სოკრატეს შემთხვევით გადავეყარეო – მიამბობდა არისტოდემოსი, – კარგად განბანილიყო და ფეხთ სანდლები ჩაეცვა, რაც ნაკლებად სჩვეოდა მას. ვკითხე – აგრე მორთულ-მოკაზმული სად მიხვალ-მეთქი. – აგათონთან მივდივარ ვახშმად, – მიპასუხა მან, – გუშინ ბრბოის ღრიანცელმა დამაფრთხო და მსხვერპლშეწირვაზე დასწრებას თავი ავარიდე; დღეისთვის კი შევპირდი, უთუოდ გეწვევი-მეთქი. აგრე გულდასმითაც მიტომ მოვრთულვარ, რომ მშვენიერს მშვენივრად მორთული ვეახლო[1]. შენ კი რას იტყვი, არისტოდემოს, – დაუმატა – მართალია, აგათონს არ უთხოვია მეწვიეო, მაგრამ მე რომ გთხოვო, ხომ ვერ წამყვები მასთან? – როგორც მიბრძანებ - მეთქი, – მივუგე მე. – მაშ გავწიოთ ერთად, რათა შევცვალოთ ძველი ანდაზის აზრი და დავამტკიცოთ, რომ კარგ სტუმარს შეუძლია დაუპატიჟებლად მიადგეს კარზე კარგ მასპინძელს[2]. ჰომეროსი ხომ, როგორც ჩანს, არა მარტო ცვლის, ამახინჯებს კიდეც ამ ანდაზას: იგი გვიხატავს აგამემნონს, როგორც ძალგულოვან მებრძოლს, ხოლო მენელაოსს – როგორც „ჯაბან მეომარს“[3] და ეს უკანასკნელი დაუპატიჟებლად მიჰყავს ლხინზე[4], რომელსაც აგამემნონი იხდის მსხვერპლშეწირვის შემდეგ, ე.ი. უარესი მიჰყავს უკეთესთან. ამაზე მე მივუგე: – ვაითუ ისე სულაც არ გამოვიდეს, როგორც შენ ამბობ, სოკრატე, და, ჰომეროსის თქმისა არ იყოს, მე საბრალო დაუპატიჟებლად მივადგე კარზე სიბრძნით სახელგანთქმულ კაცს. მაგრამ შენ მეპატიჟები და შენვე მოიფიქრე რამე ჩემს გასამართლებლად, რადგან, იცოდე, იქ პირდაპირ განვაცხადებ, არ ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ სოკრატემ ძალით წამომიყვანა-მეთქი. – ორნი რომ ვიქნებით, გზადაგზა უკეთ მოვიფიქრებთ, რა უნდა ვთქვათ[5], – მიპასუხა მან – ახლა კი გავწიოთ.
რაკი ასე გადაწყდა, კვლავ გზას გავუდექითო – განაგრძობდა არისტოდემოსი. – გზაში სოკრატე ფიქრს მიეცა და თანდათან ნაბიჯს უკლო. მე დაცდა დავაპირე, მაგრამ მან მიბრძანა წინ მევლო. აგათონის სახლს რომ მივადექი, კარი ღია დამხვდა და, აი, სწორედ აქ, ფრიად სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მყისვე გამომეგება ერთი მსახურთაგანი და პირდაპირ იქ შემიყვანა, სადაც სხვა სტუმრები უკვე მისხდომოდნენ სუფრას. – სწორედ რომ დროზე მოხველ, არისტოდემოს, – წამოიძახა აგათონმა ჩემი დანახვისთანავე, – თუ სხვა რამისთვის გარჯილხარ, კეთილინებე და ეგ საქმე შემდეგისთვის გადასდე. მე გუშინაც ვაპირებდი შენს დაპატიჟებას – გეძებდი და ვერ გნახე ვერსად. მაგრამ, სოკრატე რატომ არ მოგყავს თან? – მე უკან შევბრუნდიო, – ჰყვებოდა არისტოდემოსი, – მაგრამ ვაი ამ შებრუნებას: სადაა სოკრატე? – წეღან ერთად მოვდიოდით და, მართალი გითხრა, აქაც სწორედ მან მომიპატიჟა-მეთქი, – მივუგე. – კარგადაც მოქცეულა, – თქვა აგათონმა, – მაგრამ თვითონ სადღაა? – აქამდე უკან მომყვებოდა და მეც ვერ გამიგია, სად უნდა წასულიყო-მეთქი, – ვუპასუხე. – ბიჭო, – უბრძანა აგათონმა მონას, – გასწი, მონახე სოკრატე და აქ მოგვიყვანე, შენ კი, არისტოდემოს, – მომიბრუნდა მე, – გთხოვთ დაიკავო ადგილი ერიქსიმახოსის გვერდით.
თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბაჩანა ბრეგვაძემ
| |
[1] დედანში ასეა: ταῦτα δὴ ἐκαλλωπισάμην, ἵνα καλὸς παρὰ καλὸν ἴω
[2] ეს პასაჟი ბერძნულ სიტყვათა მსგავსებაზეა აგებული და ამიტომ თარგმანში მისი გადმოცემა შეუძლებელია. ანდაზის პირვანდელი ფორმა ასეთია: αὐτόματοι ἀγαθοί ἀγαθώ ἐπὶ δαῖτας ἴασιν, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს: კარგები კარგთან თავისით, ე. ი. დაუპატიჟებლად მიდიან ნადიმზე. პლატონმა, როგორც ჩანს, შეცვალა, „ἀγαθώ“ „Ἀγάθων᾽“-თი და, ამრიგად, მივიღეთ: αὐτόματοι ἀγαθοί Ἀγάθων᾽ ἐπὶ δαῖτας ἴασιν, რაც ნიშნავს კარგები აგათონთან თავისით, ე. ი. დაუპატიჟებლად მიდიან ნადიმზე. სახელი აგათონი (Ἀγάθων) წარმოსდგება სიტყვიდან άγαός - კარგი.
[3] დედანშია: „ილიადაში“ (XVII, 586-88) აპოლონი ასე მიმართავს ჰექტორს: "Έκτορ, τίς κέ σ' έτ' άλλος Αχαιών ταρβήσειεν"
οίον δή Μενέλαον υπέτρεσας, ός τό πάρος περ
μαλθακός αιχμητής...
[4] იხ. „ილიადა“, II, 408.
[5] იხ. „ილიადა“, X, 224-225.
შენიშვნა: სტატიის სათაური, სტატიის ავტორის მეირ თემატურად შერჩეული სათაურია და არ წარმოადგენს წიგნის ავტორისეულ ვარიანტს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•