ფსიქოლოგია | მეცნიერება | ფსიქოლოგიის ისტორია | პიროვნების ფსიქოლოგია | ადამიანის ფსიქოლოგია | ფსიქოლოგიის დაბადება | ზოგადი ფსიქოლოგია | მეცნიერება ფსიქოლოგია | fsiqologia | adamianis fsiqologia | pirovnebis fsiqologia | zogadi fsiqologia | referati fsiqologiashi | prezentacia fsiqologiashi | fsiqologiis jgufi | cnobili fsiqologebi | froidi | fsiqologiis sagani | biheviorizmi | fizionomika | fiziognomika | mecniereba

ფსიქოლოგიის საგანი

      ფსიქოლოგიის და ზოგადად პიროვნების ფსიქოლოგიის მეცნიერული შესწავლა მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან ქარაქტეროლოგიის სახელით დაიწყო. ამ დროს კვლევის ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ადამიანებს შორის განსხვავებების შესწავლაზე, იმაზე, რაც თითოეული ადამიანის განსაკუთრებულობას, მის ინდივიდუალობას გამოკვეთდა. მართალია, იმ დროს ვუნდტს ფსიქოლოგიის ეს დარგი მეცნიერებად არ მიაჩნდა, რადგან თვლიდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ნომოთეტური პოზიციის კრიტერიუმებს (რადგან განსხვავებაზე და ინდივიდუალურზე იყო მიმართული და არა ზოგადზე), მაგრამ მეცნიერების განვითარებას თავისი ლოგიკა აქვს და მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ფსიქოლოგია არა მხოლოდ ნომოთეტირ არამედ იდიოგრაფიული პოზიციის მოთოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, სწორედ ეს პერიოდი ჩაითვალა პიროვნების ფსიქოლოგიის მეცნიერული შესწავლის დაწყების თარიღად. თუმცა პიროვნების ფსიქოლოგიის მეცნიერული საფუძვლები სისტემის სახით შტერნმა მოგვიანებით ჩამოაყალიბა.

      მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე-19 საუკუნემდე ინტერესი პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართ და დაკვირვებები, მოსაზრებები თუ ნაივური ახსნის მცდელობები პიროვნების ქცევის და თავისებურებისა არ არსებობდა. უკვე მას შემდეგ, რაც ერთად დაიწყეს ცხოვრება, ადამიანებმა მიაქციეს ყურადღება იმას, თუ როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან როგორც გარეგნობით, ისე ქცევით და ხასიათით: ზოგი სხვებზე უკეთ მღეროდა, ზოგს უკეთ ნადირობა ეხერხებოდა, ზოგი კეთილი იყო, ზოგი- ეშმაკი ან ბოროტი. ადამიანთა ეს თავისებურებები თავდაპირეველად ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში –ზღაპრებსა და მითებში აისახა. სწორედ ამ პირველყოფილ პერიოდს უკავშირდება, ალბათ, ადამიანებისთვის ცხოველთა თვისებების მიწერაც გარეგნობის საფუძველზე. ცხოველების სისასტიკე, სირბილე თუ ბოროტება ამ პერიოდში განსაკუთრებით ადვილი შესამჩნევი და მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალაუნებურად მათთან უხდებოდათ უშუალო ურთიერთობა მათგან დაცვის თუ მათი მოშინაურების მიზნით. ზღაპრებში მელია ეშმაკია, მგელი ბოროტია, კაჭკაჭი მოლაყბეა, ძაღლი ერთგული და კატა კი ფლიდია და ა.შ. შემდგომში, მოგვიანებით, როგორც ჩანს, ამის საფუძველზე გავრცელდა გულუბრყვილო თეორია (რომელსაც შეცდომით არისტოტელეს მიაწერენ), რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი გარეგნობით რომელიმე ცხოველს ჰგავს, მას ამ ცხოველის ხასიათიც აქვს. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ჰგავს მელიას – ეშმაკია, ხოლო ის, ვიაც სახე უგავს არწივს- სასტიკი და დაუნდობელია.

      პიროვნული ნიშნების, თვისებების მიხედვით ადამიანთა შეცნობის პარალელურად გაჩნდა ტიპოლგიები, რომელთა ავტორებიც თვლიდნენ, რომ შესაძლებელია ადამიანთა დაყოფა ტიპთა შედარებით მცირე რაოდენობად და რომ იმის ცოდნა, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნება ადამიანი, შესაძლებლობას მოგვცემს საკმაო სიზუსტით ვიწინასწარმეტყველოთ მისი ქცევის ხასიათი სხვადასხვა სიტუაციაში.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიდან, რომლებიც განსაკუთრებით დაინტერესდნენ პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხებით, ჰიპოკრატესა და თეოფრესტეს შეხედულებებს გამოვყოფთ. მათ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპოლოგია შექმნეს, რომლების თანამედროვე ფსიქოლოგიაში, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ანგლოსაქსური და კონტინენტური თეორიების პროტოტიპულ ჩანასახებადაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ (ყოველ შემთხვევაში, ამგვარი ასოციაცია, უდაოდ, ჩნდება). ჰიპოკრატეს თეორია დღესაც ძალიან პოპულარულია და ბევრისთვის ნაცნობი. თეოფრასტესი კი- შედარებით უცნობია.

      ჰიპოკრატე. ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ შექმნა ადამინთა ტიპოლოგია ტემპერამენტის საფუძველზე. ჰიპოკრატეს მიხედვით ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ოთხი განსხვავებული სითხის – სისხლის(სანგუის), ლორწოს (ფლეგმა) , ყვითელი(ქოლე) და შავი ნაღველის (მელანქოლე) შერევის შედეგს. რომელიმე ერთი ნივთიერების სიჭარბე ორგანიზმში განაპირობებს განცდებისა და მათი მიმდინარეობის სისწრაფის მიხედვით ადამიანთა შორის ინდივიდუალურ განსხვავებულობას. ტემპერამენტის ეს ტიპოლოგია იმდენად მიახლოებული აღმოჩნდა ჭეშმარიტებასთან, რომ საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ძალიან სერიოზული ტიპოლოგიის ავტორებს თავისი ტიპოლოგია მასთან მიმართებაში მოჰყავთ (მაგალითად, აიზენკს). ისიც უნდა ითქვას, რომ საუკუნეების მანძილზე ჰიპოკრატეს ტიპოლოგიამ გარკვეული მოდიფიკაცია განიცადა (გალენი), მოხდა მისი გაანალიზება და განზომილებების გამოყოფა (ვუნდტი), კანტმა კიდევ უფრო დააზუსტა პიროვნების თითოეული ტიპის ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოკრატეს მიერ ტიპოლოგიის საფუძველი გულუბრყვილო იყო და ეფუძნებოდა იმდროინდელ საბუნებისმეტყველო ცოდნას (ემპედოკლეს მოძღვრებას სამყაროს წარმოშობის ოთხი სტიქიის (ცეცხლი, მიწა, წყალი და ჰაერი) არსებობას.

      ჰიპოკრატეს მიხედვით არსებობს ტემპერამენტის ოთხი ტიპი: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატური და მელანქოლიკური

      სანგვინიკური ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია ემოციების ძლიერი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი გამოწვევა, მაგრამ სწრაფი წარმავლობა. ამ ტიპის ადამიანს გრძნობები ადვილად უჩნება, მაგრამ მალევე უქრება. იგი ადვილად ახერხებს ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადანაცვლებას.

      შინაარსის მხრივ სანგვინიკური ტიპის ადმიანში ჭარბობს დადებიღი გრძნობები: მას ახასიათებს დადებითი ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება. იგი უდარდელია, ოპტიმისტურადაა განწყობილი, სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით უყურებს; ადვილად შედის კონტაქტში ადამიანებთან, კეთილგანყობილია ყველას მიმართ, ყველაში და ყველაფერში უფრო კარგს ხედავს, ვიდრე ცუდს. გარშემომყოფთაგანაც სიმპათიას იმსახურებს.

      ამ ძირითად ემოციურ თვისებათა გარდა ამ ტემპერამენტს ახასიათებსმოქმედებისა და მოძრაობის სწრაფი ტემპი, ცოცხალი მიმიკა, გრძნობების ძლიერი, უშუალო-იმპულსური გამოხატვა და, საზოგადოდ, ფსიქიკურ პროცესთა სწრაფი მიმდინარეობა. სანგვინიკი ცოცხალი, მოძრავი ადამიანია, რომელიც, შეიძლება ითქვას უმტკივნეულოდ აღწევს თავის ცხოვრების მიზანს, ჰარმონიულია, როდესაც ალტერნატივეს წინაშე დგას, თუ რა აირჩიოს, თითქოს ინტუიტურად, ძალიან ადვილად (ბევრი ფიქრის და წვალების გარეშე), თავიდანვე ოპტიმალურ ვარიანტს ირჩევს.

      ქოლერიკული ტემპერამენტისთვისაც დამახასიათებელია გრძნობების ძლიერი აგზნებადობა. გრძნობები მასში სწრაფად აღმოცენება, ხშირად აფექტურიც არის, მაგრამ სანგვინიკისგან განსხვავებით მისთვის უფრო ხანგრძლივი და მტკიცე გრძნობებია დამახასიათებელი. იგი კონსერვატორია; უჭირს ახლის მიღება, ახალ სიტუაციასთან მორგება, ამის გამო კონფლიქტშია თავის თავთან: ძალიან ძნელად თმობს პოზიციას მაშინაც, როდესაც გონებით ხვდება, რომ საჭიროა დათმობა; თითქოს რაღაც ექაჩება, რომ ძველ პოზიციაზე დარჩეს. ეს, რა თქმა უნდა უარყოფით გრძნობებს იწვევს მასში.

      და საერთოდაც, გრძნობების შინაარსის მხრივ ეს ტიპი სანგვინიკის საწინააღმდეგოა. მას უფრო უარყოფითი გრძნობებისკენ აქვს მიდრეკილება. ის ყველაში და ყველაფერში უფრო ცუდს ხედავს, ვიდრე კარგს. იგი ხშირად გაღიზიანებულია, უკმაყოფილო, გაჯავრებული. მასთან ურთიერთობა ძნელია, ძნელა ამყარებს ადამიანებთან კონტაქტს.

      რაც შეეხება მის რეაქციებს – იგი, ისევე როგორც სანგვინიკი სწრაფია, მოძრავი, ენერგიული და მისი ფსიქიკური პროცესებიც სწრაფად მიმდინარეობს. ქოლერიკიც, საბოლოოდ აღწევს თავის მიზანს, იღებს თავისთვის სასურველ პოზიციას ცხოვრებაში. მაგრამ თუ სანგვინიკს ეს ადვილად, ძალდაუტანებლად და უმტკივნეულოდ („თამაშ-თამაშით") გამოსდის, ქოლერიკს იგივე ხანგრძლივი დროის მანძილზე მერყეობის, თავის თავთან და სხვასთან კონფლიქტების და უსიამოვნო განცდების ფონზე ეძლევა.

      ფლეგმატიკური ტემპერამენტი გრძნობების აგზნებადობის თვალსაზრისით წინა ორი ტიპის საწინააღმდეგოა. მას ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ემოციები მასში ძნელად აღმოცენდება. ეს არის მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი, მისთვის უცხოა აფექტები. Gგრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან მაგრამ სამაგიეროდ მტკიცე ხასიათს ატარებენ და დიდხანს არ ქრებიან. ამ მხრივ ფლეგმატიკი სანგვინიკის საწინააღმდეგო ტიპია, მაგრამ გრძნობების შინაარსის მიხედვით ჰგავს მას: მისთვისაც უფრო დამახასიათებელია მიდრეკილება დადებითი, ვიდრე უარყოფითი გრძნობებისადმი.

      რაც შეეხება მოტორულ სფეროს, ფლეგმატიკებს ახასიათებთ მოქმედებათა და მოძრაობათა სიდინჯე, აუჩქარებლობა, გრძნობების გამომხატველობითი სფეროს სიღარება (მათი გრძნობები გარეთ არ ვლინდებიან).

      მელანქოლიკური ტემპერამენტისთვის განსაკუთრებით დამახასიათე ბელია მიდრეკილება უარყოფითი ემოციებისკენ. ის პესიმისტია. ყველაში და ყველაფერში უარყოფითს ხედავს. ამით ის ქოლერიკს ჰგავს. მაგრამ ქოლერიკი მებრძოლია, საბოლოო მიზანს მაინც აღწევს. მელანქოლიკი კი ბრძოლისუუნარო, თითქოს ენერგიაგამოცლილი პიროვნებაა, რომელიც თავიდანვე ცუდისთვის არის განწყობილი და ცუდს მოელის ამ ცხოვრებიდან.

      მელანქოლიკს მოძრაობები შედარებით მოდუნებული და ზანტი აქვს.

      ამრიგად, ტემპერამენტის ზემოთგანხილული ტიპები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: გრძნობების აგზნებადობის თვალსაზრისით სანგვინიკური და ქოლერიკული ტემპერამენტის ტიპები ერთ ჯგუფას შეადგენენ (ადვილი აგზნებადობის ტიპები არიან), ხოლო ფლეგატური და მელანქოლიკური ტიპები კი _ მეორე ჯგუფს (სუსტი აგზნებადობის ტიპები). გრძნობის შინაარსის, ე.ი. ემოციის სიამოვნება-უსიამოვნების მიმართულების თვალსაზრისით სანგვინიკური და ფლეგმატური ტემპერამენტის ტიპ[ები ერთ ჯგუფს ქმნიან (დადებითი, სასიამოვნო ემოციები), ხოლო ქოლერიკული და მელანქოლიკური ტიპები – მეორე ჯგუფს (უარყოფითი, უსიამოვნო გრძნობები)

მიუხედავად ერთგვარი გულუბრყვილო შეხედულებისა, ჭეშმარიტების მარცვალი ჰიპოკრატეს ტიპოლოგიაში მაინც იყო: ჰიპოკრატე ტემპერამენტის საფუძველს და ადამიანებს შორის განსხვავებას ორგანიზმში არსებულ განსხვავებულ ნივთიერებებში ხედავდა. თანამედროვე ენდოკრინოლოგიაში დადგინდა, რომ ტემპერამეტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულ ჰორმონებზე (ანუ ორგანიზმის შიგნით არსებულ ნივთიერებებზე).

      აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბერძენი ფილოსოფოსები (არისტოტელე, პლატონი) უკვე განასხვავებდნენ ერთმანეთისგან ტემპერამენტსა და ხასიათს. ხასიათი ნიშნავდა ადამიანის ქცევას, მის დამოკიდებულებას თავისი თავისადმი, სხვისადმი, ღირებულებებისადმი. ტემპერამენტი გამოხატავდა ადამიანის ვნებების, გრძნობების თავისებურებებს, მათ დინამიკას.

თეოფრასტე ანტიკური ხანის მეორე ბერძენი ფილოსოფოსია, რომელიც არის ხასიათის მიხედვით ადამიანთა ტიპოლოგიის ავტორი. თეოფრასტემ პირველმა იხმარა სიტყვა ხასიათი (ქარაკტერ), რომელიც ნიშნავს გამოკვვეთას, ანაბეჭდს, ადამიანის მიმართ კი გამოკვეთილ თავისებურებას. მან გამოჰყო მაშინდელი ადამიანებისთვის დამახასიათებელი მკვეთრი პიროვნული ნიშნები, და ამ ნიშნების ფონზე განიხილა მთლიანად ადამიანის ქცევა. თეოფრასტე ითვლება ხასიათის შესახებ პირველი დამოუკიდებელი წიგნის ავტორად. ეს პორტრეტები ასახავენ 30 განსხვავებული, (მაგრამ მხოლოდ უარყოფითი) ნიშნების მქონე ადამიანებს. თეოფრასტეს დახასიათებები აგებულია ადამიანთა ქცევის დაკვირვებებზე, მათ აღწერაზე და იმ დომინანტური ნიშნის გამოკვეთაზე, რომელიც განსაზღვრავს ადამინის ქცევას ნებისმიერ სიტუაციაში. აღსანიშნავია, რომ რომ თეოფრასტეს ეს ფსიქოლოგიური პორტრეტები იმდენად დახვეწილია ლიტერატურული თვალსაზრისით, რომ ერთგვარ მხატვრულ ეტიუდს წარმოადგენს. ეს დახასიათებები, მოკლეა, შეკრული და, ამავე დროს, სრული. მისი თანამედროვე ბერძნების ტიპები იმდენად განზოგადებულია, რომ მათში მკითხველი აღმოაჩენს ყველა ეპოქის ადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. შეიძლება ითქვას, რომ თეოფრასტემ ჩაუყარა საფუძველი ე.წ. "ლიტერატურულ ქარაქტეროლოგიას" _ ერთი დამახასიათებელი, მკვეთრი ზნეობრივი თვისების მიხედვით პიროვნების პორტრეტის მხატვრულ, ლაკონურ ეტიუდში გამოქანდაკებას. მისმა წიგნმა "ხასიათები" დიდი გავლენა მოახდინა როგორც ანტიკურ, ისე შუა საუკუნეების ფილოსოფოსებსა და მოაზროვნეებზე (მაგ. ლაროშფუკო და ლაბრუიერი). (ვლ. ნორაკიძე).

      თეოფრასტე ასე ახასიათებს უტაქტო ადამიანს: "უტაქტობა – ეს არის შენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანის უხერხულ(უსიამოვნო) მდგომარეობაში ჩაყენება. აი, როგორია უტაქტო ადამიანი: თავისი საქმით ძალიან დაკავებულ ადამიანთან იგი გაუფრთხილებლად მიდის რჩევის საკითხავად. ძმაკაცები თავისი შეყვარებულის გასაცნობად მიჰყავს მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი სიცხიანი თავის სახლში ლოგინში წევს. ციხიდან ადამიანის გამოსაშვებად თავდებად მდგომი სასამართლოში საქმის დამთავრების შემდეგ ანუ დაგვიანებით მიდის. ქორწილში ქალების ლანძღვას იწყებს. ადამიანს, რომელიც ეს ესაა დაღლილ-დაქანცული დაბრუნდა სახლში სასეირნოდ წასვლას სთხოვს. შეუძლია ადამიანთან, რომელმაც გარკვეულ ფასად ნივთი გაყიდა მიუყვანოს მყიდველი, რომელიც ამ ნივთში მეტს შესთავაზებს. კრებაზე, სადაც ყველასთვის ყველაფერი ნათელია, საქმე გადაწყვეტილია და ხალხი დასაშლელად ემზადება, მას შეუძლია ადგეს და ხელახლა დაიწყოს იგივე საკითხზე მსჯელობა. როდესაც მის თვალწინ მონას როზგავენ, ის იქვე დგას და ყვება, თუ როგორ ჩამოიხრჩო ერთმა მონამ თავი გაროზგვის შემდეგ."

      თუ თეოფრასტეს მხოლოდ უარყოფითი ხასიათის ნიშნები აქვს აღწერილი თავის "ხასიათებში", ლაბრუიერთან გარკვეული განზომილებების გამოკვეთის მცდელობაცაა მოცემული, რის საფუძველზეც ადამიანთა ურთიერთდაპირისპირებული ხასიათი იკვეთება. ასეთია ლაბრუიერის მიხედვით გიტონი და ფედონი.

      " გიტონი ლაპარაკობს თავის თავში თავდაჯერებულად. იგი გაშლის დიდ ცხვირსახოცს და ხმაურით მოიხოცავს ცხვირს. გადააფურთხებს დიდ მანძილზე და ცხვირს დააცემინებს ხმამაღლა... სუფრასთან და სეირნობისას მას უჭირავს მეტი ადგილი, ვიდრე სხვას. Iგი იჭერს ყოველთვის ცენტრალურ ადგილს და დადის მხოლოდ თავის თანაბართან. როცა იგი ჯდება სავარძელში, ფეხებს ერთმანეთზე გადაიდებს, ქუდს ჩამოიფხატავს, მოიღუშება და არავის უყურებს. ან ისევ აიწევს ქუდს და გამოაჩენს შუბლს სიამაყით და თავხედურად. იგი მხიარულია, გულიანად იცინის, მოუთმენელია, თავის თავში დარწმუნებული, ფიცხია, არარელიგიური, დარწმუნებულია, რომ ნიჭიერი და გონებამახვილია. "

      "ფედონს აქვს ღვარძლიანი კომპლექცია. იგი აბსტრაქტულია, მწეოცნებე და მიუხედავად გონებამახვილობისა, სულელად გამოიყურება. მას ავიწყდება იმის თქმაც, რაც იცის და ჰგონია, ცუდად გამოუდის ნათქვამი; ჰგონია, რომ ხელს უშლის იმას, ვისაც ელაპარაკება. ეჩვენება, რომ მომაბეზრებელია, ლაპარაკობს ცივად და მოკლედ. ცრუმორწმუნეა, ჭარბად მორიდებული; დადის სირბილით და მსუბუქად, თითქოს ძლივს ეხება მიწას. Dდადის დახრილი თვალებით და ვერ ბედავს თვალი გაუსწოროს გამვლელებს. იგი არასოდეს ერევა დავაში, იმალება იმ ადამიანის უკან, რომელიც ლაპარაკობს, ფრთხილად გაიგებს იმას, რასაც იგი იტყვის და გაეცლება, თუ შეამჩნია, რომ მას უყურებენ. მას არ უჭირავს სივრცე, არ აქვს პრეტენზია ადგილზე. იგი დადის მოხრილი მხრებით, ჩამოფხატული ქუდით რომ არ შეამჩნიონ, იკუმშება, იმალება თავის მოსასხამში. თუ მას სთხოვენ დაჯდომას, ჩამოჯდება სკამის კიდეზე, ლაპარაკობს სუსტი ხმით, ცუდი არტიკულაციით, ახველებს, ცხვირს იხოცავს ქუდში თავის ჩამალვით... "

      ადამიანის თავისებურებების წვდომის ერთ-ერთ წინამეცნიერულ ეტაპს წარმოადგენს ფიზიონომიკის სახელით ცნობილი მიმართულება, რომლის არსიც მდგომარეობს გარეგნული ნიშნების (სახის ნაკვთების, სხეულის ნაწილების) მიხედვით პიროვნების ხასიათისა და ქცევის დადგენა და წინასწარმეტყველება. ამ დარგის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ლავატერია, რომელსაც ზოგი "ყველა დროის უდიდეს ავანტიურისტს და შარლატანს" უწოდებდა, ზოგი კი მის დამსახურებას ფსიქოლოგიის წინაშე აღიარებდა. უნდა ვიფიქროთ, რომ იგი უდაოდ ნიჭიერი ადამიანი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სახელი არ შემორჩებოდა ისტორიას, თუმცა შეიძლება მისი შეფასება ორივე მიმართულებით _ გადაჭარბებული იყოს. ერთი კი ცხადია _ იგი სერიოზულად იყო დაინტერესული საკითხის შესწავლით, რასაც მის მიერ დატოვებული ტრაქტატიც მოწმობს, სადაც გარკვევით არის ზღვარი გავლებული ფიზიონომიკასა და პათოგნომიკას შორის. მის მიერ დადგენილ ამ განმასხვავებელ კრიტერიუმს თანამედროვე ფსიქოლოგიაც ეყრდნობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლავატერი ადამიანის ქცევის განსხვავებულ მიზეზებს აცნობიერებდა და ამ მოსაზრებებს თავის ტრაქტაქტში აფიქსირებდა: ფიზიონომიკა ადგენს კავშირს სხეულის ცალკეულ ნაკვთებსა და ქცევაში გამოვლენილ ხასიათის თავისებურებებს შორის (მაგ. ნიკაპზე ღრმული ამ ადამიანის მტკიცე ხასიათზე მიუთითებს; ან მაღალი შუბლის მქონე ადამიანი ჭკვიანია). სხეულის ნაკვთები შედარებით მყარი და უცვლელია, ისევე როგორც ხასიათის ნიშნები. პათოგნომიკის შემთხვევაში კი ხდება სხეულებრივი გამოხატულებების იმ მომენტის ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირება (მაგალითად, მუშტების შეკუმშვა, წამოწითლება და სხვ. გაბრაზების დროს). სხეულის ეს მდგომარეობები განსხვავებით ფიზიონომიკისგან – დროებითი, წარმავალია, ისევე როგორც თვით ემოციები.

ნახვა: 2688

გამოხმაურებები!

ნელ-ნელა მოდის ხანა, როდესაც ფსიქოლოგია ჩვენშიაც აყვავდება, გაიშლება და გაიფურჩქნება! :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Diablo 4 gamers Can bypass the game's story

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 9:58am 0 კომენტარი

GAMERANT VIDEO OF THE DAY

Associated: Diablo 4 gamers Can bypass the game's story

Some days after unveiling the discharge date of Diablo 4, blizzard placed out greater information approximately its battle skip. At some point of Diablo 4 gold a ultra-modern live flow into, network lead Adam Fletcher brought that Diablo 4’s war bypass will charge $10. Gamers may additionally additionally have approximately 3 months to…

გაგრძელება

Jamal Adams exchange is constructive information for Giants

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:49am 0 კომენტარი



Disgruntled star security Jamal Adams incorporates inevitably talked his direction off the Fresh new York Jets, with the staff members getting pulled off a blockbuster exchange that consists of shipped him towards the Seattle Seahawks. This may perhaps not be much better information for the Refreshing York of those the Philadelphia Eagles and Dallas Cowboys, by natural means NFC East competitors the Giants include toward facial area 2 times each and every time, ended up within just…

გაგრძელება

Chicago Cubs vs. Philadelphia Phillies simulated video game, Friday 4/24, 3 p.m. CT

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:49am 0 კომენტარი



Anthony Rizzo, Kris Bryant and Ian Happ all homered for the simCubs and they arrived in opposition to driving toward conquer the simPadres 6-4 upon Thursday. In this article are highlights:Right here are the simCubs success and plan for April:And in this article are the Countrywide League standings getting into Friday video games:Right here at BCB, we are transferring towards perform simulated game titles for each and every video game upon the Cubs2020 program through MLB The Present…

გაგრძელება

Elephant Rumblings: Manfred speaks out upon Astros study

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი



A Insurance plan:Mayo: This is the region of the A farm process.Coffey: Bobby Crosby and Ed Sprague linked as a result of the A, their instinct and a exchange within 1973. $$$)Mayo: 40-male deadline - Which prospective clients take places?Least complicated of AN:Iversen: Who must the Oakland A cover towards the 2019 Rule 5 draft?fatrolf: Oakland A Participant Profile - AJ Puk.MLB Information:Passan: MLB commissioner suggests punishments may well be major inside signal-thieving…

გაგრძელება

Qwelly World

free counters