განათლების ფილოსოფიის პრობლემები

განათლების ფილოსოფია, განათლების ფილოსოფიური პრობლემები, ფილოსოფია, განათლება, ქველი, ა ასათიანი, qwelly, philosophy, education, ganatleba, problemebi, ganatlebis filosofiuri problemebi, philosophy of education, a. asatiani

     ცივილიზებული მსოფლიო ინტენსიურად ეძებს განათლების სისტემის კრიზისის მიზეზებს და მისგან გამოსვლის გზებს, რომელშიც იგი XX საუკუნის ბოლოს აღმოჩნდა. განათლების დარგის სპეციალისტთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, განათლებას აღნიშნული კრიზისის დაძლევაში ქმედით დახმარებას განათლების ფილოსოფია და ფსიქოლოგია გაუწევს. ამიტომ, გადაუდებელ აუცილებლობად მიაჩნიათ განათლების აღნიშნულ დარგებში კვლევა_ძიების გააქტიურება.

     ტერმინი "განათლების ფილოსოფია" პირველად გამოიყენეს გერმანიაში, XIX საუკუნეში, ხოლო რუსეთში ვ. როზანოვმა 1899 წელს მეცნიერულ მიმოქცევაში შემოიტანა იგი და მიუთითა ამ სფეროში კვლევა_ძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. 1923 წელს რუსეთში გამოიცა პედაგოგისა და ფილოსოფოსის ს. გესენის წიგნი "პედაგოგიკის საფუძვლები, გამოყენებითი ფილოსოფიის შესავალი", რომელიც გასული საუკუნის პედაგოგიკის ერთ_ერთ საუკეთესო წიგნად ითვლება. ამ ნაშრომში ლაპარაკია განათლების ფილოსოფიის განვითარების აუცილებლობაზე. ავტორი მიუთითებს, რომ პედაგოგიკის ყველაზე კერძო საკითხებს ფილოსოფიური პრობლემები უდევს საფუძვლად, ხოლო სხვადასხვა პედაგოგიურ მიმდინარეობებს შორის წინააღმდეგობები ფილოსოფიურ შეხედულებებს შორის ბრძოლის გამოხატულებაა. ამდენად, ნებისმიერ პედაგოგიურ პრობლემას, ფილოსოფიური ძირები აქვს, _ აღნიშნავდა ს. გესენი და კვლავ ახსენებდა საზოგადოებას, რომ პედაგოგიკა ფილოსოფიის წიაღში იშვა. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში (პლატონი, სოკრატე, არისტოტელე, დემოკრიტე, კონფუცი, კვინტილიანე) და შემდგომ ეპოქებში (კანტი, ჰეგელი) სწორედ ფილოსოფიური კანონების და კანონზომიერებების საფუძველზე მოხერხდა პედაგოგიკის თეორიის აღმოცენება და განვითარება.

     XX საუკუნის 20 _ იანი წლების შემდეგ ყოფილ საბჭოთა კავშირში განათლების ფილოსოფიის მიმართ ინტერესმა იკლო. მხოლოდ 70_80 იან წლებში დაიწყო ამ მიმართულებით ნაწილობრივი გააქტიურება, თუმცა გამოქვეყნებულ შრომათა უმრავლესობა დასავლეთში გამოქვეყნებული სტატიებისა და წიგნების კრიტიკას ეძღვნებოდა.

     XX საუკუნის 20 _ იან წლებში ამერიკელმა მეცნიერმა ჯ. დიუიმ გამოსცა წიგნი "აღზრდის ფილოსოფია", ხოლო 40 _ იან წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტში შეიქმნა განათლების ფილოსოფიის საზოგადოება, რომელმაც შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა დაისახა მიზნად:

  1. განათლების ფილოსოფიის საკითხების კვლევა;
  2. თანამშრომლობა პედაგოგებსა და ფილოსოფოსებს შორის;
  3. განათლების ფილოსოფიაში სასწავლო კურსების შექმნა;
  4. აღნიშნული მიმართულებით სამეცნიერო კადრების მომზადება;
  5. საგანმანათლებლო პროგრამების ფილოსოფიური ექსპერტიზა.

     აღნიშნულმა საზოგადოებამ მეტნაკლები წარმატებით გადაწყვიტა დასახული ამოცანები. გამოიცა მთელი რიგი წიგნები და სტატიები. შეიქმნა განათლების ფილოსოფიაში სასწავლო კურსები, რომლებსაც კითხულობდნენ ამერიკის, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში.

     ყოფილ საბჭოთა კავშირში განათლების ფილოსოფიის პრობლემების კვლევა 90 _ იანი წლებიდან გააქტიურდა. ამას ერთი მხრივ, ხელი შეუწყო არსებული ტოტალიტარული რეჟიმის რღვევამ, ამასთან ერთად, აღსანიშნავია იუნესკოს განსაკუთრებული როლი, რომელმაც განათლების განვითარების კონცეფციის შემუშავება XXI საუკუნის პრიორიტეტად გამოაცხადა. ამ პროგრამის ფარგლებში 1992 წელს გამოიცა წიგნი "XXI საუკუნის განათლების ფილოსოფია", რომელშიც თავმოყრილია აღნიშნული პრობლემისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მასალები. 1993 წელს განათლების ფილოსოფიის პრობლემათა კვლევას მიეძღვნა მოსკოვის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ევროპელ მეცნიერებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

     განათლების ფილოსოფიის მკვლევარები მყარად თანხმდებიან ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, თუ რისთვის უნდა გაღრმავდეს ამ მიმართულებით კვლევა_ძიება. ამათგან პირველია _ XXI საუკუნის განათლების კონცეფციის შემუშავებაში დახმარების აღმოჩენა შეუძლია სწორედ განათლების ფილოსოფიას, ხოლო მეორე _ აღნიშნული პრობლემების დამუშავება ხელს შეუწყობს პოსტკომუნისტური ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.

     თვით ტერმინს "განათლების ფილოსოფიას" სხვადასხვა ინტერპრეტაციით განმარტავენ. მოვიტანთ უფრო მეტად გავრცელებულ დეფინიციებს:

  • განათლების ფილოსოფია არის მეცნიერული პედაგოგიკა, რომელიც იგივეა, რაც განათლების თეორია;
  • განათლების ფილოსოფია პედაგოგიკური მეცნიერების მეთოდოლოგიაა:
  • განათლების ფილოსოფია იგივეა, რაც განათლების ზოგადი გააზრება;
  • განათლების ფიოლოსოფია განათლებისკენ მობრუნებული ფილოსოფიაა:
  • განათლების ფილოსოფია არის პედაგოგიკური სინამდვილის ანალიზის ინსტრუმენტი.

     როგორც ვხედავთ, განათლების ფილოსოფიის მიმართ არსებული მიდგომები საკმაოდ განსხვავებულია. ეს ეხება, როგორც მეთოდოლოგიას, ისე განათლების პროცესის და სისტემის ერთიან გააზრებას.

     განათლების ფილოსოფიის პრობლემათა მასშტაბურობა ნათლადაა დადასტურებული 1994 წელს ოქსფორდში A(აშშ) გამოცემული განათლების 12 ტომიან ენციკლოპედიაში. მასში წარმოდგენილი სტატიების უბრალო დასახელებაც ნათლად მიუთითებს განათლების ფილოსოფიის მნიშვნელობაზე:

  • კრიტიკული თეორია და განათლება;
  • კრიტიკული აზროვნების ფილოსოფიური საკითხები;
  • პედაგოგიური მართვა;
  • განათლების ფილოსოფიის ისტორიული მიმოხილვა;
  • განათლების ფილოსოფიის პერსპექტივები დასავლეთ ევროპაში;
  • პოზიტივიზმი, ანტიპოზიტივიზმი და ემპირიზმი განათლებაში;
  • პედაგოგიკური კვლევების ფოლოსოფიური საკითხები;
  • მასწავლებლის მომზადება, როგორც ფილოსოფიური პრობლემა.

     ამდენად, ევროამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურად იკვლევენ განათლების და პედაგოგიკის ფილოსოფიურ პრობლემებს. მათ მიერ განიხილება, როგორც კონკრეტული და კერძო საკითხები, ისე ზოგადი და გლობალური პრობლემებიც.

     განათლების ფილოსოფიის პრობლემათა კვლევა_ძიების თვალსაზრისით გარკვეული მცდელობები ჰქონდათ XIX საუკუნის ქართველ მოღვაწეებს (ს. დოდაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე), ხოლო XX საუკუნის პირველ ნახევარში სერიოზული შრომები შექმნეს დ. უზნაძემ, შ. ნუცუბიძემ, კ. ბაქრაძემ და სხვებმა, მაგრამ ტოტალურმა სახელმწიფო სისტემამ ხელი შეუშალა ამ სფეროს ბუნებრივ განვითარებას.

     1997 წელს საქართველოში პირველად გამოვიდა რ. ბალანჩივაძის და ვ. ასათიანის მონოგრაფია "პედაგოგიკის ფილოსოფიური საფუძვლები", რომელშიც გაანალიზებულია პედაგოგიკისა და ფილოსოფიის ურთიერთობის პრობლემები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დასახელებულ ნაშრომში განხილულია მხოლოდ აღზრდის ფილოსოფიური საფუძვლები და ცალკე მსჯელობა არ არის პედაგოგიკის სხვა კატეგორიებზე, თუმცა ეს იმით უნდა აიხსნას, რომ ავტორები აღზრდას განიხილავენ ფართო გაგებით და მასში განათლებასაც გულისხმობენ.

     დეფინიციებზე მსჯელობისას დასახელებული წიგნის ავტორები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ფილოსოფია არის მსოფლმხედველობა და არც ერთი სხვა სპეციალური მეცნიერება არ არის მსოფლმხედველობა. რადგან პედაგოგიკაც სპეციალური მეცნიერებაა, იგი მსოფლმხედველობა არ არის, სამაგიეროდ პედაგოგიკა არის მეცნიერება, რომელიც წარმართავს ადამიანის მსოფლმხედველობრივი ფორმირების პროცესს, ეძებს იმ ხერხებს და საშუალებებს, რომლითაც უნდა მოხდეს ადამიანის ამგვარი თუ იმგვარი მსოფლმხედველობრივი ფორმირება. ჩვენი აზრით, ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ფილოსოფიას განათლებასთან, უპირველესად, სწავლების პროცესი ყველაზე ნათლად შემეცნებასთან მიმართებაში გამოიხატება. თუმცა განათლების ფილოსოფიის პრობლემატიკა მრავალმხრივია. მათგან უფრო აქტუალურად მიგვაჩნია განათლების ფილოსოფიის ის პრობლემები, რომელთა გავლენა განსაკუთრებულია თანამედროვე განათლების მდგომარეობაზე. ასეთებია:

  • რელიგია და მეცნიერება თანამედროვე განათლებაში;
  • იდეოლოგია და განათლება;
  • განათლება როგორც კაცობრიობის გადარჩენის სოციალური მექანიზმის შემადგენელი ნაწილი;
  • განათლების მიზანი და შინაარსის ფორმირების ფილოსოფიური საფუძველი;
  • სამოქალაქო აღზრდის სოციალურ_ფილოსოფიური პარადიგმა;
  • განათლების ბუნებისშესაბამისობის და კულტურისშესაბამისობის ფილოსოფიური საფუძვლები;
  • თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემების განვითარების ფილოსოფიური პრობლემები;
  • სოციალური შეკვეთის როლი განათლებაში;
  • ღირებულების სისტემა განათლებაში.

     პედაგოგიკის ფილოსოფიურ პრობლემებზე მსჯელობისას, მართებულად შენიშნავენ, რომ "აუცილებელია პედაგოგიკა თავისუფლად ოპერირებდეს ისეთი ცნებებით, როგორიცაა "სუბიექტი" და "ობიექტი", "გონი" და "ღირებულება", "ცნობიერება" და "თვითცნობიერება", "კულტურა" და "ცივილიზაცია", "თავისუფლება" და "პასუხისმგებლობა", "მოტივი" და "საზრისი" და ა. შ. ეს ცნებები ფილოსოფიაში უკვე კარგა ხანია გარკვეულია. პედაგოგიკა კი მათ მიმართ რატომღაც ნაკლებ ინტერესს იჩენს, რაც, ცხადია, მისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო, _ აღნიშნავენ წიგნის ავტორები (3. 46).

     ამდენად, განათლების ფილოსოფიის ჩარჩოებში შესაძლებელია, როგორც კერძო, ის ზოგადი ხასიათის პრობლემათა გადაწყვეტა. განათლების ფილოსოფია არის განათლების შესახებ შეხედულებათა განზოგადებაც და რეფლექსიაც. იგი განათლების პრობლემის გააზრება და ფილოსოფიური ანალიზია, მაგრამ, ამავე დროს, ის განათლების შესახებ განზოგადებულ შეხედულებებსაც წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, განათლების ფილოსოფიის ჩარჩოებში შესაძლებელია მოექცეს განსაზღვრული ხასიათის მეცნიერული ცოდნის ელემენტები, მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს საგანთაშორისი კავშირებიდან, ფუნდამენტური ცოდნის სფეროდან; კანონზომიერების, პრინციპების, მეტნაკლებად არსებითის და ძირითადი საფუძვლების ცოდნის სფეროდან გამომდინარე. ასეთი ცოდნა სისტემატურად და სტრუქტურირებულად ითვლება. იგი მრავალმხრივია და ფუნქციურად ურთიერთგანპირობებული. სწორედ ასეთი ცოდნა ითვლება განვითარებად ცოდნად, რაც განათლებისა და სწავლების ძირითადი პირობაა.

     განათლების ფილოსოფია განიხილავს და იკვლევს განათლების ტენდენციებს და ფუნდამენტურ კატეგორიებს, მის პარადიგმას, ადამიანის მდგომარეობას და ტრანსფორმაციას განათლების გავლენით.

     თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით გამოყოფენ განათლების ფილოსოფიის ხუთ ძირითად ფუნქციას. ესენია:

  • შემეცნების ფუნქცია;
  • ახსნა_განმარტებითი ფუნქცია;
  • დიაგნოსტიკური ფუნქცია;
  • პროგნოზირების ფუნქცია;
  • საგანმანათლებლო ფუნქცია.

     ზოგიერთ შემთხვევაში განათლების ფილოსოფია მეთოდოლოგიურ და ინტეგრაციულ ფუნქციებსაც ასრულებს.

     განათლების ფილოსოფია არა მარტო აყალიბებს და ასახავს პედაგოგიურ აზროვნებას, არამედ წარმოაჩენს მოცემულ ეპოქაში მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიმართებას განათლებასთან. იგი ითვალისწინებს ამა თუ იმ ეპოქის ადამიანის მოთხოვნილებებს და განვითარების შესაძლებლობებს.

     სხვადასხვა ეპოქაში განათლების ფილოსოფიის იდეების გამომხატველები იყვნენ კაცობრიობის უდიდესი მოაზროვნეები: დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, კონფუცი, კვინტილიანე, ი. კომენსკი, ჯ. ლოკი, ჟ. ჟ. რუსო, ა. დისტერვეგი, ი. პესტალოცი, ი. ჰერბარტი, ი. კანტი, კ. უშინსკი, ლ. ტოლსტოი. განათლების ფილოსოფიას საქართველოში გარკვეული საფუძველი შეუქმნეს გიორგი მთაწმინდელმა, იოანე პეტრიწმა, სულხან-საბა ორბელიანმა, დ. გურამიშვილმა, ს. დოდაშვილმა, ი. ჭავჭავაძემ, ი. გოგებაშვილმა, ნ. ნიკოლაძემ, დ. უზნაძემ, შ. ნუცუბიძემ, კ. ბაქრაძემ და სხვებმა.

     განათლების ფილოსოფიას აქვს თავისი წყაროები, ასეთებია: სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემათა ისტორიული გამოცდილება; კულტურის, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ტექნიკის ფუნდამენტური მიღწევები; ადამიანისა და მისი განვითარების შესახებ ყოველგვარი ცოდნა; ცივილიზაციისა და რელიგიური მსოფლაღქმის შესახებ ცოდნა. როგორც ჩანს, მიდგომები მრავალმხრივია, დაწყებული მეთოდოლოგიური საფუძვლებით და დამთავრებული განათლების პროცესის და სისტემის კონცეპტუალური გააზრებით.

     ჩვენი აზრით, თანამედროვე პირობებში განათლების ფილოსოფიამ უნდა იმსჯელოს შემდეგი პრობლემების გადაჭრაზე:

  • განათლების სისტემაში არსებული კრიზისის ანალიზი, მიზეზები და მისგან გამოსვლის გზები;
  • განათლების განვითარების კანოზომიერებები (წარსული, აწმყო, მომავალი);
  • სასწავლო_აღმზრდელობით საქმიანობაში ფუნდამენტური ტექნოლოგიური პროცესების გავლენა და მათი ფილოსოფიური გააზრება;
  • კულტურას ზიარებული ადამიანის საქმიანობის თავისებურებათა გამოვლენა და გააზრება, კულტურის ფართო მნიშვნელობით.

     განათლების ფილოსოფიის სპეციფიკური პრობლემები კიდევ ბევრია, რომელთა გადაჭრაზე დიდადაა დამოკიდებული გლობალიზაციის პირობებში საგანმანათლებლო სივრცის განვითარება და პიროვნებაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ფუნქციონირება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისიც შეიძლება ითქვას, რომ განათლების ფილოსოფია არის შედარებით დამოუკიდებელი მეცნიერულ _ ფილოსოფიური ცოდნის სისტემა, რომელიც ფილოსოფიისა და მეცნიერების მიჯნაზე მდებარეობს.

     განათლების ფილოსოფია არსებობს არა მარტო მისი ფართო გაგებით (საზოგადოებრივი შეგნება), არამედ კონკრეტული ადამიანის პიროვნულ დონეზე, რომელიც მის განათლებასთან მიმართებაში გამოიხატება. ხოლო, რამდენად გახდება პიროვნული პოზიცია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, თვით ადამიანის პიროვნებაზეა დამოკიდებული.

     განათლების ფილოსოფია განიხილება აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივი მოვლენების კვალდაკვალ. თვით იდეა განათლების ფილოსოფიის შესახებ, ზოგჯერ თავისებურად გარდაისახება განათლების იდეოლოგიაში. განათლების იდეოლოგია გავლენას ახდენს განათლების პოლიტიკაზე, ხოლო განათლების პოლიტიკას სახელმწიფო განსაზღვრავს. განათლების პოლიტიკა დამოკიდებულია განათლების თეორიასთან, რომელიც თავის მხრივ კავშირშია განათლების პრაქტიკასთან. ამრიგად, შესაძლებელია ცნებების მთელი ჯაჭვი წარმოვიდგინოთ, რომლებიც განაპირობებენ და დამოკიდებულნი არიან ურთიერთზე. აქვე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ განათლების ფილოსოფიამ შეიძლება იმგვარად დაამყაროს კავშირი განათლების თეორიასთან, რომ ნაწილობრივ გვერდი აუაროს იდეოლოგიას და პოლიტიკას.

     ამდენად, განათლების ფილოსოფია მოიცავს როგორც მეთოდოლოგიურ პრობლემებს, ისე განათლების მთლიან გააზრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ტერმინი განათლების ფილოსოფია შედგება მეცნიერული პედაგოგიკის (განათლების თეორიის), პედაგოგიკურ მეცნიერებათა მეთოდოლოგიის, განათლების საერთო გააზრების და პედაგოგიური სინამდვილის ანალიზის ინსტრუმენტებისგან. სხვა სიტყვებით, მათ რიცხვში უნდა ჩაითვალოს პედაგოგიკა და ანდროგოგიკაც, მაგრამ სულ სხვა განზომილებით და იგი უთუოდ ფილოსოფიური განზომილება იქნება.

ა. ასათიანი

აქვე იხილეთ:

განათლების ფსიქოლოგია

ტეგები: Qwelly, philosophy, აღზრდა, განათლება, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ქველი

ნახვა: 4299

გამოხმაურებები!

ჰო, სწორედ ამიტომ იყო რომ მთელს საბჭოთა კავშირს მომსხამი არა, მაგრამ დროშა ჰქონდა წითელი. :D

Kakha_მ თქვა:

იმიტომ იკლო რომ ვლადიმერ ილიჩი აღარ იყო ცოცხალი, თორე თავის თხზულებათა 451_ე ტომში აქვს დაწერილი, "თუ არ დახვრიტე დაგხვრიტავენ" მიდი და ნუ იქნებოდი ფილოსოფოსი :DD სტალინი ჭეშმარიტი ფილოსოფოსი იყო! :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Five Explanations TO Key IN Athletics BROADCASTING

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 10:28pm 0 კომენტარი





Sports broadcasting is one profession discipline that men and women who love athletics flock to. Even though there are several other choices within the vast earth of sports, like administration, lots of sports lovers who don’t wish to wind up on the field get pleasure from getting guiding the microphone. Within a discipline that encompasses anything from Are living play-by-plays to article-video game interviews, majoring in athletics broadcasting gives you the possibility to do…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters