← დასაწყისი

      არისტიდეს აპოლოგიის ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მომენტად განვიხილავდით მის სწავლებას კაცობრიობის ხარისხების შესახებ, რომ კაცობრიობა ერთ ხარისხოვანი არ არის, ბუნებით ერთია კაცობრიობა, მაგრამ ჭეშმარიტების და ზოგადად სულიერების მხრიდან კაცობრიობის გამსჭვალვის ასპექტით ხარისხები გამოიყოფა, რომელთაგან ყველაზე უფრო მდარე ხარისხი არისტიდესთვის არის კაცობრიობის ის ნაწილი, ის ადამიანები, რომლებსაც ბუნებითი ძალებისადმი აქვთ რწმენა, ნამდვილი, ჩამოყალიბებული, ფანატიკური რწმენა ანუ აღმერთებენ ბუნების ძალებს, მზეს, მთავრეს, ვარსკვლავებს, ბუნების სტიქიებს, მდინარეს, ხეს და სხვა. მეორე, უფრო დაწინაურებული ნაწილი კაცობრიობისა არისტიდესთვის ესაა ანტიკურ მოაზროვნეთა კრებული, ანტიკური ფილოსოფია, ფილოსოფიურად მჭვრეტელნი და აღმქმელნი ამ სამყაროსი, რომლებიც მართალია ერთ ღმერთიანობამდე ვერ ადიან, მაგრამ სამყაროს მომწესრიგებელს განჭვრეტენ, როგორც ეს გვაქვს თუნდაც პლატონთან, და რომლებიც მეტნაკლებად ბუნებითი ძალების გაღმერთებიდან უფრო აღმატებული სინამდვილისკენ მაღლდებიან გონებითად. ანუ ანტიკურობა, ელინიზმი არის უფრო აღმატებული საფეხური არისტიდესთვის, ვიდრე ის პირველი, რაც ბუნებითი ძალების გაღმერთებას გულისხმობს. თუ პირველს შეიძლება ეწოდოს ბარბარიზმი, ყველაზე უფრო კნინობითი და დაცემული მდგომარეობა, მეორეს ეწოდება ელინიზმი და მათზე აღმატებულად არისტიდეს შემოაქვს იუდაიზმი, სადაც უკვე გამოკვეთილად ერთ ღმერთიანი სარწმუნოებაა და ეს ერთი ღმერთი არის ყოველთა ზედა აღმატებული, უხილავი, მიუწვდომელი ქმნილებისგან, ყოვლითურთ თვით სრული, ყოვლის შემძლე, საკუთარი არსებობისთვის არ მსაჭიროებელი არცერთი სხვა ქმნილებისა, ყოვლადუზრუნველი და სხვა, რომელიც აღასრულებს შესაქმეს. ამ ნიშნებით იუდაიზმი არისტიდესთვის არის უფრო აღმატებული სარწმუნოება, ვიდრე ელინიზმი და ვიდრე ბარბარიზმი. მაგრამ, როგორც ჩვენ წინა საუბარში გვქონდა ამაზე განხილვა, მიუხედავად ურთიერთ შორის ამგვარი ხარისხობრივი მეტნაკლებობისა და მიუხედავად იმისა, რომ ელინიზმი აღემატება ბარბარიზმს, ხოლო იუდაიზმი აღემატება ელინიზმს, ეს აღმატებულება მაინც არ ნიშნავს რომელიმე მათგანის იმ მწვრვალამდე ასვლას, რაც ჭეშმარიტებას გულისხმობს და რაც აუცილებელ ცხონებას ანიჭებს მის მიმდევრებს. ვერც იუდაიზმი, ვერც ელინიზმი და მითუმეტეს ვერც ბარბარიზმი ვერ აცხოვნებს პიროვნებას, ვერ აცხოვნებს სულს და თუ ამ მოძღვრებათა მიმდევარნი დარჩებიან პიროვნებები ისინი გარდაცვალების შემდეგ აუცილებლად ცხონების მიღმა დარჩებიან, აუცილებლად წარწყმედას მიეცემიან. ის სამეული, რომელსაც აქამდე განიხილავდა არისტიდე, მაინც ერთ ნაწილად მოიაზრება და შინაგანად არის მათ შორის ხარისხობრივი მეტნაკლებობა, მაგრამ ამ სამეულისგან დიამეტრულად გამიჯნულია და გადაულახავი უფსკრულით არის გამოყოფილი მეოთხე ნაწილი კაცობრიობისა. გადაულახავი არა იმ გაგებით, რომ პირველი სამიდან აქეთ ვინმეს, თუკი ის ინებებს, გადმოსვლა ეკრძალება, არამედ იმ გაგებით, რომ შეურევნელია იმ ბიწიერებასთან, იმ დაცემულობასთან, რაც წინარე სამს ახასიათებს და იმ უცხონებლობასთან, ეს მეოთხე ნაწილი. ამას გულისხმობს გადაულახაობა, რომ თვით იმ სარწმუნოებათა ბიწიერება ოდნავადაც ვერ შეერევა და შეეზავება ამ მეოთხე უწმინდეს ნაწილს, ამ მეოთხე ჯერ უწმინდეს მოძღვრებას და ამ მოძღვრების წიაღში მყოფ კაცობრიობის ნაწილს, რაც არის ქრისტიანობა და ქრისტიანობის შემთვისებელი და ამღიარებელი ქრისტიანთა ტომი. ქრისტიანთა ტომი ერთ სარწმუნოებად და ერთ მოდგმად კაცობრიობისა წარმოუჩნდება არისტიდე ათენელს, ესაა იგივე ცხონების წიაღი და ცხონებულთა კრებული, რომელსაც ეკლესია ეწოდება, ეკლესია როგორც ცხონებულთა ანდა ცხონებათდა კრებული, ცხონების წიაღი.

      ამგვარი ხარისხობრივი დიფერენცირება ჩვენს წინაშე თვალნათლივ წარმოაჩენს იმას, რაზეც წინა საუბარშიც ვსაუბრობდით, რომ ქრისტიანული მოძღვრება მხოლოდ იმით არ იყო დაინტერესებული და იქეთკენ მზერა მიპყრობილი, რომ ცხონებაში მყოფთა ცხოვრება რეგლამენტირებულ ჰყოს და მათ უწინამძღვროს. კაცობრიობის დანარჩენი ნაწილიც ყოველთვის იყო ეკლესიის მეურვეობის ქვეშ, ეკლესიის მჭვრეტელობის ქვეშ მათთვის პერსპექტივის დასახვის მიზანდსახულობით თუ სამოღვაწეო გეზი, წინ მიმავალი გზა საითკენ უნდა განიმზირებოდეს, რა მოძღვრებისკენ უნდა ჰქონდეთ მათ სწრაფვა, რომ ცხონების წიაღს შეერთონ, ანუ მთელი კაცობრიობაა ეკლესიის სამზრუნველო და არა მხოლოდ ქრისტიანები, ამის დადასტურებაა არისტიდე ათენელის ეს შრომა, ამით არის ის უაღრესად ძვირფასი და განსხვავებით იმ ცალკეულ პირთა თუ ჯგუფთა შეხედულებისა, რომ თითქოს ეკლესიური მოძღვრება მხოლოდ ქრისტიანებს განეწესებათ და მხოლოდ ქრისტიანთა მოღვაწეობით იფარგლება, ყველა ჭეშმარიტი მოძღვარი და თვით ეკლესია, როგორც ჭეშმარიტების წიაღი აუცილებლად თავის მზრუნველობას მთელ კაცობრიობაზე ავლენს, ოღონდ ეს მზრუნველობის შინაარსი, რა თქმა უნდა, სხვადასხვაა. ცხონებულთა მიმართ ეკელსიის ზრუნვა სრულიად სხვაა, სასუფევლისკენ წარმართავს მათ და უკვე მიცემული ცხონებითი მარგალიტის შეურყვნელობის დაცვას განაპირობებს მათში, რომ ეს მადლი რაც ეკლესიისგან მიიღეს რჩეულებმა, ანუ იგივე ქრისტიანებმა, რაიმეთი არ შეიბილწოს, მხნეობა შეიძინონ ცხონებაში, მადლმოსილებაში. მაგრამ სრულიად სხვაა ეკლესიის სამოღვაწეო გეზი კაცობრიობის იმ ნაწილისადმი, რომლებიც ჯერ ცხონებაში არ შემოსულან. ეს სამოღვაწეო გეზი გულისხმობს იმ ბნელეთიდან საბელით ანუ თოკით მათ თანდათანობით ამოზიდვას, მათივე ნებით აუცილებლად, იმიტომ, რომ თუ ისინი ამ თოკს არ მოეჭიდნენ, თავისთავად ცხადია საბელის ზე ამოზიდვას ვეღარ გამოჰყვებიან და ვერც ცხონების წიაღში შემოვლენ. შესაბამისად ეკლესიას მთელი კაცობრიობის წინაშე აქვს გადაგდებული ანკესი, რათა ამ ანკესით (ძველ ქართ. სამჭედური), ანდა სულიერი ბადით (ბადე უფრო სახეობრივია და მას ხშირად იყენებენ ეკლესიის მამები) რაც შეიძლება მეტი და მეტი პიროვნება, აქაც ძველ ქართულ ტერმინს გამოვიყენებთ, მოისათხევლოს ანუ სულიერი ბადით შეიპყროს, ჭეშმარიტი მოძღვრება წარმოუჩინოს და ამ მოძღვრებით მათი ცნობიერება მთლიანად დააკავოს, რომ ჭეშმარიტებას შემოუკრიბოს ისინი, ჭეშმარიტების წიაღში შემოიყვანოს და ახლად შვას ცხონებისათვის. აი ეს მესათხევლეობა, მებადურობა, რაც ყოფითი საქმიანობა იყო მოციქულებისა და მაცხოვრის მადლით ისინი სულიერ მებადურებად გარდაიქმნენ კაცობრიობისა, აი ეს სულიერი მებადურეობა ყველა საეკლესიო მოღვაწის მიზანდასახულობა და ვალდებულებაა და რა თქმა უნდა მთლიანად ეკლესიისა. ეკლესია არის ის უზენაესი მესათხევლე, მებადური, ღვთივ დადგენილი ამ ქვეყნად, რომელიც ამ სულიერ ბადეს მთელი კაცობრიობის წინაშე მიაფენს, ხოლო ეს სულიერი ბადე სხვა არაფერია თუ არა სამოძღვრო ჭეშმარიტების ყველას წინაშე წარმოჩენა. ეკლესიური მოღვაწეობა მხოლოდ ამ გეზით მიემართება, რომ ის ჭეშმარიტება, გამოცხადებითი სიბრძნე, რაც უფლისგან დაინერგა ამქვეყნად, განმარტებითი წესით ყველასთვის მისაწვდომი ფორმით მთელ კაცობრიობას მიეწოდოს და ეს ჭეშმარიტება უკვე თვითონ მოქმედებს ამ პირთა სულიერებით გამსჭვალვას. თუ მოძღვრება ჭეშმარიტია, შეუძლებელია, რომ ცნობიერებისა და გონიერების მქონე პიროვნება ამ ჭეშმარიტებით, როგორც სულიერი რამ სამჭედურით ანუ ანკესით არ იქნეს დატყვევებული (ამ შემთხვევაში დატყვევებულობა მხოლოდ სიკეთეს გულისხმობს) და მის კვალს შედგომილი, ხოლო ამ კვალზე სვლა, კათაკმევლური სვლა, აუცილებლად ნათლისღების წიაღში, ეკლესიის წიაღში შეიყვანს მორწმუნეს. აი ესაა მიზანდასახულობა საელესიო მოღვაწეობისა და ის აპოლოგეტური ღვაწლი ყოველი პიროვნებისა, რომლებიც ეკლესიურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც განიკუთვნებენ, მათ მოღვაწეობაში ეს სავსებით თვალსაჩინოა. არისტიდე სწორედ ამ ნიშნით გამოყოფს მეოთხე ტომს, ქრისტიანთა ტომს, როგორც სულიერ მებადურს მთელი დანარჩენი კაცობრიობისა, რომ ისინიც ჭეშმარიტების წიაღში შემოიყვანოს. ამიტომ მისი აპოლოგიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ყველაზე უფრო არსებითი ნაწილი სწორედ ამაზე სწავლებაა, რომ კაცობრიობა ტომებად განიყოფება, ოღონდ ეს ტომები და ეს ნაწილები კაცობრიობისა, კვლავ ავღნიშნავთ, არ ნიშნავს ეროვნულ დაყოფას, არამედ ესაა კაცობრიობის დაყოფა ცნობიერებითი ხარისხების მიხედვით, რომ ზოგი უფრო აღმატებული ცნობიერებისაა, ზოგი უფრო დაკნინებულის, ხოლო მწვერვალი არის ის მაცხოვნებლობითი წიაღი, სადაც აბსოლუტური გასხივოსებულობაა ცნობისა და გონებისა ქრისტიანული მოძღვრებით, უზენაესი ყოვლადწმინდა სამების მადლით. ამიტომ ის მწვერვალი, როგორც მარადის მზიური ელვარებით განათებული, რა თქმა უნდა, ქვე ჩაიმზირება საკუთარ უფსკრულებში, სადაც სხვადასხვა სიმაღლეზე სხვადასხვა ნაწილი კაობრიობისა მკვიდრობს და რაც უფრო მიახლოებულია რომელიმე ნაწილის ცნობიერება ზეციურ სიმაღლეს, კვლავ ავღნიშნავთ, მისთვის გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ამქვეყნიურ სიცოცხლეში, ხორცში მყოფობის ჟამსვე, სანამ ჭეშმარიტად არსებობს სინანულის შესაძლებლობა, თვალი გაუსწოროს მწვერვალზე აელვარებულ საღვთო ჭეშმარიტებას, გული გაუხსნას მას და თვითონაც აზიდული იქნეს იმ მწვერვალამდე. რაც უფრო დაშორებულია ამ მწვერვალს ვისიმე ცნობიერება ანდა რომელიმე ნაწილის, რომელიმე კრებულის, რომელიმე ერისაც ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ეს შანსი, ეს შესაძლებლობა იმ მწვერვალამდე ასვლისა გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ყველა წინ უნდა ვიდოდეს ამ ცხოვრებაში, რომ არ უნდა იყოს საკუთარი მოძღვრებით აბსოლუტური შეკავებულობა წინსვლისა და დარწმუნებულობა იმაში, რომ ისინი ჭეშმარიტებაში მყოფობენ, მაშინ როცა ყველა მათგანი ხიბლში მყოფობს. ეკლესიის მამები თუკი რამ საშინელებას და საფრთხეს რომელიმე მოვლენისას ამ ქვეყნად განჭვრეტენ, ერთი უმთავრესთაგანი გახლავთ სწორედ ხიბლისმიერი მდგომარეობა. როდესაც აპოლოგეტები ასეთი დაწვრილმანებით, დამაჯერებლობით, ამგვარი არგუმენტირებით მოძღვრებას გადასცემენ ადრესატს და ეს ადრესატი უმრავლეს შემთხვევაში ან წარმართი ფილოსოფოსია ანდა იუდეველი, ხოლო ისინი მაინც არ ირწმუნებენ და ოდნავადაც არ უგდებენ ყურს ამ არგუმენტებს, არანაირი სხვა საშუალება და შესაძლებობა ჩვენ არ გვრჩება, რადგან ისინი მხოლოდ მათი მოძღვრების ჭეშმარიტებით კი არ არიან შეპყრობილნი, არამედ ხიბლისმიერი მდგოამრეობა უხშობს მათ სულიერ მზერას და ეს როგორც რაღაც გაურღვეველი ბადე ცნობიერებისა, მათ ცნობიერებას მარადიულად იმ უმეცრების, ფსევდო ჭეშმარიტების წიაღში ატყვევებს. ამიტომ პიროვნების შემოსვლა ქრისტიანობის წიაღში ჭეშმარიტად უიგივდება თავის დახსნას საპყრობილიდან და ეს თავის დახსნა საპყრობილიდან როგორც ყოფითად არის რთული, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია სულიერად და თუ ეს ღვაწლი აპოლოგეტებმა აღასრულეს, ამ სირთულის ფონზე, ალბათ ჩვენს თვალთა წინაშე მათი თავდადებულობის სიდიადე კიდევ უფრო მკვეთრად წარმოჩნდება. შორიდან ჩვენ ვიცით, რომ აპოლოგეტები მოღვაწეობდნენ, ცალკეული შრომები მათ დაწერეს, გარკვეული ნაწილი მოაქციეს ქრისტიანობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი არის სულიერი გრძნობადობის გარეშე წარმოთქმული გარკვეული ფაქტები, ფაქტოლოგიური მონაცემები, მაგრამ გავითვალისწინებთ რა რომ ერთი პიროვნების მოქცევაც კი ურთულეს პროცესს წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ამ პიროვნების წინააღმდეგ არ წარმოებს ბრძოლა და მხოლოდ ამ პიროვნების გამოტაცება არ არის ამ შემთხვევაში სამოღვაწეო სირთულე, აქ ბრძოლა წარმოებს იმ ყველაზე ძნელად დასამარცხებელ მოვლენასთან, რასაც ხიბლი ეწოდება, რომელსაც თავისი ავტორი ჰყავს აუცილებლად, თავისი შემმაგრებელი ჰყავს და შემქმნელი, გარშემომხვევი თვალის და მზერის დამაბნელებელი რაღაც ბადე, წყვდიადის შემქმნელი, და აი ამ ყოველივეს გარღვევა და სინათლის შეტანა იქ სადაც მხოლოდ წყვდიადია და ხიბლისმიერი ცრუ სინათლეა, ამ ყოველივეს აღსრულება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა მოღვაწეთაგან და ამიტომ პირველ მოღვაწეთა შორის ჩვენ აუცილებლად, ამ სურათის ფონზე, ჩვენს გონებაშიც ყოველთვის უნდა წარმოვიდგენდეთ აპოლოგეტებს.

      მკვეთრი ხაზგასმა ამ მოღვაწეებზე ჩვენგან იმითაა ნაკარნახევი, რომ ეს პირები ფაქტობრივად დღეისათვის დავიწყებულნი არიან. ვფიქრობთ ალბათ არც პირადად ჩვენს შორის და არც საეკლესიო მსახურებაში თითქმის აღარ იხსენიება არც არისტიდე ათენელი, არც არისტონ პელაიელი, არც ათენაგორა ათენელი (ამ ბოლო დროს შეიძლება ითქვას რომ ათენაგორა შემოვიდა საეკლესიო ხსენებაში, იმიტომ რომ უაღრესად სასიკეთო განჩინებით ის წმინდანად შეირაცხა, მისი კანონიზება მოხდა და რადგან ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შრაცხილი წმინდანის მოხსენიების უფლება ყველა მართლმადიდებელ ეკელსიას აქვს, აქედან გამომდინარე ჩვენც შეგვიძლია ათენაგორას ვიხსენიებდეთ, ამ ჭეშმარიტად დაუცხრომელ მოღვაწეს ქრისტიანული მოძღვრების გამარჯვებისთვის), იუსტინე მარტვილი ცხადია იხსენიება მაგრამ ძალიან ნაკლებად, ძალიან ნაკლებად არის მის შესახებ ცოდნა დღევანდელ დღეს, ისევე როგორც თეოფილე ანტიოქიელის შესახებ, წმ. ირინეოს ლიონელის და სხვათა შესახებ. მაგრამ ეს პირები გახლდათ ის სულიერი მხედრები II საუკუნისა, რომელთაც მართლაც ურთულეს ეპოქაში მოუხდათ ცხოვრება. ყველა ეპოქა რთული იყო ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ რთულთა შორისაც გამოიყოფა ურთულესი და ალბათ ეს იყოს ურთულესი ეპოქა, რამდენადაც ეკლესიის წინააღმდეგ, ეკლესიის გასაგმირად, მათი გაგებით და მათი სურვილით რა თქმა უნდა, მრავალი მახვილი იყო განმზადებული და ამ მახვილთა ძლევა, რა თქმა უნდა, ადვილი არ გახლდათ. და ერთ-ერთი დიდი მოასპარეზე აპოლოგეტთა შორის სწორედ არისტიდე ათენელი იყო, რომლის შრომაც, კვლავ ავღნიშნავთ, ღვთის მადლით გამოვლინდა ჩვენს წინაშე და თუნდაც ამ შრომის საფუძველზე კარგად შეგვიძლია განვჭვრიტოთ მისი სამოღვაწეო სიდიადე, მისი საღვთისმეტყველო სიღრმეც, არა მხოლოდ იმ მხრივ, რაც კაცობრიობის ხარისხებად დაყოფას ეხება, არამედ არისტიდესგან საკუთრივ ამ აპოლოგიაში ღვთისმეტყველური გაშინაარსების მხრივაც, იმ შემდეგში უკვე საკმაოდ ცნობილი დებულებისა, რომ შემოქმედის შეცნობა შესაძლებელია ქმნილების გზით, რომ ქმნილება თვით მიგვიძღვის, თვით გვიწინამძღვრებს შემოქმედისკენ. ეს შემდეგში და დღესაც უკვე ტრაფარეტული ფორმულირებაა, რომ ქმნილების ხედვით ჩვენ შემოქმედი უნდა განვჭვრიტოთ, მაგრამ ღვთისმეტყველური გაშინაარსება ამ აზრისა და სწავლებად ჩამოყალიბება სწორედ არისტიდე ათენელის დამსახურება გახლავთ. მან განჭვრიტა, რომ ჭეშმარიტებისკენ სვლა იმ მხრივაც შეუძლია ადამიანს თუ ის შემოქმედის ნაკვალევს განჭვრეტს ქმნილებაში, ის უკვე ურწმუნოებიდან აუცილებლად სარწმუნოებისკენ წარემატება და სარწმუნოებაში შესული პიროვნება, რომელსაც შემოქმედისა სწამს, უკვე საკუთრივ ამ სარწმუნოებაში უნდა დაწინაურდეს, ზღურბლი კი მას უკვე (ურწმუნოებიდან სარწმუნოებაში შესვლა) გადალახული ექნება, რადგან როდესაც პიროვნებას სრული შემთხვევითობა სჯერა ყველაფრისა, მას არ სწამს შემოქმედისა და მთელი ეს სამყარო თვითნებურად და ყოველთვის არსებულად მიაჩნია, რა თქმა უნდა, ასეთი პიროვნება ვერასოდეს სულეირად და ცნობიერად ვერ დაწინაურდება, რადგან ამ სამყაროში შემთხვევითობაა თუ ზოგჯერ სრულიად გაუთვლელი მოვლენები, ეს ყველაფერი მაინც ამ სამყაროს ნაწილია და თუ პიროვნებისთვის არანაირი შემოქმედებითი წინაგანგება არაფერს არ ახლავს, არ არსებობს მისთვის საიქიო, არ არსებობს უკვდავება და ღწვაც, ღვაწლიც, მაშინ ცნობიერების წარმატებაც რა მიზანდასახულობას უნდა ჰგულობდეს. როდესაც მიზანი არ არსებობს მაშინ წინსვლასაც აზრი ეკარგება, ამგვარ სწავლებაში კი, რაც ურწმუნოებას, ათეიზმს გულისხმობს, რა თქმა უნდა მიზანი არ არსებობს. მიზანი იფარგლება მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებით, რომელიც (ამქვეყნიური ცხოვრება) დასრულებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანთა მიზანიც დასრულებადია. რადგან ამქვეყნიური ცხოვრება ჩვენთვის კვდომადია, ჩვენ ვკვდებით ამ ცხოვრებისთვის თუ ეს ცხოვრება კვდება ჩვენთვის ამ შემთხვევაში ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ისაა, რომ ეს ცხოვრება ჩვენთვის განქარვებადია. შესაბამისად რაწამს დადგება ჟამი და ეს ცხოვრება ჩვენთვის განქარდება, თუ ამ ცხოვრებით იფარგლებოდა ჩვენი მიზანი, მაშინ ეს მიზანიც განქარდება. ასე რომ მიზანი თუ ვინმეს ამ ვეყნად ცხოვრებაში აქვს და ის ათეისტია, თავისთავად ცხადია ეს მიზანი არის დროებითი, ლოკალური, მომენტალური და მას მიზანი აღარც შეიძლება დაერქვას. ესაა რაღაც სრულიად შეუცნობელი, შეუგნებელი, ყოველგვარი აღმატებული განზრახულობის გარეშე ადამიანის ცხოვრება ამქვეყნად, რაც დიდად არ განსხვავდება ცხოველის სიცოცხლისგან, ცხოველსაც თავისი ამქვეყნიური ყოფითი მიზნები აქვს, რომ საკვები მოიპოვის, შთამომავლობა გააჩინოს და არაფრით მათ მოღვაწეობას არ აღემატება ცნობიერებითი თვალსაზრისით იმ პირთა ამქვეყნიური ცხოვრება, რომლებიც სრულ ურწმუნოებაში, ათეიზმში არიან. ასე რომ პირველი მიჯნა ესაა ურწმუნოებიდან სარწმუნოებაში შესვლა, რისი აღსრულებაც, არისტიდეს სწავლებით, შესაძლებელია ქმნილების განჭვრეტითა. ადამიანი თუ თავის გონებას ქნილებას მიაპყრობს შეუძლებელია, რომ ქმნილების მიღმა მან შემოქმედი არ დაინახოს. ეს უზენაესი სამყარო, რომელსაც შედგენილობა აქვს, რა თქმა უნდა, ფლობს შინაგან თვისებებს იმისას, რომ ჩვენ გამოგვივლინოს, გამოგვიცხადოს შემოქმედი და ამ ნიშანთა სისტემის წვდომა, ცხადია, თითქმის ყველა ადამიანისთვისაა შესაძლებელი ვინც კი მოიცლის და თავისი გონების თვალს აქეთკენ მიაპყრობს. აი ეს სწავლება გამოკვეთა არისტიდემ, რომ ქმნილებას, შესაქმეს ამ მხრივაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველა ჩვენთაგანის ცნობიერებისთვის, რადგან მათზე დაკვირვებით შემოქმედის რწმენამდე ავმაღლდებით. ისევე როგორც ზღვაში მიმავალი გემის მოძრაობაზე დაკვირვებით, თუმცა ჩვენ მესაჭეს ვერ ვხედავთ, აუცილებლად იმ მესაჭის არსებობამდე გონებრივად ავმაღლდებით და ამ მესაჭის არსებობას აუცილებლად ვირწმუნებთ, ხოლო ის უზენაესი მესაჭე, ყოვლის მპყრობელი, სამყაროს წარმმართველი, ჩვენს სულიერ თვალთა წინაშე, არისტიდეს სწავლებით, ცნობიერდება მას შემდეგ, რაც მის ნამოქმედარს, მისგან ქმნილს გონების თვალით განვჭვრეტთ, სადაც შემოქმედის ნაკვალევი ყველგან სახეზეა და წარუხოცელია.

ტეგები: aristide, patrology, qwelly, არისტიდე_ათენელი, არისტიდე_ფილოსოფოსი, პატროლოგია

ნახვა: 560

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters