23 სექტემბერს (ძვ. სტ.10 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა წმინდა მინოდორას, მიტროდორას და ნიმფოდორას ხსენების დღეს.

      ღვიძლი დები იყვნენ: წმინდა მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა , წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით. მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს. გააფრთებულმა მმართველმა თავისი რისხვა უფროს დას - მინოდორას დაატეხა თავს. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს, ბოლოს კი აღმოხდა: "უფალო, იესუ ქრისტე, სიხარულო ჩემო და სასურველო ჩემო, შენდამი მოვილტვი სასოჲსა ჩემისა, შეივედრე სული ჩემი მშვიდობით" და გავიდა ამსოფლიდან. ოთხი დღის შემდეგ უმცროსი დები - მიტროდორა და ნიმფოდორა წარადგინეს სამსჯავროზე. მათ მინოდორას ჭრილობებით დასერილი და გასისხლიანებული გვამი დაუგდეს წინ დასაშინებლად. ასულები ცხარე ცრემლით დასტიროდნენ ძვირფას ცხედარს, მაგრამ მაცხოვრის უარყოფაზე არც უფიქრიათ; მმართველს განუცხადეს: "ვერვინ ჰპოვო ჩუენ შორის მოშიში, არცა უღირსი და შეუმსგავსი ესევითარისა მის დისა, არცა აღმოცენებულისა მის ჩუენისა ძირისა, რომელმაც სამნი ესე რტონი აღმოგუაცენნა". მაშინ წმიდა მიტროდორა გაიყვანეს საწამებლად: ხეზე დაკიდეს, "ლამპართა მიერ ცეცხლისათა" დაუწვეს სხეული; შემდეგ გარდამოხსნეს და რკინის ჯოხების ცემით დაუმტვრიეს სხეული; ასეთ ტანჯვაში შეჰვედრა ნეტარმა სული უფალს. ბოლოს მესამე, ნიმფოდორა მოიყვანეს. მის წინ უფროსი დების ნაწამები ცხედრები ესვენა. ფრონტონი იმედოვნებდა, რომ ეს სახილველი დააფრთხობდა ყმაწვილ ქალს. თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ენანებოდა მისი სინორჩე და მშვენიერება, და ალერსით, უხვი ჯილდოებისა და პატივის აღთქმით შეეცადა მის გადმობირებას. წმიდა ნიმფოდორამ ყური არ ათხოვა მის მაცდურ სიტყვებს და დების ხვედრი გაიზიარა.უსჯულოებს სურდათ, დაეწვათ მარტვილთა ცხედრები, მაგრამ "ქუხილნი და ელვანი საშინელნი მეყსა შინა იხილვნეს საჴუმილსა მას ზედა ცეცხლისასა" და მთავარი და მისი მსახურები "დაწუნა და განანქრინნა"; შემდეგ მძაფრი წვიმა გარდამოხდა ზეცით და ცეცხლი დაშრიტა. წმიდანთა უვნებლად დარჩენილი ნეშტი ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 23 სექტემბერი, Qwellyland, თვენი, მოწამე, სექტემბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 397

გამოხმაურებები!

დიდი ხნის განმავლობაში, სვეტიცხოველში ამ წმინდა დების ხატი იყო დაბრძანებული საკურთხევლის წინ, ძალიან ლამაზი! 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბნელი ღამის თეთრი სამყარო

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 25, 2021.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      დღეს მხატვარი გვყავს სამასპინძლოდ. ბრაულიო მონტეირომ (Braulio Monteiro) თავისი ინსტაგრამი ნამდვილ ილუსტრაციულ გალერეად აქცია. პროფესიით მხატვარ-დიზაინერ-ილუსტრატორმა, შთაგონებლმა ცხოველებით და ბნელი ღამის სიმშვენიერით, ახალი კოლექცია წარუდგინა თავის გამომწერებს. როგორც თვითონ ამბობს, ბნელი ღამე და ჩემი საყვარელი ცხოველები გავაერთიანეო. შავი, სქელმელნიანი ე.წ. ტუშის კალამი, თეთრი ფურცლები და ალაგ-ალაგ წერტილოვანი ფერებით წარმოდგენილი…

გაგრძელება

ელჩებთან შეხვედრა და არადიპლომატიური ცემა-ტყეპა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      რაც უფრო ახლოაა ოქტომბერი, უფრო მეტად იძაბება პოლიტიკური ველი. მართალია ტემპერატურა კლებულობს და კიდევ რამდენიმე დღე წვიმები და ნიაღვრები გველის, მაგრამ პოლიტიკაში დაპირისპირებები აქტიურდება - ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება. დღეს აქტუალური იყო კვლავ დმანის-რუსთავი და ახლა უკვე ელჩების წინ გამართული ცემა-ტყეპა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23…

გაგრძელება

გადასახლების საფასური (თამაშობანი)

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2021.
საათი: 8:30am 0 კომენტარი

Path Of Exile is full of many complicated mechanisms. As players travel through Wraeclast, they will encounter damaged gems. If they see these unique gems for the first time, they may be a little confused. Below we will unlock some basic information about the corrupted gems in Path Of Exile.



Corrupted gems are actually gems with modifiers. If the gem is damaged, the player will not be able to use the synthetic ball to further modify it, except for items that modify slots and POE…

გაგრძელება

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters