ფსიქოლოგიური მკურნალობა | therapy

   ფსიქოლოგიური მკურნალობა არ არის იზოლირებული პროცესი, ამიტომ მოცემულ თავს უნდა გავეცნოთ იმ თავებთან ერთად, რომლებშიც საუბარია სომატური დაავადებების მკურნალობასა და სამედიცინო მომსახურებაზე;

   ფსიქოლოგიური მკურნალობა ხშირად გამოიყენება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად. ის, თუ რა სახის კომბინაცია უნდა გამოვიყენოთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განხილულია შესაბამისი აშლილობისადმი მიძღვნილ თავში;

   ვინაიდან ყოველ ასეთ თავში მრავალი სახის ტექნიკა განიხილება, არც ერთი მათგანი არ არის დეტალურად აღწერილი. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ადგილას არის მითითებული შესაბამისი დამატებითი ლიტერატურა;

   მიუხდავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილას ვხვდებით ამა თუ იმ ტექნიკის ზოგად დახასიათებას, პაციენტთან მათი პრაქტიკული გამოყენება მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.ტერმინი "ფსიქოთერაპია" ორი მნიშვნელობით იხმარება. პირველის თანახმად, ფსიქოთერაპია აღნიშნავს ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიურ მკურნალობას, კონსულტირებისა და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ჩათვლით. მეორე მნიშვნელობით, ფისქოთერაპიაში არ შედის კონსულტირება და კოგნიტურ-ბიჰეივიორული თერაპია. აქ ტერმინი "ფსიქოლოგიური მკურნალობა" ფართო მნიშვნელობით გამოიყენება, ხოლო ტერმინი "ფსიქოთერაპია" უფრო კონკრეტული მნიშვნელობით (მაგალითად, დინამიური ფსიქოთერაპია). მოცემულ თავში განხილული მკურნალობის სახეები და ამ თავის სტრუქტურა ქვემოთ მოტანილ ცხრილშია წარმოდგენილი.

როგორ წარმოიშვა ფსიქოლოგიური მკურნალობა

   ფსიქოლოგიური მკურნალობა ისეთივე ძველი დროიდან მოდის, როგორც სამედიცინო პრაქტიკა. ზოგიერთი ავტორის აზრით არსებობს გარკვეული მსგავსება თანამედროვე თერაპიულ ტექნიკასა და იმ სამკურნალო რიტუალებს შორის, რომელსაც ძველი საბერძნეთის ტაძრებში ატარებდნენ. თუმცა, ფსიქიატრიის ისტორიის თანახმად, ფსიქოლოგიური მკურნალობა წარმოიშვა მეცხრამეტე საუკუნეში, ჰიპნოზის განვითარებასთან ერთად. ამ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა ვენელმა ექიმმა ანტონ მესმერმა (1734-1815), რომელიც თვლიდა, რომ სხეულის ფუნქციონირების შესაცვლელად შესაძლებელია მაგნიტური ძალების გამოყენება. მისი აზრით, ასეთ ძალებს წარმოშობდა არა მხოლოდ ნამდვილი მაგნიტი, არამედ თერაპევტის სხეულში მყოფი "ცხოველური მაგნიტიზმი". გარდა ამისა, ის თვლიდა, რომ თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად, ამ ორის კომბინაციაა შესაძლებელი.

   მიუხედავად იმისა, რომ მესმერის თეორიები არ მიიღეს სამედიცინო წრეებში, მანჩესტერელმა ექიმმა ჯეიმს ბრეიდმა ირწმუნა მესმერის მიერ აღწერილი ფენომენის რეალურობა. თუმცა, ბრეიდი თვლიდა, რომ მისი გამოწვევა მაგნიტიზმის გარეშეცაა შესაძლებელი. მან წარმოადგინა ფიზიოლოგიურად უფრო დამაჯერებელი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვით მესმერის მიერ გამოწვული "მდგომარეობა" სიზმრის მსგავსია, რის გამოც მას ჰიპნოზი უნდა ეწოდოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენის ბუნების გარშემო აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნებოდა, ჰიპნოზით მკურნალობა პოპულარული გახდა საფრანგეთში. ლიებო (1823-1904) და იპოლიტე ბერნჰაიმი (1837-1919) მიიჩნევდნენ, რომ ჰიპნოზი ძილის მსგავსი ნორმალური მდგომარეობაა, რომლის გამოწვევა ადამიანთა უმეტესობაშია შესაძლებელი და რომლის ეფექტები სუგესტიით მიიღება. ბერნჰაიმის წიგნი "სუგესტიური თერაპიები" აღწერს სუგესტიის გამოყენებას ისტერიისა და სხვა ნევროტული მდგომარეობების, მტკივნეული ფიზიკური მდგომარეობებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მკურნალობის მიზნით. საპირიპირო მოსაზრებაზე იდგა ჟან მარტინ შარკო (1825-1893) პარიზის სალპეტრიერის საავადმყოფოს ნევროლოგი. შარკო თვლიდა, რომ ჰიპნოზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მხოლოდ ისტერიის მქონე პაციენტებთან შეიძლება აღმოცენდეს. იმ პერიოდში, ჰიპნოზის მთავარ ალტერნატივას წარმოადგენდა "დარწმუნება"  მეთოდი, რომელიც გულისხმობს სიმპტომებისა და სხვა პრობლემების ახსნასა და განხილვას სუგესტიურობის გაზრდის გარეშე. ამ მიდგომის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო შვეიცარელი პროფესორი და ნევროპათოლოგი პოლ დიუბუა, რომლის წიგნი ნერვული აშლილობების ფსიქიატრიული მკურნალობა ძალზე გავლენიანი აღმოჩნდა. დიუბუა თვლიდა, რომ მიუხეადავად იმისა, რომ ჰიპნოზს გარკვეული ღირებულება გააჩნია ისტერიის მკურნალობისას, სხვა სახის ნევროზების შემთხვევაში უფრო მართებულია დარწმუნების გამოყენება. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, ნევროზების უმრავლეობას ნევროლოგები მკურნალობდნენ. როდესაც ფროიდმა დაიწყო ნევროლოგად მუშაობა, მისი პაციენტების უმრავლესობას ნევროზი აღენიშნებოდა. ფროიდი საფრანგეთში ეწვია ბერნჰაიმსა და შარკოს, ჰიპნოზის შესწავლის მიზნით. ვენაში დაბრუნებისას, მან სცადა ნევროზის მქონე რამდენიმე პაციენტის მიმართ ჰიპნოზის გამოყენება. თავიდან, ის კმაყოფილი იყო შედეგებით, მაგრამ შემდგომში ვერ მოახერხა მიღწეული შედეგის შენარჩუნება და გადაწყვიტა, ჰიპნოზი სხვა მიზნით გამოეყენებინა. ჰიპნოზის მეშვეობით სიმპტომების შეცვლის ნაცვლად, მან გადაწყვიტა ეს ტექნიკა რეპრესირებულ იდეებთან დაკავშირებული ემოციების გამოსანთავისუფლებლად გამოეყენებინა (ის მიიჩნევდა, რომ რეპრესირებული იდეები მოცემული სიმპტომების მიზეზს წარმოადგენდა). 1889 წელს, მან აღწერა ახალი ტექნიკის გამოყენების პირველი მცდელობა. პირველად ფროიდმა ეს ტექნიკა თავის პაციენტთან ემი ფონ ნ-თან გამოიყენა. შემდგომში ფროიდმა შენიშნა, რომ ბერნჰაიმის პაციენტებს შეეძლოთ დავიწყებული ფაქტების გახსენება ჰიპნოზის გარეშე. საკუთარ პაციენტებთან იგივე ეფექტის მისაღწევად, ფროიდი სთოხვდა მათ, თვალები დაეხუჭათ, ხოლო თვითონ, ამ დროს, მათ შუბლზე ხელს ადებდა. შემდეგ ფროიდმა აღმოაჩინა, რომ გახსენება ასევე ეფექტურად მიმდინარეობდა, როდესაც პაციენტი, უბრალოდ, ტახტზე იწვა, ხოლო ფსიქოთერაპევტი მის მზერას იყო მიფარებული. ასე შეიქმნა თავისუფალი ასოციაციების მეთოდი. შემდგომში, პაციენტებთან მუშაობისას, ფროიდი ხელს უწყობდა თავისუფალი ასოციაციების პროდუცირებას და ხსნიდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის ასოციაცია. მან, დაინახა, აგრეთვე, რომ აუცილებელია პაციენტთან ურთიერთობის ინტენსივობის გაკონტროლება. ამგვარი დაკვირვებების საფუძველზე შეიქმნა ფსიქოანალიზის ძირითადი ტექნიკა, მოგვიანებით კი _ ტექნიკა, რომელსაც დინამიური ფსიქოთერაპიების უფრო ფართო ჯგუფი იყენებდა. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ფროიდის ერთ-ერთ ნაშრომს, რომელიც ამ სახის ტექნიკის შემუშავებას ეხება . მოგვიანებით, უფრო პოპულარული გახდა ფსიქოანალიტიკური და მსგავსი სხვადასხვა ტექნიკა, ვიდრე ჰიპნოზი და დარწმუნების ტექნიკა. ფროიდმა გამოაქვეყნა შთამბეჭდავი მონაცემები ამ ტექნიკით მკურნალობის თაობაზე და განავითარა თავისი თეორია, რომელიც, საფუძვლიანი დამუშავების შემდეგ, საკმაოდ რთული გახდა. მან შემოიკრიბა მიმდევართა ჯგუფი, რომლთაგანაც, ზოგიერთი, არ ეთანხმობოდა ფროიდის გვიანდელ მოსაზრებებს. ფროიდის მიმდევრებმა შემდგომში, შექმნეს დინამიკური ფსიქოთერაპიის საკუთარი "სკოლები", რომლებიც ქვემოთ მოკლედ იქნება განხილული. უფრო დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ ქვეთავი ჰოლმსის ავტორობით და მონროს ნაშრომი, მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც ფროიდი ფსიქოანალიტიკური იდეების განვითარებაზე მუშაობდა. ჟანეც დაინტერესდა ნევროზის მიზეზებით და, ფროიდის მსგავსად, პირველი გამოკვლევა, ჰიპნოზის გამოყენებით, ისტერიის მქონე პაციენტებზე ჩაატარა. თუმცა, იგი, ფროიდისაგან განსხვავებულ დასკვნებამდე მივიდა. ჟანეს აზრით, ნევროზი გამოწვეული იყო ფსიქიკურ აქტივობათა ნორმალური ინტეგრაციის დარღვევით. ამ პროცესს მან დისოციაცია უწოდა. ის დისოციაციას უკავშირებდა ნერვული ფუნქციონირების საერთო სისუსტეს ნევრასთენიას. ჟანეს, ფროიდისაგან განსხვავებით, არ აღუწერია ტექნიკური ინოვაციები. ის, რომ მისი ვრცელი ნაშრომები ბევრად ნაკლებად გავლენიანი იყო ფროიდის ნაშრომებთან შედარებით, ალბათ, ნაწილობრივ, ამითაა გამოწვეული. მეორე მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ფროიდისაგან განსხვავებით, ჟანეს არ შეუქმნია მიმდევართა სკოლა, რომელიც, მომავალში, მის იდეებს განავითარებდა. პირველი ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც დაშორდნენ ფროიდის ტრადიციულ მოძღვრებას ალფრედ ადლერი დაშორდა ფროიდს 1910 წელს. მან უარყო ლიბიდოს თეორია და ყურადღება გაამახვილა განვითარების პროცესში სოციალური ფაქტორების როლზე. ინდივიდუალური ანალიზის თერაპიული ტექნიკის გამოყენებით, ადლერი ცდილობდა, გაეგო, თუ როგორ ყალიბდება ადამიანის ცხოვრების სტილი და არსებულ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას. ადლერის იდეები ნაკლებად საინტერესო და ორიგინალური იყო, ვიდრე ფროიდის იდეები. მისმა მკურნალობის ტექნიკამ ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება. თუმცა, ითვლება, რომ ადლერის იდეებმა საფუძველი ჩაუყარა ამერიკელი ანალიტიკოსების დინამიურ-კულტურულ სკოლას, რომელიც საკმაოდ გავლენიანი გამოდგა . ადლერის წვლილი განხილულია. თუ ადლერის ინტერესის საგანს პაციენტის ცხოვრების რეალური პრობლემები შეადგენდა, იუნგის ყურადღება, უფრო მეტად, ფანტაზიის შინაგან სამყაროზე იყო მიმართული (თუმცა იგი არ უგულებელჰყოფდა თანამედროვე პრობლემებს). თავის ფსიქოთერაპიულ მიდგომაში, იუნგი ყურადღებას ამახვილებდა არაცნობიერი მასალის ინტერპრეტაციაზე, რომელიც სიზმრების, ნახატების და ხელოვნების სხვა ნიმუშების ანალიზით იყო მიღებული. იუნგი მიიჩნევდა, რომ არაცნობიერის გარკვეული შინაარსები საერთოა ყველა ადამიანისტვის ("კოლექტიური არაცნობიერი") და რომ ისინი ვლინდება უნივერსალურ ხატებში. ამ უნივერსალურ ხატებს იუნგმა არქეტიპები უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ იუნგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ფანტაზიასა და არაცნობიერს, იუნგიანურ ანალიზში კავშირი თერაპევტსა და პაციენტს შორის ნაკლებად ცალმხრივია, ვიდრე ფსიქოანალიზში, რადგან თერაპევტი უფრო აქტიურია და უფრო მეტად გამოხატავს საკუთარ თავს.

← სარჩევი

ნახვა: 1534

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Guide To Selecting the Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:37pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your celebration's…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters