– ვიდრე ჩემს ადგილს დავიკავებდი, მონამ ფეხები დამაბანინაო, – განაგრძობდა არისტოდემოსი. – ამასობაში მეორე მონა მოვიდა და ამბავი მოიტანა – სოკრატე უკან გაბრუნებულა, მეზობლის ჭიშკართან დგას და, თუმცა ვთხოვე, არ ისურვა გამომყოლოდაო, – საკვირველია, ღმერთმანი, – თქვა აგათონმა, – წადი, ერთხელ კიდევ სთხოვე და არაფრით უკან გაბრუნება არ დაანებო. მაშინ მე ვუთხარი, – ჰყვებოდა არისტოდემოსი, – არ გინდა, მოეშვით-მეთქი. სოკრატეს აგრე სჩვევია: ხანდახან განმარტოვდება და დგას ასე თავისთვის. მე მგონია დიდხანს აღარ გვალოდინებს, ოღონდ მოეშვით, ნუ შეაწუხებთ. – თუ აგრეა, რა გაეწყობა, – თქვა აგათონმა, – თქვენ კი, ბიჭებო, დატრიალდით, გვიმასპინძლეთ ჩვენ – დანარჩენებს. თქვენის სურვილისამებრ მოგვართვით ყველაფერი. როგორც ყოველთვის, დღესაც თქვენთვის მომინდვია ეგ საქმე. წარმოიდგინეთ, რომ მე და ჩემი მეგობრები თქვენი სტუმრები ვართ და გვემსახურეთ ისე, რომ ჩვენი მადლობა დაიმსახუროთ.
– ამის შემდეგ ნადიმიც დაიწყოო, – ჰყვებოდა არისტოდემოსი, – სოკრატე კი მაინც არ ჩანდა. აგათონმა რამდენჯერმე დააპირა მონის გაგზავნა სოკრატეს მოსაყვანად, მაგრამ არისტოდემოსმა არ დართო ნება. წინააღმდეგ თავისი ჩვეულებისა, სოკრატეს დიდხანს აღარ დაუგვიანია და, როცა მოვიდა, სტუმრები შუა ჭამაში იყვნენ მხოლოდ. მაშინ აგათონმა, რომელიც შემთხვევით მარტო იჯდა სუფრის კიდეში, წამოიძახა: – აქ მო, ჩემო ძვირფასო, გვერდით მომიჯექ და ამრიგად მაზიარე იმ მაღალ სიბრძნეს, წეღან ალაყაფის კართან რომ მიემთხვიე; რადგან შენ, ალბათ, უკვე ჰპოვე, რასაც ეძებდი, თორემ რა მოგაცვლევინებდა ფეხს იმ ადგილიდან?
სოკრატე გვერდით მიუჯდა აგათონს და ასე უთხრა: – ნეტავი, ორი სულის სიახლოვით მართლაც შეიძლებოდეს ერთი სულიდან მეორეში სიბრძნის გადასხმა, ისევე როგორც წყალი გადაისხმება სავსე თასიდან ცარიელში, როცა მათ მკედით შეაერთებენ ხოლმე[1]. სიბრძნეც რომ ამ ბუნებისა იყოს, ბედნიერებად მივიჩნევდი შენს გვერდით ჯდომას, რადგან მაშინ მე ავივსებოდი შენი უხვი და კეთილი სიბრძნით. ჩემი სიბრძნე მქრქალია და მოჩვენებითი, როგორც სიზმარი, შენი კი ბრწყინვალეა და დიდებული; ამას მოწმობს ის ნათელი შარავანდედი, რომლითაც შემოსა მან შენი ყმაწვილკაცობა და ასე წარგადგინა გუშინ ოცდაათი ათასი ელინის წინაშე.
– ო, რა მწარე ენა გაქვს, სოკრატე, – თქვა აგათონმა, – მაგრამ მალე დიონისეს მოვუხმობთ მსაჯულად[2] და დაე მაშინ გამოჩნდეს ორივეს სიბრძნე. მანამდე კი მიირთვი რამე.
თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბაჩანა ბრეგვაძემ
| |
[1] თანახმად კაპილარობის პრინციპისა.
[2] ე.ი. ღვინის სმას შევუდგებით.
შენიშვნა: სტატიის სათაური, სტატიის ავტორის მეირ თემატურად შერჩეული სათაურია და არ წარმოადგენს წიგნის ავტორისეულ ვარიანტს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•