21 ნოემბერს (ძვ. 8 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს მთავარანგელოზობას

მთავარანგელოზობა, mtavarangelozoba, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      ლაოდიკიის ადგილობრივ კრებზე გადაწყდა მტავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრება, რომელიც პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.

      დღესასწაული აღინიშნება მარტიდან მეცხრე თვეს ნოემბერს რადგან აქედან იწყებოდა წელთ აღრიცხვა, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე "დღესა მერვესა", როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ ("რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე"; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს "დღე მერვე", "რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა" (მთ. 25, 31).

      ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.

      სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას.

      ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

      ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.

      უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში.

      ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ.

      ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.

      უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

      საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;

      მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.

      ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

      ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: "რომელი ვითარცა ღმერთი") - ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

      მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

      მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.

      საღვთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

      რაფაელი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს.

      მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

      ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

      სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

      იეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე იეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.

      ბარაქიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ბარაქიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ბარაქიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

      წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია, და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.

      მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 21 ნოემბერი, Qwellyland, ანგელოზები, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 2908

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp Skull and Bones Items: Where to Spend Pieces of Eight

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მარტი 27, 2025.
საათი: 7:01am 0 კომენტარი

Where to Spend Pieces of Eight1. Upgrading Your Smuggling Operation

The Helm Empire Overview in the smuggling area allows you to Skull and Bones Items spend Pieces of Eight on empire upgrades. These upgrades improve:

Manufacturing speed-produce contraband faster. Resource efficiency increases yields from production. Smuggling network expansion-unlock new trade routes and suppliers.

2. Buying Exclusive Gear from the…

გაგრძელება

Eleganz Ebenso Fürsorge beisammen: Das 925 Silber Nazar Armband

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2025.
საათი: 6:59am 0 კომენტარი







Schmuck ist nicht bloß ein Accessoire, sondern mehrfach wenn schon ein Ausdruck von Persönlichkeit ebenso Glauben. Dasjenige 925 Silber Nazar Armband verbindet auf perfekte Formgebung zeitlose Eleganz mit einer tiefen symbolischen Semantik. Dieses wunderschöne Armband aus hochwertigem Sterlingsilber trägt den mystischen Nazar-Verfügungsgewalt des weiteren ist ein Must-have je Aufgebraucht, die Stil außerdem Spiritualität kombinieren möchten.



Was ist der…

გაგრძელება

Mmoexp Elden Ring Items: Choosing the Right Spirits Based on Mind Investment

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მარტი 27, 2025.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

Choosing the Right Spirits Based on Mind InvestmentDepending on your Mind investment, you’ll want to choose Spirit Summons that align with your ability to Elden Ring Items and summon them frequently. Below are some Spirit Summons that are particularly beneficial in different situations, based on your Mind stat:

Early-Game Summons (Low FP Cost)For players who don't have much Mind investment and are in the early phases of the game,…

გაგრძელება

MMOexp: Blade & Soul NEO Moonwater Plains – Part 1: Revamped PvP Battles

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 27, 2025.
საათი: 5:48am 0 კომენტარი

The vibrant world of BnS NEO Divine Gems continues to expand, bringing fresh content and thrilling challenges for players. One of the most exciting additions is the new Moonwater Plains, featuring dynamic PvP battles that promise to test your skills and strategy. In this article, we will delve into the exhilarating new battlegrounds, focusing on White Whale Lagoon and Sky Harbor Fortress.

White Whale Lagoon…

გაგრძელება

Qwelly World

free counters