახო სტრუქტურას უცვლის სახეს და, თუ ოჯახის სოციოლოგია აანალიზებს ინდივიდუალურ ქცევას, ყველაზე ხშირად როგორც საერთო საოჯახო შედეგი, როგორც სოციალურ სტატუსთა და როლების, სოციალურ-ინსტიტუციონალურ ურთიერთობათა პიროვნებათშორისი გამოვლენა. სოციალური ფსიქოლოგი ოჯახს იკვლევს და შეიმუშავებს შიდაოჯახური ქცევის თეორიებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან ზეგავლენა მოახდინონ ოჯახის ფსიქოლოგიურ კლიმატზე და მისი წევრების საოჯახო საქმიანობაზე. სოციოლოგს აინტერესებს პიროვნების მიერ საოჯახო სიტუაციათა სუბიექტური შეფასება, რათა ახსნას ოჯახის, როგორც ჯგუფის ქცევის შედეგები. ერთიც და მეორეც თანაბრად უნდა ფლობდეს სოციალური ფსიქოლოგიის მეთოდებს, მაგრამ მათი გამოყენება ოჯახთან მიმართებაში ნაკარნახევია კვლევის ამოცანების განსხვავებისაგან.

      ოჯახის სოციოლოგიის მთავარი განსხვავება მდგომარეობს მის სწრაფვაში გამოიკვლიოს ოჯახის როგორც პირველადი მცირე ჯგუფის შექმნის, ფუნქციონირების და რღვევის კანონები. როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ სხვადასხვა ეპოქის ოჯახები თავისი უნიკალურობით, თავისი ცხოვრების წესის მოწყობითა და კულტურით, როგორც პირველადი ჯგუფების სახით განხილვისას, ისინი ხასიათდებიან ერთი და იგივე თვისებებით შექმნისა და რღვევი თვალსაზრისით. მიკროსოციოლოგიის სპეციალური ინტერესი სწორედ მდგომარეობს იმ საერთოს შესწავლაში, რაც ოჯახების შექმნისა და რღვევისთვის არის დამახასიათებელი ქორწინების ამა თუ იმ ხანგრძლივობის პერიოდში, რაც საერთოა ნუკლეარული ოჯახებისათვის და საოჯახო ხაზისთვის ("გვარები"), რომლებიც თაობათა რიგში იჩენს თავს.

      საოჯახო ცხოვრების ციკლის სტადიათა ცვლის კანონები, ნუკლეარული ოჯახის ციკლის ხანგრძლივობის შემცირება – ეს სოციოლოგიის პირველი ინტერესია ოჯახის, როგორც მცირე ჯგუფის მიმართ. მეორე – ოჯახის სტრუქტურის სოციეტალურ ცვლილებათა პიროვნებათშორისი შედეგებია უ.ყ. ზოგადად დაკავშირებული ბავშვთა სოციალიზაციასთან და კერძოდ კი, მათ ჩართვასთან საოჯახო როლებში. და ბოლოს, ინტერესი ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური ორიენტაციების მიმართ, რომლებიც პიროვნების ცხოვრების წესის ალტერნატიულ საოჯახო ფორმებს წარმოქმნის.

      ოჯახში ერთობლივი ცხოველმყოფელობის ეფექტი. სოციოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილია ჯგუფის ზემოქმედების ეფექტი, ჯგუფური "კლიმატის" ზემოქმედება ჯგუფური საქმიანობის შედეგებზე და მისი წევრების ქცევაზე. ამასთან, პოზიტიური კლიმატი, ჯგუფის შემჭიდროვებულობა, ურთიერთგაგება და პიროვნების ჯგუფთან იდენტიფიკაციის ხარისხი ძლიერ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს.

      ოჯახი გამოირჩევა ასეთ ჯგუფთა შორის – არ არსებობს არც ერთი ინდიკატორი სოციალური ცხოვრებისა, რომელშიც ბედნიერი ოჯახის წევრები არ გრძნობდნენ თავის უპირატესობას მარტოხელათა საპირისპიროდ, რომლებზეც ვრცელდება თითქმის მთელი სოციალური პათოლოგია, ე.წ. მორალური სტატისტიკის მთელი ნეგატივი. თუმცა, მცირეშვილიანობის გავრცელების ახალ პირობებში ეს განსხვავებები ნიველირდება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია სხვადასხვა საოჯახო სტრუქტურის წევრებს შორის განსხვავება. ცნობილია, რომ განქორწინება მრავალშვილიან ოჯახებში რამდენჯერმე მცირეა, ვიდრე ორ და ერთშვილიან ოჯახებში და რომ პირიქით, მცირეშვილიან ოჯახებში რეპროდუქციული სფეროს დაავადების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე სამ და მეტშვილიანებში. იგივე შეიძლება ითქვას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დაოჯახებასაც კი, შვილიანი ქალები მაინც უფრო დიდხანს ცოცხლობენ კაცებთან შედარებით დედობის ფუნქციის გამო.

      ჯგუფის სტრუქტურის განსხვავების გავლენის ეს ეფექტი ჯგუფური მოღვაწეობის საერთო და ინდივიდუალურ შედეგებზე რ. ზაიონკის მიერ იწოდა "სოციალურ ფასიმილაციად".

      ოჯახის ცხოვრების ციკლი. ოჯახის, როგორც მთლიანი ჯგუფის დინამიკის განხილვაზე, არა უბრალოდ ოჯახის არსებობის ხანგრძლივობის შესწავლაზე გადასვლისას, არამედ საოჯახო ცხოველმყოფელობის სტადიებისა და ფაზების ანალიზისას სრული სახით, იდეალური ვარიანტის ანალიზისას (როცა ოჯახი თანმიმდევრულად გადის თავისი ევოლუციის ყველა ეტაპს "ბუნებრივ" დასასრულამდე – შემქმნელთა გარდაცვალებამდე) და ყველაზე უფრო გავრცელებულ გადახრებამდე იდეალურიდან გადახრის დროს, აუცილებელია იმის დაზუსტება, ზუსტად რომელ მცირე ჯგუფებს მიეკუთვნება ოჯახი.

      შექმნილია ჯგუფების ბევრი კლასიფიკაცია და მათ შორის ყველაზე ცნობილია – პირველადი და მეორადი ჯგუფების განსხვავება. პირველადი ჯგუფები – რ. კულის მიხედვით ხასიათდება ახლო, პირისპირ ურთიერთქმედებით, როცა ჯგუფის თითოეულ წევრზე მსჯელობენ არა სტერეოტიპული წარმოდგენებით, არამედ მათი უნიკალური თვისებების მიხედვით. პირველადი ურთიერთობები ნიშნავს საკუთარი ჯგუფის წევრების პრიორიტეტულობას ყველა სხვა ადამიანებთან მიმართებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკუთარი ჯგუფის წევრების ღირსებებს და ნაკლის და სისუსტეების პატიებას. მეორადი ურთიერთობები დაკავშირებულია გაშუალებულ კონტაქტებთან ან კონტაქტთან, როცა ცოდნა ურთიერთქმედების მონაწილეებზე ყალიბდება სტერეოტიპებით და არა ურთიერთკავშირით. პირველადობის ახლობლობის პრინციპი განსაკუთრებით საგრძნობია ოჯახში და მის რეალიზაციას ყოველთვის თან სდევს სხვა ადამიანებთან თანასწორობის პრინციპის დარღვევა. სახლის კედლებში მიღებული არ არის ისეთი მოქცევა, როგორც სამსახურში. სამსახურში კი მეორადობის პრინციპების შესაბამისად, პირიქით, არ უნდა გადავიდეთ ურთიერთობათა საოჯახო კოდზე. ცხოვრებაში ეს განსხვავება უმრავლეს შემთხვევაში შენარჩუნებულია და სწორედ ბავშვთა სოციალიზაცია ოჯახში აყალიბებს ამ მექანიზმს და სოციალურად კომპეტენტურ პიროვნებებში დაჰყავს ავტომატიზმამდე. თუმცა, შეიძლება ამ პრინციპების აღრევასაც ჰქონდეს ადგილი.

      ჯგუფები შეიძლება შექმნილი იყოს "ბუნებრივად" ან "ხელოვნურად". ოჯახი მიეკუთვნება პირველს, ისევე როგორც მეზობლობა. ჩვეულებრივად, ასეთი ჯგუფები მრავალფუნქციურია. ისინი რაიმე ერთი ამოცანით ან მიზნით არ იქმნება, როგორც სამსახურში, სკოლაში, ჯარში, ციხეში ("ფორმალური ჯგუფები"). ხელოვნურ ჯგუფებს შორის გამოყოფენ კიდევ ექსპერიმენტალურს, რომლებიც ლაბორატორიული კვლევებისთვის იქმნება. ხანდახან გამოყოფენ კიდევ დისკრეტულ, ხანმოკლე ჯგუფებს, რომლებიც შემთხვევით იქმნება და დროში უწყვეტი მოქმედების ჯგუფებს.

      ამრიგად, ოჯახი არის "ბუნებრივი" წარმოშობის მცირე სოციალური ჯგუფი მთელი რიგი ინდივიდუალური და სოციეტალური ფუნქციებით აქვს თავისი ისტორია, ხანგრძლივობა დროში, საოჯახო დინამიკა, ანუ ხასიათდება სხვადასხვა ეტაპების და მდგომარეობის ცვლილებით.

      საოჯახო დინამიკა მეორეს მხრივ, გულისხმობს ერთი საოჯახო მოვლენის მეორეთი შეცვლას. ამასთან, მოვლენებში იგულისხმება არა მილიონობით ყოველდღიური საოჯახო სიტუაციები, არამედ მათგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ საოჯახო სტრუქტურის ცვლილებებზე. ყველაზე თვალში საცემი და მნიშვნელოვანი მოვლენებია – ოჯახის წევრთა დაბადება და გარდაცვალება, ერთის ან მეორის არსებობა ან არ არსებობა.

      საოჯახო მოვლენათა ერთობლიობა ქმნის საოჯახო ცხოვრების ციკლის ძირითად ეტაპებს.

      საოჯახო ცხოვრების წესი შეიძლება აიგოს სხვადასხვა კრიტერიუმით, მაგრამ მათი შერჩევისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის სწორედ ციკლი, ანუ ასახული უნდა იყოს საოჯახო მოვლენათა განმეორებადობა, რეგულარულობა. საოჯახო ციკლის სტადიები ასევე უნდა ასახავდნენ საოჯახო მოვლენათა სპეციფიკურობას (არა ინდივიდუალური მოვლენები, რომლებიც მხოლოდ ინდივიდებისთვის არის დამახასიათებელი და არა სამთა კავშირის ცოლ-ქმრობა – მშობლობა – ნათესაობისგან იზოლირებული ცალკეული მოვლენები).

      ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს მშობლობის კრიტერიუმები (სქემა 3-8), რომლებიც ერთდროულად ასახავენ ნათესაურ ურთიერთობებს მშობლებს (წინაპრეპს) და შვილებს (შვილიშვილებს) შორის, ცოლ-ქმრული ურთიერთობის თანხლებით (ქორწინების სტარტი და ფინიში).

      მშობლობის კრიტერიუმის მიხედვით გამოიყოფა მხოლოდ 4 ფაზა ან სტადია მშობლობის და წინაპრების, რეპროდუქციული და სოციალიზაციური მშობლობა და როგორც მინიმუმ ხუთი საკვანძო მოვლენა – დაქორწინება და ქორწინების რღვევა, პირველი და ბოლო შვილის დაბადება, ერთ-ერთი შვილის დაქორწინება ან შვილიშვილის დაბადება.

      ცხოვრების ციკლის ცნება ხშირად გამოიყენება დაბადებიდან გარდაცვალებამდე მოვლენათა თანმიმდევრობის აღსაწერად, თუმცა, მისი უფრო ზუსტი მნიშვნელობა მიეკუთვნება მთელი ცხოვრების მანძილზე მშობლობის სტადიათა თანმიმდევრულობას ბავშვების დაბადებიდან ვიდრე ოჯახიდან მათ გამოყოფამდე და საკუთარი შვილების გაჩენამდე. მოსახლეობის დონეზე ციკლი მეორდება თაობიდან თაობამდე. ზოგიერთ ადამიანებს არ ჰყავთ შვილები და შესაბამისად, არ შედიან თაობათაშორის ცხოვრების ციკლში. ცხოვრების ციკლი საერთო თვალსაზრისით ცნობილია როგორც მშობლობის სტადიის საოჯახო ციკლი, პირველადად განსაზღვრული ვარიაციებით ოჯახის ზომასა და სტრუქტურაში.

Elder Y.H. The laife Course// Encyclopedia of Sociology. Cit in. Murphy M.Y. The Family Life Cycle//Readings in Population Research Methodology. Voe. 4. Chicago. 1993. P. 15-3.

      თუ ოჯახის სტადიებს გამოვყოფთ შვილების ასაკის და მათი ცხოვრებისეული სიტუაციების გათვალისწინებით და აგრეთვე, მოწიფული შვილების გამოყოფით მშობლების ოჯახებისგან, ციკლის მოვლენები და სტადიები შეიძლება ბევრად მეტი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მათგანს მიეთითება ქორწინების სტაჟი ამა თუ იმ მომენტისთვის, რაც საშუალებას იძლევა გამოთვლილ იქნას საოჯახო ყოფის საერთო ხანგრძლივობა და ცალკეულ სტადიათა ვადები. საოჯახო ცვლილებათა ასეთი დახასიათება ხშირად გამოიყენება სოციოლოგიურ დემოგრაფიაში და დიდი ინფორმაციის შემცველია. მაგ. რეპროდუქციული მშობლობის პერიოდის შემცირებით მსჯელობენ შობადობის შემცირებაზე და სრულ – ერთშვილიანობასთან მიახლოვებაზე, ხოლო მშობლობისწინა ფაზის შემცირებით – ქორწინების დაცემაზე.

      თავისი წარმოქმნიდან რღვევამდე ოჯახი რიგ სტადიებს გადის, რომელიც დემოგრაფიული ანალიზის საგანს წარმოადგენს. როგორც წესი, ოჯახი ქორწინების გაფორმების მომენტში წარმოიქმნება. ოჯახი თითოეული შვილის დაბადებით იზრდება. ბოლო შვილის დაბადებიდან ვიდრე იმ მომენტამდე, როცა პირველი შვილი ტოვებს ოჯახს, ოჯახის სიდიდე უცვლელია. შვილების დაქორწინების გამო ოჯახის სიდიდე საწყის სიდიდემდე (ორი ადამიანი) მცირდება ერთ-ერთი და შემდეგ, მეორე მეუღლის გარდაცვალების გამო საოჯახო ციკლი სრულდება.

Glick P.C. The Family life Cycle// Amerikan Sociological Review. 1947. Vol. 12. P. 164.

      საოჯახო ციკლის სქემის შემუშავება სხვადასხვა ისტორიული ეპოქებისათვის დაგვეხმარებოდა ცოდნის გაღრმავებაში პატრიარქალურ-მრავალშვილიანი და ნუკლეარულ-მცირეშვილიან ოჯახთა სისტემებზე. სწორედ პოლ გლიკის ეს ნაშრომი ითვლება "ოჯახის ცხოვრების ციკლის" ცნების გამოყენების დასაწყისად დემოგრაფიისა და სოციოლოგიაში. თავის პუბლიკაციაში პოლ გლიკმა გააანალიზა მნიშვნელოვან დემოგრაფიულ მოვლენათა კალენდარი (ტაიმინგი) აშშ მოსახლეობის აღწერის მასალების გამოყენებით. უნდა აღინიშნოს ასაკის მიხედვით ციკლურობის ანალიზი დიდიხანია ცნობილია. რუსი სოციოლოგი-აგრარიკოსები გლეხური ოჯახების შესწავლისას იყენებდნენ ცხოვრების ციკლის იდეას. მაგ. პ. სოროკინი გამოყოფდა 4 სტადიას: 1. საქორწინო წყვილი დაქორწინების მომენტში. 2. პატარა დამოკიდებული შვილებით. 3. ერთი მოწიფული შვილით მაინც. 4. ყველა შვილის გამოყოფის სტადია.

Murphy M.Y. The Family life Cycley Reading in Population Research Methodology. Vol. 4. Chicago. 1993. P. 15-3.

      რეპროდუქციული მშობლობის პერიოდის შემცირების მიხედვით (იგი ახლა რუსეთში უდრის 3,6 წელს) შეიძლება ვიმსჯელოთ მცირეშვილიანობის გავრცელების მასშტაბებზე. ამ პერიოდის თანხვედრა პირველი და მეორე შვილის დაბადების ინტერვალთან ლაპარაკობს 3 და მეტშვილიანი ოჯახების სრულ გაქრობაზე პროტოგენეტიკურ ინტერვალთან მიახლოება (ამ უკანასკნელის იმავდროული ზრდის დროს) იქმნება ერთშვილიანი ოჯახების მასობრივი გავრცელების მაჩვენებელი.

      ამჟამად, რუსი სოციოლოგებისა და დემოგრაფების მიერ არ არის შემუშავებული ოჯახის იდეალური, სრული ციკლის გავრცელების სტატისტიკური შეფასება – არ არის ცნობილი მისი საშუალო ხანგრძლივობა და ძირითად სტადიათა ხანგრძლივობა. შეიძლება მხოლოდ ირიბად მსჯელობა ამაზე, ისევე როგორც, რეალურ საოჯახო ციკლზე, რომელიც განქორწინებების, ავადმყოფობების და მოკვდაობის გავლენას განიცდის.

      დაქორწინების საშუალო ასაკის დროს ქალებისთვის 23 წ. და კაცებისთვის 24,5 წ. და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისა ქალებისთვის 72 წ., კაცების – 59. საოჯახო ციკლის საშუალო ხანგრძლივობა 42 წელი გამოდის (ქორწინებაში მყოფებს უფრო მაღალი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აქვთ, ამიტომ, ეს სიდიდე უფრო მეტი უნდა იყოს). შესაბამისად, რეპროდუქციის წინა პერიოდი გრძელდება 1, 2 წ. (საჭიროა შესწორდეს იმ ქალების ხვედრითი წილით, რომლებიც ქორწინდებიან უკვე ორსულები ან ჰყავთ შვილი).

      რეპროდუქციული პერიოდი ეტევა 4-6 წელში, სოციალიზაციისა შვილთაშობის გარეშე – 12-14 წელში სრულწლოვანების მიღწევამდე, "გახანგრძლივებული" სოციალიზაციის პერიოდი შვილის დაქორწინებამდე კიდევ 5-6 წელს.

      წინაპირობის სტადია (შვილიშვილების გაჩენა) იწყება 48-50 წლის ასაკში და გრძელდება კაცებისთვის 10 წელზე ნაკლებ დროს და დაახლოებით 25 წელს ქალებისთვის. ამრიგად, ბაბუის როლი რუსეთში ძალზე ხანმოკლეა, ხოლო ნუკლეარიზაციის გათვალისწინებით რეალურად მხოლოდ ყველა "ბაბუის" მე-5-ზე ვრცელდება (ფაქტიურად, უფრო ნაკლებზე, რადგანაც არ არსებობს მონაცემები ოჯახთა ხვედრით წილზე, რომლებიც ქმრის ან ცოლის მამასთან ცხოვრობენ).

      განქორწინების გათვალისწინებით ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 42 წლიდან 26 წლამდე მცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქორწინებათა 40% 5 წელში ირღვევა, 30% - 5-10 წელში, 20% - 10-დან 20 წელშო და 10% - 20 წელზე მეტი თანაცხოვრების შემდეგ, შეიძლება აიგოს საოჯახო ციკლი განქორწინების სტადიების მიხედვით. დაქვრივების გათვალისწინებით და აგრეთვე, ხელმეორე ქორწინებათა სიხშირის მიხედვით, შეიძლება ოჯახის ცხოვრებისეული ხაზების უფრო სრული სურათი მივიღოთ.

      რეალური საოჯახო ციკლის მიღება დასახელებული პარამეტრების მიხედვით, აგრეთვე, ბავშვთა დაავადებებისა და მოკვდაობის, უნაყოფო ქორწინებები და შვილადაყვანის და ა.შ. გათვალისწინებით, რთული და გადაუდებელი ამოცანაა.

      საოჯახო ციკლის რედუქცია ინდივიდუალურ ციკლზე საშუალებას იძლევა ოჯახის კრიზისის მასშტაბებზე მსჯელობისა და ამ კრიზისის მიმართულებების განსაზღვრისა.

საკვანძო ტერმინები

ოჯახი, როგორც პირველადი ჯგუფი, ოჯახის წევრთა პრიორიტეტულობა, პირველადობის პრინციპი, ჯგუფის ზემოქმედების პრინციპი, ერთობლივი მოქმედების პრინციპი, სოციალური ფასილიტაცია, ოჯახის ცხოვრების (ხაზი) ისტორია, ოჯახის ცხოვრების ციკლი, მშობლობისწინა სტადია, რეპროდუქციული მშობლობის სტადია, სოციალიზაციური მშობლობის სტადია, წინაპრობის სტადია, საოჯახო მოვლენები, საოჯახოროლების იერარქია, საოჯახო მოვლენათა იერარქია, საოჯახო ციკლის აგების კრიტერიუმები, საოჯახო ციკლის ხანგრძლივობა, სრული საოჯახო ციკლი.

ტეგები: Qwelly, sociology, ოჯახის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1336

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters