ძირითადი აპოლოგეტური მონაცემები. არისტიდე ათენელი (ფილოსოფოსი) და მისი აპოლოგია

      საეკლესიო აპოლოგეტიკა დღეისათვის ცნობილი წყაროების მიხედვით რამდენიმე აუცილებელ მონაცემს გულისხმობს, კერძოდ პირველი აპოლოგეტი, რომლის შრომაც ჩვენამდე არ მოღწეულა, მაგრამ სხვადასხვა ცნობით ვიცით, რომ მას ნამდვილად ჰქონდა აპოლოგია დაწერილი, ანუ პირველი საეკლესიო მოღვაწე, რომელმაც აპოლოგია დაწერა გახლდათ სამოცდაათთაგანი მოციქული კოდრატე, რომელმაც თავისი აპოლოგია ზეპირად წარმოთქვა ტრაიანე იმპერატორის წინაშე და როგორც ევსები კესარიელი გვაუწყებს, IV საუკუნის I ნახევარში, ეს აპოლოგია გავრცელებული იყო და იკითხებოდა, ე.ი. ტექსტობრივად ამ დროისათვის ჯერ კიდევ არსებობდა, თუმცა ჩვენამდე ის შემონახული არ გახლავთ. ეს ერთი მონაცემი, რომ პირველი აპოლოგეტი, პირველი მოღვაწე რომელმაც საზოგადოდ აპოლოგიური შრომა დაწერა, დღეისათვის ცნობილი წყაროების მიხედვით, ეს გახლავთ კოდრატე, ლათინურად კვადრატუს, სამოცდაათთაგანი მოციქული. მეორე მონაცემი, მეორე ფაქტი, რაც ასევე დასამახსოვრებელია გახლავთ ის, რომ პირველი აპოლოგეტი რომლის აპოლოგიაც ჩვენამდე მოღწეული გახლავთ ესაა ათენელი ფილოსოფოსი არისტიდე, II საუკუნის I ნახევრის და შუა წლების აპოლოგეტიც. თუმცა კარგა ხანს მისი აპოლოგიაც ისევე დაკარგულად მიიჩნეოდა, როგორც ხსენებული კოდრატე მოციქულისა. მაშასადამე თუ კოდრატე ზოგადად პირველი აპოლოგეტია, რომელმაც აპოლოგია დაწერა, არისტიდე ათენელი ის პირველი აპოლოგეტია, რომლის აპოლოგიაც ჩვენამდე მოღწეული გახლავთ. და მესამე მონაცემი, რომელიც შემდეგში მდგოამრეობს: არისტონ პელაიელი, რომელიც ჩვენს წინა საუბარშიც ვახსენეთ, გახლავთ პირველი აპოლოგეტი, ქრისტიან აპოლოგეტთა შორის, რომელმაც აპოლოგია დაწერა კონკრეტულად იუდაიზმის წინააღმდეგ. არისტიდეს აპოლოგია არსებითად მიმართულია ანტიკურობის, კერპთაყვანისმცემლობის, წარმართული ფილოსოფიის, ელინიზმის წინააღმდეგ, და თუმცა იქ არის გარკვეულ მომენტებში ხსენება იუდაიზმისაც, მაგრამ არსებითად ეს ორიენტირი აქვს ამ ძეგლს, მაგრამ პირველი ძეგლი, რომელიც კონკრეტულად იუდაიზმს განაქიქებს, არის ის ძეგლი, რომლის ავტორიც არის არისტონ პელეელი, ანდა არისტონ პელაიელი (ზოგჯერ შეიძლება არისტონ პელაელის თქმაც), დაახლოებით II ს-ის 30-იანი წლების მოღვაწე, რომელმაც 240 წელს დაწერა თავისი აპოლოგია "პაპისკონისა და იასონის გაბაასება". აქ მოხსენიებული პიროვნებები (პაპისკონი და იასონი) წარმოშობით ორივე ებრაელია, მაგრამ ერთი ქრისტიანია, ხოლო მეორე იუდეველი. თუმცა ეს ძეგლი უაღრესად ფრაგმენტულადაა ჩვენამდე მოღწეული, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ეს არის დღეისათვის ცნობილი წყაროების მიხედვით პირველი აპოლოგია იუდაიზმის წინააღმდეგ. მომდევნო მოღვაწე იუსტინე მარტვილი კი გახლავთ პირველი, აპოლოგეტთა შორის, რომელიც აპოლოგიებს წერს როგორც ანტიკურობის ანუ ელინიზმის, კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, ასევე იუდაიზმის წინააღმდეგაც. ეს მონაცემები ალბათ არის იმ მნიშვნელობისა, რომ ჩვენ დავიმახსოვროთ და ორიენტირად გვქონდეს. ამჯერად კი შევუდგებით ქრონოლოგიური მიმდევრობით აპოლოგეტიკის განხილვას.

      რამდენადაც კოდრატეს აპოლოგია, როგორც ავღნიშნეთ, დაკარგულია ერთი მცირე ფრაგმენტის გარდა, რასაც იმოწმებს ევსები კესარიელი, ჩვენ ცხადია ამ აპოლოგიაზე ვერ ვიმსჯელებთ. ამიტომ მსჯელობას დავიწყებთ იმ აპოლოგეტით, რომლის შრომაც ჩვენამდე მოღწეულია, ეს გახლავთ არისტიდე ათენელი ფილოსოფოსი. ეს წოდება - ათენელი ფილოსოფოსი, მას, რა თქმა უნდა, გაქრისტიანების შემდეგ არ მიუღია, გაქრისტიანებამდე იყო ის წარმართი ფილოსოფოსი. როგორც ავღნიშნეთ აპოლოგეტთა უდიდესი ნაწილი წარმართულ ფილოსოფიაში უაღრესად განსწავლული იყო და შემდეგ როდესაც მათი გაქრისტიანება მოხდა, ყოველივე ის რაც ღირსეული იყო ანტიკურ ფილოსოფიაში, მათ ეკლესიის წიაღში შემოიტანეს ჭეშმარიტების მსახურებისთვის. არისტიდე ერთ-ერთი პირველთაგანი გახლავთ მათ შორის, რომელმაც თვით წოდებაც შეინარჩუნა - ათენელი ფილოსოფოსი. საეკლესიო ტრადიციაში ზოგადად ფილოსოფოსი ჩვენ ეპითეტურად ყველა ღვთივგანბრძნობილ მოღვაწეს შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგრამ მაინც გამოიყოფიან პირები, რომლებსაც გაცილებით მეტად ესადაგებათ ეს ეპითეტი და საკუთარი სახელივით აქვთ შემორჩენილი დღემდე. მხოლოდ არისტიდე არ გახლავთ ფილოსოფოსად წოდებული, არამედ იმავე აპოლოგეტიკის ეპოქაში, II საუკუნეში, ამგვარადვე იწოდება იუსტინე მარტვილიც, რომელიც ერთი მხრივ მარტვილადაა წოდებული, მაგრამ ამავე დროს ის ცნობილია როგორც წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, ისევე როგორც წმ. ათენაგორა ათენელი ფილოსოფოსი. აი ეს მოღვაწენი ტერმინ ფილოსოფოსს განიკუთვნებენ როგორც საკუთარ სახელს და ამ შემთხვევაში ხაზგასმა ხდება იმაზე, რომ ისინი ზოგადი, სულიერი, ეპითეტური გაგებით ღვთის სიბრძნის მწვდომელნი კი არ არიან მხოლოდ, ე.ი. სულიერი თვალით მხედველნი, არამედ ამავე დროს იმ ფილოსოფიის ზედმიწევნით მცოდნენიც, რაც ექვემდებარება ტერმინოლოგიას, სჯას, ლოგიკურ-სილოგისტურ აზროვნებით პროცესს, დასკვნის გამოტანას და ა.შ. ანუ არგუმენტირების წესით აღსრულებულ მსჯელობას, რასაც ასევე ფილოსოფიური მოღვაწეობა უდევს საფუძვლად, ტერმინოლოგიას ეფუძნება ამგვარი მსჯელობა, დისკურსიული ხაზი. აი ეს ყოველივე რომელ მოღვაწესთანაც გამოკვეთილია ეს მოღვაწე საკუთრივ ფილოსოფოსად არის წოდებული საეკლესიო ტრადიციაში. არისტიდე ათენელიც, როგორც ავღნიშნეთ, ამგვარი გახლდათ, გაქრისტიანებამდე ის წარმართი ფილოსოფოსი იყო, ხოლო როდესაც გაქრისტიანდა მთელი მგზნებარებით თავისი მოღვაწეობა უკვე ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენა. ამგვარ პირთა, ე.ი. წარმართ ფილოსოფოსთა, მოღვაწეობა გაქრისტიანების შემდეგ ეკლესიისთვის ასევე აუცილებელი იყო, იმიტომ, რომ სწორედ მათ ხვდათ ვალდებულება ქრისტიანული მოძღვრების არგუმენტირებისა. რა თქმა უნდა, ვინც არგუმენტირების კულტურას არ ფლობს, ვისაც ტერმინოლოგია არ შეუსწავლია, ვისაც ლოგიკურ-სილოგისტური აზროვნება არ ახასიათებს, ის თავისთავად ცხადია რაიმე მყარ არგუმენტირებას ამა თუ იმ მოვლენის, ამა თუ იმ მოძღვრების შესახებ ჩვენ ვერ მოგვაწვდის. ღვთის განგებით, როდესაც აუცილებელი გახდა ქრისტიანული მოძღვრების ფილოსოფიური დასაბუთება, არგუმენტირება ამ მოძღვრებისა, სწორედ მაშინ გამოჩნდნენ საეკლესიო ასპარეზზე ეს ახოვანი მოღვაწენი, რომლებმაც მთელი თავიანთი განსწავლულობა, მთელი თავიანთი ფილოსოფიური ნიჭიერება, ტერმინოლოგიური ნიჭიერება და ტერმინოლოგიური ცნობიერება, რაც ყველაზე არსებითია, ჭეშმარიტების სამსახურში ჩააყენეს. არისტიდე ათენელი, აპოლოგიის ავტორი, კარგა ხანს მხოლოდ სახელით იყო ჩვენთვის ცნობილი, მისი აპოლოგია, როგორც ავღნიშნეთ, დაკარგულად მიიჩნეოდა და ასედაც იყო, ვიდრე XIX საუკუნის 70-იან წლებამდე, როდესაც მოხდა ჯერ მისი სირიული თარგმანის გამოვლენა, შემდეგ გარკვული ნაწილის სომხური თარგმანის გამოვლენა და როდესაც ფაქტობრივად მთელი ტექსტი არისტიდეს აპოლოგეტური შრომისა სხვა ენებზეც, თარგმანების სახით, მისაწვდომი გახდა მკვლევართათვის, ამის შემდეგ გამოირკვა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ იგივე ტექსტი ბერძნულ ენაზეც არის შემონახული, მხოლოდ იდენტიფიკაციის გარეშე, ე.ი. ბერძნულად შემონახულია თითქმის მთელი ტექსტი არისტიდეს აპოლოგიისა, ოღონდ მას ცალკე გამოყოფილ შრომად არ წარმოგვიდგენენ ჩვენ ხელნაწერები, არც სათაურად ახლავს მას თუ რა ძეგლია ეს და არც ავტორი არ არის მინიშნებული. ამიტომ იყო, რომ ვიდრე სირიულ-სომხურ თარგმანებში არისტიდეს აპოლოგიის ტექსტი არ გამოვლინდებოდა, ცხადია არც ამ ბერძნულად შემონახული ტექსტის რაობის დადგენა რაიმე სახით მოხერხდებოდა. ეს ყოველივე მოხერხდა მას შემდეგ, რაც ერთი მხრივ ცხადი გახდა, რომ სირიულ-სომხურში შეონახული ტექსტი იგივეა, რაც აქამდე ბერძნულადაც არსებული ტექსტი და რამდენადაც სირიულ-სომხურში იგივე ტექსტი არისტიდეს აპოლოგიად არის განსაზღვრული, თავისთავად ცხადია ამგვარივე უნდა ყოფილიყო ბერძნული ტექსტიც. მაგრამ ბერძნული ტექსტი, როგორც ავღნიშნეთ, ცალკე შრომად კი არ აღმოჩნდა რომელიმე ხელნაწერში, არამედ ეს ტექსტი შესულია სხვა შრომაში ვრცელი ციტატის სახით. ეს სხვა შრომა გახლავთ შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ძეგლი "ბალავარიანი", რომელიც ქართულ სამყაროშიც ძველადაც, დღესაც უაღრესად ფართოდ გავრცელებული და ცნობილია მკითველისთვის. სხვათაშორის ამ ბოლო დროს გამოიცა "ბალავარიანის" ძველი ქართული თარგმანის მშვენივრად შესრულებული ახალქართული თარგმანი, რაც ალბათ იმ პირთათვის, რომელთაც ძველი ქართულით კითხვა მეტნაკლებად უჭირთ, აი ეს გამოცემა ამგვარ პირთათვის "ბალავარიანს" და ბალავარიანის სიბრძნეს ახლობელს გახდის (ძველ ქართულში მას ასეც ეწოდებოდა "სიბრძნე ბალაჰვარისი"). აი ამ ძეგლში გახლავთ ციტატის სახით შესული არისტიდეს აპოლოგია, მაგრამ ჯერ რომ გავაცნობიეროთ თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ციტატაა ეს და რატომ იქნა "ბალავარიანში" შეტანილი, აუცილებლად საკუთრივ ამ ძეგლის საკითხსაც უნდა შევეხოთ.

      საზოგადოდ საეკლესიო ისტორიაში ამ ციტირების საფუძველზე "ბალავარიანისა" და არისტიდეს აპოლოგიის საკითხი გადაჯაჭვულია ერთი მეორესთან და ჩვენც ალბათ არისტიდეს აპოლოგიაზე საუბრისას ვისარგებლებთ შემთხვევით და ამ ძეგლს "ბალავარიანს" ვრცლად შევეხებით, მაგრამ ვიდრე "ბალავარიანს" შევეხებოდეთ ჯერ მაინც გვინდა არისტიდეს აპოლოგიაზე განვაგრძოთ მსჯელობა და თუნდაც იმ ტექსტის მიხედვით, რაც ბალავარიანშია ციტატის სახით ანდა სირიულ-სომხურ თარგმანებში მოღწეული, აი ამათ საფუძველზე, რამდენადაც ეს ძალიან ზოგადად შესაძლებელია, წარმოვაჩინოთ თუ რა აპოლოგეტური შრომა დაწერა არისტიდე ათენელმა.

      აღნიშნული აპოლოგია თავისთავად ცხადია ქრისტიანული მოძღვრების დაცვას განიზრახავს. რამდენიმე ყურადსაღები მომენტი ჩვენ შიძლებოდა გამოგვეყო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ალბათ გახლავთ შეიძლება ითქვას ყველაზე ორიგინალური, ამ ძეგლის ავტორის ანთროპოლოგია, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ ანთროპოლოგიაში ვდებთ არა ადამიანთმცოდნეობის შინაარსს, არამედ კაცობრიობის შესახებ მის მოძღვრებას. შეიძლება ვუწოდოთ უფრო რელიგიური სოციოლოგია იმ მოძღვრებას, იმ თეზას, რაც არისტიდეს აპოლოგიაშია წარმოდგენილი. არისტიდე კაცობრიობას განჭვრეტს და განაცალკევებს ოთხ ნაწილად, შესაბამისად იმისა ცნობიერების რა საფეხურზე არიან ისინი. ყველაზე უფრო მდარე ნაწილად კაცობრიობისა არისტიდეს მიაჩნია ის ტომები, ის ერები, ანდა ზოგადად კაცობრიობის ის ნაწილი და ის პირები, რომლებსაც ბუნებითი ძალებისადი აქვთ რწმენა და ესაა მათი სარწმუნოება, რომლებიც განაპირობებენ, განაღმრთობენ და ღმერთებად წარმოსახავენ მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ბუნების სტიქიებს, ხეს, მდინარეს და სხვა. არისტიდესთვის ესაა ყველაზე კნინობითი სახე ცნობიერებისა. შემდეგში, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ალბათ არისტიდე ათენელის ეს მოძღვრება საეკლესიო ტრადიციაში, როდესაც ათენაგორამ, ალბათ ყველაზე უფრო ღრმად ფილოსოფიურად მოაზროვნე აპოლოგეტმა ეკლესიის მამათა შორის, მკვეთრად მიანიშნა ყოველგვარი სარწმუნოების მცირედით მაინც უპირატესობა აბსოლუტურ ურწმუნოებაზე. როდესაც ის რომის იმპერიის სხვადასხვა სარწმუნოებას ეხებოდა ამგვარ თეზას აყალიბებდა და იმპერატორებს ამგვარად მიმართავდა, რომ "თქვენ რამდენადაც რაიმესადმი მორწმუნეობა, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, უფრო უმჯობესად მიგიჩნევიათ ვიდრე სრული ურწმუნოება, ამიტომ თქვენს სამეფოში ყველა სახის სარწმუნოება ნებადართული გაქვთ, ერთადერთი მხოლოდ ქრისტიანებს უპირისპირდებით". ქრისტიანობასთან დაპირისპირება სხვა საკითხია, მაგრამ თვით ეს მხარე, რომ რომის იმპერიაში ყველა სარწმუნოება დაშვებული იყო იმის საფუძველზე, რომ ურწმუნოებას ადგილი არ ჰქონოდა, რადგან ყველაზე დიდი დაცემულობა აბსოლუტური ურწმუნოებაა და სწორედ ესაა გახაზული ათენაგორას მიერ. რა თქმა უნდა, სარწმუნოებათა შორის აურაცხელი სხვადასხვაობაა და ჭეშმარიტი სარწმუნოების ფონზე ყველა მათგანი ცდომილების წიაღშია და მათი მიმდევრები, რომლებიც ბოლომდ ერთგულნი დარჩებიან საკუთარი სარწმუნოებისა, ეკლესიური უცდომელი სწავლებით, აუცილებლად ცხონების მიღმა რჩებიან, წარწყმედაში მიდიან, მაგრამ ხარისხები არის&ნბსპ; წარწყმედაშიც, რომ ზოგი უფრო ღრმად არის ჯოჯოხეთისეულ უფსკრულებში, ზოგი უფრო ზემოთ და სხვა, ეს ყოველივე ეკლესიის მამათა ჩამოყალიბებული სწავლება გახლავთ. ამიტომ ყოველი სარწმუნოება, თუნდაც მათ შორის მეტნაკლებობა არსებობდეს, დავუშვათ რომელი უფრო მეტად ცდომილია და რომელი უფრო ნაკლებად ცდომილი, ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევართათვის, რა თქმა უნდა, ცხონების მიღმა სამყაროში მოიაზრება და არა იმ გაგებით, რომ თითქოს რომელიმე სარწმუნოებაში მეტი ცხონებაა, რომელიმეში კიდევ უფრო მეტი და რომელიმე მთლად იტევს ამ ცხონებას. ეკლესიური მოძღვრება ასეთ კლასიფიკაციას არ აძლევს სარწმუნოებებს, არამედ ეკლესიური მოძღვრებით სარწმუნოებანი ორად განიყოფება, ერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება და მეორე არაჭეშმარიტი სარწმუნოებანი. ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მხოლოდ ცხონების წიაღში, არაჭეშმარიტი სარწმუნოებანი კი საეკლესიო, ჩამოყალიბებული და დოგმატური, მოძღვრების მიხედვით ცხონების მიღმა არიან, უკლებლივ ყველა, მაგრამ ამ ცხონების მიღმა მყოფ სარწმუნოებათა შორის არის ხარისხობრივი მეტ-ნაკლებობა, იქ ყველა ერთი, აბსოლუტური ცთომილებისა არ გახლავთ, ზოგი გაცილებით მეტად ცდომილია, ზოგი შედარებით ნაკლებ ცდომილი, მაგრამ რამდენადაც ცხონებაში ცდომილების აჩრდილიც კი არ შეიძლება ახლდეს სარწმუნოებასა და პიროვნებას, ამიტომაა ყველა მათგანი ცხონების მიღმა და როგორც ცხონებაშია შიგნით ხარისხები, ასევე წარწყმედაშიც არის ხარისხები და ყველა სარწმუნოება, გარდა ერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ამ სარწმუნოების მიმდევართათვის აუცილებლად ცხონების მიღმა, ცხონების ზღურბლის იქით, ცხონების გალავანს იქით მყოფად არის წარმოჩენილი. ამიტომ როდესაც კლასიფიკაციაზეა საქმე, თუნდც ათენაგორას მიერ თქმული, რომ რომის იმპერიაში ყველა სარწმუნოება იყო დაშვებული, რადგანაც ურწმუნოება ყველაზე საშინელი რამაა, ეს იმ აზრითაა აქ თქმული, რომ ნებისმიერი სარწმუნოებრივი მდგომარეობა რაიმეთი მაინც ოდნავ დაწინაურებულია სრულ ურწმუნოებაზე. რაც უფრო შედარებით შეგნებულობისა და აღმატებული ცნობიერების ბეჭედი აქვს ამა თუ იმ სარწმუნოებას, მისი მიმდევარისთვის მეტი შანსია, რომ ამ ხორციელ სიცოცხლეში მან ჭეშმარიტ მოძღვრებამდე მისვლა მოასწროს. აი აქეთკენ გზასთან სიახლოვის ნიშნით განიჭვრიტება ეკლესიის მოძღვრისთვის ამა თუ იმ არამართლმადიდებლური სარწმუნოების ღირსება-ნაკლოვანებანი. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულიად ობიექტურად ვამბობთ, რომ ზოგი სარწმუნოება ქრისტიანობასთან უფრო ახლოს არის, თვით ფსევდო ქრისტიანულ სარწმუნოებათა შორის ზოგი უფრო მეტადაა ახლოს მართლმადიდებლობასთან და ზოგი უფრო შორსაა. აქ შეიძლება ასეთი კითხვა დაისვას, რომ თუ ყველა მათგანი მაინც ცხონების მიღმაა და წარწყმედაშია, რაღა მნიშვნელობა აქვს რომელი უფრო ახლოსაა ცხონებასთან და რომელი უფრო შორს, ყველანი ხომ წარწყმედაში არიან? რა თქმა უნდა, თუ რომელიმე პიროვნება ამ სარწმუნოებათა ერთგულებას თავისი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნებს, ეკელსიური სწავლებით ის აუცილებლად ცხონების მიღმაა, მაგრამ ეს სარწმუნოებანი იმის შესაძლებლობას იძლევიან, რომ ვიდრე ამ ქვეყნად ხორცში მყოფობს ესა თუ ის პიროვნება, რაც უფრო დაწინაურებული სარწმუნოების მიმდევარია იგი, უფრო მეტად შეძლებს, რომ გული და გონება გაუხსნას ჭეშმარიტ სარწმუნოებას, უფრო მეტი იმედია მისი გადარჩენისა, რომ მოასწროს მან, ვიდრე გარდაცვალებამდე, ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან მისვლა. შეგნებულობა, გონება, რაც ღვთივდაფუძნებულია ადამიანში, განაპირობებს ამა თუ იმ პიროვნების საკუთარი ნებელობითა და გააზრებულობით, შეგნებულობით სვლას ჭეშმარიტებისკენ და თუ მისი სარწმუნოებრივი მხარეც ნაკლებ კნინობითი და ნაკლებ დაცემულია, რა თქმა უნდა, იმ მწვერვალთან მისვლა ასეთი პირისთვის უფრო ადვილი იქნება. სრული ურწმუნოებიდან მწვერვალამდე ასვლა კი, ანუ დაცემულობიდან, ქვესკნელიდან მწვერვალამდე ასვლა გაცილებით რთულია, ვიდრე გარკვეული სიმაღლიდან. და თუმცა კი ეს სიმაღლეც ეკლესიური მოძღვრებით იგივე წყვდიადი და იგივე ჯოჯოხეთისეული სიბნელეა, მაგრამ რაღაც სიმაღლიდან მაინც მწვერვალამდე ასვლა გაცილებით უფრო შესაძლებელია, უფრო საიმედოა, უფრო მოსალოდნელია და ამიტომაა, რომ ეკლესიური მოძღვრება ამასაც აუცილებლად ყურადღებას აქცევს, რომ ერთი მხრივ ეკლესიური სწავლებით ყველა სარწმუნოება აბსოლუტურად, როგორც სამოძღვრო სისტემა, ჭეშმარიტების მიღმა დგას, მაგრამ ამავე დროს მათ შორის ხარისხებს განაწესებს იმისდა მიხედვით თუ რომელი უფრო ახლოს არის მართლმადოდებლობასთან და რომელი უფრო შორს, ერთადერთი სასოების პერსპექტივით, რომ უფრო ახლოს მდგომი სარწმუნოებიდან ჭეშმარიტებაში და ცხონებაში შემოსვლისთვის, ამა თუ იმ პიროვნებას გაცილებით მეტი შესაძლებლობა ეძლევა.

II ნაწილი

ტეგები: patrology, qwelly, არისტიდე_ათენელი, არისტიდე_ფილოსოფოსი, პატროლოგია

ნახვა: 728

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters