გორდონ ოლპორტი: ცნება პერსონის ეტიმოლოგიური და სემანტიკური ანალიზი

   თანამედროვე ფსიქოლოგიაში პიროვნების მრავალი განსაზღვრება არსებობს. თითოეულის უკან შესაბამისი თეორია დგას. პიროვნების ფსიქოლოგიის ცნობილი მკვლევარი ოლპორტი, პიროვნების შესახებ თავისი კლასიკური წიგნის პირველ თავში გვაძლევს ამ თეორიათა კლასიფიკაციას და პერსონის ცნების ეტიმოლოგიურ და სემანტიკურ ანალიზს.
Person-ის ცნება, გავრცელებული აზრის თანახმად რომაელი მსახიობებისაგან ძველი ბერძნების მიერ გადმოღებული ნიღბის ცნებას უკავშირდება. (არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ნიღაბი რომაელმა მსახიობმა შემოიტანა, რათა თავისი ელამი თვალები დაეფარა). ბერძნები ნიღაბს PROSOPONON-ს უწოდებენ. ლათინური პერსონა ჟღერადობით ნაკლებად ჰგავს ბერძნულ პროსოპონს. ამიტომ, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პერსონას ძირები ბერძნულშივია. ნაწილი ენათმეცნიერებისა მიუთითებს პერსონის ეტიმოლოგიურ კავშირზე „პერი-სომასთან" (სხეულის ირგვლივ), სხვები ისევ ძველ ლათინურ და ეტრუსკულ Ppersu-სთან ნახულობენ კავშირს. არსებობს აზრი, რომ პერსონა ლათინური პერ სე უნა-დან (ჩემგან, ჩემი მე-დან მოდის). ზოგიერთი მკვლევარისთვის პერისომა პერსონარე-ს გაგებას (შიგნიდან მომდინარე ხმა)უნდა უკავშირდებოდეს, რადგან ეს მკვლევარები თვლიან, რომ ნიღბის შიგნით ხმის გამძლიერებელიც უნდა ყოფილიყო.
დღეისთვის გავრცელებული აზრით, პერსონა ეტიმოლოგიური თვალსაზრისით უფრო ეტრუსკული პერსუს უკავშირდება. არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი იყო კედლებზე ფრესკებით მოხატული სამარხი, სადაც ხშირად გამოსახული იყო პატარა, შენიღბული ფიგურა, პერსუ, რომელიც ალტჰაიმის მიხედვით იმქვეყნიური ღმერთი შეიძლება ყოფილიყო. შემდგომში, ლათინურში, პერსონა, როგორც პატარა პერსუ შევიდა.
   თეატრალური ნიღბის ცნება ცხოვრებას ერთ-ერთმა პირველმა პლატონმა მიუსადაგა. პლატონს ეკუთვნის გამონათქვამი ცხოვრების ტრაგედიასა და კომედიაზე. ამ გამონათქვამში ცხოვრება გაგებულია, როგორც თეატრი, სცენა, სადაც ღმერთი ადამიანებს როლებს ურიგებდა და ისინი თამაშობდნენ. პლატონის შემდეგ კლიშედ იქცა ცხოვრების თეატრად წარმოდგენა.

ციცერონმა პერსონის ცნებას ოთხი განსხვავებული მნიშვნელობის მიანიჭა. ეს მნიშვნელობებია:
1. როგორ ეჩვენები სხვას (მაგრამ სინამდვილეში არ ხარ)
2. როლი, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში თამაშობს. (მაგ. ფილოსოფოსი)
3. პიროვნულ, ფსიქიკურ ნიშანთა ნაკრები, რომელიც ადამიანის საქმიანობას განსაზღვრავს
4. პიროვნული თავისებურება, უნიკალობა, ღირსების, სტილის გაგებით
უკვე ამ მნიშვნელობებში გამოიკვეთა და აისახა კიდეც პიროვნების თეორიებში ორი პოლუსი პიროვნების გაგებისა, რომელთა შორის განლაგდა შემდგომი დროის პიროვნების განსაზღვრებები და თეორიები. ერთი პოლუსი ადამიანის გარეგანი, ნიღბისმიერი ბუნების ამსახველია, ხოლო მეორე კი პიროვნების შინაგან ბუნებასა და სტრუქტურას გამმოკვეთს. პიროვნება, ფაქტობრივად ამ ორი საწყისის ერთიანობაა თითოეული პოლუსის მეტნაკლები აქცენტირებით.
პიროვნების თეორიათა კლასიფიკაცია ოლპორტის მიხედვით
ოლპორტი  პიროვნების შესახებ ფსიქოლოგიურ თეორიებს ორ დიდ ჯგუფად, ორ მიმართულებად ჰყოფს. ეს არის ანგლოსაქსური (ბიოსოციალური) და კონტინენტური (ბიოფიზიკური) თეორიები. განსხვავება თეორიათა ამ ორ კლასს შორის უკვე მათ ფილოსოფიურ წანამძღვრებშია. ანგლოსაქსური თეორიების მსოფლმხედველობაზე გავლენა მოახდინა ლოკის ფილოსოფიამ, ხოლო კონტინეტურმა თეორიებმა კი ლაიბნიცის და კანტის ფილოსოფიის გავლენა განიცადა. ლოკის მიხედვით სული არის ნეიტრალური მედიუმი, "ტაბულა რაზა"-სუფთა დაფა, რომელზეც გარემოს გამღიზიანებლები მოქმედებენ. ადამიანი, მისი სული რეაქტიულია, ქცევა ყოველთვის მხოლოდ პასუხია გამღიზიანებელზე და შინაგანი, თანდაყოლილი არაფერი მოსდევს. ლაიბნიცი და კანტი კი ამის საწინააღმდეგოდ, მიუთითებენ ადამიანის სულის აქტიურ სპონტანურობაზე; აქტიობა და არა რეაქტიულობა არის კონტინენტურ თეორიათა ძირითადი ნიშანი. სულის სპონტანურობის აღიარებას მივყევართ ამ თეორიების მიერ ნასახების, კონსტიტუციის, მემკვიდრეობითობის აღიარებამდე. ეს უკანასკნელნი ამ თეორიებს პიროვნებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად თვლიან.
       ბიოსოციალური განსაზღვრებები უფრო გარეგან გამოვლინებებზე, ქცევაზე და სოციალურ გარემოზეა ორიენტირებული. ამ თეორიის წარმომადგენლები პიროვნების შესახებ მისი ქცევის, ობიექტურად მოცემული გარე გამოვლინებების მიხედვით მსჯელობენ, ანუ იმის მიხედვით, თუ რა გავლენას ახდენს ეს პიროვნება საზოგადოებაზე, როგორ აღიქვამენ ირგვლივ მყოფნი მას. ეს თვალსაზრისი ძალიან ახლოა პერსონის ცნების ციცერონისეულ ნიღბის მნიშვნელობასთან. (იუნგის პიროვნების სისტემაშიც ვხვდებით პიროვნების მიმართ ნიღბის ცნების გამოყენებას: "ნიღაბი კოლექტიური სულისა", "ნიღაბი, რომელიც მალავს ინდივიდუალობას"). ბიოსოციალური თეორიებისთვის ტიპიურია მეის (May) მიერ მოწოდებული პიროვნების განსაზღვრება-"პიროვნება არის სოციალური გამღიზიანებელი." ამ თვალსაზრისის მიხედვით, ჩვენი პიროვნება ისეთია, როგორადაც გვხედავენ სხვები. ჩვენი პიროვნება მხოლოდ სხვების მსჯელობიდან ხდება გასაგები. სხვა კრიტერიუმი პიროვნების შესაცნობად, თუ არა ის, თუ როგორ ვეჩვენებით სხვას, თუ არა სოციალური აზრი, დაფუძნებული ობიექტურ გამოვლინებებზე, არ არსებობს. ყველა ბიოსოციალურად ორიენტირებული თეორიისთვის და შესაბამისი პიროვნების განსაზღვრებებისთვის საერთოა გამომხატველი მოძრაობების (როგორც ვიტალური, ისე სოციალურად განსაზღვრული), მეტყველებით გამოვლინილი აზრების და საერთოდ, იმის, რაც სხვისთვის თვალსაჩინოა, ხაზგასმა და პიროვნების შესწავლის ძირითად ობიექტად აღიარება. ამრიგად, ამ თეორიის წარმომადგენლებისთვის პიროვნებებს შორის განსხვავების ძირითადი მიზეზი სხვებზე გავლენაში მდგომარეობს და არა სუბიექტის შინაგან წესრიგსა თუ სტრუქტურაში. ნიუკომბის განსაზღვრების მიხედვით, პიროვნება არის ის ჩვევები და ქცევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვა ადამიანებზე. ოლპორტი შენიშნავს, რომ ამ განსაზღვრების მიხედვით ადამიანის გეგმები, სურვილები, პატივმოყვარეობა, რომელიც შეიძლება არ გამოვლინდეს და სხვებისთვის მისაწვდომი არ შეიქმნას, განა არ მიეკუთვნება პიროვნებას? გარდა ამისა, თუ პიროვნების ერთადერთ კრიტერიუმად სხვაზე გავლენას მივიჩნევთ, მაშინ რობინზონ კრუზო (ყოველ შემთხვევაში, პარასკევას გამოჩენამდე) პიროვნებად არ უნდა ჩავთვალოთ?  ბიოფიზიკური თეორიებში, ბიოსოციალურისგან განსხვავებით, ხაზი ესმება სუბიექტის შინაგანი წესრიგის, შინაგანი სტრუქტურის მნიშვნელობას და პიროვნების გაგებისთვის მისი გათვალისწინების აუცილებლობას. პიროვნება, ამ თვალსაზრისის მიხედვით, რეალურად არსებობს, იგი რეალობაა, ისევე, როგორც ნებისმიერი მოვლენა, მაგალითად, თევზი, ხე თუ ვარსკლავი. მიუხედავად იმისა, თუ ეს უკანასკნელნი როგორ გვეძლევიან მცდარი აღქმების თუ მსჯელობის შედეგად (ვეშაპი, როგორც თევზი, ხე-ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე სინამდვილეშია, ვარსკვლავი, როგორც პაწაწინა ნათურა), მათი რეალური, ნამდვილი ბუნება ამით არ იცვლება. ასევეა პიროვნებაც. პიროვნებას თავისი შინაგანი სტრუქტურა, თავისი კანონზომიერებანი გააჩნია. ფსიქოლოგიამ, ოლპორტის აზრით, თვით პიროვნებაში მიმდინარე პროცესები-აღქმა, ინტელექტი, გამოცდილება, მოტივები უნდა შეისწავლოს და არა ის, რასაც ბიოსოციალური მიდგომა გვთავაზობს. ამ უკანასკნელის მიხედვით პიროვნების შესწავლა ამ პიროვნების გარშემომყოფთა აღქმების, რეაქციების და სხვა ფსიქიკური პროცესების შესწავლას ნიშნავსო -ირონიულად დასძენს ოლპორტი.

პიროვნების ფსიქოლოგიურ განსაზღვრებებში, სადაც ბიოფიზიკურად ორიენტირებული თეორიები სჭარბობს, ოლპორტი რამდენიმე ჯგუფს გამოჰყოფს.
1. კრებითი განსაზღვრებები. ამ ჯგუფისსთვის ტიპიური განსაზღვრება იწყება ასე: პიროვნება არის კრებადობა. . . და შემდეგ ჩამოთვლილია ის ნიშნები, რომელიც ავტორს პიროვნების გაგებისთვის არსებითად მიაჩნია. კრებადობის ნაცვლად შეიძლება გამოიყენებოდეს აგრეგატი, კონსტელაცია, კომპოზიტი, ანსამბლი. ამ ტიპის მიდგომამ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან ფსიქიკურ ნიშნებზე მიუთითებდა, მეცნიერებას ბევრი ვერაფერი შესძინა, რადგან მათი მაორგანიზებელი, გამამთლიანებელი სტრუქტურა ყურადღების გარეშე დარჩა. ხოლო ნიშნების უბრალო ჩამოთვლა კი ამ შემთხვევაში იგივეა, რაც მხოლოდ იმ ასოების ჩამოთვლა, რისგანაც მოცემული ლექსი შედგება.
2. მთლიანობითი განსაზღვრებები. ეს არის ინტეგრალური და კონფიგურაციული განსაზღვრებები. ტიპიური განსაზღვრება უორენსა და კერმაიკლს ეკუთვნის და შემდეგია: "პიროვნება არის ადამიანის ზოგადი სტრუქტურა (წესრიგი) მისი განვითარების ყოველ სტადიაზე". მეორე ავტორს, მაკ კანდის ინდივიდუალობაც არ ავიწყდება ამ მთლიანობაში: "პიროვნება არის ინტერესთა მთლიანობა, რომელიც ორგანიზმის ქცევას განსაკუთრებულ ინდივიდუალობას აძლევს." ამ ტიპის მიდგომა პიროვნების მთლიანობას, მისი ნაწილების ინტეგრაციას გამოკვეთს.
3. იერარქიული განსაზღვრებები. ამ ტიპის განსაზღვრებებისთვის დამახასიათებელია ინტეგრირებულ მთელში საფეხურების გამოყოფა. პიროვნების ამგვარი განსაზღვრება პირველად ჯემსმა მოგვცა. მან პიროვნებაში ოთხი დონე გამოჰყო. ჯემსის პიროვნება შიგნიდან არის დანახული, ინტროსპექციულია. ჯემსისთვის პირველი დონე არის მატერიალური მე, სხეულის, ოჯახის, მდგომარეობის და საუკეთესო მეგობრის გათვალისწინებით. შემდეგია-სოციალური მე, რომელიც განსაზღვრულია მის გარშემო მყოფ ადამიანთა შემეცნებით. ამ საფეხურის მიმართ ჯემსის ცნობილი გამოთქმა არსებობს: ადამიანს იმდენი მე აქვს, რამდენი სოციალური ჯგუფიც არსებობს, რომელთა აზრსაც მისთვის მნიშვნელობა აქვს. მესამე საფეხური არის სულიერი მე, რომელიც ადამიანის განსხვავებულ ტენდენციებს აერთიანებს. დაბოლოს, მეოთხე, წმინდა მე, პოსტულირდება სხვადასხვა ფილოსოფიური სისტემებით და არსებითად, მესამე საფეხურისგან არ განსხვავდება.

4.დისკრიმინაციული განსაზღვრებები. ამ შემთხვევაში პიროვნების შეცნობის და მისი არსის დადგენის კრიტერიუმი ინტერინდივიდუალური განსხვავებებია. ამ ტიპის განსაზღვრების მომხრეების აზრით, სოციალური ჯგუფის ყველა წევრი ერთნაირად რომ ფიქრობდეს, გრძნობდეს, მოქმედებდეს, მაშინ პიროვნება აღარ იარსებებდაო. ტიპიური დისკრიმინაციული განსაზღვრება შემდეგია: პიროვნება არის მოწესრიგებული სისტემა, ფუნქციური მთელი ან ჩვევების, ნასახების და გრძნობების მთლიანობა, რომელიც ჯგუფის ცალკეული წევრის იგივე ჯგუფის სხვა წევრებიდან მისი განსხვავებულად შეცნობის შესაძლებლობას იძლევა.

5. შეგუებითი განსაზღვრებები. ბიოლოგებს და ბიჰევიორისტებს პიროვნების მიმართ დაახლოებით ერთნაირი მიდგომა აქვთ. ისინი პიროვნებას ადამიანის ქცევიდან გამომდინარე განიხილავენ. ამ თვალსაზრისის მიხედვით, პიროვნება არის მთლიანი ორგანიზმი მოქმედებაში. ტიპიური განსაზღვრებაა კემპფის: "პიროვნება არის ჩვევათა გარკვეული სისტემების ერთიანობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის გარემოსთან შეგუების თავისებურ ხასიათს". ბიოსოციალური პიროვნების თეორიისა და ბიჰევიორისტული თეორიის ზოგიერთი პოსტულატი დაედო საფუძვლად თანამედროვე პიროვნების ფსიქოლოგიის ერთ მიმართულებას, რომელიც ემპირიული პიროვნების ფსიქოლოგიის სახელითაა ცნობილი (T.Hermann). პიროვნების ფსიქოლოგიას საქმე აქვს ფსიქიკურ მოვლენებთან, ფენომენებთან, რომელთა დაკვირვება და რეგისტრაცია არის შესაძლებელი. ის, თუ რას განიცდის ადამიანი, მისი შინაგანი სამყარო, ამ თეორიის წარმომადგენელთა სიტყვებით, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი მეცნიერული ღირებულების მქონეა ფსიქოლოგიისთვის, მაგრამ მისი ეს შინაგანი სამყარო გაშუალებულად გვეძლევა მეტყველების, მოძრაობების, მიმიკის და სხვ. საშუალებებით. ამგვარ მოვლენებს ემპირიული მოვლენები ეწოდებათ. სწორედ მათზე დაყრდნობით , მათ საფუძველზე უნდა მოხდეს მათ უკან მდგარი განცდების შესახებ დასკვნის გაკეთება, ანუ თეორიული კონსტრუქტის შექმნა. ემპირიულ მოვლენებს თავისი თავის ახსნა არ შეუძლიათ. მაგალითად, როდესაც ცდის პირი ან პაციენტი ფსიქოლოგს ეუბნება, რომ იგი (პაციენტი) მოწყენილია, ეს გამონათქვამი ემპირიული მოვლენაა. ხოლო როდესაც ფსიქოლოგი ამ გამონათქვამის საფუძველზე ასკვნის, რომ ამ ავადმყოფს დეპრესია აქვს, ეს უკვე კონსტრუქტია და არა ემპირიული მოვლენა.
მეორეს მხრივ, შეიძლება ეს კონსტრუქტი არ აღმოჩნდეს ჭეშმარიტი და იგი შეიძლება სხვადასხვა ადამიანის (ფსიქოლოგის) მიერ განსხვავებულად იქნას ინტერპრეტირებული. სხვა ფსიქოლოგმა შეიძლება პირველი ფსიქოლოგის ამ გამონათქვამს სხვაგვარი ახსნა მოუნახოს, ანუ მის საფუძველზე სხვა კონსტრუქტი შექმნას: მაგალითად, რომ ეს ფსიქოლოგი თვითონ იყო მოწყენილი და ყველა მოწყენილად ეჩვენებოდა და სხვ.). მთავარი ის არის, რომ ემპირიულ პიროვნების ფსიქოლოგიაში საკუთარი და სხვისი განცდის გარეგანი გამოვლინებები განიხილება, როგორც ემპირიული მოვლენა, რომლებიც თავის თავს ვერ ხსნიან. ემპირიული მოვლენებს მიეკუთვნება აგრეთვე მიღწევები, დღიურები, ნახატები, ფიზიოლოგიური გამოვლინებები (მაგ. პულსის სიხშირე), ანთროპომეტრული მონაცემები-სიმაღლე სხეულის ინდექსი. ყოველივე ამის გათვალისწინება აუცილებელია პიროვნების შესწავლისთვის. ჰიპოთეტური კონსტრუქციები ემპირიულ მოვლენებთან უმჭიდროეს კავშირში არიან. სწორედ თეორია, ჰიპოთეტური კონსტრუქცია აძლევს ემპირიულ მოვლენას თავის მნიშვნელობას. ემპირიული მოვლენა და ჰიპოთეტური კონსტრუქტის შინაარსის კარგი ილუსტრაცია აქვს მოყვანილი და განხილული ცნობილ გერმანელ ფსიქოლოგს თეო ჰერმანს მოსწავლის შეფასების მაგალითზე. ვთქვათ, ბავშვმა მიიღო სკოლაში სამიანი. ეს ნიშანი არის რეალური, აღქმადი, ემპირიული მოვლენა, ერთი შეხედვით, თითქოს ერთმნიშვნელოვანიც, მაგრამ, მან შეიძლება რამდენიმე მნიშვნელობა მიიღოს, იმის მიხედვით, თუ რომელ სისტემაში ჩავსვამთ, ანუ, რომელი კუთხით შევხედავთ.


1. სამიანის მნიშვნელობები ერთმანეთისგან განსახვავებული იქნება, თუ მთელმა კლასმა საკონტროლოში სამი მიიღო, იმ შემთხვევისგან თუ ეს ერთადერთი სამიანია კლასში, ხოლო ყველა დანარჩენი-ხუთები.
2. განსხვავებული მნიშვნელობა აქვს სამიანს იმის მიხედვით, თუ რას გამოხატავს იგი- მასწავლებლის სიმკაცრეს თუ ბავშვის ცოდნას
3. დაბოლოს, სამიანი შეიძლება იყოს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის (ახლობლის სიკვდილი) ან გადატანილი მენინგიტის შედეგად გამოწვეული გონებრივი ჩამორჩენილობის მიზეზით


      ყველა ეს შესაძლებლობა ემპირიულად მოცემულ სამიანში არ ჩანს. იგივე ითქმის პიროვნების შესახებაც. პიროვნება ამ მიმართულების მიხედვით, ემპირიული მოვლენა არ არის. პიროვნების ემპირიული ფსიქოლოგია შეისწავლის ემპირიულ შინაარსებს, ადამიანის ქცევას, დაკვირვებად გარეგან გამოვლინებებს, მიღწევებს. მაგრამ ამ მოვლენებს, როგორც უკვე ვთქვით, თავისი თავის ახსნა არ შეუძლათ. ამისთვის მკვლევარი იყენებს მეცნიერულ ცნებას, თეორიას, კონსტრუქტს. პიროვნების ისეთ თვისებებს, როგორიცაა შიში, ინტროვერსია-ექსტრავერსია, მოტივები ემპირიული შინაარსი არ გააჩნიათ. ეს არის მეცნიერული კონსტრუქციები, ჰიპოთეტური კონსტრუქტები, "გამონაგონები" რომლებიც მოწოდებულია რეალური, ემპირიული, თვალსაჩინო მოვლენების ასახსნელად და გამოყვანილია, ემპირიულ, თვალსაჩინო, დაკვირვებადი ემპირიული მოვლენებიდან.
პიროვნების ანგლოსაქსური და კონტინენტური მიმართულებები პიროვნების კვლევის ორ მოდელს დაედო საფუძვლად:


პირველი მოდელის მიხედვით
1. თავდაპირველად უნდა განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ პიროვნებაში, უნდა შევიცნოთ, პიროვნების არსი, მისი ბუნება, და მხოლოდ ამის შემდეგ:
2. უნდა მოხდეს მისი დეტალური შესწავლა-გამოკვლევა.
მეორე მოდელის მიხედვით:
1. ჯერ უნდა ვაწარმოოთ დაკვირვება ობიექტურად გამოვლენილ ქცევებზე-ემპირიულ ფენომენებზე, ხოლო შემდეგ
2. ემპირიული ფენომენების განსაზღვრისა და ახსნისთვის უნდა შეიქმნას ჰიპოთეტური კონსტრუქტები.

თვით პიროვნება უზოგადესი კონსტრუქტია. ამრიგად, პიროვნების კვლევის პირველი მოდელის მიხედვით, პირველადია პიროვნების თეორია, და შემდეგ ხდება ამ თეორიის ემპირიული შემოწმება. მეორე მოდელის მიხედვით კი ჯერ ხდება ემპირიულ მოვლენებზე დაკვირვება და შემდეგ მათ ასახსნელად ჰიპოთეტური კონსტრუქტების შექმნა. ასეთი კონსტრუქტია, მაგალითად, აიზენკის ინტროვერსია-ექსტრავერსია. ემპირიულ ფსიქოლოგიაში პიროვნების და პიროვნულ ნიშანთა კვლევა იწყება მანამ, სანამ თვით ეს ცნებები დადგინდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მიმართულება მთლიან პიროვნებას თვლის თავის შესწავლის საგნად, მეორე მოდელის მიმდევრები პირველისაგან განსხვავებით ნაწილებიდან იწყებენ პიროვნების კვლევას, მათ პიროვნების შესწავლისას აქცენტი მაინც ამ მთლიანობის ნაწილებზე გადააქვთ - ცალკეულ დამოუკიდებელ პიროვნულ ნიშნებზე, განწყობებზე, სინდრომებზე, ფაქტორებზე, მიღწევებზე. თვით ამ ნაწილების დამოუკიდებლობა უფრო მეტად არის გამოკვეთილი, ვიდრე ამ ნაწილების მთელზე დამოკიდებულება და ამ მთელით განსაზღვრა, ეს ნაწილები არის სწორედ ჰიპოთეტური კონსტრუქციები და/ხოლო პიროვნება ემპირიულ ფსიქოლოგიაში უზოგადესი კონსტრუქტია. პირველი მოდელის წარმომადგენლები ცდილობენ პიროვნების შესწავლისას მთელი არ დაკარგონ მხედველობიდან. მათთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთელი პირველადია, ხოლო მეორე მოდელის მიმდევრებისთვის კი-მეორადი.

ნახვა: 1456

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters