ადამიანიც მაშინ გქვია და გერქვას ამინ!

თუ ძალგიძს დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე

და არ დაიბნე როცა თავგზა ებნევა ყველას,

თუ ძალგიძს სიმხნედ ,შემართებით და რწმენად იქცე

როცა შენ ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა,

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს

ცრუს გაუტანელს არ მიაგო, სიცრუე, ავი.

მოძულეს შენსას სიძულვილი შეუნდო მალე

და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი

თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,

მაგრამ ოცნების არასოდეს არ იქცე მონად.

გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდი

და ამ ორ თაღლითს მიაგებო ტოლად და სწორად

თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი

ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად.

იხილო ერთ დღეს დანგრეული სიცოცხლის დღენი

რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად.

თუ შეგწევს ძალა მაგიდაზე დაყარო ჩალად

რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით.

წააგო წყნარად წაგებული ჩათვალო არად

იშოვნო კვლავ და სასწორზე შეაგდო რისკით.

თუ შეგწევს ძალა წარბი შეკრა, მოთოკო გული

მოუხმო ნერვებს, გამაგრდე და ივარგო ასწელ...

და ეს კი მაშინ, როს სულიერად დაღლილს და დაცლილს

ნებისყოფაღა გეუბნება "წინ მეთქი გასწი!"

თუ შეგწევს ძალა ბრბოში იყო და დარჩე კაცად

მეფეებს ახლდე და გახსოვდეს მარადჟამ ხალხი.

შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად!

მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი!

თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი,

აზრით დატვირთო სამოცივე ფერხმარდი წამი.

მაშინ შენია შვილო ჩემო ეს მიწის ბურთი!

ადამიანი მაშინ გქვია, და გერქვას ამინ!!!

ტეგები: Qwelly, ადამიანი, პოეზია, ღირსება, შეგონება

ნახვა: 170

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სტრასბურგის სამართლიანობა რუსთავი ორის საქმეზე - ევროპა პროევროპელებსაც არ ინდობს!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2019.
საათი: 11:39pm 0 კომენტარი

      თამამად შეიძლება დღევანდელ დღეს რუსთავი ორის სტრასბურგული განაჩენის დღე ვუწოდოთ, რადგან სიახლეების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. სხვა ნიუსებში კი განათლების საკითხები ისმოდა, ცოტ-ცოტა…

გაგრძელება

სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 17, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია…

გაგრძელება

თემიდას კლანი, გოგებაშვილის განათლება, გადამეტებული პოლიციელობანა და კალაძის ქალაქი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ტემპერატუა 20 ივნისის საქმეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩერნობილის გრადუსს - დაკავებების ორმხრივი სერია მიმდინარეობს პარალელური აქციებით. ასევე თბილისს აქვს ახალი ანონსები, ხოლო აზერბაიჯანს ახალი…

გაგრძელება

ზაფხულის განზოგება - ვლაქერნობა, დაკავებული პოლიციელები, გარეჯის პრობლემა და დედა ენა სკოლებში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      შუა ზაფხულის შუა დღე - ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნა, ხოლო ამინდს რაც შეეხება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელიო. ბარემ მომავალზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters