4 სექტემბერს (ძვ. სტ 22 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ევლელია ქალწულის და მოწამე ფელიქსის ხსენების დღეს.

ევლელია, მოწამე ფელიქსი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, სექტემბერი, ქველი, qwelly, september

      ესპანეთში, ქალაქ ბარკიონის(დღევანდელი ბარსელონა) მახლობლად დაიბადა წმიდა მოწამე ევლელია. მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღზარდეს. თოთხმეტი წლის ასაკიდან ქალწული მშობლიურ სახლში განმარტოებით ცხოვრობდა და თანატოლებთან ერთად ლოცვით, წმიდა წერილის კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ქალაქ ბარკიონში მმართველი დაკიანე ჩავიდა მართლმორწმუნეების ამოსაჟლეტად. ეს რომ გაიგო, ევლალია ღამით ფარულად გავიდა სახლიდან და დილით უკვე ქალაქში იყო. გოგონამ გაჭირვებით გააღწია შეკრებილ ბრბოში და ამხილა მსაჯული, რომელიც ხალხს ჭეშმარიტი ღმერთის გმობას და ეშმაკებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა. დაკიანემ ბრძანა, არგნებით დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, მაგრამ იგი ახოვნად ითმენდა სატანჯველს, მსაჯულს კი უთხრა, უფალმა ტკივილის შეგრძნებისგან გამათავისუფლაო. მარტვილი ხეზე დაკიდეს, გაატყავეს და ცეცხლით დაუწყეს წამება. დაკიანემ ნიშნის მოგებით ჰკითხა ნეტარს: "სად არის შენი ღმერთი, რომელსაც ჰხადი?" ევლალიამ უპასუხა: "უფალი ჩემს გვერდითაა, მაგრამ შენ შენი სიბილწის გამო მისი დანახვა არ შეგიძლია". წმიდა მოწამის ლოცვისას: "აჰა, ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა" (ფს. 53.4), ცეცხლის ალი ჯალათებისკენ მიიქცა და ისინი მიწაზე დაენარცხნენ. ნეტარი ევლალია მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მიეღო მისი სული და ამ ლოცვაში აღესრულა კიდეც.

      თეთრი მტრედი მოსწყდა მის ბაგეებს და აიღრა ზეცაში ეს კარგად დაინახა იქ შეკრებილმა ხალხმა.. მარტვილის მშობლები, რომლებმაც შვილი უკვე მიცვალებული იპოვეს, ტიროდნენ, მაგრამ ხარობდნენ კიდეც იმის გამო, რომ მათი ასული წმიდანთა დასს შეერთო. როცა ქრისტეს ტარიგის ცხედარს ხიდან ხსნიდნენ, ერთმა ქრისტიანმა, სახელად ფელიქსმა, მას სიხარულის ცრემლებით მიმართა: "ქალბატონო ევლალია, შენ ჩვენზე ადრე შეიქენი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი!" სამი დღის წინ გარდაცვლილმა ევლალიამ მისკენ გამოიხედა და გაიღიმა. ფელიქსი მალე თვითონაც წამებით აღესრულა ქრისტესთვის.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 4 სექტემბერი, Qwellyland, თვენი, სექტემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 211

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე…

გაგრძელება

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters