კანტამდე, როგორც წესი, ფილოსოფოსები შემეცნების ჭეშმარიტების გარანტიას ან გამოცდილებაში (ემპირიაში) და გონებაში ხედავდნენ ან მხოლოდ გონებაში. ასევე, როგორც წესი, ითვლებოდა, რომ ჩვენი შემეცნების ზოგადი და აუცილებელი ფორმების (ცნებების, მსჯელობების, დასკვნების და სხვ.) წყარო მხოლოდ გონებაა. იგი ადგენს კანონებს და ამ დროს, როგორც მასალას, იყენებს გამოცდილებას. ჩვენი შემეცნების გრძნობადი მხარე, რომელიც ამ გამოცდილების ფარგლებში რჩება, მხოლოდ ფაქტიურ და შემთხვევით ვითარებებს ადგენს.
კანტი შეეცადა დაესაბუთებინა, რომ ისეთი რაციონალური მეცნიერებისათვისაც კი, როგორიცაა მათემატიკა ან გეომეტრია, არაა საკმარისი მხოლოდ გონების საშუალებებით ოპერირება. ჭეშმარიტების დასადგენად ამ მეცნიერებათა წარმომადგენლები იძულებულნი არიან დაემყარონ იმ ვითარებას, რასაც ჩვენი შემეცნების გრძნობადი მხარე იძლევა, ანუ ჩვენი გრძნობადობის უნარს, ე.ი. ჩვენს მიერ რაიმე საგნის (მაგალითად, ხის, მზის, სამკუთხედის) კონკრეტულ სინამდვილეში დანახვის უნარს. ეს არის კონკრეტულ სინადვილეში, გამოცდილებაში საგნის არსებობასთან ჩვენი მიმართება. კანტის აზრით, მას აქვს აუცილებელი მხარეც. ესენია ნებისმიერი რეალური საგნის არსებობისათვის აუცილებელი ფორმები: დრო და სივრცე.
ყველაფერი, რაც გამოცდილებაში არსებობს, ე.ი. რაც ჩვენი შემეცნების საგანი შეიძლება გახდეს, დროში და სივრცეში უნდა მოექცეს. კანტი მათ გრძნობადობის აპრიორულად აუცილებელ ფორმებს უწოდებს. გრძნობადობაში აპრიორულის დანახვა კანტს თავის დიდ დამსახურებად მიაჩნია. ჩვენზე რომ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული საგანი ზემოქმედებას ახდენს (კანტი მას თავისთავად ნივთს უწოდებს), ამის შედეგია ჩვენი წარმოდგენა ამ ნივთის შესახებ. ჩვენი შემეცნების საგანია აი ეს წარმოდგენა რაღაც თავისთავად ნივთზე და არასგზით ეს თავისთავადი, ე.ი. ჩვენი შემეცნებისაგან დამოუკიდებლად მიჩნეული თავისთავადი ნივთი. აქ ბერკლის კვლევის შედეგი იგულიხმება: ვაშლში არაფერია ფერის, სუნის, გემოს და ა.შ. გარდა. არ არსებობს მათ მიღმა რაიმე, როგორც მათი საფუძველი, გამაერთიანებელი. მათ მხოლოდ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ნება აერთიანებს (თუმცა არა თვითნებურად).
კანტისათვის დროში და სივრცეში (როგორც ჩვენი ჭვრეტის ფორმებში) არსებობა აუცილებელია, არა ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული, და ამ აზრით თავისთავადი ნივთისათვის, არამედ მხოლოდ ჩვენი წარმოდგენებისათვის ამ ნივთის შესახებ. ისინი შესაძლებელს ხდიან ჩვენს წარმოდგენებს (ჩვენი შემეცნების საგნებს), როგორც ერთმანეთის გვერდით (სივრცეში) და როგორც ერთმანეთის შემდეგ (დროში) განლაგებულ მასალას. ამ მოცემულობას, შემდეგ, კანონებით დააკავშირებს ჩვენი შემეცნების რაციონალური მხარე _ განსჯა.
ამიტომაა, რომ ჩვენი შემეცნების საგნები, ანუ თავისთავადი ნივთის შესახებ ჩვენი წარმოდგენები რომ არსებულად ჩავთვალოთ, აუცილებელია დრო და სივრცე. მაგრამ არა პირიქით: ცარიელი დროისა და სივრცის მოაზრება სავსებით შესაძლებელია. კანტის აზრით, ეს ამტკიცებს დროისა და სივრცის პირველადობას, ჩვენი შემეცნების საგნების, ანუ ჩვენი წარმოდგენების მიმართ.
დრო და სივრცე ჩვენი აპრიორული უნარებია, ჩვენი მსგავსი სასრული არსებებისათვის აუცილებელი. ჩვენი გამოცდილების ფარგლებს გარეთ მათი მნიშვნელობა ნულის ტოლია. ჩვენს გამოცდილებაში, ჩვენს ემპირიაში კი ისინი ძალის მქონეა. ეს არ ითქმის ცნებების შესახებ, რადგან წარმოდგენა ერთეულია, კონკრეტულია, მაშინაც, როცა ის აუცილებელია, ცნება კი ზოგადია.
ჩვენი შემეცნების საგანთა არსებულად წარმოდგენის საშუალებას იძლევიან დრო და სივრცე, როგორც გამოცდილებაში ყოველი წარმოდგენისათვის აუცილებელნი. თუ რაიმე მათთან თანხმობაშია, ეს ნიშნავს, რომ იგი ფაქტიური გამოცდილების უფლებიანი წევრი შეიძლება იყოს. ადამიანის გამოცდილების საგნებთური მეცნიერების, როგორც გამოცდილების, საგნების შესახებ საყოველთაო და აუცილებელი კანონების სისტემის დადგენის და დასაბუთების შესაძლებლობას.
ნათქვამიდან ნათელი უნდა იყოს, რომ მხოლოდ დრო და სივრცე არაა საკმარისი თუნდაც მხოლოდ გამოცდილების და, მით უმეტეს, მასზე მეცნიერების შექმნისათვის. ერთიმეორის გვერდით (სივრცეში) და ერთიმეორის შემდეგ (დროში) განლაგებული მასალა, რა აუცილებლობასაც არ უნდა ფლობდეს ის, ჯერ კიდევ არ არის გამოცდილება. გამოცდილების, ანუ ემპირიის საგნები გარკვეული კანონებით დაკავშირებული მასალაა. დროსა და სივრცეში განლაგებული გრძნობადი მასალა (თუ ასეთი რაიმეს წარმოდგენას შევეცდებით), ისევე არაა კონკრეტული საგანი ან კონკრეტულ საგანთა ერთიანობა, როგორც, მაგალითად, გეომეტრიული სივრცე ჯერ კიდევ არაა სამკუთხედი, ოთხკუთხედი და ა.შ. ან როგორც ერთეულთა უსასრულო მწკრივი არ არის რაიმე რიცხვი.
სასრულო დროში და სივრცეში მოცემული უსასრულო სიმრავლისაგან (მაგალითად, ფერების, ხმების, ტკივილების თუ სიამოვნების განცდებისგან) ჩვენი გამოცდილების კონკრეტული საგნის შექმნა, კანტის აზრით, განსჯის საქმეა. ეს ჩვენი შემეცნების მეორე უნარია, გრძნობადობის გვერდით. მას სიმრავლის დამაკავშირებლის ანუ სინთეზის უნარი ეწოდება. მაგრამ არა საერთოდ სინთეზისა, როგორც ყველგან და ყველა სფეროში, გამაერთიანებელი უნარისა, არამედ სინთეზისა მხოლოდ გამოცდილებაში. საერთოდ სინთეზის უნარი კანტისათვის გონებაა. ამიტომ ამბობს კანტი, რომ განსჯა არის ჩვენი გონება, რამდენადაც და როდესაც ის მხოლოდ ჩვენი გამოცდილების საგნების შექმნას და შემეცნებას აწარმოებს. განსჯის წმინდა ფორმები, რომელთაც კანტი კატეგორიებს უწოდებს, ჩვენი თეორიული შემეცნების სფეროში არსებული მასალის კავშირების ერთადერთ საბოლოო წყაროს წარმოადგენენ.
კატეგორია, როგორც უზოგადესი ცნება, კანტისათვის, მხოლოდ თორმეტია და ნაწილდება ოთხ ჯგუფად: რაოდენობა, თვისებრიობა, მიმართება, მოდალობა. თითოეულ ჯგუფში სამი კატეგორია შედის: I. ერთიანობა, სიმრავლე, ტოტალობა; II. რეალობა, უარყოფა, განსაზღვრება; III. სუბსტანცია-აქციდენცია, მიზეზი-შედეგი, ურთიერთმოქმედება; IV. შესაძლებლობა-შეუძლებლობა, არსებობა-არარსებობა, აუცილებლობა-შემთხვევითობა.
კანტი მათ აზროვნების ძირითად ფორმებს უწოდებს. თავად აზროვნება კი მისთვის სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული შინაარსის დაკავშირების და განსხვავების, ანუ სინთეზის და ანალიზის უნარი. ადამიანის განსჯის უნარმა ამ ფორმების საფუძველზე უნდა შექმნას სივრცეში გეომეტრიული ფიგურები, დროში, ერთიმეორის მიმდევნო მასალაში ფიზიკის კანონები და სხვ. კატეგორიები, როგორც ვხედავთ, სინთეზის უნარის სხვადასხვა ასპექტებს წარმოადგენენ და საერთო ძირზე მიუთითებენ. კატეგორიათა საერთო ძირს წარმოადგენს დაკავშირების უნარი საერთოდ ანუ ზოგადად სინთეზის უნარი, რომელსაც კანტი უწოდებს ცნობიერებას საერთოდ, ანუ ტრანსცენდენტალურ აპერცეფციას.
ეს ცნობიერება, ანუ ჩვენს მიერ რაიმეს რაღაცნაირი გაგება (ნათელი, ბუნდოვანი, აუცილებელი, თუ შემთხვევითი) ტრანსცენდენტალურია, ე.ი. მეცნიერული შემეცნების სფეროში, ყოველგვარი გაგების აუცილებელი თანმხლებია _ იმის მემკვიდრეა, რასაც დეკარტი „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“-ს უწოდებდა. თუმცა, კანტი თავს დეკარტს მემკვიდრედ არ მიიჩნევდა.
კანტისათვის გამოცდილების, ანუ ჩვენი მეცნიერული შემეცნების სფეროს შესაქმნელად ორი აუცილებელი უნარი (გრძნობადობის ფორმები და კატეგორიები) რაღაც აუცილებელი წესით თუ არ იქნა დაკავშირებული, ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ გამოცდილების საგნის ბუნებას და ვერც მეცნიერებას შევქმნით მის შესახებ. ამ ამოცანის გადაჭრას ცდილობს კანტის მოძღვრება სქემატიზმის შესახებ. გრძნობადობის (ანუ საგნების დანახვის, მათი ჭვრეტის) აუცილებელი ფორმების (დრო და სივრცე) და მათი გააზრების, განსჯის აუცილებელი ფორმების (კატეგორიების) დაკავშირების წესები, ანუ სქემები გამოცდილებისაგან დამოუკიდებლად დადგინდება (ანუ, გამოცდილების ცვალებადობა მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენს). ამგვარ შემეცნებას არ დასჭირდება ჭეშმარიტების ისეთი კრიტერიუმი, რომელიც შემეცნებისაგან განსხვავებული იქნება. ამდენად, საგნის შემეცნება და საგნის შექმნა ემთხვევა ერთმანეთს.
სქემატიზმი, შეიძლება ითქვას, კანტის ფილოსოფიის ერთ-ერთი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკვანძო პუნქტია. სქემატიზმის კონცეფცია კანტმა, „წმინდა გონების კრიტიკაში“ ააგო, მაგრამ მისი მნიშვნელობა სრულად „მსჯელობის უნარის კრიტიკაში“ გამოვლინდა. აქ კანტი ასაბუთებს, რომ ადამიანის შემოქმედებითობის წყარო, საბოლოო ჯამში, არის წარმოსახვის ძალა. მაგრამ ამ ძალის მოქმედების შედეგი მეცნიერების ნდობის ღირსი რომ გახდეს, საყოველთაობა და აუცილებლობა რომ შეიძინოს, ის უნდა შეიზღუდოს, თუ შეიბოჭოს დროისა და სივრცის, როგორც ადამიანური ჭვრეტის (ხედვის) ა პრიორი ფორმების მოთხოვნებით.
კანტის დიდი მემკვიდრის, ფიხტესათვის ამ ასპექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, არა მარტო ზოგადად მეცნიერული შემეცნების შესაძლებლობის პირობების ასახსნელად, არამედ საკუთარი ცნობიერების შემოქმედებითობის უკეთ გასაგებად და წარსამართავად. იგი ამბობდა, რომ მას უწევს საკუთარი, ძალიან აქტიური წარმოსახვის ძალის მოთოკვა. ცნობილია, თუ როგორ „გაიხსნა“ ეს პრობლემა გოეთესა და შილერისათვის კანტის „მსჯელობის უნარის კრიტიკის“ გამოცემის შემდეგ. ისიც გასახსენებელია, რომ ერნსტ კასირერთან (1874-1945) საუბრის შემდეგ ალბერტ აინშტაინიც (1879-1955) „შეურიგდა“ კანტს. იგი წერდა: მე მწამს „ინტუიცია და შთაგონება“ (ასე ჰქვია მის წერილს), წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია. რადგან ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი ამქვეყნად ყველაფერს მოიცავს. იგი სტიმულს აძლევს პროგრესს და მისი ევოლუციის წყაროს წარმოადგენს. მოკლედ, წარმოსახვა რეალური ფაქტორია მეცნიერულ კვლევაში.
ეს დებულება არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს კანტისათვის ყოველი ერთეული ადამიანის შემეცნება თავისებურად (თვითნებურად) ქმნის საგანს და საგანთა სამყაროს, რომელიც ჩვენი შემეცნების საგანია. კანტს მხოლოდ იმის დასაბუთება სურს, რომ თეორიული შემეცნების სფეროში, ე.ი. გამოცდილების სფეროში, საგანი იქმნება საერთოდ ადამიანური შემეცნების აუცილებელი კანონების მიხედვით. ისინი არაცნობიერად მოქმედებენ ინდივიდებში. მაგრამ ინდივიდში, ე.ი. კონკრეტულ ადამიანში, არის საერთოადამიანურს გარდა, სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც შეცდომის წყაროა. მხოლოდ შემეცნების თეორიაში ხდება ამ შეცდომათა აღმოჩენა. მათი წყალობით, ინდივიდის მიერ დადგენილი ჭეშმარიტება საერთოსაკაცობრიოა. ოღონდ, საერთო საკაცობრიო არ ნიშნავს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, ანუ ჭეშმარიტებას ყოველნაირი შემმეცნებლისათვის. კანტი უშვებს სხვაგვარი შემმეცნებლი არსებების შესაძლებლობას. მათ, შესაძლებელია, განსხვავებული აუცილებლობა და საყოველთაობა, განსხვავებული ჭეშმარიტება ჰქონდეთ.
იმ ტიპის აზროვნება, რომელსაც დედამიწაზე არსებული ადამიანის გვარი ახორციელებს, როგორც აღინიშნა, განისაზღვრება აზროვნებისა და გრძნობადობის კავშირით. აზროვნება, ანუ მსჯელობა ადამიანს ყველაფერზე შეუძლია: როგორც საიქიოზე, ისე სააქაოზე, როგორც ნიუტონის კანონებზე, ისე ცხრათავიან დევზე. მაგრამ მეცნიერულ აზროვნებაზე ლაპარაკი მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც ჩვენი აზროვნება გრძნობადობასთან არის აუცილებელ კავშირში. ე.ი. თუ ღმერთის აზროვნების არსებობას დავუშვებთ, მისი აზროვნება საზღვრებით არ იქნება შეზღუდული. იგი გრძნობადობის გარეშე შექმნის და შეიმეცნებს საგნებს. ამ ორი ტიპის აზროვნების პრინციპული განსხვავება კანტისათვის უეჭველია. მისი აზრით, შეიძლება არსებობდნენ ადამიანისაგან განსხვავებული, სასრულო შემეცნების სახეები, მაგრამ ამის დასაბუთება შეუძლებელია ჩვენთვის. ჩვენი შემეცნების ძალა გამოცდილების სფეროს გარეთ არ ვრცელდება, ჩვენი აზროვნებისა და გრძნობადობის კავშირი მხოლოდ ჩვენი გამოცდილების საგნებს ააგებს.
დროსა და სივრცეს, ასევე კატეგორიებს, კანტი ტრანსცენდენტალურს უწოდებს. ტრანსცენდენტალური იმგვარი აპრიორულია, რომელიც საერთოდ გამოცდილების საგნების აპრიორულ შემეცნებას უდევს საფუძვლად. ყოველი ტრანსცენდენტალური აპრიორულია, მაგრამ არა პირიქით. ტრანსცენდენტალური იმგვარი აპრიორულია, რომელიც სხვა აპრიორულთა შესაძლებლობას განაპირობებს.
ტრანსცენდენტალურისაგან განასხვავებს კანტი, ტრანსცენდენტურს, რომელიც აღნიშნავს საერთოდ გამოცდილებისაგან და ჩვენი აზროვნებისაგან დამოუკიდებლად არსებულს. აღნიშნული დამოუკიდებლობის გამო ტრანსცენდენტური ჩვენთვის შეუმეცნებადია. ასეთებია, მაგალითად, ღმერთი, მატერიალური ნივთი თავისთავად, სამყარო, როგორც მთელი, თავისუფლება. თავის ფილოსოფიას კანტი ტრანსცენდენტალურ, ანუ ფორმალურ იდეალიზმს უწოდებს და განასხვავებს ბერკლის მატერიალური იდეალიზმისაგან. ეს უკანასკნელი ჩვენი შეგრძნებების გამომწვევ მოვლენებს (ჩვეულებრივად, თავისთავად, მატერიალურ ნივთებად რომ ვთვლით) აცხადებს ჩვენსავე შეგრძნებათა კომპლექსებად და ამ გზით სოლიფსიზმამდე მიდის. რაც შეეხება გამოცდილების ფარგლებს გარეთ გასულ ადამიანურ აზროვნებას, მაშინაც კი, როცა ადამიანი რაიმე დებულების დასაბუთებისას, ლოგიკურად სავსებით სწორად (ანუ თანმიმდევრულად) მსჯელობს, ჩიხში ექცევა, რადგან იძულებულია საპირისპირო დებულების ჭეშმარიტება ამტკიცოს, ან უფრო მარტივ ლოგიკურ შეცდომას დაემყაროს (მაგალითად, ცნების შინაარსში არსებობის ნიშნის დაშვებას). ამგვარ საკითხებზე მსჯელობისას ჩვენი გონება, ხშირად, ორი დაპირისპირებული დებულებიდან ვერც ერთს ვერ მიანიჭებს უპირატესობას. გამოცდილების გარეთ გასული შემეცნების ამგვარ უნაყოფო ძიებას კანტი უწოდებს დიალექტიკას.
ამგვარი ძიებანი ტრადიციულად, სამ სფეროში მიმდინარეობს, ესენია: რაციონალური ფსიქოლოგია, რაციონალური კოსმოლოგია და რაციონალური თეოლოგია. რაციონალურ კოსმოლოგიაში აზროვნებას ორი ურთიერთგამომრიცხავი დებულების მტკიცება უწევს. კანტი ამგვარ დიალექტიკას უწოდებს ანტინომიას. იგი თვლის, რომ ანტინომია ოთხია. თითოეული ორი ნაწილისაგან, თეზისისა და ანტითეზისისაგან შედგება;
• თეზისი: სამყაროს აქვს საწყისი დროში და საზღვარი სივრცეში.
• ანტითეზისი: სამყაროს არა აქვს საწყისი დროში და საზღვარი სივრცეში.
• თეზისი: სამყაროში ყველაფერი მარტივია, ან მარტივისაგან შედგება.
• ანტითესისი: სამყაროში არაფერია მარტივი.
• თეზისი: სამყაროში არსებობს მხოლოდ აუცილებლობა.
• ანტითეზისი: სამყაროში თავისუფლების არსებობის უარყოფა არ შეიძლება.
• თეზისი: სამყაროსთან აუცილებელ კავშირშია აბსოლუტური არსება _ ღმერთი.
• ანტითეზისი: არც სამყაროში, არც სამყაროს გარედან, ღმერთს არ შეიძლება სამყაროსთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.
ეს უსასრულო კამათის სფეროა, სადაც თეზისი და ანტითეზისი სინთეზს არასდროს მოგვცემენ.
როგორც ვხედავთ, კანტს „დიალექტიკა“ ესმის ნეგატიური აზრით, როგორც დაუსრულებელი უშედეგო კამათი. მაგრამ კანტს თავის მოძღვრებაში აქვს დადებითი დიალექტიკის ელემენტები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კანტის დიდი მემკვიდრეების (ფიხტე, შელინგი, ჰეგელი) და მარქსიზმისათვის. ესენია: შინაარსეული კავშირი კატეგორიათა ცხრილის ყოველ სამ კატეგორიას შორის, ასევე, სინთეზის, როგორც განსხვავებულთა აუცილებელი კავშირის გაგება. სწორედ ამგვარი კავშირი უნდა იყოს აპრიორულად სინთეზური მსჯელობა.
დიალექტიკურია კატეგორიათა შინაგანი კავშირის საფუძველზე სისტემის აგების მცდელობა და სხვ. ეს ასპექტები კანტის მემკვიდრეებმა განავითარეს დიალექტიკურ მეთოდად. თავად კანტი მათ დიალექტიკურს არ უწოდებდა.
თეორიული შემეცნების მიერ ჭეშმარიტების მოპოვების პრეტენზიით გამოცდილების გარეთ გასვლის აუცილებელი მარცხი, კანტის აზრით, იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ გვაქვს ცნებები, თავისთავადი ვითარებების (თავისთავადი ნივთების) გასააზრებლად, მაგრამ არა გვაქვს შესაბამისი ჭვრეტა, რომელიც ცნებათა შინაარსს გამოცდილების გარეთაც მისცემს სიზუსტეს და ერთმნიშვნელოვნებას. მაგალითად, სამკუთხედის ცნება, რაგინდ დაწვრილებით უნდა გავაანალიზოთ, მხოლოდ იმას გვეტყვის, რომ ამ ფიგურის (სივრცეში სამი ურთიერთგადამკვეთი სწორი ხაზით შედგენილის) კუთხეების ჯამი შეიძლება იყოს 2დ, შეიძლება იყოს მასზე მეტი, ან ნაკლები. ამ სამიდან, რომელია კონკრეტულად ჩვენს წინაშე მოცემული, ან წარმოსახული სამკუთხედი, ამის არჩევანს ახდენენ ჩვენი ჭვრეტის ფორმები: სივრცე და დრო.
ჩვენთვის, ანუ დედამიწაზე არსებული ადამიანებისათვის, შესაძლებელი სივრცე მხოლოდ ევკლიდეს სამგანზომილებიანი სივრცეა, ანუ ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამ სივრცეში კი უეჭველია, რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი უდრის 2დ-ს. სხვაგვარ სივრცეში სამკუთხედის ზოგადი ცნების სხვა შესაძლებლობა გამოვლინდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის, რაც გამოცდილების სფეროს მიღმაა, ანუ რაც მეცნიერებისათვის მიუწვდომელია, ადამიანისათვის უმნიშვნელოა. პირიქით, კანტისათვის იქაა შესაძლებელი ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესი: თავისუფლება, სულის უკვდავება, ღმერთი, სიკეთე, მშვენიერება. მათ გარეშე ადამიანი არც იქნებოდა ადამიანი. მეცნიერული, თეორიული შემეცნებისათვის ეს მიუღწევადი ვითარებები არიან ადამიანის ყოველგვარი მისწრაფების მიზანი.
ისინი თავად თეორიული შემეცნებისათვისაც მაცოცხლებელი და მამოძრავებელია. მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს გასაგებად (და არა შესამეცნებლად) ადამიანს სხვა უნარი გააჩნია. კანტი მას პრაქტიკულ გონებას უწოდებს. ზემოთქმულიდან ადვილი მისახვედრია, რომ კანტთან პრაქტიკულ გონებას უპირატესობა, პრიმატი აქვს თეორიულის მიმართ.
--------------
ბიბლიოგრაფია:
წმინდა გონების კრიტიკა.ტეგები: Qwellyland, theory, ადამიანი, გნოსეოლოგია, თეორია, კანტი, შემეცნება, ჭეშმარიტება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2023.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In terms of the safety of your respective house, belongings, and family members, there’s no room for uncertainty: you have to make sure that your house or business is safe, and that means far more than simply acquiring some $ten deadbolts through the components retailer. Choosing a competent, honest, Licensed locksmith is among The most crucial portions of securing your house or small business. Using the plethora of selections accessible, it’s typically not easy to know how…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2023.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
1 Like
Undoubtedly cocktail dresses is often talked about as one of those handful of wardrobe Necessities no Women of all ages can pay for to overlook on in her closet. After all, be it a formal get together with Business colleagues or perhaps a passionate date using your appreciate, these Girls as well as sizing cocktail dresses have always and will always be your very first choice to search beautiful and gorgeous.
Even so though there are plenty of pros we will…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2023.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Players who like Medieval structure, however love the jungle putting, might sense quite at domestic here.
A tiny, traditional Bosmer home within the heart of the Aldmeri Dominion, with the jungle right at the player's doorstep. This residence become truely grown, not built, because Wood Elves are forbidden from harming trees, so it's perfect for any individual of that race. It's additionally one of the most inexpensive houses that aren't an inn room or apartment.…
გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
If on your own advised me a lot of many years in the past that one particular of the Colorado Rockies' maximum worthwhile exchange chips in just 2022 would be a 37-12 months-outdated pitcher that experienced discovered fresh new everyday living with the staff members just after a 7-12 months hiatus, I would include informed your self toward near your mouth and reduce performing insane. Still, daily life is stranger than fiction, and that basically comes about toward be the circumstance…
© 2023 George.
•