ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები
თავი მეშვიდე

ინტერვიუს ჩატარების გარემოებები

      გამოკითხვის წარმოდგენილი მოდელი ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ინტერვიუს ჩასატარებელი ინსტრუმენტია. გამოკითხვის მიზანია იმის გარკვევა, ჩადენილია თუ არა ბავშვის მიმართ რაიმე საზიანო ან სახიფათო ქმედება. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: რა მოხდა? ვინ ჩაიდინა ეს? სად მოხდა? როდის მოხდა? როგორ მოხდა? ბავშვთან ინტერვიუს დაწყებამდე აუცილებელია მშობლის/მეურვის, ბავშვზე პასუხისმგებელი პირის თანხმობა.

      გამოკითხვაზე გავლენას ახდენს: ა) ბავშვთან დაკავშირებული გარემოებები; ბ) ბავშვისაგან დამოუკიდებელი გარემოებები.

      ბავშვთან დაკავშირებული გარემოებებია ბავშვის ასაკი, მისი ფიზიკური მდგომარეობა, ემოციური მდგომარეობა, განვითარების დონე (მათ შორის, მეტყველების განვითარების), გამოცდილება, ცოდნის მარაგი, საუბრისთვის მზაობა და სხვა.

ბავშვისგან დამოუკიდებელი გარემოებებია:

ინტერვიუერის პიროვნება, მისი ცოდნა, ბავშვთან მუშაობის უნარი;

      ინტერვიუერი უნდა ერკვეოდეს ბავშვის განვითარების ასაკობრივ თავისებურებებში. მას უნდა შეეძლოს დაღლილობისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითების ნიშნების ამოცნობა: მაგ., როცა ბავშვი სკამზე წრიალებს, შეკითხვას არ ისმენს, ყურადღება ეფანტება და ა.შ. ამ შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ შესვენება ან ინტერვიუ მომდევნო დღისათვის გადავდოთ (თუ ეს შესაძლებელია). მტკივნეულ თემაზე საუბრისას ინტერვიუერი უნდა მიხვდეს, რა უქმნის ბავშვს დისკომფორტს.

ინტერვიუს ჩატარების ადგილი;

      ინტერვიუს ჩატარების ადგილი ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. გამოკითხვის პროცესში უნდა გამოირიცხოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც ბავშვს ყურადღებას გაუფანტავს. შეხვედრის ადგილი ხშირად სკოლაა, თუკი, რა თქმა უნდა, მოძალადე არ არის სკოლის თანამშრომელი. სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ინტერვიუს ჩასატარებლად უნდა გამოიყოს ცალკე ოთახი, სადაც ბავშვი მოხერხებულად იგრძნობს თავს. ინტერვიუ არ უნდა დაემთხვეს სასწავლო დღის ბოლოს ან რთულ გამოცდას, რათა ბავშვი ავარიდოთ დამატებით სტრესს.

      ინტერვიუ ასევე შეიძლება ჩატარდეს სახლში, თუკი მოძალადე არაა ბავშვის ნათესავი ან პირი უახლოესი გარემოცვიდან.

ინტერვიუს ჩატარების დრო

      ინტერვიუს ჩატარების დრო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. აუცილებელია ბავშვის ასაკისა და ასაკისათვის შესაფერისი დღის განრიგის გათვალისწინება. დაღლის ფაქტორი გავლენას ახდენს ინტერვიუს მსვლელობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი ბუნებრივად იქცევა, როცა იგი დასვენებულია.

სხვა დამსწრეები

      უცხო პირთა დასწრებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ძალადობის შესახებ სწორი ინფორმაციის დადგენას. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სკოლის თანამშრომელსა და მკურნალ ექიმს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, ბავშვისთვის შინაგანი დაძაბულობის მოხსნა და მომხდარის დეტალების გახსენებაში დახმარება. ინტერვიუერმა უნდა გადაწყვიტოს, შეუწყობს თუ არა ხელს სხვების დასწრება ბავშვს იმაში, რომ თავი მოხერხებულად იგრძნოს და, შესაბამისად, დაეხმარება თუ არა ეს მას სწორი ინფორმაციის მიღებაში.

შესაძლო მოძალადე

      ძალადობაში ეჭვმიტანილი პირები არ უნდა იმყოფებოდნენ ოთახში ან იმ ადგილთან ახლოს, სადაც გამოკითხვა მიმდინარეობს. შესაძლოა ეჭვმიტანილი უდანაშაულო იყოს, მაგრამ მას მაინც ეკრძალება დაზარალებულთან ერთად ოთახში ყოფნა.

მშობლები

      ისეთი ბავშვის გამოკითხვას, რომელსაც საკუთარი აზრის გამოთქმა უჭირს, სასურველია, მშობელი ან ოჯახის რომელიმე წევრი ესწრებოდეს "გადასათარგმნად". თუმცა აქ არსებობს გარკვეული რისკი. ჯერ ერთი, შეიძლება მშობელი ან ოჯახის წევრი მონაწილეობდეს ძალადობაში ან მსხვერპლის დუმილის მიზეზს წარმოადგენდეს; მეორე, ბავშვს შეიძლება წინასწარ დაუგეგმონ ან სულაც აუკრძალონ მომხდარზე საუბარი; მესამე, ბავშვი შეიძლება დაელოდოს მშობლის თანხმობას, სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ.

      ამ მიზეზების გამო რეკომენდებულია ინტერვიუს ჩატარება მშობლის ან ოჯახის წევრის დასწრების გარეშე.

ინტერვიუსათვის მომზადება

      იმ შემთხვევაში, როცა ინტერვიუს პროცესში მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის დასწრება აუცილებელია, შემდეგ საჭიროა მშობლის თანხმობის მიღება მის გარეშე ინტერვიუს გაგრძელებაზე.

      ინტერვიუსთვის მომზადება გულისხმობს, ერთი მხრივ, ინტერვიუერისა და ინტერვიუს ჩატარების ადგილის მომზადებას და, მეორე მხრივ, ბავშვის მომზადებას ინტერვიუსათვის. ამისათვის ინტერვიუერი უნდა გაეცნოს მის ხელთ არსებულ ყველა მასალას და მონაცემს ბავშვთან და შემთხვევასთან დაკავშირებით.

      ინტერვიუერმა საუბრისთვის უნდა გამოყოს დრო. ინტერვიუს ტემპს თვითონ ბავშვი გვკარნახობს თავისი ქცევით. ინტერვიუერი, რომელსაც სურს ერთი შეხვედრით შემოიფარგლოს და მომხდარის შესახებ მთელი ინფორმაციის ამოღებას ერთი ინტერვიუდან აპირებს, ბავშვზე აუცილებლად მოახდენს ზეწოლას (თუნდაც უნებურად). თუკი საუბრისთვის გამოყოფილი დროის ლიმიტი ამოიწურება ისე, რომ ინტერვიუერი საჭირო ინფორმაციას ვერ მიიღებს, აჯობებს, რომ მან კიდევ ერთი შეხვედრა დანიშნოს. შეხვედრათა ლიმიტის წინასწარ განსაზღვრა არასასურველია.

      ინტერვიუერმა უნდა უზრუნველყოს ინტერვიუსათვის მოხერხებული, უსაფრთხო ადგილის შერჩევა. სასურველია, რომ ინტერვიუ ჩატარდეს დღისით, როცა ბავშვი ფხიზლადაა და დაღლილი არაა.

      შესვენება აუცილებელია, თუ ბავშვი მოითხოვს ამას ან თუ იგი დაღლილად გამოიყურება. ინტერვიუს წინ ან შესვენებისას ბავშვს უნდა შევთავაზოთ წყლის დალევა ან საპირფარეშოში გასვლა. ინტერვიუს დროს არ არის რეკომენდებული საკვების შეთავაზება, რადგან ეს მას ყურადღებას გაუფანტავს. სასურველია, შევთავაზოთ წვენი და უკოფეინო სასმელები. გახსოვდეთ, რომ სასმელისა და საკვების შეთავაზება ბავშვმა შეიძლება აღიქვას, როგორც ჯილდო პასუხისათვის. შედეგად ის შეეცდება გაგცეთ რაც შეიძლება მეტი პასუხი ისე, რომ არც დაფიქრდეს მათ სისწორეზე. ამდენად, აუცილებელია განვუმარტოთ, რომ ნამცხვარსა და სასმელს ინტერვიუზე მოსულ ყველა ბავშვს ვთავაზობთ და არავითარ შემთხვვვაში არ ვუთხრათ: "წვენითა და ორცხობილით გაგიმასპინძლდები, თუკი კითხვებზე გამცემ პასუხს".

      დამხმარე მასალა ინტერვიუსათვის: სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები, კონსტრუქტორები, ჩვეულებრივი თოჯინები, მანქანები, ანატომიური თოჯინები. მაგიდაზე უნდა იდოს მხოლოდ ფურცლები, ფანქრები. სათამაშოები უნდა ინახებოდეს დახურულ კარადაში, რათა ბავშვს ყურადღება არ გაეფანტოს. ინტერვიუერმა ბავშვს სათამაშო უნდა მისცეს შესვენებისას ან ინტერვიუს პროცესში, როგორც ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალება.

      ბავშვის განვითარების დონის შეფასება და გათვალისწინება. ინტერვიუერმა წინასწარ უნდა შეაფასოს ბავშვის განვითარების დონე. ის უნდა დაინტერესდეს, ხომ არა აქვს ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ ინტერვიუს მიმდინარეობას. ბავშვის განვითარების დონეს საჭიროების შემთხვევაში წინასწარ აფასებენ ფსიქოლოგები. ინტერვიუერმა უნდა გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა მისი სამეტყველო ენა ბავშვის განვითარების დონესა და მის კულტურულ თავისებურებებს ბავშვთან საუბრის დაწყებამდე; უნდა გამოიყენოს ბავშვის სასაუბრო ლექსიკონში შემავალი სიტყვები. წინადადებათა მარტივი სტრუქტურა და მარტივი შეკითხვები აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვი მიხვდეს, რას ეკითხებიან.

ბავშვები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა

      იმ ბავშვებთან საუბრისას, რომლებიც მედიკამენტებს იღებენ, ინტერვიუერმა აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რა სახის წამლებს იღებს ბავშვი და როგორ ზემოქმედებენ ისინი ბავშვის ქცევაზე, მის რეაქციებზე, მეხსიერებაზე; დააზუსტოს წამლის მიღების დრო და მოქმედების ხანგრძლივობა. ინტერვიუ უნდა დაიგეგმოს მაშინ, როცა წამლის გვერდითი მოვლენები აღარ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკასა და მის საერთო მდგომარეობაზე. ინტერვიუერმა შეიძლება კონსულტაციისათვის მიმართოს პედიატრს, რომლის მეთვალყურეობის ქვეშ იყო ბავშვი ინტერვიუმდე.

      თუკი ბავშვი სარგებლობს სპეციალური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ეტლი, სასმენი პროტეზი, ინტერვიუერმა უნდა გაითვალისწინოს საუბრისას ამ ყველაფრით გამოწვეული უხერხულობები და გამორიცხოს მათი ნეგატიური გავლენა ინტერვიუს მსვლელობაზე.

      თუ ბავშვს აქვს შეფერხებები განვითარებაში, კითხვები ისე უნდა იქნეს ფორმულირებული, რომ ისინი შეესაბამებოდნენ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას და არა მის ასაკს. ამავე დროს, ინტერვიუერის მიერ გამოყენებული ტერმინი შეიძლება ბავშვმა ვერ გაიგოს, თუნდაც ეს ტერმინი შეესაბამებოდეს ბავშვის მენტალური განვითარების დონეს.

      იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, საჭიროა წინასწარ დაველაპარაკოთ მშობლებს, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ ინტერვიუს ჩატარებისას მოსალოდნელი გართულებების წინასწარ განჭვრეტაში. ასეთ ბავშვთან საუბრისას განსაკუთრებით მომთმენი, ყურადღებიანი და ტაქტიანი უნდა ვიყოთ.

ინტერვიუს მსვლელობა

      ინტერვიუს დაწყებამდე ინტერვიუერმა ბავშვს უნდა დაათვალიერებინოს ოთახი, სადაც ინტერვიუ ჩატარდება. ვიდეო ან აუდიოკასეტაზე ჩაწერისას აუცილებელია ბავშვისთვის ჩაწერის მიზეზის ახსნა და იმის ჩვენება, თუ როგორ ჩაიწერება ინტერვიუ. ბავშვს საშუალება უნდა მიეცეს, თვითონ აირჩიოს ადგილი, სადაც დაჯდება.

      კონტაქტის დასამყარებლად სასურველია, რომ ინტერვიუერმა ჯერ ჰკითხოს ბავშვს მისი ოჯახის, მეგობრების, სკოლის შესახებ. შეკითხვები წელიწადის დროებზე, ცხოველებზე, ყოველდღიურ მოვლენებზე, თარიღზე საშუალებას მისცემს ინტერვიუერს, გაარკვიოს ბავშვის განვითარების ზოგადი დონე, ის, თუ რამდენად ამომწურავი პასუხების გაცემა შეუძლია მას მომხდართან დაკავშირებით.

      მაგალითად, შეკითხვები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

  • ვინ ცხოვრობს შენთან ერთად?
  • რომელ კლასში ხარ? სკოლაში რა მოგწონს? რა არ მოგწონს?
  • სკოლაში დასვენებებზე რას აკეთებ?
  • გაკვეთილების მერე რას საქმიანობ?
  • და-ძმასთან ერთად რას აკეთებ? რა მოგწონს? რა არ მოგწონს?
  • მშობლებთან? რა მოგწონს? რა არ მოგწონს?
  • როცა მშობლები სახლში არ არიან, რას აკეთებ? რა მოგწონს? რა _ არა?
  • რა ჰქვიათ შენს მეგობრებს? რა მოგწონს მათში? რა არ მოგწონს?
  • ტელეგადაცემა, ფილმი, გმირი _ რომელი მოგწონს?
  • ცხოველები გიყვარს? რომელი ცხოველები გიყვარს?
  • რომელი კერძი გიყვარს?
  • წელიწადის რომელი დრო გიყვარს? რატომ?
  • ნებისმიერ ადგილას რომ შეგეძლოს გამგზავრება, სად გაემგზავრებოდი?
  • რაზე ოცნებობ და მის ასასრულებლად რა გინდა, რომ გქონდეს?
  • 3 სურვილის ასრულება რომ შეგეძლოს, რას ინატრებდი? რაა საჭირო მათ ასასრულებლად?

      მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კონკრეტულ საკითხებზე გადასვლა. ინტერვიუერმა აუცილებლად უნდა აუხსნას ბავშვს, რატომ არის საჭირო მასთან საუბარი და რას ელიან მისგან. თუკი ბავშვს ეცოდინება, რის გაგება სურთ მისგან, ის ნაკლებად აღელდება და ნაკლებად დაეჭვდება. შესაბამისად, მისი პასუხები უფრო ზუსტი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვმა შეიძლება ივარაუდოს, რომ მომხდარში მას ადანაშაულებენ და მის დასჯას აპირებენ.

      ასევე აუცილებელია ბავშვისთვის ინტერვიუს წესების ახსნა. ბავშვს შეიძლება ეგონოს, რომ მან არ უნდა შეუსწოროს ინტერვიუერს, თუ ამ უკანასკნელს არასწორად ესმის ბავშვის ნათქვამი.

      ინტერვიუერს შეუძლია შემდეგნაირად განუმარტოს ბავშვს ინტერვიუს წესები:

  • ვიწყებ შენთვის კითხვების დასმას;
  • თუ შენ შეკითხვას ვერ გაიგებ, მითხარი ამის შესახებ ან მთხოვე გამეორება;
  • თუ შენ არ იცი პასუხი, მითხარი, რომ არ იცი;
  • თუ შენ იცი პასუხი, მაგრამ პასუხის გაცემა შენთვის ძალიან რთულია, მითხარი ამის შესახებ;
  • თუ შენ არ გახსოვს, მითხარი, რომ არ გახსოვს;
  • ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სინამდვილეში მომხდარზე და არა გამოგონილზე;
  • ზოგჯერ მე გავიმეორებ შენს შეკითხვას. თუ მე ამას არაზუსტად ვიტყვი ან შემეშლება რამე, მითხარი ამის შესახებ, შემისწორე;
  • თუ შენ დაიღალე ან დასვენება გინდა, მითხარი ამის შესახებ და ჩვენ შევისვენებთ;
  • მას შემდეგ, რაც მე დავასრულებ შეკითხვების დასმას, შენ შეგიძლია მკითხო, რა დარჩა შენთვის გაუგებარი, ან მითხრა, რა გაწუხებს. Mმე შევეცდები ვუპასუხო შენს შეკითხვებს.

      ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გვიამბოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ: ვინ იყო ძალადობრივი ქმედების მონაწილე, სად მოხდა ძალადობა, როგორ მოხდა, რა ითქვა და რას გრძნობდა თვითონ.

დეტალების შეკრება

      ინტერვიუერმა შეიძლება დასვას კითხვები მომხდარის დეტალების დასაზუსტებლად. კითხვები დეტალებთან დაკავშირებით ხელს უნდა უწყობდეს იმის დადგენას, თუ ვინ ესწრებოდა ძალადობას, რას აკეთებდნენ ისინი, რა ითქვა ძალადობამდე და ძალადობის შემდეგ, როდის, სად და როგორ მოხდა ეს. ისეთ კითხვებს, როგორიცაა "კი თუ არა?" ან მრავალმნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ახლდეს კონკრეტული ხასიათის კითხვაც (მაგ.: "უფრო მეტი მიამბე ამის შესახებ").

      თუ ძალადობა მეორდებოდა, მაშინ ბავშვმა ჯერ ერთ შემთხვევაზე უნდა გიამბოთ. როცა ერთი შემთხვევის დეტალები ცნობილია, ინტერვიუერს შეუძლია ივარაუდოს მოვლენების შემდგომი განვითარება და ერთი შემთხვევიდან მეორეზე გადაიტანოს საუბარი, დასვას კითხვები, რომლებიც გაამჟღავნებენ დეტალებს.

      ინტერვიუერმა არ უნდა იხმაროს ისეთი სიტყვები და გამოთქმები, როგორიცაა მაგალითად, "ორალური სექსი", "სქესობრივი აქტი" და სხვა, ვინაიდან ისინი ერთსა და იმავეს არ ნიშნავს ბავშვებისა და დიდებისათვის. ინტერვიუერის ამოცანაა, ზუსტად გაიგოს, რაზე საუბრობს ბავშვი.

      ინტერვიუერი დაინტერესებულია მომხდარი ძალადობის დეტალებით (რას გრძნობდა, რა ესმოდა, რას ხედავდა ბავშვი). ასევე იმით, თუ ვინ იმყოფებოდა იქ (ძალადობამდე და ძალადობის შემდეგ), სად იყვნენ ამ დროს მშობლები, ვინ რა თქვა.

      თუ ბავშვი აცხადებს, რომ მან მომხდარზე უფროსს უამბო, ინტერვიუერმა უნდა გაარკვიოს გარემოებები, სადაც ეს მოხდა, რა ითქვა და რა ზომები იქნა მიღებული.

      ბავშვმა შეიძლება აღწეროს ის ნივთები (ფოტოები, წიგნები, ჟურნალები, ტანსაცმელი და სხვა), რომლებიც გამოიყენა მოძალადემ. ასეთი ნივთების აღმოჩენა ხელს შეუწყობს ბავშვის მონათხრობის სისწორის დადგენას.

ენობრივი (ლინგვისტური) წესები ბავშვის გამოკითხვისას

  • გამოიყენეთ მარტივი, ყოველდღიური სიტყვები და გამოთქმები;
  • დასვით მარტივი და მოკლე შეკითხვები.
  • გრძელი შეკითხვები უნდა დაიყოს რამდენიმე მოკლე შეკითხვად, ყოველ მათგანში უნდა იყოს მხოლოდ ერთი ახალი მთავარი აზრი;
  • ნაცვალსახელების ნაცვლად გამოიყენეთ საკუთარი სახელები და ადგილის აღსანიშნავად ზუსტი სიტყვები. იკითხეთ: "რა გითხრა ანამ?"; და არა - "რა გითხრა იმან?" იკითხეთ: "სამზარეულოში ბევრი ადამიანი იყო?"; და არა - "იქ ბევრი ადამიანი იყო?";
  • თავი შეიკავეთ ამგვარი შეკითხვებისაგან: "გახსოვს თუ არა, რომ...?";
  • გაითვალისწინეთ, რომ პატარა ბავშვები სიტყვებს მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით ხმარობენ;
  • თავი შეიკავეთ შეკითხვისაგან "რატომ?" ბავშვს შეიძლება ეგონოს, რომ მას ადანაშაულებენ და მან მომხდარი კი არ უნდა აღწეროს, არამედ თავი უნდა იმართლოს.

შეკითხვების ტიპები

  1. ღია შეკითხვები (ფოკუსირებული). მაგალითად, "რას აკეთებდა გიორგი, როცა საძინებელში შეხვედით?";
  2. შეკითხვები პასუხების ვარიანტებით. მაგალითად, "სად წახვედით შენ და გიორგი: საძინებელში, სამზარეულოში თუ დერეფანში?";
  3. დახურული შეკითხვები, ანუ შეკითხვები, რომლებიც საჭიროებენ პასუხებს "დიახ _ არა", მაგალითად, "გიორგი გემუქრებოდა?";
  4. მიმართულების მიმცემი შეკითხვები. მაგალითად, "და მაშინ შენ და გიორგი სა- ძინებელში შეხვედით, ხომ ასეა?". ამგვარი შეკითხვებისაგან თავი უნდა შეიკავოთ.
  5. ისეთ კითხვებს, როგორიცაა "კი თუ არა?" ან მრავალმნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ახლდეს კონკრეტული ხასიათის თხოვნაც (მაგ.: "უფრო მეტი მიამბე ამის შესახებ").

ინტერვიუს დასრულება

      თუკი ბავშვმა ინტერვიუერს არასრული ინფორმაცია მიაწოდა, აუცილებელია მასთან შეთანხმება შემდეგი შეხვედრის შესახებ. თუ გამოკითხვისას ბავშვის სხვა სპეციალისტთან გაგზავნის საჭიროება გამოჩნდა, ინტერვიუერმა ამის შესახებაც უნდა უთხრას ბავშვს. ბავშვი შეიძლება დაინტერესდეს საკუთარი უსაფრთხოებით და იმით, თუ რა მოუვა მის მოძალადეს. ინტერვიუერი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ გულწრფელი პასუხი გასცეს ბავშვს. მან უნდა განუმარტოს ბავშვს, თუ როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოებაში მოძალადესთან შეხვედრისას.

      თუ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა, ინტერვიუერმა მადლობა უნდა გადაუხადოს ბავშვს თანამშრომლობისა და დროის დათმობისათვის. ინტერვიუერი უნდა დაინტერესდეს, აქვს თუ არა ბავშვს შეკითხვები. ეს საუკეთესო გზაა ბავშვის დასარწმუნებლად იმაში, რომ მასზე ზრუნავენ და არ არიან გულგრილნი მისი შემდგომი ცხოვრების მიმართ. ინტერვიუერმა შეიძლება ბავშვს მისცეს საკუთარი ტელეფონის ნომერი და აუხსნას, თუ როგორ შეიძლება მისი ნახვა, თუკი მომავალში ამის საჭიროება იქნება.

      ინტერვიუერი ამთავრებს საუბარს პოზიტიურ ნოტზე, რათა ბავშვს დაანახვოს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მასზე ზრუნავენ.

ურთიერთობის მნიშვნელოვანი წესები

      ხუთი "არა" ძალადობაგანცდილ/სავარაუდოდ ძალადობაგანცდილ ბავშვთან საუბრისას:

  1. არ შეშინდეთ, არ აჩვენოთ, რომ თქვენ შოკირებული ხართ, რასაც არ უნდა ამბობდეს ბავშვი ან მშობელი;
  2. ნუ გააუფასურებთ მის ტკივილს (ისეთი ფრაზები, როგორიცაა "ამაზე არ უნდა აღელდე", მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ თქვენ მისი არ გესმით).
  3. ნუ შეეცდებით მის გამხიარულებას, ადამიანს "სტკივა";
  4. არ უსაყვედუროთ ბავშვს იმის გამო, რომ აქამდე არავის უამბო ამის შესახებ, და არაფერი გააკეთა მის აღსაკვეთად;
  5. არ შეჰპირდეთ, რომ საიდუმლოდ შეინახავთ მონათხრობს (თქვენ შეგიძლიათ შეჰპირდეთ პრობლემის შინაარსის საიდუმლოდ შენახვას, მაგრამ არა ძალადობის ფაქტისა).

      ხუთი "დიახ" ძალადობაგანცდილ/სავარაუდოდ ძალადობაგანცდილ ბავშვთან საუბრისას:

  1. შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
  2. აგრძნობინეთ და უთხარით, რომ გესმით მისი;
  3. უთხარით, რომ გჯერათ მისი;
  4. დაარწმუნეთ, რომ არ თვლით მას მომხდარში დამნაშავედ;
  5. უთხარით, რომ ის მარტო არ არის და თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ ძალადობა აღარ განმეორდეს.

ავტორი: ე. თავართქილაძე

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Глейзер, Д. (2001) Злоупотребления в отношении детей. // Детская и подростковая
  2. Иган, Дж. (2004). Слушание и понимание вербальных сообщений практические рекомендации // Журнал практической психологии и психоанализа. – № 1
  3. Лубовский, Д.В. (1992) Применение диагностического комплекса проективного интервью в работе детского психолога-практика. Москва
  4. Хансен, Дж., Стевик Р., Уорнер Р. (2000) Невербальная коммуникация в консультировании
  5. Черепанова, Е. М. (1997). Психологический стресс: помоги себе и ребенку. Москва.
  6. Palmer, St., McMahon, G. (1997). Handbook of counseling. — London, Rutledge
  7. Schroeder, C. S., & Gordon, B. N. (1991). Assessment and treatment of childhood problems: A clinician’s guide. New York: Guilford Press

ტეგები: Qwelly, ბავშვთა_ფსიქოლოგია, ინტერვიუ, ფსიქოლოგია, ქველი

ნახვა: 291

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters