რენე დეკარტი - მსჯელობა მეთოდის შესახებ

გონების კარგად წარსამართად და მეცნიერებებში ჭეშმარიტების საძიებლად*

      მოცემული მსჯელობა, ერთბაშად წასაკითხად თუ ძალზე ვრცელი გეჩვენოთ, შეგიძლიათ, ექვს ნაწილად დაყოთ: პირველ ნაწილში აღმოჩნდება სხვადასხვა მოსაზრება მეცნიერებათა შესახებ: მეორეში - ავტორის მიერ მიკვლეული მეთოდის ძირითადი წესები; მესამეში - ზნეობის ზოგიერთი წესი, რომელიც ამავე მეთოდის საფუძველზეა შემუშავებული; მეოთხეში - მოსაზრებები, რომელთა მეშვეობითაც იგი ამტკიცებს ღმერთისა და ადამიანის სულის არსებობას და წარმოადგენს მისივე მეტაფიზიკის საფუძველს; მეხუთეში - მის მიერ გამოკვლეული ფიზიკის საკითხთა რიგი; კერძოდ, იგი იკვლევს გულის მუშაობას და მედიცინის ზოგიერთ სხვა სირთულეს, ასევე, ადამიანისა და ცხოველის სულს შორის არსებულ სხვაობას; ბოლო ნაწილში საუბარია იმის თაობაზე, თუ რა მიაჩნია მას საჭიროდ, ბუნების კვლევისას უწინდელზე მეტი წარმატების მისაღწევად და ასევე, რა მოსაზრებებით დაიწერა ეს თხზულება.

ნაწილი I

რენე დეკარტი, დეკარტე, მსჯელობა, მეთოდი, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

      საღი გონება /ლე ბონ სენს/ ერთობ კარგად განაწილებული რამ გახლავთ ამქვეყნად: ყოველ ადამიანს თავი ამ სიკეთით იმდენად უხვად ჰგონია აჯილდოებული, რომ იმათაც კი _ ნებისმიერი სხვა რამ ძალზე ძნელად რომ აღავსებს მათი სურვილების საწყაულს, ჩვეულებრივ, აკმაყოფილებთ ის გონება, რაც აბადიათ. უსაფუძვლოა იმაზე ფიქრი, რომ ამ შემთხვევაში ყველა ცდებოდეს; ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ მართებული განსჯისა და მცდარისაგან ჭეშმარიტის გარჩევის უნარი _ სწორედ ის, რასაც საღ აზრს ანუ გონებას /ლა რაისონ/ უწოდებენ, ბუნებით ყველა ადამიანს მომადლებული აქვს თანაბრად; ასე რომ, ჩვენ თვალსაზრისთა /ლეს ოპინიონს/ სხვაობის მიზეზი გახლავთ არა ის, რომ ერთნი სხვებზე მეტად გონიერები არიან, არამედ მხოლოდ ის, რომ აზრებს სხვადასხვა მიმართულებით წარვმართავთ და ერთი და იმავე საგნებს არ განვიხილავთ. არ კმარა გქონდეს კარგი გონება, მთავარია იგი კარგად გამოიყენო. ყველაზე დიად სულებში ჩაბუდებულია როგორც უდიდესი მანკიერების, ისე უდიდესი სიქველის შესაძლებლობა; და ის, ვინც ძალზე ნელა მიდის, თუ მუდამ სწორ გზას მიყვება, შესაძლოა, უფრო მეტად დაწინაურდეს, ვიდრე ის, ვინც გარბის და ამ გზას შორდება.

      პირადად მე, არასდროს მგონებია, რომ ჩემი გონება სრულყოფილებით რაიმეთი აჭარბებდა ჩვეულებრივ გონებას; ხშირად სურვილიც კი მიჩნდებოდა მქონოდა ისეთივე სხარტი აზროვნება, ანდა ისეთივე ნათელი და მკაფიო წარმოსახვა, ანდა ისეთივე უსაზღვრო და ჩინებული მეხსიერება, როგორც ზოგიერთებსა აქვთ; ამ თვისებათა გარდა, სხვა არაფერი მეგულება ისეთი, გონების სრულყოფილებას რომ ადასტურებდეს. რაც შეეხება გონებას ანუ აზრს _ ერთადერთს, რაც ჩვენ ადამიანებად გვხდის და ცხოველებისაგან განგვასხვავებს, _ ჩემი აზრით, მას ყოველი ადამიანი სრულად ფლობს. ამ შემთხვევაში ვიზიარებ ფილოსოფოსთაგან ზოგადად მიღებულ შეხედულებას: მეტნაკლებობა შეიძლება ახასიათებდეს მხოლოდ აქციდენციებს[1], და არამც და არამც ერთი და იმავე გვარის ინდივიდუმთა ფორმებსა თუ ბუნებას.

      არც იმის თქმას დავერიდები, რომ სიჭაბუკეშივე დიდად გამიმართლა და გადავაწყდი რამდენიმე გზას, რომლებმაც იმგვარ მოსაზრებებამდე და მაქსიმებამდე მიმიყვანეს, რომ მათ საფუძველზე შემუშავებული მეთოდით, ვფიქრობ, შემიძლია ჩემი ცოდნა თანდათან გავაფართოო და ნელი-ნელ ავამაღლო იმ ბოლო საფეხურამდე, რისი მიღწევის შესაძლებლობასაც ჩემი საშუალო გონება და ხანმოკლე სიცოცხლე მომცემენ. ამ მეთოდის წყალობით გარკვეულ შედეგებს უკვე მივაღწიე; მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე

      მსჯელობისას ყოველთვის ვცდილობ თავდაჯერებულობაზე მეტად უნდობლობისაკენ გადავიხარო; როდესაც ფილოსოფოსის თვალით ვუმზერ ადამიანთა სხვადასხვა ქმედებასა და წამოწყებას, თითქმის ყოველი მათგანი ფუჭი და უსარგებლო მეჩვენება. ამიტომ უდიდეს კმაყოფილებას მგვრის ის წარმატება, რომელსაც, ჩემი აზრით, უკვე მივაღწიე ჭეშმარიტების ძიებისას და სამომავლოდაც ის მაიმედებს, რომ თუ ჭეშმარიტად ადამიანურ საქმიანობებს შორის არის რაიმე მართლაც ღირებული და მნიშვნელოვანი, მაშინ, გავბედავ და ვიფიქრებ: ეს სწორედ ის საქმიანობა გახლავთ, მე რომ ავირჩიე.

      თუმცა, შეიძლება ვცდები კიდეც და სპილენძი და შუშა ოქრო და ალმასი მგონია. ვიცი, რაოდენ ხშირად ვცდებით ხოლმე, როდესაც საქმე თავად ჩვენ გვეხება, ისიც ვიცი, როგორი ეჭვით უნდა მოვეკიდოთ მეგობრების მიერ ჩვენ სასარგებლოდ გამოთქმულ აზრებს; მაგრამ ამ მსჯელობაში სიამოვნებით გავაშუქებ გზებს, რომელთაც მივუყვებოდი და საკუთარ ცხოვრებას სურათივით წარმოგი- ჩენთ, რათა მასზე მსჯელობა შეეძლოს ყველას, ხოლო მის შესახებ დარხეული ხმებიდან შემეძინა სწავლების ახალი წესი, რომელიც შეემატებოდა იმათ, რომლითაც, ჩვეულებრივ, ვხელმძღვანელობ ხოლმე.

      ამით სრულიადაც არ მსურს ამ თხზულებით ვინმეს ვასწავლო ის მეთოდი, რომელსაც საკუთარი გონების კარგად წარსამართად უნდა მიჰყვეს; უბრალოდ, მწადია ვაჩვენო ის, თუ როგორ ვეცადე ჩემი გონების წარმართვას. სხვათა დამოძღვრის მოსურნე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თავად დასამოძღვრავზე უფრო გაწაფულია; მისი მცირედი შეცდომაც კი კილვას იმსახურებს. მე კი ამ თხზულებას მკითხველს ვთავაზობ მხოლოდ ამბად, ანდა, თუ გნებავთ, გამონაგონად, სადაც ზოგიერთ ყურადსაღებ მაგალითთან ერთად, შესაძლოა, ისეთ რამესაც გადააწყდეთ, რომელთა მიყოლა არც არის მართებული; და მაინც, ვიმედოვნებ, რომ ზოგისთვის იგი სასარგებლო იქნება, ვნებით _ არავის ავნებს, ხოლო გულწრფელობისათვის, მჯერა, ყველანი მადლობელნი დამრჩებიან.

      ბავშვობიდანვე დავეწაფე მეცნიერებებს, რაკი მარწმუნებდნენ, რომ მათი მეშვეობით შეიძლებოდა ყოველივეს მყარი და საიმედო, ცხოვრებისათვის სასარგებლო ცოდნის შეძენა. დიდი მოწადინებით ვსწავლობდი, მაგრამ როგორც კი აღვისრულე საწადელი, რაც, ჩვეულებრივ, სწავლულთა რიგებში მიღებით მთავრდება, აზრი სავსებით შემეცვალა. ეჭვი მღრღნიდა და მრავალი შეცდომა მოსვენებას არ მაძლევდა; განათლებით მიღებულ ერთადერთ სარგებლად მეჩვენებოდა ის, რომ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი საკუთარ უვიცობაში. არადა ვსწავლობდი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში[2] და მწამდა _ თუ ქვეყნად სადმე სწავლული არსებობდა, აქ იყო თავმოყრილი. შევისწავლე ის მეცნიერებები, რასაც მეც და სხვებსაც გვასწავლიდნენ და რაკი არ მაკმაყოფილებდა ეს ყოველივე, რაც კი რამ წიგნი ხელთ ჩამივარდა ყველაზე საინტერესოდ და იშვიათობად მიჩნეულ მეცნიერებებზე, ყველა წავიკითხე; ამასთანავე, კარგად ვიცოდი, რასაც ჩემზე ფიქრობდნენ; ვერ ვიტყვი, უფრო დაბალი განათლების მქონედ მთვლიდნენ, ვიდრე ჩემს თანაჯგუფელებს, რომელთაგანაც ზოგი ჩვენ მასწავლებელთა შემცვლელებადაც კი ეგულებოდათ. მეჩვენებოდა, რომ გამორჩეული გონების სიუხვითჩვენი საუკუნე წინა, გარდასულ ეპოქებთან შედარებით არანაკლებად ყვაოდა. სწორედ ამის გამო გავბედე, ჩემებურად მემსჯელა ყველაფერზე და მეფიქრა: ქვეყნად არც ერთი მოძღვრება არ გამოდგა იმგვარი, როგორითაც უწინ მაიმედებდნენ.

      ნათქვამის მიუხედავად, მაინც ვაფასებდი სავარჯიშოებს, რომლებსაც იყენებენ სკოლებში. ვიცოდი, რომ იქ ნასწავლი ენები აუცილებელია ძველი თხზულებების გასაგებად; რომ მშვენიერი თქმულებები აცხოველებენ მოზარდის გონებას; რომ ღირსსახსოვარი ისტორიული მოვლენების გაცნობა აკეთილშობილებს მას, ხოლო სათანადო შერჩევით წიგნების კითხვა ავითარებს სწორი მსჯელობის უნარს; რომ კარგი წიგნების კითხვის დროს ადამიანი თითქოს ესაუბრება ავტორებს _ გარდასულ საუკუნეთა მეტად პატივსაცემ ადამიანებს; თანაც ეს ურთიერთობა წინასწარ შემზადებულია; ისინი მხოლოდ თავიანთ საუკეთესო აზრებს გვთავაზობენ; რომ მჭევრმეტყველება შეუდარებელ ძა ლასა და მშვენიერებას გვაზიარებს; რომ პოეზიის ხიბლი და სინატიფე მომაჯადოებლად მოქმედებს; რომ მათემატიკა საოცრად გამჭრიახი მიგნებებით, დიდად ეხმარება ადამიანებს ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ, გაიადვილონ ხელობათა დაუფლება და შეიმსუბუქონ შრომა; რომ ზნე-ჩვეულებათა ამსახველი თხზულებები მრავალ ძალზე სასარგებლო რჩევა-დარიგებას იძლევა და მკითხველს სათნოებისაკენ მოუწოდებს; რომ თეოლოგია ღვთიური სამყაროს შეცნობაში გვეხმარება; რომ ფილოსოფიის ცოდნით დამაჯერებლად ვისაუბრებთ ბევრ რამეზე და ნაკლებმცოდნეთა აღტაცებასაც გამოვიწვევთ; რომ სამართლისმცოდნეობა, მედიცინა და სხვა მეცნიერებები პატივისა და სიმდიდრის წყაროა მათთვის, ვისაც ისინი ხელობად გაუხდია; დაბოლოს, კარგი იქნება ყველა მეცნიერების, თუნდაც მცდარობასა და ცრურწმენაზე დაფუძნებულთა შესწავლა, რათა შევიმეცნოთ მათი ჭეშმარიტი ღირებულება და თავი დავიცვათ მათი მცდარობისაგან.

      ჩემი აზრით, საკმაო დრო დავუთმე ენების შესწავლას და ძველ წიგნებში ისტორიული ამბებისა და ლეგენდების კითხვას. სხვა საუკუნეთა ავტორებთან საუბარი თითქმის მოგზაურობის ტოლფასია. ერთობ სასარგებლოა ხალხთა ზნე-ჩვეულებების ცოდნაც, რათა უფრო საღად ვიმსჯელოთ ჩვენსაზე და არ გვეგონოს, რომ ყველაფერი _ რაც ჩვენებური არ არის _ სასაცილო და უგუნურია, როგორც ეს სჩვევიათ უმეცართ. მაგრამ ერთიც არის ყურადსაღები: ვინც ბევრს მოგზაურობს, თანდათან უცხოვდება საკუთარ ქვეყანაში, ხოლო ვინც დღენიადაგ ჩაჰკირკიტებს გარდასულ საუკუნეთა ამბებს, ჩვეულებრივ, მისივე საუკუნის მოვლენებში ვეღარ ერკვევა. გარდა ამისა, თქმულებები და იგავები ხშირად სარწმუნოდ წარმოგვიდგენენ მრავალ სრულიად შეუძლებელ მოვლენას; მაგრამ ყველაზე მეტად მიუკერძოებელი მატიანეები, რომლებიც მოვლენათა მნიშვნელობას ობიექტურად აფასებენ _ არც აზვიადებენ და არც აკნინებენ მას _ რათა ისტორია უფრო საინტერესო საკითხავი გახადონ, თითქმის ყოველთვის უარს ამბობენ წერონ უზნეობასა და ნაკლებად ღირსსახსოვარ მოვლენებზე. ყოველივე ამის გამო სიმართლით აღწერილიც საეჭვოდ და სინამდვილესთან შეუსაბამოდ გვეჩვენება; ამიტომ ვინც თავისი ქცევით ბაძავს ამ მატიანეებიდან აღებულ მაგალითებს, შესაძლოა, აღმოჩნდეს ჩვენი რომანების ახირებული პერსონაჟების _ მოხეტიალე რაინდების უცნაურ თავგადასავალთა რკალში და მოიწადინოს ისეთი რამ, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება.

      მე ძალზე ვაფასებდი მჭევრმეტყველებას, შეყვარებული ვიყავი პოეზიაზე, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ერთიცა და მეორეც უმალ გონების /ლ ’ ესპრიტ/ მადლია, ვიდრე სწავლისა. ვისაც განსჯის ძლიერი უნარი აქვს და ნათლად, გასაგებად აყალიბებს საკუთარ აზრებს, შეუძლია ბოლომდე დაგვარწმუნოს თავის ნათქვამში, თუნდაც მეტყველებდეს მდაბიო ბრეტონულით და რიტორიკაზე წარმოდგენაც არ ჰქონდეს; ვინც ძალზე საინტერესოდ თხზავს და შეუძლია ასევე ერთობ ხატოვნად და ნატიფად გამოთქვას თავისი ნაფიქრ- ნააზრევი, უთუოდ საუკეთესო პოეტი იქნება, თუნდაც არ იცნობდეს პოეზიის ხელოვნებას.

      განსაკუთრებით მომწონდა მათემატიკა, მისი დებულებების უდავობისა და სიცხადის გამო; ვამჩნევდი, რომ იგი ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა სა- თანადოდ; ვფიქრობდი, რომ იგი მხოლოდ მექანიკის დარგებში გამოიყენებოდა და მაოცებდა _ რატომ არ ემყარებოდა რაიმე უფრო დიადი ასეთ მტკიცე და საიმედო საფუძვლებს. ზნეობის თაობაზე ძველ წარმართთა თხზულებებს მე ვადარებდი იმ უბადლო და საუცხოო სასახლეებს, მხოლოდ ქვიშითა და თიხით რომ არის ნაგები. მათ ცამდე აჰყავთ სიქველენი და ამქვეყნად ყველაზე სათაყვანებელ თვისებებად წარმოგვიჩენენ, თუმცა არასაკმარისად გვასწავლიან მათ შეცნობას; და ის, რასაც ისინი ხოტბას აღუვლენენ, ხშირ შემთხვევაში გახლავთ მხოლოდ გულცივობა, სიამაყე, სასოწარკვეთილება ან მამისმკვლელობა.

      მოწიწებით შევყურებდი ჩვენს თეოლოგიას და სხვაზე არანაკლებად ვიმედოვნებდი ზეცათა სასუფევლამდე ამაღლებას, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს გზა თანაბრად მისაწვდომია უბირთათვისაც და სწავლულთათვისაც,

      რომ ზეგონებისმიერი ჭეშმარიტებები, ზეშთასოფლისკენ რომ მივყავართ, აღემატება ჩვენი გაგების უნარს /ლ ’ ინტელლიგენცე/, ვერ შევბედე ამ ჭეშმარიტებებს, დამექვემდებარებინა ისინი ჩემი უსუსური მსჯელობებისათვის: მიმაჩნდა, რომ მათი წარმატებული კვლევა საჭიროებდა რაღაც განსაკუთრებულ ზეგარდმო ნებას და ადამიანად ყოფნაზე აღმატებას.

      ფილოსოფიის შესახებ მხოლოდ ერთს დავსძენ: მე ვითვალისწინებდი, თუ როგორ ვითარდებოდა იგი უბრწყინვალესი გონების ადამიანთა მიერ საუკუნეთა მანძილზე და მაინც აქამომდე მასში არ იყო არც ერთი ისეთი დებულება, საკამათო და, მაშასადამე, საეჭვო რომ არ ყოფილიყო; ვერც საკუთარ თავში ვგრძნობდი ძალას, სხვებზე მეტი წარმატების იმედს რომ მომცემდა; ისიც კარგად ვიცოდი, რომ ერთი და იმავე საგნის თაობაზე სწავლულებს შეეძლოთ დაეცვათ მრავალი განსხვავებული მოსაზრება, რომელთაგანაც ჭეშმარიტი იქნებოდა მხოლოდ ერთი. ამის გამო თითქმის ყალბად მიმაჩნდა ყველაფერი, რაც მხოლოდ სიმართლის მსგავსი იყო.

      რაც შეეხება სხვა მეცნიერებებს, რომელთა პრინციპებიც ნასესხებია ფილოსოფიიდან, შეუძლებელი იყო, მათ რაიმე მყარი და უდავო აეგოთ ასეთ სუსტ საფუძვლებზე. ის პატივიცა და სარგებელიც, რასაც ისინი გვპირდებოდნენ, არ მიმაჩნდა საკმარისად მათ შესასწავლად; ღვთის წყალობით, არც ჩემი მდგომარეობით ვიყავი იძულებული, ხვედრის შესამსუბუქებლად მეცნიერება ხელობად გამეხადა; მართალია, ცინიკოსივით[3] არ ვუყურებდი დიდებას, მაინც ძალზე იაფფასიანად მეჩვენებოდა ისეთი პატივი, რომლის მიღწევასაც შევძლებდი მხოლოდ უპატიოსნო გზით. რაც შეეხება მცდარ მოძღვრებებს /ლეს მაუვაისეს დოცტრინეს/, მათი ფასიც უკვე იმდენად კარგად ვიცოდი, რომ ვეღარ შემაცდენდა ვერც რომელიმე ალქიმიკოსის დაპირებები, ვერც ასტროლოგის წინასწარმეტყველებები, ვერც მაგიის მსახურთა თაღლითობანი და ვერც რომელიმე მათგანის _ თავი იმაზე მცოდნედ რომ მოაქვთ ვიდრე სინამდვილეში იციან _ ხრიკები თუ ბაქიაობა.

      სწორედ ამიტომ, როგორც კი საჭირო ასაკს მივაღწიე, საშუალება მომეცა თავი დამეღწია ჩემთა მოძღვართა მეურვეობისაგან, მივატოვე წიგნებში მოცემულ მეცნიერებათა შესწავლა და გადავწყვიტე, მეძია მხოლოდ ის მეცნიერება, რომელიც შეიძლებოდა აღმომეჩინა საკუთარ თავში, ან სამყაროს დიდ წიგნში. ამ მიზნით მთელი ჩემი დარჩენილი ახალგაზრდობის წლები მოვანდომე მოგზაურობას, სასახლეებისა და ჯარების დათვალიერებას, სხვადასხვა ზნე-ჩვეულებებისა და მდგომარეობის ადამიანებთან ურთიერთობას, მრავალმხრივი გამოცდილების შეძენას, განგების, ბედისწერით მოწყობილ გამოცდებს და ყველგან ყველაფერზე რეფლექსიას[4], რათა რაიმე სარგებელი მეპოვა. ჩემი აზრით, უშუალოდ საკუთარი საქმეების შესახებ იმ ადამიანის მსჯელობაში, რომელიც არასწორი განსჯის შედეგით მყისვე ისჯება, მე შემეძლო აღმომეჩინა ბევრად მეტი ჭეშმარიტება, ვიდრე პირადი ინტერესებით შეპყრობილი, ვითომც შორსმჭვრეტელი სწავლულის სრულიად უნაყოფო საკაბინეტო მსჯელობაში; ამ უკანასკნელს მხოლოდ ერთი სარგებელი მოაქვს ამ ვაიმეცნიერისათვის _ მით უფრო პატივმოყვარე ხდება,რაც მეტად შორდება საღ აზრს. მას ხომ უფრო მეტი გამჭრიახობა და ძალისხმევა სჭირდება, რათა საკუთარი სპეკულაციები[5] სიმართლედ გაასაღოს. ჩემი უდიდესი სურვილი კი ყოველთვის გახლდათ მესწავლა მცდარისაგან ჭეშმარიტის გარჩევა, რათა ნათლად განმესაჯა საკუთარი ქმედებები და მყარად მევლო ამ ცხოვრებაში.

      მართალია, ვიდრე მხოლოდ ვაკვირდებოდი ასე რომ, ეს დაკვირვებანი დიდად სასარგებლო გამოდგა ჩემთვის და აი რატომ: რაკი სხვა დიდ ხალხებში საყოველთაოდ აღიარებული მრავალი რამ ჩვენთვის ძალზე სასაცილო და უცნაური ჩანდა, მე გამოვიმუშავე აზრი: არ დავნდობოდი ძალზე მყარად იმ რწმენას, რომელიც მხოლოდ მაგალითებსა და ჩვეულებაზე დაკვირვებით იყო შექმნილი. ასე თანდათან განვთავისუფლდი მრავალი შეცდომისაგან, ჩვენი ბუნებრივი ნათელის უკუნად ქცევა და გონებისათვის ყურისგდების უნარის ჩახშობა რომ ძალუძს. მას შემდეგ რაც რამდენიმე წელი მოვანდომე სამყაროს წიგნის ამგვარ შესწავლას, გარკვეული გამოცდილების შეძენას, ერთ მშვენიერ დღეს, გადავწყვიტე, ასევე შემესწავლა საკუთარი თავი და მომეხმო ჩემი გონების მთელი შესაძლებლობისათვის იმ გზათა შესარჩევად, რომელთაც სამერმისოდ უნდა მივყოლოდი. ვფიქრობ, ეს ბევრად უკეთ მოვახერხე, ვიდრე მაშინ შევძლებდი ჩემს ქვეყანასა და წიგნებს არასოდეს რომ არ დავშორებოდი.

მეორე ნაწილი »

----------------------------------

შენიშვნები:

* „მსჯელობა მეთოდის შესახებ“ დეკარტმა დაწერა ფრანგულ ენაზე; თხზულება პირველად გამოიცა 1637 წელს, ლეიდენში /ქალაქი ჰოლანდიაში/.

[1] აქციდენცია /ლათ. აცციდენს - შემთხვევითობა/ საგნის დროებითი, წარმავალი, არარსებითი თვისება, განსხვავებით არსებითისაგან - სუბსტანციურისაგან. ეს ტერმინი პირველად გვხვდება არისტოტელესთან; ძალზე გავრცელდა სქოლასტიკასა და XVII _ XVIII სკ-ების ფილოსოფიაში.

[2] იგულისხმება ლა ფლეშის კოლეგია _ იმდროინდელი საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, XVII საუკუნის დასაწყისში დააარსეს იეზუიტებმა, ქალაქ ლა ფლეშში /საფრანგეთი/.

[3] ცინიკოსები /კინიკოსები/ _ ასე იწოდებიან ძველ საბერძნეთში /IV _ III Gძვ. წ./ იმ ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელები /ანტისთენე, დიოგენე/, რომელთაც ბედნიერებისა და სათნოების საფუძვლად მიაჩნდათ უარი სიმდიდრეზე, სახელზე.

[4] რეფლექსია /ლათ. რეფლ ეხიო _ უკან მიმართვა/ საკუთარი აზრებისა და განცდების გონითი ანალიზი, შემეცნების აქტის გამოკვლევა.

[5] სპეკულაცია /ლათ. სპეცულატიო/ _ გონითი ჭვრეტა, დაკვირვება. სხვა ადამიანთა ზნე-ჩვეულებებს, მათში თითქმის ვერაფერს ვხედავდი იოლად სარწმუნოს და ვამჩნევდი თითქმის ისეთსავე სხვაობას, როგორსაც მანამდე ფილოსოფოსთა აზრებს შორის.

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მოდერნი, მსჯელობა, ტრაქტატი, ფილოსოფია

ნახვა: 709

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters