ზოგადი ფსიქოლოგია 



 

1) .  ჰიპერმნეზია.  მეხსიერების მოქმედების პათოლოგიური ფორმა სამგვარია: ჰიპერმნეზია, ჰიპომნეზია და პარამნეზია. შევჩერდეთ  თითოეულ მათგანზე.

   ჰიპერმნეზია მეხსიერების გადაარბებულ აგზნებულობაში იჩენს თავს, იგი საზოგადოდ იშვიათად გვხვდება და ჯერ კიდევ არ არის საკმაოდ კარგად შესწავლილი, არ შეიძლება ითქვას რომ არაჩვეულებრივ ძლიერი მეხსიერების ფენომენალური მეხსიერების შემთხვევები როგორც ჰქონდა მაგ: ცნობილ მოანგარიშეებს, ინოდსა და დიამანდის ანდა მიულერის მიერ აღწერილს რიუკლეს, ჰიპერმენზიის მოვლენებად უნდა ჩაითვალოს.

   ჰიპერმნეზიასთან უფრო მაშინ გვაქვს საქმე როდესაც რაიმე მიზეზების გამო აქამდე რომელიმე სრულიად მივიწყებულ მოგონებათა ჯგუფი ერთბაშად არაჩვეულებრივი სიცხადით ამოტივტივდება ცნობიერების ზედაპირზე, ასეთი ჰიპერმნეზიის შემთხვევაში ჩვეულებრივ რაიმმე უდიდესი ხიფათის მომენტში ზოგიერთი ტრამვის დროს ან სიცოცხლესთან განშორების მომენტში იჩენს ხოლმე თავს და არა ერთგზის ყოფილა აღწერილი. დამახასიათებელი მათთვის ისაა რომ სულ მცირე ხნის განმავლობაში ერთს თვალის დახამხამებაზე, ადამიანის წინაშე ერთბაშად თითქმის მთელი მისი წარსულის პანორამა იშლება (ამიტომ ამ მოვლენას ფრანგები „პანორამულ მოჩვენებას“ უწოდებენ) მას თავისი წარსული ცხოვრების მთელი მონაკვეთები აგონდება, რომელიც მანამდე სრულიად მივიწყებული ჩანდა

 

 2. ჰიპომნეზია  ჰიპომნეზიის სახელწოდებით მეხსიერების დაქვეითები შემთხვევაში  უმთავრესად ე.წ. ამნეზიები აღინიშნება, ამნეზია დროში მიმდინარეობის მიხედვით სამგვარია. ანტეროგრადული, რეტროგრადული და პერიოდული.

   ანტეროგრადული  ამნეზია ისეთ შემთვევებს ეწოდება, როდესაც ადამიანს, ძველი მოგონებები შერჩენილი აქვს, მაგრამ ახალი არაფერი ამახსოვრდება: იგი ახალ მოგონებათა შემუშავების  უნარის დაქვეითებაში მდგომარეობს, ეპილეპტიკი  ზოგჯერ საკმაოდ რთულ აქტებს ასრულებს, მაგ: შეიძლება შორეულ ქვეყანაშიც კი გაემგზავროს, მაგრამ ამ მგზავრობის პერიოდი სრულიად  არავითარ კვალს არ ტოვებს მის მეხსიერებაში, მთელი ეს პერიოდი სრულიად ამოშლილია მისი ცხოვრების განცდილი ისტორიიდან უეჭველია ამ მოვლენის მიზეზი თვითონ აღქმის პერიოდში მოგონების ჩასახვის პირობებში უნდა ვეძიოთ.

   რეტროგრადული  ამნეზია არსებულ მოგონებათა დაკარგვას ნიშნავს: ადამიანს სრულიად ნორმალური მეხსიერება ჰქონდა და ერთბაშად რაიმე მიზეზის გამო სრულიად ავიწყდება 1) ან ყველაფერი განურჩევლად (ზოგადი ამნეზია) გარკვეული დროის მონაკვეთში (დროებითი ამნეზია) ანდა დროის მიუხედავად (ტოტალური ამნეზია) ან 2) ზოგი  რამ ავიწყდება შერჩევით, ვთქვათ მოგონებათა გარკვეული კატეგორია (ნაწილობრივი ამნეზია) შეიძლება რეტროგრადული ამნეზია სრული იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მეხსიერება სუბიექტს საზოგადოდ ჰქონდეს აღკვეთილი, ამნეზია მოგონებას ეხება და არა მეხსიერების ყველა ფორმას საზოგადოდ.

   ერთს ფსიქიკურად დაავადებულ მწერალს სრული ამნეზია ჰქონდა წინა წლების განცდათა მიმართ. იგი დიდიხნის განვლილი ამბების შესახებ, როგორც აწმყოს შესახებ ლაპარაკობდა მიუხედავად ამისა ავადმყოფის დროს მას მშვენივრად ახსოვდა სტენოგრაფია, რომელიც მან ამნეზიით დაზიანებულობის პერიოდში შეისწავლა: მოგონებები ამ პერიოდიდან სრულიად აღარ ჰქონდა, მაგრამ ამ დროს შეძენილი ცოდნაჩვევა ხელუხლებად ჰქონდა დარჩენილი.

   დროებითი რეტროგრადული ამნეზიის მშვენიერ მაგალითებს ტრამვის ნიადაგზე აღმოცენებული ე.წ. ტრამვატული ამნეზიის შემთხვევაში იძლევიან.

   ერთი კაცი სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა  მანქანის ქვეშ მოჰყვა და საკმაოდ დაზიანდა. ცობიერება რომ დაუბრუნდა მას მთელი იმ უბედური დღის ამბები კარგად ახსოვდა, გარდა ერთი პერიოდისა  - სამსახურიდან წამოსვლის მომენტისან ვიდრე ცნობიერების დაბრუნებამდე, ეს პერიოდი მას შემდეგშიც მეხსიერების გარეშე დარჩა (შტერნი)

   რეტროგრადული ამნეზია, რიბოს მიუხედავად უახლესი ამბების დავიწყებით იწყება და უძველესით თავდება. მაგრამ როგორც ჩანს „რიბოს კანონი“ სწორი არ უნდა იყოს, საქმე მოგონებათა სიძველეში კიარ არა მათ სისუსტეში და სირთულეში უნდა იყოს : ამნეზია უფრო სუსტი და რთული მოგონებების აღკვეთით იწყება და უფრო მტკიცესა და მარტივზე გადადის, რეტროგრადული ამნეზია გახსენების პერიოდის პერიოდის პირობებზეა ბევრის მხრივ დამოკიდებული, წინააღმდეგ ანტირეტროგრადულისა რომელიც უფრო სამახსოვრების პერიოდის პირობებითაა განსაზღვრული, გახსენების აქტი რთული ნებისმიერი აქტია იგი არაბუნებრივ ორიენტაციას მოითხოვს  - -ორიენტაციას წარსულისაკენ, მაშინ როდესაც ადამიანი ბუნებრივად აწმყოსაკენ არის მიმართული  - -იგი საკმაოდ დიდ დაძაბვას ავალებს სუბიექტს, გასაგებია  რომ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერი ეს ნორმალურად ვერ მიდინარეობდეს და რეტროგრადული ამნეზია იჩენს თავს.

   პერიოდული ამნეზია.  პიროვნების სრული შეცვლის ან გაორების შემთხვევაში გვხვდება, დავასახელოთ ორი შემთხვევა: 1) ერთს ახალგაზრდა ამერიკელ ქალს ერთი ღრმა გულწასულობის შემდეგ, ყველაფერი დავიწყდა თავისი არსებობის წინაპერიოდიდან, იგი აბსოლუტურად აღარ გრძნობდა თავის ძველ მე_ს და არც ძველად შეძენილი ცოდნა ჰქონდა დაცული, გარდა ისეთი ჩვევებისა როგორიცაა სიარული და სხვა. წერა- კითხვა მას ხელახლა უნდა ესწავლა, რამდენიმე თვის შემდეგ იგი ძილად დავარდა და გამოღვიძების შემდეგ ისევ ძველ პიროვნებად იგრძნო თავი: თავისი გულწასულობის შემდგომი დროის მან აბსოლუტურად არარაფერი იცოდა. ეს მდგომარეობა რამდენიმეჯერ განმეორდა და არც ერთხელ არ მომხდარა რომ ერთ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდში მას მეორე პერიოდის რაიმე გახსენებოდა. ერთ ადამიანში ნამდვილი ორი პიროვნება ცხოვრობდა, რომელნიც უერთიერთს სცვლიდნენ და ერთიერთის არაფერი იცოდნენ.

 2). კლასიკური შემთხვევა ფელიდისა (იზამის დაკვირვება) ამავე დაავადების გამოვლენას წარმოადგენს მაგრამ იმ გასხვავებით რომ აქ ნორმალურ მდგომარეობაში სუბიექტს არანორმალურის არაფერი არ ახსოვს, ხოლო არანორმალურ მდგომარეობაში მას თავისი ნორმალური პერიოდის მიმართ მეხსიერება კარგად აქვს დაცული.

   ამნეზია თავისებურ ფორმას წარმოადგენს ე.წ. აგნოზიები, რომელნიც ჩვეულებრივი საგნების ცნობის უნარის დაქვეითებაში და მაშასადამე აღქმის პეთოლოგიურ დაშლაში იჩენს თავს. აზნოზიით დაავადებული ჩვეულებრივი საგნების ცნობასაც სრულიად ვერ ახერხებს, მაგ: თავისი ცოლშვილის თავისი სამუშაო ოთახის ცნობას, მაშინ როდესაც სათანადო გრძნობათა ორგანოები სრულიადმდაუზიანებელი აქვს : ოპტიკური აგნოსიის შემთხვევაში ნორმალურია მხედველობა, აკუსტიკური აგნოზიის შემთხვევაში  - სმენა და ტაქტილურისაში - შეხება (ლაპმანი).

   აგნოზია როგორც ვხედავთ აღქმას ეხება და იმ მნენური პროცესების დაშლას წარმოადგენს რომელიც აღქმაში მონაწილეობენ მაგრამ არსებობს აგრეთვე პათოლოგიური შემთხვევები რომელნიც განცდის  გამოსახვისათვის საჭირო მოტორულ ჩვევათა დავიწყებაში იჩენს თავს. სახელდობრ აზრის სიტყვის საშუალებით გამოთქმისა (აფაზია) და ჩვეულებრივ მოქმედებათა შესრულების უნარის მოშლაში (აპრაქსია).

სპეციალურად : www.Qwelly.com _ისათვის

ნახვა: 2501

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters