ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები
თავი მეოთხე

ჯანმრთელობის გაუარესება

      ბავშვზე ძალადობა შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, მაგრამ ძალადობა ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებასა და სოციალიზაციას, ზოგჯერ კი საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.

      მთელ მსოფლიოში დაავადებების საერთო რაოდენობის მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეადგენს.

      ძალადობის ჯანმრთელობაზე გავლენის ზოგიერთი შედეგი დიდი ხანია გამოკვლეულია, ზოგიერთ შედეგს – ფსიქიკურ დარღვევებსა და სუიციდური ქცევებს - მხოლოდ ახლა დაეთმო მნიშვნელოვანი ყურადღება. ამჟამად არსებობს მტკიცებულებები, რომ უფროსებში გამოვლენილი მრავალი დაავადება – გულის იშემიური დაავადებები, სიმსივნე, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ფიბრომიალგია – ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთანაა დაკავშირებული. ამის ახსნა შესაძლებელია – ბავშვებს, რომელებიც ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ხშირად აღენიშნებათ ქცევითი რისკფაქტორები, ისეთი როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, ცუდი კვება, მოძრაობითი აქტივობების ნაკლებობა და სხვა. კვლევებმა ასევე გამოავლინა, რომ სერიოზული შედეგები შეიძლება გამოვლინდეს ძალდობის გადატანისთანავე, მოკლე დროში, და ასევე ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ (შორეული შედეგები).

      მყისიერ შედეგებს მიეკუთვნება: ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, ასევე ღებინება, თავის ტკივილები და ტვინის შერყევისათვის დამახასიათბელი სხვა სიმპტომები; ასევე მწვავე ფსიქიკური დარღვევები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს აგზნების ან დათრგუნვის სახით. შედარებით მოზრდილ ბავშვებში ხშირად ვითარდება ძლერი დეპრესია საკუთრი უუნარობისა და არასრულფასოვნების განცდით. შორეული შედეგებიდან გამოყოფენ ფიზიკურ და ფსიქიკურ დაღვევებს, სხვადასხვა სომატურ დაავადებებს, პიროვნულ და ემოციურ დარღვევებს, სოციალურ შედეგებს.

ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევა

      ბავშვების უმეტესობას, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც ფიზიკური დასჯა და შეურცხყოფა აღზრდის მეთოდია ან ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც სითბოსა და ყურადღების ნაკლებობაა, აღენიშნებათ ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ბავშვები, რომლებიც ძალდობას განიცდიან, ხშირად ჩამორჩებიან თანატოლებს სიმაღლით, წონით ან ორივე მაჩვენებლით ერთდროულად. ისინი უფრო გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, იშვიათად იცინიან, ცუდად სწავლობენ სკოლაში. ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ მავნე ჩვევები: თითების წოვა, ფრჩხილების კვნეტა, რწევა. ასევე ეს ბავშვები გარეგნულადაც განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისაგან: მკრთალი სახით, შეშუპებული, მძინარე თვალებით, მოუწესრიგებელი და არაჰიგიენური ჩაცმულობითა და გარეგნობით – ხშირად აღენიშნებათ პედიკულოზი, სხვადასხვა სახის გამონაყარი.

      დაავადებების სპეციფიკური ხასიათი ძალადობის ფორმაზეა დამოკიდებული:

      ფიზიკური ძალადობის დროს ბავშვებს აღენიშნებათ სხეულის შინაგანი ორგანოებისა და გარეგანი დაზიანება: მოტეხილობა, დამწვრობა, სისხლჩაქცევები.

      სექსუალური ძალადობის დროს ხშირად ვითარდება სასქესო გზებით გადამდები დაავადებები: სასქესო ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: სიფილისი, გონორეა, შიდსი, შარდ-სასქესო გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, სისხლდენა სასქესო ორგანოებიდან და სწორი ნაწლავიდან, საშოსა და სწორი ნაწლავის ჩახევა და სხვა.

      ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ბავშვებს ფსიქომოტორული დარღვევები აღინიშნებათ: სიმსუქნე ან წონის მკვეთრი დაკარგვა, რაც განპირობებულია უმადობით. ემოციური ძალადობის დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიული დაავადებები, კუჭის წყლული; სექსუალური ძალადობისას - გაურკვეველი წარმოშობის ტკივილები მუცლის არეში. ხშირად ვითარდება ნერვულ-ფსიქიკური დაავადებები: უნებლიე მოძრაობები, მეტყველების დარღვევები, ენურეზი (შარდის შეუკავებლობა), ენკოპრეზი (ნაწლავთა მოქმედების შეუკავებლობა), ბავშვები ხშირად განმეორებით ხვდებიან სტაციონარში მოწამვლის, მოტეხილობების გამო.

      ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის უარყოფითი შედეგები ერთნაირია სხვადასხვა კულტურულ და გეოგრაფიულ გარემოში. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ (ოჯახებში, სადაც დედები აცხადებენ, რომ ისინი ქმრებისგან განიცდიან ფიზიკურ ძალადობას), უფრო ხშირად აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, როგორიცაა: ძილში შარდის შეუკავებლობა, ღამის კოშმარები და გადამეტებული აგრესიულობა ან სიმორცხვე, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ.

ბავშვზე ძალადობა და თავის ტვინის განვითარების შეფერხება

      ბოლო წლებში გაიზარდა მეცნიერული კვლევები თავის ტვინის ადრეული განვითარების შესწავლისათვის, ასევე იმის შესასწავლად, თუ რა გავლენას ახდენს ძალადობა ადრეული ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკში თავის ტვინის განვითარებაზე. მტკიცებულებათა მზარდი რაოდენობა ცხადყოფს, რომ ძალადობის ან ტრავმის ზემოქმედება გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფ ბავშვის ტვინზე და ხელს უშლის ნორმალური განვითარების პროცესებს.

      კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 3 წლის ასაკამდე, ხანგრძლივი ძალადობა და უგულებელყოფა მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინის განვითარებაში. თავის ტვინის განვითარების ეს ცვლილებები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, შემეცნებით, ემოციურ და სოციალურ ზრდაზე.

      თავის ტვინის ცალკეული ნაწილები ვითარდება გარემოდან მიღებული სტიმულაციის შედეგად. ბავშვის თავის ტვინი იზრდება და ვითარდება აქტიურად და აღწევს ზომის 90% 3 წლის ასაკში. ამ პერიოდში მშობლებიMთუ ბავშვს იშვიათად ეხებიან და ცუდად კვებავენ, არ ზრუნავენ მასზე, ასეთ შემთხვევაში ბავშვის თავის ტვინის განვითარებას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, რადგან ტვინი ეგუება გარემო პირობებს, იგი შეეგუება უარყოფით გარემო პირობებს ისევე, როგორც შეეგუებოდა დადებით გარემოს.

      ქრონიკული სტრესი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის ნერვულ რეცეპტორებს და თავის ტვინის იმ უბნებს ავითარებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მოუსვენრობაზე, შფოთვასა და შიშზე. ამას კი მოსდევს სხვა ნერვული გზებისა და თავის ტვინის უბნების ნაკლები განვითარება. იმ ბავშვების თავის ტვინი, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის ან ხანგრძლივი უგულებელყოფის სახით, მთელ თავიანთ რესურსებს გარემოში არსებული საფრთხის დაძლევასა და გადარჩენაზე ხარჯავენ. ტვინის ასეთი ქრონიკული სტიმულაცია იწვევს თავის ტვინის სპეციფიკური უბნების განსაკუთრებით გააქტიურებას. შესაბამისად ეს უბნები უფრო მეტად არის განვითარებული თავის ტვინის ნაკლებად გააქტიურებული უბნების ხარჯზე(მაგ., რთული აზროვნების უბანი). საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ თავის ტვინის ის ნაწილი, რომელსაც სწავლის ფუნქცია აქვს, მაგრამ საფრთხესა და შიშზე რეაგირებაში არ მონაწილეობს ნაკლებად აქტიურია. სწავლის უნარზე, იმავდროულად, მოგვიანებით ქცევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარება ადრეულ ასაკში. გამოცდილება, გარემო, მათ შორის მშობლების აქტიური მონაწილეობა, მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ადრეული განვითარებისას. როდესაც ადრეული გამოცდილება, ძირითადად, უარყოფითია (ბავშვი იზრდება გულგრილ ან ძალდადობრივ გარემოში) ბავშვებს აღენიშნებათ ემოციური, ქცევითი და სწავლის პრობლემები. იმისათვის რომ, ბავშვმა ისწავლოს და აითვისოს ახალი ინფორმაცია მისი თავის ტვინი მზრუნველ და მშვიდ გარემოში უნდა იმყოფებოდეს, რასაც იშვიათად აღწევს ტრავმირებული ბავშვი. ასეთ ბავშვებს, არ უყალიბდებათ მიჯაჭვულობა მშობლების ან აღმზრდელების მიმართ, რის გამოც არ აქვთ ან შეზღუდული აქვთ თანაგრძნობის უნარი. ბავშვის ადრეულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული თანაგრძნობის და სინანულის განცდის უნარი. თუ იგი არ ჩამოუყალიბდა ბავშვს ადრეულ ასაკში, მას სინანულის გრძნობა დანაშაულის ან მკვლელობის ჩადენის დროსაც კი არ ექნება. თავის ტვინის განვითარების კრიტიკულ პერიოდებში წარმოშობილი ზოგიერთი დარღვევა შეიძლება "ანაზღაურდეს", თუ დროულად და ინტენსიურად ჩავერევით, თუმცა ტვინის სრული პოტენციალის აღდგენა შეუძლებელია. ბავშვებმა, რომლებიც მძიმე ოჯახურ გარემოში იმყოფებოდნენ და მოგვიანებით, კვლავ ბავშვობისას, სანაცვლო მშობლების ან ბებია-ბაბუის მხარდაჭერა იპოვეს, უკვე მოზრდილ ასაკში სიტუაციების მართვის უნარი გამოავლინეს და მატერიალურ უზრუნველყოფასა და კეთილდღეობას მიაღწიეს. მხარდაჭერა ცხოვრების გვიან პერიოდებში ადრეული ბავშვობის ბევრი პრობლემის დაძლევას ეხმარება, თუ საქმე არ ეხება ადრეულ ასაკში განცდილ ძალადობასა და უგულებელყოფას.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებები

      ფსიქოლოგიური ტრავმა პრაქტიკულად, ძალადობის მსხვერპლ ყველა ბავშვს აქვს გადატანილი, რის შედეგადაც ისინი შემდგომ ვითარდებიან განსაზღვრული პიროვნული, ემოციური და ქცევითი თავისებურებებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მათ შემდგომ ცხოვრებაზე. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად მრისხანებენ და ეს განცდა ხშირად მათზე უფრო სუსტ ბავშვებზე ან ცხოველებზე გადააქვთ. მათი აგრესიულობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვლინდება თამაშის დროს. ზოგიერთი მათგანი პირიქით განსაკუთრებულ პასიურობას ავლენს. ორივე შემთხვევაში დარღვეულია კონტაქტი, ურთიერთობა თანატოლებთან. უგულებელყოფილი ბავშვები ცდილობენ ნებისმიერი გზით მიიპყრონ უფროსებისა და თანატოლების ყურადღება, რის გამოც ისინი ხშირად გამომწვევად და აგრესიულად იქცევიან.

      სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები გამოირჩევიან სექსუალური ურთიერთობის დეტალების ცოდნით და სექსუალური ქცევით, რაც ამ ასაკისათვის შეუფერებელია. იგი ვლინდება სხვა ბავშვებთან თამაშის დროს ან სათამაშოებით თამაშისას. ძალიან ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მოზრდილ ასაკში თავად ხდებიან აღვირახსნილი მოქმედების ინიციატორები ან მოძალადეები.

      ძალადობის ნებისმიერი ფორმის დროს ყველაზე ხშირი და მძიმე რეაქციაა დაბალი თვითშეფასება, რომელიც ხელს უწყობს იმ ფსიქოლოგიური დარღვევების შენარჩუნებას, რომელიც ძალადობასთანაა დაკავშირებული. პიროვნება დაბალი თვითშეფასებით მუდმივად განიცდის სირცხვილს, დამნაშაულის გრძნობას. ის დარწმუნებულია საკუთარ არასრულფასოვნებაში, იმაში, რომ "ის ყველაზე ცუდია". ამის გამო ასეთ ბავშვებს გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვება, მათთან ურთიერთობა და წარმატების მიღწევა უჭირთ.

      ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ზრდასრულ ასაკშიც კი აღენიშნებათ დეპრესია. იგი გამოიხატება მარტოობის განცდით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით. მოზარდებში ხშირია სუიციდის მცდელობები და თვითმკვლელობა.

      მსოფლიო მასშტაბით მიღებული მონაცემების შედარება გვაჩვენებს, რომ ზრდასრულ ადამიანებში ფსიქიკური აშლილობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ ძალადობასთან.

ბავშვზე სექსუალური ძალადობით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა მსოფლიო მასშტაბით

ბავშვზე ძალადობის მწვავე და შორეული შედეგები

ფიზიკური ჯანმრთელობის დაზიანება:

  • მუცლის ღრუს/გულ-მკერდის დაზიანება,
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება,
  • ტვინის დაზიანება,
  • ჭრილობები და იარები, დაჟეჟილობა,
  • დამწვრობა,
  • მოტეხილობები,
  • თვალების დაზიანება,
  • ხეიბრობა.

სქესობრივი და რეპროდუქციული დაზიანებები:

  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები,
  • სქესობრივი ფუნქციის მოშლა,
  • დაავადებები, რომლებიც სქესობრივი გზით გადაეცემა,
  • მათ შორის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი/შიდსი,
  • არასასურველი ფეხმძიმობა.

ფსიქოლოგიური შედეგები:

  • ალკოჰოლიზმი და ნარკომანია,
  • შემეცნებითი უნარის გაუარესება,
  • კრიმინალური, ძალადობრივი და სხვა
  • სახის სახიფათო ქცევა,
  • დეპრესია და წუხილი,
  • განვითარების შეფერხება,
  • უმადობა და ძილის მოშლა,
  • სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა,
  • ჰიპერაქტიურობა,
  • ურთიერთობის პრობლემები,
  • ცუდად სწავლა სკოლაში,
  • საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა,
  • ტრავმის შედეგად გამოწვეული სტრესი და დარღვევები,
  • ფსიქოსომატური დარღვევები,
  • სუიციდური ქცევა და საკუთარი თავის დაზიანება.

სხვა შორეული შედეგები:

  • კიბო,
  • ფილტვების ქრონიკული დაავადება,
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები,
  • გულის იშემიური დაავადებები,
  • ღვიძლის დაავადებები,
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები,
  • მაგალითად, უშვილობა.

სოციალური და ეკონომიკური შედეგები

      სოციალურ შედეგებში ერთდროულად ორი ასპექტის გამოყოფაა შესაძლებელი: ბავშვზე ძალადობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს, როგორც ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, ასევე ოჯახებსა და საზოგადოებაზე.

      ძალადობაგადატანილ ბავშვებს სირთულეები აღენიშნებათ სოციალიზაციაში: დარღვეული აქვთ კავშირი უფროსებთან, არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის უნარი, მწირი ცოდნისა და ერუდიციის გამო ვერ ახერხებენ ავტორიტეტის მოპოვებას სკოლაში და საზოგადოებაში. პრობლემების გადაჭრას კრიმინალურ და ასოციალურ გარემოში პოულობენ, ხშირად იწყებენ ქურდობას ან ჩართული არიან კანონმდებლობით დასჯად საქმიანობაში, აღენიშნებათ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ ლტოლვა. გოგონები ხშირად ერთვებიან პროსტიტუციაში, ბიჭებს შესაძლებელია აღენიშნოთ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა. ამის შედეგად ზრდასრულ ასაკში სერიოზული სირთულეები აქვთ ოჯახის შექმნისას. ძალდობის ნებისმიერი ფორმა ბავშვებში და მოზარდებში აყალიბებს პიროვნულ და ქცევით თვისებებს, რომლებიც მათ საზოგადოებისთვის ნაკლებადმომხიბვლელ და სახიფათო პიროვნებებად აყალიბებს. სხვადასხვა კვლევიდან გამომდინარე, ზრდასრული კრიმინალების 70% ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულვებელყოფილია.

      ბავშვზე ძალადობა ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს ოჯახებსა და საზოგადოებაზე. აქ იგულისხმება პირდაპირი ხარჯები, როგორიცაა მსხვერპლისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, იურიდიული მომსახურება და სოციალური დაცვა, აგრეთვე მსხვერპლი ბავშვის სპეციალური დაწესებულებების მზრუნველობის ქვეშ გადაცემა. არაპირდაპირ ხარჯებში შედის შესაძლო დაზიანება, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს ან დაინვალიდება, ფსიქოლოგიური ტრავმა, ასევე განათლების შეწყვეტა, მომავალში ბავშვის ან ახალგაზრდის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალების დაკარგვა ბავშვზე ძალადობასთან და მის უგულებელყოფასთან დაკავშირებულმა ფინანსურმა ხარჯებმა, მათ შორის, მომავალში დაკარგულმა შემოსავლებმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენის ხარჯებმა, მიახლოებითი გამოანგარიშებით 2001 წელს აშშ-ში 94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ გადაუდებელი სოციალური დახმარების და იურიდიული მომსახურების ხარჯებმა წელიწადში 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ოჯახში ძალადობის შედეგები

რას განიცდის ბავშვი?

      ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვს თან სდევს სირცხვილის, ბრაზის, სასოწარკვეთის, ხშირად - სიძულვილისა და შურისძიების გრძნობები. ბავშვი გაორებულია: მას უყვარს მშობლები და ამასთანავე მათი დამოკიდებულებით გამოწვეული უარყოფითი ემოციები აწუხებს. ამგვარი გაორება შინაგან დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის, ბავშვის დაბნეულობასა და ეჭვს იწვევს. ამდენად, ის მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება.

ძალადობასთან გამკლავებას სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვა გზით ცდილობს:

      ბავშვი საკუთარ თავს მოძალადესთან, აგრესორთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ, შემტევ როლს ირჩევს. ის ხომ ძალადობას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, მიბაძვისა და მაგალითის ძალით სწავლობს. ადვილი შესაძლებელია, რომ ძალმომრეობა მისთვის სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთ ფორმად იქცეს. ყალიბდება მოძალადის როლი. აგრესორის ნიღბის უკან კი შეშინებული ბავშვი იქნება დამალული, რომელმაც ეს ნიღაბი მშობლისაგან თავის დასაცავად მოირგო და შეისისხლხორცა.

      ბავშვი უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს. ეს კი მასში დანაშაულისა და ბრალეულობის განცდებს ბადებს და განამტკიცებს. ყალიბდება მსხვერპლის როლი, რაც გულისხმობს სირცხვილის გრძნობას გაუბედაობას, პასიურობას, ხშირად საკუთარი უმწეობითა და დაჩაგრულობით მანიპულირებას.

      მნიშვნელობა არა აქვს იმას, ბავშვი ოჯახში ძალადობის უშუალო მსხვერპლია (მას სცემენ, ავიწროებენ, შეურაცხყოფას აყენებენ) თუ მოწმე (ოჯახის სხვა წევრებზე ძალადობის მოწმეა). ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ძალადობის მსხვერპლია!

      მშობელმა უნდა შეიგნოს, რომ მისი ქცევის სტილი შვილებს გადაეცემა, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარ შვილებზე ზემოქმედებენ და, ამგვარად, ძალადობის ტალღა თაობიდან თაობაზე გადადის. თუნდაც ამიტომ არ არის ოჯახში ბავშვზე ძალადობის პრობლემა მხოლოდ ერთეულების ან მხოლოდ მისი ოჯახის საქმე.

აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის ფაქტების დამალვით საფრთხე ექმნება ოჯახის ყველა წევრის (განსაკუთრებით ბავშვების) ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, მათ შემდგომ ცხოვრებას. პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემის გაზიარება ახლობლებისათვის. ხოლო თუ პრობლემა არ მოწესრიგდა, კომპეტენტური დახმარების გაწევა შეუძლიათ ბავშვთა და მოზრდილთა ძალადობისაგან დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს: ფსიქოლოგებს, ექიმებს, იურისტებს.

სასკოლო ტერორის (Bulling) შედეგები

  • ძალადობაგანცდილი მსხვერპლი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდეს შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს. ასეთი ბავშვები თავს არიდებენ სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობას, კარგავენ მეგობრებს თანაკლასელთა შორის.
  • ზოგჯერ ბულინგი სერიოზული ფიზიკური ტრავმებით ან ლეტალურადაც მთავრდება.
  • სასკოლო ტერორში ჩართული ბავშვები ხშირად აგრესიის გამოვლენის კრიმინალურ ფორმებს მიმართავენ.
  • სასკოლო ტერორის ინიციატორი ბავშვები თავიანთი აგრესიულობის დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას ირჩევენ.
  • ფსიქიკური ტრავმა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის ფაქტის შემსწრენი. "დღეს ეს სკოლაში მას დაემართა, ხომ შეიძლება, რომ ხვალ მე შემემთხვეს? ესე იგი, სკოლა ის ადგილია, სადაც თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ", - ასეთია "დამკვირვებელ ბავშვთა" დასკვნა. ასეთ ბავშვებს ეშინიათ, თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი.
  • სასკოლო ტერორის შედეგად მიღებულმა ძლიერმა ემოციურმა ტრავმამ შეიძლება ბავშვი სუიციდამდე მიიყვანოს.

ავტორები: ქ. დავითიშვილი, ე. თავართქილაძე, ი. შარაბიძე

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Child Welfare Information Gateway –Social and Economic Consequences of Child Abuse and Neglect; retrieved on March 2009.
  2. Center for Disease Control and Prevention (2006). Adverse Childhood Experiences Study. Atlanta, GA, National Centers for Injury Prevention and Control; retrieved on March 2009.
  3. Perry, B.D. (2001). The Neurodevelopmental Impact of Violence in Childhood. In: Schetky D, Benedek EP (Eds). Textbook of Child and Adolescent Forensic Psychiatry. Washington DC, American Psychiatric Press, pp 221–238
  4. Pinheiro, P.S. (2006) World Report on Violence against Children -United Nations SecretaryGeneral’s Study; retrieved on February 2009.
  5. Shonkoff, J.P, Phillips, D.A. (Eds) (2000). From Neurons to Neighbourhoods: The Science of Early Childhood Development. Washington DC, National Academy Press
  6. Krug, E.G. et al., eds. (2002) World report on violence and health. Geneva, World Health Organization; retrieved on February 2009,
  7. Understanding the Effects of Maltreatment on Brain Development (2009)-Child Welfare Information Gateway; retrieved on March 2009.

ტეგები: Qwelly, ბავშვთა_ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია, შედეგები, ძალადობა

ნახვა: 940

გამოხმაურებები!

მარტო კაცები ვართ მოძალადეებადდ მოხსენიებული იმას კიარ ამბობენ სადმე რო ზოგჯერ ოჯახში ქალებიც ძალადობენ :D  რა იყო ლიბერალების და ფემინისტების  დაფინანსებით არი ეს ლიტერატურა დაბეჭდილ გავრცელებული თუ რაა 

დაბეჭდვაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ გავრცელების დაფინანსებაზე პასუხი მკვეთრად უარყოფითია. რაც შეეხება ძალადობას - სად ამოიკითხე მხოლოდ კაცებიო? აქ აქცენტი მშობლების ძალადობაზეა.

რაც შეეხება კაცების ძალადობას ქალებზე, ამაზე არის კვლევები, რომლებიც ცდილობენ დამტკიცონ, რომ ზრდასრულ ასაკში, მამაკაცის ქალზე ძალადობა ეს არის პასუხი, წლების განმავლობაში ქალების მიერ ამ კაცის სხვადასხვა სახის "დისკრიმინაციისა".

vako_მ თქვა:

მარტო კაცები ვართ მოძალადეებადდ მოხსენიებული იმას კიარ ამბობენ სადმე რო ზოგჯერ ოჯახში ქალებიც ძალადობენ :D  რა იყო ლიბერალების და ფემინისტების  დაფინანსებით არი ეს ლიტერატურა დაბეჭდილ გავრცელებული თუ რაა 

ოჯახში ძალადობაზეა აქცენტი მარა კაცი არი ნახსენები ქალი არა ძმაო მეზარება ამის მეორედ წაკითხვა თორე ზუსტად დაგიკოპირებდი  რო უფრო მეტი აქცენტი  კაც მოძალადეზეა გაკეთებული ქალი საერთოდ ნახსენები არაა ოჯახია ნახსენები და ძალადობა.

 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ (ოჯახებში, სადაც დედები აცხადებენ, რომ ისინი ქმრებისგან განიცდიან ფიზიკურ ძალადობას), უფრო ხშირად აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, როგორიცაა: ძილში შარდის შეუკავებლობა, ღამის კოშმარები და გადამეტებული აგრესიულობა ან სიმორცხვე, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ.

აი აქ არის ძმაო სადაც ამოვიკითხე არ წერია ეს მაანდ?  ქმრებზეა ხოო აშკარად ლაპარაკი? ანუ კაცებზე :D როცა წინადადების და აზრის დასრულების შემდეგ  წერტილია და არ გრძელდება  შენ გადაიკითხე ეხლა და მითხარი რაზეა მანდ აქცენტი აბა? 

კვლავ, წინამდებარე ტექსტში, ერთხელაც არ არის ნახსენები სიტყვები: კაცი, მამა, მამაკაცი, ოჯახის უფროსი, პაპა (ჩამოვწერე ყველა ის ვერსია, რომელიც უნდა მიანიშნებდეს იმ აქცენტზე, შენ რომ საუბრობ). ბაბუა, მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და ისიც ბებია-ბაბუას კონტექსტში. 

ცხრილი, სადაც კაცების და ქალების დაყოფაა ფსიქიკური აშლილობის მიხედვით, არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, წინა კომენტრებში შენ რომ გააკეთე. 

vako_მ თქვა:

ოჯახში ძალადობაზეა აქცენტი მარა კაცი არი ნახსენები ქალი არა ძმაო მეზარება ამის მეორედ წაკითხვა თორე ზუსტად დაგიკოპირებდი  რო უფრო მეტი აქცენტი  კაც მოძალადეზეა გაკეთებული ქალი საერთოდ ნახსენები არაა ოჯახია ნახსენები და ძალადობა.

ზუსტად დაგიკოპირე ეგ ადგილი რაზეც გელაპარაკები და აშკარად იტყუები , რას ქვია არ არი ნახსენები ქმარია ნახსენები ხოო? ქმარიი მე ვიცი კაცი და შენ თუ კიდე სხვა რამე იცი არ ვიცი მეე :D გადახედე არ წაიკითხე მგონი შენ ეგ ადგილი 

ზუსტად ამ მონაკვეთს ვაკოპირებდი ახლა, განმარტების დასაწერად. კი, კვლევების უმრავსეობა, რომელიც ეხება ოჯახში ძალადობას, აქცენტს მამაკაცის ძალადობაზე აკეთებს, შესაბამისად, ეს შედეგებიც ერთ-ერთი კვლევიდანაა აღებული.

vako_მ თქვა:

 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ (ოჯახებში, სადაც დედები აცხადებენ, რომ ისინი ქმრებისგან განიცდიან ფიზიკურ ძალადობას), უფრო ხშირად აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, როგორიცაა: ძილში შარდის შეუკავებლობა, ღამის კოშმარები და გადამეტებული აგრესიულობა ან სიმორცხვე, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც არაძალადობრივ გარემოში ცხოვრობენ.

აი აქ არის ძმაო სადაც ამოვიკითხე არ წერია ეს მაანდ?  ქმრებზეა ხოო აშკარად ლაპარაკი? ანუ კაცებზე :D როცა წინადადების და აზრის დასრულების შემდეგ  წერტილია და არ გრძელდება  შენ გადაიკითხე ეხლა და მითხარი რაზეა მანდ აქცენტი აბა? 

ხოდა მაგით დავიწყე მეც ლაპარაკი  ჩვენ ვართ მოძალადეებათ მოხსენიებული და აქცენტი კაცზეა გაკეთებული 

და შინაარსის სიღრმეებში აღარ შევალ თორე შემილია კიდე რაღაცეები ვიპოვო და დაგვანებონ რაა თავი ჯერ მაგ მკვლევარებმა და მერე ამის დამწერებმა :D :D

RSS

ბლოგ პოსტები

Boostline Keto: How to Transition Off Keto.

გამოაქვეყნა Annmarie Fairbanks_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2024.
საათი: 9:50am 0 კომენტარი

Boostline Keto Supplement is a dietary supplement that aims to help individuals achieve their weight loss goals by promoting ketosis in the body. Ketosis is a metabolic state in which the body burns fat for energy instead of carbohydrates, leading to rapid and sustained weight loss.



The key ingredient in Boostline Keto Supplement is beta-hydroxybutyrate (BHB), which is a ketone body that is produced during ketosis. BHB helps to jumpstart the ketosis process in the body, allowing… გაგრძელება

Cataclysm Classic

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2024.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

The behavior we witnessed was very sharp as soldiers jumped over windows and walls to hide or escape the grenade. Soldiers were very aggressive when trying to move to your side so that WoW cataclysm Gold they could be able to flank you. They are also quite skilled at throwing grenades towards you. Your eyes are likely to widen when you notice the sight of a German grenade hit your feet. Get out of its blast radius immediately or, if you're lucky to kick it back towards the… გაგრძელება

At the heart of the Affliction expansion lies

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps guiding players towards hidden treasures, formidable boss encounters, and the central…

გაგრძელება

Players hardly ever run into the zone in any respect in standard

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ივლისი 12, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი



Rather, the method that has the exceptional blend of safety and achievement for both solo and squad gamers has to be sticking around the 'part' of the circle always . There are a couple of key motives why this tactic is the most surefire one:

Players hardly ever run into the zone in any respect in standard, despite the fact that the regular damage it deals is quite forgiving. Therefore, eagle-eyed gamers who spot a Blue Headstone out inside the quarter can without problems just…

გაგრძელება

Qwelly World

free counters