საიტი: http://www.qwelly.com/group/qwellynaria
ადგილი: Qwelly
წევრები: 191
უკანასკნელი აქტიურობა: მარტი 5
ავტორი ლაშა, იანვარი 23. 0 გამოხმაურება 0 მოწონება
მართალია ფესვები შორეულ ამერიკაში აქვს, ოკეანის გადაღმა, მაგრამ მას შემდეგ რა საქართვლოში შემოვიდა და ქართულ კულტურაში დამკვიდრდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად მომზადებული პროდუქტია. რეგიონებმაც კი საკუთარი ხელი დაატყვეს და გაამდიდრეს. ამჯერად აჭარიდან მოწოდებული რეცეპტი უნდა წარმოგიდგინოთ.შემადგენლობა:ლობიო - 1 კგნიგოზი - 100-150 გნიორი - 2-3 კბილიქინძი - 50 გისრიმის წვენი გემოვნებითწიწაკა და მარილი გემოვნებითმომზადება: ჭყინტი, მწვანე ლობიო გადაარჩიეთ, მოაცილეთ თავი და ბოლო, დატეხეთ, გარეცხეთ, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და მოხარშეთ. შემდეგ გადავწურეთ, მაგრამ თავად ლობიო არ გაწუროთ ხელით. ხორცსაკეპში გაატარეთ ნიგოზი, ნიორი, ახალი ქინძი, შეურიეთ ისრიმის (უმწიფარი ყურძნის) წვენი, წიწაკა და მარილი. გამზადებული საკაზმი დაამატეთ ლობიოს და ხის კოვზით კარგად ჩაჭყლიტეთ.გაგრძელება
ავტორი ლაშა, იანვარი 1. 0 გამოხმაურება 0 მოწონება
გადატვირთული საახალწლო დღეები შემდეგ, რამე მსუბუქი და სასიამოვნო აუცილებლად მოგინდებათ. თხელ-თხელ ცომზე, მსუბუქად მოლაგებული ბოსტნეული ამის გარანტია. სახელწოდების არ იყოს, ნამდვილად ჰარმონიულად დაამშვენებს თქვენს ნაახალწლევ განწყობას.შემადგენლობა:პიცის სოუსი - გემოვნებით მაიონეზი – 200 გრ.სოკო - 200 გრ.პომიდორი - 2 ცალიმწვანე ბულგარული წიწაკა - 1 ცალიზეთისხილი - 50 გრ.მდოგვი - გემოვნებითცომისთვის:ფქვილი - 350 გრ.საფუარი - 2 ჩ.კ.წყალი - 200 მლ.ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.მარილი - 1 მწიკვიშაქარი - 1 მწიკვიპიცის სოუსისთვის:პომიდვრის სოუსი - 400 გრ.ტომატი - 170 გრ.დაფქული ორეგანო - 1 ს.კ.დაქუცმაცებული ნიორი - 1/2 ჩ.კ.დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.მომზადება: ფქვილი გაცერით, დაამატეთ საფუარი, მარილი და შაქარი. ჩაასხით წყალი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოზილეთ. მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ თბილი ქსოვილი და დატოვეთ 1 საათით. როცა ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. მოამზადეთ პიცის სოუსი: მოათავსეთ სოუსის ინგრედიენტები თასში და კარგად აურიეთ. გააბრტყელეთ ცომი წრის ფორმაზე, წაუსვით პიცის სოუსი, მაიონეზი, დააწყეთ სოკო, კუბებად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი, მოასხით მდოგვი და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად.გაგრძელება
ტეგები: რეცეპტი, პიცა, ხორციელი, ბოსტნეული, Qwellynaria
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ოქტომბერი 18, 2021. 1 გამოხმაურება 1 Like
წლების წინ, როდესაც ქველინარიამ ერთპიროვნულად დაუჯერა კნეინა დარეჯანს და ჩიხირთმა დაასახელა გამარჯვებულ კერძად საუკუნოვან ჭიდილში. არავინ დაეკითხა ბოზბაშის მოყვარულ ლუარსაბს. თანასწოროპის პრინციპიდან გაომდინარე, გთავაზობთ, ჭეშმარიტად ბოზბაჟური გემოთებით სავსე რეცეპტს:შემადგენლობა:ბატკნის ხორცი - 500 გრ.ცხვრის დუმა - 50 გრ.ბრინჯი - 1 ს.კ.ხახვი - 2 თავიქინძი - 1 კონაოხრახუში - ნახევარი კონამარილი და პილპილი - გემოვნებითმომზადება: ბატკნის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. დუღილის დროს ბულიონი მოვაფეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაკეპილი დუმა, დანაყილი ბრინჯი და ადუღეთ ხორცის მოხარშვამდე. მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, წვრილად დაჭრილი მწვანილი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთით. P.S. ამბობენ, რომ ტრადიციული, აზერბაიჯანული ბოზბაში თეთრი ბარდით და კარტოფილით მზადდება, ამიტომ ვიდრე ბოლომდე მოიხარშება, კარტოფილს და მოხარშულ ბარდას უმატებენ, ზოგჯერ ტომატსაც.გაგრძელება
ტეგები: ბატკანი, Qwellynaria, რეცეპტი, ხორციელი, წვნიანი
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 9, 2021. 1 გამოხმაურება 2 მოწონება
ფრანგული საუზმე თუ კრუასანით ნაყრდება, იტალიური საუზმე პიცით იწყება. ქართველები, რომლებსაც იტალია უყვართ და ეთანაკულტურზიარებიან, პიცის დიდი სიყვარულით გამოირჩევიან. ბელისსიმო ერთ-ერთი ხშირად გადაკეთებადი პიცაა თანამედროვე სამყაროში, მაგრამ აქტუალობას და პატივისცემას არ კარგავს.შემადგენლობა:პიცის სოუსი - გემოვნებითღორის ხორცი – 300 გრ.მაიონეზი - 200 გრ.ხახვი - 1 თავიმწვანე ბულგარული წიწაკა - 1 ცალიჩილი - 1 ცალიზეთისხილი - 50 გრ.წითელი ღვინო - 50 გრ.ცომისთვის:ფქვილი - 350 გრ.საფუარი - 2 ჩ.კ.წყალი - 200 მლ.ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.მარილი - 1 მწიკვიშაქარი - 1 მწიკვიპიცის სოუსისთვის:პომიდვრის სოუსი - 400 გრ.ტომატი - 170 გრ.დაფქული ორეგანო - 1 ს.კ.დაქუცმაცებული ნიორი - 1/2 ჩ.კ.დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.მომზადება: გაცერით ფქვილი, დაამატეთ საფუარი, მარილი და შაქარი. ჩაასხით წყალი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოზილეთ. ცომი მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ თბილი ქსოვილი და დადგით. დაელოდეთ 1 საათი. როცა ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. პიცის სოუსის მარტივი მომზადება: მოათავსეთ სოუსის ინგრედიენტები თასში და კარგად აურიეთ, ყველა ერთად.. წვრილად დაჭრილი ღორის ხორცი მობრაწეთ ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, დაასხით ღვინო და იქამდე შუშეთ, სანამ არ დაშრება ღვინო. გააბრტყელეთ ცომი წრის ფორმაზე, წაუსვით პიცის სოუსი, მოაყარეთ მომზადებული ხორცი, მოასხით მაიონეზი და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად. მზა პიცა გააფორმოთ რგოლებად დაჭრილი ხახვით, ბულგარული წიწაკით, ჩილით და ზეთისხილით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მდოგვი.გაგრძელება
ტეგები: რეცეპტი, პიცა, ხორციელი, ბოსტნეული, Qwellynaria
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივნ. 6, 2021. 5 გამოხმაურება 1 Like
ჩანს ცხელი ზაფხული იქნება. თუ ფრენებმა ხელი შეგვიწყო იქნებ ჰავაიზეც ამოვყოთ თავი?! იქ ჩასულებს კი ადგილობრივი პიცა რომ არ გაგვიკვირდეს, ჯობს, წასვლამდე თბილისშივე დააგემოვნოთ ქველინარიის სუპერჰავაური რეცეპტით.შემადგენლობა:ყველი – 300 გრ.ძეხვი - 200 გრ.ანანასი - 1 ცალიმწვანე ბულგარული წიწაკა - 1 ცალიცომისთვის:ფქვილი - 350 გრ.საფუარი - 2 ჩ.კ.წყალი - 200 მლ.ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.მარილი - 1 მწიკვიშაქარი - 1 მწიკვიმომზადება: გაცერით ფქვილი, დაამატეთ საფუარი, შაქარი და მარილი. ჩაასხით წყალი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოზილეთ. მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ თბილი ქსოვილი და დატოვეთ 1 საათით. როდესაც ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. გააბრტყელეთ ცომი წრის ფორმაზე, მოაყარეთ ყველი, დააწყეთ კუბებად დაჭრილი ანანასი, ძეხვი, სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად.გაგრძელება
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ნოე. 22, 2020. 2 გამოხმაურება 1 Like
ღანძილის კულინარიული ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება ევროპის კონტინენტზე (განსაკუთრებით სამხრეთშია ბალკანეთის ნახ. კუნძულზე და მცირე აზიაში) და გაცილებით ძველია მისი რომაული სახელწოდება - ალიუმ ურსინუმ, რაც გარეულ ნიორად ითარგმნება. ნიორივით გემო აქვს, თუმცა შედარებით რბილი. ღანძილის მარინადი ნაბახუსევის ერთ-ერთი იშვიათი და ნაკლებ დაფასებული მკურნალია, ასევე შეუდარებლად გემრიელია ლობიოსთან და ასე პოპულარულ შემწვარ კარტოფილთან. ვისაც ნიორი უყვარს, მაგრამ მისი მკვეთრი არომატი აშინებს, ღაძილი ნამდვილად გაახარებს.შემადგენლობა:ღანძილი - 0.5 კგ,ქინძი - 50 გრ.ზეთი - 2 ს/კ.ძმარი და მარილი გემოვნებითმომზადება: მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ კარგი, ქორფა ღანძილი. შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მეტი თეთრი ძირი-ფესვი ჰქონდა, ვიდრე ფოთლები, რადგან ღერები უფრო გემრიელი ხდება. გაარჩიეთ, გარეცხეთ ცივ წყალში და მოხარშეთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როცა მოიხარშება, გადაწურეთ საწურზე და რამდენჯერმე გაავლეთ ცივი წყალი. შემდეგ კი გადაიტანეთ ჯამში და ცივ წყალში დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ, გაწურეთ და შეაზავეთ ახალი ქინძით, მარილით, ღვინი ძმრითა და ზეთით.გაგრძელება
ტეგები: კულინარია, რეცეპტი, Qwellynaria, სამარხვო, მცენარეული
აუ რა გემრიელობაააა :))) ჩვენც რომ დავდოთ პოსტები ხომ შეიძლება ? :* :)
dzalian sachiro ramea es jgufiii :D gamomadgeba ::))))
მცდელობა მქონდა არა1ხელ.. ბულკი გამეკეთებინა )) სულ პეჩენია გამომდის...)))
ვაა, ეს რა კარგი ჯგუფია ! გამიხარდა ))
სწორედ საჩემოო და გემრიელი ჯგუფიი :d :D <3
ჯგუფი ნამდვილად კაია და არაფერი დაეწუნება, გემოც კაი აქ ^_^
მაგრამ მე ერთ რამეს ვაპროტესტებ!!! სულ გოგოების პოსტები რომაა, ბიჭები რატომ არ აქტიურობენ? :D ნუ რამდენიმე საცოდავ მცდელობას თუ არ ჩავთლით:D
ჰაჰ სულ თევზებიიიი )))) სამწუხაროდ რც თევზებთან დაკავშიებით მიყვარს ეს არის თევზაობა (გაშვების პერსპექტივით) =)))
ვაიმეე რა სისასტიკეა :( :( მაგას აქვს მუღამი, საათი რო ელოდები და ბოლოსდაბოლოს რო წამოეგება ანკესზე ;) :D
მოთმინების უნარი კაი რამეა ისე ^_^ :D
მიყვარსს მეე ესს ჯგუფიი ^_^
უი რაკარგ სამსუნაგო ჯგუფს მივაგენი, ძალიან კარგია :D :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…
გაგრძელება
© 2022 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwellynaria_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!