შესაძლებელია თუ არა ადამიანთა საზოგადოების მარეგულირებელის (სახელმწიფოს) გარეშე არსებობა, თუკი ადამიანის მთავარი მიზანი სიამოვნებისაკენ სწრაფვაა? სახელმწიფო ამ შემთხვევაში გვევლინება, სიამოვნებისაკენ სწრაფვის დამარეგულირებლად, რადგან, თუკი ადამიანის მიზანი არ არის რაციონალური, მაშინ, არ უნდა ველოდოთ, რომ დამარეგულირებელის გარეშე ის მოახერხებს გადარჩენას. სახელმწიფოს როლი, ასეთი ხედვისას, არის სიამოვნების მარეგულირებელი მექანიზმების დასწავლის სისტემის უზრუნველყოფა. რომ არა ეს უზრუნველყოფა, საეჭვოა ადამიანების პოპულაციის შენარჩუნება: რაც უფრო რთულია ტვინი, მით უფრო რთული და კომპლექსური უნდა იყოს სიამოვნების მარეგულირებელი მექანიზმების დასწავლის სისტემა და, რაც მთავარია, ის უნდა იყოს ერთიანი (შინაგანი მრავალფეროვნების მიუხედავად) – წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანების კოოპერაცია/კომუნიკაცია გართულდება და არაეფექტიანი გახდება. ყოველივე ეს სახელმწიფოს უპირველეს ფუნქციად ადგენს განათლების სისტემის უზრუნველყოფას და უარყოფს თეორიებს სახელწიფოს არასაჭიროების შესახებ.

- - - - - -

      თუკი ადამიანის ძირეული და ფიზიოლოგიური მისწრაფება სიამოვნების მიღებაა, ხოლო სოციალური სისტემის მიზანი, ასწავლოს/გაახანგრძლივოს სიამოვნების მიღების დრო და ის სოციალურ ჩარჩოებში ჩასვას, რამდენად ადეკვატურია ადამიანის ბედნიერებისაკენ სწრაფვის მაქსიმა, რომელიც, როგორც ვნახეთ, თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

      ის, რომ ბედნიერება სოციალური კონსტრუქტია, ცხადია. ამიტომაც არის ბედნიერება პოლიტიკური თეორიების და (უკვე) სისტემების მიზანი. მაგრამ, როგორ უკავშირდება ბედნიერება ადამიანის ფიზიოლოგიურ მიზანს – მიიღოს სიამოვნება? როგორც წინა თავებში შევეცადე მეჩვენებინა, სიამოვნების მიღება ტვინის მუშაობის აუცილებელი პირობაა, რომლის გარეშეც ადამიანის გაწონასწორებული და ჯანმრთელი არსებობა შეუძლებელია. მსჯელობით მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანური კულტურა (და რა მარტო ადამიანური) ორიენტირებულია, გაამრავალფეროვნოს სიამოვნების მიღების გზები და სიამოვნება მეტ-ნაკლებად შორეულ მიზნად აქციოს. ამისათვის კულტურა ადამიანს უამრავ რამეს „ასწავლის“ და ყველა ამ სწავლების საფუძველში სიამოვნება/ტკივილის შესაძლებელი მიღება/არმიღებაა. თუკი შევეცდებით, ნებისმიერი ცხოვრებისეული გეგმა, კარიერული მონახაზი და დაგეგმვა გადავაწყოთ სიამოვნების ადრე/გვიან მიღების მატრიცაზე, უდავოდ წარმატებას მივაღწევთ.

      შესაბამისად, როდესაც პოლიტიკური სისტემების აწმყოსა თუ მომავალზე ვმსჯელობთ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბედნიერებისკენ სწრაფვა ეთიკური მაქსიმაა და არა მოცემულობა. მოცემულობა სიამოვნების მიღებისკენ სწრაფვაა. შესაბამისად, ბედნიერებისაკენ სწრაფვის მაქსიმას უნდა შევხედოთ, როგორც სიამოვნებისკენ სწრაფვის კულტურულ და ცივილიზაციურ პროექციას.

      ზემოთქმულიდან გამომდინარე, პოლიტიკა, ფართო აზრით, არის ყოველი კონკრეტული ადამიანის სიამოვნებისკენ სწრაფვის დარეგულირების მექანიზმების ერთობა. ამ თვალთახედვით, საინტერესოდ გამოიყურება კითხვა სახელმწიფოს აუცილებლობა/არააუცილებლობის შესახებ.

      პირველი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ, არის ის, თუ რამდენად საჭიროა ერთ საზოგადოებაში სიამოვნებისკენ სწრაფვის დარეგულირების მექანიზმების ერთგვაროვნება, ანუ რამდენად უნდა ჰქონდეთ საზოგადოების წევრებს ამ მექანიზმების მეტ-ნაკლებად უნიფიცირებული არჩევანი, მექანიზმების მაქსიმალური მრავალფეროვნების შემთხვევაშიც კი.

      ის, რომ სიამოვნებისაკენ სწრაფვის დარეგულირება საჭიროა, ვფიქრობ, ისედაც ცხადია. სხვანაირად არ იარსებებს არანაირი აღზრდა-განვითარება. ეს რომ არ იყოს, ნაშიერები მხოლოდ მიბაძვით ისწავლიან, რაც, გამომდინარე თუნდაც ინტელექტების სხვადასხვაგვარობიდან, ყოველთვის წარმატებული ვერ იქნება. პერფორმანსის ინტელექტის მქონე ადვილად ისწავლის მიბაძვით, კვლევითი ინტელექტისას – შედარებით გაუჭირდება. თუმცა, ეს მხოლოდ მცირე პრობლემაა.

      ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სიამოვნების დამარეგულირებელი მექანიზმების გარეშე ნაშიერები გადარჩენისათვის ბრძოლაში ადრეული ასაკიდანვე ჩაერთვებიან. ეს კი ნაშიერების, თუ სრულიად არა, მაქსიმალურ განადგურებას გამოიწვევს. შესაბამისად, სიამოვნების მარეგულირებელი მექანიზმების დასწავლა, შეიძლება ითქვას, საერთოა ყველა ძუძუმწოვრისათვის.

      შესაძლებელია თუ არა, რომ სოციუმის ყველა მიკროელემენტს სიამოვნების მარეგულირებელი მექანიზმების დასწავლის საკუთარი წესი და შინაარსი ჰქონდეს? პრინციპში შესაძლებელია, ოღონდ ამ შემთხვევაში, ნაშიერების გადარჩენის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, როგორც კი ნაშიერები საკუთარი მიკროსოციუმს დატოვებდნენ და ეცდებოდნენ, სხვა მიკროსოციუმის ნაშიერებთან ურთიერთობის დამყარებას.

      ამიტომ სიამოვნების რეგულირების მექანიზმების დასწავლის უნიფიცირებული წესის არსებობის აუცილებლობაა საზოგადოებრივი კონტრაქტი, თუ სხვა რამ, რაც სახელმწიფოს არსებობას განაპირობებს. რაც უფრო რთულია ინდივიდის ტვინი, მით უფრო რთული სისტემაა საჭირო, რომელიც უზრუნველჰყოფს სიამოვნების რეგულირების მექანიზმების საყოველთაობას, ჩართულობასა და ეფექტიანობას.

      სამხედრო საკითხი, ტერიტორიის თავდაცვა და ა.შ. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიულად წინმსწრები, მაგრამ პრინციპულად ნაკლები მნიშვნელობის საკითხია:

      ვერც ერთი საზოგადოება ვერ მიაღწევს სამხედრო თავდაცვის და უსაფრთხოების ეტაპამდე, თუკი სიამოვნების რეგულირების მექანიზმების დასწავლის საყოველთაოობა და მონაწილეობა ვერ მოაგვარა. ადამიანთა საზოგადოებები ისტორიულად სხვადასხვანაირად აგვარებდნენ ამ საკითხს, მაგრამ, ერთი რამ ყოველთვის უცვლელი იყო და არის: იმისათვის, რომ საზოგადოება არსებობდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმება სიამოვნების რეგულირების მექანიზმების შესახებ: ან, ძალადობრივი (დიქტატურები), ან კონსენსუსური (დემოკრატიები). ეს შეთანხმება ნებისმიერი საზოგადოების არსებობის საფუძველია. შესაძლებელია, ამ საფუძველზე რეფლექსიაც კი არ არსებობდეს, მაგრამ ის მაინც უნდა იყოს (მაგ., ტრადიციულ საზოგადოებებში).

      ბედნიერება, საბოლოო ჯამში, სიამოვნებების კონტინუუმია. სიამოვნების მიღების რეგულირების მექანიზმი, ამ კონტინუუმისაკენ მისწრაფებას, მეტ-ნაკლებად უსაფრთხო (როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოებისათვის) ჩარჩოებში ათავსებს.

      შესაბამისად, როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების მთავარი საკითხი უნდა იყოს, თუ როგორია სიამოვნების მიღების რეგულირების ოპტიმალური მექანიზმი. ჩემი მსჯელობის შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს სიამოვნების რეგულირების ის მექანიზმი, რომელსაც პრინციპულად ორი ტიპის ინტელექტთან აქვს საქმე? შემდეგ თავში განათლების სისტემის შიდა ორგანიზაციის შესაძლებელ სქემას განვიხილავთ.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თევზაძე, თეორიები, პოლიტიკა, ფილოსოფია

ნახვა: 285

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters