ბრინჯმა საუკუნეების წინ მოაღწია აზიიდან ჩვენამდე და მისგან არაერთი გემრიელი და მრავალფეროვანი კერძი მომზადდა!

      Qwellynaria_ს ეს რეცეპტიც ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეულია

asia, fruits, qwelly, qwellynaria, recipe, rice, აზია, ბრინჯი, რეცეპტი, ფლავი, ქველინარია, ხილი

შემადგენლობა:

  • ბრინჯი - 2 ჭიქა
  • კუბიკებად დაჭრილი კომში - 1 ჭიქა
  • კუბიკებად დაჭრილი ვაშლი - 1 ჭიქა
  • ქიშმიში - ნახევარი ჭიქა
  • მოხალული ნიგოზი ან თხილი - ნახევარი ჭიქა
  • შაქარი - 4 კოვზი
  • 1 ცალი ლიმონის კანი
  • 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
  • ცოტა მარილი

მომზადება:

  • ბრინჯი გარეცხეთ და მოხარშეთ ნახევრად
  • გადაავლეთ წყალი, მოაყარეთ მარილი, ვანილი და ლიმონის კანი. აურიეთ.
  • ნიგოზი მოხალეთ და დაჭერით
  • ვაშლი და კომში დაჭერით კუბებად
  • ქვაბში ჩაასხით 2 ს.კ ზეთი და ჩაყარეთ ხილი
  • შემდეგ მოაყარეთ ბრინჯი 1 სმ სისქეზე
  • მოაყარეთ ასევე შაქარი, ნიგოზი და ქიშმიში
  • შემდეგ ისევ ხილი, ბრინჯი, შაქარი, ნიგოზი და ქიშმიში
  • განაგრძეთ ასე სანამ ინგრედიენტები გეყოფათ
  • ბოლოს ბოასხით 2 ს.კ ზეთი, დაახურეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე
  • მოამზადეთ 25-30 წუთის განმავლობაში.
  • ჩანგლით კარგად მოურიეთ, რომ ბრინჯი ფანტია გაახდეს
  • სიტკბო თუ ეკლდება დაამატეთ თაფლი.

      გარდა აქ ჩამოთვლილი ხილისა შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ხილი ცოცხალი თუ ხმელი თქვენი სურვილისამებრ.

ტეგები: Qwellynaria, აზია, ბრინჯიანი, რეცეპტი, სამარხო, ფლავი, ხილი

ნახვა: 10124

გამოხმაურებები!

უგემრიელესია

Vako ფლავი გიყვარს? ))

vako_მ თქვა:

უგემრიელესია

გემრიელობაა

ამის ჭამა დაუსრულებლად შეიძლება. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters