გრძელდება „სიამოვნების ხის“ შესახებ მსჯელობა. ირკვევა, რომ თვითრეფლექსია უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც თქვენ წარმატებას მიაღწიეთ სიამოვნების გზაზე, ვიდრე მაშინ, როდესაც თქვენ წარუმატებელი ხართ. ეს იმიტომ, რომ წარუმატებლობა თვითონ გიბიძგებთ თვითრეფლექსიისაკენ, როდესაც წარმატებულობა, ანუ იმის განწყობა, რომ სიამოვნების კონტინუუმში მოხვდით, თვითრეფლექსიის საწინააღმდეგო გზაზე გაყენებთ.
- - - - - - -
„სიამოვნების ხე“ არის თქვენი ინდივიდუალური სიამოვნებების იერარქია, ანუ სიამოვნებების დალაგება, იმისდა მიხედვით, რა განიჭებთ სიამოვნებას ყველაზე მეტად და რა - ყველაზე ნაკლებად. ცხადია, სხვადასხვა ასაკში „სიამოვნებების ხე“ სხვადასხვანაირია: თუკი თქვენ თვითრეფლექსიას თინეიჯერულ ასაკში დაიწყებთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ყველაზე მეტ სიამოვნებას სექსი განიჭებთ, ხოლო რამდენიმე წელიწადში, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ძალები არ დასუსტებულა, შესაძლებელია, სიამოვნების ყველაზე მეტად მომნიჭებელი კონცერტზე ყოფნა, ვარჯიში, ან საზოგადოების წინაშე სიტყვით წარმატებული გამოსვლა იყოს.
„სიამოვნების ხის“ აგებისას, მთავარია დაადგინოთ სიამოვნებების იერარქია და სიამოვნებათა კავშირი ერთმანეთთან: ხე ყველაზე სრულყოფილი მაშინაა, თუკი დაადგენთ, თუ როგორ გადადიან სიამოვნებები ერთმანეთში: მაგ., თუკი თქვენ პოლიტიკოსი ან ბიზნესმენი ხართ და თქვენი მაქსიმალური სიამოვნება ძალაუფლების მანიფესტაციაა, უნდა დაფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს თქვენთვის ძალაუფლების მანიფესტაცია, მასების მქუხარე ტაშს, სიტყვით რომ გამოდიხართ, ნებისმიერ ადგილას თქვენ მიმართ გამოხატულ პატივისცემას, იმის ცოდნას, რომ თქვენი ძალისხმევით ქვეყანა (ან, თქვენი ბიზნესი) ეკონომიკურად ათჯერ უფრო მეტად განვითარდა, ვიდრე თქვენამდე, თუ სექსს ნებისმიერთან, ვისთანაც მოინდომებთ?
ამის შემდეგ, თქვენ უნდა დაადგინოთ, თუ რა არის მეორე ან მესამე რიგის სიამოვნებები და როგორ შეიძლება ამ მეორე და მესამე რიგის სიამოვნებების გამოყენება მთავარი სიამოვნების მისაღწევად. თუკი ვერ იპოვეთ გზა მთავარი სიამოვნებისაკენ, რომელიც სხვა, თქვენთვის უფრო დაბალი ხარისხის სიამოვნებებზე გადის, სავარაუდოა, რომ ის, რაც თქვენ მაქსიმალური სიამოვნება გგონიათ, ასეთი არ არის: ის ან ინსტრუმენტია სხვა, თქვენთვის ჯერ უცნობი სიამოვნების გზაზე, ან ის ტანჯვაა, რომელიც მხოლოდ თქვენი და სხვების ტანჯვით მიიღწევა.
ასე აზროვნებით თქვენ ნელ-ნელა მიხვალთ მეორე კითხვამდე, ანუ კითხვამდე თქვენი სიამოვნებების მდგრადობის შესახებ.
ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თვითრეფლექსია უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც თქვენ წარმატებას მიაღწიეთ სიამოვნების გზაზე, ვიდრე მაშინ, როდესაც თქვენ წარუმატებელი ხართ. ეს იმიტომ, რომ წარუმატებლობა თვითონ გიბიძგებთ თვითრეფლექსიისაკენ, როდესაც წარმატებულობა, ანუ იმის განწყობა, რომ სიამოვნების კონტინუუმში მოხვდით, თვითრეფლექსიის საწინააღმდეგო გზაზე გაყენებთ.
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
| |
ტეგები: Qwelly, თევზაძე, სიამოვნება, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•