რამდენად შესაძლებელია, თქვენი სიამოვნება იყოს მეტ-ნაკლებად მუდმივი, რამდენად გაქვთ ამ სიამოვნების მიღების, როგორც სოციალური, ასევე, ფიზიკური შესაძლებლობა? დიდი მიზნები ძალიან ზუსტ თვითრეფლექსიას საჭიროებს. რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო მეტი შანსია, რომ ამ მიზნამდე თქვენ სიამოვნებების გზას კი არა, არამედ თქვენი და სხვების ტანჯვების გზას მიჰყავხართ. საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენი მიზანი თქვენი და სხვების ტანჯვა გახდა.

- - - - - - -

      მას შემდეგ, რაც უკვე იცით, თუ როგორია თქვენი სიამოვნებების იერარქია, უნდა იფიქროთ იმის შესახებ, თუ რამდენად მდგრადია თქვენი სამიზნე სიამოვნება, ანუ, რამდენად შესაძლებელია თქვენი სიამოვნება იყოს მეტ-ნაკლებად მუდმივი, რამდენად გაქვთ ამ სიამოვნების მიღების, როგორც სოციალური, ასევე ფიზიკური შესაძლებლობა.

      სოციალური შესაძლებლობა ნიშნავს, თუ რამდენად არის შესაძლებელი თქვენს სოციალურ გარემოში თქვენთვის სამიზნე სიამოვნების მიღება. თუკი ამ კონკრეტული სიამოვნების მიღება აკრძალულია, მაშინ თქვენ კარგად უნდა დაფიქრდეთ მთავარი სიამოვნების მიღებისაკენ მიმავალ სიამოვნებების გზაზე: ხომ არ არის ამ სიამოვნების მიღწევა უფრო მეტად ტანჯვასთან დაკავშირებული და თქვენვე ხომ არ გიქმნით საფრთხეს? თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სიამოვნების მისანიჭებლის აკრძალვის წინააღმდეგ ბრძოლა. თუკი ეს არ შეგიძლიათ და ეს ბრძოლა მხოლოდ ტანჯვის მომნიჭებელია, მაშინ უნდა შეეცადოთ, ან ჩაანაცვლოთ სიამოვნება, ან, მოძებნოთ ისეთი სოციალური გარემო, სადაც თქვენი სამიზნე სიამოვნება აკრძალული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უფრო მეტ ტანჯვას მიიღებთ, ვიდრე სიამოვნებას და თქვენ მიერ სიამოვნების მიღებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები და თქვენი გარემო.

      მაგალითად, თქვენი სამიზნე სიამოვნება პოლიტიკური ლექსების წერაა. ამ დროს, თქვენს სახელმწიფოში პოლიტიკური ლექსების წერა ისჯება სამუდამო პატიმრობით და ხანდახან - სიკვდილით. თქვენ ან უნდა გახდეთ პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იბრძოლებს იმისათვის, რომ ეს აკრძალვა მოიხსნას, ან უნდა წახვიდეთ ემიგრაციაში, თუკი პოლიტიკოსობა თქვენ არავითარ სიამოვნებას არ განიჭებთ. იგივე შეიძლება ითქვას, თუკი თქვენ გეი ხართ და თქვენი სოციალური სისტემა სჯის სექსუალურ უმცირესობებს. უნდა დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რამდენად შეგიძლიათ იყოთ პოლიტიკოსი, რომელიც გეების უფლებებს დაიცავს. იყოთ პოლიტიკოსი და ასე მიაღწიოთ გეეებისთვის პრივილეგიებს ფარულად, პოლიტიკური ძალაუფლების გზით, არ არის სიამოვნების მიღწევის გზა, რადგან, სავარაუდოა, რომ ამ თქვენს ტყუილს გამოიყენებენ თქვენი პოლიტიკური მოწინააღდეგეები და დააზარალებენ არა მარტო თქვენს გარემოს, არამედ, თქვენც. ანდა, მაგალითად, თქვენი მიზანია ძალიან დიდი ფულის ქონა. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა განსაზღვროთ, რამდენად მიგიყვანთ გარემოს და სხვა ადამიანების არადამაზიანებელი სიამოვნებების მიბჯრა ამ მიზნამდე. თუკი ეს შეუძლებელია, თქვენ ან უნდა მოძებნოთ ისეთი სოციუმი, სადაც ეს შესაძლებელია, ან უარი თქვათ ამ მიზანზე და იპოვოთ ახალი.

      რაც შეეხება ფიზიკურ შესაძლებლობებს: თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ფიზიკური და ფიზიოლოგიური შესაძლებლობები თქვენი მიზნის შესაბამისია. მაგალითად, თუკი თქვენი მიზანი არის ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონობა, ან ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატობა, კარგად უნდა გაზომოთ საკუთარი შესაძლებლობები. იქნებ უმაღლესი სიამოვნება იმავე სფეროებში მასწავლებლობით მიიღოთ.

      დიდი მიზნები ძალიან ზუსტ თვითრეფლექსიას საჭიროებს. რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო მეტია შანსი, რომ ამ მიზნამდე თქვენ სიამოვნებების გზას კი არა, არამედ თქვენი და სხვების ტანჯვის გზას მიჰყავხართ. საბოლოოდ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენი მიზანი თქვენი და სხვების ტანჯვა გახდება.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თევზაძე, სიამოვნება, ფილოსოფია

ნახვა: 296

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters