დემოკრიტეს ატომისტური თეორია

       დემოკრიტეს (470 - 380) ბევრი წყარო აღმოსავლეთთან აკავშირებს, დემოკრიტეს მოძღვართა შორის ასახელებენ სპარსულ მოგვებსა და ქალდეველებს, ლაპარაკობენ მის მოგზაურობაზე  ირანში, ინდოეთსა და ეგვიპტეში, სადაც მან „ისწავლა სიბრძნე“ დიოგენე ლაერტელის თქმით დემოკრიტე მოწაფე იყო „რომელიღაც ქალდეველი მოგვებისა“ ეს მოგვები დემოკრიტეს მამასთან სტუმრად  მყოფ - მეფე ქსერქსეს დაუტოვებია იქ; ასე რომ, დემოკრიტეს ჯერ კიდევ სიყმაწვილეში შეუსწავლია მათი იდეოლოგია და ასტროლოგია. ეგვიპტეში დემოკრიტე ქურუმებისაგან სწავლობს გეომეტრიას, კლიმენტი ალექსანდრიელის ცნობით, დემოკრიტე ყოფილა ბაბილონში, ისანსა და ეგვიპტეში. სწავლობდა „მოგვებთან და ქურუმებთან“ და დაუწერია ეთიკური ხასიათის თხზულება „ბაბილონური მოძღვრებანი“, იპოლიტე რომაელის ცნობითაც, დემოკრიტეს კავშირი აქვს ინდოეთთან, ეგვიპტესთან და „ბაბილონელ მოგვებთან“ ამრიგად შეუძლებელია ეჭვი შევიტანოთ დემოკრიტეს კავშირში აღმოსავლურ მაგიასთან და სიბრძნესთან.

       დემოკრიტეს მრავალრიცხოვანი შრომებიდან 300_მდე ფრაგმენტია შემორჩენილი, მისი გამორჩეული ნაშრომები უნდა ყოფილიყო „დიდი დიაკოსმოსი“ და „მცირე დიაკოსმოსი“ დემოკრიტეს პირველად უნდა ეწოდებინა ადამიანისთვის მიკროკოსმოსი (პეტრიწის თარგმანში „მფირე სოფელი“). დემოკრიტეს ონტოლოგიის პრინციპი ის გახლავთ რომ მან მატერიალური სამყაროს ასახსნელად დაუშვა განუყოფელი, უმცირესი ზომის სუბსტანცია, რომელსაც ატომი („ატომოს“) უწოდა , ატომის არსებითი ნიშნებია განუყოფლობა , სისრულე, შეუვალობა, განფენილობა, მოძრაობა, მარადიულობა არსებობის მხრივ და უცვლელობა დროში. ატომების რიცხვი უსასრულოა, ჩამოთვლილი ნიშნები ყველა ატომს ახასიათებს, თუმცა  არსებობს ისეთი თვისებებიც, რაც მათ ინდივიდურად ახასიათებს, ატომები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიდიდით, ფორმით,წყობით და მდგომარეობით, საერთოდ ატომებს არ ახასიათებთ ისეთი თვისებები როგორიცაა ფერი სუნი და გემო.

       დემოკრიტეს თანახმად ატომები სიცარიელეში მოძრაობენ , ამ ფილოსოფოსმა საფუძვლიანად დაამუშავა მექანიკური მოძრაობის ცნება, მისი აზრით ატომი მოძრაობის გარეშე არ არსებობს, მაგრამ მოძრაობა არ არის ატომის შინაგანი თვისება, იგი გარედან ხდება ანუ ატომი გარედან დაჯახებული ძალით მოძრაობს, დემოკრიტეს თანახმად  მოძრაობა ისევე მარადიულია, როგორც ატომი, მას ამის თქმა სჭირდებოდა, რათა ატომების ურთიერთდაჯახება აეხსნა, თუმცა არისტოტელე საყვედურობდა აბდერელე მოაზროვნეს, რომ მან მოძრაობის ცნება სათანადოდ ვერ დაასაბუთა. დემოკრიტემ უარყო „ლოგოსის“ და „ნუსის“ ცნებები, რომელნიც აღნიშნავდნენ მატერიალური საწყისისგან დამოუკიდებელ კანონზომიერებას, მან ატომთა მექანიკით სცადა ყველა პროცესის და მოვლენის ახსნა. გამოიყენა მიზეზობრიობის და აუცილებლობის ცნებები. ატომები აუცილებლობით მოძრაობენ და ამიტომ ბუნებაში ყოველდღე აუცილებელია.

       ბევრი თვლიდა, რომ აუცილებლობის და მიზეზობიობის გაიგივებით დემოკრიტემ შეცდომა დაუშვა, მიზეზობრიობაში ცნობილია, რომ შედის აუცილებელიც და შემთხვევითი კავშირებიც. მატერიალისტური კუთხით დემოკრიტეს დამსახურებად თვლიდნენ მის მიერ ჰილოძიონიზმის დაძლევას, მექანიზაციზმის პრინციპით ყოველივე აიხსნა მატერიალური სუბსტანციის ატომების მოძრაობის საფუძველზე, მატერიისთვის ყოველგვარი დანამატი - გონიერი ან ცოცხალი ძალა დემოკრიტემ უარყო და ბუნების ახსნაში თანამიმდევრული მექანისტური მატერიალიზმის პირველი ნიმუში ჩამოაყალიბა.

       ატომების მოძრაობის გაანალიზებით ახსნაც დემოკრიტემ კოსმოსის მოწესრიგების ახსნაც, ტავდაპირველად ატომების ქაოტურად მოძრაობენ. ამ გრიგალისებურ მოძრაობაში მძიმენი ცენტრში რჩებიან, ხოლო მსუბუქნი პერიფერიაზე განივდებიან. კოსმოსის შექმნის შემდეგ კი უწესრიგო მოძრაობა წესრიგში ექცევა და ირებს ბრუნვითი, სწორხაზოვანი  მოძრაობის სახეს. სამყაროც სფეროს ფორმისაა. ცენტრში იმყოფება დედამიწა და გარშემო განლაგებულნი არიან ციური სხეულები.

       დემოკრიტეს აზრით ადამიანიც ატომებისგანაა შედგენილი, სული სხეულისაგან განსხვავდება იმით რომ იგი უმცირესი მრგვალი და სრიალა ატომებისგანაა შედგენილი, ანალოგიური ტიპის ატომებს შეიცავენ ცეცხლი,ჰაერი,მზე,მნათობები, ადამიანის სული ერთ ნაწილში არ არის ლოკალიზებული, იგი გაბნეულია მთელ სხეულში და სული სხეულთან ერთად კვდება, მისი სიკვდილია ცალკეულ ატომთა გაბნევა სიხარიელეში.

       დემოკრიტემ სული გონებას დაუკავშირა, ეს უკანასკნელი კი შემეცნების დროს მთავარ როლს ასრულებს, დემოკრიტესეული შემდეცნების თეორია ახლოს დგას პერმენიდეს გნოსეოლოგიასთან, დემოკრიტეც ასხვავებდა გრძნობად ცოდნას, რომელიც ხშირად მცდარია და გონების მიერ გაანალიზებულ ცოდნას, როგორც საიმედოს და მოწესრიგებულს, შეგრძნება სულის ატომების მოძრაობაამ რასაც გარეგანი საგნების ზემოქმედება იწვევს, მაგრამ შეგრძნებებს და საგანს შორის არის მესამე საგნის ხატი, სახე, „ეიდოლა“ რომელიც საგანს მოწყდება და ჰაერის საშუალებით გადაეცემა გრძნობის ორგანოს.

       ატომისტური თეორია საფუძვლად დაედო დემოკრიტეს ეთიკურ და პოლიტიკურ შეხედულებებსაც, როგორც ატომები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ასევე ადამიანები გასხვავდებიან მიზნებით, მისწრტაფებებით, ინდივიდი ჩაკეტილია ტავის ტავში და მისი უმთავრესი მიზანი ბედნიერებისკენ სწრაფვაა. ასეთ ეთიკურ მოძღვრებას ევდემონისტურს უწოდებენ, როგორც ატომები არსებობდნენ კოსმოსის შექმნამდე ასევე ადამაინები არსებობდნენ საზოგადოების შექმნამდე , ასევე ადამაინები არსებობდნენ საზოგადოების წარმოშობამდე, ადამაინები თავდაპირველად პრიმიტიულ დონეზე, ასე ვთქვათ გაოქვაბულში ცხოვრობდნენ, შემდეგ ისინი გაერთიანდნენ ბუნებასთან ბრძოლაში, იგივე ბუნება მოევლინა ადამაინებს მასწავლებლად (ობობამ ასწავლა ქსოვა, მერცხალმა - სახლის შენება, ბულბულმა - სიმღერა და ა.შ.) დემოკრიტე ებრძოდა ტირანიას და დესპოტიზმს, ზედმეტი სიმდიდრე ისევე დამღუპველად მიაჩნდა როგორც უკიდურესი სიღატაკე. ამის გამო ხოტბას ასხამდა „საშუალო ადამიანს“. ადამიანებისგან მოითხოვდა არ დამორჩილებოდნენ უსამართლობას.

ლიტერატურა:

ფილოსფიის ისტორია. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

თბილისი.2013 წელი.

გამომცემლობა შპს."სვეტი"

ტეგები: Qwelly, გნოსეოლოგია, ეგვიპტე, ეთიკა, ფილოსოფია

ნახვა: 1762

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამგანზომილებიანი ქარგვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2018.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ხელსაქმის გაკვეთილები დიდი ხნის წინ შეამცირეს სასწავლო პროგრამიდან, მაგრამ მაინც მახსოვს - სწორედ ამ გაკვეთილებზე მქონდა ქარგვის საშუალება და მერე, დროდადრო, სახლშიც ვაგრძელებდი ამ საქმიანობას,…

გაგრძელება

ინაუგურაციის რეპეტიცია, რობაქიძის საქმის ბოლო, არჩევნების განსხვავებულობა და მოშიმშილე გამსახურდიები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 14, 2018.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი…

გაგრძელება

დამტკიცებული ბიუჯეტი, პრეზიდენტის კუდი, კარასინის სიჯიუტე, პენსიის დაგროვება და ბახალას განაჩენები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2018.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      ქართული ამბები განსაკუთრებულად რეიტინგულ ამბებს არ მოიცავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2019 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს, ავად თუ კარგად ფული იქნება 2019-ში. დღეს პრეზიდენტი იყო აქტიური და…

გაგრძელება

სოციალური ფობიები

გამოაქვეყნა cisia_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2018.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გამარჯობა, თუ აქ ხართ ადამიანები, ვისაც პირადი გამოცდილება ან პროფესიული გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა თქვენთან საუბარი.

Qwelly World

free counters