ადრეული თეორიებისგან განსხვავებით, ევოლუციური ფსიქოლოგები ცდილობენ ფუნდამენტურად და არა უახლოესად ახსნან კულტურა. ყველაზე დიდი ფუნდამენტური შეკითხვა კულტურის შესახებ არის ის, თუ ‘რატომ გვაქვს კულტურა’. ამ გადმოსახედიდან, კულტურა რაღაც შემთხვევითობა არ არის; საკმარისი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ადამიანური კულტურის შენარჩუნება გარკვეული ტიპის ტვინს საჭიროებს. ამგვარად, კულტურის განვითარება, შესაძლოა ჩვენს წინაპრებს ინკლუზიურ შეგუებაში ეხმარებოდა. ფუნდამენტური კითხვების გარდა, ევოლუციონისტები უახლოეს შეკითხვებსაც სვამენ. მაგალითად, კულტურის გადასაცემად რა კოგნიტური პროცესებია საჭირო? რომელი ფსიქოლოგიური ფაქტორები ცვლის კულტურულ პრაქტიკას? და რა მიმართებაა კულტურასა და გენებს შორის? ეს ტექსტი ევოლუციასა და კულტურას შორის კავშირის დასადგენად სწორედ ამ კითხვებს პასუხობს.

საკვანძო ცნებები:ზეორგანიზმი, კულტურული გადაცემა, გამოწვეული კულტურა, გადაცემული კულტურა, ორმაგი მემკვიდრეობის თეორია, გენი-კულტურის კოევოლუცია, კულტუროგენები, მემები და მემეტიკა, იმიტაცია.
კულტურას, ძირითადად, სოციალური ანთროპოლოგები, სოციოლოგები და კულტურის თეორეტიკოსები შეისწავლიან. ბოლო დროს, დაინტერესდნენ კულტურის ევოლუციური ინტერპრეტაციებით.

   ადამიანმა ბევრი ცვლილება განიცადა დროის მცირე პერიოდში. 10 000 წელში, რაც ევოლუციური საზომით თვალის დახამხამებაა, ადამიანებმა მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების წესის ნაცვლად შექმნეს ლიბერალური დემოკრატიები განვითარებული მეურნეობით, წერით, მასობრივი განათლებითა და ინტერნეტით. 10 000 წელი არც ისე ბევრია ჩვენი აპარატურის - ტვინის შესაცვლელად. ამიტომ ჩვენსა და ჩვენს წინაპრებს შორის განსხვავება ტვინში არ არის. როგორც ჩანს, განსხვავება პროგრამულ უზრუნველყოფაშია - ცოდნა, რომელიც დავაგროვეთ და მასზე დაფუძნებული საქმიანობა. თავად ამ ცოდნას კი კულტურით გადავცემთ. კულტურის ასეთმა მნიშვნელობამ არ უნდა გვაფიქრებინოს, თითქოს მას არაფერი აქვს საერთო ევოლუციასა და ბიოლოგიურ მემკვიდრეობასთან. კულტურა და ბიოლოგია არ არის ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალა, რომელთა შერწყმითაც ვიღებთ ადამიანს. კულტურული მოქმედებები, რაც უნდა მრავალფეროვანი იყოს, არ არის სრულიად შემთხვევითი, არამედ ბუნებრივი გადარჩევის გზით ჩამოყალიბებული ადამიანური ბუნების გავლენას განიცდის. გარდა ამისა, თავად დასწავლის უნარი, რასაც კულტურული მემკვიდრეობა ეფუძნება, ევოლუციურად ჩამოყალიბებული სპეციალიზებული ნეირონული მექანიზმია.
სანამ ამ თეორიებს განვიხილავთ, მოკლედ შევეხოთ ადრინდელ თეორიებს, რომელთა მიხედვითაც კულტურა დამოუკიდებელი მექანიზმია, როგორც გარკვეული ზეორგანიზმი.

   მეცხრამეტე საუკუნეში, კულტურების შესწავლა, მეტწილად კულტურებს შორის განსხვავების ახსნაზე იყო ორიენტირებული. ვიქტორიანულ ეპოქაში, კულტურული განსხვავებებს ბიოლოგიურად ხსნიდნენ და ცხადია ევროპული კულტურა აღმატებულად მიაჩნდათ. ზოოლოგი ერნსტ ჰეკელი (1834-1919), მაგალითად, თვლიდა, რომ ‘ბუნებაში მცხოვრები ხალხი უმაღლეს ხერხემლიანებთან უფრო ახლოს დგას ვიდრე - დიდად ცივილიზებულ ევროპელთან’.
   მსგავსი შეხედულებები თავდაყირა დააყენა ანთროპოლოგმა ფრანც ბოასმა (1852-1942). მისი აზრით, კულტურულ განსხვავებებს არა თანდაყოლილი ფსიქიკა, არამედ თავად კულტურა განსაზღვრავდა. კულტურა იწვევდა ფსიქოლოგიურ განსხვავებებს და არა - პირიქით. დღევანდელი ფსიქოლოგების უმეტესობა (მათ შორის ევოლუციური ფსიქოლოგებიც) ამ აზრს ეთანხმება და კვლევები არ აჩვენებს, რომ განსხვავებების საფუძველი ბიოლოგიურია. გენეტიკური წინაპირობის მიუხედავად, ბავშვები იმ კულტურას ითვისებენ, რომელშიც იზრდებიან. ვინაიდან მიიჩნიეს, რომ კულტურას ქცევაზე გავლენის ძალა შესწევს, ბოასის ზოგიერთი სტუდენტი ამ ძალის დემონსტრირებას ცდილობდა. მათ შორის იყო ალფრედ კრობერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კულტურა ზეორგანიზმია, რომელიც ადამიანური გავლენისგან თავისუფალია. ეს მოსაზრება სოციოლოგ ელსვორთ ფარისის ციტატაშია შეჯამებული: ინსტინქტები არ ქმნის ტრადიციებს; ტრადიციები ქმნის ინსტინქტებს, ვინაიდან ადამიანების ეს, თითქოს ინსტინქტები, ყოველთვის დასწავლილია და არა - თანდაყოლილი.

   ანთროპოლოგი მარგარეტ მიდიც იმავეს ადასტურებდა თავისი კვლევებით, რომ კულტურები ძალიან ცვალებადია. მისი სიტყვებით, „ჩვენ იძულებულები ვართ დავასკვნათ, რომ ადამიანის ბუნება ძალიან დამყოლია, იმდენად რომ ის სრული სიზუსტით მიესადაგება განსხვავებულ კულტურებს“.
ის აზრი, რომ კულტურა ზეორგანიზმია, რომელიც ადამიანის ქცევას განსაზღვრავს, იმის ნაწილია, რასაც ტუბი და კოსმიდესი სოციალური მეცნიერებების სტანდარტულ მოდელს უწოდებენ. ეს კულტურულ რელატივიზმს გულისხმობს, რასაც, მიდიდან მოყოლებული დღევანდლამდე, ბევრი სოციალური მეცნიერი იზიარებს. ბოლო დროს კულტურის ზეორგანიზმული შეხედულება ეჭვის ქვეშ დადგა. გარდა იმისა, რომ კლასიკური ანთროპოლოგიური კვლევები ეჭქვეშ დააყენეს, ასევე აღმოჩნდა, რომ მრავალი კულტურული უნივერსალია არსებობს.
კულტურული უნივერსალიები: ‘უნივერსალური ადამიანები’
ანთროპოლოგი დონალდ ბრაუნი (1991) აღწერს იმ მახასიათებლებს, რომლებიც თითქმის ყველა შესწავლილ კულტურაში ერთნაირია. თავდაპირველად, მასაც კულტურული რელატივიზმის სკოლა ჰქონდა გავლილი, ამიტომ არ ეთანხმებოდა ანთროპოლოგ დონალდ საიმონსის მოსაზრებას, თითქოს სქესებს შორის გარკვეული განსხვავებები უნივერსალური იყო. მან სანაძლეო დაუდო საიმონსს, რომ ნახავდა ისეთ კულტურას, სადაც ეს, თითქოს უნივერსალური მახასიათებლები შებრუნებული იქნებოდა. ბრაუნმა სანაძლეო წააგო. უფრო მეტიც, მან შეისწავლა მრავალი კულტურა და აღმოაჩინა, რომ დაახლოებით 200 მახასიათებელი მაინც კულტურულად უნივერსალური იყო. მათ შორისაა დაკრძალვის რიტუალები, ლოგიკური ოპერაციები, ცეკვა, სქესობრივი როლების დიფერენციაცია, ინცესტის ტაბუ, მეტაფორული მეტყველება, იარაღის დამზადება, გველების შიში, ფერების კლასიფიკაცია და ცერა თითის წოვა.
   თავად ფაქტი, რომ რაიმე მახასიათებელი უნივერსალურია, არ ნიშნავს, რომ ის თანდაყოლილია. ქოთნებს თითქმის ყველა კულტურაში ამზადებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს ქოთნის დამზადების თანდაყოლილი გონებრივი მოდული აქვთ. ასევე, თუკი ერთი მახასიათებელი ორ კულტურაში განსხვავებულია, არ ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება თანდაყოლილი იყოს. უნივერსალურობა კარგი საწყისია, რათა კულტურის თანდაყოლილი ასპექტები ვიკვლიოთ, განსაკუთრებით, როდესაც იდეების დიფუზია (ინფორმაციის გავრცელება ერთი კულტურიდან მეორეში) გამორიცხულია.

   გამოწვეული კულტურა გადაცემული კულტურის საწინააღმეგოდ
როგორც ვნახეთ, არსებობს კულტურული უნივერსალიები, რომლებიც გულისხმობს, რომ შესაძლოა კულტურის გარკვეული ასპექტები ადამიანის ბუნებით არის განსაზღვრული. თუმცა ტუბი და კოსმიდესი ფიქრობენ, რომ არსებობს კულტურული განსხვავებები, რომლებსაც ბიოლოგია განსაზღვრავს, მაგრამ ამავდროულად გარემოზეა დამოკიდებული. ამას გამოწვეული კულტურა  უწოდეს. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ყველას გვაქვს თანდაყოლილი გონებრივი მოდულები, მაგრამ მათი გააქტიურება გარემოზეა დამოკიდებული. განსხვავებული გარემო, განსხვავებულად მოახდენს ამ მოდულის გააქტიურებას, მაგალითად მაღალი რისკის შემცველ გარემოში ინდივიდი ამჟამად გამრავლების სტრატეგიას ირჩევს, უსაფრთხო გარემოში კი მომავალში მაქსიმალურად გამრავლების სტრატეგიას არჩევს.
ამგვარად, ასეთი დამოკიდებული უნივერსალიები მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში გამოვლინდება.

    ორმაგი მემკვიდრეობის თეორია და კულტურის ევოლუცია
ბიოლოგი რობერტ ბოიდი და ანთროპოლოგი პიტერ რიჩერსონი თვლიან, რომ გონება (და შესაბამისად ქცევაც) ორი სახის მემკვიდრეობის ურთიერთქმედების შედეგია - გენებისა და კულტურის. ჩვენს სახეობაში ბიოლოგიური ევოლუცია ნელა მიმდინარეობს. ადამიანს სქესობრივი მოწიფულობისთვის 12-დან 16-მდე წელი სჭირდება. ეს გულისხმობს, რომ 100 წლის განმავლობაში 5-6 თაობის არსებობაა შესაძლებელი. ამასთან შედარებით, ბაქტერიებისა და ვირუსების ზოგიერთი სახეობა რამდენიმე წუთის ინტერვალით მრავლდება. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმი, პრაქტიკულად, პლეისტოცენის ეპოქის მონადირე-შემოგროვებლების სხეულების იდენტურია. მას შემდეგ კულტურა დიდად შეიცვალა. კულტურა საშუალებას გვაძლევს ძალიან სწრაფად შევცვალოთ ჩვენი ქცევა გარემოსთან ადაპტაციის მიზნით. ბოიდისა და რიჩერსონის აზრით, სწორედ ეს სწრაფი ადაპტაციაა, რის გამოც ჩამოგვიყალიბდა კულტურის წარმოქმნისა და შენარჩუნების გონებრივი უნარი.
   წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოს რომელიმე ნაწილში ტემპერატურა უცბად დაეცა. მრავალი ორგანიზმი, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის შედეგად დაბალ ტემპერატურასთან შეგუებული არ არის, დაიღუპება. ადამიანებს, მემკვიდრეობის მეორე დონიდან გამომდინარე, შეუძლიათ სიცივესთან გასამკლავებლად ახალი საშუალებების შექმნა, მაგალითად - ტანსაცმლის, რომელსაც შემდეგ შთამომავლობას გადასცემენ. მაგრამ კულტურა რომ ჩამოყალიბდეს, ამისთვის განსაკუთრებული პირობებია საჭირო. მათემატიკური მოდელების მიხედვით, კულტურის გადაცემა რომ სასარგებლო იყოს, გარემო პირობები გარკვეული ტემპით უნდა იცვლებოდეს. თუკი გარემო ძალიან სწრაფად იცვლება, მაშინ ერთი თაობის ცოდნა მომდევნო თაობისთვის უკვე გამოუსადეგარი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ოპტიმალურია ყოველმა თაობამ თავად ისწავლოს გარემოსთან შეგუების ტექნიკები. ამის საპირისპიროდ, თუკი გარემოში ცვლილებები ძალიან ნელა მიმდინარეობს, მაშინ გენეტიკური ცვლილებები '"წამოეწევა" მას და კულტურის შენარჩუნებისთვის საჭირო დიდი ტვინის არსებობა ზედმეტი "ტვირთი" იქნება.  ბოიდისა და რიჩერსონის თქმით, თანამედროვე ადამიანის წარმოშობა ემთხვევა გარემო პირობების ისეთ ცვლილებებს, რომლებთან გასამკლავებლადაც კულტურის არსებობა ოპტიმალური იქნებოდა.

გენი-კულტურის კოევოლუცია

   ჩარლს ლუმსდენმა და ედვარდ ვილსონმა გენი-კულტურის კოევოლუციის თეორია ჩამოაყალიბეს. კულტურისა და ბიოლოგიის, როგორც განცალკევებული მოვლენების განხილვის ნაცვლად, მათ კულტურა და გენები ერთმანეთზე დამოკიდებულად წარმოაჩინეს. მათ მიხედვით, ადამიანს აქვს დასწავლის თანდაყოლილი უნარი, რომელიც კულტურის გარკვეულ ელემენტებს უფრო ადვილად დასწავლადს ხდის ვიდრე - დანარჩენებს, რაც საბოლოო ჯამში კულტურაში მკვიდრდება. ლუმსდენი და ვილსონი ყურადღებას ამახვილებენ ეპიგენეზისის პროცესზე, რაც განვითარების დროს გენებსა და გარემოს შორის ურთიერთობას გულისხმობს. ზოგიერთი ეპიგენეტიკური პროცესი კულტურულ ერთეულებს განსაზღვრავს. თუმცა, ვინაიდან თავად ეპიგენეტიკა გენებით არის განსაზღვრული, გენები ირიბად ახდენენ გავლენას კულტურაზე. ამის საპირისპიროდ, განსხვავებული გარემო, განსხვავებულ ეპიგენეტიკურ წესებს ააქტიურებს და განსაზღვრავს გენების გავრცელებას პოპულაციაში.
   ვილსონმა და ლუმსდენმა ასევე შემოიტანეს კულტუროგენების ცნება, რომელიც ინდივიდებს შორის გავრცელებულ კულტურულ პატერნებს გულისხმობს (როგორც ვნახავთ, ეს ძალიან ახლოს არის მემების ცნებასთან). ასეთი კულტუროგენები შესაძლოა ინკლუზიურ შეგუებას უწყობდეს ხელს. მაგალითად, ინცესტის ტაბუ ხელს შეუშლის ნათესავებს შორის დაწყვილებას, რაც უფრო ადაპტაციური იქნება. იგივე ეხება საკვებთან დაკავშირებულ ტაბუებსაც - ზოგიერთი ცხოველის ბინძურ არსებად მიჩნევა კულტურაში, შესაძლოა ადაპტაციური იყოს, თუკი ეს ცხოველი ბევრ პათოგენს შეიცავს. მეორე მხრივ, გარკვეული სანელებლის გამოყენება პათოგენების წინააღმდეგაა მიმართული. ასეთია ნიორი და წიწაკა, რომლებსაც პათოგენების განეიტრალების მაღალი მაჩვენებელი აქვს და უფრო მეტად ცხელ ქვეყნებში გამოიყენება.

   ნახსენები კულტურული პატერნები ადაპტაციურია, მაგრამ რა ადაპტაციური ღირებულება გააჩნა მაგალითად მოდას, ან კეპის რომელიმე მიმართულებით დახურვას? რიჩარდ დოუკინსის აზრით - არც არანაირი. მისი აზრით, კულტურული ინფორმაცია შესაძლოა არა - ჩვენი, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის არსებობს. "თავკერძა გენში" (1976) დოუკინსი ამტკიცებს, რომ თუკი გენების კარგად გაგება გვსურს, მაშინ გენის თვალთახედვით უნდა შევხედოთ მათ. გენისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზიანი არ მიაყენოს ორგანიზმს, სხვა მხრივ, შესაძლოა საერთოდ არ იყოს სასარგებლო მისთვის, მაგრამ მაინც გამრავლდეს. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ გენი არის "მოგებული" და არა - ორგანიზმი. დოუკინსმა იგივე შეხედულება გადაიტანა კულტურულ ინფორმაციაზეც. როგორც გენი შეიძლება გამრავლდეს ორგანიზმისთვის რაიმე სარგებლის გარეშე, ასევე ვრცელდება კულტურული ინფორმაციაც. ვირუსები მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის ერთეულები ან ერთეულთა გროვები ადამიანის გონების სპეციფიურობით სარგებლობს. დოუკინსმა კულტურული მემკვიდრეობის ამ ერთეულებს მემები უწოდა, გენების მსგავსად, რომლებიც ბიოლოგიური მემკვიდრეობის ერთეულია.
რა არის მემები?
   მემის განსაზღვრება ავტორების მიხედვით განსხვავდება. დოუკინსისთვის (1982) მემი არის "კულტურული მემკვიდრეობის ერთეული, რომელიც საკუთარი გადარჩენისა და რეპლიკაციისთვის საჭირო ფენოტიპური გამოვლინებების გამო ბუნებრივად გადაირჩევა". დოუკინსი მაგალითებსაც განიხილავს: მელოდიები, ფრთიანი ფრაზები, მოდური ტანსაცმელი, ქოთნების დამზადების ან თაღების აგების გზები. მნიშვნელოვანია, რომ მემი არ არის თავად ქოთანი, მემი არის ქოთნის გონებრივი რეპრეზენტაცია.
მემებთან დაკავშირებით, ერთი პრობლემა იჩენს თავს. გენების შემთხვევაში, ჩვენ ზუსტად ვიცით მისი ფიზიკური გამოვლინება - დნმ-ის გარკვეული მონაკვეთი. მაგრამ როგორია მემის ფიზიკური გამოვლინება? ზოგი კრიტიკოსი თვლის, რომ მემს არ აქვს ფიზიკური საფუძველი, ამიტომ ეს თეორია ნაკლებად გამოსადეგია. თუმცა, კრიტიკოსების სამწუხაროდ, მემს აქვს ფიზიკური გამოვლინება, მხოლოდ ძნელია მასზე პირდაპირი დაკვირვება. ყოველთვის, როცა რაიმეს ვსწავლობთ, ან მაგალითად რაიმე მელოდიას წავიღიღინებთ, ჩვენი ტვინი ფიზიკურად იცვლება. სწორედ ამიტომ არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები ადამიანებს შორის. თუმცა ამ ფიზიკური ცვლილების დანახვა თანამედროვე ტექნოლოგიებით ძალიან ძნელია, შეუძლებელი თუ არა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ მენდელს გენი თვალით არ უნახავს. მან ის ჰიპოთეტურ ობიექტად წარმოიდგინა, რომელიც ექსპერიმენტებში მიღებულ შედეგებს ხსნიდა. ამიტომ გენსა და მემს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს, როგორც ეს კრიტიკოსებს ჰგონიათ.

მემები და კულტურული ევოლუცია


   ერთადერთი განსხვავება მემებსა და გენებს შორის შესაძლოა იყოს მუტაციები. გენების რეპლიკაცია შემთხვევით მუტაციებს იწვევს, კულტურული ერთეულების მუტაცია კი ხშირად გამიზნულია. ხშირად, ადამიანები თავად ახდენენ კულტურულ ცვლილებას, მაგალითად ახალ სიმღერებს ქმნიან, მანქანებს აუმჯობესებენ და ქოთნების შექმნის ახალ ტექნიკებს იმუშავებენ. მეორე განსხვავება ის არის, რომ ვირუსები და გენები პირდაპირ გადაეცემა ორგანიზმიდან ორგანიზმს. მემების შემთხვევაში, ადამიანი ჯერ აკვირდება სხვის ქცევას, მის საფუძვლად მდებარე გონებრივ რეპრეზენტაციას ხვდება და ისე ახდენს ქცევის რეპლიკაციას.
ბრიტანელი ფსიქოლოგი ფრედერიკ ბარტლეტი 1930იან წლებში სწავლობდა მცდარ მეხსიერებას. ბარტლეტს აინტერესებდა ხშირი მოყოლისა და დროის რაღაც პერიოდის შემდეგ როგორ მახინჯდება მეხსიერება. ექსპერიმენტში მან ცდის პირებს მოუყვა ინუიტების ხალხურ ზღაპარს - "მოჩვენებათა ომი". ეს ამბავი სიკვდილის ჟამს ადამიანის სულის მიერ სხეულის დატოვებას აღწერს. ცხადია, ბრიტანელი მაღალი კლასის წარმომადგენლებისთვის ეს ამბავი უცხო იყო და ეს შემდეგ მათ მონაყოლშიც გამოჩნდა. როდესაც ისინი ხელმეორედ ყვებოდნენ ამბავს, დროთა განმავლობაში ეს ამბავი იმდენად შეიცვალა, რომ დასავლურ კულტურას უფრო მიესადაგებოდა. მაგალითად, პირველ ამბავში კაცი მიდიოდა სელაპებზე სანადიროდ, რაც ცდისპირთა მონათხრობში თევზაობად იყო გადაკეთებული. ცხადია განსხვავებები არის გენებისა და მემების მუტაციებს შორის მაგრამ გენების შემთხვევაშიც, იმისთვის რომ გენი გადაირჩეს, ის თავის გარემოს, ანუ დანარჩენ გენებს უნდა მიესადაგებოდეს. იგივე ეხება მემებსაც, ისინი ისე იცვლება, რომ სხვა მემების კონტექსტს მოერგოს.

   ადამიანს იმიტაციის განსაკუთრებული უნარი აქვს. ბოლო დროს, ბევრი მკვლევარი თვლის, რომ კულტურის განვითარებისთვის იმიტაციას მნიშვნელოვანი როლი აქვს. თუმცა, იმიტაციის განსაზღვრებაზე დაობენ. ფსიქოლოგი ედვარდ თორნდაიკი იმიტაციას უწოდებდა ‘მოქმედების დასწავლას მის შესრულებაზე დაკვირვებით’. თუმცა ეს მრავალ ქცევას მოიცავს, როგორც მარტივს - ისე კომპლექსურს. სტიმულის გამოკვეთა გულისხმობს ცხოველის ტენდენციას, მეტი ყურადღება მიაქციოს მეორე ცხოველის მიერ შესრულებულ ქცევას, თუკი ამით ის რაიმე წარმატებას აღწევს. მაგალითად, თუკი ცხოველი ხედავს, რომ მეორემ საკვები ადგილი ნახა და შეჭამა, ისიც ამ ადგილისკენ წავა. თუმცა ეს განსხვავდება სხვისი მოქმედებების განზრახ გამეორებისგან.
   ტომასელოს მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ასეთი კომპლექსური კულტურა აქვთ, არის სხვებთან იდენტიფიკაციის უნარი. როგორც ჩანს, ცხოველებში მხოლოდ პრიმატებს შესწევთ უნარი თავიანთი გარშემომყოფების გონებრივი მდგომარეობები გაიგონ. როდესაც აკვირდებიან სხვის ქცევას, შეუძლიათ მის საფუძვლად არსებული განზრახვის მიხვედრა. ეს იმიტაციისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოქმედებას მნიშვნელობას სძენს. ტომასელოს აზრით, ადამიანებს სხვებზე მეტად იმიტომ შეუძლიათ იმიტაცია, რომ ისინი უკეთ ხვდებიან სხვების განზრახვებსა და მიზნებს. მათ უფრო განვითარებული გონების თეორია აქვთ. ცხოველს რომ შეეძლოს მეორე ცხოველის განზრახვის მიხვედრა, თუ რატომ ყოფს ჯოხს ტერმიტების სოროში, მაშინ მას შეეძლება ამ ქცევის განზოგადება და კონკრეტულ შემთხვევებში მისი გამოყენება. სხვა შემთხვევაში, მის მიერ დანახული ქცევა სხვა არაფერი იქნება თუ - არა მიწის ჯოხით თხრა.
იმიტაციის გარდა, კულტურის განვითარებასა და გადაცემაში დიდი როლი აქვს მეტყველებას. მეტყველება შესაძლებელს ხდის ინსტრუქციით დასწავლას. ამგვარად ბავშვები ინსტრუქციის გაშინაგნებას ახდენენ და იყენებენ მას ქცევებისა და კოგნიციის სამართავად. ინსტრუქციის გზით ბევრად მეტი რამის დასწავლა არის შესაძლებელი, ვიდრე მხოლოდ იმიტაციით ქცევაზე დაკვირვებას მოითხოვს.

   მსოფლიოს განსხვავებულ ადგილებში, რატომ არის ასეთი სხვაობა სიმდიდრესა და ტექნოლოგიებში? მაგალითად, რატომ არის ევროპა უფრო მდიდარი, სუბსაჰარული აფრიკა კი - ღარიბი? რატომ დაიპყრო ევროპამ ამერიკა და არა - პირიქით? ზოგიერთი ფიქრობს, რომ ევროპელები ბიოლოგიურად აღმატებული ხალხია: უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ და ლიდერობა უფრო შეეფერებათ. ცხადია, ასეთ მოსაზრებებს რეალური საფუძველი არ გააჩნია. ზოგი თვლის, რომ ევროპამ დანარჩენი კონტინენტები იმიტომ დაიპყრო, რომ მათ შექმნეს და გამოიყენეს ფოლადის იარაღი, ცხოველები მოიშინაურეს და კომპლექსური პოლიტიკური ორგანიზაციები ჩამოაყალიბეს. მაგრამ, ბიოლოგი ჯეარიდ დაიმონდისთვის ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. ის კითხულობს, პირველად ევრაზიელებმა რატომ გამოიგონეს ფოლადის იარაღი, რატომ მოიშინაურეს ცხოველები და შექმნეს პოლიტიკური ორგანიზაციები? მოკლედ, ის ფუნდამენტურ ახსნას ეძებდა და არა - უახლოესს.
   ფიგურა 1 დაიმონდის მოდელის სქემატური რეპრეზენტაციაა. დაბლა ნაჩვენებია ევრაზიული დომინანტობის უახლოესი გამომწვევი მიზეზები: მოშინაურებული ცხოველები, რომლებსაც მიწის მოსახნავად და ბრძოლაში იყენებდნენ; ტექნოლოგიები, რომლებმაც მოგზაურობა და უფრო ეფექტური მკვლელობა შესაძლებელი გახადა; კოლონიებისა და დიდი რაზმების მართვის ორგანიზაციული უნარები და ბოლოს, ეპიდემიური დაავადებები. ამ უკანასკნელმა, შეიძლება, გაგვაკვირვოს. ეპიდემიური დაავადებები როგორ დაეხმარათ ევროპელებს დაპყრობაში? პირველი შეტევების დროს, ევროპელ ჯარისკაცებს ძალის გამოყენებაც არ სჭირდებოდათ, მათ ნაცვლად დაავადებები მოქმედებდნენ. ცხოველების მოშინაურებამ, ევროპის მოსახლეობაში მრავალი დაავადება გაამრავლა, მათ შორის ქოლერა, ყვავილი, ტუბერკულოზი, მალარია, წითელა, გრიპი და ბუბონური დაავადებები. სამხრეთ ამერიკელებს ცხოველები არ ყავდათ მოშინაურებული, ამიტომ მსგავსი ‘იარაღი’ არ გააჩნდათ. ესპანელი ჯარისკაცების დაავადებებმა მრავალი მათგანი დახოცა, სანამ მკვიდრი ამერიკელები იარაღს გამოიყენებდნენ.
   მთლიანობაში, დაიმონდის აზრით, ევრაზიელებს უპირატესობა ქონდათ, ვინაიდან ევრაზიის კონტინენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დიდ სივრცეს მოიცავს, მაშინ როცა სხვა კონტინენტების ფორმა და განლაგება ვერტიკალურია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი გულისხმობს, რომ ერთ ადგილას მოშინაურებული ცხოველები და მცენარეები მარტივად მრავლდებიან კონტინენტის დანარჩენ ადგილებში, რასაც ვერ ვიტყვით ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძის მქონე კონტინენტებზე, მაგალითად აფრიკასა და ამერიკაზე. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადანაცვლება კლიმატის ძირეულ ცვლილებას გულისხმობს - ეს საქონლისა და მარცვლეულისთვის პოტენციურად საზიანოა. ევრაზიაში, ასევე, მოსაშინაურებლად ყველაზე მეტი ცხოველი იყო. ფაქტიურად, თოთხმეტი დიდი მოშინაურებული ცხოველიდან, ცამეტი იყო ევრაზიაში, ერთი სამხრეთ ამერიკაში (ლამას წინაპარი), ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სუბსაჰარულ აფრიკაში კი - არცერთი.
   ცხოველებისა და მცენარეების მოშინაურება გულისხმობს, რომ საკვების ისეთი რაოდენობა გაჩნდა, რომელიც უფრო მეტ პირს გამოკვებავდა, ვიდრე მონადირე-შემგროვებლური წესით ცხოვრება. პოპულაციის ასეთ ‘აფეთქებას’ ორი შედეგი ჰქონდა. პირველ რიგში, საჭირო გახდა ცენტრალიზებული პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და მეორე - ასეთ საზოგადოებებში, ხალხს საქმიანობაში სპეციალიზაციის შესაძლებლობა მიეცა, რამაც ხსენებული ტექნოლოგიური პროგრესი გამოიწვია.  როგორც ფაქტებიდან ჩანს, ცივილიზაცია დაიწყო ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიაზე. ეს ადგილი მოიცავს დღევანდელ სირიას, ლიბიასა და ერაყს. ეს ადგილი არა მარტო მეურნეობის, არამედ ანბანისა და ინდოევროპული ენების სამშობლოცაა.
დაიმონდის თეორია აჩვენებს, რომ სიმდიდრის არაპროპორციული გადანაწილება ძირითადად ისტორიული შემთხვევითობების შედეგია. ევრაზიელებს ცივილიზაციის შექმნისთვის ‘ნედლი მასალა’ ჰქონდათ, სხვა კონტინენტის მცხოვრებლებს კი - არა.

   კულტურის განვითარებაში იმიტაციას, ინსტრუქციასა და ძლიერ გონებას დიდი როლი აქვს, თუმცა არის კიდევ ერთი ფაქტორი: თავად კულტურა. მეურნეობა გულისხმობს, რომ ყველას არ უწევს საკვების წარმოება. დროის გამოთავისუფლება შრომის დანაწილებას გულისხმობს, ისე რომ ზოგიერთს შეუძლია მეურნეობისთვის საჭირო უკეთესი იარაღის დამზადება. ეს, თავის მხრივ, ფერმერებს უფრო მეტი ჰექტარი მიწის დამუშავებაში ეხმარება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს ათავისუფლებს.  დამწერლობის შექმნასაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა კულტურის განვითარებაში. დამწერლობა გვეხმარება იმ ადამიანების გამოცდილების გაზიარებაში, რომლებსაც არასდროს შევხვედრივართ ან რომლებიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ. დამწერლობა უკეთესი სიზუსტით შემოინახავს ინფორმაციას, ვიდრე ზეპირსიტყვიერება. უძველესი დამწერლობა არის შუმერული ლურსმნული დამწერლობა მესოპოტამიიდან, დაახლოებით 3 000 წლის წინ ჩ.წ.აღ.-მდე; მექსიკაში არსებული დამწერლობა 600 ჩ.წ.აღ.-მდე და სავარაუდოდ, უძველესი ეგვიპტისა და ჩინური დამწერლობები. დანარჩენი ენები, ამ ენებიდან იღებს სათავეს. ბოლო დროს ინტერნეტისა და ბეჭდური მედიის განვითარებამ ძირეულად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება.

ნახვა: 733

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters