შიზოიდური განცდების მაგალითები

      ერთი ნიჭიერი, თუმცა ძალზე უცნაური მუსიკოსი, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას თავს არიდებდა, მძიმე ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში მეგობარმა მას კარგად ანაზღაურებადი სამუშაო უშოვა, რომელიც სავსებით აკმაყოფილებდა მუსიკოსის მოთხოვნებს და, ბუნებრივია, მისთვის მნიშვნელოვანი დახმარება უნდა ყოფილიყო. მან ეს შემოთავაზება მიიღო, თუმცა დათქმულ დღეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სამსახურში არ გამოცხადდა და ეს შანსი ხელიდან გაუშვა; მერე თავის ამგვარ საქციელს იმით ხსნიდა, რომ მას ამით მეგობარმა საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცა და მის საცოდავ მდგომარეობას გაუსვა ხაზი. ამასთან, მუსიკოსს ეჭვიც ჰქონდა, რომ მეგობარს მის მიმართ ჰომოსექსუალური მიზნები ამოძრავებდა.

      ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ მუსიკოსს მადლიერებით მიეღო კეთილგანწყობით შემოთავაზებული წინადადება, იგი შეიპყრო შიშმა, რომ ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცეოდა და მადლიერების გამო მასზე დამოკიდებული გახდებოდა. ამიტომ ცდილობდა, თავი დაერწმუნებინა, თითქოს მის მეგობარს საკუთარი მიზნები ამოძრავებდა. თავისი ამ სრულიად გაუგებარი საქციელით მუსიკოსი იმ განზრახვასაც მალავდა, რომ ამ დროს მეგობარს ერთგვარ გამოცდასაც უწყობდა, რადგან ფიქრობდა: თუ მას გულწრფელად უნდა ჩემი დახმარება, მაშინიგი ამ საქციელით არ აღშფოთდება და ზურგს არ შემაქცევს. ამ შემთხვევაში შეიძლება ვირწმუნო, რომ მისთვის ნამდვილად რაღაცას წარმოვადგენ.

      ეს შემთხვევა ნათლად მეტყველებს იმ ადამიანის გამოუვალ მდგომარეობაზე, რომელსაც ძალიან უჭირს ამგვარი საბედისწერო წრიდან თავის დაღწევა და ადამიანებთან ახლო ურთიერთობების დამყარება, მაგრამ, ჯერ ერთი, ვის შეუძლია ასეთი პიროვნება დაარწმუნოს, რომ მის მიმართ ნამდვილად კეთილგანწყობილია? ანდა, მეორეც, ვინ მოინდომებს, თავი იმტვრიოს მის საქციელზე და ამის გამომწვევი მიზეზების გარკვევას შეეცადოს? საამისოდ ადამიანებს, საერთოდ, არა აქვთ არავითარი სურვილი.

      ამ კაცის სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ძალიან უნდოდა, ამ საქციელის მიუხედავად, მეგობარს კვლავაც გამოეჩინა მის მიმართ მზრუნველობა და არ მიეტოვებინა იგი. ახლა ამ ადამიანს ორი გამოსავალი ჰქონდა: ან უნდა შეეცვალა აზრი ადამიანებზე და მათდამი ნდობა გამოეჩინა, რისი დიდი სურვილიც ნამდვილად გააჩნდა, ანდა უფრო განემტკიცებინა შეხედულება იმის თაობაზე, რომ ადამიანები ნდობას არ იმსახურებენ. ამის შემდეგ, «სამართლიანად» დაბოღმილს, კვლავაც გმირულად უნდა აეტანა სიმარტოვე, და ეცხოვრა კაცთმოძულეობის გრძნობით აღსავსეს, რაც მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. ეს მუსიკოსი ხშირად იცვლიდა ქალებს და მალევე მიატოვებდა ხოლმე მათ, რადგან ერთის ჩაცმულობა არ მოსწონდა, მეორისა – ფეხები, მესამეს განათლების დონეს უწუნებდა და ა.შ. რაციონალურად თუ შევაფასებთ, ადამიანებთან ურთიერთობის შიში ამ პიროვნებისათვის, შესაძლოა, თავდაცვის საშუალებაც ყოფილიყო, რადგან ფიქრობდა, რომ ერთხელაც ვინმეს შეუყვარდებოდა და იმ საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა, რომელსაც «სიყვარული» ჰქვია. მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი უკანონო შვილი იყო და პატარაობიდანვე ხან ერთ, ხან კი მეორე ნათესავთან იზრდებოდა; შესაბამისად – ყველასათვის ზედმეტი ბარგი იყო.

      მსგავს პიროვნულ სტრუქტურას შემდეგი მაგალითიც წარმოაჩენს:

      მავან შუახნის კაცს საშინლად ტანჯავდა ის გარემოება, რომ საზოგადოებისაგან გარიყული იყო. იგი თავს ყველგან ზედმეტად გრძნობდა და ეჩვენებოდა, რომ ადამიანები გაურბოდნენ და თანაც დამცინავი და კრიტიკული თვალით უყურებდნენ. რაკი კაცს ეს გრძნობა გამუდმებით თან სდევდა, იგი ნელ-ნელა კარგავდა საკუთარი თავისადმი რწმენას, სულ იმის შიშში იყო, რომ მის კარიერას საფრთხე ემუქრებოდა და მალე დაენგრეოდა კიდეც. მისი აზრით, იგი ყველგან «უცხო სხეული» და ყველას მიერ «უაღრესად მძიმე ტიპად» შერაცხული ადამიანი იყო. ამიტომაც ახლა, როდესაც ეს პიროვნება, მისი რეაქციებიდან გამომდინარე, ასეთ საბედისწერო წრებრუნვაში ჩაერთო, მასთან ურთიერთობა, მართლაც, სულ უფრო შეუძლებელი ხდებოდა. იგი სრულიად უმიზეზოდ, მოულოდნელად უხეშად, დამამცირებელი ირონიულობით მიმართავდათავის უფროსს და ასევე უმიზეზოდ «შეახურებდა» ხოლმე კოლეგებს. ეს კაცი ჩაცმულობითა და ცხოვრების წესითაც ისე გამოირჩეოდა სხვებისაგან, რომ გარშემომყოფნი ცდილობდნენ, რაც შეიძლება შორს დაეჭირათ მისგან თავი.საზოგადოებისაგან გარიყული და მარტოსული ცხოვრების გამო, ეს პიროვნება გარესამყაროზე მხოლოდ საკუთარი აზრებისა და გრძნობების პროეცირებას როდი ახდენდა; როგორც ეს სისტემატურად ურთიერთმონაცვლე პროცესებს ახასიათებს, გარესამყაროს მხრიდანაც ხდებოდა მასში ბევრი მოვლენის პროეცირება. ადამიანი ხომ ყოველთვის ავლენს მიდრეკილებას, საკუთარ თავზე გადმოიტანოს ყველაფერი მისთვის უცხო, უჩვეულო, მტრული, არაინტეგრირებული და ქვეცნობიერად მათზე მოახდინოს საკუთარი სულიერი პრობლემების პროეცირება. ასე ნელ-ნელა გადაიქცა ეს კაცი «თეთრ ყვავად» თუ «განტევების ვაცად» იმ საზოგადოებისთვის, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა. ვინაიდან მას, როგორც ადამიანს, სინამდვილეში ცუდად იცნობდნენ, კოლეგებს მასთან ურთიერთობა არ სიამოვნებდათ და არც არასოდეს უცდიათ, გაერკვიათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ესოდენ უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი. მერე ამ პიროვნებაზე ხმები დაირხა – «ეტყობა, ცოტათი აფრენსო». შესაძლოა, ამ დროს მისი სექსუალური მიდრეკილებები, პოლიტიკური არასაიმედოობა ან კიდევ სხვა რამ ჰქონდათ მხედველობაში. ერთი რამ კი ცხადი იყო: ახლა მას ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა არავინ იცოდა, რა იყო ამის მიზეზი, და თავშიაზრად არავის მოსდიოდა, რომ საკუთარი გაუაზრებელი პრობლემების პროეცირებას მასზე ახდენდნენ. ამასთან, ამ ადამიანისთვის ამის შესახებ არავის არასოდეს არაფერი უთქვამს; იგი მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ ყველა გაურბოდა მასთან სიახლოვეს, დროდადრო ჩაიჭერდა ხოლმე კოლეგების მზერას და ხედავდა, როგორ ანიშნებდნენ ერთმანეთს მასზე რაღაცას, რაზეც თავად წარმოდგენა არ ჰქონდა. მოკლედ, ასე შეიქმნა ორმხრივი ჩახლართული სიტუაცია და შეიკრა ისეთი «ეშმაკის წრე», საიდანაც გამოსვლას ვეღარავინ ახერხებდა.

      ახლა კი მინდა უფრო ვრცლად აღვწერო ამ ადამიანის ცხოვრებისეული სივრცე, რათა ვაჩვენო, როგორ გაიდგა მასში ფესვები შიზოიდიამ, რა სიძნელეები ჰქონდა ადამიანებთან კონტაქტისას, თუმცა ვერ ხედავდა, რომ ამ სიძნელეებს, პირველ ყოვლისა, თავად ქმნიდა და მათ ამავე დროს რაღაც შეუცნობელ, ფატალურ მოვლენად მიიჩნევდა.

      ეს ადამიანი უჩვეულო ოჯახურ გარემოში იზრდებოდა. მამამისი მწერალი იყო, მოგზაურობებზე წერდა და ერთადერთი შვილის ბავშვობის პერიოდში ცნობილ მწერლად ითვლებოდა. იმხანად მას ბევრი ფული ჰქონდა, ხშირად აწყობდა ხმაურიან ქეიფებსა და განცხრომით ცხოვრობდა. დედას მხოლოდ ფუფუნებაში ცხოვრება და საზოგადოებაში ყოფნა აინტერესებდა და შვილისთვის არ ეცალა, უფრო სწორად, მისდამი ინტერესსა და სიყვარულს ნაკლებად ავლენდა. ამიტომ ბიჭის აღზრდა პატარაობიდანვე მოსამსახურე გოგოს მიანდეს, რომელიც მოგვიანებით, ასევე ადრეულ ასაკში, შავკანიანმა მსახურმა შეცვალა. როგორც ეს ბავშვი მერე იხსენებდა, ორივე მათგანი მას თურმე ძალიან კარგად და კეთილად ეპყრობოდა.

      ბიჭი რომ 5 წლისა გახდა, მშობლები გაიყარნენ, თუმცა მათი ქორწინება არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი სიამტკბილობით. ცოლ-ქმარს ხშირად ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა სხვა პარტნიორებთან, რადგან ამგვარ საქციელს ორივე თანამედროვე, თავისუფალი ცხოვრების წესად მიიჩნევდა. განქორწინების შემდეგ ბავშვი საცხოვრებლად მამასთან დარჩა, რომელმაც შვილს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, აცნობა, რომ დედა «დიდი ხნით სადღაც წავიდა». ბატონმა იქსმა, თურმე, ძალიან დიდი ხნის შემდეგ გაიგო, რომ დედამისს, განქორწინების შემდეგ, დაახლოებით ორი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაეტარებინა; ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ქალი ფსიქიურად მთლად ჯანმრთელი არც მანამდე იყო. ამის შემდეგ მამამ მეორე ცოლად ბიჭის დეიდა შეირთო. დედინაცვალს, თურმე, სძულდა თავისი და, რადგან მას ოჯახში გამორჩევით ანებივრებდნენ. მოგვიანებით, როცა ბიჭი 15 წლისა იყო, ქალმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, რის შემდეგაც მამამ მესამე ცოლი მოიყვანა.

      აი, ასეთ გარემოში იზრდებოდა ბატონი იქსი, სადაც თავს ყოველთვის ზედმეტად გრძნობდა. რადგან მასზე არავინ ზრუნავდა. ბიჭს ადრეულ ასაკშივე ეგონა, რომ თავისი არსებობით ყველას ხელს უშლიდა, ყველასთვის არასასურველი იყო. მას ამ შეგრძნებას ისიც უძლიერებდა, რომ მისი მშობლიური სახლი ქალაქის გარეუბანში, ამაღლებულ ადგილას, განმარტოებით იდგა და ბიჭს თანატოლებთან თამაშის შესაძლებლობა არა ჰქონდა. ეგოისტი მამა ხშირად სვამდა და უცნაური ცხოვრებით ცხოვრობდა: ღამით მუშაობდა, რადგან ამ დროს მას ხელს არავინ უშლიდა, დღისით კი ეძინა, დროგამოშვებით კვირების განმავლობაში მოგზაურობდა, ასე რომ შვილი მას იშვიათად ხედავდა. ამასთან, მამა, საერთოდ, აგდებულად უყურებდა და დასცინოდა საზოგადოებრივ წესრიგს, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ყველაფერი გონებაჩლუნგი ადამიანების გამონაგონი სისულელე იყო.

      ბიჭს სკოლის ასაკი რომ დაუდგა, სკოლაში არ შეიყვანეს და სახლში კერძო მასწავლებლები დაუდიოდნენ, რომლებიც ხშირად იცვლებოდნენ. 10 წლის ბავშვს მოგვიანებით სკოლაში სიარული რომ დააწყებინეს, პირველად სწორედ მაშინ გაუჩნდა ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა, რის გამოც ზემოაღნიშნული ფაქტი გაკვირვებას აღარ იწვევს. რაკი ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობისა და მათ საზოგადოებაში ყოფნის არავითარი გამოცდილება არა ჰქონდა, შეეცადა, სკოლაში საკუთარ თავზე გარკვეული როლი მოერგო, რომლის მიღმაც თავის ნამდვილ სახეს დამალავდა. მანამდე კი კლასში მოხდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბიჭმა უნებური საქციელით ამხანაგებში სიცილი გამოიწვია და მათი კეთილგანწყობა დაიმსახურა. მერე იგი ნელ-ნელა «კლასის ტაკიმასხარად» გადაიქცა და ამიერიდან ამხანაგების გულის მოგებას იმით ცდილობდა, რომ ყველაფერზე მასხრობდა, მასწავლებლებს საქციელში და ლაპარაკში ბაძავდა, არაფრად აგდებდა გაფრთხილებას და დასჯას, აცდენდა გაკვეთილებს. მამა, მისი განწყობილებიდან გამომდინარე, შვილს არ ტუქსავდა და მის საქციელს, გარკვეულწილად, იწონებდა კიდეც, რადგან მისი ვაჟიც მასავით იყო განწყობილი საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ.

      ბიჭი კი, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებდა თანატოლებთან ურთიერთობას. მართალია, მას კლასში სასაცილო და მხიარული მოსწავლის სახელი ჰქონდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თანატოლებისაგან მაინც გარიყულად გრძნობდა თავს; ნიჭისა და გონიერების წყალობით, მათი გარკვეული პატივისცემა კი მოიპოვა, მაგრამ ვერც ერთი მეგობარი შეიძინა.

      თორმეტი წლის ასაკში ბიჭის ცხოვრებაში დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით «დიდ ავადმყოფობას» უწოდებდა. რაკი გამხდარი, აწოწილი და ფერმკრთალი იყო და ამის გამო ავადმყოფური შესახედაობა ჰქონდა, დედინაცვალმა მას ყოველგვარი სპორტი და ვარჯიში აუკრძალა. ამის მიზეზად კი ქალი იმას ასახელებდა, რომ ბიჭმა «ტანი ძალიან სწრაფად აიყარა და მისი ფილტვები ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებდა». ამის შედეგი კი ის იყო, რომ ბიჭი ფიზიკურად ვერ განვითარდა, შეფერხებული და მოუქნელი მიხრა-მოხრა ჰქონდა და, ვინაიდან ამ ნაკლს თავადაც კარგად გრძნობდა, ეს კიდევ უფრო ურთულებდა თანატოლებთან ურთიერთობას, არ აძლევდა საშუალებას, ჯანსაღი მეტოქეობა გაეწია მათთვის.

      დედინაცვალი გერის მიმართ სიძულვილს გადამეტებული მზრუნველობით ნიღბავდა და მას გამუდმებით ექიმებთან დაატარებდა. ბიჭი იძულებული იყო, მთელი დღეები ლოგინში გაეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად არაფერს უჩიოდა. ბოლოს ერთმა ექიმმა მას ფარული ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვა, რის შემდეგაც ბიჭი ორ წელზე მეტხანს ლოგინიდან არ ამდგარა და ოთახიდან არ გამოსულა. ამ პერიოდში მან მამის ბიბლიოთეკის თითქმის ყველა წიგნის წაკითხვა მოასწრო. ერთხელ, სამკურნალო სეანსის დროს, მან ზუსტად შეაფასა საკუთარი თავი, როდესაც თქვა: «მე ემოციურად თავს ათი წლით უფრო ახალგაზრდულად ვგრძნობ, ვიდრე ინტელექტუალურად». ეს ტიპური შიზოიდური ადამიანის სიტყვები იყო. მერე თავისთავზე ასეთი მოსაზრებაც გამოთქვა – «არ ვიცი, ჰომოსექსუალი ვარ თუ ჰეტეროსექსუალი», რითაც საკუთარი სექსუალური ორიენტაცია ეჭვქვეშ დააყენა.

      თოთხმეტი წლის ასაკში ბიჭი ისევ მიიყვანეს სკოლაში, მაგრამ, ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ეს მეორე მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა; იზოლაციაში გატარებული ორი წელი სწორედ მისი სქესობრივი მომწიფების პერიოდს დაემთხვა, როცა თანატოლებთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონდა. ყოველგვარი პარტნიორების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ფანტაზიების ამარა დარჩენილი ბიჭი, იძულებული იყო, ემოციების სამყაროში ეპოვა თავშესაფარი, რის გამოც ადამიანებთან კიდევ უფრო მეტი სიძნელეები შეექმნა. თანატოლები მას სკოლაში ისევ «უცხო სხეულად» აღიქვამდნენ, რადგან ის ახალბედასავით მივიდა კლასში, მისი თანატოლები კი უკვე წლების მანძილზე მეგობრობდნენ ერთმანეთთან.

      თხუთმეტი წლის ყმაწვილი იყო, როცა ერთ-ერთი ტესტირების დროს კითხვაზე – რა პროფესიას აირჩევდითო, ბიჭმა უპასუხა: «მინდა პროფესიონალი მწეველი გამოვიდე». მაშინ მისმა ამ «უკბილო» ხუმრობამ აღშფოთება გამოიწვია და ვერავინ მიხვდა, რომ ეს პასუხი ბიჭის გაჭირვებისა და უმწეობის მაუწყებელი განგაშის ნიშანი იყო. უნივერსიტეტში სწავლისას იგი მისთვის სრულიად მიუღებელ სტუდენტურ წრეში შევიდა; ეს მისი ახალი მცდელობა იყო, რათა თანატოლებში გარეულიყო და «კაცად» ეგრძნო თავი. მოგვიანებით იგი ჯარშიც ამავე მიზეზით წავიდა, მაგრამ იქაც უცნაური ადამიანის სახელი გაუვარდა და თავისი უგერგილო ქცევებით ჯარისკაცებს შორის მხოლოდ კეთილგანწყობილ დაცინვას იმსახურებდა.

      ჯარიდან დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა განაგრძო; სწავლობდა ისტორიას, ენებს და ლიტერატურას. მერე მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და მაგარი პროფესიონალის, თუმცა «უცნაური მარტოსულის» სახელი დაიმკვიდრა, რომელსაც, წიგნების გარდა, ამქვეყნად არაფერი აინტერესებდა. მოსწავლეები აფასებდნენ მას, მაგრამ იმავდროულად მის სუსტ მხარეებსაც ხედავდნენ. 24 წლის ასაკში ცოლი შეირთო, თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ «ცოლი შერთეს». მალე ახალგაზრდა ქალმა ჩივილი დაიწყო, რომ მის ქმარს ცოლზე მეტად წიგნები და სწავლა აინტერესებდა. ახალგაზრდა კაცისთვის ეს სრულად გაუგებარი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ ცოლს მზრუნველობას არ აკლებდა; მერე მის მიმართ თავადაც იმედგაცრუება იგრძნო იმის გამო, რომ ქალს ქმრის სულიერი სამყარო სრულიად არ აინტერესებდა. ამის შემდეგ ცოლ-ქმარი აღარ ერიდებოდა ერთმანეთის ღალატს. მალე ქმარში ჰომოსექსუალურმა მიდრეკილებამ იჩინა თავი, რაც შემდეგ მძიმე თვითბრალდებისა და დევნის მანიად გადაექცა; იგი იძულებული გახდა, ბოლოს და ბოლოს, ფსიქოთერაპევტისთვის მიემართა.

      ჩვენ მიერ აღწერილი ბიოგრაფია შიზოიდური განვითარების ზოგიერთ ტიპურ ნიშანს წარმოაჩენს. ამ დროს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას; იგი ბავშვობაშივე გრძნობს გულგრილობას, არასაკმარის მზრუნველობას იმ ადამიანთა მხრიდან, რომელთა გარემოცვაშიც იმყოფება; ბავშვს არ ეფერებიან და მის სურვილებს ანგარიშს არ უწევენ, მოგვიანებით კი, განვითარების მნიშვნელოვან პერიოდებში, საერთოდ ხელს იღებენ მის აღზრდაზე და საკუთარი თავის ამარა ტოვებენ. ბავშვს იშვიათად ეძლევა თანატოლებთან ყოფნისა და მათთვის საკუთარი გრძნობებისა თუ განცდების გაზიარების შესაძლებლობა, რის გამოც მოკლებულია საშუალებას, განივითაროს ემოციების სფერო და ადამიანების მიმართ ნდობის უნარი. ამის შედეგი კი ისაა, რომ შიზოიდური პიროვნება ვეღარ იღებს პრაქტიკული ცხოვრების გამოცდილებას, გულჩათხრობილი ხდება და საკუთარ თავში იკეტება. ამრიგად, ყველა პირობა იქმნება საიმისოდ, რომ «წარმატებით» მოირგოს «გარიყული ადამიანის» ნიღაბი.

      ბუნებრივია, ამის საფუძველზე შიზოიდურ პიროვნებას უვითარდება შიშის უმთავრესი ფორმა;ეს არის ერთგულებისა და ადამიანებთან ახლო ურთიერთობის შიში, რაც მისთვის თვითგადარჩენისა და დამოუკიდებელი არსებობის ერთადერთ იმპულსს წარმოადგენს; შიზოიდი ამ დროს ცდილობს, საკუთარ გასაჭირს ზნეობრიობის მნიშვნელობა მიანიჭოს, ხოლო სიმარტოვე გარკვეულ ღირებულებად წარმოადგინოს. მომავალში ეს იმპულსი, შესაძლოა, უკიდურესი ნარცისიზმის, მტრული სიძულვილის, ცინიზმისა და ნიჰილიზმის უკიდურესი ფორმით გამოვლინდეს, თუმცა ამ გრძნობების მიღმა შიზოიდური პიროვნება შიშით მალავს ადამიანებთან სიახლოვის, ნდობისა და ურთიერთსიყვარულის მწველ სურვილს. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეს ყველაფერი ასოციალური და კრიმინალური ქმედების სახეს მიიღებს, რისთვისაც ხანდახან სულ მცირე გამღიზიანებელიც კმარა. თავდაპირველ უნდობლობას, შემდეგ საზოგადოებისგან განდგომას, გულგრილობასა და, ბოლოს, ადამიანისადმი სიძულვილის განცდას შიზოიდური პიროვნება (გარესამყაროდან მიღებული გამოცდილების წყალობით) ზემოაღწერილ «მოჯადოებულ წრესთან» მიჰყავს.შიზოიდური პაციენტები ხშირად ცდილობენ, რაციონალურად ახსნან ის ფაქტი, რომ მათ ადამიანებთან ურთიერთობისას ემოციები არ გააჩნიათ. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ერთ-ერთი პაციენტის სიტყვები: «ყოველთვის მგონია, რომ იქ, სადაც სხვები გრძნობებით რეაგირებენ, ჩემში აზროვნების ძალიან სწრაფი გახლეჩა ხდება». ეს სიტყვები ზუსტად აღწერს იმ მდგომარეობას, რომლის დროსაც შიზოიდურ პიროვნებაშიადამიანების მიმართ მისთვის უჩვეულო ემოციურობის ჩანაცვლება ფხიზელი გონებით, რადარისებრი მგრძნობელობითა და აზროვნების პროცესების «გახლეჩით» ხდება.ის სიძნელეები და კონფლიქტები, რომელთა დაძლევასაც შიზოიდური პიროვნებები ვერ ახერხებენ, შემდგომში სომატური სიმპტომების სახით გამოვლინდება. მათი პრობლემებიდან გამომდინარე, საქმე, უპირველეს ყოვლისა, გრძნობათა იმ ორგანოებს ეხება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობს ადამიანებს შორის კონტაქტის დროს. ეს არის კანი და სუნთქვა. ასთმური ჩივილები და ეგზემები ხანდახან ადრეულ ასაკში იჩენს თავს; კანი კი ის ორგანოა, რომელიც გარესამყაროსთან გვაკავშირებს, მაგრამ იმავდროულად მასთან შეხებასაც გვაგრძნობინებს. უმთავრესად სწორედ კანზე აისახება ის გართულებები, რომლებიც შიზოიდურ პიროვნებებს ექმნებათ ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ესენია: სისხლჩაქცევები, ფსორიაზი, ოფლიანობა და ა.შ.

← წინა ნაწილი | გაგრძელება →

ფრიც რიმანი

წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები

ნახვა: 478

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Five Explanations TO Key IN Athletics BROADCASTING

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 10:28pm 0 კომენტარი





Sports broadcasting is one profession discipline that men and women who love athletics flock to. Even though there are several other choices within the vast earth of sports, like administration, lots of sports lovers who don’t wish to wind up on the field get pleasure from getting guiding the microphone. Within a discipline that encompasses anything from Are living play-by-plays to article-video game interviews, majoring in athletics broadcasting gives you the possibility to do…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters