ოჯახის სოციალური არსი (თავი IV)

ოჯახის სოციოლოგია, ქველი, სოციოლოგია, ოჯახი, qwelly, sociology, ojaxis sociologia

      სოციოლოგია ოჯახს სწავლობს, როგორც საზოგადოების ცხოველმყოფელობის განუყოფელ ატრიბუტს, როგორც სოციალური სისტემის "საოჯახო კოორდინატას". სოციუმის ძალღონე მიმართულია საკუთარი არსებობის შენარჩუნებისაკენ ცხოვრების მუდმივად ცვალებად გარემოში, მ.შ. ადამიანთა მოღვაწეობით გამოწვეულ ცვლილებებშიც. სოციალური სისტემის არსებობას ორი მხარე აქვს: სოციალურ ურთიერთობათა, სოციალურ სტრუქტურათა არსებობა სოციალური სტატუსის მატარებლებთან ერთად, ადამიანებთან, სოციალურ ქსელებთან და სტრუქტერებთან კავშირში და აგრეთვე, ადამიანთა, როგორც ინდივიდების არსებობა, ერთი თაობის მეორეთი შეცვლა, რომლის წევრებიც სხვადასხვა სტატუსის და როლების მატარებლები არიან. ამავე დროს, არაფერია ნათქვამი ადამიანთა, როგორც პიროვნებების აღწარმოებაზე. პიროვნება – როგორც სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ თვისებათა სისტემა უნიკალურია. შესაბამისად, განუმეორებელია. ამიტომ, სოციოლოგიასა და დემოგრაფიაში საუბრობენ მოსახლეობის (თაობათა) აღწარმოებაზე და არა ადამიანთა "აღწარმოებაზე".

      რამდენადაც თაობათა ცვლას თან სდევს პიროვნების სოციალიზაცია, ადამიანური "მე"-ს ჩამოყალიბება უ. ყ. ოჯახში, ამდენად თავს იჩენს ცვლილებები ადამიანთა ქცევაში, ცხოვრების წესში, ძველი როლების შესრულებაში და ცვლილებები, რაც თვით სტრუქტურათა ინოვაციასთან არის დაკავშირებული. ამრიგად, მოსახლეობის აღწარმოება ხასიათდება ინდივიდთა დაბადებით, სტატუსთა და როლების მატარებელთა რაოდენობრივი ცვლილებით. მოსახლეობის აღწარმოება ქმნის საზოგადოების დემოგრაფიულ გარემოს მაშინ, როცა სოციალური პროცესები, რომლებიც მიეკუთვნება პიროვნების ფორმირების და ფუნქციონირების პროცესებს, უბრალოდ კი არ უწყობენ ხელს არსებული სტრუქტურების და ინსტიტუტების არსებობას, არამედ ცვლიან კიდევაც მათ. სოციუმის ეს ცვლილებები თავის მხრივ მოქმედებენ დემოგრაფიულ პროცესებზე, რის გამოც მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმი შეიძლება მეტ-ნაკლებად კეთილსაიმედო იყოს. იგივე შეიძლება ითქვას საოჯახო პროცესებზე, რომლებიც ბავშვთა სოციალიზაციას და შენახვას განსაზღვრავენ.

      ზემოთქმული საშუალებას იძლევა ვთქვათ, რომ ოჯახს პასიური მნიშვნელობა როდი აქვს, იგი ცვალებად ისტორიულ გარემოში მხოლოდ ადაპტაციით არ კმაყოფილდება. ოჯახს საკვანძო მდგომარეობა უკავია სოციალურ ინსტიტუტებს შორის – ოჯახის წევრთა არსებობის შენარჩუნების და ბავშვთაშობა – სოციალიზაციის თვალსაზრისით. ოჯახი კაცობრიობის ისეთი ევოლუციური გამოგონებაა, რომელიც საკუთარ არსებობას ჰარმონიულად უთანხმებს საოჯახო ჩამომავლობის გვარის, მოდგმის გაგრძელებას და ამით სხვა სოციალურ ინსტიტუტებს უზრუნველყოფს სტატუსისა და როლების მატარებლებით. ოჯახის საშუამავლო მნიშვნელობას კიდევ ერთი მნიშვნელობა აქვს. საოჯახო თაობათა არსებობითა და მემკვიდრეობითობით საზოგადოებაში ხდება მოსახლეობის, შრომითი რესურსების და სოციალურ როლთა მატარებლების აღწარმოება. ამრიგად, ოჯახის სოციალური აუცილებლობა მთელი სოციალური სტრუქტურის, თვით საზოგადოების ფუნქციონირების პირობას წარმოადგენს.

ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის ისტორიული ცვლილებები

      ისტორიის მამოძრავებელ ძალებზე საუბრისას, უნდა ვაღიაროთ, რომ სოციალურ ცვლილებათა ფაქტორებს შორის არის ოჯახის ინსტიტუტის ფუნქციონირების მოთხოვნებიც. გაფართოებული პატრიარქალური და მრავალშვილიანი ოჯახის მრავალსაუკუნოვანი არსებობა მიუთითებს ცხოველქმედობის საოჯახო ორგანიზაციის და საოჯახო ეკონომიკის, მეურნეობრიობის საოჯახო ფორმის ეგზისტენციალურ მნიშვნელობაზე.

      ზუსტად ასევე თვით კაცობრიობის არსებობა არის სოციალური ორგანიზაციის მოქმედების შედეგი, სოციალური სისტემის წარმატებული რეზულტატი, რადგან ადამიანთა მოდგმის არსებობა სულაც არ არის მუდმივი რამ, იგი საშიშროების შემცველიცაა. ეს შეიძლება იყოს ატომური განადგურება და ეკოლოგიური თვითმკვლელობა; ასევე, სოციალური დეზორგანიზაცია ზნეობრივი დეგრადაციით გამოწვეული, რომლის მიზეზით ოჯახის ისტორიული კრახია.

      ცხოვრების საოჯახო წესის გაქრობა და მისი მარტოხელა-ნარცისულით შეცვლა იწვევს სოციალურ პათოლოგიათა სახეობების პლურალიზმს. არ არსებობს მეცნიერული მონაცემები, რომ საზოგადოების "პროგრესული" განვითარება ავტომატურად იწვევს "პიროვნების პროგრესს" (ანუ სპობს პიროვნებასა და საზოგადოებას შორის მარადიულად არსებულ კონფლიქტს), როცა პიროვნების ინტერესები ერთდროულად საზოგადოების ინტერესებიცაა. პიროვნების ემანსიპაციამ ოჯახისაგან და თვით ოჯახის ნუკლეარიზაციამ, საოჯახო თაობათა განშორებამ, მასიურმა მცირეშვილიანობამ და, რომ ოჯახი მზად არ აღმოჩნდა შთამომავლობის ისეთი სოციალიზაცია მოეხდინა, რომ თაობა მზად ყოფილიყო საზოგადოებისათვის საჭირო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, რადგანაც ოჯახი თავისი წევრების ინტერესების დამორჩილებაზე აღმოჩნდა ორიენტირებული, გამოიწვია ის, რომ მე-20 საუკუნეში განვითარებულ ქვეყნებში ოჯახმა შუამავლის როლი დაკარგა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის დაპირისპირებულობის შემცირებაში. აქედან მივიღეთ შედეგი: პიროვნება ემიჯნება ყველაფერს საზოგადოებრივს, ხოლო საზოგადოება ტოტალიტარიზმის უფსკრულში ვარდება და აიძულებს პიროვნებას ყოვლისმომცველი კონფორმიზმისკენ გადახრას.

      ფამილისტიკურამდე ეპოქა. ოჯახი და ფამილისტიკური კულტურა აღმოცენდება ისტორიულად თუმცა, ცალკეული წყვილადი ოჯახები და ფამილიზმის ჩანასახები როგორც ფასეულობათა სისტემები, რომელთა დროსაც ცალკეულ ინდივიდთა ცხოვრება და კეთილდღეობა დამოკიდებულია იმ ადამიანთა პირველადი მიკროსამყაროს შეკრულობასა და ცხოველმყოფელობაზე, რომლებიც ერთმანეთთან ნათესაურ-საქორწინო ურთიერთობებით არიან დაკავშირებული, კაცობრიობის პირველ ეტაპებზეც შეიმჩნევა. არსებობისათვის ბრძოლისთვის ადამიანთა ტომები ქმნიან სოციალურ ორგანიზაციას, რომელიც გვარის გადარჩენაზე, თაობათა ცვლისას საგვარეულო სტრუქტურების ფუნქციონირებაზეა ორიენტირებული. ინდივიდთა გადარჩენა შედეგი იყო გვარის ადაპტაციისა გარემოსთან და ინდივიდის მიერ ცხოვრების საყოველთაოდ მიღებული ფორმების ათვისება.

      შთამომავლობის ზიარება ცხოვრების ადაპტაციურ ნორმებთან სოციალიზაციის მეშვეობით და არა ინსტიქტებით განასხვავებს ადამიანთა ტომებს ცხოველთა პოპულაციისგან. ამ სოციალიზაციის მეგზურები გახდნენ ტომის, გვარის უფროსი წევრები და არა ბიოლოგიური "მშობლები". ჯგუფური ქორწინების დროს და გვარის ეკზოგამიურ და ენდოგამიურ ჯგუფებად დაყოფისას მშობლობის ფუნქცია ვრცელდებოდა მთელ გვარსა და ტომზე, გვარის უხუცესებზე. საჭირო გახდა ხანგრძლივი ევოლუცია დედის და მამის სოციალური როლების, სხვა ნათესაური კავშირების გამოკვეთისა და დეტალიზაციისათვის. მნიშვნელოვანია ხაზგასმულ იქნას, რომ დიდი ძალისხმევა იხარჯებოდა ინდივიდების ძალიან მაღალ მოკვდაობაზე და გვართა ამოწყდობის დაპირისპირებაზე. ამასთან, მოხერხდა ისეთი სოციალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც ორგანულად აერთიანებდა თავის თავში იმ სოციალურ ნორმებს, რომლებიც არეგულირებდნენ სოციალური წყობის დაცვას, ცხოვრების წესს, გვარის წევრთა არსებობის უზრუნველყოფასა და მაღალი შობადობის ხელშეწყობას, რომელიც ადამიანთა მთელი დანაკარგების კომპენსაციას ახდენდა. გასაკვირია, მაგრამ შობადობის რეგულაციის სოციალური სისტემის შტრიხებმა, რომლებიც ანეიტრალებდნენ მაღალ მოკვდაობას და უზრუნველყოფდნენ მოსახლეობის მატებას, ათასწლეულებს გაუძლეს, აღქმული იყვნენ როგორც ფამილიზმის დასაყრდენი და შენარჩუნებულ იქნენ 21-ე საუკუნემდე. საინტერესოა თუნდაც მოკლედ განვიხილოთ, თუ როგორ ხდებოდა მთელი სოციალური ცხოვრების კონცენტრაცია გვარის გაგრძელებაზე.

      წარსულის მთელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ექვემდებარებოდა არა მხოლოდ უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფას, არამედ მოსახლეობის აღწარმოების ინტერესებსაც. მაღალი შობადობის სოციალური ნორმები უ. ყ. მოქმედებდნენ ტაბუს სახით ორსულობის დაგეგმვის და შეწყვეტის წინააღმდეგ (სქემა 4.1.).

      ასეთ ნორმებს ლოგიკურია ვუწოდოთ მრავალშვილიანობის ნორმები, რადგანაც მათი ფუნქციონირების დროს ცალკეული ქალისათვის ცოცხლადშობილ ბავშვთა რიცხვი მხოლოდ მის ნაყოფიერებაზე იყო დამოკიდებული და იქმნებოდა სისრულის ილუზია საქორწინო-სექსუალური და რეპროდუქციული ქცევის შერწყმისა აბორტების და კონტრაცეპტივების აკრძალვის საფუძველზე (ტაბუს დარღვევა შეიძლება სიკვდილით დასჯის მიზეზიც გამხდარიყო და ამრიგად, ეწინააღმდეგებოდა ინდივიდუალური თვითშენახვის მოთხოვნებს).

      ადამიანური საზოგადოების განვითარების მსვლელობისას იმის გამო, რომ არ არსებობდა მაღალ მოკვდაობაზე უშუალო ზემოქმედების საშუალებები, აიკრძალა რეპროდუქციულ მოვლენებში უშუალო ჩარევა (თუმცაღა ორსულობის თავიდან აცილების და შეწყვეტის საშუალებები ოდითგან იყო ცნობილი).

სქემა 4.1

მრავალშვილიანობის სოციალურ ნორმათა სისტემა

      ისტორიული განვითარების და სოციალური ორგანიზაციის გართულების პროცესში მაღალი მოკვდაობის გამო კონტრაცეფციაზე აკრძალვა რჩებოდა ძალაში. სეზონური სამუშაოების დროს სექსუალური ურთიერთობების აკრძალვა (საწარმოო ტაბუ) კალენდარული წლიდან დროის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებდა, რაც ზედმეტს ხდიდა ორსულობის რაიმე სახით გაფრთხილებას და შეწყვეტას.

      ხაზი უნდა გაესვას, რომ დაბალი სიცოცხლის საშუალი ხანგრძლივობის პირობებში (20-25 წწ.) შვილიანობის ნორმები მიმართული იყო რეპროდუქციული პერიოდის სრულ რეალიზაციაზე. აქედან გამომდინარეობდა ტენდენცია ადრეულ ქორწინებით ურთიერთობებში ჩართვისა ყველასი ვინც სქესობრივ სიმწიფეს აღწევდა და შვილოსნობის გაგრძელებისა ნაყოფიერების დაკარგვამდე. სწორედ ამ მიზნის გამო, მრავალშვილიანობის მიღწევისათვის ხდებოდა პიროვნების საქორწინო-სექსუალური, რეპროდუქციული და თვითშენახვითი ქცევის ერთმანეთზე გადაჯაჭვა.

      ოჯახი ინდუსტრიულამდელ ერაში. ისტორიულ დროის ცვლილებას თან სდევდა ადამიანთა სოციალური ქცევის რეგულატორთა, მათ შორის აღწარმოებითის ახალი შინაარსით აღჭურვა. ოჯახი – გვარი ან ოჯახი - თემი, რომლებიც ჯგუფურ ქორწინებაზე იყო დაფუძნებული, სოციალური დიფერენციაციისა და სოციალურ ინსტიტუტთა განცალკევების, პ. რ. სახელმწიფოსი, ლოკალიზდებოდნენ ნათესავთა სამეურნეო გაერთიანებებში, რომლის ცენტრიც ხდებოდა წყვილადი ქორწინება, წყვილადი ოჯახი.

      ოჯახის აღმოცენებისათვის აუცილებელია ეკონომიკის და საკუთრების, ძალაუფლების და დაქვემდებარების არსებობა. პირველყოფილ საზოგადოებაში არსებობს სამეწარმეო-მომხმარებლური ურთიერთობები, მაგრამ არ არსებობს ეკონომიკა. მხოლოდ მკაფიო სოციალური სტრატიფიკაციის, კლასობრივ-ჯგუფური დიფერენციის გაჩენით ისახება წყვილადი ქორწინების პოტენციალი. მონათმფლობელური წყობის ადრეულ სტადიაზე ახალ ერამდე რამდენიმე ასწლეულით ადრე აღმოცენდება ცხოველმოქმედების ის სოციოკულტურული ფორმა, რომელსაც ვუწოდებთ ოჯახს. რა თქმა უნდა ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის წარმოიქმნა ოჯახი ძნელია, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისი წარმოშობა განპირობებულია იმ მრავალფეროვან ფუნქციათა ჰარმონიული შეთანაწყობით, რომლებიც ამყარებენ ოჯახის საშუამავლო როლს ავტონომიური საოჯახო შინამეურნეობების, ოჯახის ყველა წევრის ერთობლივი სოციალური და სამეწარმეო საქმიანობის საფუძველზე, როცა საოჯახო გაერთიანების მოთხოვნილება სოციალურ-საოჯახო როლების შემსრულებლებზე და მუშაკებზე იმავდროულად იქცევა ოჯახის წევრთა ურთიერთმოთხოვნილებად, მშობლების მოთხოვნილებად შვილებზე და შვილებისა მშობლებზე.

      მონათმფლობელური წყობის დროს დიდი ოჯახი აერთიანებდა არა მხოლოდ წყვილ ოჯახს ოჯახის წევრებთან ერთად, არამედ მონებსაც, ქონებას, შინაურ ფრინველებს და ცხოველებს. იგი ნაკლებად ჰგავდა ფეოდალური სისტემის პატრიარქალურ ოჯახს, რომლის შესახებაც ბევრი რამ არის ცნობილი ეთნოგრაფიული მონაცემების წყალობით.

      თუ მივუბრუნდებით პატრიარქალური ტიპის გაფართოებულ ოჯახს, მასში სამეწარმეო – სამეურნეო საქმიანობა ერწყმოდა აღმზრდელობით-პროფესიული ცოდნის და ჩვევების გადაცემას მოზარდი თაობისათვის, მორალური ფასეულობების და რელიგიურ ტრადიციათა დაცვას. ოჯახი პოლიფუნქციონალური იყო, მაგრამ მის მიერ შესრულებულ ფუნქციათა ფართო წრის ბირთვს წარმოადგენდა მოსახლეობის აღწარმოება. პატრიარქალური ოჯახი იყო კეთილდღეობის და ჯანმრთელობის, მოხუცებზე და ბავშვებზე ზრუნვის წყარო, უსაფრთხოებისა და სოციალური კონტროლის დასაყრდენი და ა.შ. ოჯახის არსებული ავტონომიის ფარგლებში სხვა ინსტიტუტებთან მიმართებაში საოჯახო ცხოვრების წესი პიროვნების ყოფის თითქმის ერთადერთ ფორმას წარმოადგენდა (წარმოება, სწავლა, დასვენება, თამაშები, გართობა – ყველაფერი ხდებოდა ოჯახში). მნიშვნელოვანწილად ფიზიკური გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ინდივიდი საოჯახო კლანს მიეკუთვნებოდა. ასეთ პირობებში პიროვნების ორიენტაცია ოჯახზე ცხოვრების წესით იყო განსაზღვრული, ამასთან, ოჯახის ფასეულობა, საოჯახო კოლექტივის კეთილდღეობა განაპირობებდა ინდივიდის კეთილდღეობასაც.

      საოჯახო-ნათესაობრივ კოლექტივზე ასეთი ორიენტაცია აძლიერებდა მრავალშვილიანობის მოტივებს, რადგან ოჯახის რიცხოვნობის ზრდა პირდაპირ განსაზღვრავდა მის კეთილდღეობას და ძლიერებას საოჯახო წარმოების ინტერესების თვალსაზრისით. პიროვნების განწყობა მრავალშვილიანობაზე ასეთ პირობებში გამყარებული იყო აგრეთვე ავტორიტარული საოჯახო სტრუქტურით და პიროვნების მშობლობის სტატუსით თემში. ბავშვთა სოციალიზაციის მოკლე პერიოდი, მათი მონაწილეობა ადრეული ასაკიდან საშინაო საქმეებში, წარმოებაში, ხელს უწყობდნენ მრავალშვილიანობაზე მოთხოვნილების შენარჩუნებას, რადგანაც სარგებელი ბავშვებისაგან აღემატებოდა ხარჯებს.

      მოკლედ ჩამოვაყალიბოთ საოჯახო ცხოვრების წესის ძირითადი ხაზები ფეოდალიზმის დროს.

      პირველი. "ოჯახი" და "ეკონომიკა’ განუყრელი ცნებები იყო, საწარმოო ურთიერთობები არსებობდნენ საოჯახო, დემოგრაფიული ურთიერთობების ფორმით, საოჯახო პრობლემები საკუთრებისა და შრომის საკითხების "გაგრძელებას წარმოადგენდნენ". ბავშვები ერთდროულად განიხილებოდნენ როგორც კმაყოფაზე მყოფ, ასევე მომუშავე პირებად. უფროსები ასეთ ოჯახში ასევე დამოკიდებული იყვნენ შვილებზე, სჭირდებოდათ რა მათი მხარდაჭერა სიბერეში და ამიტომ, უზარმაზარ ყურადღებას უთმობდნენ ოჯახის ეკონომიკური რესურსების მომდევნო თაობისთვის გადაცემას. ასეთი ურთიერთკავშირი, როცა თითოეულის კეთილდღეობა განპირობებულია მთელი ოჯახის კეთილდღეობით, არის ფამილიზმის საფუძველი. შესაბამისად, ოჯახსა და შინამეურნეობაზე ორიენტირებული სისტემის დროს ქალის და მამაკაცის როლები მკაცრად დიფერენცირებული იყო და ერთმანეთს ავსებდნენ.

      მეორე – საზოგადოებრივი ცხოვრების დომინანტს წარმოადგენდა ნათესაობის ძალაუფლება. ოჯახები არა მხოლოდ დიდი და რთული იყო, აერთიანებდნენ რა თავის თავში რამდენიმე თაობას და გვერდით შტოებს, არამედ სხვა ოჯახებსაც, რომლებთან ისინი "საქორწინო" გაცვლას აწარმოებდნენ და რომლებთანაც მრავალრიცხოვანი ნათესაური კავშირები და მოყვრული ურთიერთობები აკავშირებდათ.

      მესამე – უპირატესი იყო გლეხური ოჯახი, რომლის ცხოვრებაც, ისევე როგორც მემამულეთა ოჯახების ცხოვრებაც განუყოფლად მიწასთან იყო დაკავშირებული. ოჯახის ქცევის მოტივაციის განმსაზღვრელი იყო ბავშვებზე ორიენტირებული მიწის გამოყენება.

      მეოთხე – ეს (მე-3) განსაზღვრავდა ოჯახის ბევრ სხვა მახასიათებლებს და კერძოდ, იმას, რომ იგი მრავალშვილიანი იყო.

      მეხუთე განმასხვავებელი თვისება პატრიარქალური ოჯახისა იყო თაობათაშორის კავშირების მძლავრი ძალაუფლება. ასაკი სოციალური კონტროლის მთავარი იყო. უფროსი თაობა იყენებდა რა თავის უფლებას ემართა ოჯახის რესურსები, იცავდნენ და აფართოებდნენ საკუთარ სტატუსს და ძალაუფლებას.

      ეს ხუთი ფუნდამენტალური ნიშანი – საოჯახო ეკონომიკა, ნათესაური კავშირების ძალა, განუყოფელი კავშირი მიწასთან, მრავალშვილიანობა და უფროსი თაობის პრიორიტეტი – განაპირობებდნენ ოჯახის მდგრადობას სხვა სოციალურ ინსტიტუტებს შორის.

      ოჯახი და ინდუსტრიალიზაცია. კაპიტალიზმის განვითარებამ ღრმა ცვლილებები გამოიწვია მოსახლეობის ცხოვრების წესში, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. ოჯახის როლი, როგორც შუამავლისა საზოგადოებასა და პიროვნებას შორის თანდათანობით დაეცა ინდუსტრიალიზაციისა და სამრეწველო წარმოების გავლენით, რადგან ოჯახის წევრები საოჯახო წარმოებიდან დაქირავებულ შრომაში ჩაებნენ და მრავალშვილიანობის სტიმულებმაც თავისი მნიშვნელობა დაკარგეს. ოჯახის რიგი ფუნქცია სხვა სოციალურ ინსტიტუტებს გადაეცა და ოჯახი სამეურნეო-მომხმარებლური უჯრედი გახდა, როცა მისი ყოველი წევრი ისეთ საქმიანობაში ჩაერთო, რომლებშიც საოჯახო კავშირებმა თავისი, როგორც შუამავლის მნიშვნელობა დაკარგეს.

      ბავშვთა დიდი რაოდენობა ოჯახში თანდათანობით თავის ეკონომიკურ მნიშვნელობას კარგავს. ბავშვთა სოციალიზაციის პერიოდის გახანგრძლივებამ და ბავშვების სოციალური როლის შეცვლამ გამოიწვია მათი მშობლებზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაძლიერება და შეამცირა რეპროდუქციული მოტივაცია, პირველ რიგში მრავალშვილიანობის ეკონომიკური და სოციალური მოტივები.

      მრავალშვილიანობის ნორმათა სპონტანურ შემცირებას, მათ რედუცირებას ქვედა ზღვრამდე (5 შვილი) და უფრო დაბლა, ხელი შეუწყო ბავშვთა მოკვდაობის თანდათანობით შემცირებამ, ახლა უკვე დაბადებულ შვილთა რიცხვი მიუახლოვდა სრულწლოვანებას მიღწეულ ბავშვთა რიცხვს. ეს გარემოება საბოლოოდ სპობს რეპროდუქციულ ციკლში ჩარევაზე აკრძალვას. სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, მედიცინისა და ჯანდაცვის მიღწევები ამტკიცებენ პიროვნების ჯანმრთელობას, ახანგრძლივებენ სიცოცხლის ვადას და უშუალოდ მოქმედებენ სიკვდილიანობის შემცირებაზე. ეს კი ნიშნავს, რომ მოკვდაობა აღარ საჭიროებს მაღალი შობადობით დაზღვევას.

      ამით მრავალშვილიანობამ დაკარგა თავისი მთავარი დასაყრდენი, ხოლო შვილიანობა, რომელიც ფუნქციურად არანაირად არ არის დაკავშირებული მე-ს ფიზიკურ თვითშენახვასთან, შეიძლება უსასრულოდ შემცირებულიყო, უფრო ზუსტად უშვილობამდე (სქემა 4.2).

      კონტრაცეპტივების გამოყენებასა და აბორტებზე აკრძალვის მოხსნამ გამოიწვია ფასეულობათა შეცვლა. რეპროდუქციულ ციკლში უშუალოდ ჩარევის შესაძლებლობა აზრს უკარგავს ქორწინებამდელ სექსუალურ შეზღუდვებს, მარტივდება განქორწინების პროცედურები და ა.შ. მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ცხოვრების რეპროდუქციული საზღვრების გაფართოვება არღვევს შობადობაზე სოციალური კონტროლის ძველ "მექანიზმს". მაგრამ არ იქმნება რაიმე ახალი სტიმულები რამდენიმე შვილის გაჩენისათვის, მაგრამ, რაღაც პერიოდი შენარჩუნებულია მრავალშვილიანობის ნორმები და შეცვლილ პირობებში ისინი განაპირობებენ მაღალ შობადობას.

      შვილიანობის სოციალურ-ნორმატიული რეგულაციის სტრუქტურის ცვლა, თავისთავად "ცუდი" არ არის. ეს შეუქცევადი პროცესია. მთავარია იმის გაგება, რომ მაღალი შობადობის რეგულაციის მექანიზმი თვითშენახვითი, საქორწინო, სექსუალური და რეპროდუქციული ქცევების "გადაბმულობაშია".

სქემა 4.2

მრავალშვილიანობის სოციალურ ნორმათა სისტემის რღვევა

      სხვადასხვა ისტორიული ეპოქები საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის თავისებურებებიდან გამომდინარე თავის ნიშანს ადებდნენ მხოლოდ მრავალშვილიანობის მოტივების შინაარსს და არანაირად არ ეხებოდნენ დემოგრაფიული ქცევის ყველა ტიპის ურთიერთდამოკიდებულობის სოციალური კონტროლის პრინციპებს.

      მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების იმ სტადიაზე, როცა ხდება სოციალურ ინსტიტუტთა და ჯანდაცვის ინსტიტუტთა დიფერენციაცია და იქმნება მოკვდაობის შემცირების მიზანმიმართული საშუალება, აუცილებელი აღარ არის კონტრაცეფციის აკრძალვა და შესაბამისად, შვილიანობის სოციალურ ნორმათა მთელი შენობა თანდათანობით ინგრევა. მაგრამ ფაქტორები, რომლებმაც მოკვდაობის შემცირება გამოიწვიეს, შეასუსტა ოჯახის ის როლი, რომელსაც ის ასრულებდა პიროვნების და საზოგადოების ინტერესთა შეთანაწყობაში. ოჯახის შუამავლის როლის შესუსტება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს მოხდა და ამიტომ, შობადობის შემცირებას (მრავალშვილიანობის ფარგლებში) კაპიტალისტურამდელ ფორმატებშიც ჰქონდა ადგილი, მაგრამ მხოლოდ მსხვილი კაპიტალისტური წარმოების დროს ხდება მრავალშვილიანობაზე დაყრდნობილი საოჯახო წარმოების ჩამოშორება.

      თავის მხრივ, ეს ჩამოშორება ოჯახის წევრებს უღვივებს პირადი მიღწევების მოტივებს ოჯახს მიღმა საქმიანობაში, რაც თავის მხრივ, ფასს უკარგავს საოჯახო კერის და მრავალშვილიანობის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი მცირეშვილიანობის მასობრივ გავრცელებაში. მაღალი შობადობის ნორმათა სისტემის რღვევას არ მოჰყვა სოციალური მოღვაწეობის ახალი ტიპის შესაქმნელი საოჯახო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნებოდა რამდენიმე შვილიანი ოჯახის სტატუსის გამყარებაზე.

      შეიძლება განვაზოგადოთ ოჯახის ცვლილებები ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის ეპოქაში, მაგრამ იმის აღნიშვნით, რომ მიღწევებს ტექნიკასა და ტექნოლოგიებში უშუალოდ თან არ მოჰყოლია საოჯახო სტრუქტურათა შესაბამისი ცვლილებები. ოჯახის, როგორც ავტონომიური სისტემის მოთხოვნილებები ააქტიურებენ საოჯახო ცხოველმყოფელობას, ცვლილებები შეაქვთ ეკონომიკაში, ტექნოლოგიებსა, ზნეობაში ანუ ცხოვრების წესში, სოციალურ ურთიერთობებში.

      სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სოციოლოგი ხაზს უსვამს ოჯახის დამოუკიდებელ გავლენას ინდუსტრიალიზაციაზე და ამტკიცებს, როგორც მაგ. უ. გუდი, საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის ნებისმიერი ანალიზის დროს საოჯახო სტრუქტურები განხილული უნდა იქნას, როგორც დამოუკიდებელი ცვლადები, რადგანაც ოჯახის ტიპების და მოდელების შეცვლა არ შეიძლება განჭვრეტილ იქნას მხოლოდ ეკონომიკური და ტექნოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე.

      თუ სპეციფიკურად მივიჩნევთ იმ საოჯახო მოთხოვნილებებს საოჯახო თაობათა მემკვიდრეობითობის დაცვას, მშობლობის – ცოლ-ქმრობის -ნათესაობის ერთიანობის დაცვას, სამართლიანი იქნებოდა თვალი მიგვედევნებინა, თუ ისტორიის მსვლელობისას ეს მოთხოვნილებები ეძებენ და პოულობენ სოციალური ყოფის იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობენ ოჯახის ინსტიტუტის სიმყარეს სხვა ინსტიტუტებს შორის. ოჯახის ეს არასპეციფიკური ფუნქციები უმთავრესად განპირობებულია ამა თუ იმ ეპოქის კონკრეტული თავისებურებებით და შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნან, როგორც ოჯახის არსებობის ატრიბუტები. ინდუსტრიალამდე ეპოქაში ასეთია საოჯახო წარმოების როლი, ინდუსტრიულში – მსხვილ წარმოებაში ოჯახის წევრთა დაქირავებული შრომის როლი. სამწუხაროდ, არასაკმარისად არის შესწავლილი ოჯახის არასპეციფიკურ ფუნქციათა ისტორიულ მონაცვლეობათა როლი საოჯახო ურთიერთობათა ერთობლიობის განმტკიცება-რღვევის პროცესში.

      აქედან მოდის მიმდინარე ცვლილებების შეფასებაში "წარსული" და "თანამედროვე" ოჯახების სტერეოტიპების უზარმაზარი როლი. ამიტომ გამოკვლევებში მნიშვნელოვანია თავი ავარიდოთ სტერეოტიპულ შეფასებებს და საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს ოჯახის წარსული და მიმდინარე ცვლილებების სინამდვილეში არსებული ფაქტების კონსტატაცია. ამასთან, სასარგებლო იქნება წარსულის, "ტრადიციული" ოჯახის სტერეოტიპის გაცნობა, რომელიც რაც არ უნდა საკვირველი იყოს, შეფარვით მიღებულია როგორც "კონსერვატორების" მხრიდან, რომლებიც აიდიალებენ წარსულს, ასევე "ლიბერალ-პროგრესისტების მიერ", რომლებიც ამ სტერეოტიპს იღებენ როგორც ამოსავალ წერტილს თანამედროვე ოჯახის "სახლთმშენებლობისა" "დემოკრატიზმისკენ".

      უილიამ გუდის წიგნში "ოჯახის მოდელები და ინდუსტრიული რევოლუცია მსოფლიოში" მოტანილია ამერიკული წარსული ოჯახის სტერეოტიპი, რომელიც კარგად ასახავს წარმოდგენას კლასიკურ "ტრადიციულ" ოჯახზე. "არაჩვეულებრივია ცხოვრება ფერმაში ბებიასთან და ბაბუასთან. აქ ბევრია ბედნიერი ბავშვიც, ბევრი ნათესავი ცხოვრობს და შრომობს უზარმაზარ სახლში. ოჯახი მრავალფუნქციურია: საოჯახო მეურნეობა, ინვენტარი, ქონება, ეკონომიკური აქტივობა. მამა მკაცრი და თავშეკავებულია, რადგანაც ბოლო სიტყვა ყოველთვის მას ეკუთვნის. დედა ემოციური და ბრძენია ყოფის ორგანიზებაში. ოჯახში თანხმობაა, მაგრამ ცხოვრება რთულია. მშობლებმა შეიძლება უარყონ ახალგაზრდების არჩევანი მეუღლის შერჩევისას, რადგანაც ქორწინების შემდგომ საქორწინო წყვილი ფერმის მემკვიდრეობის უფლებას იძენს. განქორწინებები პრაქტიკულად არ არსებობს".

      როგორია "თანამედროვე ოჯახის" სტერეოტიპი?

      ვისარგებლოთ ისევ უ. გუდის წიგნით, სადაც თანამედროვე ოჯახი იწოდება "კონიუგალურად", ცოლ-ქმრულად ანუ რედუცირებულად ცოლ-ქმრობაზე, როგორც საოჯახო ერთობაზე, შესუსტებული ნათესაობით და მშობლობით. ვნახოთ, როგორ აისახება "კონიუგალურობის" სტერეოტიპზე ოჯახის ნუკლეარიზაციის გავლენა?

      თვალში საცემია ცოლ-ქმრული ოჯახის სტერეოტიპში ცოლ-ქმრულ ურთიერთობათა პოლიტიზაცია. უდავოა აქ ორი ფაქტორის გავლენა. პირველი, ტექნოლოგიური და ეკონომიკური პროგრესის, მეორე – დასავლეთის ქვეყნებში პროტესტანტიზმის იდეოლოგიის, რომელიც ანტიტრადიციონალიზმის, დემოკრატიზაციის, ინდივიდუალიზმის იდეოლოგიის ბირთვს წარმოადგენს. იდეოლოგია, ანუ ფასეულობითი პრიორიტეტების სისტემა თანამედროვე კონიუგალური ოჯახის ამ ორი გავლენით ყალიბდება და სტერეოტიპის დონეზე ახდენს საკუთარი სურვილით მეუღლის არჩევის უფლებას, ახალგაზრდა ოჯახი თვითონ ირჩევს საცხოვრებელ ადგილს, განამტკიცებს ინდივიდუალურობის ფასეულობას საკუთრებასთან, ეთნიკურ მიკუთვნებულობასთან მიმართებით და ა.შ.

      თანამედროვე ოჯახის სტერეოტიპში ძლიერია "დემოკრატიზაციის" თემა, რომელიც აღიარებს სქესთა თანასწორობას, ანუ ქალთა, ხაზს ვუსვამთ ქალთა უფლებას ქმრის არჩევისა, განქორწინებისა და სიყვარულისთვის უპირატესობის მინიჭების. აქცენტი კეთდება პიროვნების უნიკალურობაზე. უ. გუდი სამართლიანად აღნიშნავს, რომ სინამდვილეში თანამედროვე ოჯახი ამ პრინციპების მიხედვით არ არსებობს. შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა, რომლებიც ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარების შეუძლებლობაზე ან შეზღუდულობაზე მიუთითებენ. მაგრამ სოციოლოგის ამოცანა მდგომარეობს არა სტერეოტიპების მოცილებაში, არამედ ოჯახის ცვლილებების ფაქტის ახსნაში და მათ შეფასებაში ოჯახის ერთობის და შესრულებული ფუნქციების ეფექტურობის თვალსაზრისით. ამასთანავე, ოჯახის სოციოლოგია მხოლოდ მიმდინარე ცვლილებების უბრალო რეგისტრაციას კი არ ახდენს, არამედ ცდილობს შეაფასოს ისინი იმის მიუხედავად თუ, რა გავლენას ახდენენ ეს ცვლილებები ოჯახის შენარჩუნებასა და ფუნქციონირებაში.

      ახლა შეგვიძლია განვავრცოთ ტრადიციული და თანამედროვე ოჯახების მოდელთა განმასხვავებელი ნიშნები ინდუსტრიამდელიდან ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

      პირველი – "ტრადიციონალიზმისთვის", ფამილიზმისთვის დამახასიათებელია ცხოვრების ორგანიზაციის ნათესაობრივ-საოჯახო პრინციპი, ნათესაობის ფასეულობა აჭარბებს ინდივიდის პირადი სარგებლობის ფასეულობის და თვით ეკონომიკურ ეფექტურობასაც მაშინ, როცა "თანამედროვე ოჯახში" ნათესაობა ემიჯნება სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობას, ადგილს უთმობს რა ინდივიდის ეკონომიკურ მიზნებს.

      მეორე, აგრარული საზოგადოების ძირითად ეკონომიკურ ერთეულს წარმოადგენს საოჯახო შინამეურნეობა, სადაც, როგორც წესი, ოჯახის ყველა უფროსი წევრი მუშაობს სახლში და არა საზღაურისთვის, არამედ თავისთვის. ოჯახის თანამედროვე მოდელი დაკავშირებულია სახლისა და შრომის განცალკევებასთან, ჩნდება დაქირავებული შრომა მსხვილ წარმოებაში შრომის ინდივიდუალური ანაზღაურებით, იმისგან დამოუკიდებლად, რა სტატუსი აქვს ინდივიდს საოჯახო – ნათესაურ კავშირებში. მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ საოჯახო წარმოება არ ქრება საერთოდ (თუმცა შეინიშნება ასეთი ტენდენცია), მაგრამ აღარ არის წამყვანი, მთავარი ელემენტი ეკონომიკისა. ამასთან, ურბანიზირებულ რეგიონებში ვრცელდება ოჯახის მომხმარებლური ტიპი, სადაც საერთო საოჯახო საქმიანობას გარდა ჰიგიენური და ფიზიოლოგიური პროცესებისა, ემატება არასაოჯახო დაწესებულებების მომსახურება იმ ანაზღაურების ხარჯზე, რომლებსაც ოჯახის წევრები ოჯახს გარეთ იღებენ. მაგრამ ქალები, რომლებიც სახლს გარეთ დაქირავებულ შრომაში მონაწილეობენ, აგრძელებენ საშინაო მეურნეობის გაძღოლას.

      ფემინისტურ თეორიებში ქალების ასეთი ორმაგი დატვირთვა ინტერპრეტირებულია როგორც "მამაკაცთა ბატონობის" შედეგი, ამიტომ ხშირად სასურველი "სწორუფლებიანი" განაწილება საოჯახო ფუნქციებისა ქმარსა და ცოლს შორის ცხადდება ოჯახის "დემოკრატიზაციის" იდეალად და მის მიხედვით საოჯახო "თანასწორობის" ოპტიმალური მოდელებიც კი იქმნება. მაგრამ მაკროსოციალური დონისთვის შექმნილი კვლევის მეთოდოლოგია, როგორც აბსოლუტური სქემა გადაიტანება "პირველადი ჯგუფის" დონეზე, რაც საოჯახო პრობლემატიკის გადაჭარბებულ პოლიტიზაციას იწვევს, რადგანაც თვითონ მეცნიერების განწყობა ოჯახის "დემოკრატიზაციაზე" არ ეთანაწყობა მცირე ჯგუფების ფუნქციონირების კანონებს".

      უნდა გვახსოვდეს ცოლის და ქმრის, დედის და მამის, საოჯახო როლების სოციოკულტურული მოცულობები, რომლებიც "ჩამორჩებიან" პიროვნებათშორის ურთიერთობათა პოლიტიზაციის დინამიკას. აუცილებელია აგრეთვე გათვალისწინებულ იქნას ოჯახის შექმნისას ინდივიდის პირველადი არჩევითობის კანონი და უპირატესობის მინიჭების პრინციპი "თავისი" ოჯახის წევრებისათვის. ოჯახის შიგნით ამ სოციოკულტურულ ნორმებს თან სდევს "უთანასწორობა" ოჯახის შიგნით ნათესაობის, სქესის, ასაკის, საოჯახო სტატუსის მხრივ, რის გამოც საოჯახო ერთიანობის წარმოქმნა, საოჯახო "ჩვენ"-ის ერთობა ურთიერთშევსების საფუძველზე დღის წესრიგიდან ხსნის "გათანაბრების" პრობლემას.

      საოჯახო მეურნეობიდან საოჯახო-საყოფაცხოვრებო თვითმომსახურებაზე გადასვლა უფრო ზუსტად აღწერს ოჯახში მამაკაცის და ქალის როლების ტრანსფორმაციას, ვიდრე ცოლ-ქმარს შორის ყბადაღებული შრომის "მკაცრი" განაწილების ("ტრადიციონალურ ოჯახში") შეცვლა საოჯახო როლების რაღაც "ეგალიტარულობით" და, "ურთიერთშენაცვლებით" თანამედროვე ოჯახში.

      მესამე, უმნიშვნელო ფსიქოლოგიური განცალკევება საოჯახო შინამეურნეობასა და სოფლის თემს შორის, ეთნიკურ და სხვა სოციალურ ერთობებს შორის "ტრადიციონალიზმის" დროს, კონტრასტშია "მოდერნიზაციის" პირობებში სახლისა და გარე სამყაროს, საოჯახო პირველადობის და სახედაკარგულ ურთიერთობათა გამიჯვნასთან.

      მეოთხე. სოციალური და გეოგრაფიული მობილურობა, რომელიც "ტრადიციონალიზმის" დროს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვაჟიშვილები მემკვიდრეობად იღებენ მამის სოციალურ სტატუსს და პროფესიონალურ სპეციალობას, განსხვავდება ვაჟიშვილების და ქალიშვილების ოჯახს მიღმა მობილობისაგან ინდუსტრიალიზაციის სტადიაზე.

      მეხუთე. ფამილიზმის ფასეულობათა სისტემა, რომლის იერარქიაში პირველ ადგილზე ისეთი ღირსებებია, როგორიცაა ვალდებულება, საოჯახო პასუხისმგებლობა, შვილების ფასეულობა, როგორც მშობლების უზრუნველყოფილი სიბერის გარანტია, მშობლების და ნათესავების ავტორიტეტის დომინირება "მოდერნიზაციის" შესაბამისად სულ უფრო ნაკლებად მყარი და პრესტიჟული ხდება, ადგილს უთმობს რა ინდივიდუალიზმს, დამოუკიდებლობას, პირად მიღწევებს ანუ, "საოჯახო ცენტრიზმის" სისტემა ადგილს უთმობს "ეგოცენტრიზმის სისტემას".

      მეექვსე. მიმდინარეობს გადასვლა ცენტრალიზებული, გაფართოებული საოჯახო-ნათესაობრივი სისტემიდან, რომელიც სამი თაობისგან შედგება და სადაც დომინირებული მდგომარეობა უფროსებს უკავიათ, დეცენტრალიზებულ ნუკლეარულ ოჯახებზე, რომლებშიც საქორწინო კავშირები, ცოლ-ქმრობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე გვარი და მშობლობა. ამასთან, თვით ცოლ-ქმარს შორის წყვილის ინტერესები ინდივიდის ინტერესებს ექვემდებარე (პიროვნების ოჯახისგან დეპრივაცია, იზოლაციონიზმი).

      მერვე. ქმრის ინიცისტივით გამოწვეული განქორწინებიდან (უ.ყ. უშვილობის გამო) განქორწინებაზე, რომელიც ცოლ-ქმრის ინტერესთა პიროვნული შეუთანხმებლობით არის გამოწვეული.

      მეცხრე. მრავალშვილიანობის კულტურიდან, რომელიც ითვალისწინებდა მკაცრი ტაბუს დადებას კონტრაცეპტივების გამოყენებაზე რეპროდუქციულ ციკლში ინდივიდუალური ჩარევის უფლებაზე გადასვლა; ეს გადასვლა ასევე ამცირებს ცხოვრების რეპროდუქციულ პერიოდსაც.

      მეათე. საოჯახო ცვლილებების ყველა ჩამონათვალის კვინტესენციას წარმოადგენს ის, რომ ისტორიული სცენიდან უწყვეტად ქრება მრავალშვილიანი ოჯახი. რეალური ცვლილებები მე-20 საუკუნეში, რომელთაც ყველა კონტინენტზე ჰქონდათ ადგილი საშუალებას იძლევა აღვნიშნოთ, რომ მოხდა გადასვლა ოჯახის შვილიანობის სპონტანურ შემცირებაზე (მასობრივ ერთშვილიანობამდეც კი), განქორწინებების ზრდაზე, დაქორწინებათა შემცირებაზე, რადგანაც არ არსებობს არანაირი ბიოლოგიური და სტიქიური სოციალური "დამცავი მექანიზმები", რომლებიც ამ ტენდენციებს საზოგადოებისათვის რაიმე უსაფრთხო დონეზე შეაჩერებს.

      სტატისტიკურმა მონაცემებმა და სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა დააფიქსირეს შემდეგი ტენდენციები კონიუგალური ოჯახის სტრუქტურის ცვლილებაში:

      - ოჯახთა მასობრივი ნუკლეარიზაცია, იმ ოჯახთა ხვედრითი წილის შემცირება, რომლებიც სამი თაობისაგან შედგება, მარტოხელა ხანდაზმულთა ხვედრითი წილის ზრდა რომლებიც მოვლას მოზრდილი შვილების ოჯახების მიღმა იღებენ;

      - ქორწინების შემცირება და არარეგისტრირებულ თანაცხოვრებათა და კანონს გარეშე დაბადებულ ბავშვთა ხვედრითი წილის ზრდა ასეთი თანაცხოვრების პირობებში, მარტოხელა დედათა (დედობა ქორწინების გარეშე) ხვედრითი წილის ზრდა, "ნარჩენი" ოჯახების ხვედრითი წილის ზრდა ერთი მშობლით და ბავშვებით, მამაკაცებისთვის განმეორებითი ქორწინების გავრცელება (ქალებისთვის უფრო ნაკლებად) და შესაბამისად, ისეთი ოჯახების გავრცელება, რომლებშიც ერთ-ერთი მშობელი ბიოლოგიური არ არის და "სხვის" შვილს ზრდის, შერეული ტიპის ოჯახების ხვედრითი წილის ზრდა, რომლებშიც განმეორებით ქორწინებაში დაბადებული ბავშვები და თითოეული მეუღლის შვილებია წინა ქორწინებიდან;

      - მცირე და ერთშვილიანი ოჯახების მასობრივობა, რომელიც ოჯახების ერთ და ორ შვილზე მასობრივი მოთხოვნილებით არის გამოწვეული და არა რაიმე ხელშემშლელი ფაქტორებით შვილებზე "დიდი" მოთხოვნილების რეალიზაციაში.

      მეცნიერთა უმეტესობა მთელ მსოფლიოში ცვლილებებს ცოლ-ქმრობის, მშობლობის-ნათესაობის განხორციელებაში განიხილავს როგორც დაუმთავრებელ პროცესს გადასვლისა "ტრადიციული" ოჯახიდან "თანამედროვე" ოჯახზე, მაგრამ როგორც დროში გაჭიანურებულს, რომელიც "ოჯახის განვითარების" ნეგატიურ მომენტებთან არის დაკავშირებული და, რომელსაც სჭირდება დაჩქარებული მოძრაობა კონიუგალობის იდეალისაკენ. სწორედ ამიტომ, გვთავაზობენ ისეთი საოჯახო პოლიტიკის გატარებას, რომელიც თავისი არსით საოჯახო თემა – პიამდეა დაყვანილი და, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ცალკეულ ოჯახებს "ახალი" ტიპის ოჯახად ჩამოყალიბებაში.

      მათი ხმა, ვინც ამ ცვლილებებს თვლის ოჯახის, როგორც ინსტიტუტის არა უბრალოდ კრიზისად, არამედ თვითონ საზოგადოების კრიზისის გამოვლენად, მცირერიცხოვანია. მნიშვნელოვანწილად ეს დაკავშირებულია პირადი საოჯახო ცხოვრების გამოცდილების გნოსეოულოგიური გადალახვის სირთულეებთან და იმასთან, რომ არ არის დამუშავებული კრიტერიუმთა სისტემა ოჯახის, როგორც ინსტიტუტის ფუნქციონირების შესაფასებლად.

      განვიხილოთ ამასთან დაკავშირებით საოჯახო ფუნქციების მეცნიერული შეფასების შესაძლებლობები და განსხვავებები ცნებებისა ოჯახის დეზორგანიზაცია, კრახი და კრიზისი.

      ოჯახის კრახი, კრიზისი და დეზორგანიზაცია დაკავშირებულია ძირითად ფუნქციათა შესრულებლობის ხარისხის განსხვავებასთან. თუ ვიგულისხმებთ შვილთა შობის შეწყვეტას (ან) შვილების შენახვის შეუძლებლობას, ასევე, კანონდამრღვევთა და დამნაშავეთა მოჭარბებას, მაშინ, საუბარია ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის კრახზე.

      რაც შეეხება ოჯახის დეზორგანიზაციას და კრიზისს, აქ მათი განსხვავება შეიძლება აიხსნას საზოგადოებრივი ცხოვრების არასასიკეთოთ მოწყობით.

      ყველაზე მარტივია რეპროდუქციული ფუნქციის შესრულების შეფასება – ოჯახი რჩება ერთადერთ სოციალურ ინსტიტუტად, რომელიც მოსახლეობის აღწარმოებას უზრუნველყოფს. ამიტომ, დემოგრაფიული კრიტერიუმი – 2,1 შვილის დაბადება გათხოვილ ქალზე ან 2,6 შვილი ეფექტურ ქორწინებაზე – საიმედო რიცხვია ბავშვთა იმ რაოდენობისა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებისათვის დეპოპულაციის თავიდან ასაცილებლად. ცნობილია აგრეთვე საოჯახო სტრუქტურა ბავშვების რიცხვის მიხედვით, რომელიც საკმარისია მოსახლეობის მიღწეული რიცხვის შესანარჩუნებლად მომავალში (ერთ ქალზე ბავშვთა საშუალო რიცხვი – 2,15 – გულისხმობს ოჯახების 2% - 4 და მეტი შვილით, 14% - 4 შვილით, 35%-ს – 3 შვილით, 35% - 2 შვილით, 10% - ერთი შვილით და 4% - უშვილო ოჯახებს). მაგრამ, ერთია მოსახლეობის აღწარმოების კრიტერიუმები, მეორე მის საფუძველზე ოჯახის რეპროდუქციული ფუნქციის შეფასება. არიან მეცნიერები, რომლებიც უარს ამბობენ ამ კრიტერიუმების გამოყენებაზე ოჯახის ოპტიმალური მოდელის შემუშავებისას.

      რაც შეეხება სოციალიზაციის ფუნქციას, თუმცა ბავშვთა აღზრდის ხარისხი ექვემდებარება "სუბიექტურ" შეფასებებს, მაინც შეიძლება "ობიექტური" კრიტერიუმების მოძებნა, მაგ. სამართალდარღვევის შემთხვევათა და გადახრილი ქცევების შემთხვევათა მინიმიზაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია სოციალიზაციის ხასიათის ზემოქმედების ცოდნა აღზრდის ხარისხზე – არის თუ არა სოციალიზაცია მთლიანად საოჯახო თუ მთლიანად არასაოჯახო პროცესი. როგორც ჩანს, მეცნიერთა უდიდესი ნაწილი არ ეთანხმება პლატონის მიერ შემოთავაზებულ სოციალიზაციის ტოტალიტარულ ვარიანტს. მის რესპუბლიკაში ბავშვის შენახვა და აღზრდა დაბადების პირველი დღეებიდანვე ხორციელდება სპეციალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ.

      ჩვეულებრივად ყურადღებას აქცევენ აღზრდის იმ ნაკლოვანებებზე "ყაზარმული სოციალიზმის" დროს, რომლებიც განპირობებულია ასეთი აღმზრდელობითი ხასიათის დაწესებულებებით და ბავშვის მოწყვეტით მშობლებისაგან და ოჯახის არქონის დროს, არავინ ინტერესდება ქორწინებაში არ მყოფი ქალების მოტივაციით იყოლიოს შვილები. ინდივიდუალური ქცევის მოტივების მიმართ ინტერესის უქონლობა ასეთ შემთხვევაში რბილად რომ ვთქვათ საწყენია – მის უკან შეიძლება იმალებოდეს იდეა ქალების იძულებით დაფეხმძიმებისა და მშობიარობისა ან განსაკუთრებული კატეგორიის ქალებისა -"მონებისა", რომლებიც "შვილთაწარმოებაზე" არიან სპეციალიზირებული. მაგრამ, თუ ბავშვების საოჯახო სოციალიზაციიდან ამოვალთ, რომელთაც სხვა სოციალური ინსტიტუტების აღმზრდელობითი საქმიანობაც ემატება, აქ უკვე ოჯახის სოციალიზაციის ფუნქციის ეფექტურობის შეფასება შესაძლებელია, თუმცა, სირთულეები ამ შემთხვევაში საზოგადოებაში გამეფებული ფასეულობების გამოც იჩენს თავს.

      ოჯახის ოპტიმალურ მოდელში უნდა მოიძებნოს ბავშვთა სოციალიზაციის ორი ხარისხის საუკეთესო შეთანაწყობა – საზოგადოების თვალსაზრისით და ოჯახის თვალსაზრისით.

      პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებულება სოციალიზაციისა და დემოგრაფიული აღწარმოების საკითხებში, ამ ინტერესების ჰარმონიზაციას ართულებს, რადგან საოჯახო სფეროში ადამიანები მიისწრაფიან იმისკენ, რაც მათ სურთ და არა იმისკენ, რაც საზოგადოებრივად სასარგებლოა და რასაც არა აქვს გლობალური ხასიათის უარყოფითი შედეგები.

      ოჯახის ინსტიტუტი არსებობს არა იმიტომ. რომ საზოგადოების არსებობისათვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებს, არამედ იმიტომ, რომ დაქორწინება, შვილთაშობა, მათი შენახვა და აღზრდა პასუხობს მილიონობით ადამიანის ღრმად პიროვნულ მოთხოვნილებებს. როგორც ჩანს, ამ პირადი მოტივების შესუსტება ყველაზე უფრო ნათლად გამოხატავს ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის კრიზისს და ამ თვალსაზრისით თვით საზოგადოების კრიზისსაც.

      მეორე მხრივ, ძირითადი ფუნქციების შეუსრულებლობა შეიძლება არც ნიშნავდეს ოჯახის კრიზისს. თუ საოჯახო დეზორგანიზაციის პროცესი არ ეხება ოჯახის ფასეულობას, არ არის დაკავშირებული ბავშვების ფასეულობის დევალვაციასთან და მშობლობის ფასეულობასთან. მაგ. ოჯახის დეზორგანიზაციას (გაგებულს როგორც საქორწინო კავშირების რღვევა და ბავშვთა დაობლება) შეიძლება სტიქიური უბედურებების, ომების, ეპიდემიების დროსაც ჰქონდეს ადგილი. ასეთ შემთხვევაში, შვილთაშობის მოთხოვნილების გადავადება, რომელიც არ ამცირებს მშობლობისა და შვილების ყოლის მოთხოვნილებას, არ წარმოადგენს ოჯახის კრიზისის ნიშანს.

      ამრიგად, პიროვნების და საზოგადოების ფასეულობითი კონფლიქტი შობადობისა და ბავშვთა სოციალიზაციის თვალსაზრისით, რომელიც თავს იჩენს რეპროდუქციული და სოციალიზაციის ფუნქციის შეუსრულებლობაში და, რასაც თან სდევს ოჯახის, როგორც ნათესავთა კავშირის (ნუკლეარიზაციის პროცესი) მშობლებისა და შვილების (ოჯახის, კონიუგალიზაციისა და დევალვაციის პროცესი) მეუღლეთა კავშირის (მე-ს ინდივიდუალიზაციის, ავტნომიზაციის პროცესი) შესუსტება, კავშირის – ნათესაობა – მშობლობა – ცოლ-ქმრობა შესუსტება საოჯახო წარმოების შესუსტებისა და მშობლების და შვილების ერთობლივი საქმიანობის შემცირების გამო (საოჯახო ცენტრიზმის ეგოცენტრიზმით შეცვლა) შეიძლება იწოდოს ოჯახის კრიზისად.

      კრიზისისგან განსხვავებით ოჯახის დეზორგანიზაციის ცნება ახასიათებს საოჯახო ცვლილებათა ნეგატიურ მიმართულებებს ისტორიის მსვლელობისა და საგანგებო სიტუაციებით საოჯახო პროცესების მსვლელობისას. ოჯახის კრახი, როგორც ტერმინი გამოიყენება ოჯახის მიერ სპეციფიკურ ფუნქციათა აბსოლუტური შეუსრულებლობის დროს, ახასიათებს რა საზოგადოების დეგრადაციას, ცხოვრების ფამილისტურ მოწყობასთან კავშირის გაწყვეტას.

საკვანძო ტერმინები;

ფამილიზმი, ფამილისტური კულტურა, სოციალურ კავშირთა აღდგენა, თაობათა აღწარმოება, ოჯახის ეგზისტენციალური როლი, ოჯახის - გვარის სოციალური ორგანიზაციის, მრავალშვილიანობის სოციალური ნორმები, ტაბუ რეპროდუქციულ ციკლში ჩარევაზე, ინსტიტუტთა სოციალური დიფერენციაცია, ოჯახის პოლიფუნქციურობა, მცირეშვილიანობის სოციალური ნორმები, პიროვნების და საზოგადოების წინააღმდეგობრიობა საოჯახო-რეპროდუქციულ ინტერესთა თვალსაზრისით, საოჯახო სტრუქტურა, როგორც დამოუკიდებელი ცვლადი, ანტიტრადიციონალიზმი, ოჯახური "თანასწორობა", "დემოკრატიზაცია", საოჯახო ეკონომიკა, ნათესაობრივ კავშირთა პრიორიტეტულობა, თაობათაშორის კავშირები, ინდივიდუალური ქცევის სამი სახის გადაჯაჭვულობა, პიროვნების რესპონსიულობა, საზოგადოების რესპონსიულობა, ოჯახის შუამავლობის შემცირება, რეპროდუქციულ ციკლში ჩარევაზე აკრძალვის მოხსნა, ინდივიდუალურ ქცევათა დაყოფა, საოჯახო ცვლილებათა გავლენა "წარსულის" ოჯახის და "თანამედროვე" ოჯახის სტერეოტიპებზე, კონიუგალური ოჯახი, მოდერნიზაცია, საოჯახო დეზორგანიზაცია, ოჯახის კრიზისი და კრახი.

ტეგები: Qwelly, sociology, ოჯახის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 3375

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters