საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 29
უკანასკნელი აქტიურობა: სექტემბერი 9, 2020
• 1 სექტემბერი • 2 სექტემბერი • 3 სექტემბერი •
• 4 სექტემბერი • 5 სექტემბერი • 6 სექტემბერი •
• 7 სექტემბერი • 8 სექტემბერი • 9 სექტემბერი •
• 10 სექტემბერი • 11 სექტემბერი • 12 სექტემბერი •
• 13 სექტემბერი • 14 სექტემბერი • 15 სექტემბერი •
• 16 სექტემბერი • 17 სექტემბერი • 18 სექტემბერი •
• 19 სექტემბერი • 20 სექტემბერი • 21 სექტემბერი •
• 22 სექტემბერი • 23 სექტემბერი • 24 სექტემბერი •
• 25 სექტემბერი • 26 სექტემბერი • 27 სექტემბერი •
• 28 სექტემბერი • 29 სექტემბერი • 30 სექტემბერი •
ავტორი ცისია. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, სექტემბერი 28, 2018. 2 გამოხმაურება 15 მოწონება
28 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს. წმიდა იოანე ზედაზნელისა მოწაფე იყო წმიდა მამა იოსებ ალავერდელი, რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, "ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა". აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა "მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზარხველი", ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული. …გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, ქველი, სექტემბერი, თვენი, 28 სექტემბერი
ავტორი ლაშა, სექტემბერი 10, 2018. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
10 სექტემბერს (ძვ. სტ. 28 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე შუშანიკს ხატი მიხეილ საბინინის კოლექციიდან მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში, ქრისტეს ეკლესიის მრავალრიცხოვან მოწამეთა რიცხვს ქართველი დედოფალი - შუშანიკი შეემატა, რომლის მარტვილობისა და აღსასრულის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული თხზულება უძველესია ქართული ლიტერატურისთვის და ჰაგიოგრაფიის ადრეულ პერიოდს განეკუთვნება. წმინდა შუშანიკი, ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. წმინდა…გაგრძელება
ტეგები: სექტემბერი, Qwellyland, მოწამე, თვენი, დედოფალი
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, სექტემბერი 21, 2016. 1 გამოხმაურება 13 მოწონება
21 სექტემბერს (ძვ. სტ. 8 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია დღესასწაულობს ღმრთისმშობლობას ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ისტორია გადმოცემულია აპოკრიფულ ლიტერატურაში, ღმრთისმშობლის მამა იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს რათა მისთვის მიემადლა შვილი. კარვობის, პასექის და ერგასის დღესასწაულზე, როცა ებრაელები ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მას უარი უთხრეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს. იოაკიმეს მწუხარება გაუორმაგდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე მარხვაში და მხურვალე ლოცვაში გაატარა. წმიდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. როდესაც წმინდა ანას მისმა მხევალმა წამოაყვედრა უშვილობა ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: "ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, შობა, ღმრთისმშობლობა, სექტემბერი, თვენი
ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 27, 2015. 1 გამოხმაურება 25 მოწონება
27 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია ზეიმობს ჯვართამაღლების დღესასწაულს! ცხოველმყოფელი ჯვრის პოვნა მოციქულთასწორ იმპერატორ კონსტანტინეს უკავშირდება. გადამწყვეტ ბრძოლაში იმპერატორმა ცაზე ჯვარი იხილა წარწერით "ამით სძლო!" ბრძოლაში იმპერატორმა გაიმარჯვა, ბრძოლის შემდეგ კი მისი საძებნელად დედოფალი გაგზავნა იეუსალიმში. იერუსალიმში ჩასულ დედოფალ ელენეს ბეთლემსა და გოლგოთაზე წარმართული ქალღმერთის ვენერასა და იუპიტერის კერპები დახვდა, რომელიც იმპერატორმა ადრიანემ ააღმართინა. დედოფლის ბრძანებით კერპები დაანგრიეს და დაიწყეს ძებნა მაცხოვრის ჯვრისა. დედოფალს აცნობეს, რომ ჯვრის ადგილსამყოფელი მხოლოდ ერთმა მოხუცმა ებრაელმა იცოდა, რომელსაც იუდა ერქვა. თავდაპირველად იუდამ უარი განაცხადა დაესახელებინა ადგილი, სადაც ჯვარი ინახებოდა, მაგრამ შემდეგ იგი იძულებული გახდა სიმართლე ეთქვა. მაცხოვრის ჯვარი იმ ორ ჯვართან ერთად, რომელზეც ქრისტესთან ერთად ავაზაკები აწამეს, გოლგოთის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში იყო დაცული. გამოქვაბულში მართლაც აღმოაჩინეს სამი ჯვარი, მაგრამ წარწერა, რომელიც…გაგრძელება
ტეგები: ქველი, Qwellyland, სექტემბერი, თვენი, დღესასწაული
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 26, 2015. 1 გამოხმაურება 1 Like
26 სექტემბერს (ძვ. სტ. 13 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე დედოფალს - ქეთევანს XVI საუკუნეში, დაახლოებით 1570 წელს, აშოტ მუხრანბატონის ოჯახში დაიბადა ასული - ქეთევანი. ლამაზ, განათლებულ და ქრისტეს სასოებითა და რწმენით აღვსილ ქეთევანს, კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დაქორწინება ხვდა წილად. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა. მალე მეფე ალექსანდრე ბერად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა. წმინდა დედოფალს მძიმე განსაცდელი ელოდა წინ. ქართლისა და კახეთის გაერთიანებით შეშინებულმა შაჰ-აბასმა, გამოგზავნა კონსტანტინე, მამა და ძმა მოაკვლევინა, ხოლო…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, სექტემბერი, თვენი
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: khatuna zitanishvili, სექტემბერი 11, 2015. 2 გამოხმაურება 13 მოწონება
11 სექტემბერს (ძვ. სტ. 29 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს თავისკვეთას წმინდისა დიდებულის წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა უფლისა ჩვენი იესო ქრისტესისა - იოანე ნათლისმცემლისა გალილეის მთავარ ჰეროდე ატიპას საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იოანე ამხელდა ჰეროდეს - უკანონოა შენი ძმის, ფილიპეს ცოლი ჰეროდია გყავდეს მეუღლედო, მითუმეტეს რომ ფილიპეს და ჰეროდიას შვილიც ჰყავდათ და ფილიპეც ჯერ ცოცხალი იყო. ამ მხილების გამოისობით, როგორც მათე მოციქული წერს, ჰეროდეს სურდა მოეკლა იოანე, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან უფლის ნათლისმცემელს წინასწარმეტყველის სახელი ჰქონდა. წმინდა მახარებლები იოანეს თავისკვეთის ეპიზოდს იწყებენ ჰეროდეს მიერ თავისი დაბადების დღის "გრანდიოზული" აღნიშვნით. გალილეის მმართველმა თავის დაბადების დღეზე მოიწვია და "სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაისათა" (მრკ. 6, 21). და ამ ლხინის დროს ჰეროდიას ასულმა - სალომემ იცეკვა თანამეინახეთა წინაშე. ჰეროდეს ისე მოეწონა…გაგრძელება
ტეგები: ქველი, Qwellyland, სექტემბერი, თვენი, თავისკვეთა
2017-ე შემოდგომის დაწყებას გაუმარჯოს ))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2021.
საათი: 3:10pm
0 კომენტარი
0 მოწონება
მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც ათასგვარი ხმა დადიოდა. მის აშენებას,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 25, 2021.
საათი: 10:47pm
0 კომენტარი
4 მოწონება
მას შემდეგ რაც რეგულაციების შემსუბუქება თითქმის არაფრის შემსუბუქებას ჰგავდა არაერთი აქცია დაიგეგმა და ზოგიერთ ჩატარდა კიდეც. განსაკუთრებული ხალხმრავლობით არა, მაგრამ მაინც. ოპოზიციის შიგნით კვლავ არეულობა და აულაგებლობაა. NDI-მ ახალი კვლევა დადო. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 253816, გუშინ დილის შემდეგ - 298; გამოჯანმრთელებული - 243396, გუშინ დილის შემდეგ - 1311; გარდაცვლილი - 3071, გუშინ დილის შემდეგ - 16; კარანტინის…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2021.
საათი: 10:28pm
1 კომენტარი
5 მოწონება
ამერიკის პრეზიდენტის არჩევა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთლიანი პროცესს, არჩევნებში გამარჯვებიდან მმართველობის გადაბარებამდე, მედიის თვალი არ სცილდება და მედიას მიჩერებული საზოგადოებაც ეხვევა ამ ინტერესის საბურველში. ცხადია, პრეზიდენტების სამუშაო სივრცეც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, მითუფრო რომ ამ კაბინეტში ყოფნა 4 წლის (შესაძლოა 8 წელიც) მანძლზე მოუწევს, ამიტომ პრეზიდენტები ისე აწყობენ სამუშაო ოთახს, როგორც მათ გემოვნებასა…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
5 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ სექტემბერი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!