სოკრატეს და მისი ფილოსოფიის დამახასიათებელი კითხვა პასუხის გზით ჭეშმარიტების ძიების მეთოდი. სოკრატე დიალოგის გზით დასწავლის მეთოდის ფუძემდებელი იყო. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში პლატონიდან დაწყებული თვლიდნენ და აცნობიერებდნენ იმ ფაქტს რომ როდესაც პედაგოგი კარნახობს და მოწაფე იწერს მაშინ დასწავლა მასწავლებლის ავტორიტეტის ბატონობის ატმოსფეროში ხდება. ეს ეწინაღმდეგება მასწავლებლისა და მოწაფის ურთიერთობის სოკრატისეილ გაგებას.
პლატონისათვის აზროვნება არის სულის თავის თავთან დიალოგი ანუ ორის ერთში თანაარსებობა. ერთი არის ვინმე სოკრატე რომელიც ფარულად არსებობს თვითოეულ ჩვენთაგანში და რომელიც გამუდმებით კითხვას გვისვავს ხოლო მეორე კი რომელიც ამ დასმულ კითხვებზე ეძებს პასუხებს, ცდილობს პასუხის გაცემას. პასუხს სცემს.
მკვლევარები ანსხვავებენ კომუნიკაციური ურთიერთობის ისეთ ფორმებს როგორიცაა მონოლოგი და დიალოგი. რომელთაგან პირველი ენის არსებობის ხელოვნური ხოლო მეორე კი ბუნებრივი ფორმაა. დიალოგი არის ურთიერთობის რამოდენიმე მონაწილის ძირითადად ზეპირი ვერბალური საუბარი.
სოკრატე დიალექტიკის ფუძემდებლად ითვლება. დიალექტიკის ქვეშ ძველად იგულისხმებოდა მოსაუბრის მსჯელობებში წინააღმდეგობის გამოვლენის და მათი გადალახვის გზით ჭეშმარიტების მიღწევის ხელოვნება. სოკრატე იყენებდა სწორედ დიალოგს რადგანაც თვლიდა რომ ცოდნა რომელიც უკვე გამზადებული ფორმით გადაეცემა ადამიანს ნაკლებად ღირებულია რადგანაც ხანმოკლე დროით რჩება მეხსიერებაში ვიდრე მაშინ როდესაც ის საკუთარი აზროვნების პროდუქტს წარმოადგენს. საუბარი სოკრატესთან ანუ მასთან დიალოგში ყოფნა ნიშნავდა სულის გამოცდას ანუ ცხოვრების საზრისის შეჯამება-შეფასებას და მორალური გამოცდას. იგი ყოველთვის გამოდიოდა ცხოვრების კონკრეტული
მოვლენებიდან და გამოყოფთა მათში ზოგად ელემენტებს, აანალიზებდა მათ რათა აღმოეჩინა და დაედგინა მათი გაერთიანების შემშლელი ფაქტორები და საბოლოო ჯამში რათა ისინი უმაღლეს დონეზე გაერთიანებინა ადრე უკვე გამოვლენილი არსებითი ნიშნების საფუძველზე.
სოკრატისეული დიალოგის ძირითადი შემადგენილი ნაწილებია:
იგი შედგება მოხერხებულად დასმული კითხვებისაგან. პასუხობდა რა ამ კითხვებს თანამოსაუბრე გამოსთქვამდა გარკვეულ მოსაზრებას ამა თუ იმ საკითხზე. შესაბამის სავარაუდო დასკვნას ადარებდნენ კარგად დასაბუთებულ ფაქტებსა და უკვე ყველასათვის ცნობილ ჭეშმარიტებებს. ამიტომ მას ჰქვია კითხვა პასუხის გზით ჭეშმარიტების ძიების მეთოდი. ამგვარი ძიება დაკავშირებულია Lპირველ რიგში გამოთქმული ვარაუდებისა და მოსაზრებებიდან ლოგიკური შედეგების მიღებასთან და დასკვნების გამოყვანასთან და მეორეს მხრივ ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტების საფუძველზე და უეჭველ ფაქტებზე დაყრდნობით მათი გაბათილების მცდელობასთან.
დიალოგის წამყვანის ამოცანაა ოპონენტის, მის მიერ ადრე გამოთქმულ მოსაზრებებთან წინააღმდეგობაში მიყვანა და ამის საფუძველზე მათი ამ მოსაზრებების უარყოფა.
დიალოგის ამ მეთოდს ხშირად აიგივებენ მსჯელობის ჰიპოთეტიურ-დედუქციურ წესთან ხერხთან. სინამდვილეში დიალოგის დროს კითხვაზე პასუხი წარმოადგენს აზრს, ვარაუდს უფრო ჰიპოთეზას რომელიც გადამოწმებას ითხოვს ანუ დადასტურებას ან უარყოფას საჭიროებს. ამისათვის ამ მოსაზრებებიდან კეთდება სათანადო დასკვნები , რომლებიც უნდა გადამოწდეს. მაგრამ დიალოგის ღირებულება მარტო იმაში როდი მდგომარეობს რომ გამოთქმული მოსაზრებებიდან ადექვატური დასკვნები გავაკეთოდ და მერე შევადაროთ ემთხვევა თუ არა ეს დასკვნები რეალობას. სოკრატისეული დიალოგის ძირითადი მნიშვნელობა და მიმზიდველობა კითხვების დასმის უნარში, უფრო სწორად ხელოვნებაში მდგომარეობს რომელიც კამათის საგნის კარგ ცოდნას და თანმიმდევრულ კითხვების დასმაში ოსტატობას და მიღებული პასუხების დეტალურ ზუსტ ზედმიწევნით ანალიზს გულისხმობს.
ამგვარდა ჰიპოთეტიურ დედუქციური მეთოდი მცდარი მოსაზრებების და ჰიპოთეზების გამორიცხვაში გვეხმარება რითაც ახალი ცოდნის ჭეშმარიტების ძიების ა ფარგლები ვიწროვდება. მაგრამ ამ ძიების პროცესი შეუძლებელია ვაწარმოოთ სუფთა მექანიკური პროცედურით ანდა აღვწეროთ წინასწარ მოცემული ალაგორითმით. როგორც წესი ძიება ყოველთვის დაკავშირებულია არჩევანთან და შემოქმედებასთან სადაც ინტუიცია, წარმოსახვა,
ფარული ანალოგიები და სხვა ფაქტორები წამყვან როლს თამაშობენ.
მაგალითად აუდიტორიასთან ურთიერთობისას უნდა განვასხვავოთ დიალოგის სხვადასხვა ფორმები, რომელთა შინაარსი და ფორმა განისაზღვრება იმით თუ რა მიზანს ისახავს დიალოგი. დიალოგის მარტივ ფორმას წარმოადგენს დიდაქტიკური ფორმა , რომლის მიზანს სასწავლო მასალის ათვისების პროცესის აქტივაცია, მსმენელებში მოწაფეებში ამოცანის საკითხის პრობლემის დამოიკიდებელად გადაწყვეტის, განსხვავებული მოსაზრებების ჰიპოთეზების შეფასების უნარის განვითარება წარმოადგენს.
რა თქმა უნდა ამგვარი დიალოგი უნდა ეყრდნობოდეს მოწაფეში უკვე არსებულ ცოდნას, იმ ცოდნას რომელსაც მოწაფე უკვე ფლობს და აგრეთვე მის უნარს თანმიმდევრულად ლოგიკურად იაზროვნოს. ადვილი დასანახია, რომ დიდაქტუკირი დიალოგი იმდენად ჭეშმარიტების ძიების მეთოდს კი არ წარმოადგენს არამედ უფრო არგუმენტაციის, უკვე ცნობილი ჭეშმარიტებების დასაბუთების, მათი უფრო გააზრებული შეთვისებისა და დამახსოვრების მეთოდს.
მეორეს მხრივ დიალოგი რომელიც კვლევა-ძიებას ისახავს მიზნად ანუ კვლევა ძიების მქონე დიალოგი ძირითადად მიმართულია ახალი მეცნიერული ჭეშმარიტების აღმოჩენისაკენ.
მესამე დიალოგი გამოიყენება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური, ტექნიკური და პრაქტიკული პრობლემების ანალიზის და გადაწყვეტის გზების ფორმების შერჩევისას. აგრეთვე გრძელვადიანი საზოგადოებრივი პროგრამების შედგენის დროს. ასეთი შეფასება ხდება ექსპერტების მიერ გადაწყვეტილებების სხვადასხვა ვარიანტების დადებითი და უარყოფითი ასპექტების კრიტიკული შეფასების პროცესში. რადგან ეს გადაწყვეტილებე ეხება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს ამიტომ მათი განხილვა უნდა წარმოებდეს დიალოგის ფორმით კონფერენციებსა და დებატებზე და მოლაპარაკეკბზე ანუ უნდა იქცეს ფართო დისკუსიის საგნად.
დიალოგის, როგორც ახალი ცოდნის ძიების და დასაბუთების მეთოდის, მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის რომ ის გულისხმობს დიალოგის მონაწილეთა ურთიერთობებსა და ურთიერთქმედებას. ამავე დროს იგულისხმება ის, რომ ამ ურთიერთობის მონაწილენი შეიძლება 2 ან ორზე მეტი ადამიანთა ჯგუფი იყოს. სოკრატისეული დიალოგის საწყისი პოზიცია იმაში მდგომარეობს რომ რომ ჭეშმარიტება იბადება მის მაძიებელთა შორის,
მათ შორის დიალოგის პროცესში. სოკრატისეული დიალოგის ორი ძირითადი ხერხი სინკრიზი და ანაკრიზი შემდეგში მდგომარეობს: პირველი გულისხმობს ერთსა და იმავე საგანზე განსხვავებული პოზიციების შეჯერებას ხოლო მეორე მოსაუბრის პროვოცირებას ბოლომდე გამოთქვას თავისი აზრი.
ფსიქოთერაპიაში სოკრატესეული დიალოგი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ინტელექტუალური ბრძოლა რომლის დროსაც ხდება არათანმიმდევრული წინააღმდეგობრივი დაუსაბუთებელი მსჯელობების კორეგირება. ფსიქოთერაპევტს თანმიმდევრულად ნაბიჯ ნაბიჯ მიჰყავს პაციენტი აუცილებელ და წინასწარ დაგეგმილ დასკვნამდე. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ლოგიკური არგუმენტაცია, რომელიც სოკრატისეული დიალოგის არს შეადგენს. საუბრისა ფსიქოთერაპევტი კითხვების საშუალებით აიძულებს პაციენტს მხლოდ დადებითი პასუხები გასცეს. რის საფუძველზე ადამიანი იმ დასკვნამდე მიდის რომელიც საუბრის დასაწყისში არ იყო მიღებული და გაუგებარი და უცნობი იყო.
ე. კრეჩმერი დიუბუას მსგავსად ასაბუთებდა რა დაჯერების ეფექტურობას, დიალექტიკას დაბეჯითებით გადარწმუნებას და სარწმუნო ლოგიკური არგუმენტების გზით დამტკიცებას თვლიდა სოკრატისეული მეთოდად. ნოოგენური ნევროზების დროს, როდესაც ცხოვრების საზრისი არის დაკარგული, ლოგოთერაპიის დროს გამოიყენება სოკრატისეილი დიალოგი რომელიც ადექვატური ცხოვრების საზრისის გაცნობიერებაში და პოვნაში ეხმარება ადამიანს.
საკითხის დაყენება - მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კლიენტზე და თვითანალიზის მოტივაციის შექმნა, ხდება ღია და დახურული შეკითხვების დასმა ღია კითხვების საშუალებით ცლიენტს საშუალება ეძლევა რომ გაგვიზიაროს საკუთარი ჩივილები, წუხილები, იგი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე.
შემეცნება, გაგება და ასახვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკაა. ის არის აუცილებელი პირობა ორ ადამიანს შორის ურთიერთობისას. პერეფრაზირებასა და გრძნობების ასახვისას ყურადღება ფოკუსირდება პაციენტის მონაყოლის შინაარსზე თუ რა ქვეტექსტი იმალება მასში, ამიტომ ხშირად უნდა ვკითხოთ კლიენტს რას გრზნობს და უნდა გამოვხატოთ ასევე კონსულტანტის გრძნობები. გრძნობების მნიშვნელობა კონსულტირების დროს შემდეგ პრინციპებს უნდა ეფუძვნებოდეს:
გამხნევება, მხარდაჭერა, დამშვიდება და წახალისება ეს ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაციური კონტაქტის შექმნის განმტკიცებისას, კლიენტის მხარდაჭერა შეიძლება მოკლე ფრაზითაც.
დამშვიდება-რის საშუალებითაც კლებულობს შფოთვის დონე და თავისუფლად ხდება პრობლემების მოყოლა.
პერეფრაზირება და განზოგადოება; ინფორმაციის ასახვა, პერეფრაზირება და განზოგადება – კლიენტის მონაყოლის შინაარსის შეჯამებას ვახდენთ მისი გამონათქვამების პერეფრაზირებით ან რამოდენიმე გამონათქვამის განზოგადებით, რაც კლიენტში იწვევს შეგრძნებას რომ აქტიურად უსმენენ და ხდება აქტიური რაც თავისმხრივ ეხმარება მას საკუთარი განცდების, იდეების და განწყობების ჩაწვდომაში.
პერეფრაზირების ძირითადი მიზნებია:
პერეფრაზირებისას უნდა გვახსოვდეს 3 ძირითადი წესი:
ფსიქოთერაპიული სარკე ემოციების ასახვა ემოციების გამოხატვის მიზნით;
ბიუჯენტალის მიხედვით ემოციები და გრძნობები კონსულტირების პროცესში იგივე ფუნქციას ასრულებს როგორსაც ქირურგიაში სისხლი, სისხლი ხომ ასუფთავებს და ახორცებს იგივე დატვირთვა აქვთ გრძნობებსაც, გრძნობების გამოხატვა თვითმიზანი არაა, თუმცა ძლიერი ემოცია გვეხმარება ფსიქოთერაპიისას
დუმილის გამოყენება თერაპიული მიზნით; პაუაზა და სიჩუმე ესაა უნარი გამოიყენო სიჩუმე თერაპიული მიზნებით, კონსულტანტი რომელიც დაეუფლა სიჩუმის სხვადასხვა მნიშვნელობების აღქმას და იყენებს გამიზნულ პაუზებს კონსულტირების პროცესში აღწევს შემდეგ თერაპიულ შედეგებს:
პაუზას შეიძლება ჰქონდეს ფარული მნიშვნელობა:
ინფორმაციის მიწოდება- როცა პაციენტს ეუბნება კონსულტანტი რასაც ფიქრობს კონსულტანტი გამოთქვამს თავის მოსაზრებას პასუხობს პაციენტის კითხვებს და ინფორმაციას განსახილველიმპრობლემის განსხვავებულ ასპექტებზე.
კონფრონტაცია კონსულტაციის პროცესში ხშირია კონფრონტაცია პაციენტსა და კლიენტს შორის. კონფრონტაცია შეიძლება განისაზღვროს როგორც
კონსულტანტის ყველა ის რეაქცია რაც ეწინააღმდეგება პაციენტის ქცევას ეს დაპირისპირება შეიძლება იყოს პაციენტის ქცევის ორნმაგ სტანდარტებზე, ესაა თამაში და ყველაფერი ის რაც ხელის შემშლელია და რაც საკუთარ თავში შეიძლება დაინახოს.
კონფრონტაციის საშუალებით მიიღწევა ის რომ კონსულტანტი ასწავლის პაციენტს იმ ფსიქოლოგიურ დაცვას რომლის მიზანია შეგუება გარემო პირობებთან და შედგება მისი პიროვნული ზრდის შეფასება.
კონფრონტაციის სამიზნეს წარმოადგენს ინტერპერსონალური ურთიერთობები.
კონფრონტაციას 3 მიზანი აქვს:
ინტერპრეტაცია არის გადმოთარგმნა ანუ კლიენტი ყოველთვის გამოხატავს საკუთარ თავს
ხმის ტონით, ჟესტებით და პოზებით კონსულტანტის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული თუ რამდენად შეუძლია წაიკითხოს ეს შეტყობინება თითოეულ კლიენტში რომელიც ღია წიგნი კი არაა არამედ უცნობი ქვეყანა, ლატენტურ შინაარსის გამოაშკარავება პაციენტის ნაამბობსა რომელიც იმალება პაციენტის სიტყვების უკან არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსულტირებისას ამისთვის არსებიბს ნაამბობის ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია საზრისს ანიჭებს პაციენტის მოლოდინს, გრძნობებს და ქცევებს რადგან მიზეზშედეგობრივი კავშირის აცნობიერებინებს.
იმ წინააღმდეგობაზე რომელიც არსებობს მის ქცევაში აზრებსა და გრძნობებს შორის;
სიტუაცია დაინახოს ისეთად როგორიც არის;
კონსულტაცია არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დასჯა და კონსულტანტის საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის.
ემპათიური მოსმენა ეს მოსმენის ისეთი სახეა რომლის მიზანია პაციენტის, სხვა ადამაინის თვალსაზრისის და პერსპექტივის გაგება და რომელიც არ ნიშნავს ავტომატურად მის თვალსაზრისის დათანხმებასა და გაზიარებას. ის არ გულისხმობს ემპათიისას იდენტურ მდგომარეობაში გადავიდეთ ანუ ზუსტად ვიგრძნოთ იგივე რასაც სხვა ადამიანი გრძნობს.
კითხვები შემეცნების და გაგების პროცესის საკვანძო საკითხებია მართლაც იმისათვის რომ ადამიანს დაეხმაროთ სწავლასა და საკუთარი პრობლემების გადალახვაში, საკუთარი გაგების გამოკვლევასა და საკუთარი განვითარების საქმეში პასუხისმგებლობის აღებაში მაშინ თქვენ უნდა მიმართოდ ისეთ დახმარებას რომელიც უმეტესად კითხვის ფორმით იქნება გამოხატული.
კონფრონტაცია არის ერთ ერთი ძირითადი ფსიქოთერაპიული ტექნიკური საშუალება რომლის დროსა ხდება ადამიანისათვის ან ადამინთა ჯგუფისათვის გაუცნობიერებელი და ამბივალენტური განწყობების, დამოკიდებულებების, ურთიერთობებისა და ქცევის სტერეოტიპების წარდგენა წარმოდგენა მათი გაცნობიერების მიზნით ფსიქოთერაპიაში მას სოციალურ ფსიქოლოგიური დათვირთვა არა აქვს სადაც იგი დაპირისპირებას ნიშნავს. ყველაზე სრულად ეს მეთოდი დამუშავებული ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში.
კლარიფიკაცია - გარკვევას ნიშნავს გაშუქებას ფსიქოანალიტიკური ტერმინია რომელიც გულისხმობს შინაგან დარწმუნებას ძლიერ დარწმუნებას გრძნობას იმაში რომ ადამიანი მტკიცედ დარწმუნებულია იმაში თუ რა უნდა აკეთოს. კლარიფიკაციული შემჩნევა არის ფსიქოთერაპევტის მხრიდან განსაკუთრებული გამონათქვამი რომელიც უფრო მკაფიო ტერმინებში პაციენტის ნათქვამს იმეორებს.
ინტერპრეტაცია – ფართო გაგებით ნიშნავს პაციენტის განცდების და ქცევის მისთვის გაურკვევლი და ფარული ასპექტების მნიშვნელობის განმარტებას. ფსიქოდინამიკურ ფსიქოთერაპიაში სიმპტომის, წარმოდგენების ასოციაციური ჯაჭვის, სიზმრის, წარმოსახვის, წინააღმდეგობის და გადტანის მნიშვნელობის განმარტების საშუალებას ტექნიკას წარმოადგენს.
თავისუფალი ასოციაციები არის სპონტანურად, კონცენტრაციისა და დაძაბულობის გარეშე, წარმოქმნილი წარმოდგენები აზრები და მოგონებები. იგი ფსიქოანალიზის ერთერთი ძირითადი ტექნიკაა
მედიტაცია ტერმინი მედიტაცია ლათინური წარმომავლობისა ედიტორ და ნიშნავს ვაზროვნებ ვფიქრობ ედიტარე ნიშნავს ცენტრისკენ მოძრაობას მისი ანალოგები მართმადიდებლობაში არის გონიერი სურვილი დხიანა ბუდიზმში და ზიკრ სუფიზმში. იგი არის ცნობიერების გამოღვიძების განსაკუთრებული მეთოდია. ყველა სახის მედიტაციის კონცენტრაციით იწყება.
ვიზუალიზაცია არის წარმოდგენების და ხატების მიზანმიმართული გამოწვევა.
ტეგები: Qwelly, ანალოგიები, გაგება, ვიზუალიზაცია, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:27am
0 კომენტარი
0 მოწონება
So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.
Which is exactly where translations and localization are available. These are generally two…
გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:46am
0 კომენტარი
0 მოწონება
The next batch of players coming in after the first three groups will be Groups 4 (QB, QB, WR), 5 (QB, WR) along with Groups 6 (RB). Next arrivals are the groups 7 (DL) and 8 (DL) as well as 9 (LB) and then the arrivals and arrivals of secondary players in Mut 24 Coins Groups 10. 11 and 10.
A tight race is at the top of the draft class for the chance to be the number. #1 overall pick, all eyes will be on the quarterbacks'…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:17am
0 კომენტარი
0 მოწონება
Exploring the Viridian Wildwood
At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into POE currency trade uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Exploring the Viridian Wildwood
At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges,…
© 2024 George. •